პასუხის პასუხი _ სააკაშვილი ბიძინას ძვრას ვერ უზამს, მაქსიმუმ კი ქვეყანას ქაოსისაკენ წაიყვანს

ფეისბუქსტატუსები

პასუხის პასუხი _ სააკაშვილი ბიძინას ძვრას ვერ უზამს, მაქსიმუმ კი ქვეყანას ქაოსისაკენ წაიყვანს

2016 დეკ 26 21:29:02

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დავით დარჩიაშვილი თავის კომენტარზე ანდრო ბარნოვის შეფასებას სოციალურ ქსელებში გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ როცა სააკაშვილი ყოფილ თანამებრძოლებს მოღალტეებს ეძახის, ამას პოლიტიკის გარდა, თვალთმაქცობა და სულ სხვა სახელი ჰქვია. „ნაციონალური მოძრაობა“ კი ქუჩაში დგომით „ბიძინას ძვრას ვერ უზამს“.

„8 წელია ნაციონალური მოძრაობის ორომტრიალში ვარ, ვიცავ მიშას პოლიტიკურ მემკვიდრეობას და ბოლოს მიშასგან ვიღებ მოღალატის იარლიყს (ის, რომ მიშას ეს სიტყვა არ უთქვამს, როგორც ბაქრაძის ინტერვიუს შემდეგ ახსნა, თვალთმაქცობაა: მას უხარია, მისი “ხუნვეიბინები” რომ ილანძღებიან ჩვენი მისამართით, ახალისებს ამას და თავად ყოფილ თანამებრძოლებს გვეძახის). ეს ჩემთვის აღარაა პოლიტიკა, ამას სულ სხვა სახელი ქვია.
...ნაცებს არ გვენდობა მოსახლეობის უმეტესობა. რა გინდა, მასთან კონფრონტაციას შევუწყო ხელი? აქამდე სად ვიყავი, ხომ? იქ, რომ ვფიქრობდი, ამ უნდობლობას გადავტეხავთ, ხალხი გაგვიგებსთქო. ვერ გაგვიგო. ის, რომ 2016 წლის არჩევნებზე მასობრივი გაყალბება იყო, არის ბლეფი. იყო მოსყიდვა, დაშინება – მათ შორის იმით, რომ “აი, მოვლენ და მერე ნახეთ”. იყო გაყალბების ცალკეული შემთვევები. მაგრამ ეს არაა მასობრივი გაყალბება, ამას არც საერთაშორისო თანამეგობრობა იღებს გაყალბებად. ამას ვერც ქუჩაში დგომით უშველი. ტყუილებით პოლიტიკის კეთება კი მე არ მინდა.
...თუ მიშამ ჩათვალა, რომ მისი ძველი თანამებრძოლები მოღალატეები გამხდარან, ახლა იმათ უნდა დაეყრდნოს, ვინც უკეთეს ოდას მიუძღვნის, მე ვერ გადავარწმუნებ. და თუ მგონია, რომ მისი არჩეული გზა არასწორია: მინიმუმ, ბიძინას ძვრას ვერ უზამს, მაქსიმუმ კი ქვეყანას ქაოსისაკენ წაიყვანს, ამის თქმის ვალდებულებას არ ვუღალატებ. ღალატი ისაა, რაც მართალი გგონია, ის არ თქვა”, _ წერს დავით დარჩიაშვილი.

ანდრო ბარნოვმა დავით დარჩიაშვილის განცხადებას, დავით ბაქრაძის ხელის გაწვდენის მცდელობას მიშა სააკაშვილისთვის და პარტიის შიგნით კონფრონტაციის დასრულების სურვილს, უპასუხა და მკვეთრად გააკრიტიკა თანაპარტიელი.

ბარნოვმა პარლამენტში შესული „ნაცმოძრაობის წევრებს ოლიგარქთან და პოტიომკინის ლიდერშიპთან დაახლოება დაუწუნა.

„მითხარით, გეთაყვა, რისი სიმბოლოა ბაქრაძე? შერიგების? ვისთან და რასთან შერიგების? პოლიტპატიმრების და პოლიტიკური დევნის არსებობასთან? ბიძინას მარადიულობის იდეასთან? კორუფციასთან? ინსტიტუციების რღვევასთან? რუსეთთან ლაქუცთან? რომელი ერთი ჩამოვთვალო? თუ, იქნებ, არ გესმით, რომ ბიძინა და მიშა მხოლოდ ორი ადამიანი არაა და ისინი, როგორც სიმბოლოები, ჩვენს საზოგადოებაში არსებული ღირებულებების ტრაგიკულ გაყოფას ასახავენ? თქვენ გინდათ, ეს ორი მხარე შეარიგოთ? როგორ? შევურიოთ ცოტა კორუფცია და ცოტა ინსტიტუციები? ცოტა ოლიგარქია და ცოტაც - პოტიომკინის ლიდერშიფი (აი, სესიაშვილის, კობახიძის, ქუცნაშვილის მსგავსი)? ამას რად უნდა შერიგება და ბაქრაძე? ამას ბიძინა ისედაც ძალიან კარგად აკეთებს და თქვენ თუ ტაშის დაკვრა გინდათ, ნება თქვენია, ბატონო. ოღონდ სცენიდან ჩამობრძანდით და თუნდაც პარტერში დაიკავეთ ადგილები. ჩვენ კი შევეცდებით დაგანახოთ, რა არის ნამდვილი ღირებულება - იმედით, რომ მაშინ მაინც მიხვდებით, ძალას როცა იგრძნობთ.

და ბოლოს, სრულიად გულწრფელად ვამბობ: ღრმად მწამს, რომ თუ მართლა გსურთ შერიგება და პარტიის ერთიანობის შენარჩუნება, ამ საოცრებების თხზვას, ჯობია თქვით, რომ შეცდით, რომ მზად ხართ დარჩეთ პარტიის რიგით წევრებად და ემსახუროთ იდეას, იმ ფორმით, რასაც პარტიის მხარდამჭერები განგისაზღვრავთ. მითუმეტეს, პარლამენტში ადგილები თქვენია და არც მთლად რიგითებად მოგიწევთ დარჩენა. მაგრამ, შეგიძლიათ, პატიოსნად მოიქცეთ? ეს არის ძირითადი კითხვა და მე გულწრფელად ძალიან მინდა, რომ მასზე დადებითი პასუხის გაცემის შესაძლებლობა გადამწყვეტ მომენტში მაინც მომცეთ“, _ წერს ბარნოვი.




 ახალი ამბები
  • პირველი თოვლი ქალაქ ოზურგეთში (ფოტორეპორტაჟი)ქალაქ ოზურგეთში და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში პირველი თოვლი მოვიდა. „გურია ნიუსი“ გთავაზობთ ოზურგეთში გადაღებულ ... ...
  • „ფული იშოვეთ შენ, ურუშაძემ“ -ასკურავას ბრალდებები ჩინოვნიკების მისამართითლანჩხუთის საკრებულოს სხდომაზე ტემპერატურამ მაშინ აიწია, როცა ჯერი დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხ სხვადასხვაზე მიდგა და საკრებულოს ოპოზიციონერმა წევრმა კახა ასკურავამ თავის ხმაურიან გამოსვლაში აქცენტი ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გააკეთა. სწორედ ასკურავას მხრიდან გაჟღერებულ შენიშვნებს  მოჰყვა ურთიერთ ბრალდებები და სიტყვიერი დაპირისპირება უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის. „კორუფციის ბუდე“, „იტყუები“,  „აჟიტირებული ასკურავა“, „კამერების წინ პოზიორობ“ , „სირცხვილია“, „ენას ძვალი არ აქოოო, ისე იქცევი“ ისმოდა შეძახილები  საკრებულოს სხდომაზე. ასკურავამ საკმაოდ ხმაურიანი განცხადებაც გააკეთა და მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროს ლევან ჩხაიზესა და ლანჩხუთის ყოფილ გამგებელს ზაზა ურუშაძეს საჯაროდ დასდო ბრალი კორუფციაში-„სუფსაში სკვერის გაკეთებით ფული იშოვეთ შენ და  ურუშაძემ, რომელსაც სამ სართულიანი სახლები აქვს წამოჭიმული გრიგოლეთში“ , რაზეც ჩხაიძემ უპასუხა, რომ სირცხვილია მსგავსი განცხადებების ... ...
  • ძლიერი ქარი და ყინვა_უახლოესი დღეების პროგნოზიგარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით,24 იანვარს საქართველოს ზოგიერთ რაიონში შენარჩუნებული იქნება თოვლიანი ამინდი. დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. 25-27 იანავარს მოსალოდნელია უნალექო ამინდი. ღამით გაძლიერდება ყინვა. ჰაერის ტემპერატურა ღამის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში -4, -6, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ზოგან -8, მთაში -15, მაღალმთაში -20 გრადუსამდე დაიკლებს. 25 იანვარს დღისით დაბლობსა და ბარში +1, +6 გრადუსი იქნება, ხოლო 26-27 იანვარს +7, +12 გრადუსამდე მოიმატებს. თბილისში უნალექო ამინდი იქნება. 24 იანვარს დროგამოშვებით იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა 25-27 იანვარს ღამის საათებში -1, -3 გრადუსამდე დაიკლებს, დღისით კი +8, +10 ... ...
  • თოვს იმერეთშიც:პატარა დემეს იმერული სტუმარმასპინძლობა თოვლი მოვიდა იმერეთში -  ხონის რაიონის მთიან სოფლებს ნანატრი სტუმარი გუშინ  ეწვია. -წუხელაც   თოვდა.  ამ დილით გადაიღო,  მე და ჩემმა ცოცხალმა ბაბუამ   ეზოში  თოვლის ბაბუა დავდგით.  ყოჩივარდაც ვიპოვე,  თოვლის ბაბუასთვის მიმქონდა, მაგრამ ჩემმა ბაბუმ, ყვავილი  ბებოს წაუღეო, მითხრა _  ასე გვეხმიანება  6  წლის  დემე ჩაგუნავა იმერეთიდან. ... ...
  • ცოტა, მაგრამ პირველი თოვლი - თეთრი ოზურგეთი და მისი შემოგარენიდღეს, არც ისე ბევრი, მაგრამ პირველი თოვლი მოვიდა ოზურგეთში. მის შემოგარენსა და სოფლებში თოვლის საფარი უფრო დიდია. ამ წუთებში წვიმასა და ხოშკაკალს  ერთმანეთში ურევს დედაბუნება. როგორც იტყვიან, თოვლჭყაპია! ეს ერთი და კიდევ მრავალი _ თოვლი გვენატრება ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ შეიცვლება მსოფლიოს მოსახლეობა

მსოფლიოს მოსახლეობა უკანასკნელი 200 წლის...

რომელი ფერი დაგიცავთ ავი თვალისგან

ვერძმა სამოსში აუცილებლად უნდა შეიტანოს...

სამი საუკეთესო დედამთილი

მშვილდოსანი - როგორც წესი ვერასოდეს...

ქალი, მამაკაცი... ასტროლოგია

ვერძი თუ ვერძს უყვარხართ, წუთით...

რამდენჯერ უნდა გათხოვდეს ქალი

პირველი ქორწინება 18-20 წლის ასაკში...

„საშიში ვარსკვლავები“

ამერიკულმა ინტერნეტ უსაფრთხოების კომპანია McAfee-მ...
კარმიდამო ჩემი

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...