"როგორც დაგვიანონსეს, გვეტყვიან, რომ ჩვენ მოღალატეები ვართ"... _ დაპირისპირება ენმ-ში


ფეისბუქსტატუსები

"როგორც დაგვიანონსეს, გვეტყვიან, რომ ჩვენ მოღალატეები ვართ"... _ დაპირისპირება ენმ-ში

17 დეკ. 2016, 16:46:05

ბოლო დღეების განმავლობაში, ფეისბუქში "ნაციონალური მოძრაობის" ორ ფრთას შორის, რომელსაც პირობითად უკვე სააკაშვილის და ბოკერიას ფრთას უწოდებენ, აშკარა დაპირისპირება მიმდინარეობს.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ორგანიზაციის და ამავდროულად ქალაქის საკრებულოს წევრი ბათლომე შელია განცხადებას ავრცელებს. ის ენმ-ის წევრებს შორის არსებულ დაპირისპირების მიზეზებზე საუბრობს. განცხადებაში ნათქვამია, რომ 20 დეკემბერს, ნაციონალური მოძრაობის ზუგდიდის ორგანიზაცია შეხვედრას გამართავს, სადაც დადგება პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის ლიდერების ლაშა დამენიას და თენგიზ გუნავას სანდოობის საკითხი. შეხვედრას მიხეილ სააკაშვილი „სკაიპით“ ჩაერთვება და „როგორც დაგვიანონსეს, გვეტყვიან, რომ ჩვენ მოღალატეები ვართ“, - ამბობს ბათლომე შელია.

"ზუგდიდში მიშას მხარდამჭერობას ამოფარებულებმა ისეთი მეთოდებით დაიწყეს ბრძოლა, რაც არც მიშას შეეფერება და არც იმ ადამიანებს, ვინც საბჭოზე ხმა მისცა მიშას შემოთავაზებულ პროექტს და დღეს პარტიაში განსხვავებული პოზიციის ერთ მხარეს დგანან...

ჯერ იყო და პარლამენტში ზუგდიდიდან დეპუტატებს იმდენი ტალახი ესროლეს, ჩვენი ამომრჩეველიც და არა ამომრჩეველიც გაოგნებული იყო და არიან...

ეს ტალახი მიშას ღალატის სახელით "მოზილეს" და ბუნებრივი რეაქციაც და მხარდამჭერებიც მოიპოვეს.
შემდეგ ეტაპად პარტიაში შეხვედრა დაგეგმეს, იქ მოიწვიეს პარტიული აქტივი არასრული შემადგენლობით. ძირითადად ის ადამიანები, რომელთა ძირითადი ნაწილის აზრი წინასწარი გასაუბრებით იცოდნენ. შეხვედრის ძირითად მოდერატორებად ანი წითლიძე, მაია კალანდია, მანანა ტრანკლე და ალიკა ქობალია (პრაქტიკულად იმ ე.წ. ფლანგის ლიდერები) მოგვევლინნენ...

შეხვედრის ბოლოს თენგიზ გუნავას უნდობლობის საკითხი დააყენეს, მხოლოდ რვა ადამიანმა ასწია ხელი სავსე დარბაზში და ამ ფონზე გარეთ გამოსულებმა მედიას განუცხადეს, რომ პარტიის ზუგდიდის აქტივმა გუნავას უნდობლობა გამოუცხადაო...

ეს მედია, რა თქმა უნდა "ოდიში" იყო, რომელიც პარტიულ შეხვედრაზე მოიყვანეს სწორედ ამ განცხადების გასაჟღერებლად...

ამ ფაქტზე პოლიტიკურ შეფასებას მე არ გავაკეთებ. ვინ რა დოზითაც იცნობთ პოლიტიკას ისე შეაფასებთ...

შემდეგ, მეორე დღესვე იყო ჩემი ინიციატივა შეგვეკრიბა ყველა, ვინც პარტიის სტრუქტურულ რგოლს წარმოადგენდა, ერთად ერთი მიზნით, გვეკითხა ეთანხმებოდნენ თუ არა ისინი გუნავა-დამენიას უნდობლობის საკითხს?!

მოვიწვიეთ ყველა სოფლის პირველადი ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ქალაქის ყველა ზონის კოორდინატორი, პარტიის ოფისის თანამშრომლები და როგორც კი გაიგეს ამ შეხვედრის ორგანიზების შესახებ, იმ წუთშივე წამოვიდა უკვე ცნობილი წითლიძის პოსტი, ძალიან ბავშვური ბრალდებით, რომ თურმე მე "ვაგინებ მიშას" და "ხალხს ვავერბოვკებ მიშას წინააღმდეგ"...

შეხვედრამ, რომელსაც რა თქმა უნდა ესწრებოდა ზემოთ ხსენებული ოთხეული, ასევე დაძაბულ რეჟიმში ჩაიარა. ბევრმა გამოთქვა საკუთარი მოსაზრება სხვა და სხვა ფორმით, თუმცა არავის წამოსცდენია, რომ გუნავა-დამენიას უნდობლობაზე უნდა გვემსჯელა. აბსოლიტურად ყველა ვაღიარებდით მიშას, როგორც ლიდერის როლს პარტიაში, მაგრამ გვქონდა სხვა და სხვა შეხედულებები პარტიაში მიმდინარე მოვლენებზე...
განსხვავებული აზრი, შიდა პარტიული რევოლუციონერების მხრიდან, იწოდებოდა მოღალატეობრივად და სწორედ ამ 4 ადამიანისგან შემდგარმა ჯგუფმა როდესაც ვერ მიაღწია გუნავა-დამენიას უნდობლობის საკითხს, განაცხადა, რომ 20 დეკემბერს ჩაგვერთვება მიხეილ სააკაშვილი და იქ გავიგებდით მისგან, რამდენად სანდოა გუნავა-დამენია...

ეს განცხადება ალიკა ქობალიამ გააკეთა პირველ შეხვედრაზე ირიბად და მეორე შეხვედრაზე ღიად.
როგორც თვითონ აცხადებს მას პირადი კომუნიკაცია აქვს პრეზიდენტთან, იცის მისი გეგმების შესახებ და ასევე იცის, თუ ვისზე რას ფიქრობს...!!!
ძალიან მიჭირს ამ ფაქტზე კომენტარის გაკეთება...

ყველაზე მძიმე პერიოდი პარტიაში ყველაზე მეტად ზუგდიდმა გადაიტანა. ყველა წერტილში გვებრძოდნენ როგორც ფიზიკურად, ისე მორალურად... ყველამ ერთად გადავიტანეთ ეს მძიმე პერიოდი. ყველამ, პარტიის თითოეულმა რგოლმა რაც შეეძლო ყველაფერი ჩადო ამ ბრძოლაში ...
ვერ დავძლიეთ, თუმცა საქართველოში ყველაზე საუკეთესო შედეგი დავდეთ...

ჩვენი იდეოლოგიური იარაღი ამ ბრძოლაში მიშა და რუსთავი2 იყო. იმაზე მეტს, რაც მათ გააკეთეს, ჩვენ ვერ ვიზამდით. მიშა სტიმული იყო და რუსთავი2 ჩვენი პოზიციის გამხმოვანებელი... ჩვენი გასაკეთებელი იყო ამომრჩევლის იდენტიფიცირება და არჩევნებზე მოყვანა...
ვერავინ ვერ იტყვის, რომ ერთი ამომრჩეველი მაინც დაგვრჩა ისე, რომ მათი პოზიცია არ გვცოდნოდა... ღია მხარდამჭერებით ვუგებდით ყველგან, მაგრამ იმ ამომრჩევლით მოგვიგეს, რომელსაც ბოლომდე არ ჰქონდა გადაწყვეტილი არჩევანი და ან ბოლო მომენტში მაინც არ გვენდო, ან გადაიბირა ხელისუფლებამ სხვა და სხვა მეთოდით...

ეს რომ ასეა, ყველამ იცის როგორც ერთ, ისე მეორე მხარეს...

ყველა, ვინც ხმა მისცა, ან არ მისცა ბოლო პოლიტ საბჭოზე მიღებულ გადაწყვეტილებას, დარწმუნებული ვარ ამ წუთებშიც ფიქრობს ისეთი გამოსავლის მოძებნაზე, რომელიც არც მათ პოზიციას დააზიანებს და არც პარტიას მიიყვანს გახლეჩვამდე, მაგრამ ისეთი არაადეკვატური ფორმებით ბრძოლა, როგორიც ზუგდიდშია, პოლიტიკური ბრძოლის ყველანაირ ზღვარს სცდება...

20 დეკემბერს დაგეგმა ზემოთ ხსენებულმა ოთხეულმა პარტიის შეხვედრა და პრეზიდენტთან ჩართვა, სადაც როგორც დაგვიანონსეს, გვეტყვიან, რომ ჩვენ მოღალატეები ვართ...

PS-თან აჟღერებენ, რომ ჩვენ ქვედა რგოლს არ გვეხებიან და ძალიან ნუ გამოვიდებთ თავს..., _ წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ბათლომე შელია.




 ახალი ამბები
  • ლევან ვასაძე პოლიტიკაში მოდის?საინფორმაციო სააგენტო "თაიმერის" ინფორმაციით, ბიზნესმენი ლევან ვასაძე პოლიტიკაში აპირებს მოსვლას. "ქართულ პოლიტიკაში მალე რამდენიმე ახალი ძალა გამოჩნდება. სადაც ძირითადად ძველი სახეები იქნებიან. “რაინდი” ლევან ვასაძე პოლიტიკაში ოფიციალურად არასდროს ყოფილა, მაგრამ ყოველთვის პოლიტიკის გარშემო ტრიალებდა. მოსვლითაც რამდენჯერმე სცადა მოსვლა, მაგრამ დაამუხრუჭა. „თაიმერის“ ინფორმაციით, ის ახლო მომავალში გააკეთებს პოლიტიკაში მოსვლის შესახებ განცხადებას. როგორც გვითხრეს, მასთან ერთად ახალ ძალაში ვიხილავთ პარლამენტის ყოფილ წევრსა და საქართველოში პრიმაკოვის ფონდის ხელმძღვანელ დიმიტრი ლორთქიფანიძეს. ჩვენი ინფორმაციით, ვასაძემ ე.წ. პრორუსული ფლანგი უნდა აითვისოს. მას „ქართული ოცნება“ დაეხმარება იმაში, რომ პატრიოტთა ალიანსი და ბურჯანაძის პარტია ამ ველიდან განდევნოს. ამ საქმეში მას რუსებიც შეუწყობენ ხელს. ლევან ვასაძე კრემლის იდეოლოგის დუგინის ახლობელი და მისი იდეების დიდი მოტრფიალეა", _ წერს ... ...
  • "მაინც ჩამაგდეს წყალში! ნათლისღებას გილოცავთ!“ _ სააკაშვილი განბანვის ფოტოებს აქვეყნებსმიხეილ სააკაშვილმა განბანვის რიტუალში მიიღო მონაწილეობა.  "მაინც ჩამაგდეს წყალში _ მინუს  19 გრადუსში. ნათლისღებას გილოცავთ",  _ წერს მიხეილ სააკაშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე და განბანვის ამსახველ ფოტოებს ... ...
  • ლანჩხუთში მატარებელმა ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლალანჩხუთში უბედური შემთხვევა მოხდა _ მატარებელი დაეჯახა 60 წლის ადამიანს, რომელიც გარდაიცვალა. შს სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, საქმის გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მეოთხე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ... ...
  • როგორ ხვდებოდნენ ნათლისღებას საქართველოშიროცა ქვეყანაში მიმქრალი იყო უფლისადმი რწმენა, ქრისტიანული დღესასწაულისადმი ცოდნაც ნაკლები იყო ხალხში, მაგრამ მიუხედავად ამისა, ნაკურთხი წყლისადმი თავისებური რწმენა ჰქონდათ შერჩენილი ძველ ქართველებს. ამბობენ, ნათლისღების დღეს აღებული უბრალო წყალიც კი ნაკურთხიაო. არ ვიცი, რამდენად ცნობილი იყო ჩემს სოფელში _ გორმაღალში იმ პერიოდის მცხოვრებთათვის მაცხოვრის ნათლისღების ან მდინარე იორდანეს მიერ განწმენდის ძალის შესახებ ისტორიულ-ბიბლიური განმარტება, მაგრამ, რწმენა დიდი იყო როგორც წარსულ დროში, ისე ახლაც და იცოდნენ და იცავდნენ იმ მთავარ წესს, რომ მოუნათლავი არავინ არ უნდა დარჩენილიყო. მაშინ, როცა ტაძრები თითო-ოროლა იყო და, რასაკვირველია, სასულიერო პირებთან ნაკლები შეხება ჰქონდათ, ერთადერთი ხელსაყრელი მომენტი სამეზობლო კუთხეში გარდაცვლილის წესის ასაგებად მოძღვრის მოყვანა გახლდათ. როგორც გადმოცემით ვიცი, ჯიხეთის დედათა მონასტერში მონაზვნად შედგომილ სქემმონაზონ მარიამს (გოგიტაძეს) დიდი წვლილი მიუძღვის ამ კუთხის გაქრისტიანებაში. როგორც მითხრეს, მას დაჰყავდა მონასტრის წინამძღვრები და მის ოჯახში შეკრებილ მსურველებს ფარულად ანათლინებდა. ჩემ მახსოვრობასაც შემორჩა ერთი ძველი ჩვეულება: ნათლისღების დილას, უთენია წამომდგარი ოჯახის უფროსი უმძრახად (ხმაგაუცემლად) როგორ აავსებდა ჭურჭელს წყლით,  სახლის ოთხივე კუთხეში დაღვრიდა, წყლის ნარჩენს კი ტანის საბანად ტოვებდა ოჯახის წევრებისთვის, მადლიანიაო. ამბობენ, ზოგ კუთხეში ეს წყალი საფლავზეც მიჰქონდათ და ზედ მოასხურებდნენ _ ამგვარად, თითქოს, თავიანთ მიცვალებულებსაც აზიარებენ ღვთის განცხადების სიხარულსო, მაგრამ ამ ტრადიციის შესახებ მე არ მსმენია. ვისაც მტკიცე რწმენა და შესაძლებლობა ჰქონდა, მამლის ყივილამდე ავიდოდა ზანდოს წმიდა გიორგის ნანგრევზე, თავისივე ჩამოქნილ სანთელს ანთებდა, შინ დარჩენილები კი სანთელთან ერთად კეცზე დაყრილ ნაკვერჩხალზე დამწვარ ნაძვის ზინთის კვამლს გაატანდნენ (,,ჩაუთქვამდნენ“ )სათხოვარს.  ყველა, როგორც შეეძლო და აღიქვამდა, ისე აღნიშნავდა და პატივს მიაგებდა ამ მადლიან დღეს. თუმცა, ბევრჯერ შევსწრებივარ ისეთ ფაქტსაც, როცა პიროვნება არასერიოზულად აღიქვამდა ამ წმიდა საიდუმლოს მნიშვნელობას და ხდებოდა მექანიკური თუ წამბაძველობითი ნათლისღება. როცა ადამიანი ვერ აცნობიერებს ამა თუ იმ საეკლესიო საიდუმლოს, ეს მეტად საშიშია _ ხშირ შემთხვევაში, მას მადლი ცოდვად ექცევა ხოლმე. მასზე, ამათუ იმ საიდუმლოს შედეგად, რა თქმა უნდა, მექანიკური მოქმედებითაც გადადის უფლის მადლი და ძალა, მაგრამ აქ შემდეგ უმთავრესი გარემოებაა ის არის, როგორ მოხდება ამ მადლის დაცვა. ადამიანმა უფლისგან მიღებული მადლი სწორად უნდა გამოიყენოს და არ მოხდეს პირიქით _ არ შეურაცხყოს სიწმიდე თავისი უწესო ცხოვრებით. როგორც წმიდა მამები ამბობენ, არსებობს ორი შობა: ერთი, როდესაც ბუნებრივად იშვება ადამიანი და მეორე _ სულიერად. ასევეა, ორი სიკვდილი: სულიერი სიკვდილი, როდესაც ხდება მადლის განშორება, რაც გაცილებით უფრო მძიმეა, ვიდრე ფიზიოლოგიური სიკვდილი. ამიტომ ადამიანებს ბევ რამეზე დაფიქრება გვმართებს. ასევე, როდესაც ნათლისღების რიტუალის მიმდინარეობისას ვდებთ აღთქმას ანუ ფიცის უფლის წინაშე რომ:,,შეუდგებოით ქრისტესა“ მისი გზიდან გადახვევა არის ღალატის ტოლფასი. თუ მოინათლე ყრმობის ასაკში და ბოლომდე ვერ აცნობიერებდი დაკისრებულ ვალდებულებას, ამ შემთხვევაში მეტად დიდი პასუხისმგებელური მისია აკისრია თავად ნათლიას და ამიტომ უნდა მოხდეს ნათლიის სწორი შერჩევა რადგან მან უნდა წარმართოს სწორად შენი ცხოვრების გზა. ნათლისღება არის სიმბოლო განწმენდისა, ქრისტეს სხეულთან თანაზიარებისა, ქრისტეში ახლად დაბადებისა, რომლის არსის გაცნობიერება და მეტად სიღრმისეული წვდომაა საჭირო. ვისურვებდი, როგორც იორდანე უკუიქცა, ასე უკუგვექციოს ბოროტება და სიკეთეში ვშობილიყვეთ, რათა ერთ ემბაზში განწმენდილნი ერთად ვადიდებდეთ უფალს და ზეციურ კარიბჭეს მიდგომლებს. რ ოგორც იორდანეში ჩასული იესო ქრისტეს ნათლისღებისას გაისმა ხმა ზეციდან, ისევე გაისმოდეს თითოეულ ჩვენგანისათვის; ,,შენ ხარ ჩემი საყვარელი ძე, რომელიც მოვიწონე მე“ (ლუკა 3,22). გოგიტა ... ...
  • ”გაგვიფრინდა ჩვენი ვარსკვლავბიჭუნა, გიო აღარ გვყავს!"17  წლის გიორგი ბერიძე, რომელსაც გულის გადანერგვა ესაჭიროებოდა, ცოტა ხნის წინ დაიღუპა, _ ამის შესახებ ნფორმაცია სპეციალურად გიორგისვის შექმნილ სოციალურ ჯგუფში გავრცელდა. გიორგის გულის გადანერგვა ესაჭიროებოდა. ამისთვის კი 140000 დოლარი იყო საჭირო. გიორგის დედას იმავე დიაგნოზით ქალიშვილიც გარდაცვლილი ჰყავს და საზოგადოებას სთხოვდა, დახმარებოდა გიორგის სიცოცხლის გადარჩენაში. მას მთელი საქართველო ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ დიდი აღმოჩენები და ასტრონომია

დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების პერიოდში ვის...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

კარმიდამო ჩემი

ძიმითში ტყუპი ხბო დაიბადა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითში ტყუპი...

"მიკვირს _ ეს მე შევქმენი?!" _ თორმეტწლიანი შრომით შექმნილი ჯადოსნური სამყარო

ჩვენი სტუმარი ქალბატონი, ყვავილების მესაიდუმლე...

პრიორიტეტულ კულტურებს შორის თამბაქოც დაიკავებს ადგილს

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკულ ზონაში, დღეისთვის...

"მკვდარი სეზონის" სამუშაოები _ რა გავაკეთოთ ზამთრის დასაწყისში

შემოდგომის მიწურულის და დეკემბრის დასაწყისის...

რატომ დაიწყო ფეიჰოამ ხმობა?

ფეიჰოა ცნობილია, როგორც ყინვაგამძლე და...

როგორ გამოვიყვანოთ ნიგვზის საუკეთესო ზეთი _ ურწყული

საახალწლოდ, განსაკუთრებით პოპულარულია და რიტუალის...

მოვამზადოთ მსხვრევადი, კრატუნა და გემრიელი გოზინაყი

ახალი წელი გოზინაყის გარეშე წარმოუდგენელია....

"შერეული მეურნეობა მცირემიწიანთათვის საუკეთესო გამოსავალია"

შოთა მახარაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....