ვინ არის პასუხისმგებელი მინდობით აღზრდაში მყოფ და შემდეგ ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნებულ ბავშვებზე


მთავარი თემა

ვინ არის პასუხისმგებელი მინდობით აღზრდაში მყოფ და შემდეგ ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნებულ ბავშვებზე

30 ივლ. 2020, 12:22:55

ბოლო დროს, საქართველოში ძალიან გაიზარდა მინდობით აღსაზრდელთა და დედობილ-მამობილთა რიცხვი. მინდობით აღზრდა გულისხმობს სახელმწიფოსა და მიმღებ ოჯახს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, გარკვეული ვადით, ბავშვის ოჯახურ გარემოში აღზრდის უზრუნველყოფას.

მინდობით აღზრდას ექვემდებარება 18-წლამდე ასაკის პირი, ბავშვის მინდობით აღზრდა კი შეუძლია საქართველოში მუდმივად მცხოვრებ სრულწლოვან პირს, რომელიც გარკვეულ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში მინდობით აღზრდაში 15 ბავშვი იმყოფება, რომლებიც აღსაზრდელად 9 ოჯახს ჰყავს.

"გურია ნიუსს" მიაწოდეს ინფორმაცია, რომ მინდობით აღზრდაში მყოფი ერთ-ერთი მოზარდი ჩოხატაურის საკვირაო ბაზრობაზე მეორადი ტანსაცმლით გაყიდვითაა დაკავებული.

ჩვენ დავინტერესდით თემით _ რას აკეთებენ და როგორ იზრდებიან მიმღებ ოჯახებში ბავშვები და ამისთვის 2 ოჯახი შევარჩიეთ, სადაც აღსაზრდელად, ჩვენი ინფორმაციით, 4-4 დედმამიშვილი ჰყავთ (თუმცა, აღმოჩნდა, რომ ერთი ოჯახიდან ბავშვები დედამ რამდენიმე თვეა, წაიყვანა).

გოჩა პაიჭაძე და ირმა დოლიძე საკუთარ 2 შვილთან ერთად კიდევ 4 შვილობილზე ზრუნავენ. თუ რატომ გადაწყვიტეს გამხდარიყვნენ დედობილ-მამობილი, რა სირთულეები შეხვდათ მინდობით აღზრდის პროცესში, რა დაბრკოლებებს აწყდებიან ისინი, რა შეიცვალა მათ ოჯახში 4 წევრის შემომატების შემდეგ და როგორ ცხოვრობენ დღეს _ ამის შესახებ "გურია ნიუსთან" ირმა დოლიძე საუბრობს:

_ ბავშვებმა სკოლა რომ დაამთავრეს და სასწავლებლად წავიდნენ, მე და ჩემი მეუღლე მარტო დავრჩით. ეკონომიკურად არ გვიჭირდა და მაშინ გადავწყვიტეთ, გვეზრუნა ვინმეზე. ვიფიქრეთ, ვინმე შეჭირვებულს დავეხმარებით, მისთვისაც კარგი იქნება და ჩვენთვისაცო. განცხადება დავწერეთ სოციალურ სამსახურში და მიმღებ მშობლებად დავრეგისტრირდით. ჩემი ოცნება იყო, ისევ მყოლოდა სახლში პატარა ბავშვები და მეზრუნა მათზე. ღმერთმა ამიხდინა ეს ოცნება _ გარკვეული დროის შემდეგ დამირეკეს სოციალური სამსახურიდან და მითხრეს, რომ ლანჩხუთში იყო მინდობით გასაშვილებელი ბავშვები.

წავედით მე და ჩემი მეუღლე. ოთხნი რომ იყვნენ, თავიდან ცოტა შემეშინდა _ ძნელია ოთხ ბავშვზე ამხელა პასუხისმგებლობის აღება, მაგრამ ეს ბავშვები ისე თბილად შეგვხვდნენ, ისე გვეხუტებოდნენ, ისეთი თვალებით გვიყურებდნენ, გული ამომიჯდა. დავინახეთ, რომ ამ ბავშვებს შველა სჭირდებოდათ და ვერ და არ ვთქვით უარი. მაშინ უმცროსი 3 წლის იყო, უფროსი _ 8 წლის.

უკვე 4 წელია, ერთად ვართ. თავიდან, 6 თვის შემდეგ, თუკი ვერ შევძლებდით აღზრდას, შეგვეძლო უარი გვეთქვა ბავშვებზე და დაგვებრუნებინა ოჯახში, მაგრამ ჩვენ ისე შევეჩვიეთ ერთმანეთს, უერთმანეთოდ ვეღარ ვძლებთ. ნამდვილი და-ძმებივით უყვართ ჩემს შვილებს ბავშვები, სულ იმას ცდილობენ, რით გაახარონ.

ჩვენ ვპირდებით ამ ბავშვებს, რომ მათ მომავალსაც მივხედავთ. ოღონდ, იციან ჩემი პირობაც _ უნდა გაგვიმართლონ იმედები და დარწმუნებული ვარ, ასეც იქნება, ისეთი მზრუნველები არიან, ისეთი მოსიყვარულეები, ჭკვიანები, ერთმანეთის და ჩვენი შრომის დამფასებლები... თუ კი რამე წრეა ჩვენს რაიონში, მათი ინტერესებიდან გამომდინარე, რაც სურთ, რის ნიჭი და მიდრეკილებაც აქვთ, იმის მიხედვით ყველგან დაგვყავს. აქვთ კიდეც შედეგი და გარკვეული მიღწევები, _ გვეუბნება ბავშვების დედობილი ირმა დოლიძე.

კითხვაზე _ ჩართულები არიან თუ არა და რამდენად ხშირად ეკონტაქტებიან მათ სოცმუშაკები, ირმა დოლიძე გვპასუხობს, რომ სოცმუშაკები თვეში რამდენჯერმე ეკონტაქტებიან ბავშვების მდგომარეობის მოსაკითხად:

_ ბავშვების მდგომარეობაზე თვალყურის დევნება ნესტან თოლორდავას მოვალეობაში შედის. ძალიან ყურადღებიანი ადამიანია. თვეში რამდენჯერმე მოდიოდა კორონავირუსის პანდემიამდე, მერე დისტანციურად გვეკონტაქტება. ინტერნეტის საშუალებით გვესაუბრება, ხშირად მოდის ჭიშკართან და იქიდან ესაუბრება ბავშვებს. თუ რამე კითხვა ან პრობლემა გვაქვს, მაშინვე ქალბატონ ნესტანს ვურეკავთ, _ გვეუბნება ირმა დოლიძე.

კიდევ ერთი ოჯახი, რომელსაც სახელმწიფომ აღსაზრდელად ოთხი და მიანდო, ქეთევან და დავით ჩიგოგიძეების ოჯახია. სწორედ ჩიგოგიძეებისთვის მინდობილ მოზარდზე აცნობეს "გურია ნიუსს", რომ არასრულწლოვანი ბაზარში დგას და მეორადი ტანსაცმლით მოვაჭრეს ეხმარება. თუმცა, როგორც ჩიგოგიძეების ოჯახში მისულებმა გავარკვიეთ, ბავშვები უკვე სამი თვეა, მათთან აღარ ცხოვრობენ. კითხვაზე _ რატომ შეწყვიტა დედამ ხელშეკრულება, ქეთევან ბერძენიშვილი გვეუბნება, რომ თავიდან ბიოლოგიურ დედასა და მიმღებ ოჯახს შორის კარგი ურთიერთობა იყო, შემდეგ კი რატომღაც შეიცვალა, თუმცა, ამის მიზეზის დასახელება ქეთევან ბერძენიშვილს უჭირს და ამბობს, რომ ბავშვების ბიოლოგიურმა დედამ ცილი დასწამა, თითქოს ცუდად ეპყრობოდა შვილობილებს:

_ ცილი დამწამა დედამ, თითქოს ბავშვები ჩვენთან თავს ცუდად გრძნობდნენ და ეს ბავშვებმა უთხრეს. როგორც საკუთარ შვილებზე ვზრუნავთ, ისე ვზრუნავდით დანარჩენ 4 ბავშვზე. ლიზიკო 3 წლის იყო, რომ მოვიყვანეთ, ჩემს გულზე იძინებდა _ ასე გაიზარდა. ველაპარაკე ბავშვებს, იქნებ, რამე გწყინდათ, იქნებ, რამე არ მოგწონდათ-მეთქი, მაგრამ ბავშვები ამბობენ, რომ მსგავსი არაფერი უთქვამთ.

როგორც საკუთარ შვილებს, ისე ვზრდიდი, ოთხივეს, განურჩევლად. დაგეგმილი მქონდა მათი მომავალი, რომელს სად და რა უნდა ესწავლა. შრომაც მინდოდა ესწავლათ. საკუთარი თავის მოვლა, სახლის დალაგება. საქმეს ავალებდიო, _ დედამ მითხრა. აბა, როგორ უნდა ყოფილიყვნენ?! გოგონებს თავიანთი ოთახი რომ დაელაგებინათ, ამაში დანაშაულს ვერ ვხედავ; ან მთელი ოჯახი თვეში ერთხელ ეზოს თუ დავალაგებდით და გვერდით დამიდგებოდნენ ჩემს შვილებთან ერთად, ვერც ამაში ვხედავ ვერაფერს ცუდს. ვერც ერთი მათგანი ვერ იტყვის, რომ მათ ჩემი შვილებისგან განსხვავებულად მოვექეცი ან მსგავსი რამ. შეგიძლიათ, გადაამოწმოთ _ იკითხოთ სკოლაში, ბაღში, სადაც ბავშვები დადიოდნენ ("გურია ნიუსმა" მართლაც მოიკითხა სასწავლო და სააღმზრდელო დაწესებულებებში ოჯახისა და ბავშვების ურთიერთობის შესახებ. ყველგან ამბობენ, რომ ბავშვებს განსაკუთრებით მზრუნველი ხელი ყოველთვის ეტყობოდათ და თუ ვინმემ არ იცოდა, რა მიმართება იყო მათ შორის, ბიოლოგიური დედა და შვილები, საერთოდ, ოჯახი ეგონებოდა. ავტ.).

დედასთან რომ ურჩევნია შვილს, ამას რად უნდა ბევრი ლაპარაკი, მაგრამ არ ვიყავი მე იმის ღირსი, რომ ბავშვების დედას გაველანძღე და ჩირქმოცხებული დავეტოვებინე. 

მართლა ვერ ვხვდები, ასე მოულოდნელად რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება. სახლში რაღაცეები გავაკეთე და ხედავდა ამას ბავშვების დედა. ეტყობა, იფიქრა, რომ ჩემი შვილების ფულით აკეთებს ამასო, მაგრამ ჩვენ _ მეც, ჩემი მეუღლეც, შვილებიც დასაქმებულები ვართ. მართლა დღე და ღამე ვშრომობთ. თან ახლა ბავშვების დახმარების თანხა რომ გაიზარდა, ალბათ, იფიქრა, მრავალშვილიანი ვარ და ამ თანხას გამოვიყენებო. თან პატარა ჰყავს სახლში, მე მომანათლინა; იმის მოვლაში დამეხმარებიანო, შეიძლება ესეც იფიქრა. რა ვიცი, რა გითხრათ?! თქვენსავით ბევრი ადამიანი მხვდება და მეუბნება, რა გაგიჭირდათ ისეთი, ბავშვი ბაზარში რომ დააყენეთ და ამუშავებთო. თქვენსავით ბევრმა არ იცის, რომ ის ბავშვები უკვე სამი თვეა, ჩემთან აღარ ცხოვრობენ.

მხვდება ადამიანი და მეუბნება, შენი გოგონები აქ ვნახე, შენი გოგონებია იქ შემხვდა, ბაზარში იყვნენ და ასე შემდეგ...

შუა ფარცხმაში მეგობართან იყო სტუმრად, ღამე დარჩა. მე ერთი წუთით თვალს არ ვაცილებდი ბავშვებს. მათი ყოველი ნაბიჯი ვიცოდი.

არაფერს ვაკლებდი ბავშვებს. არც მატერიალურად აკლდათ რამე და არც _ სულიერად. სხვადასხვა წრეზე დამყავდა. დღესასწაულებს და მათ დაბადების დღეებს ტორტისა და აღნიშვნის გარეშე არასდროს ჩაუვლია. 2 ტორტი ჰქონდათ ყოველთვის _ ერთი სკოლაში ან ბაღში და მეორე _ სახლში..

უამრავი ტანსაცმელი გავატანე რომ წავიდნენ. სოციალური სამსახურის თანამშრომლებს ვთხოვე, მოსულიყვნენ და დასწრებოდნენ ბავშვების გამგზავრებას.

პანდემიის პირობებში შეზღუდვები რომ იყო, მაშინ მოვიდნენ წასაყვანად. 3 მანქანით იყვნენ. სამივე მანქანა ავავსე მათი ნივთებით და ტანსაცმლით. პატარა ლიზიკომ თავისი ქვეშაგების და თეთრეულის გატანება მთხოვა, ისიც გავატანე. სულს არ ვიშურებდი მაგ ბავშვებისთვის და ბოლოს ისე შემომიბრუნდა, რომ ბრალი დამდეს და ჩირქი მომცხეს. ჩემი სამი წლის და 2 თვის შრომა წყალში ჩამიყარა ბავშვების დედამ.

არადა, ისეთი ურთიერთობა ჰქონდა ჩვენთან, ბავშვის მონათვლა რომ მთხოვა, უარს როგორ ვეტყოდი?! გვესტუმრებოდა და თუ კი ოჯახში რამე მქონდა, არაფერი მენანებოდა. როგორც ოჯახის წევრი, ისე გვყავდა. სახლიდან რამდენი რამ გავატანე, სანამ ბავშვებს წაიყვანდა. ჯერ საკუთარი სახლი სად აქვთ, სხვის სახლში არიან შეხიზნულები, მაგრამ ბავშვებმა მითხრეს, სახლში არაფერი დგასო და ავეჯიც გავატანე სახლიდან, ქვეშაგებიც. პატარა რომ გაუჩნდა და ბავშვებმა ნახეს, მითხრეს, ჟანგიან ტაშტზე დაბანა დედამ და არც თეთრეული აქვსო. გავიქეცით მაშინვე და ვუყიდეთ აბაზანისთვის მთელი კომპლექტი, თეთრეული და ჩავუტანეთ. არ მქონდა ამის ვალდებულება, მაგრამ ადამიანური მომენტი იყო.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, დედა უნდა შვილებს და არა მგონია, რომელიმე დედასაც, რომელიც ოდნავ საღად კი აზროვნებს, არ უნდოდეს შვილი მასთან ჰყავდეს, მაგრამ აქ სოციალური სამსახურის როლი მაინტერესებს _ თუ თავიდან, როცა ოჯახიდან გამოიყვანა ბავშვები, მაშინ არ იყო მიზანშეწონილი ამ ბავშვების ბიოლოგიურ ოჯახში ცხოვრება, ახლა როგორ მიიღო გადაწყვეტილება და როგორ დააბრუნა ბავშვები ან ასე გაუმჯობესდა მათი საცხოვრებელი პირობები?! ძალიან მაინტერესებს სოციალური სამსახურიდან ამ კითხვებზე პასუხი. დედა და შვილები ერთად უნდა იყვნენ, მაგრამ მე ასე ჩირქმოცხებული არ უნდა დავეტოვიბინე, _ გვეუბნება ქეთევან ბერძენიშვილი.

კითხვით _ რამდენად ხშირად ამოწმებდა მიმღებ ოჯახში ბავშვების მდგომარეობას _ სსიპ "სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს" ჩოხატაურის სერვისცენტრის წარმომადგენელს ნესტან თოლორდავას მივმართეთ.

თოლორდავას თქმით, ჩიგოგიძეების ოჯახი ერთ-ერთი გამორჩეული ოჯახია მიმღებ ოჯახთა შორის, სადაც ბავშვები დაცულები და ყოველნაირად უზრუნველყოფილები იყვნენ, თუმცა, სხვა კითხვებზე პასუხისგან ნესტან თოლორდავამ თავი შეიკავა და რეგიონული სამსახურის უფროსთან, მაია ჯაშთან გადაგვამისამართა. როგორც მაია ჯაშმა გვითხრა, მას არ ჰქონდა ინფორმაცია, მოზარდების სხვა მუნიციპალიტეტში გადაადგილების შესახებ:

"არ ვიცოდი, თუ ბავშვები ჩოხატაურში დადიოდნენ. პირველად მესმის, ბაზარში მუშაობის შესახებაც. კარგია, რომ მოგვაწოდეთ ინფორმაცია. აუცილებლად გადავამოწმებთ", _ გვითხრა ჯაშმა და იმის გასარკვევად, როგორ გაუმჯობესდა ბიოლოგიური ოჯახის მდგომარეობა, რომ სოციალურმა სამსახურმა ნება დართო ბავშვები მინდობით აღზრდიდან გამოეყვანა, სააგენტოს ხელმძღვანელთან, მერი მაღლაფერიძესთან გადაგვამისამართა. თუმცა, მაღლაკელიძისგან აღნიშნულ საკითხზე პასუხი ვერ მივიღეთ _ მან ჩვენს ზარს არ უპასუხა, ხოლო სმს-ს შეტყობინებაზე მოგვწერა, რომ იმყოფებოდა შეხვედრაზე და კითხვით სამინისტროს პრესსამსახურისთვის მიგვემართა.

საბოლოოდ, პასუხი სააგენტოს დირექტორის მოადგილის, ლაშა ჯინჯიხაძისგან მივიღეთ. ჯინჯიხაძის თქმით, ოჯახის მატერიალური მდგომარეობა გაუმჯობესდა:

„რეინტეგრაცია ოჯახში გახორციელებული იქნა პირველი მაისიდან, ანუ ბავშვები დაბრუნდნენ დედასთან. ისინი ამ დროისთვის, როგორც რეგიონიდან მომაწოდეს ინფორმაცია, მოწესრიგებულ გარემოში ცხოვრობენ _ ოჯახს საცხოვრებლად სახლი ნათესავმა დაუთმო. დედას, მარინა ჭანიკიძეს ამჟამად ჰყავს მეუღლე. ოჯახი იღებს თანხას რეინტეგრირებულ ყოველ ბავშვზე, ასევე, ეძლევათ სოციალურ დახმარება; კოვიდ 19-ის ფარგლებში არსებული სახელმწიფო დახმარება; მრავალშვილიანი ოჯახებისთვის განკუთვნილი დახმარება. ჭანიკიძის მეუღლე სეზონურ სამუშაოებს ასრულებს და დედაც მიზნობრივად განკარგავს შემოსავალს.

სოციალურმა აგენტმა, დედის განცხადების საფუძველზე, შეაფასა ოჯახის მდგომარეობა და გადაწყვიტა, რომ ოჯახი მზად იყო ბავშვები დასაბრუნებლად. უკვე, თითქმის, სამი თვეა, რაც, როგორც გითხარით, რეინტეგრაცია გახორციელდა და ბავშვები ცხოვრობენ ბიოლოგიურ ოჯახში", _ გვითხრა ლაშა ჯინჯიხაძემ.

ჩვენ გოგონების ბიოლოგიურ დედას მარინე ჭანიკიძესაც ვესაუბრეთ. ჭანიკიძის თქმით, ერთ-ერთი გოგონა ჩოხატაურის სამხატვრო სკოლის მოსწავლეა და გამოფენაზე იყო მისული:

_ სამხატვრო სკოლაში სწავლობს. გამოფენა ჰქონდა და მთხოვა, წავალო. ძალიან უნდოდა მონაწილეობის მიღება და ემზადებოდა ამ დღისთვის. უარი არ ვუთხარი და გავუშვი. შემდეგ, რადგან არ მინდოდა, გზაზე შემოღამებოდა, ნება დავრთე, მეგობართან დარჩენილიყო. რაც შეეხება ბაზარში მაიას ყოფნას, კაბის ყიდვა უნდოდა და წამოვიდა. 2 კაბა შეიძინა იმ დღეს, შემიძლია, გაჩვენოთ კიდეც. რა მუშაობა?! ბავშვებს, მიმღები ოჯახისგან განსხვავებით, სახლში ცოცხსაც არ ვაძლევ ხელში. მინდა, ბავშვებს ბავშვობა ჰქონდეთ. ვიცი, საიდანაც მოდის ეგ ყველაფერი და ჯობს, არ ამალაპარაკონ, _ გვითხრა მარინა ჭანიკიძემ, თუმცა, რას იტყოდა თუ "ალაპარაკდებოდა", ამაზე არ გვიპასუხა.

"გურია ნიუსი" ისევ მიადევნებს თვალს მინდობით აღსაზრდელთა და მიმღებ ოჯახებს შორის ურთიერთობას. მანამდე კი იმედს ვიტოვებთ, რომ ოთხი და, რომლებიც ამჟამად დედასთან, მამობილთან და უმცროს ძმასთან ერთად სოფელ ბოხვაურში ცხოვრობენ, უსაფრთხოდ და დაცულები არიან, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო კი უფრო საფუძვლიანად შეისწავლის ბენეფიციართა საჭიროებებს და მათი საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით მიიღებს გადაწყვეტილებას.




 ახალი ამბები
  • სამოქალაქო აქტივისტები კომენდანტის საათს არ ემორჩილებიან - საპროტესტო მსვლელობა თბილისშირუსთაველის გამზირზე აქცია-მსვლელობა დაიწყო, სამოქალაქო აქტივისტები ამ ფორმით კომენდანტის საათის არ ემორჩილებიან და არსებულ შეზღუდვებს აპორტესტებენ. აქციაზე პოლიტიკური მოთხოვნებიც ისმის და მოითხოვენ ირაკლი ფანგანის გათავისუფელბას, რომელიც დეპუტატ ირაკლი ჩავლეიშვილსთვის ნაგვის დაყრის გამო დღეს დააკავეს.  აქცია მსვლელობა რუსთაველის გამზირზე დღეს, მთავრობის ადმინისტრაციასთან მიმდინარე აქციის დროს ... ...
  • ირაკლი ჩავლეიშვილისთვის შეურაცხყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავესირაკლი ჩავლეიშვილისთვის შეურაცხყოფის მიყენების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. 30 წლის ირაკლი ფანგანის დაკავების ფაქტს „ნაციონალურ მოძრაობაში“ადასტურებენ. ელგუჯა ბაგრატიონის თქმით, დაკავებული მოძრაობა „ალტერატივას“ წევრია და ის დაკავების დროს ოფისში იყო. გამოძიება დევნისა და ხულიგნობის მუხლებით მიმდინარეობს. „მოსამართლის განჩინებით დააკავეს რამდენიმე წუთის წინ. ის „ალტერნატივას“ წევრია. დაკავებულია 156-ე მუხის მეორე ნაწილით. ამ მუხლით პირველი დაკავებულია ქვეყანაში. ეს დაკავება „ქართულ ოცნებას“ სჭირდებოდა იმისთვის, რომ ყველა პოლიტიკოს უთხრას - ნუ გეშინიათ, შემოდით პარლამენტში და უმაღლეს საბჭოში და თუ ვინმე შეგეხებათ, დაისჯება. სწორით ამით სურთ, შეიყვანონ პოლიტიკოსები პარლამენტში. მოსაწონი არ იყო ფაქტი, მაგრამ მიზეზზე უნდა ვიმჯელოთ, რამ გამოიწვია“, - განაცხადა ელგუჯა ბაგრატიონმა. ირაკლი ჩავლეიშვილმა ბოიკოტზე უარი თქვა და აჭარის უმაღლეს საბჭოში შევიდა. 23 იანვარს, ბათუმში, ბულვარში მიმდინარე აქციაზე, აჭარის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელ დეპუტატს, ირაკლი ჩავლეიშვილს „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი და მხარდამჭერები დაუპირისპირდნენ. „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა მონაწილემ მას თავზე ნარჩენები დააყარა. აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ ჩავლეიშვილს აქციაზე გამოჩენის უფლება არ ჰქონდა, რადგან ის უმაღლეს საბჭოში ოპოზიციის სიით მოხვდა და დაარღვია შეთანხმება. ჩავლეიშვულმა აქცია პოლიციის დახმარებით დატოვა. აქცია ბათუმში - შეკრებილები ბულვარში „ამბასადორის“ მშენებლობას აპროტესტებდნენ. აქტივისტები ამბობენ, რომ ბულვარის ტერიტორიაზე 16 სართულიანი შენობის მშენებლობა დაუშვებელია და კანონს ეწინააღმდეგება, რადგან ბულვარი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტის მიერ ირაკლი ჩავლეიშვილის შეურაცხყოფის ფაქტზე შსს-მ ... ...
  • დღეს, კომენდანტის საათის დაწყებისთანავე, რუსთაველზე საპროტესტო სეირნობა იწყებადღეს, საღამოს 9 საათის შემდეგ, მოქალაქეები რუსთაველის გამზირზე საპროტესტო სეირნობას აანონსებენ. ამ ფორმით ისინი კომენდანტის საათს გააპროტესტებებ.  ამის შესახებ კანცელარიის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციაზე, ერთერთმა გამომსვლემა ისაუბრა.  შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში შეზღუდვების გასაპროტესტებლად მასშტაბური აქცია კანცელარიასთან მიმდინარეობს.  აქციის მონაწილეებმა ხელისუფლებას 48-საათიანი ვადა მისცეს გამოხმაურებისთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სახელისუფლო შენობების პიკეტირებაა დაგეგმილი. წყარო: ... ...
  • "ფოთი პატარა, დაშინებული ქალაქია“ _ ანა იოსავა თევზის სუნის პრობლემას ებრძვისარასამთავრობო ორგანიზაცია “გამოიღვიძეს” დამფუძნებელი ანა იოსავა 10 იანვარს, ქალაქ ფოთში აქციის მსვლელობის დროს სამ პირთან ერთად დააკავეს. სასამართლო პროცესი 27 იანვარს არის ჩანიშნული. როგორც ანა ამბობს, მას ემუქრება ან _ ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღემდე ვადით, ან _ საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 1 წლის ვადით, ან _ ფულადი ჯარიმა 1000-დან 1500 ლარამდე. „გურია ნიუსი“ ანა იოსავას ესაუბრა. _ როგორ მოხდა თქვენი დაკავება? _ აქცია მოვაწყვეთ ფოთის მერიასთან _ ვაპროტესტებდით ქალაქში თევზის სუნს და ქალაქის მერთან გოჩა კურდღელიასთან შეხვედრას ვითხოვდით. მერმა მოგვატყუა და დაპირების მიუხედავად, ჩვენთან შესახვედრად არ მოვიდა. შემდეგ გადავინაცვლეთ გოჩა კურდღელიას სახლთან, სადაც მისი ნათესავები დაგვხვდნენ, რომლებიც იძახდნენ, რომ იქვე ცხოვრობენ, მაგრამ მეც იმავე სამეზობლოში ვცხოვრობ და იქ მყოფი ადამიანების უმრავლესობა პირველად ვნახე. ჩვენ სამნი ვიყავით და დაგვხვდა 25 კაცი. ისინი გვაყენებდნენ შეურაცყოფას. ქალაქის მერის ნათესავსა და აქციის წევრს შორის მოხდა შელაპარაკება, რის გამოც აქციის წევრები დააკავეს. მინდოდა ჩემი აქტივისტი გამეთავისუფლებინა და პოლიციას ვკითხე მიზეზი, რის საფუძველზე აკავებდნენ. ამის შემდეგ მეც დამაკავეს. დაკავების მიზეზად ხულიგნობა, ძალადობა, შეურაცხყოფა დაასახელეს, მაგრამ ჩემი მხრიდან ასეთი არაფერი მომხდარა _ მაქვს ყველაფრის ვიდეო მტკიცებულება. სამართალდამცავებმა ჩვენ დაგვიჭირეს და ვინც შეურაცხყოფას გვაყენებდა, მათი საქციელი რეაგირების გარეშე დატოვეს. _ ქალაქის მერის გოჩა კურდღელიას სახლთან მისვლის მიზანი რა იყო?       _ ჩვენი მიზანი იყო გოჩა კურდღელიასთვის პირადად გვეთქვა, რომ მეორე დღეს იგეგმებოდა აქცია და იქ ველოდებოდით. მაგრამ დაგვხვდა აგრესიულად განწყობილი ადამიანები. _ ამ აქციის შემდეგ დაანონსებული იყო ყოველდღიური აქციები... _ აქციები გრძელდებოდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ფოთის მოსახლეობა არ იღებს ხმას. ფოთი პატარა, დაშინებული  ქალაქია. ყველა ყველას იცნობს და ერთმანეთის ხათრით არ გამოდიან გარეთ. პლიუს ამას, ფოთელები მუშაობენ პორტში, სადაც წილი აქვს ფოთის მერს გოჩა კურდღელიას. არ დაგვიდგა ხალხი გვერდით და 20 კაცის პროტესტი უშედეგოა. _ რამდენი ხანია, რაც თევზის სუნია ქალაქში? _ სამი წლის განმავლობაში. როგორც ვიცით, ფოთში თევზის გადამამუშავებელი ორი ქარხანაა, რომელიც პარლამენტის წევრის ირაკლი ხახუბიას საკუთრებაა. ამ ქარხნების ხელმძღვანელობა ყველა არჩევნების დროს „ქართულ ოცნებას“ სწირავს ფულს და ამიტომ არ აჩერებენ, ჩვენ რაც არ უნდა ვაპროტესტოთ. ვიცი, რომ ასე მარტივი არაა ამ ყველაფრის მოგვარება, მაგრამ ვცდილობ ყველანაირად. ამ ქარხნებს ისეთი ადამიანები აფარებენ ხელს, რომლებსაც მთელი ქალაქი „ხელში უჭირავთ“. _ როგორც ვიცი, შეიქმნა სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელიც შეამოწმებს ქარხნებს და დაადგენს პრობლემის მიზეზებს... _ მე მაქვს ინფორმაცია სპეციალურ ჯგუფებზე, რომელიც შეამოწმებს ქარხნების მუშაობას, მაგრამ მე არ მჯერა მათი. ორ კვირაში თევზჭერის სეზონი მთავრდება და ისედაც აღარ იქნება სუნი. მერე იტყვიან, რომ მოაგვარეს პრობლემა. დარწმუნებული ვარ მომავალ წელს სუნი მაინც იქნება. ქალაქში 3-4 წლის განმავლობაშია თევზის სუნი და აქამდე რატომ არ შექმნეს ეს ჯგუფი, ხომ იცოდნენ რომ ხალხი ამას წლების მანძილზე აპროტესტებდა. გამკეთებელი აქამდე გააკეთებდა. თევზის სეზონის მიწურულ პერიოდში რატომ აკეთებენ სამუშაო ჯგუფს? ეს დღეები შტორმის გამო ვერ გავიდნენ გემები ზღვაში და ვერ შეიტანეს ქარხნებში თევზი, ამიტომაც არ არის სუნი. ამბობენ, რომ პრობლემა მოგვარდა. მაგრამ ეს ხომ დროებითია?! _ სოციალურ ქსელში ვრცელდება შენი ერთ-ერთი პირდაპირი ჩართვა, სადაც ამბობ, რომ დაიწყეს შენი დაშინება. შეგიძლია, აგვიხსნა რას გულისხმობ? _ ნადვილად დაიწყეს ჩემი დაშინება, ხალხის მოგზავნა და მე ეს მიხარია _ ეტყობა, სერიოზულად მიმიღეს. მე შევქმენი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლისთვისაც ვეძებ ფინანსებს. მოვიდა ადამიანი, რომელიც ყველანაირ ფინანსურ უზრუნველყოფას მთავაზობდა. თუ მე დავთანხმდებოდი ამ შემოთავაზებას, იძულებული გავხდებოდი, ყველაფერი ისე მეკეთებინა, როგორც მეტყოდნენ. მე ვიცი, რომ ეს ადამიანი მოგზავნილი იყო. მინდა, მოგვარდეს ეს პრობლემა, ამიტომ უარი ვთქვ ი ამ შემოთავაზებაზე. მე მინდა ჩემი ორგანიზაცია სამართლიანი იყოს და არა ვინმეზე დამოკიდებული.  _ რა გეგმები გაქვთ მომავალში? _ გადავწყვიტე, ეს პრობლემა კანონიერად მოვაგვარო. მაგალითად, გეგმაში მაქვს, მივიდე გარემოს დაცვის ინსპექციასთან და მოვთხოვო პასუხი, რატომ არაფერს არ აკეთებენ. რიონი ბინძურდება, ჰაერი ბინძურდება, ხალხი იწამლება. რადგან მე მარტო ვარ და მთელ ქალაქში მხოლოდ 20 კაცი აპროტესტებს ამ სუნს, გადავწყვიტე მარტომ მოვაგვარო ეს ... ...
  • "მდგომარეობა კრიტიკულია, გთხოვთ, გადავარჩინოთ ჩემი ძამიკო""გთხოვთ გადავარჩინოთ, ჩემი ძამიკო", _ თხოვნის შემცველი წერილით "გურია ნიუსს" თამუნა ბაიაჯანმა მიმართა. "ძალიან გვჭირდება თქვენი თანადგომა და დახმარება. 20 წლის ბაკო ბაიაჯანს, აქვს თავის ტვინის სიმსივნე. მას ერთი ოპერაცია უკვე ჩაუტარდა და სასწრაფოდ საჭიროებს განმეორებით ოპერაციას, რომელიც უნდა გაკეთდეს საზღვარგარეთ. სამწუხაროდ, მდგომარეობა არის კრიტიკული, თითოეული დღე მისი სიცოცხლისთვის არის გადამწყვეტი. ოპერაცია დაკავშირებულია დიდ თანხებთან, რისი შესაძლებლობაც უკვე აღარ გვაქვს. გთხოვთ, გავერთიანდეთ, გადავარჩნოთ კიდევ ერთი სიცოცხლე. თქვენ მიერ გაღებული თითოეული ლარიც კი მისი სიცოცხლის გადასარჩენად ძალიან მნიშვნელოვანია.  მადლობა თანადგომისთვის, _ გვწერს თამუნა ბაიაჯანი და იქვე ბაკოს დასახმარებლად შექმნილი ანგარიშის ნომრებს უთითებს: მიმღები თამუნა ბაიაჯანი (და) TBC ბანკი #GE24TB7502445061600004 საქართველოს ბანკი ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იცი თუ არა ყველაფერი?

როგორ უნდა გაარკვიოთ მხარეები ტყეში...

ტესტი _ დიდი აღმოჩენები და ასტრონომია

დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების პერიოდში ვის...

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

კარმიდამო ჩემი

ძიმითში ტყუპი ხბო დაიბადა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითში ტყუპი...

"მიკვირს _ ეს მე შევქმენი?!" _ თორმეტწლიანი შრომით შექმნილი ჯადოსნური სამყარო

ჩვენი სტუმარი ქალბატონი, ყვავილების მესაიდუმლე...

პრიორიტეტულ კულტურებს შორის თამბაქოც დაიკავებს ადგილს

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკულ ზონაში, დღეისთვის...

"მკვდარი სეზონის" სამუშაოები _ რა გავაკეთოთ ზამთრის დასაწყისში

შემოდგომის მიწურულის და დეკემბრის დასაწყისის...

რატომ დაიწყო ფეიჰოამ ხმობა?

ფეიჰოა ცნობილია, როგორც ყინვაგამძლე და...

როგორ გამოვიყვანოთ ნიგვზის საუკეთესო ზეთი _ ურწყული

საახალწლოდ, განსაკუთრებით პოპულარულია და რიტუალის...

მოვამზადოთ მსხვრევადი, კრატუნა და გემრიელი გოზინაყი

ახალი წელი გოზინაყის გარეშე წარმოუდგენელია....

"შერეული მეურნეობა მცირემიწიანთათვის საუკეთესო გამოსავალია"

შოთა მახარაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....