უწყლობა, უგზოობა, ნაგავი _ როგორ ხვდება ურეკი ტურისტულ სეზონს

მთავარი თემა

უწყლობა, უგზოობა, ნაგავი _ როგორ ხვდება ურეკი ტურისტულ სეზონს

2019 ივნ 10 12:39:29

ურეკში ტურისტული სეზონი უკვე დაიწყო. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ზღვისპირეთში სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული დამსვენებლების ნაკლებობას არ უჩივიან და იმედი აქვთ, რომ მათი რიცხვი მკვეთრად გაიზრდება. თუმცა, ამ მოლოდინის გამართლებაში ადგილობრივების ნაწილს ეჭვი ეპარება _ ამის მიზეზად ისინი დაბაში არსებულ პრობლემებს ასახელებენ.

_ 2017 წელს დაიგო ცენტრალური გზა და მორჩა. მას შემდეგ აქეთკენ არავინ იყურება. პატარა ქუჩებში გადაადგილება შეუძლებელია. შარშან, ბევრმა ტურისტმა ამის გამო სხვა კურორტზე არჩია დასვენება. ხელისუფლებას რომ ეს გავაგებინეთ, დაპირება მივიღეთ, მაგრამ დაპირებად დაგვიტოვეს. ისევ ის სიტუაციაა, რაც შარშან, _ ამბობენ ურეკელები, რომელთა მთავარი პრობლემა უწყლობაა.

_ არ ვიცით, ვის მივმართოთ და რა გავაკეთოთ. წყალს მიაქვს მთელი გურია და ურეკში უწყლობით ვიხრჩობით. რამდენიმე უბანში დღეგამოშვებით, გრაფიკით მოდის წყალი. არის უბნები, სადაც კვირაში ერთხელ უშვებენ, _ გვიყვებიან ურეკში.

ადგილობრივები ხაზს უსვამენ იმ ფაქტს, რომ ცენტრალურ გზაზე არც სიჩქარის შემზღუდველი ნიშნებია და არც ბარიერები, რაც ყველასთვის სახიფათოა:

_ ზაფხულში ძალიან დატვირთული მოძრაობაა ცენტრალურ გზაზე, სადაც ერთი საგზაო ნიშანიც კი არ დგას. ამ გზაზეა სკოლა, საბავშვო ბაღი, სადაც ბარიერიც კი არაა გაკეთებული. მაინცდამაინც ვინმე უნდა მოკვდეს, რომ ეს გააკეთონ? _ ამბობენ ურეკელები.

მათივე თქმით, ხელისუფლებას ტურიზმის განვითარებაზე საუბარი მხოლოდ პიარისთვის სჭირდებათ:

_ რამდენიმე დღის წინ განაცხადეს, ურეკში ბულვარის მშენებლობა დავიწყეთ და 5 მილიონს ვხარჯავთო. ასეთი არაფერი გაგვიგია _ ის, რომ არაფერია დაწყებული და ერთი აგურიც არ დევს, თქვენც ხედავთ და რომც იყოს, ხომ სრული სიგიჟეა?! ვის გაუგია შუა ტურისტულ სეზონზე სამუშაოების დაწყება, პლაჟის გადათხრა? რა ბულვარი, რის ბულვარი. დაბის შემოსასვლელი ვერ გაუწმენდავთ, ელემენტარულად, ვერ გაუცელავთ. რკინიგზის სადგურთან, ბალახებმა დაფარა ყველაფერი; ნაგვის ურნებიც კი არ დგას არსად. როგორ შეიძლება ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა დაიწყო და პლაჟთან ახლოს სანაგვე ურნაც კი არ დადგა?! _ დაბაში არსებულ რეალობაზე საუბრისას აღშფოთებას ვერ მალავენ ადგილობრივები.

ამ პრობლემებზე ყურადღებას ტურისტებიც ამახვილებენ _ უწყლობა, უგზოობა, ნაგვით სავსე კურორტი ყველას აწუხებს:

_ ძალიან კარგი კურორტია. შესანიშნავი ქვიშა და ზღვა, მაგრამ მოუვლელია. ირგვლივ სულ ნაგავია. სანაგვე ურნები ახლო-მახლო არსად დგას. ბევრ ადგილზე სამშენებლო ნაგავი ყრია და არ იღებენ, _ გვითხრეს ტურისტებმა.

იმის გასაგებად, როდის და როგორ აპირებს ადგილობრივი ხელისუფლება ამ უმნიშვნელოვანესი პრობლემების მოგვარებას, ოზურგეთის მერთან დაკავშირება ვცადეთ, თუმცა, კონსტანტინე შარაშენიძემ სატელეფონო ზარებს არ უპასუხა. ანალოგიურად მოიქცა მისი მოადგილე და პრესსამსახურის ხელმძღვანელი, რომლებიც, როგორც გვითხრეს. მერმა გააფრთხილა და ჩვენთან კონტაქტი აუკრძალა.

რაც შეეხება მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტს და მედიით გაშუქებულ ინფორმაციას ურეკში ბულვარის მშენებლობასთან დაკავშირებით, როგორც მუნიციპალური განვითარების ფონდში "გურია ნიუსს" უთხრეს, სამუშაოები მალე უნდა დაიწყოს და ამ თემაზე მოსახლეობის ინფორმირება ფონდის წარმომადგენლებმა უკვე მოახდინეს. 




 ახალი ამბები
  • უვარგისი ხორცი საბავშვო ბაღებისთვის: რატომ არ დაიწერა კრიტიკულ შეუსაბამობაზე ოქმიოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუში მდებარე სასაკლაოში აღმოჩენილი ვადაგასული  ხორცის  გამო,  კომპანია "სოფოს"  1000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა. თუმცა, მას შემდეგ, რაც უვარგისი ხორცის გამო, ქვეყნის მასშტაბით განგაში ატყდა, მალევე ამოტივტივდა  „სიტუაციის  დაცხრომის“ სურათი_ ტონაზე მეტი  ვადაგასული ხორცის გამო, არ დაწერილა კრიტიკული შეუსაბამობის  ოქმი. კომპანიას მხოლოდ ჯარიმა  აკმარეს.  ამასთანავე, დიდი კითხვის ნიშანი დაისვა სურსათის  ეროვნული  სააგენტოს  სამმართველოს  გურიის რეგიონული ცენტრის უფროსის,  მანანა ერქომაიშვილის  განცხადების გამო,  რომ  ხორცი აჭარის ბაღებისთვის იყო განკუთვნილი და ბათუმში უნდა გაეტანათ. _შპს  „სოფო“ ამარაგებს აჭარისა და ოზურგეთის საბავშვო  ბაღებს.  ამ შემთხვევაში აღმოვაჩინეთ  ტონაზე მეტი ვადაგასული ხორცი,  რომელიც არ იყო  დამუშავებული, მისთვის  არ იყო მოშორებული  რისკის შემცველი ნაწილები და  ეტიკეტის და საბუთების გარეშე  იყო დასაწყობებული.   მეორე   დილით უნდა შესულიყო აჭარის საბავშვო ბაღებში, მხოლოდ პროდუქციის ნაწილზეა ეტიკეტი, რომელიც  4 დეკემბრითაა  დათარიღებული. ხოლო  რომელიც უფრო ახალი ჩანდა,  იმას არ ჰქონდა ჯანმრთელობის ნიშანდება.  ჩემთვის ჯანმრთელობის ნიშანდების გარეშე,  ხორცი არის საკვებად უვარგისი, _ გვითხრა ერქომაიშვილმა.  _ქალბატონო მანანა, საზოგადოებაში აქტიურია კითხვა,  კრიტიკული შეუსაბამობის გამო ოქმი რატომ არ დაიწერა? _  კრიტიკულ შეუსაბამობებს აქვს ჩამონათვალი, როდის არის საჭირო ასეთი ოქმის დაწერა. ამ შემთხვევაში არ ყოფილა  კრიტიკული შეუსაბამობა. გეუბნებით,  კრიტიკულ შეუსაბამობას სხვა ჩამონათვალი  აქვს.  ფორმალობის გარეშე იყო შემოტანილი და ამის გამო იყო სხვა საჯარიმო მუხლები დარღვეული ,  _   ეტიკეტირების წესი, ხორცი ვადაგასული იყო.  ამ ეტაპზე დალუქულია ხორცი და მიმდინარეობს  გამოძიება. _როცა ხორცი,  ლამის, დეფიციტია,  არის თუ არა გასაკვირი,   ამდენ ხორცს ვინ იმეტებს გასაფუჭებლად და რატომ? _ ეტყობა, აგროვებდა მაცივარში. გითხარით,  მხოლოდ ერთ ნაწილზე იყო შერჩენილი  ეტიკეტი, იკითხებოდა ვადა , 4 დეკემბერი დ 6 დეკემბერს უკვე ვადა ჰქონდა გასული.   _როცა  თქვენ მიერ გაჟღერდა,  რომ  ხორცი  ბათუმისთვის იყო განკუთვნილი,   ამის გამო,    განსაკუთრებით,  ბათუმში გაღიზიანდნენ. ნახავდით, ფეისბუკსივრცეში წერენ, რა იცოდა რომ ბათუმში მიჰქონდათ და არა ჩხოროწყუშიო... _ როგორც ბიზნესოპერატორმა თქვა, ეს ხორცი მიჰქონდათ ბათუმის ზოგიერთ საბავშვო ბაღში. იმიტომ, რომ შპს „სოფო“  ყველა ბაღს არ ამარაგებს. შპს „სოფო“ არის დამფასოებელი და შპს „მანუჩარს“ შეაქვს ბაღებში. ხელშეკრულება აქვთ  მათ, ტენდერში გაიმარჯვეს.  ჩვენი მოგონილი კია რ არის , - გვითხრა ერქომაიშვილმა . თუმცა საზოგადოებაში კვლავ აქტიოურად საუბრობენ იმაზე, რომ ბიზნესოპერატორმა შესაძლოა,  ისიც თქვას,  რომ ეს ხორცი ვარგისი და საუკეთესოა , (ამბობდა კიდეც, როგორც  ვიდეოკადრებში არაერთხელ ნახა საზოგადოებამ) და ჩვენ უნდა გავიმეოროთ?     ... ...
  • თორნიკე გურული: " საქართველოს ისტორიის წიგნი დაწვეს და გაიპარნენ"„სამწუხაროა, რომ ასეთი ფაქტები ხდება. რუსმა ტურისტებმა ჩემს ბინაში საქართველოს ისტორიის წიგნი დაწვეს და გაიპარნენ,“_ წერს ფეისბუქზე ილიას უნივერსიტეტის პროფესორი თორნიკე გურული. „გურია ნიუსთან“ საუბრის დროს თორნიკე გურული ამბობს, რომ წლებია საცხოვრებელ ბინას აქირავებს, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთ ცნობილ ვებ-გვერდიდან აკეთებენ ჯავშანს ტურისტები. "წიგნი რუსულენოვანი იყო და თამარ მეფის ეპოქას ეხებოდა. აშკარად, არ მოეწონა ჩვენი ისტორია,"_ გვითხრა თორნიკე გურულმა. მისივე თქმით, ბინაში სხვა წიგნებიც იყო, მაგრამ ტურისტმა მაინდამაინც საქართველოს ისტორიის წიგნი დაწვა. ... ...
  • სუს-მა დაცული ტერიტორიების სააგენტოს რეინჯერი დააკავასახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს რეინჯერი გოჩა ჩ. დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ გოჩა ჩ-მ საქართველოს მოქალაქეს ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორიიდან  500 ტომარა მიწის ნაყოფიერი ფენის უკანონოდ მოპოვების სანაცვლოდ, ქრთამის სახით მოსთხოვა და ორ ნაწილად გამოართვა 3500 ლარი. გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 6- დან 9  წლამდე). გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული ... ...
  • თბილისში ქალი ყელის არეში დაჭრესთბილისში, მარშალ გელოვანის გამზირზე ქალი ყელის არეში ცივი იარაღით დაჭრეს. შემთხვევა ღამით მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1980 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ლ.კ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ... ...
  • რუსეთში ქართველი ახალგაზრდა მოკლეს“გურია ნიუსის“ ინფორმაციით, რუსეთში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს. ამ ეტაპზე მშობლიურ ქალაქში ამის შესახებ ინფორმაცია არ არის გავრცელებული, მხოლოდ ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა იციან. მოკლული ახალგაზრდა გურიის ერთ-ერთი სოფლიდან არის. ჩვენთვის უცნობია სხვა დეტალები. “გურია ნიუსი“ მწუხარებას გამოხატავს აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით და უსამძიმრებს გარდაცვლილის ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ ვებრძოლოთ დაღლილობას

თუ ხშირად გრძნობთ დაღლილობას, გტანჯავთ...

ჯენიფერ ლოპესის სილამაზის საიდუმლო

ცოტა ხნის წინ უბერებელმა კინომსახიობმა...

რა დაავადებისგან იცავს ვარჯიში მამაკაცებს

რეგულარული ვარჯიში კონკრეტული დაავადებების რისკს...

დღეში, რამდენი ფინჯანი ყავის დალევა შეიძლება

რამდენიმე თვის წინ ამერიკელმა მკვლევარებმა...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...

საპარლამენტო არჩევნების რომელ მოდელს უჭერთ მხარს