უხარისხო ფქვილი _ არასათანადო შენახვა თუ წუნიანი სერია

მთავარი თემა

უხარისხო ფქვილი _ არასათანადო შენახვა თუ წუნიანი სერია

2018 ნოე 27 13:24:54

ოზურგეთში, თურქული კომპანია "გულისტანის" ფქვილი, უკვე თხუთმეტ წელზე მეტია იწარმოება და იყიდება მოსახლეობაში, აღნიშნული ფქვილით სარგებლობს სხვადასხვა საცხობი. დროდადრო მომხმარებელი "გულისტანის" ოზურგეთის ქარხანაში წარმოებული ფქვილის უხარისხობაზე საუბრობს.

ერთ-ერთი მათგანი სოფელ შემოქმედში მცხოვრები ნუნუ გირკელიძეა, რომელიც "გურია ნიუსს" დაუკავშირდა და უთხრა, რომ ოზურგეთის ავტოსადგურში მდებარე მაღაზიაში ახლახან პურის ფქვილი იყიდა და უვარგისი აღმოჩნდა:

_ ძირითადად, პურის ფქვილს ვყიდულობთ და შინ ვაცხობთ პურს. რომ ვთქვა, ყოველთვის უხარისხო ფქვილი მხვდება,-მეთქი, ტყუილი იქნება, მაგრამ უვარგისი კი შემხვედრია. ამჯერად, ფქვილი როცა მოვზილე და გამოვაცხვე, ფერიც მოყავისფრო ჰქონდა. არადა, ვიყიდე, როგორც თეთრი, პირველი ხარისხის ფქვილი. ჯერ მეგონა, საფუარი არ ვარგოდა და შევცვალე. თუმცა, მეორე ცდამც შედეგი არ გამოიღო. ცომი კვლავ მუქი ფერის გამოდგა, ცუდად აფუვდა და ცხობის დროს პურის გული არ გამოშრა. ტომარა, რომელშიც ფქვილი ეყარა, ლურჯწარწერიანი იყო. მასზე ქართულად აწერია: "გულისტანი ფქვილი, ოზურგეთის ფაბრიკა". იქვე მითითებულია ტელეფონის ნომერიც.

"გურია ნიუსი" დაუკავშირდა "გულისტანის" ფაბრიკის გაყიდვების მენეჯერს, მარინა ჩხაიძეს, რომლის თქმითაც, მათი პროდუქცია უარყოფით კონტექსტში იშვიათად ხვდება და ამ შემთხვევაშიც მიზეზი მათგან დამოუკიდებელია, რაც ელექტროენერგიის წყვეტას უკავშირდება:

"ოზურგეთში, ფაბრიკა "გულისტანის" პროდუქცია იშვიათად ხვდება უარყოფით კონტექსტში. ფქვილი აქ ყოველთვის საუკეთესოა. ერთადერთი, რაც შეიძლება უხარისხო ფქვილის მიზეზი იყოს, ეს არის დენის წყვეტა, რასაც ამ დღეებში ჰქონდა ადგილი. თუმცა, ეს იშვიათად ხდება. როცა დენი წყდება, უამრავი დანადგარი ჩერდება ერთდროულად და ეს იწვევს დეფექტს. ასეთ შემთხვევაში, თუ რომელიმე მოქალაქე მოგვმართავს, დაუყოვნებლივ შევუცვლით და მივცემთ ახალს. იყო ასეთი შემთხვევაც, მოგვმართეს და პურის ფქვილი საუკეთესო იყო, თუმცა, აღმოჩნდა, რომ საფუარი არ ვარგოდა. კიდევ ერთხელ გავიმეორებ _ თუ ფქვილი ჩვენი მიზეზით აღმოჩნდება ცუდი, მაშინვე შევუცვლით, ოღონდ უნდა მოგვმართონ".

"გურია ნიუსი" ესაუბრა ოზურგეთის ავტოსადგურში მდებარე მაღაზიის გამყიდველს მაია მუჯირს:

_ ჩვენს მაღაზიაში არ ექნება ნაყიდი ფქვილი იმ ქალბატონს, რომელიც თქვენთან მოვიდა. აქ ასეთი ფაქტი არასდროს მომხდარა, თუმცა, ასეც რომ იყოს, რა ჩვენი ბრალია?! მიბრძანდით ქარხანაში და იქ იკითხეთ, _ გვითხრა მან.

_ არ გეუბნებით, რომ თქვენი ბრალია და არც ის ქალბატონი გადანაშაულებთ, ვინც თქვენთან ფქვილი შეიძინა. უბრალოდ, გეკითხებით, მსგავსი შემთხვევა ყოფილა სხვა დროს?

_ არა, ასეთი რამ ნამდვილად არ მომხდარა!

საუბრის დროს მამაკაცმა, რომელმაც ყური მოკრა ლაპარაკს,  თქვა, რომ მასაც შეხვედრია უხარისხო ფქვილი:

"წითელწარწერიანიც ვიყიდეთ რამდენიმე ხნის წინ და ცომი არ ვარგოდა. წესიერი პური არ გამოცხვა, კარგად არ გამოიშრო გული და ფერიც მუქი ჰქონდა. "გულისტანი" კარგ ფქვილს ყიდის, მაგრამ როცა ასეთი რამ არაერთხელ ხდება, აუცილებლად საკითხავი და გასაკონტროლებელია", _ თქვა უცნობმა მამაკაცმა. თუმცა, მაია მუჯირი არც მას დაეთანხმა და თქვა, რომ მის მაღაზიაში გაყიდული ფქვილის გამო პრეტენზია არასდროს შემოსულა.

"გურია ნიუსი" სეს-ის გურიის რეგიონულ სამსახურს დაუკავშირდა, სადაც უთხრეს, რომ შემოწმებისას, "გულისტანის" ოზურგეთის ქარხანაში დარღვევა არასდროს აღმოუჩენიათ და შესაძლებელია, ფქვილის უხარისხობა ქარხნიდან გატანის შემდეგ არასათანადო პირობებში შენახვას უკავშირდებოდეს:

"სექტემბრიდან დღემდე, ჩვენმა სამსახურმა ორჯერ შეამოწმა "გულისტანის" ქარხანა. აქ რაიმე დარღვევა არ აღმოჩენილა. ტექნოლოგია, სისუფთავე, ყველაფერი ნორმალურად ჰქონდათ. თუმცა, ჩვენ კვლავ შევამოწმებთ. პრეტენზიის არსებობის შემთხვევაში, მომხმარებელმა 1501-ზე უნდა დარეკოს. ისე კი გეტყვით, რომ შეიძლება, რომელიმე პარტია აღმოჩნდეს ცუდი, ან შენახვის წესები არ იყოს დაცული. უფრო მეტად ეს შეიძლება არა ქარხანაში, არამედ იქ ხდებოდეს, სადაც პურის ფქვილი გადააქვთ. ტომრები სტელაჟებზე უნდა დაიდოს. ყოფილა შემთხვევა, ფქვილს ობი ან შავი წერტილები ჰქონია და ეს იყო სწორედ გადამტანის მიერ ცუდად შენახვის გამო. პურის ფქვილს სჭირდება საგანგებო შენახვა, სინესტეს უცებ იღებს და ეს უნდა იქნეს გათვალისწინებული", _ გვითხრეს აქ.

მომხმარებელი ნუნუ გირკელიძე განმარტავს, რომ მან პურის ფქვილი სახლში მიტანისთანავე მოზილა, გამოაცხო და უხარისხო პროდუქტი მიიღო:

_ რომ შემენახა, რამდენიმე დღით დამედო და მერე გამომეყენებინა, ეჭვი შემეპარებოდა და პრეტენზია არავისთან მექნებოდა. თუმცა, ეს ასე არ იყო და იმედია, დამიჯერებთ, _ გვითხრა მან.




 ახალი ამბები
  • სუს-მა თაღლითობის ფაქტზე 4 პირი დააკავა, 2 პირი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ დიდი ოდენობით თაღლითობის ფაქტზე 4 პირი დააკავა და 2 პირი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა. ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,  სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ყალბი დოკუმენტების გამოყენებით დიდი ოდენობით თაღლითობის ფაქტზე შპს „პრიზმა“-ს დირექტორი გ.ნ, ამავე კომპანიის სამუშაოთა მწარმოებლები გ.ჯ, ი.გ. და შპს „აუდიტ-ფრევეგი“-ს ექსპერტი რ.კ. დააკავეს. ამავე სისხლის სამართლის საქმეზე, ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, შპს „მშენტექზედამხედველი“-ს დირექტორი ნ.ბ. და საწარმოში გულგრილობის ფაქტზე შპს ,,პრიზმა“-ს ინჟინერი თ.მ.  სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცნენ. გამოძიებამ დაადგინა, რომ 2015 წლის 19 ოქტომბერს, ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ქალაქ ცაგერში, სპორტული კომპლექსის მშენებლობაზე ტენდერი გამოაცხადა, რომელშიც შპს „პრიზმა“-მ გაიმარჯვა. აღნიშნულ კომპანიასთან 2 714 143 ლარის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე ხელშეკრულება გაფორმდა. სპორტული კომპლექსის მშენებლობის დროს, შპს „პრიზმა“-ს დირექტორმა, ამავე კომპანიის სამუშაოთა მწარმოებლების  დახმარებით,  დოკუმენტებში 177 000 ლარის ღირებულების სამუშაოები ყალბად დააფიქსირა შესრულებულად  და ამ გზით სახელმწიფოს კუთვნილ აღნიშნულ თანხას თაღლითურად დაეუფლა.  შპს „პრიზმა“-ს დირექტორს თაღლითობაში დახმარება გაუწია  შპს „აუდიტ-ფრევეგი“-ს ექსპერტმა, რომელმაც მის მიერ შედგენილ დასკვნაში არარსებული სამუშაოები შესრულებულად აჩვენა. თავის მხრივ, შპს „მშენტექზედამხედველი“-ს დირექტორმა, რომელსაც სამუშაოების შესრულების პროცესში ტექნიკური ზედამხედველობა ევალებოდა და შპს ,,პრიზმა“-ს ინჟინერმა, რომელიც  საანგარიშგებო დოკუმენტებს ადგენდა, დოკუმენტებში არარსებული სამუშაოები შესრულებულად დააფიქსირეს. სამუშაოების არაჯეროვნად შესრულების გამო, 2017 წლის 12 ოქტომბერს, შპს „პრიზმა“-სთან დადებული ხელშეკრულება შეწყდა, რის გამოც სამშენებლო სამუშაოები სხვა კომპანიის მიერ დასრულდა. გამოძიება დიდი ოდენობით თაღლითობისა და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, 25-180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინების თავისუფლების აღკვეთას ვადით  6-დან 9 წლამდე). გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს",_ წერია გავრცელებულ ... ...
  • ინტერნეტით ნარკოტიკების რეალიზაციის მცდელობა ბათუმშიშინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უბნის ინსპექტორების და დეტექტივების სამმართველოების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი, 1986 წელს დაბადებული კ.ჟ. ბათუმში დააკავეს. მას ბრალი განსაკუთრებით დიდი და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვასა და გასაღების მცდელობაში ედება. დანაშაულები 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველების მიერ ჩატარებული კომპლექსური საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დადგინდა, რომ დაკავებული ჩართული იყო ნარკოტიკების ინტერნეტით რეალიზაციის სქემაში. კერძოდ, კ.ჟ. ბათუმში, სხვადასხვა ადგილზე, სპეციალურად შერჩეულ სამალავებში ათავსებდა ნარკოტიკულ საშუალებებს და აღნიშნული სამალავების მისამართებს დისტანციურად ატყობინებდა პირს, ვინც შემდეგ ამ ნარკოტიკების რეალიზაციას ახდენდა. გამოძიების ფარგლებში, პოლიციამ მოსამართლის განჩინების საფუძველზე განახორციელა ბრალდებულის დანაშაულებრივი ქმედებების ფარული ვიდეო-აუდიო ჩაწერა. სამართალდამცველებმა ბათუმში, დაკავებულის მიერ მითითებული სამალავებიდან, 3 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, ასევე, „სუბოქსინის“ 9 აბი და ნატეხები ნივთმტკიცებად ამოიღო. პოლიციის მიერ, ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას ამოღებულია 1 შეკვრად დაფასოებული „ჰეროინი“. კ. ჟ.-ის დროებით საცხოვრებელ ბინაში ჩატარებული ჩხრეკისას კი ნივთმტკიცებად ამოღებულია: ნარკოტიკული საშუალება „მეტადონის“ შემცველი 21 აბი, 6 შეკვრა „ჰეროინის“ შემცველი ნარკოტიკი, „სუბოქსინის“ 17 აბი და ნატეხები, ერთჯერადი საინექციო შპრიცი „ჰეროინის“ შემცველი ხსნარით და ელექტროსასწორი, მის ზედაპირზე არსებული „ჰეროინის“ შემცველი ფხვნილით. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 19-260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 19-260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ... ...
  • სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღისა და ნარკოტიკების ფლობისთვის 1 პირი დააკავეს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1995 წელს დაბადებული ი.გ. დააკავეს. მას ბრალი ცეცხლსასროლი იარაღისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვაში ედება. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა, დაკავებულს პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ნარკოტიკული საშუალება „სუბუტექსის“ 90 აბი და ,,ESCORT-2008-MAGNUM“-ის მოდელის პისტოლეტი ამოიღეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს. ... ...
  • ჩინეთიდან დაბრუნებულ მოქალაქეებს კორონავირუსის სიმპტომები არ დაუფიქსირდათ ჩინეთიდან დაბრუნებულ საქართველოს მოქალაქეებს ახალი კორონავირუსის სიმპტომები არ დაუფიქსირდათ. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა,  ამირან გამყრელიძემ განაცხადა. გამყრელიძის განცხადებით, საქართველოს მოქალაქეები ჩინეთიდან სპეციალური თვითმფრინავით ჩამოვიდნენ, რის შემდეგაც შეამოწმეს. „შემოსვლისას თითოეულ მათგანს ჩაუტარდა თერმოსკრინინგი, ეპიდემიოლოგის კონსულტაცია, ასევე იქ იყვნენ კლინიცისტი ექიმები. თითოეულმა მათგანმა შეავსო თვითმფრინავში ყოფნისას გარკვეული კითხვარი, თუ სად იმყოფებოდნენ ბოლო დღეების და კვირების განმავლობაში, იყვნენ თუ არა შეხებაში კორონავირუსით დაინფიცირებულ ადამიანებთან. ეს ადამიანები გადაყვანილები იქნებიან ორკვირიან კარანტინში, საჩხერის სამედიცინო ცენტრთან არსებულ სასტუმროში, გამოიყო შესაბამისი ფართი, სადაც მათ ორი კვირის განმავლობაში ჩაუტარდებათ დაკვირვებები.  გვქონდა ინფორმაცია, რომ რამდენიმე მათგანს შესაძლებელია, ჰქონოდა შეხება კორონავირუსით დაინფიცირებულ ადამიანთან, ამიტომაც აუცილებელი იყო ამ ტიპის ღონისძიების გატარება. ხაზს ვუსვამ, არც ერთს არც ტემპერატურა დაფიქსირებია, არც საეჭვო სიმპტომები, რომელიც კორონავირუსულ ინფექციას ახასიათებს, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩაითვალა საჭიროდ, რომ მათ ორი კვირა უნდა გაატარონ კარანტინში შესაბამისი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ“,_ განაცხადა გამყრელიძემ. როგორც გამყრელიძემ განაცხადა, თუ ორი კვირის განმავლობაში რომელიმე მათგანს დაეწყება რესპირაციული სიმპტომები, მაშინ მათ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში ... ...
  • ბათუმში მსუბუქი ავტომობილი დაიწვაბათუმში მსუბუქი ავტომობილი დაიწვა. შემთხვევა ანბანის კოშკის მიმდებარედ, გუშინ მოხდა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი, უცნობია. შსს-მ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლთან ან მომეტებული საფრთხის წყაროსთან გაუფრთხილებლობით ნივთის დაზიანება ან განადგურებას გულისხმობს. ფოტო  "გურია ნიუსს" მოქალაქე მარიკა კიტიამ მიაწოდა. ... ...

არქივი

ზაფრანი

რატომ უნდა მიირთვათ ბევრი შოკოლადი

შოკოლადის მირთმევის შედეგად ადამიანის ბედნიერების...

ჰოლივუდელი მარტოხელა მამები

ალ პაჩინო - მსახიობი სამი...

ქალები და მანქანის მართვა

ბრიტანული კვლევის თანახმად, ქალები კაცებზე...

რა არის ბედნიერება?

რას გულისხმობს ბედნიერება?_ სტაბილურ სამსახურს,...

რატომ „იყინებიან“ ქალები ხშირად

ქალებისგან ხშირად მოისმენთ, რომ ეყინებათ...

რა პროდუქტები უნდა მივირთვათ ზამთარში

რძე სუპერმარკეტებში სულ უფრო ხშირად...
კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...