სამუსიკო სკოლის დირექტორი VS ბაღების გაერთიანება _ ვინ ვის და რატომ მიაყენა შეურაცხყოფა სოციალურ ქსელში

ფეისბუქსტატუსები

სამუსიკო სკოლის დირექტორი VS ბაღების გაერთიანება _ ვინ ვის და რატომ მიაყენა შეურაცხყოფა სოციალურ ქსელში

2017 იან 5 17:52:25

"დღეიდან თბილისის საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღებში ზამთრის არდადეგები დაიწყო. არდადეგებს წინ უსწრებდა საახალწლო ღონისძიებები, რომელიც ყველა საბავშვო ბაღში ჩატარდა. სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი თბილისის ყველა საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღში 2017 წლის 9 იანვარს განახლდება.

ხომ არ გადაგვეყვანა ბავშვები დროებით თბილისის ბაღებში?  9 იანვარსო და აქ 16-შიც პრობლემაა დაწყება..." _ ჩოხატაურის სამუსიკო სკოლის დირექტორის ქეთევან გიორგაძის ამ საჯარო პოსტს სოციალურ ქსელში ბევრი გამოხმაურება მოჰყვა.

როგორც პოსტიდან ირკვევა, გიორგაძის, როგორც ორი შვილის დედის გაღიზიანება ჩოხატაურის საბავშვო ბაღებში არდადეგების დროის ხანგრძლივობამ გამოიწვია. რამდენიმე მშობელმა გიორგაძის პოზიცია გაიზიარა. ბაღების გაერთიანებამ კი გიორგაძეს დეტალებში გარკვევაც ურჩია.

ვარდო სიხარულიძე: ქეთევან, აქ რომ გამოაცხობ პოსტებს ეგ რამეს უშველის? რაღაც მწარედ იკბინები და იცოდე, მე ღრენა ვიცი.

მარინა ცინცაძე: გვესმის იმ მშობლების, რომლებიც დასაქმებულენი არიან და უჭირთ თავიანთი პატარების დატოვება ვინმესთვის მაშინ, როცა საბავშვო ბაღებში არდადეგებია, მაგრამ განსაკუთრებით საწყენია ის, რომ მადლიერების მაგივრად საყვედურებით ავსებთ იმ სამსახურს, რომელიც, როგორც ჩანს, თქვენთვის საკმაოდ მნიშვნელოვანია. გასაგებია, რომ სოციალური ქსელი კარგი საშუალებაა საყვედურების გამოსახატავად, მაგრამ ერთხელ თუ გაგჩენიათ სურვილი იმავე სოციალური ქსელებით მადლიერება გამოგეხატათ იმ აღმზრდელების მიმართ, რომლებიც ასე რუდუნებითა და სიყვარულით უვლიან ჩვენს შვილებს მთელი დღის მანძილზე?! 

ქეთი გიორგაძე: ვერ გავიგე ერთი, როდის მერე მიკონტროლებია თქვენი პოსტები ან კიდე _ ვინმეს უნდა დავეკითხო, რა დავპოსტო და რა არა? მადლიერებაც არ მეშლება ვისთვისაც საჭიროა და როგორი მშობელი ვარ, იციან ბაღშიც...და რატომ იღებთ თქვენ ამ პოსტს და უამრავ მშობლის სურვილს საყვედურად, რომ იყოს ბაღი უფრო ადრე, ვიდრე 23 იანვარია, ვერ ვხვდები. ვარდოს და მარინას კომენტარს ვგულისხმობ, რა თქმა უნდა...

მარინა ცინცაძე: სამწუხაროდ, აქ ყოველგვარ კოლეგიალურობაზეც საუბარი ზედმეტია, აღარ ვაპირებ პოლემიკის გაგრძელებას...

ქეთი გიორგაძე: სამწუხაროდ... 

ვარდო სიხარულიძე: აქ ამბები ჩვენ ავტეხეთ? მგონი შენ ატეხე. შენი პოსტი ჩვენ გვეხება იმიტომაც "გამოგეხმაურეთ", რომელი შენი პოსტი მიკონტროლებია?ახლა დემოკრატიაა. რაც გინდა, ის წერე, ვინ გიშლის?

ვარდო სიხარულიძე: პ.ს. ასე ძალიან თუ გაინტერესებს და გაწუხებს ეგ პრობლემა, შეგიძლია, გადმოხვიდე ჩვენთან _ მეზობლად და აგიხსნით, რატომ ვანახლებთ მუშაობას 23 იანვარს.

ქეთი სიხარულიძე: რა უნდა ამიხსნა, ვერ გავიგე, ვარდო... მოეშვი, რა, ცინიკოსობას... ტენდერს ვერ ვასწრებო ეგ? შემხვდა შემთხვევით ინფორმაცია თბილისის ბაღების 9-ში დაწყების შესახებ (იქ, რატომღაც ასწრებენ) და საკუთარი სურვილი დავდე და ამის უფლება არ მაქვს. შენ უნდა შეგეკითხო? დავამთავროთ თემა.

ვარდო სიხარულიძე: ხომ გითხარი, რაც გინდა დადე და ის დაწერე. მგონი მეც მაქვს უფლება, რაც მინდა, ის დავწერო. მე ვყოფილვარ კიდე ცინიკოსი. არ მახასიათებს ეგ თვისება კარგად იცი. ისე, რაც ჩემს (ჩვენს) სამსახურს ეხება, რა მოხდა მერე, თუ მკითხავ? მგონი პასუხის გაცემა (ცინიკოსობის გარეშე) არასდროს დამზარებია. პირიქით, ხელფასს მაგაში მიხდიან.

ქეთი გიორგაძე: საქმეც მაგაშია, თქვენი სამსახურისთვის აქ არაფერი მიკითხავს...

ვარდო სიხარულიძე: კი, არ გიკითხავს.გეთანხმები. მაგრამ ჩემს სამსახურს ეხება და გიპასუხე. ახალ წელს გილოცავ.

ქეთი გიორგაძე: დროული მილოცვაა. მრავალს დაესწარი.

ირინა ანთიძე: ქეთი, ჩემს სათქმელს ამბობ და მადლობას გიხდი გამბედაობისათვის ამ ბნელ ჩოხატაურში. ბოდიშს ვიხდი, რომ შემოვიჭარი ამ პოლემიკაში. მაგრამ, ძალიან გამაღიზიანებელია ამ ადამიანების ტონი, მუდმივად მადლობებს რომ მოითხოვენ. მე ნამდვილად გამომიხატავს მადლიერება სოციალური ქსელითაც და პირადადაც აღმზრდელების მიმართ. საყვედურიც გამომიხატავს, როცა იმსახურებდნენ. ძალიან ძნელია, ჩვენო ძვირფასებო, როცა 19 დეკემბერს გამართულ საშობაო დღსასწაულზე, უცერემონიოდ, ყოველგვარი წინასწარი გაფრთხილების გარეშე, გარეთ გამოგიგდებენ თბილი კედლებიდან პატარას და შენ, მშობელმა დიდი მადლობები უნდა იხადო 3-ლარიანი საჩუქრისთვის, რომლის ამსახველი მასალითაც გადაჭრელებულია იგივე სოციალური ქსელი. 2 დღით ადრე რომ გაგვაფრთხილონ მოულოდნელი არდადეგების შესახებ, არ შეიძლება?! თუ არ ეკადრებათ?.. და ისე ამადლიან ჩვენს შვილებს ხორცს გაჭმევთო (დიდი დარბაზების სცენიდანაც კი), თითქოს, ბიუჯეტის ფულით კი არა, საკუთარ სამზარეულოში კვებავდნენ საცოდავ ბავშვებს. ასე რომ, მადლობა და საყვედური, პატივცემულებო.

ქეთი გიორგაძე: მე სადავოდ არაფერი დამიწერია, ჩემო ირინა, უბრალოდ, შემთხვევით შემხვდა დაანონსებული ინფორმაცია და მომეწონა (9 იანვარი) გადმოვიტანე ჩემს გვერდზე, არავის მიმართ პრეტენიას არ ვწერ, თუმცა, ყველაფერს "ცუდი"აღქმა აქვს, პირად სურვილსაც კი... არ ვიცი, შენს შემთხვევაში რა ხდება..

ირინა ანთიძე: ჩემთვისაც მტკივნეულია ამ თემაზე დავა, ქეთი. მაპატიე, მაგრამ მე ვიცი, რომ შენ სხვა ტრიბუნაზეც დასვი ეს საკითხი და მადლობელი ვარ ამისთვის. ცენტრალური ბაღები ჩვენთანაც 29-ში მოხსნეს, სოფლებში კი_ ბევრად უფრო ადრე. ეს თემა ძალიან მტკივნეულია ჩვენნაირი მშობლებისთვის. მადლობა, კიდევ ერთხელ.
ქეთი გიორგაძე: მტკივნეული ნამდვილადაა,ფასიანი ჯგუფი რომ არსებობდეს ასეთ შემთხვევებისთვის, გადავიხდიდით...

ირინა ანთიძე: მეც, სიამოვნებით.

თამტა ჯანხოთელი: ამ საახალწლოდ ძაან ენერგიაზე მოსულა ხალხი, ისე მე, როგორც ბაღის რვაწლიანი გამოცდილების მშობელი, ვიტყოდი, რომ პრობლემები ყოფილა მაგრამ ფეისბუკზე დაწერის სურვილი არ გამჩენია, გამახსენდებოდა ხოლმე, რომ მიუხედავად იმ რაღაცისა, მე რომ გული მატკინა, ან იმედი არ გამიმართლა (მიუხედავად იმისა, რომ დედაჩემიც იქ მუშაობს), იმ დროს, როცა ფეისბუკზე რაღაცას ვჯღაბნი, იქნებ იქ, ბაღში ძიძას ჩემი შვილის დასვრილ პამპერსში აქვს-მეთქი ხელი (და ამაში ძალიან ცოტა ანაზღაურებას იღებს) და არ გამომივა მთლად ლამაზად-თქო მიფიქრია. ისე ერთი კვირა მართლა უნდა ატაროთ ბავშვი თბილისის საჯარო ბაღებში და სკამზე როგორ სძინავს ხოლმე მაგას რომ თქვენი თვალით ნახავთ, მერწმუნეთ, ეგ სურვილი აღარ გაგიჩნდებათ, სხვაზე რომ აღარაფერი ვთქვათ.

ირინა ანთიძე: გმადლობთ, თამთა დიდაქტიკისთვის, მე ძალიან დიდ პატივს ვცემ თქვენს დედას. აქ საყვედური არ ეხება არცერთ აღმზრდელს და ძიძას. თანაც, ჩვენს-ჩვენს საქმეში ყველას "პამპერსში გვაქვს ხელი" და ამაში გვიხდიან ანაზღაურებას. ამიტომაც გვჭირდება საბავშვო ბაღი, რომ სამსახურში ვიაროთ.

ნათია ანდღულაძე: არ მგონია, არ გრცხვენოდეთ და სინდისის ქენჯნა ოდნავ მაინც არ გაწუხებდნენ, ამხელა პოლემიკა რომ გამოიწვიეთ, ვითომცდა, უბრალოდ გაზიარებული პოსტით, მარტო ჩვენ არ გაგვიგია მიზანმიმართულად, სხვებმაც ისე აღიქვეს, როგორც იყო განსაზღვრული. შეგიძლიათ, გადაიყვანოთ თქვენი შვილები თბილისის ბაღებში _ რა უნდათ ამ "ბნელ ჩოხატაურში", თქვენ რომ არ ანათებდეთ, ქალბატონო ქეთინო და ქალბატონო ირინა.

ქეთი გიორგაძე: დაცინვას კაცი არ მოუკლავს, ნათიააა.

ნათია ანდღულაძე: ცნობისათვის: ზაფხულის ჯგუფი გურიაში, მარტო ჩოხატაურში იყო ყოველთვის, მოსამსახურეების თხოვნის გათვალისწინებით.

ირინა ანთიძე: პირად შეურაცხყოფაზე გადახვედით, ქალბატონო ნათია?

ნათია ანდღულაძე: პირადი შეურაცხყოფა რა შუაშია. მე ძალიან მეწყინა ჩვენს ჩოხატაურს ბნელი რომ უწოდეთ, სხვათაშორის, ჩვენი შვილებიც აქ გაიზარდნენ და არც ისე ურიგოდ.




 ახალი ამბები
  • ახალი ელექტრონული სერვისების გაცნობის მიზნით, მეწარმეებთან შეხვედრების ციკლი გრძელდება (R)სამეწარმეო რეესტრის დისტანციური სერვისების საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, რომელიც გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIძ) მხარდაჭერით ხორციელდება, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებმა მორიგი საინფორმაციო შეხვედრა გამართეს. შეხვედრაზე ბიზნესის სფეროს წარმომადგენლებმა სარეგისტრაციის პროცედურებსა და გამარტივებულ ელექტრონულ სერვისების მოხმარებასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიიღეს.ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები ასევე გაეცნენ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისთვის დანერგილ ინოვაციური სერვისსაც, რომლის საშუალებითაც, შპს-ების პარტნიორებს მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან, ელექტრონულად შეუძლიათ პარტნიორთა კრებების მოწვევა/ჩატარება და გადაწყვეტილებების მიღება. მომსახურების მისაღებად საჭიროა როგორც შპს, ისე მისი პარტნიორები პორტალზე: წწწ.მყ.გოვ.გე იყვნენ რეგისტრირებულნი. შეხვედრის მონაწილეებს ელექტრონული ბარათის წამკითხველი სპეციალური მოწყობილობებიც გადაეცათ, რომლითაც ონლაინ სერვისების მოხმარებისას, კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის განხორციელებაა შესაძლებელი. ელექტრონული სერვისები, მომხმარებლის დროისა და ფინანსების დაზოგვასთან ერთად, დოკუმენტების უსაფრთხოებისა და ხელმისაწვდომობის ხარისხს ზრდის და ადმინისტრაციული რესურსის ეფექტიან გამოყენებას უზრუნველყოფს. ... ...
  • onoff.ge _ "ლიბერთი ბანკის" მხარდაჭერით შექმნილი ახალი, ინოვაციური ონლაინ პლატფორმა (R)onoff.ge _ "ლიბერთი ბანკის" მხარდაჭერით შექმნილი ონლაინ პლატფორმა, საყოფაცხოვრებო მსხვილი და წვრილი ტექნიკის სახლიდან გაუსვლელად შერჩევის, შეძენისა და საკურიერო მომსახურებით სარგებლობის საშუალებას წარმოადგენს. ამ ეტაპზე onoff.ge-ს ონლაინ კატალოგში 100 000-ზე მეტი პროდუქტია განთავსებული და 100-ზე მეტი მაღაზიის შეთავაზების გაცნობაა შესაძლებელი. Onoff.ge –ზე საკუთარი პროდუქციის დამატება შეუძლია ნებისმიერი ტიპის და ზომის კომპანიას, რომელიც მობილური ტელეფონების, აქსესუარების, კომპიუტერული ტექნიკის, ასევე მსხვილი თუ წვრილი საყოფაცხოვრებო ტექნიკის იმპორტს და გაყიდვას ახორციელებს. პროექტის წარმატებით გაშვება Onoff.ge-ს გუნდის გარდა, კომპანია Wandio-ს და ლიბერთის IT დეპარტამენტისა და ინფორმაციული უსაფრთხოების გუნდის აქტიური თანამშრომლობის შედეგია. მათ მიერ შეიქმნა უსაფრთხო და სანდოობის მაღალი ხარისხით გამორჩეული ვებ პლატფორმა, რომელიც სრულიად აკმაყოფილებს უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტებს. ლიბერთის ციფრული ბიზნესის ხელმძღვანელის, ნინო კვიჟინაძის განმარტებით: „Onoff.ge - აერთიანებს ბაზარზე არსებული ტექნიკის მაღაზიების შეთავაზებებს ერთიან ონლაინ სივრცეში. მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერ მსხვილი და წვრილი ტექნიკით მოვაჭრეს საშუალება აქვს გამოიყენოს ჩვენი პლატფორმა საკუთრი ბიზნესის განვითარებისა და ონლაინ გაყიდვების ზრდისთვის. Onoff.ge-ს დახმარებით მომხმარებელს შეუძლია სხვადასხვა მაღაზიაში, მისთვის სასურველი პროდუქტის საბაზრო ღირებულების მიხედვით არჩევა, ფასებისა და ტექნიკური მახასიათებლების შედარება და შეძენილი ნივთის ერთი ამანათით საქართველოში ნებისმიერ ლოკაციაზე უფასოდ მიღება. საფასურის გადახდა შესაძლებელია როგორც ონლაინ, ასევე კურიერთან პოს-ტერმინალის ... ...
  • „ბეგის დღეები“ საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაშითბილისში, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დამოუკიდებლობის დარბაზში „ბეგის დღეები“ აღინიშნა. ცნობისთვის, ბეგი მამალაძის დაღუპვიდან 4 წელია გასული. ის 2015 წლის 25 მაისს  სისასტიკემ, გაუტანლობამ, გულქვაობამ და გულგრილობამ შეიწირა, თუმცა, მან მისი შემოქმედების ირგვლივ არაერთი ახალგაზრდის გაერთიანება  და საზოგადოების მახსოვრობასა და გულში ადგილის დამკვიდრება გარდაცვალების შემდეგაც შეძლო. ღონისძიებაში, რომელიც 3 დღე გაგრძელდა მონაწილეობა 32-ე და 69-ე საჯარო სკოლების მოსწავლეებმა, ასევე,  ჩუღურეთის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის თეატრალებმა მიიღეს. ტექნიკური ხარვეზის გამო კი 55-ე საჯარო სკოლის მოსწავლეების სპექტაკლი, რომელიც ბეგი მამალაძის „ჩემი სოფელის“ მიხედვით უნდა დადგმულიყო, პროგრამიდან მოიხსნა. მოსწავლეებმა ბეგი მამალაძის ხსოვნას მიუძღვნეს  ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია „წვიმად მოვალ და ერთი ძაფი მეც ვიქნები საუკუნო ქსოვაში". მათ წაიკითხეს ლექსები და ნაწყვეტები ბეგი მამალაძის შემოქმედებიდან, გარდა ამისა, 69-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მერაბ კოსტავასა და ზვიად გამსახურდიას შესახებ ფილმი აჩვენეს. ცნობისთვის, მერაბ კოსტავა  1989 წლის 13 ოქტომბერს საეჭვო ვითარებაში დაიღუპა და მის შესახებ ფილმის წარდგენა სწორედ კოსტავას გარდაცვალების თარიღს უკავშირდებოდა, აღსანიშნავია ისიც, რომ  პოეტის და საქართველოს ეროვნული გმირის დაბადების თარიღი 26 მაისია, ხოლო ბეგი მამალაძე რადგან 25 მაისს არის დაღუპული, ამიტომაც მერაბ კოსტავას ბეგი მამალაძის ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე ხშირად იხსენებენ. როგორც  ბეგი მამალაძის დედა, მარიკა ზედელაშვილი ამბობს, კოსტავას შესახებ ფილმის ჩვენება იყო სიმბოლური, რადგან დამოუკიდებლობის  დარბაზი მათი სულების უკვდავებას ემსახურება. მომავალი თაობა კი ამ წინაპრების მაგალითებზე უნდა აღიზარდოს. რაც შეეხება ბეგი მამალაძის ხსოვნის დღეებს, ზედელაშვილის თქმით, ბეგის დღეების ჩატარების იდეა გასულ წელს გიორგი კეკელიძესთან შეხვედრისას გაჩნდა. დამოუკიდებლობის დარბაზში 15 ოქტომბრიდან 17 ოქტომბრის ჩათვლით ბეგი მამალაძის ნამუშევრებიც გამოიფინა. მისი ხსოვნისადმი მიძღვნილი დღეები კი ჩუღურეთის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის თეატრალების სპექტაკლითა და აქციით „ნუ მოკლავ“ დასრულდა. როგორც რეჟისორი, ლევან ხაზიური  „გურია ნიუსთან“ საუბრისას ამბობს, ბეგი მამალაძის ნაწერების გაცოცხლებით სურთ ადამიანებს დაანახონ, რომ პრობლემის მოსაგვარებლად არაერთი გზა არსებობს, მაგრამ არა მკვლელობა. „ახალგაზრდა ადამიანის სიკვდილი ძალიან მტკივნეულია, განსაკუთრებით, ასეთი გმირი დედისთვის, რომელიც ასე მყარად დგას და პირადად მე მიკვირს,  საიდან გამონახა ამდენი ძალა ამ ქალბატონმა. რაც შეეხება ღონისძიებას,  გავაცოცხლეთ ბეგი მამალაძის არაჩვეულებრივი და საკმაოდ სიღრმისეული ნაწერები, პატარა მინიატურები. გვინდა, დავანახოთ მომავალ თაობას და ზოგადად ნებისმიერ ადამიანს, რომ არ უნდა მოკლა, რადგან გამოსავალი არსებობს ძალიან ბევრი და დაბალი დონე არის ერთი ადამიანის მიერ მეორე ადამიანის სიცოცხლის გამოსალმება“,_ ამბობს ხაზიური. რეჟისორის თქმით, მოზარდი ცუდ ნაბიჯს მარტივად დგამს, საითკენაც ხშირ შემთხვევებში მშობელთან არამეგობრული ურთიერთობა და კომუნიკაციის არ ქონა უბიძგებს. „პრობლემა უმეტესად მოდის მშობელს და მოზარდს შორის არამეგობრული დამოკიდებულებიდან, კომუნიკაციის არ ქონიდან.  როცა მოზარდი იგებს, რომ დედა ან მამა ეწინააღმდეგება,  უკვე ქვეცნობიერად აკეთებს ცუდს და ცუდ ნაბიჯს დგამს. არ მინდა ვინმეს შეურაცხყოფა მივაყენო.  ალბათ,  თვითონ ოჯახში უნდა ვიფიქროთ როგორ აღვზარდოთ, სკოლებში უნდა იყოს პედაგოგიკა, აღმზრდელობითი საუბრები ასეთი ასაკის მოზარდებთან, როცა ძალიან მარტივია ცუდი ნაბიჯის გადადგმა“,_ ამბობს ... ...
  • თეთრიწყაროში დასაქმებისა და პროფესიული განათლების ფორუმი გაიმართათეთრიწყაროში დასაქმებისა და პროფესიული განათლების ფორუმი გაიმართა. ფორუმის მიზანს, ადგილობრივი სამუშაოს მაძიებლების პროფესიული გადამზადების კოლეჯებთან და დამსაქმებლებთან დაკავშირება, ხოლო დამსაქმებლებისთვის ახალი კვალიფიციური კადრების მოძიება წარმოადგენდა.   ღონისძიებაში პროფესიული განათლების 11 კოლეჯმა და 23-მა მსხვილმა კომპანიამ, მათ შორის,   ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი და RDFG-ის ხელშეწყობით განხორციელებული სოფლის განვითარების პროექტების წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა.  დამსაქმებლებმა სამუშაოს მაძიებლებს 300-მდე აქტიური ვაკანსია შესთავაზეს.  RDFG-ის თავმჯდომარემ ვანო გრიგოლაშვილმა ფორუმის მონაწილებს ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი დასაქმების ხელშეწყობისა და პროფესიული გადამზადების პროგრამების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ ლევან გოგოძემ კი, დასაქმების თანამედროვე გამოწვევებზე, სახელმწიფო სტრატეგიასა და პროგრამებზე ისაუბრა. გარდა ამისა, სხვადასხვა სფეროში დასაქმებულმა წარმატებულმა ადამიანებმა, ფორუმის მონაწილეებს თავიანთი ისტორიები გაუზიარეს, თუ როგორ შეიძლება  გახდე კონკურენტუნარიანი შრომის ბაზარზე. ღონისძიების მიმდინარეობისას,  ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში“ ფარგლებში, პროფესიული მომზადება-გადამზადების კურსების 30 უფასო ვაუჩერი გათამაშდა. გამარჯვებულებმა  პროფესია  საკუთარი ინტერესების შესაბამისად შეარჩიეს. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი „სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში“ ევროკავშირის პარტნიორი ასოციაციის „სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის“ (RDFG) მიერ ხორციელდება. პროექტი, მიზნად თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას ისახავს, რაც ინოვაციური სოციო-ეკონომიკური მოდელების დანერგვითა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში სამოქალაქო, კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენლების ჩართვის მეშვეობით მიიღწევა. ამ მიზნით, RDFG თანამშრომლობს აგრო-ტექონოლოგიების ასოციაციასთან (ATA) და ლიეტუვის ადგილობრივი განვითარების ჯგუფების ქსელთან (VVGT). ევროკავშირი საქართველოს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებას ხელს უწყობს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის, ENPARD-ის ფარგლებში. საქართველოში პროგრამა 2013 წლიდან, 179.5  მილიონი ევროს ბიუჯეტით ხორციელდება და მის მიზანს სოფლად სიღარიბის შემცირება წარმოადგენს. პროგრამა ეხმარება საქართველოს მთავრობას, ასევე, ადგილობრივ თემებთან მომუშავე არასამთავრობო ... ...
  • “მინდა წესიერად და ადამიანურად მოიქცნენ“ - რა ხდება ფანჩატურში“ვიცი, თქვენ დაწერეთ, რომ ქალაქ ოზურგეთში, ჭავჭავაძის ქუჩაზე ერთ-ერთი კორპუსის ეზოში მდებარე ფანჩატურიდან  ორი სკამი  და ერთი მაგიდა აიღეს. ახლა  დგას და ნახეთ, რა მ დგომარეობა არის. საშინელება ხდება და სიბინძურეა, ამას აკეთებს ახალგაზრდობა და ძალიან მტკივა გული. არ გეუბნები ამას ნიშნის მოგებით, მინდა წესიერად და ადამიანურად მოიქცნენ.“ - თქვა “გურია ნიუსთან“ საუბრის დროს ერთ-ერთმა ადგილობრივმა. ოზურგეთში, ერთ-ერთი კორპუსის ეზოში მდებარე ფანჩატურში და მის ირგვლივ მართლაც ისეთი მდგომარეობა, რომლის ნახვა განწყობას გაგიფუჭებს. ამავე თემაზე: http://gurianews.com/article/mtavari/sazogadoeba/davisvenet-kalak-ozurgetshi-panchaturidan-skamebi-da-magida-aighes ... ...

არქივი

ზაფრანი

რამდენიმე რჩევა ბავშვის მოვლის შესახებ

როგორ დაიჭიროთ ბავშვი ხშირად მშობელს...

როგორ მოვიშოროთ ნეგატიური ენერგია?

სალბი ( სამკურნალო მცენარე) შორეულ...

ჰოლივუდელების საყვარელი წიგნები

ბრიუს უილისის რჩეული წიგნია, ჰეროდოტეს...

ყველაზე მომხიბლავი ქერა მსახიობები

ქერა თუ შავთმიანი? სხვადასხვა გამოკვლევებით...

ერთ დროს უსახლკარო ვარსკვლავები

თინეიჯერულ ასაკში ჯიმ ქერი ოჯახთან...

კოკა-კოლას სასარგებლო თვისება

დღესდღეობით თითქმის ყველამ იცის კოკა-კოლას...
კარმიდამო ჩემი

ციტრუსოვანთა დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლა კიდევ უფრო უნდა გავააქტიუროთ

მეციტრუსეობა საქართველოს სუბტროპიკული სოფლის მეურნეობის...

მოცვის კულტურა სოფლის ხვალინდელი დღეა (R)

მოცვის კულტურის გაშენებით დაინტერესებულმა პირებმა...

გურიაში გოჯიბერის გაშენება პერსპექტიულია

არსებობს მცენარეთა ისეთი პერსპექტიული, პოპულარული...

ულამაზესი, "მორჩილი" სურო და ლიანებით გამოხატული სილამაზე

სუროს დეკორატიულობა განსაკუთრებით თვალში საცემი...

როგორ შევინახოთ სათესლედ და სანელებლად გამოსაყენებელი ბოსტნეული

სხვადასხვა ბოსტნეული, განსაკუთრებით, სანელებლები, როგორიცაა...

როგორ ვებრძოლოთ კოღოებს ხალხური მეთოდებით

კოღოები ნამდვილადაა დიდი თავსატეხი. არც...

როგორ გახდა იდეალური დედა იდეალური მეწარმე

ქალი, რომლის ცხოვრება საგანგებოდ შექმნილი...

საზამთრო გურიის პირობებში

ზოგადად, დასავლეთ საქართველოში საზამთროს მოყვანა...

შევარჩიოთ ტყემლის ჯიშები და მეტი ყურადღება დავუთმოთ მის გაშენებას

ტყემლის კულტურა საქართველოში უძველესი დროიდან...

სახის მოვლის ნატურალური საშუალებები

მუდამ სილამაზესა და სიკოხტავეზე მოფიქრალ...