ვინ და რატომ იპარავდა ბიუჯეტის ფულს

მთავარი თემა

ვინ და რატომ იპარავდა ბიუჯეტის ფულს

2019 ივლ 22 14:46:54

7 ივლისს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების და  ინფრასტრუქტურის კომისიის სხდომაზე,  განსახილველ საკითხებს შორის, ყველაზე მწვავე პოლემიკა მოჰყვა ქალაქ ოზურგეთის ტერიტორიაზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების მართვის ფაქტობრივი მდგომარეობის განხილვას.

კომისიის თავმჯდომარემ ლავრენტი ბიგვავამ ითხოვა, რომ განსაკუთრებული ყურადღებით მოესმინათ ეს საკითხი.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ პარკირების მართვის ცენტრი, რომელიც გასული წლის ნოემბერში დაფუძნდა, მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების შესაბამისად, ხუთ საშტატო ერთეულს მოიცავს.

ორგანიზაციის დირექტორმა რომან გოგიტაურმა სხდომაზე გამოსვლისას თქვა, რომ მას გულწრფელად სურდა პრობლემებზე საუბარი და დახმარება ითხოვა. კერძოდ, მან განაცხადა, რომ შტატში მყოფი ხუთი თანამშრომლის სახელფასო განაკვეთი 4 350 ლარს შეადგენს. ხელშეკრულება აქვთ დამლაგებელთან, რომელსაც თვეში 60 ლარს უხდიან.

გოგიტაურმა ისაუბრა კონკრეტულ პრობლემაზე, რაც თანხის ამოღებას ახლავს და განაცხადა, რომ მიუხედავად თანხების ამოღების ყოველთვიური ზრდისა, მას 18 ოპერატორის გათავისუფლება მოუწია ქურდობის გამო. მისივე თქმით, ჰყავთ წესიერი ოპერატორებიც, თუმცა, უმეტესობა იპარავდა აღებულ თანხას და ამიტომ გაათავისუფლეს. ფაქტის გასამყარებლად კი მოიყვანა მაგალითი:

"თითოეულს 150 ლარს ვუხდით და სავარაუდოდ, თვეში 300-400 ლარი მიჰქონდათ", _ თქვა მან.

ლავრენტი ბიგვავამ გოგიტაურს ზედმეტი გულღიაობა დაუწუნა:

 "მართალია, წარმოდგენილი ანგარიშის მიხედვით ჩანს თანხის ამოღების ყოველთვიური ზრდა, მაგრამ რომ მოდიხარ და მუნიციპალიტეტს გვეუბნები, ოპერატორები იპარავდნენ და გავუშვიო, ასე მაინც არ უნდა თქვა, მე, მაგალითად არ ვიტყოდი ასე", _ უთხრა ბიგვავამ გოგიტაურს.

_ შენ მეგრელი ხარ, მე _ გურული, _ დიალოგის იუმორში გადატანა სცადა გოგიტაურმა.

გოგიტაურმა განაცხადა ისიც, რომ ხელფასის ჩარიცხვის მეთოდიც სცადა, თუმცა, არც ეს მეთოდი დარჩა გამართლებული _ მისი თქმით, ოპერატორები სამსახურში სულ არ მივიდნენ, პირდაპირ ბანკომატიდან აიღეს ფული და გაცდენები დაიწყეს.

გოგიტაურმა ამ მდგომარეობიდან გამოსვლის ერთადერთ გზად ოპერატორების აპარატით ჩანაცვლება დაასახელა, რის თაობაზეც ახლა პროექტს ამზადებენ.

_ მოპარვის შესახებ განცხადება აქ მაინც არ უნდა გაგეკეთებინა. ეს თანხა ამოღებული უნდა იქნეს მათი ჯიბიდან და უნდა ჩაიდოს იმ ხალხის ჯიბეში, ვინც იმუშავებს. მაგალითად, ახალგაზრდები რომ დავასაქმოთ! ჩვენ არავისი პატრონი არ უნდა ვიყოთ ბიუჯეტის ფულის ხარჯზე. ეს ფული უნდა ამოვიდეს და ხაზინაში შევიდეს. კარგად მუშაობთ, მაგრამ ტემპია დასაჩქარებელი, _ გოგიტაურს შენიშვნებთან ერთად, კომისიის სხდომაზე, მუშაობა მოუწონა ლავრენტი ბიგვავამ.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მრჩეველი ალეკო ბერიძე, რომელიც პარკინგის შემოღების ინიციატორი და ასე ვთქვათ, პროექტის ლობისტი იყო მერიაში, საკუთარ მოსაზრებებს გამოთქვამს. იგი ამბობს, რომ ოპერატორების მიერ მიღებული თანხა მოსაკრებელი არ არის.

_ ეს არის ეკონომიკური ურთიერთობიდან მიღებული შემოსავლები. ამ პარკირების შემოღების ერთადერთი მიზანი იყო ის, რომ მომხდარიყო ადგილების გამოთავისუფლება. ეს მოდელი ბევრ ქვეყანაში მუშაობს ერთი განსხვავებით _ იქ არ ითვალისწინებს ოპერატორების არსებობას და ჩვენ დავუშვით. აქედან გამომდინარე, ეს სისტემა უნდა ამუშავდეს ოპერატორების გარეშე, რომ გამართული იყოს. პარკომატების კონცეფციაზე ახლა მუშაობს ეს ორგანიზაცია.

_ როცა დირექტორი ამბობს, 18 ოპერატორი იპარავდა და გავუშვიო, ეს ნორმალურად მიგაჩნიათ? ბიუჯეტის ფულთან გვაქვს საქმე...

_ იქ რაღაც თეთრებზე იყო საქმე, ხურდა ფულზე.

_ თქვენი აზრით, პარკომატის მოდელი გაამართლებს?

_ თუ პარკირების ოპერატორების ჩანაცვლების საკითხი არ მოგვარდება, სისტემა სულ იმუშავებს ხარვეზებით!

_ თუ გახვალთ და იკითხავთ საზოგადოებაში, ნახავთ, რომ ამ პარკირებით კმაყოფილი არავინაა.

_ სისტემამ რაღაც პერიოდის განმავლობაში კარგად იმუშავა. თუ მისი ძირითადი ფუნქციები ვერ მოაწესრიგა, მაშინ არ აქვს აზრი მის არსებობას და გაუქმდება. ეს ა(ა)იპ ორგანიზაცია შეიქმნა პარკირების მოსაწესრიგებლად. თუ ვერ აკეთებს კარგად, უნდა მოძებნოს ალტერნატიული გზა. თუ მოსახლეობა იხდის რაღაცაში ფულს, მას კარგი მომსახურება უნდა შესთავაზო. თუ ვერ შესთავაზებ, გაუქმდება. მძარცველები ვართ? ადამიანი რომ მოვა ადგილზე კარგი მომსახურება და თავისუფალი ადგილი უნდა დახვდეს. მე კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავი ერთწლიანი ტალონების. თანხა არის პარკირების რეგულირების მიღწევის ერთ-ერთი ინსტრუმენტი. მე ვხედავ იმას, რომ ოპერატორები არ მუშაობენ. ამ სისტემაში ჩემი პირადი შეცდომა იყო ოპერატორების სისტემის დაშვება. თუმცა, მათ შორისაც, ბევრი საუკეთესო და წესიერი ადამიანია. ამ წუთებში თვითონ ა(ა)იპ ორგანიზაცია მუშაობს პარკომატის აპარატის შესაქმნელად და ვფიქრობ, ამას შედეგი მოჰყვება, თუ არადა, კი გითხარით, რაც მოხდება, _ განაცხადა ალეკო ბერიძემ.

P. S. რატომ და ვისთვის შექმნა აღნიშნული ა(აი)პ ოზურგეთის მერმა; რა კავშირი აქვს ამ ყველაფერს 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებთან; მიმართეს თუ არა შინაგან საქმეთა სამინისტროს ქურდობის ფაქტზე; იცოდა თუ არა ოზურგეთის მერმა, რომ ოპერატორები ბიუჯეტის კუთვნილ თანხას ჯიბეში იდებდნენ; არის თუ არა მათთან გარიგებაში ორგანიზაციის ხელმძღვანელი; რას პასუხობენ ქურდობის ბრალდებით გათავისუფლებული ოპერატორები გოგიტაურს; რა წერია გათავისუფლების ბრძანებაში; რა ხდება ა(ა)იპ-ის ბუღალტერიაში; არის თუ არა ოპერატორების მიერ გაცემული ქვითრების რეგისტრირებული საგადასახადო სამსახურში _ ამ და სხვა მნიშვნელოვან კითხვებზე პასუხებს და ჩვენს ჟურნალისტურ მოკვლევას საკითხზე, რომელიც კორუფციის ერთ-ერთი მთავარი წყარო წლების მანძილზე იყო ოზურგეთში და რაზეც არაერთხელ ვწერდით, უახლოეს ნომერში შემოგთავაზებთ.




 ახალი ამბები
  • კახეთში გეოფიზიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა დაიწვასაგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში ხანძარი ლოკალიზებულია და მისი გავრცელების საფრთხე აღარ  არსებობს. ხანძრის შედეგად მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული რამდენიმე მიტოვებული შენობა-ნაგებობა დაიწვა. მათ შორის ერთ-ერთი გეოფიზიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობაა. როგორც ცნობილია, ცეცხლი თავდაპირველად ხმელ ბალახსა და ეკალ-ბარდებს მოედო, შემდეგ კი ძლიერი ქარის გამო შენობებზეც გავრცელდა. ... ...
  • მთაწმინდის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდათბილისში, მთაწმინდის ფერდობზე,  პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. შეტყობინების მიღებისთანავე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა ოპერატიულად მოახდინეს რეაგირება და დაუყოვნებლივ დაიწყეს ცეცხლის ქრობის სამუშაოები. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ამბობენ, შეზღუდული ხილვადობის, რთული რელიეფისა და მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად, ხმელ ბალახზე გავრცელებული ხანძრის ქრობას 60-მდე მეხანძრე-მაშველი და ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა ახორციელებს. ამ დროისთვის ცეცხლი უკვე ლოკალიზებულია და მისი გავრცელების საფრთხე აღარ არსებობს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, არსებობდა  მთაწმინდის პარკის ტერიტორიაზე ხანძრის გავრცელების საშიშროებაც, თუმცა  მეხანძრე-მაშველების ოპერატიული რეაგირების შედეგად, საფრთხე სრულად აღმოფხვრილია. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. ინტენსიურად გრძელდება ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები. ნახანძრალი ტერიტორიის მონიტორინგის მიზნით, მთაწმინდის ფერდობის მიმდებარედ მთელი ღამის განმავლობაში დარჩება 1 სახანძრო-სამაშველო ... ...
  • დაწესებულებაში, სადაც, ქმარმა ცოლი მოკლა, ხელმძღვანელი გაათავისუფლესდაწესებულებაში, სადაც, ქმარმა ცოლი მოკლა, ხელმძღვანელი გაათავისუფლეს. თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ სამტრედიის სამოქალაქო რეესტრის აწ უკვე ყოფილი ხელმძღვანელი, მანანა მსხილაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს ინფორმაციას. ,,ჩემო საყვარელო fb მეგობრებო, ახლობლებო, მოკეთეებო და მოყვარეებო! 27.02.2020 წლიდან შევუერთდი უმუშევართა ,,მცირერიცხოვან" არმიას. ვისაც გაქვთ ინფორმაცია ვაკანსიების შესახებ, არ დაგეზაროთ, მომწერეთ პირად მესენჯერში. პირადი პოზიციის და მომხდარი ფაქტის შესახებ არ მკითხოთ, რადგან პასუხით მაინც ვერაფერს მიხვდებით. წინასწარ მადლობა იმათ,  ვისაც გეწყინებათ ჩემი უმუშევრობა და უფრო მეტად მათ, ვისაც ძალიან გაგახარებთ",-სამტრედიელი საზოგადოებისათვის მოულოდნელად ასეთი მიმართვა გაავრცელა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე სამტრედიის სამოქალაქო რეესტრის აწ უკვე ყოფილმა ხელმძღვანელმა. 44 წლის მანანა მსხილაძე ზემოაღნიშნულ თანამდებობას , დაახლოებით, 15 წელია იკავებდა და საკმაოდ დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა საკუთარ თანამშრომლებსა და იმ ადამიანებში, რომლებთანაც მას ყოველდღიურად უხდებოდა სამსახურეობრივი ურთიერთობა. ქალბატონი მანანა მარტოხელა დედაა და მას ერთადერთი, სტუდენტი შვილი ჰყავს. სამტრედიელებმა ეს ამბავი დღეს მანანა მსხილაძის ფეისბუქით შეიტყვეს, რაზეც უმრავლესობის რეაქცია უარყოფითი იყო.  სამტრედიელები მანანა მსხილაძის გათავისუფლებას 11დღის წინ, სამტრედიის სამოქალაქო რეესტრში მომხდარ მკვლელობას უკავშირებენ. შეგახსენებთ, რომ სამტრედიის სამოქალაქო რეესტრში 11 დღის წინ საზარელი მკვლელობა მოხდა. სამოქალაქო რეესტრის მოქალაქეთა მისაღებში მამაკაცი მოულოდნელად დაესხა თავს ყოფილ მეუღლეს და იქ მყოფი ადამიანების თვალწინ დანის რამდენიმე დარტყმით სასიკვდილო ჭრილობები ... ...
  • ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის შეფასების ზოგადი კრიტერიუმები2020 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციამდე აბიტურიენტებს სულ უფრო ცოტა დრო რჩებათ. აბიტურიენტებისთვის საჭირო ინფორმაცია კი ეტაპობრივად ქვეყნდება. დღეს ცნობილი გახდა ის ზოგადი კრიტერიუმები, რომლითაც 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები და სტუდენტთა საგრანტო კონკურსი შეფასდება. იხილეთ 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის შეფასების ზოგად კრიტერიუმები დოკუმენტში გაწერილია რა უნდა იცოდეს აპლიკანტმა გამოცდაზე გასვლისას და კონკრეტული ტესტური დავალების შეფასებისას რას მიექცევა ყურადღება. შეგახსენებთ, რომ 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია მარტის პირველ ნახევარში დაიწყება და რამდენიმე კვირას გასტანს. წყარო: ... ...
  • ბორჯომის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე, სავარაუდოდ, ქრთამის აღების ფაქტზე დააკავესსაზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით,  ბორჯომის  მერი  ლევან  ლიპარტია და  საკრებულოს  თავმჯდომარე  გიორგი გოგიჩაიშვილი, სავარაუდოდ, ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს. წინასწარი ინფორმაციით, ლიპარტია და გოგიჩაიშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა. სუს-ში აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას ჯერ არც უარყოფენ და არც ადასტურებენ. წყარო: ... ...

არქივი

ზაფრანი

ყველაზე ნიჭიერი ზოდიაქოს ნიშნები

მორიელი - ზოდიაქოს ამ ნიშნის...

როგორია ქალის იდეალური სხეული

ცოტა ხნის წინ, აშშ-ის ტეხასის...

როგორ ვიპოვოთ ცხოვრების ერთგული მეგზური

ბედნიერება ჰგავს პეპელას. მან ზუსტად...

„დავიწყებული“ ჰოლივუდელები

ჯესიკა ალბა ჯესიკა ალბას გარღვევად...

როდის გრძნობთ თავს ყველაზე კარგად

ზამთარი – მშვილდოსნის, კუროსა და...

ქალი, ბიზნესი … ასტროლოგია

ქალწული - ზოდიაქოს კიდევე რთი...
კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...