უწყებებში მიმოწერებით დაძველებული და წლობით გამოუძიებელი საქმე

მთავარი თემა

უწყებებში მიმოწერებით დაძველებული და წლობით გამოუძიებელი საქმე

2018 სექ 24 14:28:03

"ნუ მომკლავთ!" _ ასე იწყება ქალაქ ოზურგეთში მცხოვრები 87 წლის ნარი ჩავლეიშვილის მიერ დაწერილი ათეულობით წერილი, რომელსაც ის ძალოვან სტრუქტურებს და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს უგზავნის.

ნარი ჩავლეიშვილის პრობლემის შესახებ "გურია ნიუსი" დიდი ხნის წინ წერდა, მაგრამ საქმე, რომელიც ათეულ წლებს ითვლის, ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლებს დღემდე გამოუძიებელი აქვს.

"გამქურდეს და დამაყაჩაღეს, გამანადგურეს, მოსპეს ჩემი ჯანმრთელობა და დღემდე გამოუძიებელია ეს საქმე. არადა, პოლიციას დავუსახელე ეჭვმიტანილები. ჩემს თავზე დატრიალებული ტრაგედიის მოწმეა ყველა ორგანო, მაგრამ შედეგი არ არის. 2004 წელს, ერთ-ერთი კერძო ობიექტის მესვეურებმა დამიზიანეს ავტოფარეხი, რაც ჩემთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ბინა, სადაც ამჟამად ვიმყოფები, საცხოვრებლად უვარგისია _ არ არის დენი, არ მოდის წყალი, ამიტომ სამზარეულოდ ვიყენებდი ავტოფარეხს, მისი აღდგენა ვერ მოხერხდა და ახლა უფასო სასადილოს იმედზე ვარ, სადაც ბოლო დროს განუკითხაობაა. ადრე კარგი კვება გვქონდა, ახლა ახალ პირობებზე გადაგვიყვანეს და ვნახოთ, რა იქნება.

მხოლოდ პენსიაზე ვარ დამოკიდებული და ისიც ვალებში მიდის. წამლის ფული მე არ მაქვს და პატრონი მე არ მყავს. ყველა უწყებას ოფიციალურად ვწერ, მაგრამ პასუხები იშვიათად მოდის. ვითხოვ, ჩემი გაუხსნელი საქმეების დროულად გამოძიებას და ყურადღების მოქცევას ადგილობრივი ხელისუფლებისგან.

ჩემზე ანეკდოტი დადის _ გაიზარდა სოფელ ბახვში და ცხოვრების ბოლო წლები გაატარა პოლიციასა და პროკურატურაშიო. ნამდვილად მწყდება გული, რომ 87 წლის ქალს ყურადღებას არ მაქცევენ", _ გვითხრა ნარი ჩავლეიშვილმა.

საქმე წლების წინაა აღძრული, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურას შორის კი ამ ხნის განმავლობაში მიმოწერები მიმდინარეობს.

"07.40.2006 _ საქართველოს პროკურატურა, ოზურგეთის რაიონული პროკურატურა – ოზურგეთის შს რაიონული განყოფილების უფროსს ბატონ ელგუჯა ჩავლეიშვილს:

ოზურგეთის შს რაიონული განყოფილების წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის #5699043 საქმეზე დასართავად გეგზავნებათ მოქალაქე ნარი თაყაიშვილის (ეს მისი მეორე გვარია) 2006 წლის 03 აპრილის განცხადება.

გიგზავნით რა ზემოთ აღნიშნულ განცხადებას, გთხოვთ, დაავალოთ საქმის მწარმოებელ გამომძიებელს სრულყოფილად გამოიკვლიოს ოზურგეთის რაიონული პროკურატურიდან გადმოგზავნილი როგორც წინა, ასევე, აღნიშნულ განცხადებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და შემჭიდროვებულ ვადებში აწარმოოს საქმის ყოველმხრივი, ობიექტური და სრულყოფილი გამოძიება", _ ხელს განცხადებაზე ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორი გრიგოლ კეზევაძე აწერს.

03/09/2006 _ შსს ოზურგეთის რაიონული სამმართველოს უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებელი გიორგი ნემსაძე ნარი ჩავლეიშვილს წერს, რომ შსს ოზურგეთის რაიონულ სამმართველოში, განცხადებაში მოყვანილ ფაქტებზე აღძრულია  სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება.

12.10.2009 წელი _ საქართველოს შსს გურიის სამხარეო მთავარი სამმართველო, ოზურგეთის რაიონული სამმართველო წერს ნარი ჩავლეიშვილს:

"2009 წლის 25 სექტემბრის თქვენი განცხადების შესახებ გაცნობებთ, რომ სისხლის სამართლის #5607531 საქმეზე,  მიმდინარეობს გამოძიება აღნიშნულ საქმეზე დაკითხულია მოწმეები, ხოლო თქვენ ცნობილი ხართ დაზარალებულად და დაკითხული ხართ დაზარალებულის სტატუსით.

აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე წინასწარ გამოძიება არ შეწყვეტილა და ის მიმდინარეობს ამჟამადაც", _ წერილს ხელს აწერს შსს გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს ოზურგეთის რაიონული სამმართველოს უფროსი, პოლიციის მაიორი გია ურიდია.

03.07. 2009 წელი _ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს უფროსი ბ. ჭაბუკიანი:

"თქვენი განცხადების საფუძველზე ჩატარდა სრულყოფილი სამსახურებრივი შემოწმება, რა დროსაც  ოზურგეთის რაიონული სამმართველოდან გამოთხოვილი და შესწავლილი იქნა 1999 წელს თქვენი საცხოვრებელი ბინის გაქურდვის და 2007 წელს თქვენზე ყაჩაღური თავდასხმის ფაქტების ირგვლივ არსებული მასალები.

გაცნობებთ, რომ ოზურგეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მხრიდან სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობის ან სხვა გადაცდომის ფაქტები არ გამოვლენილა. 1999 წელს თქვენი საცხოვრებელი ბინის გაქურდვის და 2007 წელს თქვენზე ყაჩაღური თავდასხმის ფაქტებზე აღძრულ სისხლის სამართლის საქმეებზე მიმდინარეობს წინასწარი გამოძიება, დამნაშავე პირების დადგენა-დაკავების მიზნით, რაზედაც დამატებით იქნებით ინფორმირებული".

25.12.2009 _ შსს გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე, დეტექტივების სამმართველოს უფროსი, პოლიციის პოლკოვნიკი ე. ჩავლეშვილი წერს გია ურიდიას და მალხაზ სირაძეს (ოზურგეთის პროკურორს):

"გამოძიების შემდგომი წარმართვისთვის გიბრუნდებათ სისხლის სამართლის საქმეები,   ნარი ჩავლეიშვილის საცხოვრებელი ბინის გაქურდვისა და ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმედ დაზიანების ფაქტზე. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 91-ე მუხლის მესამე ნაწილით (ძვ. რედაქცია) და 118-ე მუხლის პირველი ნაწილით.

სისხლის სამართლის საქმეებთან ერთად გეგზავნებათ დაზარალებულ ნარი ჩავლეიშვილის განცხადება. გთხოვთ, განიხილოთ განცხადებაში მოყვანილი გარემოებები და მიიღოთ შესაბამისი გადაწყვეტილება, რაზედაც აცნობეთ განმცხადებელს".

23 .07 2013 წელი _ "სამართლებრივი შეფასებისა და შემდგომი რეაგირებისთვის გეგზავნებათ შს სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში შემოსული მოქალაქე ნარი თაყაიშვილის განცხადება, სადაც ის მიუთითებს ოზურგეთის რაიონული  სამმართველოს თანამშრომლების მიერ მისი საცხოვრებელი სახლის გაქურდვისა და მასზე ყაჩაღური თავდასხმის ფაქტებზე არაობიექტურად წინასწარ გამოძიების წარმოების შესახებ.

გთხოვთ, მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების შესახებ აცნობოთ განმცხადებლებს და შსს გენერალურ ინსპექციის დასავლეთ რეგიონულ სამმართველოს", _ წერილს ხელს აწერს შსს გენერალური ინსპექციის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს უფროსი ბ. ჭაბუკიანი.

2017 წელი 18 ივლისი _ ოზურგეთის რაიონული პროკურატურა წერს შსს ოზურგეთის რაიონულ სამმართველოს უფროსს თემურ სხირტლაძეს:

"შესწავლისა და სათანადო რეაგირებისთვის გეგზავნებათ ქალაქ ოზურგეთში, აკაკის ქუჩა #25-ში მცხოვრები ნარი ჩავლეიშვილის განცხადება, რომელიც შეეხება, როგორც წლების წინ მის მიმართ გახორციელებულ უკანონო ქმედებებს, აგრეთვე, ქალაქ ოზურგეთში მდებარე უპოვართა სასადილოში კვებასთან დაკავშირებით ამჟამად არსებულ დარღვევებს.

გთხოვთ, სრულყოფილად შეისწავლოთ განცხადებაში მოყვანილი გარემოებები და მიღებული კანონშესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ აცნობოთ განმცხადებელსა და ოზურგეთის რაიონულ პროკურატურას", _ წერილს ხელს აწერს ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორი შოთა ჩხაიძე.

2018 წლის 8 მაისს, საგამოძიებო დანაყოფების რეგიონულ ტერიტორიულ ორგანოებში საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამმართველოს უფროსი ლონდა ბიჭიკაშვილი ოზურგეთის რაიონულ პროკურორს შოთა კვაჭანტირაძეს წერს:

"გეგზავნებათ 2018 წლის 16 აპრილს საქართველოს მთავარ პროკურატურაში შემოსული ნარი ჩავლეიშვილის განცხადება".

2018 წლის 18 ივნისს, შსს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ოზურგეთის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილეს, გიორგი შარაშენიძეს ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორი ნიკა მახარაძე წერს:

"ქვემდებარეობით, შეტყობინებაში მითითებულ გარემოებების შესწავლისა და შემდეგი რეაგირების მიზნით გეგზავნებათ, მოქალაქე ნარი ჩავლეიშვილის განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია. გთხოვთ, მიიღოთ შესაბამის გადაწყვეტილება და შედეგების შესახებ აცნობოთ განმცხადებელს და ოზურგეთის რაიონულ პროკურატურას".

2018 წლის 14 აგვისტო _ "შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში განხილული იქნება თქვენი წერილი და განცხადება, სადაც გამოთქვამდით პრეტენზიას შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების მიმართ. გაცნობებთ, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, გამოძიებაზე საპროცესო ხელმძღვანელობას ახორციელებს პროკურატურა, შესაბამისად, საგამოძიებო მოქმედებების მიმართებაში არსებულ პრეტენზიებთან დაკავშირებით შეგიძლიათ მიმართოთ პროკურატურას", _ გენერალური ინსპექცია (დეპარტამენტი), ოპერატიული უზრუნველყოფის მთავარი სამმართველო, ოპერატიული უზრუნველყოფის მესამე სამმართველოს უფროსი გეგა ჭაფოძე.

ნარი ჩავლეიშვილი, ასევე, წერილებს წერდა ადგილობრივ ხელისუფლებას და მათ წარმომადგენლებს. მისი თქმით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერს რვაჯერ მიწერა და პასუხი მისგან არ მიუღია.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურის უფროსის ეკატერინე მგელაძის ინფორმაციით, "ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისმა სამსახურმა განიხილა მოქალაქე ნარი ჩავლეიშვილის წერილი. მერიის ინფრასტრუქტურისა და არქიტექტურის სამსახურის სპეციალისტებმა სიტუაცია ადგილზე შეისწავლეს. აკაკის ქუჩაზე, სადაც ნარი ჩავლეიშვილის საცხოვრებელი სახლია, ამჟამად კანალიზაციის ქსელის მოწყობისა და მიწისქვეშა კომუნიკაციის მონტაჟის სამუშაოები მიმდინარეობს, რომლის დასრულების შემდეგ შესაბამისი სამსახური აღნიშნული პრობლემის მოგვარებაზე იზრუნებს", _ ამბობენ მერიის პრესსამსახურში.




 ახალი ამბები
  • თიბისი ბანკმა 2019 წლის ფინანსური შედეგები გამოაქვეყნა (R)თიბისი ბანკმა 2019 წლის ფინანსური მაჩვენებლები გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით, 2018 წელთან შედარებით, ბანკის სასესხო პორტფელი 22.1%-ით გაიზარდა, რაც ძირითადად კორპორატიულ, მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესების სეგმენტებში ზრდით არის განპირობებული. 2019 წელს, ანაბრების წლიური ზრდის მაჩვენებელი 7.5% დაფიქსირდა. შედეგად, 2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, თიბისი ბანკის სასესხო პორტფელი ბაზრის 39.5%-ს შეადგენს, დეპოზიტების საბაზრო წილი კი  - 39.0%-ს. აღნიშნული მაჩვენებლებით, თიბისი ლიდერი ბანკია საქართველოში. თიბისი ბანკის კაპიტალი და ლიკვიდურობა კვლავ ინარჩუნებს ძლიერ პოზიციას. 2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, ბანკის  საზედამხედველო CET 1, tier 1 და კაპიტალის ადეკვატურობის საერთო კოეფიციენტები ბაზელ III-ის პრინციპების მიხედვით 12.0%, 14.6% და 19.1% -ია. თიბისის მიერ 2019 წელს საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისგან მოზიდულმა ფინანსურმა რესურსმა 170,518,796 მლნ დოლარის ექვივალენტი შეადგინა ლარში. 2019 წელი წარმატებული იყო თიბისისთვის საერთაშორისო ექსპანსიის მიმართულებითაც. თიბისიმ უზბეკეთში საბანკო საქმიანობის წინასწარი ლიცენზია მოიპოვა, რაც წინგადადგმული ნაბიჯია ქვეყანაში საბანკო ოპერაციების განხორციელების მიმართულებით. თიბისის სტრატეგიაა უზბეკეთში საცალო, მიკრო, მცირე და საშუალო ზომის ბიზნესმომხმარებლისთვის მომავალი თაობის საბანკო ეკოსისტემის განვითარება. თიბისი საბოლოო ლიცენზიის მოპოვებას და საბანკო ოპერაციების დაწყებას 2020 წლის ზაფხულში გეგმავს. 2019 წლის დეკემბერში თიბისიმ უზბეკეთში განვადების მომსახურებაც შესთავაზა მომხმარებელს. სერვისის მიღება უკვე 15 ლოკაციაზეა შესაძლებელი და 2020  წლის ბოლომდე მათი რაოდენობა 50-მდე გაიზრდება. პარალელურად, თიბისი აქტიურად ავითარებს გადახდების ბიზნესს. Payme, რომელიც უზბეკეთში გადახდების წამყვანი კომპანიაა, უკვე 1.8 მლნ მომხმარებელს ემსახურება.  Payme-ს მოგება 84%-ით გაიზარდა და მისმა შემოსავალმა 8.6 მლნ ლარს მიაღწია. უზბეკეთში თიბისის საბანკო ეკოსისტემების განვითრებას სამეთვალყურეო საბჭო და მმართველი გუნდი უხელმძღვანელებს. სამეთვალყურეო საბჭოს დავმჯდომარედ თიბისი ბანკის ფინანური დირექტორი, გიორგი შაგიძე დაინიშნა, გენერალურ დირექტორად კი  - სანდრო რთველაძე, რომელიც Bayport Financial Service-ში საცალო ბანკინგს ხელმძღვანელობს. 2019 წელს თიბისის მიერ მიღწეული კიდევ ერთი წარმატება პარტნიორული შეთანხმების გაფორმებაა თიბისის ციფრულ ბანკს - სფეისსა და ვიზას შორის, რომელიც მსოფლიო ლიდერია ციფრულ გადახდებში. თანამშრომლობა მიზნად ისახავს ინოვაციური, მომხმარებელზე ორიენტირებული და უსაფრთხო საბანკო მომსახურებისა და პროდუქტების შექმნას და განვითარებას. გარდა ამისა, სფეისი უახლოეს მომავალში საკუთარი მომსახურების გატანას უკვე გერმანიაში გეგმავს. გასული წლის განმავლობაში თიბისიმ არაერთი ჯილდო მოიპოვა საერთაშორისო ფინანსური გამოცემებისგან. თიბისის მობაილბანკი საუკეთესოდ დასახელდა მსოფლიოში, თიბისი კი -  საუკეთესო ბანკად საქართველოში. „ჩვენი მისიაა ადამიანებს გავუმარტივოთ ცხოვრება. შესაბამისად, მომხმარებელს ისეთ ციფრულ სერვისებსა და პროდუქტებს ვთავაზობთ, რაც დაზოგავს მათ დროს და ბანკთან ურთიერთობას გაუადვილებს.  2019 წელს  ჩვენმა გუნდმა განსაკუთრებული შედეგები აჩვენა თიბისის სტრატეგიული პრიორიტეტების განხორციელების მიმართულებით, მათ შორის მომხმარებელზე ორიენტირებული ეკოსისტემების განვითარების და საერთაშორისო ბაზრებზე გაფართოების მხრივ. 2020 წელს ჩვენ მიერ დასახული ამბიციური გეგმები, მომხმარებლისთვის შეთავაზებული საუკუთესო მომსახურება და მონაცემების ანალიტიკური დამუშავების შესაძლებლობები, მარწმუნებს, რომ მიმდინარე წელსაც განსაკუთრებულ შედეგებს მივაღწევთ", - განაცხადა თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ.  (R) ... ...
  • წულუკიანი: მერაბიშვილით დაიწყებენ პინგ-პონგის თამაშსიუსტიციის მინისტრი, თეა წულიკიანი ვანო მერაბიშვილის მიერ  ციხიდან გამოსვლის დროს გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება. „როდესაც პატიმარი რამდენიმე წუთის გამოსულია საპატიმროდან, რა თქმა უნდა, მას აქვს დეფორმირებული განცდა რეალობის. ამიტომ, არ მგონია რომ ამ განცხადებაზე რამე სერიოზული კომენტარი ჩემგან საჭიროა, თუმცა ვიტყვი ერთს, რომ ბატონ ვანო მერაბიშვილს რა თქმა უნდა, მოუწევს დროსთან ერთად იმის შეფასება, თუ რა დატოვა და რა დახვდა. მაგალითად, ნახავს რომ „ნაციონალური მოძრაობა“ სულაც აღარ არის ერთიანი, ეს არის დაქსაქსული ძალა და შემდეგ ამ დაქსაქსული ელემენტების დეგრადირების საკითხის შეფასება მოუწევს,“_ განაცხადა იუსტიციის მინისტრმა. მან ასევე აღნიშნა, რომ ვანო მერაბიშვილს მოუწევს გაიაზროს, რომ ის რეალურად ქცეულია მისი ყოფილი პოლიტიკური ძალის დანაყოფებისთვის პოლიტიკურ და პიარ ცხელ კარტოფილად, რომელიც ალბათ არავის არ უნდა და დაიწყებენ მისით პინგ-პონგის თამაშს. „ის რეალურად არის პრობლემა იმიტომ, რომ როგორც თავად ეს ტერმინი გამოიყენა ერთ-ერთ ვიდეოში, არის „მეტრუპე“. შესაბამისად არ შეიძლება რომ „მეტრუპე“ვინმეს უნდოდეს თავისთან. თუმცა მოჩვენებითად ალბათ ეტყვიან, რომ გვიხარია შენი ჩვენთან ყოფნა, ამიტომ მას ძალიან ბევრი სამუშაო აქვს. ვაცალოთ ეს სამუშაო, ჩაატაროს, შეაფასოს, თვითონვე შეიქმნას აზრი იმასთან დაკავშირებით, თუ რისი თავი აქვს მას და მის პოლიტიკურ ძალას და შემდეგ ვილაპარაკოთ ვინ ვის დაამხობს“, - განაცხადა თეა წულუკიანმა. ... ...
  • ანრი ოხანაშვილი: მერაბიშვილს პასუხს გასცემენ"ივანე მერაბიშვილი არის მსჯავრდადებული და მხილებული უმძიმესი დანაშაულების ჩადენაში. ეს ადამიანი არის და ნათლად გამოჩნდა დღესაც, ისევ კრიმინალური მენტალიტეტის მქონე ადამიანი",_ ამის შესახებ „ქრონიკასთან“ საუბარში პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა. „კიდევ ერთი კრიმინალური მენტალიტეტის მქონე ლიდერი შეუერთდა იმ კრიმინალური მენტალიტეტის მქონე ლიდერების ჯგუფს, რომელსაც წარმოადგენს ნაცმოძრაობა, თავის სატელიტ პარტიებთან ერთად. მერაბიშვილს პასუხს გასცემენ სისტემური დანაშაულის მსხვერპლი ის ადამიანები, ვინც მან გააუბედურა და უმძიმესი დანაშაულები ჩაიდინა. კრიმინალური მენტალიტეტის მქონე ადამიანებს ქართულ პოლიტიკაში ადგილი არ აქვს“, - განაცხადა ... ...
  • მიხეილ სააკაშვილი: როგორც ვანომ თქვა, ჩვენ ქვეყანას სჭირდება წინსვლა შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის ციხიდან გამოსვლას საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალური ქსელით ეხმიანება. “მივესალმები ვანო მერაბიშვილის თავისუფლებაზე ყოფნას,მრავალწლიანი უდანაშაულოდ პატიმრობის შემდეგ. მე ვამაყობ მისი გაუტეხელობით,შემართებით და სიმტკიცით. ვეთანხმები, რომ ივანიშვილი აუცილებლად დასრულდება. დასრულდება არა ჩვენი პირადი გრძნობების გამო, არამედ იმიტომ, როგორც ვანომ თქვა, ჩვენ ქვეყანას სჭირდება წინსვლა და განვითარება. მოვუწოდებ ყველას შერიგებისკენ, არა წარსულისკენ,არამედ მომავლისკენ სწორებისკენ“,_ წერს ფეისბუქზე მიხეილ ... ...
  • ვანო მერაბიშვილი: "წლის ბოლომდე მე გაძლევთ გარანტიას ამ ხელისუფლების დამხობის"შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა ე.წ. მატროსოვის ციხე დატოვა. ციხიდან გამოსვლის შემდეგ მან ჟურნალისტებთან პოლიტიკური განცხადებები გააკეთა. „ამის გაკეთება არის აუცილებელი და ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ. ეს არის აუცილებელი იმისთვის, რომ ქვეყანაში დაიწყოს განვითარება, ქვეყანა წავიდეს წინ, ჩვენი ხალხის კეთილდღეობა გაიზარდოს, გაქრეს უიმედობა, ახალგაზრდობას მიეცეს პერსპექტივა, ადამიანებს დასაქმება და ღირსეული ხელფასი, მოხუცებს კი ღირსეული პენსია. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. წლის ბოლომდე მე გაძლევთ გარანტიას ამ ხელისუფლების დამხობის მერე, ამ ციხის კარები ფართოდ გაიღება და ყველა ის პოლიტპატიმარი, ვინც ამ ციხეში ზის.“ -თქვა ვანო ... ...

არქივი

ზაფრანი

რატომ „იყინებიან“ ქალები ხშირად

ქალებისგან ხშირად მოისმენთ, რომ ეყინებათ...

რა პროდუქტები უნდა მივირთვათ ზამთარში

რძე სუპერმარკეტებში სულ უფრო ხშირად...

სიზმრის ახსნა

ორსულობა სიზმრები ორსულობის შესახებ შეიძლება...

მკურნალი პროდუქტები

დამწვრობისას გიშველით ალოე ვერა. დღეში...

„წყალგარეული“ ღვინის მომავალი

სამხრეთ აფრიკელმა მეღვინეებმა ბევრი იფიქრეს,...

ჯონ ლენონის ნივთები დღესაც სარფიანად იყიდება

მას შემდეგ, რაც დიდი ბრიტანელი...
კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...