"ამ დროს განცდა გეუფლება, რომ არაფერი ეშველება ამ უბედურებას..." _ კახი კალაძე

ფეისბუქსტატუსები

"ამ დროს განცდა გეუფლება, რომ არაფერი ეშველება ამ უბედურებას..." _ კახი კალაძე

2016 ივნ 13 15:48:59

"არ ვიცი კიდევ რამდენი წელი უნდა გავიდეს, რომ ის უსუსურობის და ტკივილის მწვავე განცდა ოდნავ განელდეს. ბევრი ბრძოლა, ომი გადაგვიტანია, ზოგი მოგვიგია, ზოგი წაგვიგია... მაგრამ სტიქიასთან ომში ყოველთვის დამარცხებული ხარ, უმწეო და დაჩაგრული" _ ასე ეხმაურება 13 ივნისის ტრაგედიიდან ერთი წლის გასვლას სოციალურ ქსელში ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე.

"რაღაც უცნაური შეგრძნებაა, როცა ტალახში გადაზელილ მანქანებს, ხეებს ეჭიდები, წვიმაში, ირგვლივ ყველაფერი ყვირილში და სიბნელეშია დაფარული: ვიღაცას ხელი გაუწოდე, ვიღაცას რაღაც გადაატანინე, ძაღლი გადაარჩინეს _ გაგიხარდა...

და გგონია დასრულდა, ყველგან ყველაფერი უბრალოდ სველია, უბრალოდ ტალახიანი, უბრალოდ დაზიანებული ან დანგრეული და ეს ყველაფერი როცა გათენდება გამოსწორებადია, გონება იმ ღამეს ვერ წვდება ტრაგედიის მაშტაბს - სახლებიდან გოგონები გაიტაცა, ბიჭები მანქანიანად, კაცი სახურავზე იდგა...

ვერ უშველეს, ვიღაცას მოხუცებულის გამოყვანა ვერ მოუსწრია, მაშველმა თავი გაწირა... ეს ყველაფერი დილიდან, სტიქიის მეორე ტალღასავით დაგვატყდა თავს. ვეფხვმა ადამიანი მოკლა.. და ამ დროს განცდა გეუფლება, რომ არაფერი ეშველება ამ უბედურებას,...

უცებ დავპატარავდით ყველანი და ამ უსუსურობის დროს ერთადერთი ნათელი სხივი _ მოხალისეები გამოჩდნენ!

მათ გამოიყვანეს თბილისი, მთელი საქართველო შოკიდან და დღემდე გაოცებული ვარ ამ ახალგაზრდების, ამ ბავშვების შემართებით და ერთობით! ყველა ასაკის თბილისელის თანადგომით...

ყველა დაღუპულის ხსოვნა სამუდამოა ჩვენს მეხსიერებაში, კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ მათ ოჯახებს.

ყველა მოხალისეს, მაშველს და სტიქიასთან მებრძოლ გმირებს დიდი მადლობა! ჩვენ ტკივილმა გაგვაერთიანა და გაგვხადა საკუთარ თავზე უკეთესები, ვისურვებდი ეს ერთობა მხოლოდ ლხინში, ბედნიერ ყოველდღიურობაში გამოგვეხატოს !" _ წერს კალაძე სოციალურ ქსელში.




 ახალი ამბები
  • კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „მაგთიკომს“ ტარიფების გაძვირება შეუჩერასაქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ დღეს კომპანია „მაგთიკომს“ 18 თებერვლიდან დაანონსებული ტარიფების გაძვირება შეუჩერა. აღნიშნული გადაწყვეტილება კომისიის სხდომაზე მიიღეს. „კომუნიკაციების კომისიამ შპს „მაგთიკომისა” და „სილქნეტის” მიერ ტარიფების გაზრდასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების შემდეგ, ორივე კომპანიას მოუწოდა, შეეჩერებინათ გაძვირების პროცესი და დალოდებოდნენ ბაზრის კვლევის დასრულებას, რომელსაც კომისია ატარებს. აღნიშნული მხოლოდ კომპანია „სილქნეტმა“ გაითვალისწინა. გამომდინარე იქედან, რომ „მაგთიკომმა“ თავის გადაწყვეტილებას არ გადახედა, კომისიამ კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში იმსჯელა და მომხმარებლების ინტერესების დაცვის მიზნით, „მაგთიკომს“ ტარიფების გაძვირება გაუჩერა“, – ნათქვამია კომისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. უწყების განმარტებით, გამომდინარე იქიდან, რომ „მაგთიკომის“ გადაწყვეტილება, ტარიფების გაძვირების შესახებ მომხმარებელს აყენებს ზიანს, კომისიის მიზანია, მაქსიმალურად დაცული იყო მომხმარებლების ინტერესები და ვიდრე კვლევა არ დასრულდება, კომპანიამ გააჩეროს გაძვირების პროცესი, რათა აბონენტები არ დაზარალდნენ. კომისიის გადაწყვეტილებით, „მაგთიკომს“ პაკეტების ღირებულების გაზრდა, მობილური საცალო ხმოვანი მომსახურებისა და მცირე ოპერატორების აბონენტთან დიდი ოპერატორების აბონენტებისგან განსხვავებული ტარიფით დაკავშირების ნაწილში შეუჩერდა, კერძოდ, კომპანიას დაევალა,  დღეს არსებული 25-ლარიანი ულიმიტო პაკეტი კვლავ ძალაში ... ...
  • მამუკა ბახტაძე ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსს შეხვდასაქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსს შეხვდა. როგორც „კვირას“ პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს, ხანმოკლე შეხვედრა ჯონ მაკკეინის სახელობის სადისერტაციო ნაშრომების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაზე შედგა. საუბრისას, ხაზი გაესვა საქართველოსა და აშშ-ს შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას და ურთიერთობებს, რომელიც უმაღლეს ნიშნულზეა. “საქართველოს გულმხურვალე მხარდამჭერის, ჯონ მაკკეინის სახელობის სადისერტაციო ნაშრომების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაზე, საქართველოს დიდ მეგობართან, აშშ-ის ვიცე -პრეზიდენტ მაიკ პენსთან შეხვედრის შესაძლებლობა მქონდა. საქართველო-აშშ-ის ურთიერთობები ყველაზე მაღალ ნიშნულზეა და ყველა მიმართულებით ვმუშაობთ, ორმხრივი ურთიერთობების გასაღრმავებლად და გასაძლიერებლად”,- წერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე სოციალურ ქსელ “ტვიტერში”, საკუთარ ... ...
  • “არასოდეს მოიპარო ირაკლი!“ _ 16 წლის ბიჭის ამბავი“რამდენიმე დღის წინ ბათუმიდან თბილისისკენ მომავალს ლანჩხუთის სოფელ ვაზისუბანში რკინიგზის გადასასვლელთან პატარა ბიჭმა დამიქნია ხელი, წამიყვანეო. მარტო ვიყავი, გავუჩერე და წამოვიყვანე. გამეცნო როგორც ი.ა-შვილი”, _ წერს  სოციალურ ქსელში, ფეისბუქის მომხარებელი თამაზ ბოლქვაძე. ბოლქვაძის პოსტს “გურია ნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ. “ცოტა რომ გავშინაურდით, ვკითხე, ასე შუა გზაზე რას აკეთებდა და სად მიდიოდა. ამოიოხრა და დაიწყო: "აქეთ ვიყავი, ნისიად მინდოდა რაღაც საჭმელი და არ მომცეს, ახლა იქით უნდა გავიდე, იქნება იმათ მაინც მომცენ პური და კალბასი. სახლში მივედი მშიერი და რომ არ დამხვდა არაფერი, წამევედი". ვკითხე მშობლები სად გყავს-მეთქი. " მამა ციხეშია. მამაჩემი რავარც დეიჭირეს, დედაჩემი მესამე დღეს ადგა და სხვას გაყვა, გათხოვდა. სახლში ჩემი დაა, 16 წლის. კვერცხის შეწვა კი იცის, მარა რათ გინდა, არ გვაქ და რას შეწვავს... ნათესავებიც ვითომ გვკითხულიბენ ჭკვიანად იყავითო, მარა არავინ არაფერს გვეხმარება. შუქი ჩაგვიჭრეს. წინა თვეში ჯართზე ვიმუშავე და გადევიხადე რაცხა იყო _ 7 ლარი, მარა 2 კვირაა არ გვაქ შუქი. .." ამ საუბარში მივუახლოვდით შემდეგ "პერეეზდს". აქანე ჩამოვალ მეო. ვკითხე, სოციალური სამსახური ან სკოლა არ დაინტერესებულან თქვენი მდგომარეობით-თქო? კი იყვენ მოსული, გვნახენ, შეგვამოწმენ და გვითხრენ, ცოტა ხანი დეელოდოთ უნდა და მოგცემთ დახმარებასო თუ რაცხასო.. ნებართვა ვთხოვე, სურათი გადამეღო და დავპირდი რამეს ვიზამდი მათ დასახმარებლად. შემდეგ მანქანიდან ჩამოვედი და მაღაზიაში შევყევი. ვუთხარი აიღე, რაც გინდა და მე გადავიხდი-თქო. რამდენიმე დღის საჭმელი აიღო, მერე მაცივართან მივიდა , "ბუმს" მოკიდა ხელი და თავდახრილი გამომხედა. გავუღიმე და თვალი ჩავუკარი. აიღო გახარებულმა და გულიანად დამლოცა. მარკეტის გამყიდველმაც მადლობა გადამიხადა, თქვენ არ იცით რამხელა სიკეთე გააკეთეთო... მანქანაში რომ ვჯდებოდი მივუბრუნი და ვუთხარი: არასოდეს მოიპარო ირაკლი,  ყველაფერი კარგად იქნება მეთქი... "ხო მაგაში მართალი ხარ, მარაა.... " ამ "მარა"-მ ისე შემზარა და შემაშინა.. თვალწინ დამიდგა მისი განწირული "მომავალი." მთელი გზა ვცდილობდი ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე დარეკვას, მაგრამ არ პასუხობდნენ. არ ვიცი, ვის ხელეწიფება ამის მოგვარება, მაგრამ სასწრაფოდ უნდა შველა ამ ბავშვებს. გთხოვთ, გააზიარეთ და მონიშნეთ ყველა სამსახური, ვინც ვალდებულია ამათზე იზრუნოს. ვისაც დახმარების საშუალება ექნება, მომწერეთ და იქნებ გადავარჩინოთ სანამ ფეხი დაუცდება და რამე ცუდს ჩაიდენს.“ ამ წერილის გამოქვეყნების შემდეგ დიდი გამოხმაურება იყო ფეისბუქზე. საზოგადოების წევრები ხელისუფლებას დროულ რეაგირებისკენ მოუწოდებდნენ. “გურია ნიუსის“ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, 16 წლის ი.ა-შვილი იმერეთის ერთ-ერთი მუნიციპალიტეტიდან არის. ბიჭის ბედით ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის პრესასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელი, სოციალური მომსახურების სააგენტოს, გურიის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის ხელმძღვანელი, თეა ლომჯარია და ლანჩხუთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ნინო ჩიტაძე დაინტერესდნენ. “როგორც კი გავიგეთ ეს ამბავი, იმ წამსვე გადავამოწმეთ ბაზაში და აღმოჩნდა, რომ ეს მოზარდი იმერეთის ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში ცხოვრობს. შესაბამისად, სოცაგენტები უკვე დაინტერესდა ამ ბიჭის ბედით“, - გვითხრა თეა ლომჯარია. “გურია ნიუსი“ იმერეთის რეგიონის ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალურ მუშაკს დაუკავშირდა, რომელიც კარგად იცნობს 16 წლის ბიჭის ოჯახს. “მე, პირადად, ვმუშაობდი ა-ს შვილების საქმეზე, პრენვეცია გაკეთდა. ოჯახი ჩართული იყო კრიზისულ მდგომარეობაში მყოფ ბავშვიანი ოჯახების გადაუდებელი დახმარების ქვეპროგრამაში. ოჯახი იღებს  სოციალური დახმარების თანხას. ეს ბიჭი, რომლის სურათი გავრცელდა ინტერნეტში, სახლში დედასთან და ძმასთან ერთად ცხოვრობს. ბავშვების დედა ბავშვებზე ზრუნავს, სეზონურად კი მუშაობს და მაგ დროს მათ ბიძა პატრონობს. ჩვენ ნამდვილად არ დაგვიფიქსირებია, რომ ოჯახს პურის ფული არ ჰქონდეს და ბავშვები ქუჩაში დადიოდნენ საკვების მოსაპოვნელად“, _ გვითხრა ... ...
  • სკოლა წყლის, ხელსაბანის და საპირფარეშოს გარეშეწყალზე, სანიტარიასა და ჰიგიენაზე ადამიანის უფლება, როგორც ადამიანის ყველა სხვა ძირითადი უფლების საფუძველი გაეროს მიერ 2010 წელს იქნა აღიარებული. თითოეული ადამიანისთვის წყლის მიწოდება უნდა იყოს საკმარისი რაოდენობით და უწყვეტი, რაც დღე-ღამეში 100 ლიტრამდე წყალს გულისხმობს, რომ დაკმაყოფილდეს პირადი და საყოფაცხოვრებო საჭიროებები, სასმელი წყლის, ტანსაცმლის გარეცხვის, საკვების მომზადების, როგორც პირადი, ისე საყოფაცხოვრებო ჰიგიენის ჩათვლით, 20-25 ლიტრამდე წყლის მიწოდება  კი მიჩნეულია მინიმალურ რაოდენობად და განმარტებულია, რომ მინიმალური რაოდენობით მიწოდების შემთხვევაში შეუძლებელია არსებითად ჰიგიენური და სამომხმარებლო მოთხოვნების დაკმაყოფილება და სახეზეა ჯანმრთელობის გაუარესების მაღალი რისკი. წყალი და სანიტარული უზრუნველყოფის საშუალებები უნდა იყოს ფიზიკურად ხელმისაწვდომი და განთავსებული მოსახლეობისათვის ადვილად და უსაფრთხოდ მისასვლელ ადგილას. ფიზიკური ხელმისაწვდომობა განსაკუთრებით აქტუალური და არსებითია მოწყვლად ჯგუფებთან (შშმ პირებთან, ქალებთან, ბავშვებთან და ხანდაზმულებთან) მიმართებაში. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მდებარე სოფელ წინწყაროს მოსახლეობას ქართველები, აზერბაიჯანელები და ბერძნები შეადგენენ. საჯარო სკოლაში, სადაც ამ დროისთვის 325 მოსწავლე სწავლობს, ბავშვებს წყალი დასალევად სახლიდან მიაქვთ, საპირფარეშო კი სკოლის შენობაში შესასვლელი კარიდან დაახლოებით 110 მეტრით არის დაშორებული. სკოლის დირექტორის, ნათელა ნიჟარაძის თქმით, სკოლა 1985 წელს აშენდა. სოფელი ბერძნებით იყო დასახლებული და 2004 წელს მხოლოდ 9 ბავშვი სწავლობდა, 2005 წლიდან კი სოფელში ეკოემიგრანტები აჭარიდან, სვანეთიდან და ეროვნული უმცირესობები აზერბაიჯანიდან დასახლდნენ, რის შედეგადაც, 2015 წლისთვის მოსწავლეების რაოდენობამ 365 შეადგინა. სკოლაში ფანჯრები 2009 წელს შეიცვალა და გათბობის სისტემა ჩაირთო, თუმცა, ქვანახშირის შეტანა ძვირი ჯდებოდა და 2013 წლიდან გათბობა ბუნებრივი აირით ხდება. 2015 წელს პირველ-მეორე სართულზე გაკეთდა განათება, შეიცვალა სახურავი ნაწილობრივ, კარებები მაგრამ მიუხედავად ამისა, პრობლემები ბევრია და ძირითად პრობლემას წყალი წარმოადგენს. „ხშირად გვიწევს მარნეულიდან წყლის ყიდვა. სპეციალური მანქანებით ამოაქვთ და ვასხამთ რეზერვუარში, მაგრამ ამდენი მოსწავლისთვის, სისუფთავის დასაცავად, გათბობის სისტემისთვის, სველი წერტილებისთვის საკმარისი არ არის. ბავშვებს სასმელი წყალი ძირითადად სახლიდან მოაქვთ. სკოლა 85 წელს არის აშენებული და უწყლობის გამო საკანალიზაციო სისტემა გაუმართავია. გარე სველი წერტილები შეძლებისდაგვარად გავარემონტეთ, გავაკეთეთ, მაგრამ წყლის პრობლემა არის იქაც“,_ამბობს წინწყაროს სკოლის დირექტორი. კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელმა, CENN-მა,  წელზე მეტია რაც Wash პროექტის გახორციელება დაიწყო და ქვემო ქართლსა და კახეთში სკოლები, ბაღები, ამბულატორიები და თავშესაფრები შეაფასა. როგორც სენის კოორდინატორი, მარიკო წიქორიძე შეფასების მიხედვით ამბობს, ერთი შეხედვით, წინწყაროს სკოლა თითქოს გარემონტებულია, მაგრამ გაეროს და იუნისეფის სტანდარტები ირღვევა. სკოლაში არ არის წყალი, საპირფარეშო და ხელსაბანი. „სკოლის ეზოში წყალი არ შედის არსაიდან, არც დასალევი და არც ტექნიკური. სკოლის თანამშრომლები ტექნიკურ წყალს აგროვებენ ავზებში. თუმცა, ის წყალი არ ვარგა დასალევად. საპირფარეშო არის 110 მეტრის მოშორებით, რაც უკვე დარღვევაა. გარდა ამისა, არ არის ხელსაბანი. სტანდარტით, რომელიც გაწერილია იუნისეფის მიხედვით, სკოლაში უნდა იყოს საპირფარეშო ცალკე გოგონებისთვის და ცალკე ბიჭებისთვის, უნდა ჰქონდეს საკეტი. ასევე საპირფარეშოში უნდა იყოს წყლის ნიჟარა, სადაც იდება საპონი და ხელსახოცი. ასევე პედაგოგებისთვის ცალკე და ადაპტირებული ცალკე. თუ საპირფარეშო არის გარეპერიმეტრზე აუცილებლად უნდა ჰქონდეს სეპტიკური ავზი და არ უნდა იყოს ყველაზე ცოტა 20-70 მეტრამდე დაშორებული სკოლის პერიმეტრიდან. ბავშვს არ უნდა ჰქონდეს იმის განცდა, რომ სანამ საპირფარეშოში წავა შესვენების დროს, დაბრუნებამდე გაკვეთილი დაიწყება. თუ გაკვეთილის პროცესში უნდა გასვლა, არ უნდა ჰქონდეს განცდა, რომ ვიდრე  ჩავა და ამოვა გაკვეთილი დამთავრდება. გარდა ამისა, იქვე უნდა იყოს ხელსაბანი, რაც არ შეგვხვდა და ასევე დარღვევაა. სკოლა უნდა იყოს შემოღობილი და არ ხვდებოდეს მსხვილფეხა და წვრილფეხა ცხოველების ფეკალიები, იმიტომ რომ მერე ხშირად ეს შედის სკოლაში და იწვევს ანტისანიტარიას სრულს. ოთახები უნდა მუშავდებოდეს სველი წესით და ტარდებოდეს დეზინფექცია. გარდა ამისა,  იუნისეფის და გაეროს მიხედვით, თუ  სკოლაში არ არის წყალი, ის სკოლა უნდა დაიხუროს. შესაბამისად, არის რამდენიმე დარღვევა ამ სკოლაში, რაზეც გვინდოდა ყურადღების გამახვილება და თუკი Wash საბჭო გადაწყვეტდა ჩავრთულიყავით პრობლემის მოსაგვარებლად პროცესში“, _ამბობს წიქორიძე. მისივე თქმით, ცალკე პრობლემაა მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება Wash საკითხებთან დაკავშირებით, რადგან სკოლაში გარეპერიმეტრზე არსებული საპირფარეშო კი გაარემონტეს, მაგრამ დაბალი ცნობიერების გამო გააფუჭეს. „აქ დგას კიდევ ერთი პრობლემა ცნობიერების ამაღლების. წინწყაროს სკოლაში იყო იმის პრეცედენტი, რომ გააკეთეს საპირფარეშო გარეთ მაგრამ იმდენად დაბალი იყო ცნობიერება, რომ დაანგრიეს, გააფუჭეს, გატეხეს. ჯერ ცნობიერება უნდა ამაღლდეს. ბავშვებმა და არა მხოლოდ ბავშვებმა, უნდა გაითავისონ რა ფუნქცია აქვს გარემონტებულ და კარგად შენახულ, მოვლილ საპირფარეშოს და თავადაც უნდა იყვნენ ამ პროცესში ჩართულები, საინფორმაციო-შემეცნებითი გაკვვეთილები უნდა ტარდებოდეს. როგორც ვიცი, წინწყაროს სკოლაში ტარდება კვირაში ერთხელ კლასის საათი, მაგრამ არის სკოლები, სადაც არ არის ინფორმაცია  როგორ უნდა დაიცვან თავი წყლისა და სანიტარიის მდგომარეობა სკოლებში და ბავშვები როგორ უნდა მოიქცნენ. საერთო ჯამში, ნათქვამია, რომ ბავშვის გაზრდა იწყება სკოლაში საპირფარეშოდანო და თუ საპირფარეშოები არ უვარგა სკოლებში ქვეყანას, იმ ქვეყნის პრობლემა ჯერ აქედან უნდა გადაიჭრას“,_ამბობს წიქორიძე. როგორც თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში, მერიისა და Wash საბჭოს წარმომადგენლებსა და ჟურნალისტებს შორის გამართულ შეხვედრაზე  განაცხადეს,  არის დაგეგმილი პროექტი, რომლის შედეგადაც მოხდება წინწყაროს სკოლის რეაბილიტაცია, რაც შეეხება სასმელი წყლის მიწოდებას არის მუნიციპალური პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს წინწყაროსთვის მთლიანად ქსელის მოწესრიგებას და პროექტის ფარგლებში მოხდება წინწყაროს  სკოლის  ... ...
  • მთაწმინდაზე ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვესმაყაშვილის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს. ადგილზე ამ წუთებში სამართალდამცველები და ექსპერტ-კრიმინალისტები არიან მობილიზებული. მთაწმინდაზე სამართალდამცველებმა გარდაცვლილის ცხედარი  დღეს დილით ნახეს. ცხედარს ამ წუთებში, ექსპერტიზა უტარდება. გამოძიება ადგენს, რა გახდა ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით ... ...

არქივი

ზაფრანი

ჰეგემონი ციფრები

ბედის ციფრის გამოთვლის ტექნიკა ჩვენი...

რატომ ეჩვენებათ მთვრალ მამაკაცებს ყველა ქალი ლამაზი

არსებობს ცნობილი რუსული გამოთქმა: ულამაზო...

დედამიწაზე ყველა ცოცხალი არსება გონიერი რომ გახდეს

ერთ მშვენიერ დღეს დედამიწაზე ყველა...

"ტატუ" იმუნურ სისტემას აუმჯობესებს

აქამდე ტატუს (სვირინგი) დანიშნულება, მხოლოდ...

როგორ გამოვიცნოთ პატიოსანი ადამიანი

ყველასთვის ცნობილია, რომ ბილწსიტყვაობა და...

როგორი მამაკაცი გჭირდებათ?

ქალების უმეტესობას მიაჩნია, რომ მამაკაცი,...
კარმიდამო ჩემი

როგორ უნდა იცხოვროთ ისე, რომ სიმსივნით არ დაავადდეთ

ადამიანები, რომლებიც სიმსივნით იტანჯებიან და...

ოხრახუშს უნარი აქვს განკურნოს დეპრესია, შიზოფრენია და ალცჰეიმერის დაავადება

ბიოაქტიური ნივთიერება, რომელსაც შეიცავს ოხრახუში,...

"ბარი უნდა იცნობდეს მთასა და საქმეზე შეყვარებული და-ძმას"

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირის მკვიდრი...

რა გავაკეთოთ შემოდგომის მიწურულს საკარმიდამო ნაკვეთებში

ნოემბერ-დეკემბერში აქტიური სამეურნეო სამუშაოები ძირითადად...

პესტიციდების გამოყენებისას უდიდესი სიფრხილეა საჭირო

არსებობს უნივერსალური პესტიციდები, რომლებსაც ერთდროულად...

სიმინდის მოვლა თავიდან უნდა ვისწავლოთ

სიმინდის მოვლა-მოყვანის წესებს დასავლეთ საქართველოს...

რატომ უნდა მოვაშენოთ ბატი

როგორც უხნესი ადამიანები ამბობენ, საქართველოში...

დედოფლის ყვავილს დედოფალივით მოვლა სულ არ სჭირდება

წარსულში ძალზე პოპულარული და მერე...

მოვამზადოთ ნესვის სასმელი

ნესვი გოგრისებრთა ოჯახის ერთ-ერთი ყველაზე...

თაფლის ღვინო _ "თაფლუჭა"

თაფლის ღვინო და არაყი უნიკალური...

"ზამთარშიც გაზაფხულს ვეძებ და "გატყავებულ" გარემოს ვმოსავ"

"კარმიდამო ჩემის" უამრავ რესპონდენტს შორის,...