"ტელეფონებში თავჩარგული ბავშვები მეცოდებიან, რომ ჩემფერი დეიდა არ ყავთ ქვედა აკეთში"

ფეისბუქსტატუსები

"ტელეფონებში თავჩარგული ბავშვები მეცოდებიან, რომ ჩემფერი დეიდა არ ყავთ ქვედა აკეთში"

11 ივლ. 2020, 14:55:45

ზურა შევარდნაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე მორიგ მოგონებას აქვეყნებს.

"ზაფხულის არდადეგებზე ერთხელ მაინც დეიდაჩემთან მაგზავნიდნენ.

დეიდა ღლონტებთან, დედამთილ მამათილთან და მაზლის ცოლშვილთან ერთ ოჯახად ცხოვრობდა აკეთში, როგორც მაშინდელ გურიაში იტყოდნენ ჯარ სულად ..
კოტე ბაბუას დიდი ყანები ქონდა კორიზაის ველზე და ზაფხულში დილიდან დაღამებამდე სულ იქ იყო. ჩვენ ასე ვიცოდით "ომში ნევრები აქვს გაფუჭებულიო", რომ დაბრუნდებოდა აღარ ვღრიანცელობდით, ვერიდებოდით.


დარეჯან ბებია დილაობით ბახჩიდან გადმოსული სულ კვიჭიჭა მსხლის ძირში იჯდა ჯერკოზე, ჭასთან. დაბალ ხმაზე მოსაუბრე, ფუმფულა, ძალიან თბილი და მოსიყვარულე იყო. დამჯდარი მთას გადავდგამო იტყოდა, სიარული უჭირდა, იჯდა და საქმობდა.

ქეთინო დეიდა კი არ დადიოდა, დარბოდა, ერთხელ ვკითხე, რეიზა დარბიხარ-მეთქი?

რომელიცხამ თვარ ირბინა, ისე ოჯახი არ იქნება, ნენაო, _ მიპასუხა.

ბიძაჩემი ნოქარი იყო და გაგურში სოფლის უნივერმაღი ებარა, რომ დაბრუნდებოდა ყავისფერი ქაღალდის "კულიოკებით" ყარაყუმი, "ლასტოჩკა" და კიბოს კისერი მოქoნდა ბევრი, დღეს მივიღე ახალიაო გვეტყოდა, შუკის თავში შევეგებებოდით და იქვე ავადენდით ბდღვირს.

კოტე ბაბუას ძმა, ტარასი, ყრუმუნჯი იყო და კოლმეურნეობის თაღრის ჭიშკარს დარაჯობდა, მეველეობდა ზაფხულობით, ოდაში, პირველ სართულზე ქონდა ოთახი, სული გველეოდა იმ ოთახში თამაშზე.

პირველად ამ ოჯახში ვნახე ორ დიდ კეც ჭადს ერთად რომ აცხობენ და 4 ქათამს ერთად კლავენ სადილისთვის. ფორჩხის კიტრს და გულა პამიდორს დიდი ემალის გობზე დაჭრიდნენ და 3 ფილ დანაყულ სუნელს, ნედლი ზაფრანას ყვავილს და ჭიქით ძმარს მოასხამდენ.

დიდი, გრძელი სუფრა იშლებოდა ყოველ საღამოს. სამი, ოთხი თეფშით ზედმეტს დადებდა დეიდაჩემი, ვინმე დეიძახებსო. ისე ყველაფერი კარგი აგიხდეთ, რავარც ვინმე უსათუოდ დეიძახებდა და შემოგვესწრებოდა..

მე ისე მმასპინძლობდენ, როგორც დიდ საპატიო, პატივსაცემ სტუმარს, მივლიდნენ, თავს მევლებოდენ და მანებივრებდნენ.

თუ ბიძაჩვენი დაღლილი არ მოვიდოდა, სათევზაოდ წაგვიყვანდა წყალზე, მაჩიას ნანაიას და მე.

ჩვენს სიხარულს საზღვარი არ ქონდა, ყიჟინით ვიკლებდით სოფელს და ყირაზე გადავდიოდით სიხარულით. სამაგიეროდ, ბადიდან ფესვების, ბალახების და ზოგჯერ თევზის გამორჩევა ჩვენი მოვალეობა იყო.

ოცდაათ წელზე მეტი გავიდა ამ ლაღი და ბედნიერი ბავშვობიდან. ახლა ნაგომარში, სუფსის გამბულა ბოგასთან, რომ გავივლი გული ამიფართქალდება და თუ შემთხვევით მდინარეში შარვალაკაპიწებულ მებადურს დავინახავ, ისე მინდება მანქანიდან გადახტომა და მის გვერდით ჩადგომა თავბრუ მესხმის, გული სიხარულით მევსება და თვალი კურცხლით.

ტელეფონებში თავჩარგულ ბავშვებს ვხედავ და მეცოდებიან, რომ ჩემფერი დეიდა არ ყავთ ქვედა აკეთში.

ამ ოჯახს ვუმადლი იმ სიყვარულის ერთ დიდ ნაწილს, გურიიდან რომ მერგო, რომელსაც მთელი ცხოვრებაა ვარიგებ, ვარიგებ, ვარიგებ და ჯერ არც არაფერი დააკლდა მგონია", _ წერს ზურა შევარდნაძე.




 ახალი ამბები
  • ნატანებში ავტომანქანა ველოსიპედით მოსიარულე ბავშვს დაეჯახაგუშინ, 13 აგვისტოს კიდევ ერთი ავტოავარია მოხდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში. მსუბუქი   ავტომანქანა  ველოსიპედით მოსეირნე ბავშვს დაეჯახა. ჩვენი   ინფორმაციით, ბავშვი რეანომობილით სასწრაფოდ გადაიყვანეს ქუთაისში. მომხდართან დაკავშირებით "გურია ნიუსთან" შსს-ს პრესსამსახურიდან ასეთი კომენტარი გააკეთეს: _საქმე აღძრულია სისხლის სამართლის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის და ექსპლოატაციის წესის დარღვევას ... ...
  • მამუკა მდინარაძე: „ქართულ ოცნებას" სინამდვილეში 60%-მდე რეიტინგი აქვს„უნდა ვაღიარო, რომ ყველაზე მიახლოებული შედეგებია, მაგრამ ეს არ არის ზუსტი და სწორი მონაცემები. ბოლომდე ამ მონაცემებს ვერ ვიზიარებთ, გამომდინარე ერთი მარტივი მიზეზიდან, რომ რეალურად ეს მონაცემები ყველა ობიექტური მონაცემისგან ცოტათი განსხვავებით, „ქართული ოცნებისთვის" ყველაზე პესიმისტურ სცენარში თუ ჩაჯდებოდა და ყველა ოპოზიციური პარტიისთვის ყველაზე ოპტიმისტურ სცენარში"- განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მამუკა მდინარაძემ ტვ „რუსთავი2¬"-ის ეთერში ბრიტანული კომპანიის დღეს გამოქვეყნებულ კვლევის შედეგებთან დაკავშირებით. მისი მოსაზრებით, შესაძლებელია, კომპანიამ  გარკვეული სიფრთხილე გამოიჩინა, თავი დაიზღვია და ოდნავ გადაიხარა ოპოზიციური პარტიებისკენ, მათ შორის, ალოკაციის მეთოდთან დაკავშირებით და ამიტომ მიიღო ეს შედეგი.„სინამდვილეში 60%-მდე რეიტინგი გვაქვს, ეს არის  რეალობა, თუმცა ამ სიფრთხილესაც შეიძლება გაგებით მოვეკიდოთ. „ქართული ოცნებისთვის" ეს არის მინიმუმზე მინიმუმი , რაც კი შეიძლება თეორიულად შეიძლება დღეს  იყოს ცდომილების ფარგლებში" , - განაცხადა მამუკა მდინარაძემ. მისი თქმით, რეიტინგი გაზრდილია იმიტომ, რომ ხალხმა დაინახა რეალობა, რა გააკეთა სახელმწიფომ მათთვის, თუნდაც ბოლო თვეების განმავლობაში. „დღეს ოპოზიციის რეიტინგები არის გაცილებით დაბალი, ვიდრე 2016 წელს იყო და 2016 წელს არჩევნებამდე, ზუსტად ამ პერიოდში,  ორთვენახევრით ადრე უფრო დაბალი რეიტინგი გვქონდა. ოპოზიციის დიდი ნაწილი დადგა კოვიდ ვირუსის მხარეს და ეს სიშიშვლე დაინახა ხალხმა, ამომრჩეველმა  ამოიცნო მათი სახე, კიდევ უფრო კარგად  დაინახა, რა გააკეთა მათთვის სახელმწიფომ და თურმე როგორ ჰქონია სისტემები დალაგებული ქვეყანას. ეს გამოჩნდა ძალიან კარგად, თორემ  კოვიდის გამო მხოლოდ ეკონომიკური ზიანი მიიღეს მოქალაქეებმა და როგორ შეიძლებოდა, რომ განწყობა გაუმჯობესებოდათ?! კოვიდმა ის გააკეთა, რომ დაანახა თეთრი და შავი ქართველ ხალხს"- განაცხადა მამუკა ... ...
  • ამ წუთებში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ოზურგეთშიამ წუთებში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ოზურგეთში. სოფლების ოზურგეთისა და ნასაკირალის საზღვარზე, მსუბუქი ავტომანქანა, რომელშიც 2 ახალგაზრდა იჯდა, მოხრეშილ გზაზე მოცურდა, იქვე მცხოვრების ეზოში შევარდა და ხეებს შორის გაიჭედა. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარები ბრიგადა, რომელმაც ახალგაზრდები მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში ... ...
  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით სოფელ კოდაში ნუშის ბაღი გაშენდებასაქართველოს ბანკი აგრომეურნეობის განვითარების ხელშეწყობას განაგრძობს. ბანკისა და შპს ნათს ჯორჯიას ერთობლივი ძალისხმევით სოფელ კოდაში ნუშის ბაღი გაშენდება. ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს მიწის დამუშავების სამუშაოები. თუმცა უკვე ათვისებული დაფინანსების ფარგლებში კომპანიამ 6 ჰა მიწის ნაკვეთზე ესპანური,  მაღალმოსავლიანი  8,600 ნერგი დარგო.  შპს ნათს ჯორჯია 1 ჰა-დან  საშუალოდ 1,2 ტონა ნუშის გულის მოსავლის აღებას გეგმავს. კომპანია არ გამორიცხავს სამომავლოდ ნუშის რძის წარმოება და ექსპორტზე გატანა დაიწყოს. ნუშის ბაღის სრულად გაშენების შემდგომ კომპანია 15 ადამიანს დაასაქმებს. ინვესტიციის ჯამური მოცულობა 199 000 ლარი. „საქართველოს ბანკი აგრო მიმართულების წახალისებას აგრძელებს. ამჯერად ბანკმა მის პარტნიორ შპს ნათს ჯორჯიასთან ერთად კოდაში ნუში ბაღის გაშენებისთვის ინვესტიცია განახორციელა. პროექტი საკმაოდ აქტიურ ფაზაშია. კომპანია უკვე  7,2 ტონა ნუშის გულის მოსავლის აღებას ელოდება. პროექტის დასრულების შემდეგ შპს ნათს ჯორჯია ახალ სამუშაო ადგილებს შექმნის, რაც რეგიონის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია“,-განაცხადა მერაბ ახვლედიანმა, საქართველოს ბანკის საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა. ... ...
  • “პატრიოტთა ალიანსის” 2 ტყუილი მანდატურების ისტორიასა და განათლების შესახებ კანონზე26 ივლისს ტვ ობიექტივის “ღამის სტუდიის” ეთერში პატრიოტთა ალიანსის წევრმა ვაჟა ოთარაშვილმა მანდატურების ინსტიტუტი გააკრიტიკა და განაცხადა, რომ მანდატურები ევროპაში პირველად ნაცისტური პარტიის მმართველობის დროს გაჩნდა. მისი თქმით, საქართველოში მათი გამოჩენა “მომავალი თაობის „გამოლენჩებას” ემსახურება. ოთარაშვილმა აღნიშნა ისიც, რომ განათლების კანონით მასწავლებელს მოსწავლისთვის შენიშვნის მიცემა ეკრძალება. ოთარაშვილის განცხადება დეზინფორმაციაა, გერმანიის სკოლებში მანდატურის სამსახური არ არსებობს. ინფორმაცია ასევე არ იძებნება ნაცისტური მმართველობის პერიოდში მანდატურების შემოყვანაზე. ევროპის კონტინენტზე მანდატურის თანამდებობა კი ჯერ კიდევ მეშვიდე საუკუნეში ბიზანტიის სამეფო კარზე არსებობდა, საქართველოს ისტორიულ წყაროებში კი მეცხრე საუკუნიდან იხსენიება. რაც შეეხება განათლების შესახებ კანონს, ის კრძალავს არა შენიშვნის მიცემას, არამედ მოსწავლის სიტყვიერ ან ფიზიკურ შეურაცხყოფას.   წყარო : .mythdetector ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...