" საქვეყნოდ დასაცინად გაგვიხადა საქმე" _ ზვიად კვაჭანტირაძე ოლიმპიელების ჩაცმულობაზე

ფეისბუქსტატუსები

" საქვეყნოდ დასაცინად გაგვიხადა საქმე" _ ზვიად კვაჭანტირაძე ოლიმპიელების ჩაცმულობაზე

2016 ივლ 24 02:44:27

სოციალურ ქსელში არ წყდება საუბარი ქართველი ოლიმპიელების ჩაცმულობაზე. უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ფორმები უგემოვნო და ქვეყნისთვის სამარცხვინოა. მათ შორის საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ზვიად კვაჭანტირაძე:

"უპირველესად, გზას დავულოცავ ჩვენს გოგო-ბიჭებს და ვუსურვებ გამარჯვებებს რიოში. დარწმუნებული ვარ გაგვახარებენ და ბევრ ოქროს და ვერცხლს ჩამოიტანენ ბრაზილიიდან!

ახლა კი საერთო აღშფოთებას უნდა შევუერთდე და ვისაც უნდა ეწყინოს. ჩვენც გვაწყენინეს ამ უშნო გადაწყვეტილებით.

ჯერ ერთი, ზაფხულია ხალხო და ეს მაინც როგორ ვერ გაითვალისწინეთ, როდესაც ამ აშკარად საზამთრო დიზაინის ფორმებზე თანხმდებოდით? (სხვა დეტალებზე აღარც გავჩერდები.)

ვერცერთ გაღიმებულ სპორტსმენს ვერ ნახავ დღევანდელ ფოტოებზე. სიცხის ბრალი იყო ალბათ, მაგრამ რიოში კიდევ უფრო ცხელა.!!!

ოლიმპიური ფორმა უნდა იყოს მსუბუქი, ძალიან ორიგინალური, ახალგაზრდული და სექსუალური. ბოლოსდაბოლოს, რამდენი ნიჭიერი დიზაინერი გვყავს მთელს მსოფლიოში მიმოფანტული....

არ მაინტერესებს ვინ შეკერა ეს უმსგავსოება. მთავარია, რომ უგემოვნებო და უსახური ფორმები შეკერა და საქვეყნოდ დასაცინად გაგვიხადა საქმე.

იქნებ ჯერ კიდევ შეიძლება ამ მარაზმატული შეცდომის გამოსწორება?" _ წერს კვაჭანტირაძე სოციალურ ქსელში.




 ახალი ამბები
  • "დასაკარგი დრო არ გვაქვს"- პატარა ლიზის ხალხის დახმარება სჭირდება7 წლის ლიზიკო ტყეშელაშვილს დახმარება სჭირდება. როგორც „გურია ნიუსს“ ლიზიკოს მშობლებმა უთხრეს, ბავშვს 2 წლის წინ ანგინა დაემართა, რის შემდეგაც სიცხეები და ღებინება დარჩა, ექიმები სხვადასხვა აზრს გამოთქვამდნენ, მაგრამ ცოტა ხნის წინ შეიტყვეს, რომ ბავშვს თავის ტვინის  ავთვისებიანი სიმსივნე აქვს. ექიმები ამბობენ, რომ საქართველოში ოპერაცია ძალიან დიდ რისკებთან არის დაკავშირებული და ლიზის სჭირდება ოპერაცია გერმანიაში. საზღვარგარეთ ოპერაცია კი  სოლიდურ თანხებთან არის დაკავშირებული და  ოჯახს ამის საშუალება არ აქვს. „ძალიან გვჭირდება თითოეული თქვენგანის დახმარება, ვინაიდან 7 წლის ლიზის აღმოაჩნდა თავის ტვინის ავთვისებიანი სიმსივნე რამდენიმე ადგილას. ორი წლის წინ ლიზის აღმოაჩნდა ანგინა, რომელმაც დაუტოვა დაბალი სიცხეები და ღებინება. ექიმები აფიქსირებდნენ სხვადასხვა აზრს, თუმცა, საბოლოო შედეგს თუ რის გამო იყო ლიზი ამ მდგომარეობაში ვერავინ გვეუბნებოდა.   ამის გამო გადავწყვიტეთ გადაგვეღო მაგნეტო რეზონანსული ტომოგრაფია თავზე  და გავიგეთ ამ დიაგნოზის შესახებ. ლიზიკოს სასწრაფოდ ესაჭიროება ოპერაცია გერმანიაში, დაგვიანების შემთხვევაში საფრთხე ემუქრება მის სიცოცხლეს. ექიმები ვარაუდობენ, რომ ოპერაციის დაგვიანების შემთხვევაში დიდი ალბათობაა, რომ ბავშვი დაინვალიდდეს და მხედველობა დაკარგოს. ველოდებით კალკულაციას გერმანიის კლინიკებიდან, მაგრამ დასაკარგი დრო არ გვაქვს და ვიწყებთ თანხის შეგროვებას. დაახლოებით 200 000 ევროა საჭირო ოპერაციის ჩასატარებლად. გთხოვთ, გამოვიჩინოთ გულისხმიერება და დავეხმაროთ ლიზის გამოჯანმრთელებაში. ანგარიშის ნომერი: თიბისი ბანკი: GE63TB442345061100041 საქართველოს ბანკი: GE92bg0000000756736700 მიმღები თეა ნოზაძე. წინასწარ მადლობას გიხდით და გთხოვთ გაითვალისწინოთ პატარა ლიზის მდგომარეობა“,_ ამბობენ პატარა ლიზიკოს ოჯახში. ... ...
  • უკანონო ნადირობა წითელ ნუსხაში შეტანილ კავკასიურ მურა დათვის ბელზეგარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ახალციხის მუნიციპალიტეტში უკანონო ნადირობის ფაქტი გამოავლინეს. მოქალაქემ, სოფელ ტყემლანას მიმდებარედ, გაუფორმებელი იარაღით მოინადირა წითელ ნუსხაში შეტანილი კავკასიური მურა დათვის ბელი, რომლის წონამ 30 კგ. შეადგინა. სამართალდამრღვევი ნანადირევის ტრანსპორტირებას ავტომანქანით ორ თანმხლებ პირთან ერთად ახდენდა. იგი იარაღითა და ნანადირევით გაქცევას შეეცადა, მაგრამ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის, სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა მიმალვის საშუალება არ მისცეს. სამართალდამრღვევმა ჩადენილი დანაშაული აღიარა. ... ...
  • ქუთაისში მაღაზიის დაყაჩაღებისთვის 1 პირი დააკავესშინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ქუთაისში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი გახსნეს. დაკავებულია 1 პირი - 1997 წელს დაბადებული ე.ხ. ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მიმდინარე წლის 1 დეკემბერს, ქუთაისში მდებარე ერთ-ერთ მარკეტს ყაჩაღურად თავს დაესხა, ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით მოლარეს ფული გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, დანაშაულის ჩადენის იარაღი - ცეცხლსასროლი პისტოლეტი და საბრძოლო ვაზნები ნივთმტკიცების სახით ამოიღო. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. ყაჩაღობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.  ... ...
  • დიდ ჯიხაიშში ნიკო ნიკოლაძის დაარსებული და სააკაშვილის მიერ გაუქმებული ტექნიკუმი აღდგება_გახსოვთ,  ალბათ,  სახელოვანი ტექნიკუმი,  ნიკო ნიკოლაძის დაარსებულ-აშენებული, სააკაშვილმა რომ გააუქმა  ჰოდა, აღორძინება იწყება_ ასეთ ფეისბუქსტატუსს აქვეყნებს ჟურნალისტი დარეჯან მეფარიშვილი. მისი ინფორმაციით, 2020 წელს დაიწყება შენობის რემონტი, რისთვისაც  გამოყოფილია 5 მილიონი ლარი. მეფარიშვილის ინფორმაციით, ამ საქმეს  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის  ფაკულტეტის  დეკანი  გიგა ქვარცხავა ხელმძღვანელობს, რომელმაც   ძალიან გაახარა  სასწავლებლის ხელმძღვანელები და სტუდენტები. სამტრედიის მუნიციპალიტეტის,  დიდი ჯიხაიშის ნ. ნიკოლაძის სახელობის პროფესიული სწავლების ცენტრის დაარსება უკავშირდება ნიკო ნიკოლაძეს, რომელმაც 1923 წელს თავისი საკარმიდამო საზოგადოებრივ სარგებლობაში გადასცა სოფელს და სწორედ აქ 1925 წლის ოქტომბერში გაიხსნა სასოფლო-სამეურნეო სასწავლებელი. 1930 წლის ოქტომბერში სასოფლო-სამეურნეო სასწავლებელი გადაკეთდა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმად. 1967 წელს მას მიენიჭა ნიკო ნიკოლაძის სახელი. 1993 წელს სასოფლო - სამეურნეო ტექნიკუმი გადაკეთდა. აგრარულ-ეკონომიურ ... ...
  • დაჯარიმებული “სოფო“, “მანუჩარის“ მიერ მიწოდებული ხორცი და აღძრული სისხლის სამართლის საქმეე.წ. ხორცის სკანდალის შესახებ მედიაში აქტიურად იწერება, რამდენიმე დღის წინ კი ხმაური ხმაური ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუს სასაკლაოზე აღმოჩენილი ვადაგასული ხორცის შესახებ ინფორმაციის გავრცელებამ გამოიწვია. მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ხორცი ბათუმის საბავშვო ბაღებისთვის იყო განკუთვნილი. რა ოდენობის ხორცი იყო უვარგისი და რა წერია სურსათის ეროვნული სააგენტოს გურიის სამმართველოს ოზურგეთის ბაღების გაერთიანების სახელზე მიწოდებულ ინფორმაციაში-აღნიშნული ინფორმაცია „გურია ნიუსმა“ სურსათის ეროვნული სააგენტოსგან გამოითხოვა. წერილის შინაარსს გთავაზობთ უცვლელად: „თქვენი 2019 წლის 9 დეკემბრის N378 წერილის პასუხად გაცნობებთ, რომ არაგეგმური დოკუმენტური შემოწმება განახორციელა 2019 წლის 8 დეკემბერს სურსათის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონულის სამმართველოს უფლებამოსილმა პირებმა შპს სოფო (ხორცის და ხორცის პროდუქტების წარმოება, გადამუშავება, კონსერვირება) ს/კ 448053230 ფაქტობრივი მის: ოზურგეთი, სოფ. დვაბზუ რომელიც არის შპს მანუჩარის ქვექონტრაქტორი. შემოწმების დროს გამოვლინდა შემდეგი შეუსაბამობები: 10 ტანხორციდან 3 ტანხორცზე არ იყო ჯანმრთელობის ნიშანდება, დარღვეული იყო ეტიკეტირების შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან, დარღვეული იყო რეალიზაციის ვადები და მიკვლევადობა. ასევე ტანხორცს არ ქონდა მოცილებული განსაკუთრებული რისკის მასალა (ზურგის ტვინი). ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა 1000 ლარით „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის“ 66-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად. შპს “სოფოს“ საწარმოო პროცესი არ ააქვს შეჩერებული. დაილუქა 216 კგ საქონლის ფილე და 872,9 კგ საქონლის ტანხორცი. შპს “სოფოს“ მიმართ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე სსკ 198-ე მუხლით.“ შპს“ სოფოს“ შესახებ არაერთი სკანდალური წერილი არის გამოქვეყნებული “გურია ნიუსის“ ვებ-გვერდზე და გაზეთში. ერთ-ერთი სტატია სოფო წილოსანის ავტორობით 2019 წლის აპრილში გამოქვეყნდა, სადაც წერია: შპს „სოფო“, რომელმაც ლანჩხუთის  საბავშვო ბაღებისთვის ხორცპროდუქტების მიწოდებაზე ელექტრონული ტენდერი მოიგო, დისკვალიფიცირებულია! მუნიციპალიტეტის სკოლამდელი საგანმანათლებლო-სააღმზრდელო ცენტრის ინფორმაციით, აღნიშნულმა კომპანიამ აუქციონის გარეშე ჩატარებულ ელექტრონულ ტენდერში მიიღო მონაწილეობა და ხორცპროდუქტების მიწოდებაზე ვალდებულება, კონკრეტული ფირმის სახელით ისე აიღო, რომ ამ ფირმასთან არ ჰქონდა შესაბამისი პარტნიორული ურთიერთობა. „ეს გარემოება ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი საგანმანათლებლო სააღმზრდელო ცენტრის მიერ გამოვლინდა ხელშეკრულების გაფორმების სტადიაზე. შესაბამისად, შპს „სოფოს“ დაუყოვნებლივ მიეცა დისკვალიფიკაცია. ამ ეტაპზე აღნიშნულ ტენდერთან დაკავშირებით მიმდინარეობს შესყიდვების კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურა“, _ ამბობენ  სკოლამდელ საგანმანათლებლო სააღმზრდელო ცენტრში. ცნობისთვის, სურსათის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონულმა სამმართველომ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის ცენტრიდან მიღებული შეტყობინების საფუძველზე, საბავშვო ბაღების მომმარაგებელ კომპანიაში  აპრილის დასაწყისში  არაგეგმური ინსპექტირება განახორციელა. უწყების ინფორმაციით, შპს „სოფოს“ შემოწმებისას გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები, კერძოდ, სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმებისა და ტემპერატურული რეჟიმის დარღვევა, კონდენსატის არსებობა მაცივარში და კოროზირებული მილი, ხორცის ორგანოლეპტიკური მახასიათებლების დარღვევა _ შეცვლილი ფერი და კონსისტენცია, რის გამოც ბიზნესოპერატორს საწარმოო პროცესი შეუჩერდა და დაჯარიმდა. “გურია ნიუსისთვის“ ცნობილი გახდა, რომ ოზურგეთში ჩატარებულ ტენდერში მხოლოდ შპს “მანუჩარი“ იღებდა მონაწილეობა, რომლის ქვე-კონტრაქტორი “შპს“ “სოფო“. ამასობაში “სოფოზე“ საქმე აღძრულია, რამდენჯერ დაჯარიმებულია, მაგრამ ეს შპს მაინც ახერხებს ტენდერებში გამარჯვებას. ... ...

არქივი

ზაფრანი

რატომ ცოცხლობენ ქალები მამაკაცებზე დიდხანს

მამაკაცები ქალებზე უფრო ხანმოკლედ ცოცხლობენ....

რა უპირატესობებს ფლობენ ქალები მამაკაცებთან შედარებით

მოქნილობა _ კუნთებში ელასტინის მაღალი და...

რომელი ცხოველი ხართ ინდიელთა ჰოროსკოპით

რომელია თქვენი ტოტემის ცხოველი ინდიელთა...

სამკაულები, რომლებსაც უბედურება მოაქვს

ზოგიერთ სამკაულს თავისი მფლობელისთვის წარუმატებლობის...

2020 წლის ჩინური ჰოროსკოპი

ჩინური ჰოროსკოპი ცხოველთა 12 ნიშანს...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...