უკანონო მშენებლობები, ბოძების მოთხრა-დარჭობის სტიქიური პროცესი გომისმთაზე

მთავარი თემა

უკანონო მშენებლობები, ბოძების მოთხრა-დარჭობის სტიქიური პროცესი გომისმთაზე

2019 აგვ 22 12:53:47

13 აგვისტოს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში სახალხო დღესასწაული "გომისმთობა 2019" გაიმართა, თუმცა, სადღესასწაულო განწყობის მიუხედავად, გომისმთაზე ასულს ყურადღების მიღმა არ დაგრჩებათ მიწაზე დაყრილი ბოძები, რომლებიც რამდენიმე დღის წინ, ოზურგეთი მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით, ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებმა ბულდოზერებით მოთხარეს.

ამის პარალელურად, ახლად ამოთხრილი ორმოებიც ჩანს, რომელსაც, აქაურთა თქმით, ნაწვიმარზე სოკოც ვერ ასწრებს ამოსვლას, ისე სწრაფად ჩნდებიან _ რაც მეტია ზეწოლა, უფრო სწრაფად ჩნდება ახალი ორმოები.

_ აგერ მოთხრილია ბოძი, გვერდით დატოვებულია. კიდევ იქით მოთხრილი, მერე ისევ დატოვებული. ვინც მოთხარა, როგორ მიხვდა _ რომელია კანონიერი და რომელი უკანონო? აქ ხომ ყველაფერი მოსწრებაზეა უკვე და დღეს რომ მოთხარო, ხვალ დილას ორმოს ვიღაც მაინც ამოიღებს, რომ სასწრაფოდ მოინიშნოს სამოსახლო და ასევე, ჩქარა დაიწყოს სახლის მშენებლობა _ იმედოვნებენ, რომ აშენებულს ვერავინ წაართმევთ.

ვის დააჯერებ, რომ ამ განუკითხაობისას, აქ ყველაზე მეტად ხელისუფლების წარმომადგენლები არ იხეირებენ?! ამიტომ, მაქსიმალურად უნდა იქნეს მიღებული გადამწყვეტი ზომები, რომ უკანონო მშენებლობები, ბოძების მოთხრა-დარჭობის სტიქიური პროცესი რაიმე რეგულაციით შეჩერდეს, _ გვეუბნებიან გომისმთაზე მყოფი დამსვენებლები, რომლებიც, ძირითადად, გურიის მცხოვრებლები არიან.

როგორც ყოველდღიურობა გვიჩვენებს და ადგილზე მისვლისას ჩანს, მოთხრის პროცესმა უკანონო მშენებლობები უფრო დააჩქარა _ გომისმთაზე ასულთ არაერთი სამშენებლო მასალით დატვირთული მანქანა დაგვხვდა. გარდა ამისა, აქ მიმდინარე მშენებლობებს შორის, უკვე იციან, რომელს არ უნდა შეეხოს არავინ. მაგალითად, ერთ-ერთ ადგილზე, სადაც, დაახლოებით, 400 კვ.მ. ფართობზე ფუნდამენტის ჩასხმის სერიოზული სამუშაოებია დაწყებული, გვითხრეს, რომ ეს ერთ-ერთი მღვდლისაა, რომელიც იქით გვერდზე ცოლისძმას უშენებს სახლს, აქეთ _ ცოლისდას და კიდევ სხვა ახლობელსაც, მაგრამ როგორ ეტყვიან რაიმეს, უხერხულიაო.

ახლახან, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცითი მოწყობის და ინფრასტრუქტურის კომისიის სხდომაზე, კომისიის თავმჯდომარემ ლავრენტი ბიგვავამ წარმოადგინა რეკომენდაციების პროექტი, რომლითაც სააგარაკო სახლების იმ მშენებლებს, რომლებსაც კურორტზე სახლის 30 პროცენტი აქვთ აშენებული, არ შეუშლიან ხელს და ნებას დართავენ, გააგრძელონ მშენებლობა(?),დანარჩენებს კი _ არა...

რაკი კურორტზე არსებული განუკითხავი ვითარების დასაძლევად, ბარიერი მისივე დღევანდელი სტატუსია, კომისიის წევრებმა უმწეობა გამოთქვეს დღევანდელი მდგომარეობის მოსაგვარებლად.

კომისიის თავმჯდომარის ლავრენტი ბიგვავას მოსაზრება ასეთია: "აუცილებელია მუნიციპალიტეტის შესაბამისმა სამსახურებმა, არსებული მძიმე მდგომარეობის კანონის ჩარჩოებში მოქცევის მიზნით, კურორტის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის და სხვა ნორმატიული აქტების მიღებამდე, დაგეგმოს და განახორციელოს ქმედითი ღონისძიებები, რომელიც არც სააგარაკო სახლების მეპატრონეებს დააზიანებს და არც კურორტის შემდგომ განვითარებას შეუშლის ხელს".

ეს წინადადება ოფიციალურად კარგად ჟღერს, თუმცა, ეწინააღმდეგება 30%-იან შეღავათს, რომლის დადგენა რა მოსაზრებას ექვემდებარება, ბუნდოვანია.

ასევე, ბუნდოვანია კომისიისა და უმრავლესობის ფრაქციის წევრების მიერ მიღებული გადაწყვეტილება _ შემუშავდეს სარეკომენდაციო წერილი, რომელიც სამხარეო ადმინისტრაციას და მუნიციპალიტეტის მერიას გადაეგზავნება.

გაურკვეველია, რა უნდა დაადგინოს სამხარეო ადმინისტრაციამ და მუნიციპალიტეტის მერიამ _ როგორ დართავს ნებას მას, ვინც სახლის 30% ააშენა, ან როგორ შეუშლის ხელს, ვისაც მხოლოდ ახლად ჩაბეტონებული ბოძები აქვს და თუ ის სასულიერო პირი იქნება?!

გომისმთაზე უკანონო მშენებლობის პროცესი, ჯერჯერობით, შეუქცევადია, რასაც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიის სხდომაზე განხილული საკითხი _"გომისმთაზე არსებული მდგომარეობა და მიღებული გადაწყვეტილება", ალბათ, ძნელად შეაჩერებს.

"გურია ნიუსი" გომისმთაზე არსებული უკანონო მშენებლობების რთულ პროცესს აქტიურად გააშუქებს.




 ახალი ამბები
  • პოლიციამ მოქალაქე დროებით დააკავაპოლიციამ ერთერთი მოქალაქე დააკავა, თუმცა, იგი შემდგომ გაუშვეს. აღნიშნული მოქალაქე ასვლას ცდილობდა სცენაზე სადაც ოპოზიონერი ლიდერები სიტყვით ... ...
  • "ვართ მის გვერდში და ვიქნებით მის გვერდში უღალატო ხალხი" _ აქციის მონაწილეები ჩოხატაურიდანდღეს თბილისში პატრიოტთა ალიანსმა საპროტესტო აქცია გამართა, რომელსაც სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული მოქალაქეები, მათ შორის გურიის წარმომადგენლებიც დაესწრნენ. როგორც ჩოხატაურის ერთ- ერთმა მაცხოვრებელმა, ვანო მახარაძემ უთხრა, გურულები პატრიოტთა ალიანსის გვერდზე არიან. "ვართ მის გვერდში და ვიქნებით მის გვერდში უღალატო ხალხი", _  გვითხრა მახარაძემ. კითხვაზე კი მოხდება თუ არა გურიაში პატრიოტთა მობილიზება, მახარაძე გვპასუხობს,  რომ გურიაში მობილიზება უკვე ... ...
  • “ქართული ოცნების“ უმრავლესობა ვერ შეძლებს მუშაობას, სანამ არ გადადგება მთავრობა _ უგულავა“ქართული ოცნების“ უმრავლესობა ვერ შეძლებს მუშაობას და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მანამდე ვერ შეძლონ მუშაობა, სანამ არ გადადგება მთავრობა და პარლამენტი განიხილავს ერთადერთ საკითხს, და ეს საკითხი იქნება უმოკლეს ვადაში პროპორციულზე გადასვლა. ჩვენ ივანიშვილის აღარ გვჯერა, ისევე, როგორც საქართველოს აბსოლუტურ უმრავლესობას. არსებობს ძალიან მოკლე გზა, იმისთვის, რომ ეს განიხილონ, ორ კვირაში არის შესაძლებელი. სხვა შემთხვევაში, ასეთი პროტესტი გავრცელდება კანცელარიაზეც, მერიაზეც, სხვა ქალაქებში და რაიონებში. საქართველოს მთელს ტერიტორიაზე, ქართული ოცნების პოლიტიკოსები, ვერ შეძლებენ ასე მართვას“, - აცხადებს გიგი ... ...
  • გიორგი ვაშაძე : ჩვენ მოვახდინეთ შესავლელის პიკეტირება, ეს არ არის კანონდარღვევა!ჩვენმა აქციამ შედეგი გამოიღო, ჩვენ მოვახდინეთ შესავლელის პიკეტირება, ეს არ არის კანონდარღვევა, ამის უფლება ჩვენ კონსტიტუციით ... ...
  • დავით თარხან-მოურავმა ფეხის ტრავმა მიიღოდავით თარხან-მოურავმა ფეხის ტრავმა მიიღო, _ ამის შესახებ ინფორმაციას “პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი ირმა ინაშვილი ავრცელებს.   “მან ფეხის ტრავმა მიიღო, რის გამოც გადახვევა დასჭირდა.“- თქვა ირმა ინაშვილმა. დავით თარხან-მოურავი ახლა თავს კარგად გრძნობს და მან აქციის მონაწილეებს სიტყვით ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ გამოვავლინოთ ნიჭიერი ბავშვი

არ დაგეგმოთ შვილებს მომავალი შეეცადეთ...

აუცილებელი წასაკითხი მამებისთვის

ახალშობილს უნდა ეძინოს დედის საწოლში...

ბეკონი ჯანმრთელობისთვის სახიფათო ყოფილა

შვედი მეცნიერების მტკიცებით, ბეკონის საკვებად...

როგორ დავალევინოთ წამალი პატარას

წამლის დალევა პატარებს არ უყვართ,...

მერილინ მონროს სილამაზის საიდუმლო

 რა იყო ის საიდუმლო, რომლის...

რატომ უნდა ვხატოთ

ცოტა ხნის წინ, ამერიკელმა ფსიქოლოგებმა...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...

დარწმუნებული ხართ თუ არა, რომ სასმელად ვარგის წყალს მოიხმართ?