დაპირისპირება სასამართლო პროცესზე _ ვინ და რატომ უწოდა ადვოკატს "უზრდელი"


მთავარი თემა

დაპირისპირება სასამართლო პროცესზე _ ვინ და რატომ უწოდა ადვოკატს "უზრდელი"

27 ივნ. 2017, 22:10:17

თბილისის სააპელაციო სასამართლოში ლისის ტბის საქმეზე სასამართლო განხილვა მხარეებს შორის მომხდარი უერთიერთდაპირისპირების გამო გადაიდო.

პროცესის დასასრულს, პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა ფიქრია ზირაქიშვილმა, ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელძღვანელს, არჩილ კაიკაციშვილს შეურაცხყოფა მიაყენა და „უზრდელი“ უწოდა.

რამ გამოიწვია პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლის გაღიზიანება უცნობია, მან „გურია ნიუსთან“ კომენტარის გაკეთება არ ისურვა.

დღევანდელ პროცესზე სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა, რაც მხარის მიერ შუამდგომლობების დაყენებას მოყვა.

საქმე ლისის ტბის ტერიტორიაზე არსებულ შენობა-ნაგებობებსა და მიწის ნაკვეთებს ეხება, რომელიც ბიზნესმენ რამაზ ახვლედიანის განცხადებით, იძულებით, ფინანსური პოლიციის უფროსის მოადგილის კაბინეტში, 2006 წლის 4 ნოემბერს,  საკუთარი განცხადების საფუძველზე, სახელმწიფოს სასარგებლოდ დათმო. განცხადების დაწერიდან ცოტა ხანში კი, ქონება გასხვისდა და ის რამაზ ახვლედიანის ბიზნესპარტნიორის მამუკა ხაზარაძის კომპანიის „ლისი ლეიქ დეველოპმენტის“ საკუთრებაში გადავიდა, რომელსაც დღემდე ეს კომპანია ფლობს. ახვლედიანი ამ ქონებასთან დაკავშირებით პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გამოცემულ განკარგულებას ასაჩივრებს, რომელიც მისი განცხადების დაწერიდან რამდენიმე დღეში გამოიცა და რითაც ახვლედიანს ქონება ჩამოერთვა.

აღნიშნულთან დაკავშირებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ უკვე იმსჯელა და მიიღო გადაწყვეტილება, რომ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განკარგულება კანონთან შესაბამისი იყო. ახვლედიანის დაცვის მხარე სააპელაციო სასამართლოსგან სწორედ ამ გადაწყვეტილების ბათილად ცნობას ითხოვს.

დღევანდელი სასამართლო პროცესი, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, დაპირისპირების ფონზე წარიმართა. ახვლედიანის დაცვის მხარის დაყენებული შუამდგომლობები, რომლითაც მხარე კონკრეტული პირების დაკითხვას, ასევე  ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ მიერ ჩატარებული კვლევისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან მიღებული დოკუმენტების საქმის მასალებზე დართვას ითხოვდა, მხარეები არ დაეთანხმნენ. კერძოდ, პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ პირების დაკითხვა, რასაც მხარე ითხოვს, გამოძიების პრეროგატივაა, რადგან სისხლის სამართლის საქმე და ადმინისტრაციული ერთმანეთისგან განსხვავდება და სააპელაციო სასამართლო ამ ეტაპზე ამ ღონისძიებას მოკლებულია, რადგან საქმეს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია განიხილავს. რაც შეეხება კვლევის დართვას, რომელიც ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ 2015 წელს გამოაქვეყნეს, ზირაქიშვილმა განაცხადა, რომ  ეს არის ორგანიზაციის პოზიცია და კვლევა სამართლებრივი გადაწყვეტილების მიღებისას მოსამართლეებს ვერ დაეხმარება. რაც შეეხება პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან გადმოგზავნილ დოკუმენტაციას, სადანაც ირკვევა, რომ ახვლედიანი თავის ბიზნესპარტნიორებთან ერთად საერთაშორისო სტანდარტების ინფრასტრუქტურის მქონე კურორტის მშენებლობას გეგმავდა, ზირაქიშვილი ამ მასალების საქმეზე დართვას დაეთანხმა.

 დოკუმენტაციაში, რომელიც „გურია ნიუსმა“ მოიპოვა, აღნიშნულია, რომ სს“ლისის ტბა“ ლისის ტბის ტერიტორიაზე მასშტაბურ მშენებლობას გეგმავდა. სს“ლისის ტბის“ გენდირექტორი რუსუდან ფანცულაია  მცხეთის გამგებელს  ვახტანგ ყიფშიძეს წერს, ს.ს „ ლისის ტბა“, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელიც არის რამაზ ახვლედიანი, არის  G R D C-ის (საქართველოს რეკონსტრუქციისა და განვითარების კომპანია) შვილობილი კომპანია და  იგეგმება ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე საერთაშორისო სტანდარტების ინფრასტრუქტურის მქონე კურორტის მშენებლობა, რისთვისაც მოზიდული იქნება რამდენიმე ათეული მილიონი აშშ დოლარი და უკვე მომზადებულია  პროექტი, რომელიც წარდგენილია სახელმწიფოს სხვადასხვა სტრუქტურების მიმართ. ამავე დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ რამაზ ახვლედიანს ამ საქმეში პარტნიორებად ჰყავდა I F C  (საერთაშორისო ფინანსური კორპორაცია - მსოფლიო  ბანკის  ჯგუფი), E B R D (ევროპის რეკონსტრუქციისა და განითარების  ბანკი),  თი-ბი-ში ბანკი, G R D C (საქართველოს რეკონსტრუქციისა და განვითარების კომპანია)  და  სხვები. ამას ემატებოდა   ს.ს „ლისის ტბა“-ს  -ს ანგარიშზე არსებული რამოდენიმე მილიონი ლარი.

სწორედ აქედან გამომდინარე დააყენა დღეს ახვლედიანის დაცვის მხარემ კონკრეტული პირების, მათ შორის, მამუკა ხაზარაძის, რუსუდან ფანცულაიას (სს „ლისის ტბა“-ს  გენდირექტორი) და ირაკლი კილაურიძის G R D C - საქართველოს რეკონსტრუქციისა და განვითარების კომპანიის დირექტორი)  დაკითხვის  შუამდგომლობა, რაზეც სასამართლო მომდევნო სხდომაზე იმსჯელებს.

შუამდგომლობების დაყენებისას, მხარეებს შორის შეუთანხმებლობამ დაპირისპირება გამოიწვია. თბილისის მერიის წარმომადგენელმა შუამდგომლობების გაუცნობლად განაცხადა, რომ ის წინააღმდეგია საქმეს ეს მასალები დაერთოს. იგივე პოზიცია დააფიქსირა „ლისი ლეიქ დეველოპმენტის“ წარმომადგენელმა გოჩა გოგიშვილმაც.

ამას ახვლედიანის დაცვის მხარის განმარტებები მოჰყვა, რაც საბოლოოდ სიტყვიერ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

თქვენ ახლა არ აჟღერებთ სახელმწიფოს პოზიციას, რომელსაც ოცნებისხელისუფლების მერია უნდა ავითარებდეს. გესმით თქვენ განსხვავებები? _ მიმართა თბილისის მერიის წარმომადგენელს არჩილ კაიკაციშვილმა, რასაც პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლის, ფიქრია ზირაქიშვილის მხრიდან კაიკაციშვილის მისამართით გამოთქმული შეურაცხმყოფელი გამონათქვამი მოყვა.

მე თქვენთვის პერსონიფიცირებულად შეურაცხყოფა არ მომიყენებია. ამიტომ მომიხადთ ბოდიში. წინააღმდეგ შემთხვევაში მოვითხ სხდომა დატოვოთ. მე ვარ უზრდელი? უზრდელი არის პრეზიდენტის ადმინისტრაცია“, _უპასუხა კაიკაციშვილმა ზირაქიშვილს.

სიტყვიერი დაპირისპირება რამდენიმე წუთის განმავლობაში გაგრძელდა, პალატის თავმჯდომარემ გიორგი ტყავაძემ პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელს კორექტურლობისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ თავი შეეკავებინა შეურაცხმყოფელი გამონათქვამებისგან. საბოლოოდ მოსამართლემ მიიღო გადაწყვეტილება სხდომა შეეწყვიტა.

თავის მხრივ, არჩილ კაიკაციშვილმა „გამაოგნებელი“ უწოდა პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლის ქცევას და შეახსენა, რომ საერთო სასამართლოებში წარმოადგენდა სახელმწიფო ინსტიტუციას და ვალდებული იყო დაეცვა საჯარო სამსახურის ეთიკა და სამსახურეობრივი ინსტრუქცია. ამასთან, არჩილ კაიკაციშვილმა განაცხადა, რომ სასამართლოს ინსტანციის მიმართ პატივისცემის გამო, პროტესტის ნიშნად, არ დატოვებდა სასამართლო სხდომას და მიმართა საქმის განმხილველ პალატას მიეღო ზომები, მხარეს ადგილზე მოეხადა ბოდიში ან სასამართლოს გამოეყენებია მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილება მხარის სანქცირებასთან დაკავშირებით. 

„ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელის მოთხოვნის მიუხედავად, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა, ფიქრია ზირაქიშვილმა შეურაცხმყოფელი გამონათქვამის გამო, ბოდიში არც სხდომის დასრულების შემდეგ მოიხადა. არჩილ კაიკაციშვილმა განაცხადა, რომ ფაქტს შესაბამისი რეაგირება და მსვლელობა მიეცემოდა.

როგორც არჩილ კაიკაციშვილმა პროცესის დასრულების შემდეგ „გურია ნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლის თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას აპირებს.

ეს არის ყოვლად დაუშვებელი და წარმოუდგენელი ქმედება პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლის მხრიდან. მან დაარღვია საჯარო ეთიკის კოდექსი შრომითი ურთიერთობის მნიშვნელოვანი პრნციპები და სამსახურებრივი  ინსტრუქცია, როდესაც მას ევალება განსაკუთრებით საერთო სასამართლოებში, სასამართლოსთან და  მხარეებთან ურთიერთობის დროს. ეს არ უნდა დარჩეს უყურადღებოდ. გვექნება მკაცრი შეფასება. რადგან  თუ პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი ვერ უძლებს ინსტიტუციის მიმართ გამოთქმულ კრიტიკას, ეს არ ნიშნავს იმას, რომ რომელიმე წარმომადგენელმა, პრეზიდენტის ადმინისტრაცია იქნება თუ თბილისის მერია, მხარეს, სრულფასოვან კოლეგას უზრდელი უწოდოს.  ეს არის გამაოგნებელი შემთხვევა და ჩვენ ვსვამთ ამ ქალბატონის თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხს, რადგანაც დისციპლინარული სახდელი ამ შემთხვევაში მცირეა“, _ აღნიშნა კაიკაციშვილმა.

„გურია ნიუსმა“ აღნიშნულთან დაკავშირებით თავისი პოზიციის დაფიქსირება სთხოვა პრეზდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელსაც, თუმცა ფიქრია ზირაქაშვილმა ჩვენთან საუბრისას განაცხადა, რომ მას კომენტარის გაკეთების უფლება არ აქვს და პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურში გადაგვამისამართა.

ამ ეტაპზე არ ვაკეთებ კომენტარს, შემდგომში შეგიძლიათ მობრძანდეთ ადმინისტრაციაში ან დაუკავშირდეთ პრეზდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურს“, _ გვითხრა ფიქრია ზირაქიშვილმა.

მოგვიანებით, „გურია ნიუსი“ პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურსაც დაუკავშირდა, როგორც უწყებაში განგვიცხადეს, დამატებით კომენტარს აღნიშნულთან დაკავშირებით არ აკეთებენ.

„შეგიძლიათ დაწეროთ ფაქტის შესახებ. პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი არ გაკეთდება“, _ გვითხრეს პრესსამსახურში.

ცნობისთვის დღევანდელ სასამართლო პროცესს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა (გიორგი ტყავაძე, თავმჯდომარე, მარიამ ცისკაძე, ნათია ქუთათელაძე) განიხილავდა. საქმეში მხარედ წარმოდგენილები არიან საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია, თბილისის მერია და „ლისი ლეიქ დეველოპმენტი“. შემდეგი სხდომა 2017 წლის 19 ივლისს 11:00 საათზე გაიმართება.

ამავე თემაზე:

ლისის ტბის დათმობის საქმეზე სააპელაციო სასამართლო ხვალიდან განხილვებს იწყებს

შუაღამისას „საკუთარი ნებით დათმობილი" ქონება, ანუ როგორ დაკარგა ბიზნესმენმა „ლისის ტბა“ - ნაწილი I

რატომ არ მიიღო მტკიცებულებად სასამართლომ კეზერაშვილის მოადგილის კაბინეტში ქონების დათმობაზე დაწერილი განცხადება

მაღალჩინოსნები და ბიზნესმენები დასაკითხ პირთა სიაში _ რა ეტაპზეა ლისის ტბის საქმის გამოძიება

უპასუხო კითხვები ლისის ტბის საქმეში

როგორ აღმოჩნდა ყოფილი მფლობელისთვის წართმეული ლისის ტბა მამუკა ხაზარაძის საკუთრებაში




 ახალი ამბები
  • არგენტინაში გიგანტური დინოზავრის ჩონჩხი აღმოაჩინესსამხრეთ-დასავლეთ არგენტინაში მეცნიერებმა მიწიდან ამოთხარეს 98 მილიონი წლის წინანდელი ნამარხი, რომელიც მათი აზრით, ამ დრომდე აღმოჩენილთა შორის უდიდეს დინოზავრს ეკუთვნოდა. გიგანტური ზავროპოდის განმარხებული ძვლების თითო ნაწილი ადამიანის ზომისაა და როგორც ჩანს, ეს არსება 10-20 პროცენტით უფრო დიდი უნდა ყოფილიყო, ვიდრე Patagotitan mayorum-ი, რომელიც ამ დრომდე აღმოჩენილი უდიდესი დინოზავრია. გათხრებს ლა-მატანსას ეროვნული უნივერსიტეტის მკვლევრები აწარმოებენ. ზავროპოდები უზარმაზარი, გრძელკისერა, გრძელკუდიანი, ბალახისმჭამელი დინოზავრები იყვნენ და წარმოადგენენ ხმელეთის უდიდეს ქმნილებებს, რომლებსაც კი ოდესმე უცხოვრიათ დედამიწაზე. მათ შორის იყო ასევე არგენტინაში აღმოჩენილი Patagotitan mayorum-ი, რომელიც 70 ტონას იწონიდა და სიგრძეში 40 მეტრი იყო. არგენტინის ლა-პლატის მუზეუმის მკვლევარი ალეხანდრო ოტერო აღმოჩენილი ძვლების საფუძველზე დინოზავრის გამოსახულების შექმნაზე მუშაობს. ახლად აღმოჩენილი დინოზავრის შესახებ კვლევა მან სამეცნიერო ჟურნალ Cretaceous Research-ში გამოაქვეყნა. ამ დროისათვის, ქანებში ჩამარხული დინოზავრის სხეულის სხვა ნაწილების ძებნა გრძელდება. არქეოლოგებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება ბარძაყის ან მხრების ძვლები, რომლებიც ამ დიდი ხნის წინ გადაშენებული ქმნილების სხეულის მასის შეფასებისთვის არის საჭირო. გიგანტური ნამარხი 2012 წელს, მდინარე ნეუკენის ხეობაში აღმოაჩინეს, მაგრამ გათხრები 2015 წელს დაიწყო. „გვაქვს კუდის ნახევარზე მეტი, მენჯის ძვლები. ნამარხის დიდი ნაწილი ჯერ კიდევ მიწაშია და სრულად ამოსაღებად კიდევ რამდენიმე წელი გვჭირდება“, — ამბობს ეხიდიო ფერუგლიოს პალეონტოლოგიის მუზეუმის პალეონტოლოგი ხოსე ლუის კარბალიდო. „გვაქვს კუდის ნახევარზე მეტი, მენჯის ძვლები. ნამარხის დიდი ნაწილი ჯერ კიდევ მიწაშია და სრულად ამოსაღებად კიდევ რამდენიმე წელი გვჭირდება“, — ამბობს ეხიდიო ფერუგლიოს პალეონტოლოგიის მუზეუმის პალეონტოლოგი ხოსე ლუის კარბალიდო. უზარმაზარი ჩონჩხი 98 წლის წინანდელ, ზედა ცარცული პერიოდის ხანის ქანების შრეში აღმოაჩინეს. „ვფიქრობთ, რომ ჩონჩხი სრული ან თითქმის სრულია. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რა მოხდება გათხრებისას. მიუხედავად იმისა, არის თუ არა ის ამ დროისათვის ცნობილ უდიდეს დინოზავრზე უფრო დიდი, ამ ზომის ასე ხელუხლებელი ნამარხის აღმოჩენა უდავოდ სიახლეა“, — ამბობს საპალას საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა მუზეუმის დირექტორი ალბერტო გარიდო. კვლევა ჟურნალ Cretaceous Research-ში გამოქვეყნდა.   წყარო: ... ...
  • ოზურგეთში ნაძვის ხე დაშალეს: „ხან წვიმა იყო, ხარ თოვა, ციყვი ვარ?...“დღეს ოზურგეთში საახალწლო ნაძვის ხე დაშალეს. _რატომ დავაგვიანეთ აღება? ჰოო, მაგისთვის ზოგმა „ეიანცა“ ყველაფერი. ხან წვიმა  იყო, ხან თოვა, ხან ქარაშოტი. ხედავ, რამხელაა?  ციყვი კი არ ვარ, კენწეროზე რომ მოვექცეთ. თორემ 19-ში ვაპირებდით დაშლას. მაგდენს კი ვხვდებით, _ მხიარულ ტალღაზე გვიპასუხეს ოზურგეთის მომსახურების ცენტრის  ... ...
  • მდინარაძე: „პიარულ თავხედობაში გადაიჭრნენ რუსები, ნაცები და საქართველო ზეიმობდა გამარჯვებას"„გუშინ პიარულ თავხედობაში გადაიჭრნენ რუსები და ნაცები ხოლო საქართველო ზეიმობდა გამარჯვებას. საქართველო ზეიმობდა გამარჯვებას  იმიტომ, რომ ეს არის ისტორიული ფაქტი. ეს მარტივი ნამდვილად არ იყო, ეს იყო უდიდესი შრომის შედეგი. ჩვენ არც ვაპირებდით იმაზე საუბარს, თუ ვისი დამსახურება იყო ეს და მთელ საქართველოს, ყველა მოქალაქეს განურჩევლად ყველაფრისა,  ვულოცავდით ამ გამარჯვებას თუმცა, „ნაციონალურმა მოძრაობამ" განიზრახა ე.წ. პიარული ტრუკების კეთება. გუშინ, ამისი დრო ნამდვილად არ იყო  თუმცა, იკადრეს. მათი მთავარი მიღწევა არის ის რეზოლუცია, რომლითაც ომიდან 2 თვეში საქართველოს ომის დაწყება დააბრალეს. ჩვენი  და საქართველოს მთავარი მიღწევა ამ საკითხან დაკავშირებით  იყო გუშინდელი დღე, როდესაც ადამიანის უფლებების დაცვის ევროპულმა სასამართლომ უკვე სამართლებრივად და არა პოლიტიკური შეფასებების  და რეზოლუციის დონეზე დაადგინა, რომ რუსეთი ოკუპანტია და მან ადამიანის უფლებები დაარღვია ბევრ პუნქტში და ბევრ ნაწილში', - ამის შესახებ  ფრქციის „ქართული ოცნება" თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ მედიის წარმომადგენლებთან გნაცხადა. მისი თქმით ხელისუფლებას არ აქვს იმის მოლოდინი, რომ  რუსეთის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულება ხვალვე დაიწყება, რადგანაც ასეთი გადაწყვეტილებაა მიღებული. „თუმცა, დეოკუპაციის გზაზე ეს იყო უმნიშნელოვანესი  და ისტორიული დოკუმენტი, რომელთა დაკავშირებითაც, როდესაც აღსრულების მექანიზმი ჩაირთვება მინისტრთა კომიტეტს ვგულისხმობ,  გარკვეული მოთხოვნის უფლება გვექნება, როგორც მინიმუმ და სამართლებრივი საფუძველი გვექნება, რაც აქამდე ასე მყარად რა თქმა უნდა არ გვქონდა", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ. მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი „მიღწევა" იყო ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია, სადაც საქართველოს ომის დაწყება ბრალდებოდა. „მათი ერთადერთი დამსახურება, რაზეც აგებენ ამ პიარულ ნარატივს, იყო ის, რომ მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს შევიდა სარჩელი. სარჩელის შეტანასაც თუ გვამადლიან მგონი ამაზე არ უნდა ვისაუბროთ. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის უტიფრობას, მინდა გავახსენო, რომ მათ თითი-თითზე არ ჰქონდათ დადებული იმისთვის, რომ მოეძიებინათ ისკანდერის ნაწილები, რაც იყო მთავარი მტკიცებულება. ამაზე ზრუნვა და ასობით მტკიცებულების წარდგენა 2013 წლის შემდეგ მოხდა", - განაცხადა ფრაქციის ... ...
  • „28 იანვარს ოზურგეთის მოსახლეობის დიდი გამოღვიძება უნდა მოხდეს!“: უარი მეტალურგიულ საწარმოსროგორც ჩვენთან, ისე არაერთ მედიასაშუალებაში, დიდი ხანია, აქტიურად ისმოდა და ისმის ხმა, ოზურგეთში მეტალურგიული საწარმოს აშენების წინააღმდეგ. ადგილობრივი ხელისუფლება ამბობს, რომ ეს საკითხი  აქ არ წყდება. 28 იანვარს,  გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ონლაინრეჟიმში აპირებს  შპს „არერსა მეტალის“ მიერ,  ოზურგეთში მეტალურგიული საწარმოს მშენებლობის პროექტის განხილვას. როგორც ვთქვით, აქმ საწარმოს აშენების და ექსპლოატაციის წინააღმდეგ, მოსახლეობამ არაერთხელ გამართა საპროტესტო აქცია. ასევე წერილობით არაერთხელ მიმართეს ხელისუფლებას. ცალკე საუბრის თემაა   ის ტერიტორია, სადაც კომუნისტური მმართველობისას მანქანათმშენებელი ქარხანა იდგა. ადგილი ოზურგეთში, თაყაიშვილის ქუჩაზეა, ექადიის დასახლების  დასაწყისში. ის  ოზურგეთს ეკუთვნოდა და  2004 წელს , საეჭვო მაქინაციით, სოფელ ლიხაურზე გადაფორმდა. ვინც არ იცის, ეგონება, რომ საწარმო სადღაც სოფლის განაპირას ან სულაც მისგან შორს შენდება, რადგან გზშ მასს განიხილავს, როგორც ლიხაურში მშენებარეს. იქვე, ოციოდე მეტრში კი ანასეულის წყალმომარაგების ჭაბურღილებია განლაგებული. მოსახლეობა სამართლიანად შიშობს, რომ ეს საწარმო უდიდეს ეკოლოგიურ საფრთხეს შეუქმნის როგორც ამ წყალმომარაგების სათავეს, ისე მთლიანად ოზურგეთის მუნიციპალიტეტშ მცხოვრებ თითოეულ ადამიანს.   სხვადასხვა სტატისტიკური კვლევებისას არაერთხელ ითქვა, რომ ოზურგეთის  მუნიციპალიტეტში მცხოვრებთა შორის ძალიან მაღალია ტყვიის შემცველობა. მცირეწლოვანებშიც კი. ახლა ოზურგეთის  მოსახლეობის წარმომადგენლები კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან ონლაინ რეჟიმში ამ საკითხის განხილვას. ირინა საჯაია, ანასეულის მკვიდრი:  28 იანვარს ოზურგეთის მოსახლეობის დიდი გამოღვიძება უნდა მოხდეს. არ შეიძლება ამ პროექტის ინლაინრეჟიმში განხილვა, მოსახლეობის ჩართულობის გარეშე. გაკეთდეს, აშენდეს, რაც ქვეყანას და ხალხს სჭირდება, თუმცა არა საშიში  ეკოლოგიური დაბინძურების ხარჯზე. როცა აცხადებენ, რომ უკვე განხილვა ხდება, ეს იმის მანიშნებელია, რომ ხალხს კვლავ არაფერს ეკითხებიან.   ამიტომ მიიღებენ უკუშედეგს-პროტესტს. ავთო ბერიშვილი, ადგილობრივი მკვიდრი: ყველაზე მეტად მეცნიერები იტყვიან თავის სათქმელს.  ეს საწამლავი ვერ მოვიშორეთ აქედან. 20 მეტრი მანძილია წყალსადენის ჭაბურღილებამდე. რა განხილვაზეა საუბარი? ინვესტორი კი უნდა მოვიდეს, მაგრამ საქმის საკეთებლად და არა გასაფუჭებლად. არ დაუშვებს ხალხი ამას. გააკეთონ, ააშენონ მოსახლეობისგან შორს და არა ქალაქში. „გურია ნიუსი“ მალე, კიდევ ერთხელ,  ვრცლად შემოგთავაზებთ სტატიას ამ თემაზე. ასევე თვალს მივადევნებთ 28 იანვრისთვის დაგეგმილ პროცესს, რომელსაც ხალხი კატეგორიულად ... ...
  • "რაღაც სიცოცხლის ნაპერწკალი იყო, მაგის იმედი გვაქვს!" _ როგორია თემურ წიკლაურის ჯანმრთელობის მდგომარეობამომ­ღე­რალ თე­მურ წიკ­ლა­უ­რის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა კვლავ სტა­ბი­ლუ­რად მძი­მე რჩე­ბა. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ მომ­ღე­რალ­მა ნუგ­ზარ კვა­შალ­მა გა­ნუ­ცხა­და, თე­მურ წიკ­ლა­უ­რის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ დე­ტა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია 10 დღე­ში იქ­ნე­ბა ცნო­ბი­ლი. "10 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ახალს ვე­რა­ფერს ვი­ტყვით. ექი­მე­ბი გვე­უბ­ნე­ბი­ან, რომ მო­ვით­მი­ნოთ, სტა­ბი­ლუ­რად მძი­მეა. კონ­სი­ლი­უ­მი თით­ქმის კვი­რა­ში სამ­ჯერ იმარ­თე­ბა. დრო სჭირ­დე­ბა, გვი­თხრეს, რომ 10 დღე­ში ყვე­ლა­ფერს დე­ტა­ლუ­რად მოგ­ვახ­სე­ნე­ბენ. რა­ღაც სი­ცო­ცხლის ნა­პერ­წკა­ლი იყო, მა­გის იმე­დი გვაქვს, მაგ­რამ ბო­ლომ­დე ვე­ლო­დე­ბით ექი­მე­ბის დას­კვნას", _ აცხა­დებს ნუგ­ზარ კვა­შა­ლი. შე­გახ­სე­ნებთ, ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი მომ­ღე­რა­ლი თე­მურ წიკ­ლა­უ­რი თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს გო­რის სამ­ხედ­რო ჰოს­პი­ტალ­შია მო­თავ­სე­ბუ­ლი. თე­მურ წიკ­ლა­ურს კო­რო­ნა­ვირუ­სი და­უ­დას­ტურ­და, მდგო­მა­რე­ო­ბის გარ­თუ­ლე­ბის შემ­დეგ კი, ის სტა­ცი­ო­ნარ­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. წყარო: ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

კარმიდამო ჩემი

ძიმითში ტყუპი ხბო დაიბადა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითში ტყუპი...

"მიკვირს _ ეს მე შევქმენი?!" _ თორმეტწლიანი შრომით შექმნილი ჯადოსნური სამყარო

ჩვენი სტუმარი ქალბატონი, ყვავილების მესაიდუმლე...

პრიორიტეტულ კულტურებს შორის თამბაქოც დაიკავებს ადგილს

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკულ ზონაში, დღეისთვის...

"მკვდარი სეზონის" სამუშაოები _ რა გავაკეთოთ ზამთრის დასაწყისში

შემოდგომის მიწურულის და დეკემბრის დასაწყისის...

რატომ დაიწყო ფეიჰოამ ხმობა?

ფეიჰოა ცნობილია, როგორც ყინვაგამძლე და...

როგორ გამოვიყვანოთ ნიგვზის საუკეთესო ზეთი _ ურწყული

საახალწლოდ, განსაკუთრებით პოპულარულია და რიტუალის...

მოვამზადოთ მსხვრევადი, კრატუნა და გემრიელი გოზინაყი

ახალი წელი გოზინაყის გარეშე წარმოუდგენელია....

"შერეული მეურნეობა მცირემიწიანთათვის საუკეთესო გამოსავალია"

შოთა მახარაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....