ზედამხედველობის სამსახური: "ბოშებთან მუშაობა რთული თემაა" _ რეგულაციების გარეშე ვაჭრობა ოზურგეთის ცენტრში

მთავარი თემა

ზედამხედველობის სამსახური: "ბოშებთან მუშაობა რთული თემაა" _ რეგულაციების გარეშე ვაჭრობა ოზურგეთის ცენტრში

28 ოქტ. 2020, 15:10:06

ოზურგეთის ცენტრში, გურიის ქუჩის დასაწყისში, ე. წ. "ბირჟაზე", ბოლო თვეებია, ბოშათა "სავაჭრო ბანაკი", როგორც აქ ამბობენ, იერიშით შემოვიდა მოედანზე _ მათ შემოიტანეს და პირდაპირ ძირს დაყარეს ტანსაცმელი თუ ფეხსაცმელი, სხვადასხვა დასახელების სამოსი და ყოველგვარი წესების დაცვის გარეშე ვაჭრობენ.

მიუხედავად მოქალაქეთა გულისწყრომისა, რომლებიც სამართლიანად ვერ ეგუებიან აქ გამეფებულ ანტისანიტარიას, ხმაურს, მოვაჭრეთა უხეშ გამოხტომებს, ვითარება უცვლელია. ადამიანები ნერვიულობენ ბევრი რამის გამო. უპირველეს ყოვლისა, იმიტომ, რომ პანდემიის პირობებში, ასეთ ვითარებას, შესაძლოა, ძალიან ცუდი შედეგი მოჰყვეს.

"გურია ნიუსის" სანდო წყაროს ინფორმაციით, ოზურგეთში შემოსული მოვაჭრე ბოშები, ძირითადად, ფოთის მცხოვრებლები არიან. წყაროსვე ცნობით, თავიანთ ქალაქში, სწორედ ასეთი თავნებობისა და ყოველგვარ წესრიგს მოკლებული ქცევის გამო, არ მისცეს გარე ვაჭრობისთვის უფლება.

_ დანამდვილებით ვიცი, რომ ეს ხალხი ფოთიდანაა. ფოთის მერიის ზედამხედველობის სამსახურის ინიციატივით, ქალაქში გარე ვაჭრობა მაქსიმალურად კონტროლდება. იქ არ დაუშვეს ქუჩებში დაყრილი ტანსაცმლით ვაჭრობა. რაკი ნება არ დართეს, ესენიც აქეთ გამოეშურნენ. ოზურგეთი ნახეს დაბალი ღობე? ვის ინტერესებში შედის ეს? და თუ არ შედის, ასეთი მიშვებულობა შეიძლება? _ გვეუბნება წყარო.

კიდევ ერთი წყაროს ინფორმაციით, აღნიშნულმა მოვაჭრეებმა ქუთაისშიც მოსინჯეს ნიადაგი. თუმცა, არც იქ მისცეს უფლება, ქუჩებში, ფილაქანზე დაყრილი ტანსაცმლით ევაჭრათ.

მხოლოდ ამის შემდეგ შემოვიდნენ ისინი ოზურგეთში და აგვისტოდან მოყოლებული, ქალაქის ცენტრალურ ადგილზე, გადაადგილება ჭირს. გარდა ამისა, ყველაზე მთავარი _ პანდემიის პირობებში, ყოვლად მოუთმენელი ვითარება, რასაც ადამიანი ხედავს, ძირითადად, არის ის, რომ არც ერთ მოვაჭრეს არ უკეთია პირბადე, არ იცავენ ელემენტარულ სანიტარულ ნორმებს. ხშირად ყრია ნაგავი, სხვადასხვა ნარჩენები.

მოქალაქეთა დიდი ნაწილი, იმ მომხმარებლებზეც ბრაზობს, ვინც აქ სავაჭროდ მოდის და თავადაც ხშირად პირბადის გარეშე, როგორც ამბობენ, "ერთმანეთს პირში უძვრებიან", ფასის დაკლებაზე ვაჭრობით.

_ აქ რა მდგომარეობაც არის, "ბოსელშიც" არ იქნება. ვინაა განმკითხავი?! ასე რატომ მიუშვეს ეს ბოშები, იქნებ, ვინმემ გაგვცეს პასუხი? ადგილობრივ მცხოვრებს, ფერმერს, სოფლიდან ჩამოსულ ადამიანს თუ გააბედინებს ვინმე, დაჯდეს ქალაქის ცენტრში და გამოფინოს თავის "ტავარი"? მიდით, უთხარით რაიმე ამათ _ შესაძლოა, მუშტი-კრივზეც გადმოვიდნენ. ბილწსიტყვაობა კი ამათი მოგონილია... _ გვეუბნებიან ადამიანები, რომლებიც ახლო-მახლო არსებულ სავაჭრო დაწესებულებებსა და ორგანიზაციებში მუშაობენ. თან ვინაობის გამხელას ერიდებიან.

"გურია ნიუსი" გურიის ქუჩაზე, ე.წ. "ბირჟის" სივრცეს ეწვია. მოედანი, რომელიც მთლიანად დაკავებული აქვთ მოვაჭრეებს, ფოტოები გადავიღეთ, რის გამოც მაშინვე განაწყენდნენ და ახმაურდნენ, რა უფლებით ვუღებდით(?!).

როცა შევახსენეთ, რატომ არ ეკეთათ პირბადე, მაშინ დაიწყეს ჯიბეების მოჩკრეკა. ხმაურს კი მოუმატეს, რადგან არავის ეშინიათ, არც არავის ერიდებიან. ანტისანიტარია, ხშირად ნაგვის ძირს დაყრა, შეხსენების შემდეგ, გამოღმა შემოდავება და მუქარა, მათი მხრიდან ჩვეულებრივ მოვლენად იქცა.

ჩვენს არაერთხელ გამეორებულ კითხვაზე, რატომ არის ანტისანიტარია, რატომ ყრია ტანსაცმელი მიწაზე, რატომ არ უკეთიათ პირბადე და საერთოდ, ვინ მისცათ მათ ასეთი თავნებობის უფლება პანდემიის პირობებში, გაბრაზებულებმა უხეშად გვიპასუხეს:

_ ვინ გკითხავს, რომ იღებ? გგონია, წავალთ? თუ წავალთ, სამ დღეში აგაორთქლებს პოლიცია... და კიდევ ჩვენი წყევლა, გაიგე? პირბადე აგერაა... პირბადე და "ტრუსიკი" დეიხურე თავზე, _ აყვირდნენ ქალბატონები, რომლებსაც საცვლების გროვები ცალკე, პირდაპირ ფილაქანზე ჰქონდათ დაყრილი.

პანდემიის პირობებში ამ მოუთმენელ მდგომარეობას მშვიდად უყურებს ადგილობრივი ხელისუფლება, ასეთი ყოველდღიურობისგან შეწუხებული მოქალაქეები კი სვამენ კითხვას: "ვის აძლევს ხელს ასეთი ვითარება? ვინ მფარველობს ბოშებს?"

ჩვენ მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურს მივმართეთ. ამ ეტაპზე ამ სამსახურს უფროსი არ ჰყავს. გაგვცეს ზოგადი პასუხი, რომ მათ არ აქვთ ბერკეტი, მოაგვარონ ეს პრობლემა.

ზედამხედველობის სამსახურის რამდენიმე თანამშრომელმა, მათ შორის, გენადი კიშინსკიმ გვითხრა, რომ ბოშებთან მუშაობა რთული თემაა(?!).

ზედამხედველობის სამსახურის განყოფილების უფროსმა ნანა ხომერიკმა, სატელეფონო საუბარში გვითხრა, რომ არაერთხელ სცადეს ბოშებთან მოლაპარაკება, თუმცა უშედეგოდ:

_ ვიცი ამ მდგომარეობის შესახებ. არაერთხელ ვიყავით და ვცადეთ, აგვეხსნა მათთვის, რომ დაეტოვებინათ იქაურობა. ოფიციალურად მივმართეთ პოლიციას, თუმცა, დღემდე შედეგი არ დამდგარა. გასაგებია და სამართლიანია თქვენი, ასევე, საზოგადოების პოზიცია, რომ დაუშვებელია ასეთი გარემო, თუნდაც პანდემია არ იყოს. პანდემიის პირობებში კი, მით უფრო მოუთმენელია. ახლა შვებულებაში ვიმყოფები, 27 ოქტომბერს ვბრუნდები შვებულებიდან (სტატია მომზადდა 25 ოქტომბერს. რედ.) და აუცილებლად გავატარებთ ოპერატიულ ღონისძიებას, _ გვითხრა ხომერიკმა.

ამასობაში კი, იქვე, ასიოდე მეტრში, აგრარული კულტურებით მოვაჭრე შოთა შაქარიშვილი მწარედ ხუმრობს:

_ ასჯერ რომ მათრიეს, გარე ვაჭრობა აქ არ შეიძლება და რატომ დგახარო, "გურია ნიუსს" ხომ ბევრჯერ ეწერა? მე მახსოვს თქვენი თანადგომა. ამ ჩემი ათი მუჭა მწვანილით არ შეიძლებოდა დადგომა და ეს ბარდაგი მოსათმენია? ამიტომ გეტკინება ადამიანს გული და ჩაიქნევ ხელს... რაც უფრო წესიერად მოიქცევი და დამყოლი გახდები, უფრო მეტად ჩაგწიხლავენ. ვინც თავხედობს და ჯიქურ მიიწევს, არც ნებართვას ეძებს და პირადობის დამადასტურებელი მოწმობებიც არ აქვთ, რომ მოთხოვო... აგერ, ბატონო, ვინ უბედავს რამეს?!

"გურია ნიუსი" საგანგებოდ მიადევნებს თვალს გურიის ქუჩაზე არსებულ მდგომარეობას და ინფორმაციას ოპერატიულად მივაწვდით მკითხველს.




 ახალი ამბები
  • როგორია კახი კავსაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა„კახი კავსაძე ჩვენთან გუშინ, დაახლოებით 14:00 სთ-ზე შემოიყვანეს. შემოყვანისას მდგომარეობა კრიტიკული იყო. ჩატარდა ყველა ღონისძიება. დადასტურებულია კოვიდინფექცია, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ კოვიდინფექციის მძიმე ხარისხი ამ ეტაპზე არ იკვეთება. კლინიკურად მასთან სახეზე იყო ძირითადი დაავადება, რომელიც დააპროვოცირა კოვიდ ინფექციამ და მისმა გართულებამ. მინდა გითხრათ, რომ ამ ეტაპზე დადებითი დინამიკა გვაქვს. გემოდინამიკა უფრო სტაბილური გახდა. სუნთქვის პარამეტრები გაუმჯობესებულია. ვიმედოვნებთ, ღონისძიებები, რომელიც უკვე ჩატარდა და მომავალში ჩაუტარდება, პაციენტის გამოჯანმრთელებას გამოიწვევს“, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა,   ლევან ... ...
  • აკრძალული ეკონომიკური საქმიანობის ფაქტზე 2 ობიექტი დაჯარიმდა, 2 309 ობიექტს კი საქმიანობა შეუჩერდაშრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტმა ქვეყნის მასშტაბით, იმ დაწესებულებების შემოწმება განახორციელა, რომლებიც საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის N322-ე დადგენილებით აკრძალულ საქმიანობას ახორციელებდნენ. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ქ. ბათუმში შპს ,,ონლაინ მეჯიქ" ე. წ "რეფორმერი ფიტნესი" აკრძალულ ეკონომიკურ საქმიანობას ახორციელებდა, ფაქტის ადგილზე დაფიქსირების შემდეგ, დარღვევების შესაბამისად, იურიდიული პირი 10 000 ლარის ოდენობით დაჯარიმდა. თუმცა, მიუხედავად ამისა, სპორტული დარბაზი საქმიანობას კვლავ განაგრძობდა. შრომის ინსპექციამ განმეორებითი დარღვევის ფაქტის დაფიქსირების შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიაწოდა. N322-ე დადგენილებით დამტკიცებული "იზოლაციისა და კარანტინის წესების" მოთხოვნების განმეორებით დარღვევაზე პასუხისმგებლობა გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 248 I მუხლის შესაბამისად. ასევე, აკრძალული საქმიანობის გამო 10 000 ლარით დაჯარიმდა ქ. ბათუმში რესტორანი შპს "დიანა" - ე.წ. "კიდობანი". ობიექტი N322-ე დადგენილებით აკრძალულ ეკონომიკურ საქმიანობას ახორციელებდა. გარდა ამისა, შრომის ინსპექციის მიერ ქ. თბილისში ღამის კლუბების შემოწმებაც განხორციელდა. შემოწმების შედეგად, დადგინდა, რომ 10 000 ლარით დაჯარიმებული ობიექტი შპს ,,და ჰაუს რეკორდს”აკრაძალულ ეკონომიკურ საქმიანობას კვლავ განაგრძობდა. აღნიშნულის შესახებ შრომის ინსპექციამ შემდგომი რეგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუყოვნებლივ აცნობა. ბოლო ორი დღის განმავლობაში შრომის ინსპექციამ გაფრთხილება 2738 ობიექტს მისცა, 2  დააჯარიმა და 2309 ობიექტს საქმიანობა შეუჩერა. შეგახსენებთ, რომ შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, შრომის ინსპექცია ქვეყნის მასშტაბით გამკაცრებულ კონტროლს ... ...
  • უბედური შემთხვევა ჩოხატაურში _ ბიჭი ე.წ. "დრაბილკაში" ჩავარდაუბედური შემთხვევა მოხდა ჩოხატაურში. "გურია ნიუსის" ინფორმაციით, მდინარე სუფსის ნაპირზე მდებარე ქვის სატეხი საამქროს ე.წ. დრაბილკაში ბიჭი ჩავარდა. იგი მძიმე დაზიანებებით ჩოხატაურის "მედალფას" სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს. სადაც ჩვენივე ინფორმაციით ოპერაცია ჩაუტარდა. თუმცა ახალგაზრდის გადარჩენა ვერ მოხერხდა. „პაციენტს ჰქონდა მუცლის და გულ-მკერდის ძლიერი ტრავმა ჰქონდა. მუცლის დახურული ტრავმა. დიდი რაოდენობით სისხლი ჰქონდა დაკარგული. ოპერაციები ჩაუტარდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს დაზიანებები შეუთავსებელი იყო სიცოცხლესთან“, _ გვითხრა მედალფას ჩოხატაურის ცენტრის ხელმძღვანელმა ანტონ ხუნდაძემ. დაღუპული ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგოლესუბანში ცხოვრობდა. ის 37 წლის ... ...
  • უწყლობა ხიდისთავში- როდის მიეწოდება მოსახლეობას წყალიჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ხიდისთავის მოსახლეობას წყალი არ მიეწოდება. სოფელში უწყლობის პრობლემა წყალსადენი მილის დაზიანებას უკავშირდება. ამის შესახებ „გურია ნიუსს“ ჩოხატაურის მერის წარმომადგენელმა ხიდისთავის თემში, ზურა მათითაიშვილმა განუცხადა. „დილიდან ამ პრობლემის მოგვარებით ვარ დაკავებული. უკვე მესამეჯერ მივდივარ გორთაფონში. ხვალ დილისთვის სოფელს წყალი ექნება“,_ გვითხრა მერის ... ...
  • შსს-ს მომსახურების სააგენტო გარკვეული სერვისების მიწოდებას დროებით აჩერებს საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებისა და რეკომენდაციების შესაბამისად, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო 30 ნოემბრიდან გარკვეული სერვისების მიწოდებას დროებით აჩერებს და მუშაობის განსხვავებულ რეჟიმზე გადადის. "ახალი რეგულაციების თანახმად, მოქალაქეები დროებით ვერ შეძლებენ სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდაზე გასვლას, გარდა იმ პირებისა, ვისაც დაჯავშნილი ჰქონდათ თეორიული გამოცდის დღე ან ჩაბარებული აქვთ თეორიული და აბარებენ პრაქტიკულ გამოცდებს. მათ საშუალება ეძლევათ ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, ისარგებლონ შესაბამისი მომსახურებით. ასევე, ის პირები, რომლებსაც შეჩერებული აქვთ სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, მისი აღდგენის მიზნით, გამოცდებზე დაიშვებიან ელექტრონული რიგის დაჯავშნის გარეშე. დროებით ჩერდება ცეცხლსასროლი იარაღის რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურებიც. გარდა ამისა, 30 ნოემბრიდან იზღუდება მომსახურების სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის ფარგლებს გარეთ მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერების პროცედურის განხორციელება, გარდა საბაჟო საწყობის ზონისა და სატრანსპორტო საშუალების მწარმოებლის ოფიციალური წარმომადგენელი (დილერი/ ცენტრი) კომპანიების ტერიტორიაზე. ასევე, მოქალაქეები დროებით ვერ ისარგებლებენ ახალქალაქისა და ამბროლაურის სერვისცენტრებში სასურველი მომსახურებით. ახალი სამუშაო გრაფიკის თანახმად, მომსახურების სააგენტოს შეგიძლიათ მიმართოთ სატრანსპორტო საშუალების განბაჟების, რეექსპორტის, ექსპორტისა და რეგისტრაციის პროცედურების განსახორციელებლად მხოლოდ ორშაბათს, ოთხშაბათს, პარასკევსა და შაბათს. რაც შეეხება მომსახურების სააგენტოს მიერ გასაცემ ცნობებს, განაცხადის მიღება შესაძლებელია მხოლოდ ელექტრონული წესით, მომსახურების სააგენტოს ვებგვერდის საშუალებით (sa.gov.ge). მზა დოკუმენტის გაცემა მოხდება განაცხადის შევსებისას მითითებულ სტრუქტურულ ერთეულში მხოლოდ ორშაბათს, ოთხშაბათს, პარასკევსა და შაბათს. ამასთანავე, კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, გადაუდებელი აუცილებლობის გარდა, ნუ მიმართავთ მომსახურების სააგენტოს სერვისცენტრებს, ხოლო მიმართვის შემთხვევაში, თავი შეიკავეთ გარეშე პირების ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ იცი თუ არა ყველაფერი?

როგორ უნდა გაარკვიოთ მხარეები ტყეში...

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

კარმიდამო ჩემი

"შერეული მეურნეობა მცირემიწიანთათვის საუკეთესო გამოსავალია"

შოთა მახარაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...