ევროპარლამენტს საზაფხულო არდადეგებზე გასვლამდე ორი სხდომა აქვს დაგეგმილი - ჩხიკვაძე

ფეისბუქსტატუსები

ევროპარლამენტს საზაფხულო არდადეგებზე გასვლამდე ორი სხდომა აქვს დაგეგმილი - ჩხიკვაძე

2016 ივნ 5 19:35:49

ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს" ევროინტეგრაციის მიმართულების მენეჯერი ივანე ჩხიკვაძე აცხადებს, რომ თუ საქართველომ უვიზოდ მიმოსვლა ივნისის ბოლომდე ვერ მიიღო, მაშინ საკითხის განხილვა ოქტომბერში დანიშნული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ განახლდება. ამის შესახებ ჩხიკვაძე სოციალურ ქსელში წერს და ვიზალიბერალიზაციის საკითხის განხილვის პროცედურებს განმარტავს:

"საქმე არის ასე - 9-10 ივნისს იმართება იუსტიციის და შინაგან საქმეთა მინისტრების საბჭო, რომელმაც უნდა მიიღოს პოლიტიკური გადაწყვეტილება. მანამდე ჩანიშნულია ევროკავშირის მუდმივი წარმომადგენლობების ხელმძღვანელების/ელჩების (COREPER II) ორი შეხვედრა (არსებობს COREPER I ელჩების მოადგილეების დონეზე, მაგრამ ის შინაგან საქმეთა და იუსტიციის საკითხებს არ განიხილავს). 

პირველი შეხვედრა გაიმართება 7 ივნისს ბრიუსელში და დაიწყება თბილისის დროით 12:00 საათზე. იმავე ორგანოს მეორე შეხვედრა გაიმართება 8 ივნისს და დაიწყება თბილისის დროით 12:00 საათზე. 

COREPER II იმსჯელებს საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის შესახებ გადაწყვეტილების მიღებაზე. თუ მიღწეული იქნა კონსენსუსი, მაშინ საკითხს მიენიჭება ე.წ. "A სტატუსი", რაც ნიშნავს იმას, რომ 10 ივნისს შინაგან საქმეთა მინისტრების საბჭო დამატებით დებატებს აღარ გამართავს ამ საკითხზე და მას დაამტკიცებს იმ ფორმით, რა ფორმითაც მიიღებს COREPER II-დან. 

იმ შემთხვევაში, თუ COREPER II-ზე კონსენსუსი არ შედგა ნებისმიერ ქვეყანას, ვინც მონაწილეობს საკითხის განხილვაში შეუძლია მოითხოვოს დამატებითი დებატები საბჭოში. ასეთ დროს საკითხს ენიჭება ე.წ. "B სტატუსი" შეიძლება დაუბრუნდეს უკან "ვიზის სამუშაო ჯგუფს" ან დისკუსიისთვის გავიდეს იუსტიციის და შინაგან საქმეთა მინისტრების საბჭოზე. ანუ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღონ მინისტრებმა დებატების შემდეგ. გამომდინარე იქიდან, რომ მინისტრთა საბჭოს დღის წესრიგში უკვე არის შეტანილი საკითხი ეს ნიშნავს, რომ თემა ე.წ. "ვიზის ჯგუფში" აღარ დაბრუნდება და გავა შეხვედრაზე ან "A" ან "B" სტატუსით. 

ცნობისთვის, COREPER II-ის შემდეგი სხდომა დაგეგმილია 15 ივნისს. ანუ მას შემდეგ რაც ჩატარდება 9-10 ივნისს დაგეგმილი შსს და იუსტიციის მინისტრთა საბჭო. ხოლო მომდევნო შინაგან საქმეთა და იუსტიციის საბჭოს შეხვედრა კი დაგეგმილია 13-14 ოქტომბერს. 
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები დაგეგმილია 8 ოქტომბერს.
იმედი დავიტოვოთ, რომ COREPER II-ის შეხვედრაზე რომელიმე ელჩი არ დააგვიანებს, ავად არ გახდება ან ნასვამი არ გამოცხადდება. 

პ.ს. ევროპარლამენტს (რომელმაც საბოლოო სიტყვა უნდა თქვას ამ პროცესში) საზაფხულო არდადეგებზე გასვლამდე დაგეგმილი აქვს ორი პლენარული სხდომა 22-23 ივნისს და 4-7 ივლისს.

OREPER II-ის სხდომას გაუძღვება ნიდერლანდების სამეფოს მუდმივი წარმომადგენელი Pieter de Gooijer და მის მარიფათზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული კონსენსუსის მოძიების კუთხით“, _ წერს ჩხიკვაძე სოციალურ ქსელში. 




 ახალი ამბები
  • "იმენნა" რუსი ტურისტების შემოსვლა მნიშვნელოვანია" _ ივანიშვილი"იმენნა" რუსი ტურისტების შემოსვლა მნიშვნელოვანია - ეს განცხადება, ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა. ქართული ოცნების" ლიდერი, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოთხოვნას გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ საქართველოში რუსეთის მოქალაქეებს საფრთხე ემუქრებათ და თუ საქართველოს ხელისუფლება რუსოფობიის წინააღმდეგ ზომებს მიიღებს, ავიამიმოსვლის აკრძალვა გადაიხედება. ივანიშვილის თქმით, საქართველოს 20% რუსეთის მიერაა ოკუპირებული, მაგრამ "ჩვენ ჩვენები უნდა გავასამართლოთ." "იმის მსურველი, რომ რუსული ბაზარი დაიკეტოს არის ქვეყნის მტერი, საერთოდ ვაჭრობა უნდა შეწყდეს ესეც არის მტრები. რაც შეეხება ეკონომიკას, პოლიტიკურადაც ის, რომ რუსი ტურისტი ჩამოდის იმ ძირითად პრობლემას, რასაც ჰქვია ოკუპაცია, რაშიც ლომის წვლილი "ნაციონალურ მოძრაობას" აქვს, მათ მოახერხეს, ისინი შემოუძღვნენ რუსულ ჯარს, დღესაც ასე უნდათ - ტურისტი კი არ უნდათ შემოვიდეს, უნდათ ჯარისკაცი  შემოვიდეს რუსეთის. რომ არა მათი დაუდევრობა, ღალატი, რუსის ჯარი ვერ შემოვიდოდა 2008 წელს. ის არ იფიქროთ, რომ მე ვამართლებ რუსული ჯარის შემოსვლას საქართველოში, ამას არანაირი გამართლება არ აქვს, ჩვენ ყველანი "ქართული ოცნებიდან" ვიყენებთ ტერმინს, რომ 20% ოკუპირებულია, მაგრამ ჩვენ, ჩვენები უნდა გავასამართლოთ, როცა გულზე აწერიათ "არა ოკუპაციას" პასუხი უნდა მოსთხოვონ „ნაციონალურ მოძრაობას." ის, რომ ტურისტი შემოდის რუსი, "იმენნა" რუსი საქართველოში, ის რომ ვაჭრობა გვქონდეს ეს არის მნიშვნელოვანი საფუძველი იმისა, რომ პოლიტიკოსების დაშვებული შეცდომა აღვადგინოთ, სახალხო დიპლომატია, რასაც ტურიზმი აკეთებს, ვაჭრობა - ეს ყველაფერი არის იმისთვის, რომ ნორმალური ურთიერთობა აღვადგინოთ,"-აცხადებს ბიძინა ... ...
  • შინაგან საქმეთა სამინისტროში ბრიფინგი გაიმართებაშინაგან საქმეთა სამინისტროში ბრიგინგი დაინიშნა. ბრიფინგი 14:00 საათზე გაიმართება. ამ ეტაპზე უცნობია რა თემაზე იქნება საუბარი ბრიფინგი. თუმცა სავარაუდოდ განცხადება 20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებაზე ... ...
  • ბიძინა ივანიშვილი - ირაკლი კობახიძე გუნდს გადაეფარა ირაკლი კობახიძემ შეხედა არსებულ სიტუაციას, ის გადაეფარა გუნდს, გადაეფარა სიტუაციას და დატოვა მანდატი, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, ირაკლი კობახიძეს არავითარი დანაშაული არ ჩაუდენია. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოახერხა აჟიტირება ამ სიტუაციის. შეცდომა იყო ის, როდესაც ჩაჯდა სპიკერის სავარძელში, ეს იყო პროტოკოლური შეცდომა, რაც პროტოკოლში არ ეწერა, მაგრამ ეს არ იყო კობახიძის შეცდომა. მოხერხდა და მოხდა ეს დარღვევა, ამას მოჰყვა ობიექტური აღშფოთება საზოგადოების. კობახიძემ შეხედა არსებულ სიტუაციას, ის გადაეფარა გუნდს, გადაეფარა სიტუაციას და დატოვა მანდატი. ასეა დაკომპლექტებული ჩვენი გუნდი, ასეთია გახარიაც. კიდევ უფრო მაგარი კაცია გახარია, გახარია თანამდებობაზე საერთოდ არ იომებს. გახარიას გადადგომა დღეს სურს „ნაციონალურ მოძრაობას“, ეს ნიშნავს იმას, რომ ხვალ მოადგებიან პარლამენტს და პოლიცია აღარ უდნა დახვდეთ იქ, მოძალადეები უნდა შევიდეს პარლამენტში. ის, რომ ლეგიტიმური იყო პოლიციის ქმედება, მთელმა მსოფლიომ აღიარა. რატომ უნდა გადაგდეს გახარია, „ნაცებს“ უნდათ მარტო, რადგან ძალის გარეშე ისინი ხელისუფლებაში ვერ მოვლენ, მაგრამ გარწმუნებთ, ვერც ძალით ვერ მოვლენ“, – განაცხადა ბიძინა ... ...
  • "სად გაიზარდე, შვილო, დაწყნარდი, ნუ უზრდელობ" _ ივანიშვილი ჟურნალისტს"შვილო დაწყნარდი, ნუ უზრდელობ"- ასე მიმართა ,,ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებს, 20 ივნისის ღამეს, ძალის გამოყენების ლეგიტიმურობისა და ე.წ. ნარინჯისფერი ტყვიების გამოყენებასთან დაკავშირებულ კითხვებზე. ივანიშვილმა ჟურნალისტს კოლეგის პატივისცემისკენ მოუწოდა. "სად გაიზარდე შვილო... კოლეგას მაინც ეცით პატივი, კითხვაზე მაპასუხებინე, კითხვა დასვა,"-მიმართა ივანიშვილმა ერთ-ერთ ... ...
  • ბიძინა ივანიშვილი - გიორგი გახარიას პასუხისმგებლობაზე კითხვები არ ისმის არსაიდანშინაგან საქმეთა მინისტრის პასუხისმგებლობაზე კითხვები არ არსებობს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ბათუმში, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა განუცხადა. მისივე თქმით, 20-21 ივნისის ღამეს ლეგიტიმურად იყო ძალა გამოყენებული დემონსტრანტების წინააღმდეგ. „200 კაცს აღმოსავლეთში აგროვებენ და 200 დასავლეთში უყრიან თავს. ამით იმის თქმა მინდა, რომ ხალხი ბრძენია და ყველაფერს ამჩნევს. 21 ივნისიდან მოყოლებული ოპოზიცია, „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი დამქაშები, „ევროპული საქართველო“ თუ პატარა პარტიები, მასთან ასოცირებულები, დაჟინებით ითხოვენ გახარიას გადადგომას. არც ვაშინგტონში და არც ევროპაში, სადაც ნახეს ეს კადრები, არსად კითხვა არ აღიძრა ძალის გამოყენების ლეგიტიმაციაზე. ლეგიტიმური ძალა იყო გამოყენებული და არავის კითხვა არ აქვს. ლეგიტიმაციაზე კითხვა რომ აღძრულიყო, ამ შემთხვევაში დადგებოდა შინაგან საქმეთა მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხი. არსაიდან ამის მსგავსი კითხვა არ ისმის - არც ევროპაში, არც ელჩებთან, ვიცი ვაშინგტონის პოზიციაც. შესაბამისად, შინაგან საქმეთა მინისტრის პასუხისმგებლობაზე კითხვა არ არსებობს“, _ განაცხადა ... ...

არქივი

ზაფრანი

ახალგაზრდობის შენარჩუნებისთვის

ჰარვარდის უნივერსიტეტის ექიმები, დევიდ სინკლერის...

ქსოვა სტრესს ხსნის

ექიმები ქსოვას ნამდვილ წამალს უწოდებენ,...

რაზე მეტყველებს ადამიანის ნაწერი

სპირალი, წრეები - სხვების პრობლემები...

რა უნდათ ქალებს მამაკაცებისაგან?

მამაკაცები ხშირად ამბობენ, რომ ვერ...

კითხვები, რომელიც აფრთხობს მამაკაცს

მამაკაცები მეტად მგრძნობიარე და ადვილად...

ქალმა არ მოინდომოს თორემ...

ძალიან ბევრი ფიქრობს, რომ ქალმა...
კარმიდამო ჩემი

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...