თინა ხიდაშელი: "აბა შენ რა გიხაროდა, შე უპატრონოო" იტყოდა ადამიანი ჩემზე ამ ორი დღის ეთერების შემყურე"

ფეისბუქსტატუსები

თინა ხიდაშელი: "აბა შენ რა გიხაროდა, შე უპატრონოო" იტყოდა ადამიანი ჩემზე ამ ორი დღის ეთერების შემყურე"

2016 ივლ 11 13:52:29

"არასწორი კითხვაა: გახდება თუ არა საქართველო ნატოს წევრი _ ასე უპასუხა ერთ ერთმა ჩვენი მეგობარი ქვეყნის ხელმძღვანელმა ჟურნალისტებს_ გადასაწყვეტია მხოლოდ როდის" _ წერს სოციალურ ქსელში საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი და ვარშავის სამიტს აფასებს:

"ჩემი ქვეყნის 20 პროცენტი ისევ ოკუპირებულია, რუსული დრონები ალბათ ისევ შემოფრინდებიან და გაფრინდებიან როგორც მანამდე, გიგა ოთხოზორიას მკვლელი კვლავ დაუსჯელია, ბანერების წინ და უკან თრევის, სრულიად გაუგებარი პოლიტიკა ისევ გაგრძელდება, საქართველოს ისევ არ ყავს საზღვაო ფლოტი, არც ჩვენი სამხედრო ავიაციაა საუკეთესო ნატოს სტანდარტების მდგომარეობაში.

ეს ყველაფერი სიმართლეა და ალბათ შეიძლება კიდევ უფრო გრძელი ჩამონათვალის მოფიქრება. აქ გავჩერდები. ალბათ გასაგებია.

ამასობაში, იმ ერთი კარგი ქართული ნაწარმოების არ იყოს "აბა შენ რა გიხაროდა, შე უპატრონოო" იტყოდა ადამიანი ჩემზე ამ ორი დღის ეთერების შემყურე.

და მართლაც რა მიხარია? რატომ მგონია, რომ ვარშავის სამიტი ისტორიულია ყველასთვის და არა მხოლოდ ლიტვისთვის, სადაც ნატოს ბატალიონი განთავსდება ან მონტენეგროსთვის რომელიც წევრი გახდება, არამედ ჩვენთვის, საქართველოსთვისაც?

1. 8 წლის წინ, რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ სულ რამდენიმე თვეში, ნატო რუსეთთან ჩვეულებრივი საქმიანობის რეჟიმში გადავიდა. თითქოს არც არაფერი მომხდარა, ოკუპაცია მოგვეჩვენა, მსხვერპლიც ილუზორული იყო და რუსული ჩექმის ქვეშ გათელილი საერთაშორისო სამართალიც ისევ მოქმედებდა.

პოლიტიკურ განცხადებებს და პოლიტიკურ მხარდაჭერას ვერ გავცდით მაშინ.

2. 6 წლის შემდეგ, რუსეთმა ჯარები კიდევ ერთი ქვეყნის ტერიტორიაზე შეიყვანა და ყირიმის ანექსია მოახდინა. დაიმედებულმა, წახალისებულმა რომ დასავლეთს სიბრაზე ისევ მალე გადაუვლიდა და ყველაფერი ძველ რელსებზე დაბრუნდებოდა.

3. უფრო მეტის სულ მალე აღმოსავლეთ უკრაინას შეუტია და მისი სრული ოკუპაციის მცდელობა ქონდა.

4. 2 წლის წინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ დასავლეთში რუსეთისადმი დამოკიდებულების სრული გადაფასება მოხდება, შემდეგ ეს გადაფასება პოლიტიკური განცხადებებიდან სანქციებად გადაითარგმნებოდა და ბოლოს ნატო, ყირიმის ანექსიიდან 2 წლის თავზე რუსეთს მისი უსაფრთხოებისათვის მთავარ გამოწვევად დაასახელებდა და შესაბამის მოქმედებას დაიწყებდა.

4. დღეს, ვარშავაში ნატომ მისთვის სრულიად უპრეცედენტო ნაბიჯები გადადგა. გადაწყვეტილებები მიიღო, რომლის მაგვარიც ბალტიისპირეთის გაწევრიანების შემდეგ არ მომხდარა.

 აღმოსავლეთის საზღვრების გაძლიერება,  4 ბატალიონის ფორმირება და გადასროლა, შავი ზღვის, მისი უსაფრთხოების ერთ ერთ მთავარ გამოწვევად გამოცხადება _  სწორედ ის ნაბიჯებია, რომელზეც 8 წლის წინ ვერც კი ვიოცნებებდით, ხოლო 2 წლის წინ უიმედო დისკუსიაში ვიყავით ჩართული.

5. ვარშავაში ბევრი სხვა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაც იყო მიღებული, თუმცა აქ ჩემი ამოცანა ძალიან გრძელი კომუნიკეს შეჯამება არ არის, სადაც რუსეთი მთავარ საფრთხედ, გამოწვევად, პრობლემად არის მოხსენიებული, სადაც მისგან პირდაპირ ითხოვენ ანექსიისა და ოკუპაციის შეჩერებას, აღიარებების უარყოფას და სხვა.

ჩემი ამოცანაა აგიხსნათ რატომ ვარ იმედიანად, რატომ მჯერა ნატოს მშვიდობის ძალის, რატომ ვარ დარწმუნებული რომ ხვალ წევრობაც იქნება, რატომ მიხარია ვარშავა და მისი გადაწყვტილებები, რატომ მგონია, რომ ის რაც კარგია და დაიცავს ლიტვას, ან ლატვიას ან ესტონეთს დაგვიცავს ჩვენც.

8 წლის წინ ვერავინ წარმოიდგენდა, უფრო მეტიც, ჯერ კიდევ 2 წლის სერიოზულად დაგცინებდნენ, იმაზე რაც დღეს რეალობაა.

მე ქართველი ვარ და ბუნებრივია მჯერა რომ 8 წლის წინ უნდა ყოფილიყო გამოღვიძება, საფრთხის ბოლომდე დანახვა, გაანალიზება, მასზე რეაგირება, მოკავშირეების გაძლიერება და ნატოს მხრიდან, მეტი სიძლიერის დემონსტრირება. სწორედ საქართველოს ოკუპაციისთვის უნდა დასჯილიყო რუსეთი სანქციებით, სწორედ საქართველოს ოკუპაცია უნდა ყოფილიყო დიდი გამოფხიზლება. შეიძლება გაბრაზებული ვიყოთ, იმედგაცრუებულიც, მოთმინება გვღალატობდეს და ჩვენს რიტორიკაში ცინიზმი გავამრავლოთ. სრულიად ლეგიტიმური იქნება.

მაგრამ ასევე, შეიძლება დავინახოთ, რომ დღეს სხვა მსოფლიოში ვცხოვრობთ. ზუსტად ისე, როგორც 2 წლის წინ წარმოუდგენელი ჩანდა პოლონეთში ნატოს ბატალიონები, ან შავ ზღვაზე ნატოს უსაფრთხოების ქოლგა, დღეს ასეთივე შორეული ჩანს საქართველოს წევრობა. თუმცა ბევრი რამ მოხდა. გარდაუვალი აუცილებლად მოხდება. ამის დასტურია ვარშავა.

 მთავარია, ჩვენ მშვიდად და მიზანმიმართულად ვიაროთ ამ გზაზე; მთავარია, ხვალ დილითვე დავიწყოთ ზრუნვა, მოქმედება, შრომა, ბრძოლა შემდეგი გადაწყვეტილებებისათვის.

 მთავარია, დავინახოთ მიღწეული და მის გავრცობა, გაფართოება, გაძლიერებაზე ვიზრუნოთ.

 მთავარია, არ დავიღალოთ ამ ბრძოლაში ევროპული, ნათელი, მშვიდობიანი, განვითარებული საქართველოსთვის.

ვარშავამ ისტორიული კომუნიკე მიიღო. ყველაფერს თავისი სახელი დაარქვა და გამოწვევებს პასუხი გასცა.

საქართველოს წევრობაც დაგვიანდა.

მაგრამ ზუსტად ისე, როგორც აღმოსავლეთის ფლანგის გაძლიერების შემთხვევაში, გადაწყვეტილება აუცილებლად დადგება.

ჩვენ ყველანი ერთდ ვიზეიმებთ ამ დღეს. ვარშავამ ამაში მგონი ყველა დაგვარწმუნა.

კიდევ ერთხელ, ცოდა დაგვიანებით, მაგრამ დიდი თვალის ახელა შედგა.

დანარჩენი ტექნიკის და დროის ამბავია.

P.S. MAP-ზეც აუცილებლად დავწერ ამ დღეებში, _ წერს ხიდაშელი.




 ახალი ამბები
  • ავტოსაგზაო შემთხვევა ზუგდიდში - არის დაშავებულიზუგდიდის ცენტრში  ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ერთმანეთს მსუბუქი და სატვირთო ავტომობილები შეეჯახნენ. ავარიის შედეგად ახალგზარდა ქალი დაშავდა, რომელიც მსუბუქ ავტომობილს მართავდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ამ დროისთვის ზუგდიდის რეფერალურ  ჰოსპიტალშია გადაყვანილი. მედიკოსების შეფასებით, პაციენტის სოცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. რა გახდა ავტოსაგზაო შემთხევის მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია.   შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით ... ...
  • სამტრედიელი გოგონა მოსკოვში, აჭარულის ცეკვის დროს გარდაიცვალა20 წლის გოგონა თავის დაბადების დღეზე, მოსკოვში, აჭარულის ცეკვის დროს გარდაიცვალა. მომხდარის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში გარდაცვლილის ოჯახის ახლობელი ავრცელებს. „ანა ენგიბარიანს საშინელმა ბედისწერამ მოსკოვში საკუთარ დაბადების დღეზე  აჭარულის ცეკვისას მოუსწრო. ამ შემზარავმა და დაუჯერებელმა ფაქტმა შავებით შემოსა გარი ენგიბარიანის ლამაზი სამშვილიანი ოჯახი. წარმოშობით სამტრედიელი გოგონა ასე მძიმედ დაემშვიდობა მოსკოვს სადაც ბავშვობა გაატარა და ახლა მშობლიური სამტრედია ჩაიხუტებს მის ცხედარს..“_ წერს ის. გარდაცვალების მიზეზი უცნობია, ახლობლების თქმით, გოგონა სიცოცხლეში არაფერს უჩიოდა. ანა ენგიბარიანი წარმოშობით სამტრედიელია. მისი ოჯახი საცხოვრებლად მოსკოვში, დაახლოებით, 15 წლის წინ გადავიდა. ენგიბარიანები მშობლიურ სამტრედიას ხშირად სტუმრობდნენ. გარდაცვლილ   გოგონას საქართველოში ხვალ ჩამოასვენებენ. ... ...
  • მოძველებული ინფრასტრუქტურა, სანიტარულ-ჰიგიენური პირობები_ რა ხდება “თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში“2020 წლის 14 თებერვალს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ შპს „თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი“ მოინახულა. სახალხო დამცველმა დაათვალიერა დაწესებულების ქალთა და კაცთა განყოფილებები, სასადილო სივრცე; შეხვდა და გაესაუბრა სტაციონარში მყოფ პაციენტებს და ცენტრის პერსონალს. ვიზიტის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს. მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, რომ პრობლემურია დაწესებულების მოძველებული ინფრასტრუქტურა, გადატვირთულობა და სანიტარულ-ჰიგიენური პირობები. ცენტრში არსებული მდგომარეობა არ ქმნის ხელსაყრელ თერაპიულ გარემოს. პაციენტები არ არიან უზრუნველყოფილი სათანადო საყოფაცხოვრებო პირობებით. არ აქვთ პირადი ნივთების შესანახი კარადები. განყოფილებებში არ დგას სკამები, რბილი ავეჯი. თამბაქოს მოსაწევი ადგილი არ არის იზოლირებული განყოფილების საერთო სივრციდან. შენობაში დგას მძაფრი სპეციფიური სუნი. პაციენტები მოკლებული არიან ყოველდღიური გასეირნების შესაძლებლობას. სველ წერტილებში არ მოდის ცხელი წყალი, რის გამოც მათ პირადი ჰიგიენის დაცვა ცივი წყლის გამოყენებით უწევთ. სტაციონარისთვის არსებული დაფინანსება აბრკოლებს პაციენტთა სათანადოდ მოვლის, ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ხარისხს. ბენეფიციართა შორის ხშირია კონფლიქტისა და ძალადობის შემთხვევები. არ ხდება ასეთი შემთხვევების სათანადო მართვა, არ ხორციელდება ძალადობის პრევენციისთვის საჭირო ღონისძიებები. დაწესებულებას არ ჰყავს საკმარისი რაოდენობის პერსონალი. ამასთან, არც დასაქმებულებს აქვთ სათანადო სამუშაო პირობები. სახალხო დამცველი მოუწოდებს სახელმწიფო უწყებებს გააძლიერონ ღონისძიებები ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში ადამიანის უფლებების დაცვის მაღალი სტანდარტის უზრუნველყოფის მიმართულებით. დროულად მოხდეს სფეროს დეინსტიტუციონალიზაციის სტრატეგიის შემუშავება, თემზე დაფუძნებული და ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის სერვისების რაოდენობის ... ...
  • „ახალგაზრდობა,რომელიც მამების თაობას უმოქმედობას არ აპატიებს“_ სამტრედიის მერი მოსწავლეებს შეხვდა,,მე რომ მუნიციპალიტეტის მერი ვიყო"- ამ ფორმატში დიალოგი შედგა დღეს სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის სააქტო დარბაზში. მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის მოსწავლეთა პარლამენტის წევრები სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერთან იმ ინიციატივებით შევიდნენ, რომლის განხორციელებაც ახალგაზრდების ინტერესში შედის. მოსწავლეების მიერ შეთავაზებული პროექტები  მოიწონა მერმა, ვალერიანე ფოცხვერიამ, განსაკუთრებით აქტუალურად მიიჩნია ქალაქში მომრავლებული მაწანწალა ძაღლების საკითხის მოგვარება და სპორტის სასახლის აშენება. მოსწავლეთა პარლამენტის წევრები ქალაქში დასუფთავების მიზნით ურნების დამატებას ითხოვენ. მათ გაუმართლებლად მიაჩნიათ ქალაქში საზოგადოებრივი ტუალეტის არ ქონა. მერმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ წინა წლებში ხელშეკრულება ჰქონდათ გაფორმებული, კონტრაქტორს გაყავდა ძაღლები, აცრიდნენ, ყურზე ბირკას ადებდნენ და უკან აბრუნებდნენ, რასაც  მისახლეობისთვის სასურველი ეფექტი არ მოუტანია. ფოცხვერიას განცხადებით, ძაღლის კბენის ეშინია მოსახლეობას და უკან დაბრუნებული, თუნდაც აცრილი, კბენის საშიშროებისგან ვერ იცავს ქუჩაში მოსიარულეებს ,,ოპოზიცია რომ იყოთ, ვიცით, რა პასუხსაც გაგცემდით, მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს მაწანწალა ძაღლების პრობლემა ,,მოგვარებული" ჰქონდათ, შუაგულ ქუჩაში ხოცავდნენ ძაღლებს. სრულიად სამართლიანია თქვენი მოთხოვნა, თქვენი თვალით დანახული პრობლემები. ვეცდებით,  გავითვალისწინოთ და დროულად მოვაგვაროთ. მოდის ახალგაზრდობა, რომელიც მამების თაობას უმოქმედობას არ აპატიებს,“_  განაცხადა ... ...
  • ოზურგეთის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი „ბლექსი არენას“ უსასყიდლოდ გადეცემადღეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  სხდომაზე განიხილეს საკითხი: „ოზურგეთის მუნციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სახელმწიფოსთვის საკუთრებაში გადაცემის შესახებ. საკითხის ირგვლივ მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენელმა, პელაგია  კალანდაძემ ისაუბრა და თქვა, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 3724 კვ. მ და 502 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები გადაეცეს უსასყიდლოდ  საკუთრებაში სახელმწიფოს შემდგომში   შპს „ბლექსი არენას ჯორჯიას“-სთვის  გადაცემის მიზნით. საკრებულოს დეპუტატებმა იკითხეს, რა დანიშნულებისთვის სჭირდება,რატომ უნდა გადაეცეს ეს მიწა „ბლექ სი არენას“. პელაგია კალანდაძემ უპასუხა, რომ ეს მიწის ფართი  იქ პარკირებისთვის ... ...

არქივი

ზაფრანი

„წყალგარეული“ ღვინის მომავალი

სამხრეთ აფრიკელმა მეღვინეებმა ბევრი იფიქრეს,...

ჯონ ლენონის ნივთები დღესაც სარფიანად იყიდება

მას შემდეგ, რაც დიდი ბრიტანელი...

ლუდი გონების სამსახურში

როგორც ამერიკელმა და ახალზელანდიელმა მეცნიერებმა...

ბრიტანელები ჰიტლერის ფოტოებით დაინტერესდნენ

ცოტა ხნის წინ, ამერიკის შეერთებულ...

საუკეთესო თეთრ ღვინოებს შორის

Chateau d'Yquem მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე ...
კარმიდამო ჩემი

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...