"ვერ გითხარით კარქათ: აქეთ ბავშვები მესეოდა, იქით _ ქალი!" _ ბიზნესი ძაღლებით

მთავარი თემა

"ვერ გითხარით კარქათ: აქეთ ბავშვები მესეოდა, იქით _ ქალი!" _ ბიზნესი ძაღლებით

2017 აპრ 20 12:29:47

ჩვენს ქვეყანაში მიტოვებული ძაღლების რეგისტრაცია არასდროს ჩატარებულა, თუმცა, არაოფიციალური მონაცემებით, მათი რიცხვი 200 000-ს აჭარბებს. გამონაკლისი არც გურიის მუნიციპალიტეტებია, სადაც მიტოვებული ძაღლების სიმრავლის გამო, ადამიანებს უკვე ქუჩაში გადაადგილების ეშინიათ.

შიშის მიზეზი კი ნამდვილად არსებობს _ ცხოველების უმრავლესობა ინფექციების მატარებელია. მით უმეტეს იმ ფონზე, რომ ისინი აცრილები არ არიან და არც ის არის გამორიცხული, ცოფითაც კი დაავადდეთ.

_ დღის და ღამის ნებისმიერ მონაკვეთში ქუჩაში გავლა საშიშია. ოფისებთან, მაღაზიებთან, ბანკებთან, ნაგვის ბუნკერებთან მისვლა, პრაქტიკულად, შეუძლებელია. აღარ ვიცით, ვის მივმართოთ, _ აღნიშნავენ ჩვენთან საუბრისას ჩოხატაურელები.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი, ირაკლი კუჭავა ამბობს, რომ ინდმეწარმემ, რომელთანაც ხელშეკრულებაა გაფორმებული, მუნიციპალიტეტის მოთხოვნის შესაბამისად, მიტოვებული ძაღლები ათიოდე დღის წინ წაიყვანა: _ ეს პრობლემა ჩვენთვის ცნობილია. ათიოდე დღის წინ 20 ძაღლი წაიყვანა ინდმეწარმემ და ამ დღეებში ისევ წაიყვანს, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას კუჭავამ.

ინდმეწარმე გიორგი მაღლაფერიძე, რომელიც წლებია, ამ საქმიანობას ეწევა, ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ "ძაღლების წაყვანის პროცესის შეფერხება ნარკოზის არქონამ განაპირობა":

_ ცოტა ხანი შეფერხება გვქონდა _ ნარკოზი გაგვითავდა და ამიტომ ვერ წავიყვანეთ. მალე მოგვარდება ყველაფერი. დამიჯერეთ, კარგად იქნება ყველაფერი, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას მაღლაფერიძემ, რომლის თქმით, მას ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი ერთი მიტოვებული ძაღლის წაყვანაში 36 ლარს უხდის.

მისივე ინფორმაციით, იგი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში მსგავს მომსახურებას ტენდერის გარეშე ასრულებს:

"მეუბნებიან, ტენდერი უნდა იყოს, სხვანაირად არ შეიძლება, კანონის დარღვევააო და ძირითადად, სულ ტენდერები მაქვს. მხოლოდ ჩოხატაურში მაქვს ისე ხელშეკრულება," _ ამბობს მაღლაფერიძე.

_ "ისე" რას ნიშნავს _ კანონს არღვევთ მუნიციპალიტეტთან ერთად?

_ არა, ისე, ასეა და... კანონს კი არ ვარღვევთ, ყველაფერს ვაკეთებ.

_ გაკეთებულს რას უწოდებთ, ბატონო გიორგი? ადამიანებს ქუჩაში გავლის ეშინიათ...

_ ხო, ამ ორ დღეში ჩამოვალთ და წავიყვანთ ძაღლებს.

_ სად წაიყვანთ? თავშესაფარი გაქვთ?

_ ახლა არა, რემონტშია.

_ აბა, სად მიგყავთ?

_ ტელეფონზე ვერ გეტყვით.

_ რატომ?

_ რომ გნახავთ, ჩუმად გეტყვით.

_ ბატონო გიორგი, სტატიას ვამზადებთ არსებულ სიტუაციაზე და ჩუმად კი არა, ხმამაღლა მითხარით, სად მიგყავთ ძაღლები.

_ მაინც არ მომცემთ საშველს და... ხო, რა ვიცი. ბუნებრივ პირობებში ვაბრუნებთ. მოგვყავს, აცრას, კასტრაციას ვუკეთებთ, "ბირკებს" ვაბნევთ და კანონის შესაბამისად, იქ ვუშვებთ, საიდანაც წამოვიყვანეთ.

_ ე. წ. "ბირკიანი" ძაღლები ქუჩაში არ გვინახავს..

_ კი, როგორ არა. მართლა ვუშვებთ..

_ ბატონო გიორგი, როგორც გვეუბნებიან, თქვენ ოზურგეთში დაჭერილი ძაღლები ჩოხატაურში მოგყავთ, ჩოხატაურში დაჭერილი კი _ ოზურგეთში... ამბობენ, სამტრედიაში, ფოთში დაჭერილ ძაღლებსაც "ასეირნებთ" აქეთ-იქეთ...

_ არა, როგორ გეკადრებათ, ჩოხატაურელ ძაღლს ოზურგეთში როგორ გავუშვებ?! ყველა ცნობს ამ ძაღლებს და მიხვდებიან, _ ამბობს ინდმეწარმე, რომელთანაც გაფორმებული ხელშეკრულების ხარვეზები ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 2016 წლის აუდიტის ანგარიშშიც მოხვდა:

"ხელშეკრულების საგანია მაწანწალა ძაღლების იზოლაცია და დაბის ტერიტორიიდან გაყვანა. ხელშეკრულებას თან ახლავს ჩოხატაურის ტერიტორიიდან მოხეტიალე ძაღლების თავშესაფარში გადაყვანის მომსახურების სატარიფო ცხრილი, რომელშიც გათვალისწინებულია 1 ძაღლის დაჭერაზე რა ოპერაციები იხარჯება. კერძოდ: საწვავი, მედიკამენტები, თავშესაფარში გადაყვანილი ძაღლების საკვები, ცხოველთა დაჭერის ხელფასები, ვეტერინალური მომსახურება, ცოფზე აცრა და ა. შ. არ არის წარმოდგენილი ძაღლების თავშესაფრის ადგილსამყოფელი, მისამართი და ასევე, რა საბოლოო ღონისძიებები გატარდა," _ აღნიშნულია დასკვნაში.

ჩვენ დავინტერესდით გამოსწორდა თუ არა ამ მხრივ სიტუაცია ჩოხატაურში, მოწესრიგდა თუ არა ხელშეკრულება, და გამგებელს შეკითხვა, მისი მოთხოვნის შესაბამისად, წერილობით გავუგზავნეთ: "ჩოხატაურის მუნიციპალიტეტსა და ი. მ. გიორგი მაღლაფერიძეს შორის დადებულია ხელშეკრულება, რომლის საგანია მაწანწალა ძაღლების იზოლაცია და დაბის ტერიტორიიდან გაყვანა. აღნიშნული მომსახურება მოიცავს მიმწოდებლის მიერ ყველა იმ ოპერაციის გახორციელებას, რაც ცხოველების თავშესაფარში გადაყვანას სჭირდება. სატარიფო კალკულაციაში მოცემულია ოპერაციები, რაც უნდა განახორციელოს მიმწოდებელმა, რომ დაკმაყოფილებული იქნას ცხოველთა დაცვის ორგანიზაციების მოთხოვნები და ცხოველებისადმი ჰუმანური მოპყრობის ყველა ნორმები. მომსახურება მოიცავს ცხოველების იზოლაციას და მუნიციპალიტეტის ტერიტორიიდან გაყვანას. ინსპექტირების ჯგუფი აფიქსირებს მხოლოდ დაჭერილი ცხოველების რაოდენობას, ხოლო თავშესაფარში გადაყვანას და შემდეგი ოპერაციების ჩატარებას უზრუნველყოფს ინდივიდუალური მეწარმე. მონიტორინგს აწარმოებს ცხოველთა დაცვის ორგანიზაციები," _ მოგვწერა ირაკლი კუჭავამ.

ამ ყველაფრის მიუხედავად, მაღლაფერიძე გვეუბნება, რომ თავშესაფრის რემონტი მალე დასრულდება და სტანდარტების შესაბამისად იფუნქციონირებს. მანამდე კი ამბობს, რომ ახლა სხვა გზა არ აქვს.

_ ბატონო გიორგი, ამ თემაზე პირველად არ ვამზადებთ სტატიას. თქვენ მიერ ძაღლების დაჭერის არაადამიანური მეთოდები, რაიონიდან რაიონში გაშვებული ცხოველები ჩვენი მკითხველისთვის უცხო არ არის... მართალია, ყოველთვის უარყოფთ, თუმცა, ფაქტები საწინააღმდეგოს მეტყველებენ და ამის შესახებ ჩვენს არქივში არა ერთი მასალა იძებნება...

_ ძაღლებს აღარ ვკლავ. მართლა მიმყავს, ვცრი და უკან, ადგილზე ვაბრუნებ.

_ თუ თავშესაფარი არ გაქვთ, სად ცრით ცხოველებს?

_ იქ არის ამის ადგილი.

_ და ამის მიუხედავად, ძაღლებს შესაბამისი ნიშნები არ აქვთ...

_ იცით, რა ხდება? ახლა ბევრი ძაღლი ატეხილია, მას დასდევენ სხვები და მე რა ვქნა ასეთ დროს?

_ და მოსახლეობამ რა ქნას? თქვენ ამ მომსახურებაში ხომ ფულს იღებთ?

_ კი, ყველა საბუთი წესრიგში მაქვს და კანონს არ ვარღვევ, _ ამბობს მაღლაფერიძე, რომლის თქმით, ყველაზე იაფად მსგავს მომსახურებას წალენჯიხის მუნიციპალიტეტს უწევს:

_ სამტრედიაში ტენდერი მაქვს მოგებული და ერთ ძაღლში 31 ლარს ვიღებ, ფოთში _ 40 ლარს, ოზურგეთში _ 35 ლარს, ხოლო წალენჯიხაში _ 25 ლარს. ამის მიზეზი კი ის არის, რომ ისინი საწვავს მაძლევენ და თან წელიწადში ერთხელ მეძახიან, _ განმარტავს ინდმეწარმე.

კითხვაზე, შეისწავლეს თუ არა ხელშეკრულების დადებამდე სხვა მუნიციპალიტეტებთან გაფორმებული ხელშეკრულებები, ჩოხატაურის გამგებელი ასეთ პასუხს გვწერს:

"ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიიდან 1 ცხოველის იზოლაცია და თავშესაფარში გადაყვანის ღირებულება შეადგენს 36 ლარს. ღირებულებაში შედის მომსახურება, რაც საჭიროა იზოლირებული ცხოველების თავშესაფარში მოთავსებისთვის, ყველა ნორმის დაცვით. ხელშეკრულების დადებამდე მოკვლეული იქნა სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში მომსახურების ღირებულება. კერძოდ: ის ხობში შეადგენს 40 ლარს, ფოთში _ 40 ლარს, ოზურგეთში _ 35 ლარს, წალენჯიხაში 1 ვიზიტის ღირებულება შეადგენს 500 ლარს (არ აქვს მნიშვნელობა, თუ რამდენი ცხოველი იქნება იზოლირებული), ჩხოროწყუში ასევე 1 ვიზიტის ღირებულება შეადგენს 630 ლარს. ამ ტერიტორიიდან იზოლირებული ძაღლები გადაჰყავთ ოზურგეთის თავშესაფარში მისამართზე _ ოზურგეთი სოფ. ოზურგეთი. აქედან გამომდინარე, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიიდან ცხოველების იზოლირება ხდება სრულიად მისაღებ ფასად. ასევე შესაძლებელია ზოგიერთ მუნიციპალიტეტში მომსახურების დაბალი ფასი განპირობებული იყოს ტენდერით გახორციელებული შესყიდვით," _ აღნიშნულია ირაკლი კუჭავას მიერ გამოგზავნილ ოფიციალურ კომენტარში.

მიტოვებული ძაღლების სიმრავლე აწუხებთ სამტრედიის მუნიციპალიტეტშიც, რომლის გამგებელი ვალერი ფოცხვერია ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ ეს იმ მოქალაქეების "დამსახურებაა", რომელიც თავიანთ ძაღლებს ქუჩაში ყრიან:

_ სამტრედიის ადგილმდებარეობის გამო ეს პრობლემა განსაკუთრებით გვაწუხებს. სამწუხაროდ, მოქალაქეები აქ ტოვებენ მობეზრებულ ძაღლებს, რაც დანაშაულად მიგვაჩნია, თუმცა, ვერაფერს ვაკეთებთ. რაც შეეხება ინდმეწარმე მაღლაფერიძეს, მას ტენდერი აქვს მოგებული და წლის განმავლობაში 15 000 ლარს იღებს, _ გვითხრა ფოცხვერიამ.

_ ბატონო ტარიელ, გვაქვს ინფორმაცია რომ აღნიშნული ინდმეწარმე, წინა წლების მსგავსად, ახლაც სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ტოვებს დაჭერილ ძაღლებს, რითაც პრობლემა არ გვარდება...

_ ჩვენ ვცდილობთ გავაკონტროლოთ _ შესაბამისი სამსახური სოფელ საჯავახომდე მიჰყვება ხოლმე, რომ დაადგინოს, ხომ არ ტოვებენ ძაღლებს გზაზე და ასეთი ფაქტი არ დაგვიფიქსირებია. თუმცა, ახლა უფრო შორ მანძილზე გავაყოლებ, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, რომელსაც არ აღმოაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მაღლაფერიძეს ძაღლების თავშესაფარი არ აქვს:

_ გასულ წელს ვიყავი ოზურგეთში და ვნახე, რომ ჰქონდა თავშესაფარი. წელს არ შემიმოწმებია, თუმცა, აუცილებლად დავინტერესდები და მოვიკვლევ, რა ხდება, _ ამბობს ვალერი ფოცხვერია.

ეს ინფორმაცია არ აღმოაჩნდათ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ მუნიციპალური მომსახურების ცენტრში. მაღლაფერიძის მტკიცების საწინააღმდეგოდ, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტი მას ერთი ძაღლის დაჭერაში 35 ლარს უხდის, ცენტრის ხელმძღვანელი შალვა კონჯარია ამბობს, რომ ამაში ფული არ იხარჯება:

_ გიორგი მაღლაფერიძე ჩვენი ა(ა)იპ-ის თანამშრომელია. მას და რამდენიმე მუშას ეძლევა ხელფასი და აქვთ თანხა ხარჯებისთვის. როდესაც ჩვენთან შემოდის შეტყობინება, ისინი გადიან იმ ადგილზე, მოჰყავთ ძაღლები თავშესაფარში, ცრიან და კანონის შესაბამისად უკან აბრუნებენ. ამას ვამოწმებთ კიდეც. რაც შეეხება თავშესაფრის არარსებობას, ბოლო დღეებია არ შემიმოწმებია, თუმცა, ვიცი რომ ჰქონდა და ამჟამინდელ სიტუაციას აუცილებლად გავეცნობი, _ აღნიშნა "გურია ნიუსთან" საუბრისას კონჯარიამ.

მაღლაფერიძისგან მომსახურება ტენდერის საშუალებით აქვს შეძენილი ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტსაც. როგორც ა(ა)იპ "ოზურგეთის სერვისცენტრის სამსახურის" უფროსი ვლადიმერ სალუქვაძე ამბობს, ტენდერის ერთ-ერთი მთავარი პირობა სწორედ თავშესაფრის ქონაა:

_ რამდენჯერმე პირადადაც გადამიმოწმებია და რას ნიშნავს, რემონტი აქვს და დახურა? _ გაოცება ვერ დამალა სალუქვაძემ და რამდენიმე წუთი დეტალების გასარკვევად ითხოვა.

მან ამ საუბრიდან დაახლოებით ათ წუთში დაგვირეკა და გვითხრა, რომ თავშესაფარი ნამდვილად ფუნქციონირებს და ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტი მომსახურებას სრულად იღებს.

სალუქვაძესთან საუბრის დასრულებიდან რამდენიმე წუთში, გიორგი მაღლაფერიძე ისევ დაგვიკავშირდა და გვითხრა, რომ ინფორმაცია თავშესაფრის დროებით დახურვის შესახებ შეცდომით მოგვაწოდა:

"მე მგონი, კარქათ ვერ გითხარით. ნარკოზი არ მაქვს და იმიტომ გვაქვს პრობლემა. დროებით ვერ ვაკეთებთ ოპერაციას და ეგაა. ნარკოზი მაქვს შემოსატანი თბილისიდან, ფსიქოტროპულია და არ ვარ მე ის კაცი, რომ თქვენ ვერ გაგიგოთ. ახლა ვოვამაც (ვლადიმერ სალუქვაძე. ავტ.) დამირეკა, მისაყვედურა და მართალიცაა. მაგრამ ალბათ, თავდაპირველად ვერ გითხარით კარქათ რაღაცა _ აქეთ ბავშვები მესეოდა და იქით ქალი _ აქეთ გააჩერე, იქით გააჩერეო," _ ასე აგვიხსნა "შეცდომით მოწოდებული ინფორმაციის" მიზეზი მაღლაფერიძემ და იმის პირობაც მოგვცა, რომ რამდენიმე დღეში ყველა პრობლემა მოიხსნება:

_ ყველა მიტოვებული ძაღლს წავიყვანთ, ავცრით, კასტრაციას ჩავუტარებთ და არც ერთი ძაღლი საშიში არ იქნება. გპირდებით, _ დაგვაიმედა მაღლაფერიძემ.




 ახალი ამბები
  • ბახმარო თანამედროვე მუსიკალურო ფესტივალის სამზადისში _ ის, რაც არ უნდა გამოტოვოთSunset Fest Bakhmaro 2019-ის მზადება აქტიურად მიმდინარეობს. უკვე მოწყობილია კარვების ქალაქი, მოსასვენებელი კუთხეები, კაფე-ბარები. ამ წუთებში, ზღვის დონიდან 2050 მეტრზე საკონცერტო სცენის აწყობა მიმდინარეობს. ბახმაროში, ხვალ, 19 აგვისტოს ბევრი სიურპრიზი და დიდი მხიარულება გელით. ტრადიციული დოღის დასრულების შემდეგ, 17 საათზე, მზის ჩასავალი გორის მიმდებარედ (ასასვლელი ვერტოდრომიდან) თანამედროვე მუსიკის ფესტივალი გელოდებათ არაჩვეულებრივი შემსრულებლებით _ Bedford Falls, LOUD speakers, Kordz & Dro, Pitter J, Anushka Chkheidze, Lua და Kraumur თქვენს შესანიშნავ განწყობაზე დილამდე იზრუნებენ. შეაგროვე მთელი წლის სამყოფი ენერგია და მოგონებები. სუფთა ჰაერი, ნისლი, წიწვოვანი ტყე, კოცონები, ვარსკვლავებიანი ცა, კარვების ქალაქი, კარგი მუსიკა, ზაფხულის მზესთან დამშვიდობება _ ეწვიეთ 19 აგვისტოს ბახმაროს! არ გამოტოვოთ დიდი მხიარულება. ფესტივალი „ჩექინ ჯორჯიას“ ფარგლებში იმართება და მისი თანადამფინანსებელია საქართველოს განათლების, კულტურის, სპორტისა და მეცნიერების სამინისტრო. გენერალური სპონსორია „წყალი მარგებელი“. სპონსორები და მხარდამჭერები არიან: „ზედაზენი“; “New Road”; „ორბი ჯგუფი“; „ვასაძის პური“; „სანდომი“; „თქვენი მარკეტი“ ასკანგელი“, ‘გზამშენი 18“, „ლიდერფუდი“, „ბითი ჩერითი ჯგუფი“, „ბახმარო ჰოტელი“; ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერია; ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერია; „ენერგო პრო ჯორჯია“; საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური; საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი; ფესტივალის მედია პარტნიორი და საინფორმაციო მხარდამჭერია ... ...
  • „ნაბეღლავი“, „ბახმარო“, „გალფი“ _ ბახმაროში ტრადიციული დოღის სამზადისიახვალ, ბახმაროში, ფერისცვალების დღესასწაულზე ასულ სტუმრებს ბევრი სიურპრიზი ელით. მზადება უკვე დაწყებულია. ტრადიციულ დოღს,  რომელიც მეორე წელია,  ჩოხატაურის მუნიციპალიტეტთან ერთად წყაროს წყალი „ბახმაროსა“ და „ნაბეღლავის“ მწარმოებელი კომპანიის – „წყალი მარგებლის“ ორგანიზებით გაიმართება, წელს ბევრი სიახლე ახლავს _ „ბახმაროს თასი 2019“ ღონისძიებისათვის კომპანია „წყალი მარგებელმა“ ახალი სპონსორები მოიძია, რის გამოც საპრიზო ფონდი გაზრდილია. _ წინა წელს დავიწყეთ ეს ღონისძიება ამ მასშტაბით და მაშინ დავპირდით  პირველ რიგში გურულებს და მთელ საქართველოს, რომ ბევრად დიდი მასშტაბი იქნებოდა წელს, რაც ვფიქრობ, რომ შევძელით.  ჩვენი გეგმა, რომ 10 წლის მანძილზე ბახმარო გავხადოთ არამარტო გურიის, არამედ მთელი საქართველოს სავიზიტო ბარათი.  დღეს ვნახე და ძალიან გამიხარდა, რომ დოღში მონაწილეთა რაოდენობა გაზრდილია _ მონაწილეები დაგვემატნენ ბათუმიდან, პანკისიდან,  რაც მისასალმებელია. ასევე, სასიხარული და მნიშვნელოვანია, რომ გაიზარდა ბიზნესის ჩართულობაც _  “საქართველოს ბანკის“ შემდეგ, დაგვემატა „გალფი“, „გლოვო“, „კროკო ბეთი“. ჩვენ ვართ ამ ქვეყნის ნაწილი და მთავარი ნაწილი შეიძლება ითქვას . ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ვიყოთ სახე ქვეყნის და ყველაფერი გავაკეთოთ ჩვენი ქვეყნისთვის, _ ამბობს კომპანია “წყალი მარგებლის“ დამფუძნებელი მიხო სვიმონიშვილი. სვიმონიშვილი იმედოვნებს, რომ წელს, ბახმაროს დოღს შარშანდელზე მეტი ადამიანი დაესწრება: _  წინა წელს 27 000 ათასი ადამიანი დაესწრო დოღს და ამდენი გაღიმებული ადამიანის ერთად ნახვა ბედნიერებაა. იმედი მაქვს, წელს, ეს რიცხვი მეტი იქნება, _ აღნიშნა სვიმონიშვილმა. კომპანია „გალფის“ ვიცე პრეზიდენტის ნინო ჯიბლაძის თქმით, „გალფისთვის მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხოვრების წესი და ეკოლოგიურად პასუხისმგებელობიანი აქტივობების მხარდაჭერა“: _  წელს პირველად დავუჭირეთ მხარი ბახმაროს დოღს და მოხარულები ვართ, რომ გარდა საპრიზო ფონდში თანამონაწილეობისა, საჩუქრებს და პრიზებს დავაწესებთ ოთხივე გარბენის გამარჯვებულისათვის, _ თქვა ნინო ჯიბლაძემ. ერთი სიტყვით, „ნაბეღლავი“, წყაროს წყალი „ბახმარო“, მათი გენერალური მხარდამჭერი „საქართველოს ბანკი“ და ღონისძიების სპონსორები _ „გალფი, გლოვო და კროკო-ბეთი ხვალ, 19 აგვისტოს, ბახმაროში კარგ სანახაობას გპირდებიან. ზღვის დონიდან 2050 მეტრზე გამართული დოღი ასეთი იქნება: ,,ბახმაროს თასი“ – 4 800 მეტრი; „ნაბეღლავის თასი“ – 2 400 მეტრი; „გმირების თასი“ – 1200 მეტრი; „გურიის თასი“ – 1200 მეტრი; ,,ბახმაროს თასი“მარულა გარბენის მანძილი: 4 800 მეტრი; მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ მსურველს.საპრიზო ფონდი: 4 800 ლარი I ადგილი 2 500 ლარი; II ადგილი 1500 ლარი; III ადგილი 800 ლარი; „ნაბეღლავის თასი“გარბენის მანძილი: 2 400 მეტრი; მონაწილეობის მიღება შეუძლიათ წმინდა სისხლის ჯიშის ცხენებს. საპრიზო ფონდი: 1800 ლარი I ადგილი 1000 ლარი; II ადგილი 500 ლარი; III ადგილი 300 ლარი; „გმირების თასი“გარბენის მანძილი: 1 200 მეტრი; მონაწილეობის მიღება შეუძლიათ შერეული სისხლის ჯიშის ცხენებს. საპრიზო ფონდი: 1 800 ლარი I ადგილი 1000 ლარი; II ადგილი 500 ლარი; III ადგილი 300 ლარი; „გურიის თასი“გარბენის მანძილი: 1 200 მეტრი; მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ადგილობრივი ჯიშის ცხენებს. საპრიზო ფონდი: 1 800 ლარი; I ადგილი 1000 ლარი; II ადგილი 500 ლარი; III ადგილი 300 ... ...
  • გადაიწევს თუ არა აბიტურიენტთა ჩარიცხვების ვადების გამოცხადებააბიტურიენტები სახელმწიფოს მიერ 2019 წელს სრულად დაფინანსებული საგანმანათლებლო პროგრამების ე.წ. უფასო ფაკულტეტების სიას ელოდებიან, რომელიც, ჯერჯერობით, არ ჩანს. განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროში edu.aris.ge-ს განუმარტეს, რომ დოკუმენტს ახლო მომავალში გამოაქვეყნებენ და ვადებში ეტევიან. თუმცა, ფაქტია, რომ  აბიტურიენტებს საგანმანათლებლო პროგრამებში ცვლილებების შესატანად ცოტა დრო რჩებათ. საგულისხმოა, ისიც რომ გასულ წლებში უფასო ფაკულტეტების ჩამონათვალი აგვისტოს დასაწყისში უკვე გამოქვეყნებული იყო, მაგალითად: 2016 წელს სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებული საგანმანათლებლო პროგრამების სია გამოქვეყნდა 28 ივლისს, 2017 წელს – 2 აგვისტოს, 2018 წელს – 6 აგვისტოს. უკავშირდება თუ არა სიის გამოქვეყნების დაგვიანება სამინისტროს მიერ უფასო ფაკულტეტების დაფინანსების წესში შესატან ცვლილებებს, ამ ეტაპზე უცნობია. შეგახსენებთ, რომ სამინისტრო პირველ ეტაპზე, 2019 წლისთვის უფასო ფაკულტეტების დაფინანსების მოდელში ცვლილებების შეტანას აპირებდა, მოგვიანებით კი მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი მის საერთოდ გაუქმებაზე ალაპარაკდა, რაც შემდეგ 2020 წლისთვის გადადო. ცნობისთვის! – აბიტურიენტებს უფასო ფაკულტეტების არჩევის ვადა, აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან შემდეგი დღის 18:00 საათამდე აქვთ. “ნაეკის” ინფორმაციით, აპელაციის შედეგების გამოქვეყნება, სავარუდოდ, მომავალი კვირის ბოლოს დასრულდება. სამინისტროში კი აცხადებენ, რომ ფაკულტეტების სია, ამ პერიოდისთვის გამოქვეყნებული ... ...
  • საქართველოს საგარეო უწყება საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავსმივმართავთ საერთაშორისო თანამეგობრობას, ქმედითი ზომები მიიღოს საოკუპაციო ძალების უკანონო მოქმედებების შესაჩერებლად, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ვლადიმერ კონსტანტინიდმა საოკუპაციო ხაზიდან საქართველოს შვიდი მოქალაქის გატაცებასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, საოკუპაციო ხაზზე გახშირებული პროვოკაციები და ინციდენტები კიდევ უფრო ამწვავებს უსაფრთხოების გარემოს და ამძიმებს ისედაც რთულ ჰუმანიტარულ მდგომარეობას კონფლიქტით დაზარალებულ სოფლებში. „შეშფოთებას გამოვთქვამთ საოკუპაციო ძალების მიერ შიდა ქართლში საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიიდან შვიდი ადგილობრივი მცხოვრების გატაცების გამო. იმ პირობებში, როცა ბოლო დღეებში განსაკუთრებულად დაძაბულია მდგომარეობა სოფელ გუგუტიანთკარში ხელოვნური ბარიერების აღმართვის გამო, საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქეების გატაცებისა და უკანონო დაკავებების პრაქტიკის გაგრძელება წარმოადგენს ქვეყანაში ვითარების დესტაბილიზაციის აშკარა მცდელობას. საოკუპაციო ხაზზე გახშირებული პროვოკაციები და ინციდენტები კიდევ უფრო ამწვავებს უსაფრთხოების გარემოს და ამძიმებს ისედაც რთულ ჰუმანიტარულ მდგომარეობას კონფლიქტით დაზარალებულ სოფლებში“, – აცხადებს საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი. ვლადიმერ კონსტანტინიდის თქმით, გააქტიურებულია ცხელი ხაზი; საქმის კურსში არიან ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეები, პროცესში ჩართულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. „ჩვენ დაუყოვნებლივ გავააქტიურეთ ცხელი ხაზი; უკვე დავუკავშირდით ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებს; პროცესში ჩართულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს უკანონო ქმედებები საოკუპაციო ხაზზე და პატივი სცეს ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს. მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, რომ დაიწყოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების უპირობო შესრულება, რადგან საქართველოს ტერიტორიიდან ჯარების გაყვანა არის ადგილზე მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოების დამყარების ერთადერთი გზა. მივმართავთ ასევე საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ ქმედითი ზომები მიიღოს საოკუპაციო ძალების უკანონო მოქმედებების შესაჩერებლად“, – განაცხადა ვლადიმერ კონსტანტინიდმა. საოკუპაციო ხაზთან რუსმა სამხედროებმა საქართველოს შვიდი მოქალაქე დააკავეს. დაკავებულები სოფელ ახალუბნის მცხოვრებლები არიან. არსებული ინფორმაციით, მოქალაქეები წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში იყვნენ წასული, რომელიც საოკუპაციო ხაზთან ... ...
  • რუსმა სამხედროებმა სოფელ არცევთან საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დააკავესრუსმა სამხედროებმა საოკუპაციო ხაზთან, ოკუპირებული სოფელ არცევის მიმდებარე ტერიტორიიდან საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე, სოფელ დიდი მეჯვრისხევის მკვიდრი დააკავეს. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს. სუს-ის ინფორმაციით, დაკავებული ცხინვალის იზოლატორშია გადაყვანილი. საქართველოს მოქალაქეს ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთას ედავებიან. სუს-ის ცნობით, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, რუსი სამხედროების მიერ დაკავებული საქართველოს შვიდი მოქალაქე ცხინვალის იზოლატორში იმყოფება და ე.წ. სასამართლო პროცესს ელოდება. საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები მათ ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთაში სდებენ ბრალს. ე.წ. სასამართლო პროცესი, სავარაუდოდ, ხვალ ჩაინიშნება. სუს-ის ინფორმაციით, ცხელი ხაზის რამდენჯერმე გააქტიურების შემდეგ, გვიან ღამით შედგა დე-ფაქტოცხინვალის წარმომადგენლობასთან კომუნიკაცია, რომლებმაც დაადასტურეს საქართველოს შვიდი მოქალაქის ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ ზრუნავენ სილამაზეზე ზოდიაქოს ნიშნის ქალები

ალბათ, დაკვირვებიხართ, რომ სუსტი სქესის...

როგორი ცოლი სჭირდება მამაკაცს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

სრულიად საქალეთი და მამაკაცური სამყაროს...

ბავშვი, მშობელი, ასტროლოგია

ალბათ დაკვირვებიხართ იმ ფაქტს, რომ...

რეკორდული წაგება

იშვიათად მოიძებნება ადამიანი, რომლის გარემოცვაში...

ხუთი ყველაზე უცნაური პროფესია

ქოქოსის პალმის სპეციალისტი მისი დანიშნულებაა...
კარმიდამო ჩემი

უკრაინული გოგრა _ საუკეთესო თვისებების მქონე საკვები აგრარული კულტურა

წარმატებულმა მეურნემ ნოდარ დიასამიძემ, რომელიც...

უნდა გავაჩაღოთ ხელოვნურად შექმნილი დამღუპველი ტენიანობის წინააღმდეგ ბრძოლა

არაერთხელ გამოთქმულ თვალსაზრისს, ბუნებაში ადამიანის...

მოვამზადოთ მოხარშული ატმის წვენი

 ზაფხულში ხილის წვენის და კომპოტების...

ზაფხული და სალათები

სალათს, რომლის სეზონი განსაკუთრებით ზაფხულშია,...

აკეთე მარტივად _ 10 საყოფაცხოვრებო ხრიკი დიასახლისებისთვის

სახლის გენერალური დალაგება-დასუფთავება საკმაოდ დიდ...

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...