"ვიდევნებით იმიტომ, რომ ვართ "ქართული ოცნების" მხარდამჭერები" _ "ღილაკების არევის" კურიოზული საქმე

მთავარი თემა

"ვიდევნებით იმიტომ, რომ ვართ "ქართული ოცნების" მხარდამჭერები" _ "ღილაკების არევის" კურიოზული საქმე

2018 აგვ 13 09:23:39

ოზურგეთის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსად მხოლოდ ორი დღით დანიშნული და შემდეგ კურიოზული ბრძანებით გათავისუფლებული ნატალია ხომერიკის საქმე ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში დასრულდა.

ბოლო სასამართლო პროცესი, სადაც მხარეებმა საკუთარი პოზიციები დააფიქსირეს და მოწმეც დაიკითხა, გასულ ხუთშაბათს გაიმართა.

ოზურგეთის მერიის იურიდიული სამსახურის უფროსი ლაშა თავაძე, რომელსაც მოსამართლე გიორგი ზვიადაძემ წინა პროცესზე ურჩია, რომ "ღილაკების არევის" და "მაუსების აცდენაზე" არ ესაუბრა, მაინც "პირველ ჩვენებას მიაწვა" _ მან ისევ გაიმეორა, რომ ხომერიკის დანიშვნის დროს ოზურგეთის მერს კონსტანტინე შარაშენიძეს ღილაკები აერია და ელექტრონულ სისტემაში ატვირთულ ბრძანებაზე, უარყოფის ღილაკის ნაცვლად, თანხმობის ღილაკს დააჭირა მაუსი.

თავაძემ პროცესზე, სავარაუდოდ, მიზანმიმართულად არ უპასუხა კითხვას, ვინ უბრძანა მას ბრძანების მომზადება, რომლის თანახმადაც, ხომერიკი სამსახურის უფროსად უნდა დანიშნულიყო:

_ მერმა მითხრა, რომ ხომერიკი კულტურის უფროსად უნდა დანიშნულიყო. თურმე, განყოფილებას გულისხმობდა, _ აღნიშნა ლაშა თავაძემ, რომელსაც ხომერიკის ადვოკატის მარიამ ლევიძის კითხვებზე პასუხის გაცემა ძალიან გაუჭირდა.

მერიის იურიდიული სამსახურის უფროსი რამდენჯერმე ეცადა "დაემტკიცებინა", რომ ხომერიკი იმ ორი დღის განმავლობაში სამსახურის უფროსის მოვალეობას არ ასრულებდა და პროცესზე გამოძახებულ მოწმეს ხათუნა სურგულაძეს, რომელმაც დაადასტურა, რომ 12 დეკემბერს დანიშნულმა ხომერიკმა თანამშრომლებთან თათბირიც კი ჩაატარა, შესაბამისი მტკიცებულების წარდგენა მოთხოვა.

_ რა უნდა მექნა, ბატონო ლაშა, თანამშრომლებთან სელფი უნდა გადამეღო და დანიშვნის ბრძანება სოციალურ ქსელში გამომექვეყნებინა? ორ დღეში სხვა რა სამუშაო უნდა შემესრულებინა, მტკიცებულებებს რომ მთხოვთ? _ ემოცია ვერ დამალა პროცესზე ნატალია ხომერიკმა.

მოწმე ხათუნა სურგულაძემ ლაშა თავაძეს სასამართლო პროცესზე უთხრა, რომ ცრუ ჩვენების მიცემა დანაშაულია და მისი კომენტარებიც არასწორია:

_ ოთხი შვილი გყავთ და, მინიმუმ, ღმერთის მაინც უნდა გეშინოდეთ, როცა ამბობთ, რომ ხომერიკი სამსახურის უფროსად არ დანიშნულა. თქვენ ცრუობთ! _ მიმართა სურგულაძემ ლაშა თავაძეს და სასამართლოს განუმარტა: _ მას შემდეგ, რაც ხომერიკის დანიშვნის ბრძანება კანცელარიაში გატარდა, მე შევხვდი ნატალიას და მივულოცე. მასთან ერთად ვიყავი ოთახში, სადაც თანამშრომლებს გაესაუბრა და მას შემდეგ, რაც თათბირი დაიწყო, გამოვედი".

მანვე დეტალურად ისაუბრა იმ პროცედურებზე, რომელიც ბრძანების ძალაში შესვლისთვისაა საჭირო. სურგულაძემ, რომელიც 2017 წლის ოქტომბრის ბოლომდე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციის უფროსი იყო, განმარტა, რომ, იმ შემთხვევაში, თუკი მერს შეცდომა მოუვიდა, მას ჰქონდა შესაძლებლობა, დაერეკა კანცელარიაში, ეთქვა, რომ შეეშალა და დოკუმენტი არ გაეტარებინათ, რაც ხომერიკის შემთხვევაში არ მომხდარა.

ხათუნა სურგულაძემ სხდომაზე პოლიტიკური განცხადებაც გააკეთა და აღნიშნა, რომ ოზურგეთის მერის მხრიდან "ქართული ოცნების" მხარდამჭერების დევნას აქვს ადგილი:

_ ოზურგეთის მერი დამოუკიდებელი კანდიდატია და მისი მხრიდან ადგილი აქვს "ქართული ოცნების" წევრების და მხარდაჭერების დევნას. მეც, ნატალია ხომერიკიც და ყველა ის ადამიანი, რომლებმაც უკვე მიმართეს სასამართლოს უკანონო გათავისუფლების გამო, იდევნებიან იმიტომ, რომ ვიყავით და ვართ "ქართული ოცნების" მხარდამჭერები. არჩევნებზე, ჩვენ გვერდით ვედექით "ქართული ოცნების" კანდიდატს და არა კონსტანტინე შარაშენიძეს. სწორედ ესაა მიზეზი, რომ ასე გვექცევიან, _ აღნიშნა ხათუნა სურგულაძემ.

ხომერიკის საქმეში პოლიტიკურ მოტივზე ყურადღება გაამახვილა ადვოკატმა მარიამ ლევიძემაც:

_ ამ საქმეში დარღვეულია მობილობის ყველა წესი, არ არის შედგენილი ოქმები და მერიის იურისტები საუბრობენ მხოლოდ ღილაკების არევაზე, რაც აბსურდია. ნატალია ხომერიკი, რომელმაც მისი გათავისუფლების შესახებ მედიიდან გაიგო, არის პოლიტიკური დისკრიმინაციის მსხვერპლი, _ აღნიშნა ადვოკატმა, რომელიც ოზურგეთის მერის კურიოზული ბრძანებების გაუქმებას, ხომერიკის დაუყოვნებლივ აღდგენას, მისთვის განაცდურის სრულად ანაზღაურებას და სადაო თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსის შედეგის ბათილად ცნობას ითხოვს.

ლევიძის ამ მოთხოვნას არ ეთანხმება საქმეში ჩართული მესამე პირის, ხომერიკის ადგილზე კონკურსის წესით დანიშნული მარინა ჯაფარიძის ადვოკატი, რომელიც მიიჩნევს, რომ ჯაფარიძე კანონიერად დაინიშნა და მისი გათავისუფლების და ხომერიკის აღდგენის საფუძველი არ არსებობს.

ჯაფარიძის ადვოკატმა ყურადღება გაამახვილა იმაზეც, რომ მერმა ხომერიკს ჯაფარიძე არჩია, რადგან ქალაქ ოზურგეთის მერიაში, ჯაფარიძე ხომერიკის ტოლფას თანამდებობაზე მუშაობდა, რომელსაც დამატებით გენდერული საკითხებიც ეხებოდა:

_ ჯაფარიძეს მეტი გამოცდილება გააჩნია. ახალშექმნილ სამსახურს დამატებული აქვს გენდერის კომპონენტი, რაშიც ჯაფარიძეს აქვს გამოცდილება და არა ხომერიკს. აქვე ვიტყვი, რომ კონკურსი ლეგალურად დაინიშნა და მისი შედეგები არ უნდა გაუქმდეს, _ აღნიშნა მოპასუხის ადვოკატმა.

ხომერიკის ადვოკატი დაინტერესდა, ჰქონდა თუ არა საქმეში არსებული მტკიცებულებები ნანახი ჯაფარიძის ადვოკატს, რაზეც თანხმობა მიიღო:

_ მაშინ CV-იც გექნებათ ნანახი, რომელშიც გარკვევითაა მოცემული ხომერიკის გამოცდილება. თქვენ ამბობთ, რომ ჯაფარიძეს გენდერის საკითხებში ჰქონდა გამოცდილება. როდესაც ნატალია ხომერიკი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში მუშაობდა, ის კულტურასთან ერთად კურირებდა ტურიზმისა და სპორტის განყოფილებებს, რაც დღეს, მერიაში შექმნილი სამსახურის კომპეტენციაა და რომლის გამოცდილება მარინა ჯაფარიძეს არ ჰქონია. ამავე დროს, ყურადღება მინდა გავამახვილო თქვენს შესაგებელზე, რომელშიც ჯაფარიძე წერს, რომ გაესაუბრა მერს და ამ გასაუბრების შემდეგ შარაშენიძე მიხვდა, რომ იგი ხომერიკზე უპირატესი იყო. საუბარია იმ პერიოდზე, როდესაც ხომერიკი უკვე დანიშნული იყო სამსახურის უფროსად. ცოტა უცნაურია, რადგან დეკემბერში მერმა ჯაფარიძე განყოფილების უფროსად დანიშნა. ამაზე აქცენტს იმიტომ ვაკეთებ, რომ მობილობის პროცესი განგიმარტოთ. რაც შეეხება კონკურსს და იმ განცხადებას, თუ რატომ არ მიიღო მონაწილეობა ხომერიკმა მასში, როცა მერიას კონკურსის ჩატარების უფლება საჯარო სამსახურის ბიურომ მისცა _ იურისტები ხართ და უნდა იცოდეთ, რომ საჯარო სამსახურის ბიურო მხოლოდ და მხოლოდ რეკომენდაციებს გასცემს და რეკომენდაციები კანონზე უპირატესი არ არის. აქვე იმასაც გეტყვით, რომ ეს იყო სადაო თანამდებობა, რაც კარგად იცოდა მარინა ჯაფარიძემ და ხომერიკს სარჩელი ჰქონდა შეტანილი სასამართლოში. ამ ყველაფრის შესაბამისად, თქვენი არგუმენტები მიუღებელია, _ აღნიშნა ლევიძემ.

ხომერიკის ადვოკატის ამ პოზიციას, მერიის იურისტები ისევ "ღილაკების" არევის თემას "მიაწვნენ". ლაშა თავაძის თქმით, ხომერიკის სარჩელის დაკმაყოფილება ნიშნავს, რომ მერია ღია კონკურსს ვერ ჩაატარებს.

_ ძალიან ბევრი მტკიცებულებაა წარმოდგენილი იმის შესახებ, თუ როგორ და რამდენჯერ დაარღვია მერიამ კანონი. ის, რომ უკანონობას ჰქონდა ადგილი, ამავე პროცესზე ლაშა თავაძემაც აღიარა. ამ ყველაფრის გათვალისწინებით კი ნატალია ხომერიკის სარჩელი, ვფიქრობთ, სრულად უნდა დაკმაყოფილდეს, _ აღნიშნა ხომერიკის ადვოკატმა.

მკითხველს შევახსენებთ, რომ "ღილაკების არევის" კურიოზული საქმე 2017 წლის დეკემბერში დაიწყო.

2017 წლის 12 დეკემბერს შარაშენიძე წერს #40 ბრძანებას და ნატალია ხომერიკს ნიშნავს ოზურგეთის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსად.

14 დეკემბერს მერი წერს ახალ ბრძანებას ნომრით 42 და 12 დეკემბრის #40 ბრძანებას ძალადაკარგულად აცხადებს ისე, რომ მიზეზს დოკუმენტში არ განმარტავს, თუმცა, მედიასთან საუბრისას ამბობს, რომ მას ნატალია ხომერიკი სამსახურის უფროსად არ დაუნიშნავს(?!).

"არა, სამსახურის უფროსად ის არ დამინიშნავს, შეიძლება რაღაც ტექნიკური გაუგებრობა იყო სამსახურის დასათაურებასთან დაკავშირებით, მაგრამ არც ჩემგან, არც სხვისგან ნატოს არ გაუგია, რომ მას ვნიშნავდი სამსახურის უფროსად. ამ ეტაპზე ხომერიკს განვიხილავთ კულტურის განყოფილების უფროსად და მერე ვნახოთ," _ ამბობდა კონსტანტინე შარაშენიძე 13 დეკემბერს ერთ-ერთ ადგილობრივ მედიასთან საუბრისას.

ამ კომენტარის გაკეთებიდან რამდენიმე საათში, შარაშენიძე კიდევ ერთ ბრძანებას წერს (#43) და ხომერიკს მერიის განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახურის კულტურის განყოფილების უფროსის მე-2 რანგის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ნიშნავს, თან მასთან შეუთანხმებლად. ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე.

ეს თემა "გურია ნიუსმა" ექსკლუზიურად გაახმოვანა. ჩვენ მიერ ასევე გასაჯაროვდა დანიშვნის დოკუმენტიც, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა და ხომერიკის ერთდღიანი თანამდებობის გამო 14 დეკემბერს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებმა განმარტება მერის მრჩეველს იურიდიულ საკითხებში კოკა კიღურაძეს და იურიდიული სამსახურის უფროსს ლაშა თავაძეს საკრებულოს სხდომაზევე მოსთხოვეს.

თავაძემ მერის, კონსტანტინე შარაშენიძის ეს გადაწყვეტილება საკმაოდ უცნაურად ახსნა და აღნიშნა, რომ ხომერიკის დანიშვნის ბრძანება ძალაში შესული არ იყო. არადა, ხომერიკის სამსახურის უფროსად დანიშვნის შარაშენიძის მიერ 12 დეკემბერს ხელმოწერილ ბრძანებაში გარკვევით წერია, რომ ძალაშია ხელმოწერისთანავე.

კიღურაძე უფრო შორს წავიდა და დეპუტატები ჟურნალისტთან გადმოამისამართა:

_ ჟურნალისტს, რომელმაც ეს ბრძანება გამოაქვეყნა, მოთხოვეთ ავთენტურობის დადგენა, _ მიმართა კოკა კიღურაძემ საკრებულოს დეპუტატებს, რასაც ოზურგეთელთა რჩეულების მხრიდან პროტესტი მოყვა.

 საკითხს გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძეც და აღნიშნა, რომ ამ თემაზე შარაშენიძესთან საუბარი ჰქონდა:

"ვინაიდან საკითხმა საზოგადოების ინტერესი გამოიწვია, მქონდა საუბარი მერთან, ბატონ კოტე შარაშენიძესთან შესაძლო საკადრო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომელიც ქალბატონ ნატალია ხომერიკს უკავშირდება.

მივესალმები, თუ ამ ეტაპზე, ქალაქის მერი სწორედ ნატალია ხომერიკთან შეხვედრისა და შეთანხმების შედეგად მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას", _ აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ "გურია ნიუსთან" საუბრისას 15 დეკემბერს.

თუმცა, როგორც ფაქტებმა ცხადჰყო, თალაკვაძის საუბარმა შედეგი ვერ გამოიღო _ 20 დეკემბერს შარაშენიძემ ახალი, #94 ბრძანება გამოსცა, რომელშიც წერია: "ბათილად იქნას ცნობილი ნატალია ხომერიკის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახურის უფროსის, პირველი რანგის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობაზე მობილობის წესით გადაყვანის შესახებ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 12 დეკემბრის #40 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 14 დეკემბრის #42 და ნატალია ხომერიკის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტი და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახურის კულტურის განყოფილების უფროსის მე-2 რანგის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობაზე მობილობის წესით გადაყვანის შესახებ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 14 დეკემბრის ბრძანებები".

შარაშენიძეს ამ ბრძანებაში ბათილობის მიზეზი არ დაუკონკრეტებია, თუმცა, იმავე დღეს კიდევ ერთი _ #95 ბრძანება გამოსცა, რომელიც #40 ბრძანების ბათილად ცნობას ეხება და რომელშიც აღნიშნულია, რომ ხომერიკის სამსახურის უფროსად დანიშვნის ბრძანებისას გამოყენებული იქნება ელექტრონული სისტემა, სადაც "დაშვებული იქნა არსებითი შეცდომა"

ეს "არსებითი შეცდომა" შარაშენიძეს არც ამ დოკუმენტში განუმარტავს, სასამართლოს კი, როგორც მერიის იურიდიული სამსახურის უფროსმა ლაშა თავაძემ "აუხსნა", იმას ნიშნავს, რომ "მომზადებული ბრძანების პროექტის "უარყოფის" ნაცვლად გამოყენებული იქნა "ხელმოწერის" ღილაკი", რომელიც მერს ბრძანების დაწერიდან 8 დღის შემდეგ გაახსენდა.

ოზურგეთის რაიონული სასამართლო ამ კურიოზულ საქმეზე, რომელშიც, როგორც პროცესებზე დადასტურდა, უამრავი კანონდარღვევა იკვეთება, გადაწყვეტილებას ზუსტად 10 დღეში, 23 აგვისტოს, 17 საათზე გამოაცხადებს.




 ახალი ამბები
  • ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე შვილმა მამა მოკლაშინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2002 წელს დაბადებული ჯ.კ., ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალაში მცხოვრებმა არასრულწლოვანმა, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე წარმოქმნილი ურთიერთშელაპარაკების შედეგად, მამას - 1969 წელს დაბადებულ გ.კ.-ს სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. ჯ.კ.-მ, კვალის დაფარვის მიზნით, მოკლული მამის ცხედარი ეზოში მდებარე დამხმარე სათავსოს სარდაფში გადამალა. ასევე, დადგინდა, რომ მომხდარი ფაქტის დროს მამა-შვილი სახლში მარტო იმყოფებოდა. სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებული საკუთარ საცხოვრებელ სახლში, მალევე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - თოფი ნივთმტკიცებად ამოიღო. დაკავებული დანაშაულს აღიარებს. გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით ... ...
  • აჭარის მაუწყებლის დირექტორის მოადგილის კონკურსი დახურესამ წუთებში აჭარის მაუწყებლის დირექტორის მოადგილის კონკურსი დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს. პროცესში მონაწილეობს სამი კონკურსანტი, მათ შორის ორი ტელევიზიის  თანამშრომელი ემზარ დიასამიძე და ფირუზ ბოლქვაძე. მესამე მონაწილეა ჟურნალისტი ვახო ხუზმიაშვილი. ამ ეტაპზე გასაუბრებას პირველი კანდიდატი გადის. შესარჩევი კომისიის წვერების უმრავლესობა მაუწყებლის თანამშრომელია ერთი კი ხელოვნების უნივერსიტეტის რექტორი. დღის ბოლომდე გახდება ცნობილი, ვისზე გააკეთებს არჩევანს კომისია. წყარო: ... ...
  • გახარია: "მერაბიშვილი არ იყო და ვერ იქნებოდა პოლიტიკური პატიმარი""ვანო მერაბიშვილი არ იყო და ვერ იქნებოდა პოლიტიკური პატიმარი"_ ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვას ვანო  მერაბიშვილის შესახებ. ცნობისთვის,  ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა სასჯელაღსრულების დაწესებულება გუშინ დატოვა. როგორც მან განაცხადა დღევანდელი ხელისუფლების დამხობის შემდეგ, პოლიტპატიმრებისთვის ამ ციხის კარი ფართოდ ... ...
  • შინაგან საქმეთა მინისტრი: რუსეთის კვალი იყო ამ ყველაფერშიშინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ბათუმში, პოლიციელების დაჯილდოების ცერემონიის შემდეგ, ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა და ოქტომბერში განხორციელებულ კიბერშეტევასთან დაკავშირებით  კომენტარი გააკეთა. „ეს მნიშვნელოვანი თემაა.  ეს მოხდა ოქტომბერში. ყველამ გაიგო. დიდი შეტევა იყო კიბერმიმართულებით. ვიმუშავეთ ჩვენს კოლეგებთან, ჩვენს პარტნიორებთან ერთად, ამას ძალიან დიდი დრო დასჭირდა. ამ საკითხთან დაკავშირებით  ოფიციალური განცხადება  უკვე გაკეთდა. რა თქმა უნდა, განცხადება გავაკეთეთ ღიად, არ დაგვიმალია, საიდან იყო, საიდან მოდიოდა. გითხარით, რომ რუსეთის კვალი იყო ამ ყველაფერში. 21-ე საუკუნეა და ეს თემა, რა თქმა უნდა, პოპულარულია, სამწუხაროდ, მსოფლიოში, არა მარტო საქართველოში, დიდ ქვეყნებშიც,  როგორებიცაა: ამერიკის შეერთებული შტატები, ბრიტანეთი, ევროპის დიდი ქვეყნები. ეს საფრთხეები უფრო და უფრო იზრდება, რაც უფრო ვითარდება ტექნოლოგიები. ჩვენ ვმუშაობთ პარტნიორებთან ერთად, რომ გავაუმჯობესოთ და უფრო მეტი კონტროლი იყოს, რათა არ მოხდეს ასეთი კიბერშეტევა. თუ მოხდება, მოხდეს იქვე ჩაკეტვა, ასე ვთქვათ, არ შემოვიდეს სივრცეში და არ დააზიანოს ესა თუ ის მიმართულება“,_ განაცხადა ვახტანგ ... ...
  • გალტ ენდ თაგარტი Global Finance -მა საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად აღიარაგალტ & თაგარტმა Global Finance-ის ჯილდოს „საუკეთესო საინვესტიციო ბანკი საქართველოში 2020 წელს“ მიღების შესახებ განაცხადა. აღნიშნული ჯილდოს მფლობელი გალტ & თაგარტი ზედიზედ მეექვსედ გახდა.   „Global Finance-ის აღნიშნული ჯილდო არის კომპანიის მიღწევების დასტური და კიდევ ერთხელ აღნიშნავს „გალტ & თაგარტ“-ის წამყვან როლს საქართველოს საინვესტიციო საბანკო სფეროში. გალტ & თაგარტი სთავაზობს მის კლიენტებს საინვესტიციო საბანკო მომსახურების სრულ სპექტრს, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ტრანზაქციებზე“,- განაცხადა გალტ & თაგარტის მმართველმა დირექტორმა, ოთარ შარიქაძემ. "საინვესტიციო საბანკო საქმე მნიშვნელოვან როლს ასრულებს გლობალური ეკონომიკის წინსვლასა და განვითარებაში. ჩვენი ვაჯილდოებთ ხარისხიანი და  ინოვაციური გარიგებების დადებით გამორჩეულ იმ საინვესტიციო ბანკებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მომხმარებლის მუდმივ რეჟიმში ცვალებად საჭიროებებსა და მოთხოვნებს", - განაცხადა Global Finance-ის გამომცემელმა და მთავარმა რედაქტორმა, ჯოზეფ დ. ჯიარაფუტომ. ჟურნალმა Global Finance-მა, მე-21-ედ გამოავლინა მსოფლიოს საუკეთესო საინვესტიციო ბანკები ქვეყნების, რეგიონებისა და სექტორების მიხედვით. Global Finance-ის რედაქტორებმა, ინდუსტრიის ექსპერტებთან ერთად, გამარჯვებულთა გამოსავლენად შემდეგი კრიტერიუმები გამოიყენეს: ბაზრის წილი, გარიგებების სტრუქტურირების შესაძლებლობები, დისტრიბუციის ქსელი, სერვისი, რჩევები, ფასები, ინოვაცია, რეპუტაცია და სხვა.   Global Finance 1987 წელს დაფუძნდა და 50,050 ეგზემპლარს გამოსცემს, რომელსაც 189 ქვეყანაში ყავს მკითხველი. Global Finance-ს კითხულობენ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეები, კომპანიების პრეზიდენტები, გენერალური დირექტორები და ფინანსური დირექტორები, ასევე ფინანსურ სფეროში მოღვაწე სხვა ტოპ მენეჯერები, რომლებიც გადაწყვეტილებებს იღებენ ინვესტიციების განხორციელებასა და სტრატეგიაზე, მულტიეროვნულ კომპანიებში და ფინანსურ ინსტიტუტებში. ჟურნალის ვებგვერდი GFmag.com აქვეყნებს ანალიტიკასა და სტატიებს და წარმოადგენს 32 წლიან გამოცდილებას საერთაშორისო ფინანსურ ბაზრებზე. Global Finance-ის სათავო ოფისი მდებარეობს ნიუ იორკში, ასევე აქვს ოფისები ლონდონსა და მილანში. ... ...

არქივი

ზაფრანი

რატომ უნდა მიირთვათ ბევრი შოკოლადი

შოკოლადის მირთმევის შედეგად ადამიანის ბედნიერების...

ჰოლივუდელი მარტოხელა მამები

ალ პაჩინო - მსახიობი სამი...

ქალები და მანქანის მართვა

ბრიტანული კვლევის თანახმად, ქალები კაცებზე...

რა არის ბედნიერება?

რას გულისხმობს ბედნიერება?_ სტაბილურ სამსახურს,...

რატომ „იყინებიან“ ქალები ხშირად

ქალებისგან ხშირად მოისმენთ, რომ ეყინებათ...

რა პროდუქტები უნდა მივირთვათ ზამთარში

რძე სუპერმარკეტებში სულ უფრო ხშირად...
კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...