“გურია ნიუსის“ სპეციალური განცხადება

ფეისბუქსტატუსები

“გურია ნიუსის“ სპეციალური განცხადება

11 იან. 2012, 13:09:33

ბოლო რამდენიმე დღეა, სახელისუფლებო სატელევიზიო არხები და მედიასაშუალებები მოსახლეობას სისტემატურად აწვდიან ინფორმაციას, რომ სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებები, მათ შორის გაზეთი "გურია ნიუსი", დაფინანსებას იღებენ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული საზოგადოებრივი მოძრაობიდან "ქართული ოცნება". სამწუხაროდ, ივანიშვილის დისკრედიტაციისა და პოლიტიკური ასპარეზიდან ჩამოშორების მიზნით მომართული პროპაგანდისტული მანქანა მხოლოდ იმისთვის ირჯება, რომ მოსახლეობას შეუქმნას ილუზია, თითქოს, დამოუკიდებელი გაზეთი პოლიტიკურად მიკერძოებული და ვინმეს პოლიტიკური ნების გამტარებელია.

ჩვენი საქმიანობის ყველაზე მიუკერძოებლად შემფასებელი მკითხველის, ასევე, საქმეში ჩაუხედავი ადამიანების უკეთ ინფორმირების მიზნით, გთავაზობთ განმარტებას: მედიასაშუალების დამოუკიდებლობას მისი ფინანსური სტაბილურობა და დაფინანსების კანონიერი წყაროები წარმოადგენს. "გურია ნიუსს" დღემდე და მომავალშიც მისი მკითხველი აფინანსებს. იგი ერთადერთი მედიასაშუალებაა, რომელიც 2006 წლიდან, დამოუკიდებელ ფინანსურ აუდიტს ატარებს და აუდიტის დასკვნებს აქვეყნებს, რომ მკითხველმა იცოდეს, რა შემოსავლებით არსებობს იგი. ჩვენ ვამაყობთ, რომ უკიდურესად მძიმე გასაჭირში მყოფი მოსახლეობა, ხანდახან უკანასკნელ თეთრებს გაზეთის შესაძენად იმეტებს და ამიტომაც, მზად ვართ სულით ხორცამდე მათ სამსახურში ვიყოთ. თუმცა, საარსებოდ გაზეთის გაყიდვიდან მიღებული შემოსავალი საკმარისი არ არის, ამიტომ, ვცდილობთ სარეკლამო შემოსავლები მოვიზიდოთ და ყველა მომსახურების კატასტროფულად გაძვირების მიუხედავად, მკითხველისთვის გაზეთზე ხელმოწერის ფასი არ გავზარდოთ _ 3 ლარად, თვეში 8 (ხშირად _ 9) ნომერი სახლში ან სასურველ ადგილას მივაწოდოთ ჩვენი სადისტრიბუციო ქსელის მეშვეობით.

რაც შეეხება ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს: ცივილიზებულმა მსოფლიომ მედიაბიზნესის შემოსავლების წყაროდ, ამ ბიზნესის გაჩენის დღიდან, სხვა გზა არ იცის, გარდა ტირაჟიდან და სარეკლამო გაყიდვებიდან მიღებული შემოსავლებისა. უკვე ათეულობით წელია, როგორც წესი, "გურია ნიუსი", გაზეთის მეორე გვერდზე და ვებგვერდზე აქვეყნებს სარეკლამო ტარიფებს, რომელიც ერთნაირია ყველა შემკვეთისთვის. ნებისმიერ მოქალაქეს, ორგანიზაციას, პოლიტიკურ პარტიას ან ჯგუფს, თანაბრად აქვს უფლება შეისყიდოს საგაზეთო ფართი და გამოაქვეყნოს მისთვის სასურველი სარეკლამო მასალა. ცხადია, ეს მასალა არ უნდა შეიცავდეს ძალადობის მოწოდებას, პიროვნების ეთნიკური, რელიგიური ან რაიმე სხვა ნიშნით დისკრიმინაციას და კანონმდებლობით აკრძალულ სხვა მასალებს. ასეთ შემთხვევებში, "გურია ნიუსი" უარს ამბობს სარეკლამო ფართის გაყიდვაზე.

პოლიტიკური რეკლამა ერთ-ერთი ინსტრუმენტია, რომ საარჩევნო სუბიექტებმა თავიანთი სათქმელი, შეხედულებები, პოლიტიკური მიზნები და სამომავლო გეგმები მიიტანონ ამომრჩევლებამდე; ინფორმაციის თავისუფლად მიღება და გავრცელება კი მოქალაქეთა ფუნდამენტური კონსტიტუციური უფლებაა. დღემდე, წარმოუდგენელიც კი იყო, რომ ამგვარი მარტივი ჭეშმარიტებები ისტერიკული პროპაგანდის საფუძველი გახდებოდა. დღემდე, ყველა საარჩევნო წელს, პოლიტიკური პარტიები და ჯგუფები, ჩვეულებისამებრ, იძენდნენ სარეკლამო ფართს, მათ შორიც, ცხადია, მმართველი პოლიტიკური პარტიაც იყო და იმედი გვაქვს, კვლავაც იქნება. მიუხედავად იმისა, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" საპრეზიდენტო, საპარლამენტო და ადგილობრივი არჩევნების დროსაც შეიძინა სარეკლამო ფართი, ამას არავითარი გავლენა არ მოუხდენია ჩვენს სარედაქციო დამოუკიდებლობაზე.

ასევე, არასდროს დაგვიხევია უკან, გვემხილა ხარვეზები ან დარღვევები ოპოზიციური პარტიების საქმიანობაში; არასდროს შეგვიზღუდავს მკითხველი, გამოეხატა საკუთარი პოზიცია, მიუხედავად იმისა, ვეთანხმებოდით თუ არა მის შეხედულებას. რაც მთავარია, მკითხველი არასდროს შეგვიყვანია შეცდომაში და არ შეგვითავაზებია ფარული რეკლამა ან სარეკლამო მასალები, შესაბამისი მითითების გარეშე _ წარწერა: "დაფინანსებული ფართი" ან "ფასიანი პოლიტიკური რეკლამა" ყოველთვის ახლავს სარეკლამო ფართზე გამოქვეყნებულ ტექსტურ თუ ვიზუალურ მასალას.

ამ შემთხვევაშიც, საზოგადოებრივ მოძრაობასთან "ქართული ოცნება" გაფორმდა სტანდარტული ხელშეკრულება სარეკლამო მომსახურების შესახებ, რომლის საფუძველზეც, ერთი წლის განმავლობაში, "გურია ნიუსი" ყოველ ნომერში (ნომრების რაოდენობაა წელიწადში 103) გამოაქვეყნებს პირველი გვერდის მეთექვსმეტედზე (პოლიტიკური რეკლამის ღირებულებით 125 ლარი) და მეოთხე გვერდზე (პოლიტიკური რეკლამის ღირებულებით 300 ლარი) დამკვეთის მიერ მოწოდებულ სარეკლამო მასალებს შესაბამისი წარწერით _ "ფასიანი პოლიტიკური რეკლამა"; ასევე, განათავსებს ვებ-გვერდზე სარეკლამო ბანერს შესაბამისი წარწერით (ღირებულება თვეში 500 ლარი) და სოფლის მეურნეობის დამატებაში "კარმიდამო ჩემი", თვეში 400 ლარის სარეკლამო მასალებს შესაბამისი წარწერით. წლიური სარეკლამო მომსახურების ღირებულებაა სულ 54 150 ლარი.

დაინტერესებულ პირს შეუძლია შეადაროს ხელშეკრულებაში მითითებული ფასები ჩვენი გაზეთის ყოველ ნომერში მეორე გვერდზე გამოქვეყნებულ სარეკლამო ტარიფებს, რათა დარწმუნდეს, რომ ჩვენთან ყველა შემკვეთი თანაბარი უფლებით სარგებლობს. ხოლო სახელისუფლებო მედიასაშუალებებს ვურჩევთ, შეწყვიტონ ცილისმწამებლური კამპანია და როგორც ღირსეული ჟურნალისტის პროფესიული ვალია, დაინტერესდნენ, რაში იხარჯება საბიუჯეტო სახსრები; უკიდურესად მძიმე პირობებში მომუშავე დამოუკიდებელი ჟურნალისტების წლიური შემოსავლებიდან განსხვავებით, რატომ ღირს ანსამბლ "ფემილის" ერთსაათიანი კონცერტი 45 000 ლარი ან რა უჯდება სახელწიფოს ტოტო კუტუნიოს თითო ჩამოსვლა; როგორ ცხადდება 30-მილიონიანი ამნისტია ხელისუფლების მაღალჩინოსნების მიერ მიტაცებული სახელისუფლებო არხების საგადასახადო ვალების ჩამოსაწერად; რამდენი მილიონი "გადაიქაჩა" თუნდაც წინა არჩევნებზე მმართველი პარტიის ღია თუ ფარულ სარეკლამო მომსახურებაზე ან რა უჯდება სახელმწიფოს მმართველი პარტიის ფიარისთვის საჯარო სამსახურებში გაფორმებული "ჟურნალისტების" შენახვა!

გაზეთ "გურია ნიუსის" რედაქცია




 ახალი ამბები
  • ხანძარი ჩოხატაურში- ცეცხლმა ხვიჩა გელოვანის საცხოვრებელი სახლი გაანადგურახანძარი ჩოხატაურში- ცეცხლმა შუა სურებში ერთ-ერთი მოსახლის საცხოვრებელი სახლი გაანადგურა. როგორც "გურია ნიუსს" მერის წარმომადგენელმა შუა სურების ადმინისტრაციულ ერთეულში, განუცხადა, დამწვარია ხვიჩა გელოვანის საცხოვრებელი სახლი.  შემთხვევის ადგილზე ამ დრომდე იმყოფებიან მეხანძრე-მაშველები. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ამბობენ, შემთხვევის ადგილას მობილიზებულია 3 სახანძრო ეკიპაჟი. ხანძრის შედეგად არავინ ... ...
  • უბედური შემთხვევა თბილისში- ერთ წლამდე ბავშვი მე-14 სართულიდან გადავარდაერთ წლამდე ბავშვი მე-14 სართულიდან დღეს, გამთენიისას გადავარდა და ადგილზე გარდაიცვალა. უბედური შემთხვევა თბილისში, ფონიჭალის დასახლებაში მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უბედური შემთხვევის დროს ბავშვის მშობლები სახლში იმყოფებოდნენ. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. ... ...
  • იმოგზაურე მატარებლით და აღმოაჩინე საქართველო რკინიგზასთან ერთად! (R)ძვირფასო მგზავრებო! ორშაბათს, 10 აგვისტოს თბილისი-ფოთის რეისზე მარიკა ბაკურაძე დაგემგზავრებათ.  ჩვენი გზამკვლევი მოგიყვებათ რა ისტორია ინახება ფოთის მუზეუმში, რომელიც ,,გერმანულ სახლში" მდებარეობს, რაზე მოგვითხრობს ლეგენდა პალიასტომის ტბის შესახებ, რომელ ტყეს ადარებენ უცხოელები ამაზონის ტყეს და როგორია კოლხეთის ნაკრძალი, რომელიც აუცილებლად მოსანახულებელ ადგილთა სიაში შედის - ეს ჩვენი ე.წ. გიდის ამბების მხოლოდ მოკლე ჩამონათვალია.  დაგვემგზავრეთ ფოთის რეისზე და ჩვენ საინტერესო თავგადასავალს გპირდებით.   შეგახსენებთ, რომ მგზავრობის პროცესში ჩვენი გადამღები ჯგუფი აწარმოებს გადაღებას, მოგვიანებით კი მოვამზადებთ საინფორმაციო ვიდეო რგოლს, რადგან სხვა ადამიანებსაც მოვასმენინოთ ჩვენი გზამკვლევების მიერ მოყოლილი ამბები. იმოგზაურე მატარებლით და აღმოაჩინე საქართველო რკინიგზასთან ერთად! ... ...
  • მეუფე მელქისედეკი - საქართველოს ომი არ დაუწყია"ცნობილი გამოთქმა - ,,დათვი რომ მოგერევა, ბაბაია დაუძახეო“ არათუ ქართული არაა, არამედ ანტიქართულია და მხოლოდ იმისკენაა მიმართული, რომ ჩვენს ხალხში მონური სულისკვეთება გააღვივოს", - ასე გამოეხმაურა, აგვისტოს ომის 12 წლისთავს, მარგვეთის და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკი (ხაჩიძე). მეუფეს თქმით, რუსეთ-საქართველოს ომი 2008 წელს არ დაწყებულა და არც დასრულებულა. როგორც მღვდელმთავარი აღნიშნავს, საქართველოს ომი არ დაუწყია და რუსეთი არის ოკუპანტი. ,,გურია ნიუსი“ მღვდელმთავრის წერილს, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა, უცვლელად გთავაზობთ: ,,ქრისტესმიერ საყვარელო ძმანო და დანო, კიდევ ერთხელ გვიწევს რუსეთ-საქართველოს შორის მომხდარი, 2008 წლის აგვისტოს თარიღის გახსენება. ჩვენი და ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის დაპირისპირებაზე საუბრისას, კონკრეტული თარიღი ალბათ უფრო პირობითი ტერმინია. დიახ, რუსეთს საქართველოს თავისუფლებისა და სუვერენიტეტის წინააღმდეგ ომი 2008 წელს არც დაუწყია და არც დაუმთავრებია, გვებრძოდა მანამ და გვებრძვის იმის მერეც, ოღონდ განსხვავებული საშუალებებით, იქნება ეს ეკონომიკური ემბარგო, მავთულხლართები, ჰიბრიდული ომი, ცრუ ინფორმაციების გავრცელება თუ სხვა საზარელი მეთოდები, რომლებითაც, სამწუხაროდ, უფრო მეტად იფლობა ოკუპაციის მომაკვდინებელ და დამღუპველ ცოდვაში. აგვისტოს ომმა თითოეულ ჩვენგანს უამრავი ტკივილი მოგვაყენა, მაგრამ თუ კარგად დავფიქრდებით ვნახავთ, რომ ის საგმირო საქმეები, რაც ჩვენმა თანამემამულეებმა 2008 წლის აგვისტოში გამოიჩინეს, წაუშლელ კვალს დატოვებს ქართველი ერის მეხსიერებაში. რად ღირს შინდისის გმირების, გიორგი ანწუხელიძის თუ სხვათა (თუნდაც დღემდე უცნობი) ქართველების გაბედულების გახსენება, რომლებმაც საკუთარი თავი გასწირეს, რათა ჩვენთვის ესწავლებინათ, რომ მტერს, თუნდაც ურიცხვს, არ შეიძლება უფლება მივცეთ, რომ სისხლით მონაპოვარი დამოუკიდებლობა დაგვათმობინოს. ფილოლოგი არ ვარ, მაგრამ მგონია, რომ ცნობილი გამოთქმა - ,,დათვი რომ მოგერევა, ბაბაია დაუძახეო“ არათუ ქართული არაა, არამედ ანტიქართულია და მხოლოდ იმისკენაა მიმართული, რომ ჩვენს ხალხში მონური სულისკვეთება გააღვივოს. აგვისტოს ომის გმირების ისტორიის კარგად შესწავლა ამ პრობლემასაც აგვაცილებს თავიდან. ჩვენი მოქალაქეებისა და მეომრების ისტორიის გახსენებასთან ერთად, ამ საკითხზე საუბრისას, არ შეიძლება უცხოელი მეგობრებისა და პარტნიორების ამაგის დაუფასებლობა, რომ არაფერი ვთქვათ იმ დიპლომატიურ ომზე, რაც მსოფლიოს საერთაშორისო ორგანიზაციების ტრიბუნებზე იყო გაჩაღებული და ჩვენი უმთავრესი სტრატეგიული პარტნიორის, ამერიკის შეერთებული შტატების დახმარებაზე, ცალკე უნდა გამოვყოთ აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოების თანადგომა და მათი მეთაურების საოცარი გაბედულება, რომლებმაც, საკუთარი სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდების სანაცვლოდ დატოვეს კომფორტული სამუშაო კაბინეტები, ჩამოვიდნენ საქართველოში და გვერდში დაგვიდგნენ. უფალმა დაუფასოს მათ და მათ სახელმწიფოებს ეს ამაგი. და ბოლოს, მსურს კიდევ ერთხელ შევავედრო ყოვლადმოწყალე უფალს აგვისტოს ომში აღსრულებული, როგორც მშვიდობიანი მოსახლეობის, ასევე ქართველი მეომრების უკვდავი სულები და შევთხოვო, რომ მისი სარწმუნოების ერთგულ ქართველ, მშვიდობისმოყვარე ერს, ააცილოს სამომავლოდ ის აგრესია, რაც 2008 წელს ოკუპანტმა რუსეთმა ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ გამოიჩინა. საქართველოს ომი არ დაუწყია! რუსეთი ... ...
  • ლანჩხუთში 2008 წლის ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგესდღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ პატივი მიაგო 2008 წლის ომში დაღუპული გმირების ხსოვნას. ამ ომმა ლანჩხუთიდან სამი ვაჟკაცის სიცოცხლე შეიწირა- ემზარ წილოსანი და რუსლან წულაძე შინდისის ბრძოლაში დაეცნენ, ვასილ სმირნოვი კი გორის გზაზე დაბომბვას ემსხვერპლა.  ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძემ და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა გმირების საფლავები ყვავილებით შეამკეს. "დღეს 12 წელი გავიდა იმ ავბედითი თარიღიდან, მაგრამ რა დროც უნდა გავიდეს, ჩვენ გმირებს დავიწყება არ უწერიათ. ქედს ვიხრით მათ წინაშე", - აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა.  ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ეკლესიაში მამა დავითმა (წულაძემ) გმირთა სულების მოსახსენებელი პანაშვიდი ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...