"ოხ, ოხ, კარგი მოსამართლე რა გადაწყვეტილებას დაწერდა ამ ხელოვნური ფრაქციის საქმეზე" _ კახა კოჟორიძე

ფეისბუქსტატუსები

"ოხ, ოხ, კარგი მოსამართლე რა გადაწყვეტილებას დაწერდა ამ ხელოვნური ფრაქციის საქმეზე" _ კახა კოჟორიძე

2016 ნოე 24 13:20:33

|"მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს თუ საქართველომ უნდა არჩინოს მრეწველები?" _ ამ სათაურით სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს პრეზიდენტის მრჩეველი კახა კოჟორიძე.

"ჩვენი საარჩევნო კანონმდებლობა რომ მრავალმხრივ დასახვეწია, ეგ ფაქტია. მაგრამ ერთი რამ კარგად უნდა ვიცოდეთ: ვერასოდეს ვერ დავწერთ ისეთ კანონებს, რომელსაც გარკვეული არაკეთილსინდისიერი თუ უსამართლო გზებით პოლიტიკოსები (ან სხვები) გვერდს ვერ აუვლიან.

ასეთი სრულყოფილი კანონმდებლობა მსოფლიოში არ არსებოს და არც არასოდეს იარსებებს. მაგრამ ჩვენ რომ გვინდა გავხდეთ ისეთ ქვეყნებში რაც არსებობს, არის შემდეგი:

1) პოლიტიკური კულტურა და მორალი, რომელიც პოლიტიკოსს უზღუდავს არაკეთილსინდისიერი მოქმედებების შესაძლებლობას და 2) სამართლიანი სასამართლო. ოხ, ოხ, კარგი მოსამართლე რა გადაწყვეტილებას დაწერდა ამ ხელოვნური ფრაქციის საქმეზე. პროფესიული თვალსაზრისით გემრიელი ლუკმაა, მაგრამ ჩვენს დამატებით (უფრო სწორად, მთავარ!) პრობლემად კვლავ რჩება ის გარემოება, რომ ასეთი მოსამართლეები უმცირესობაში არიან.

სამართლის ნორმის განმარტება არ არის მხოლოდ კანონის გრამატიკული ტექსტის წაკითხვა. მხოლოდ გრამატიკულად კანონს კითხულობდნენ ევროპელი ლეგისტები 800 წლის წინ, რომაული სამართლის აღდგენის დროს. მას შემდეგ განვითარდა ევროპული სამართალი. რადგან ჩვენ ქართველები და მაშასადამე ევროპელები ვართ, იქნებ ჩვენი სამართალიც განვავითაროთ. კანონის სწორი განმარტების უამრავი თეორიულ-ფილოსოფიური ხერხებისა და მეთოდების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, თან საჭიროც არ არის. მოცემულ შემთხვევაში სამართლის პრინციპი ისედაც მარტივია და ნათელია: პრივილეგიებით ისარგებლოს იმ პარტიამ, ვისაც ხალხის მეტი მხარდაჭერა აქვს. არ არის მარტივი?

არ არის სამართლიანი? შევეკითხეთ ნებისმიერ გამვლელს და, თუ სამართალს არ განვავითარებთ, გამვლელებს მაინც დავუჯეროთ.

ამ კითხვებზე სწორი და სამართლებრივად დასაბუთებული პასუხის გაცემა ჩვენი ხარვეზიანი კანონმდებლობიდანაც შეიძლებოდა, მაგრამ როგორ მოვიქეცით: ხარვეზიანი კანონმდებლობის უხარვეზო პრინციპი გვერდზე მივაგდეთ და რაც ხარვეზიანი წინადადება ვიპოვეთ ზუსტად ის წესად ვაქციეთ. რატომ? ამ კითხვაზე პასუხი ისევ მანკიერ წრეზე წაგვიყვანს და პოლიტიკურ მორალთან, სამართლიან სასამართლოსთან და კიდევ სხვა მსგავს რაღაცეებთან მიგვიყვანს.

ხოდა, სანამ პოლიტიკური კულტურა თუ მორალი ამაღლდება, სანამ ღირსეული მოსამართლეები უმრავლესობაში მოვლენ და სანამ მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს, მანამ საქართველომ უნდა არჩინოს მრეწველები. ასეთია რეალობა სიღარიბე და უმუშევრობა პრობლემების რეიტინგის მუდმივი ლიდერი რომ არის, აი იმ ქვეყნაში" _ წერს კოჟორიძე.




 ახალი ამბები
  • გიორგი მიქაუტაძე უვადო მოსამართლედ განამწესეს იუსტიციის საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში მოსამართლედ უვადოდ გაამწესეს. მიქაუტაძის კანდიდატურას საბჭოს 11-მა წევრმა ერთხმად დაუჭირა მხარი. მიქაუტაძესთან ერთად საქალაქოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში ნიკოლოზ მარსაგიშვილი გაამწესეს. საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში 2 ვაკანსიაზე 28 კანდიდატი ... ...
  • WHO : მნიშვნელოვანია ყურადღების გამახვილება ურბანულ განვითარებაზეჯანდაცვის მსოფლიო  ორგანიზაციის ინფორმაციით, მსოფლიო მოსახლეობის ნახევარი ქალაქებში ცხოვრობს, 2050 წლისთვის კი, მოსახლეობის რაოდენობის ზრდის შედეგად, ქალაქებში კიდევ 2.5 მილიარდი ადამიანი იცხოვრებს. აღნიშნული ტენდენცია კი  ნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია ყურადღების გამახვილება ურბანულ განვითარებაზე, რომ ხელი შეეწყოს ჯანსაღ ცხოვრებას ქალაქში. როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში ამბობენ, ხალხი ქალაქში საცხოვრებლად ცხოვრების გასაუმჯობესებლად გადადის. თუმცა, ურბანული ცხოვრება  საზოგადოების ჯანმრთელობის სფეროში ბევრ გამოწვევას ქმნის. მაგალითად, არის  ქალაქები, რომლებსაც არ აქვთ სუფთა წყლის, სანიტარიისა და ნარჩენების მართვისთვის ეფექტური სისტემები, სადაც შეგხვდებათ ისეთი დაავადებები, როგორიცაა ქოლერა და დიარეა. ქალაქები ასევე დგანან დაბინძურებული ჰაერის, არაჯანსაღი კვების და არასაკმარისი ფიზიკური აქტივობის წინაშე. გარდა ამისა, საგზაო უსაფრთხოება და ძალადობა არის მუდმივი შეშფოთების საკითხი, ისევე როგორც ფსიქიკური ჯანმრთელობა. ჯანმრთელობაზე გავლენას ახდენს მრავალი ფაქტორი, რომელიც ცდება ჯანდაცვის მომსახურების ხელმისაწვდომობას. ეს მოიცავს ინფრასტრუქტურულ საკითხებს, ასევე დასაქმების, განათლებისა და საკვებ პროდუქტზე ხელმისაწვდომობას. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით,  უნდა შეიქმნას ქალაქები, რომლებიც მათი დიზაინით, პოლიტიკით და პროგრამებით ჯანმრთელობას ხელს შეუწყობენ.       ... ...
  • ევაკუაცია ყავლაშვილის ქუჩაზე_ ჩამონგრეულია სახლის ნაწილითბილისში, შოთა ყავლაშვილის ქუჩაზე 2-სართულიანი საცხოვრებელი სახლის ნაწილი ჩამოინგრა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მისვლისთანავე მეხანძრე-მაშველებმა უსაფრთხოების მიზნით, ამავე შენობასა და მის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის ევაკუაცია განახორციელეს. ადგილზე მიღებულია უსაფრთხოების ზომები.       ... ...
  • ჭიათურაში არსებული სიტუაცია არის მძიმე და მე ვიზიარებ ჩვენი მაღაროელების მოთხოვნას _ ბახტაძეჭიათურაში არსებული სიტუაცია არის მძიმე და მე ვიზიარებ ჩვენი მაღაროელების სამართლიან და ობიექტურ მოთხოვნას ისეთ საკითხებში, როგორიც არის შრომის უფლებები, უსაფრთხოება, სამედიცინო მომსახურება ადგილზე, კვება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.პრემიერ-მინისტრმა მოუწოდა ორივე მხარეს, მისაღებ შედეგებზე დროულად ჩამოყალიბდნენ.„მე ვიცი, რომ ამავე დროს, კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება, მათ გააკეთეს შეთავაზება და მინდა ორივე მხარეს ვთხოვო, რომ რაც შეიძლება მეტი ინტენსიური დიალოგის შედეგად დროულად ჩამოვყალიბდეთ მისაღებ შედეგებზე. ეს არის სისტემური მნიშვნელობის მქონე საწარმო ჩვენი ეროვნული ეკონომიკისთვის და მისი სრულფასოვანი ფუნქციონირება არის ძალიან მნიშვნელოვანი“, _ განაცხადა მამუკა ... ...
  • როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებშიგარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 24-27 მაისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა, 25-27 მაისს იქროლებს ძლიერი ქარი. 24-25 მაისს ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +26, +31, ხოლო 26-27 მაისს +22, +27 გრადუსია მოსალოდნელი. თბილისში, ძირითადად, ღამისა და საღამოს საათებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა +27, +29 გრადუსი იქნება.     ... ...

არქივი

ზაფრანი

მიირთვით ბევრი ვაშლი, კივი და ფორთოხალი

მწვანე ჩაი არა მხოლოდ აუმჯობესებს...

ბრიტანელმა სწავლულებმა სინათლის სხივების შენელება ისწავლეს

ბრიტანელმა სწავლულებმა კიდევ ერთი ნაბიჯით...

შაოლინის მონასტრის დიეტა

დიეტით მხოლოდ ლამაზი ქალბატონები როდის...

როგორ ვებრძოლოთ სლოკინს

სლოკინთან დაკავშირებით შესაძლოა ბავშვობა და...

როგორ მოვიშოროთ კბილის ტკივილი

ყველაზე მარტივი რეცეპტები: მოამზადეთ "სალბის"...

გინდათ, არასდროს გასუქდეთ?

ზოგიერთი ჩვენგანი თვით ბუნებამ დაასაჩუქრა,...
კარმიდამო ჩემი

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...