"ან მანიაკია, ან მოგზავნილი, არ მინდა სადარბაზოში მომახრჩონ _ რატომ აპირებს გრიგოლია იარაღის ტარებას

ფეისბუქსტატუსები

"ან მანიაკია, ან მოგზავნილი, არ მინდა სადარბაზოში მომახრჩონ _ რატომ აპირებს გრიგოლია იარაღის ტარებას

2018 მაი 20 00:27:22

ჟურნალისტი ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. გრიგოლია სახელმწიფოს  სთხოვს დაიცვას იგი.

"ძალიან ვრცელი პოსტის დაწერა მიწევს, პრინციპში,პოსტიც არაა,ვრცელი წერილია...უკვე თითქმის ხუთი წელია ,წელიწადში რამდენჯერმე ვაპირებ დავწერო,მაგრამ მერე ვშლი ხოლმე. ეხლა უბრალოდ ,გამოსავალს ვეღარ ვხედავ.... გადავწყვიტე,ხვალიდან შეიარაღებულმა ვიარო. აი ასე,მარტივად ვაცხადებ-ხვალიდან სახლიდან გავალ მხოლოდ შეიარაღებული,მხოლოდ იმიტომ რომ ვცხოვრობ ქვეყანაში,სადაც ქალების (მით უფრო ,მარტოხელა ქალების) უფლებებს სახელმწიფო დიდად ვერ იცავს,რადგან ბევრი წელია ვითხოვ დახმარებას და არაფერი გამომდის....სულ ვაშუქებ სხვებზე ძალადობის თემას-მოკლული ქალების,ნაცემი ქალების, ზეწოლის და ტერორის ქვეშ მყოფი ქალების თემას და ჩემი რეაქცია ამ დროს ყველაზე მძაფრია ხოლმე.... მე არ მინდა მომკლან!!!! მე არ მინდა ვიცხოვრო ძალადობის ქვეშ! მე არ მინდა,ჩემზე ძალადობა გახდეს ჩემი მეგობრების გადაცემების და რეპორტაჟების თემა. საერთოდ არ მინდა სიკვდილი და არც ვაპირებ ჯერ!!!!! მაგრამ მე არ ვიცი,სახლიდან რომ გავალ,რა შეიძლება დამემართოს. რამდენიმე წელია,ვცხოვრობ სრულ საგიჟეთში და რამდენიმე წელია,თავი მძაფრსიუჟეტიანი ფილმის გმირი მგონია,რომელსაც მანიაკი დასდევს და როდის წაახრჩობს,არ იცის...ახლა მოგიყვებით ამბავს,რომელზეც გთხოვთ,არ გაგეცინოთ,რადგან სასაცილო არაა,საშიში ამბავია.თავიდან მეც მეცინებოდა,ჩემს მეგობრებსაც ეცინებოდათ....დღეს უკვე აღარ მეცინება...მოკლედ საქმე რაშია-ბევრი წლის წინ,თუ არ ვცდები,2011 იყო,ჩემს ტელეფონზე დაიწყო უცნაური ზარები.ვიღაც კაცი რეკავდა და მეუბნებოდა,რომ ჩემი შვილის მამა იყო(მარიამის მამა გარდაცვლილია).ძაან რომ შემაწუხა,გავარკვიე ,ციხიდან ირეკებოდა და აღარ ვპასუხობდი ციხის ნომრებს.ერთ დღეს,უკვე 2013 წელი იყო,როცა საყოველთაო ამინისტია გამოცხადდა,უცხო ნომერი რეკავს და მეუბნება,რომ მე ვარ,შენი შვილის მამა ,შენს სახლთან ვდგევარ და ჩამოდიო. მოკლედ,2013-ში გამოვიდა ციხიდან...შოკში ჩავვარდი,რადგან აღარ ჩერდებოდა ზარები დღეები,თვეები..ვიღაც ავადმყოფი ტიპი რეკავდა გაუჩერებლად და ითხოვდა ჩემგან დამებრუნებინა მისი ქონება,რაღაც ფული და მენახებინა მისი შვილი,სახელად თამარი(ჩემს შვილს,მოგეხსენებათ,მარიამი ჰქვია)...იძულებული გავხდი,განცხადება დამეწერა პოლიციაში,რდგან რაღაც გაუგებარ ქონებას და ფულს მთხოვდა და იმუქრებოდა. ითხოვდა არარსებულ შვილთან შეხვედრას...ვიარე პოლიციაში,დაიწყო გამოძიება,გამომძიებლები მშვიდად მიხსნიდნენ ,რომ ტიპი ამტკიცებდა,თითქოს ჩემი ქმარი იყო,რომელსაც ქონება წავართვი..ყველაზე გულის ამრევი ის იყო,რომ როცა ამ ტიპის ჩენებას მიკითხავდნენ,თან ისე იღრიჭებოდნენ,თითქოს ძაან გასართობი ამბავი ხდებოდა!!!!!!

დღემდე გრძელდება ეს ამბავი,დღემდე ვცხოვრობ წარმოუდგენელი ფსიქოლოგიური ძალადობის ქვეშ. უბედურება ისაა,რომ ტიპმა იცის ჩემი სახლი,ჩემი მშობლების სახლი, მარიამიც კი შეხვდა ერთხელ კართან..მიადგა მამაჩემს და ეუბნება,ინგას ქმარი ვარო და ყველაფერი იმით დამთავრდა,რომ მამაჩემმა კინაღამ მოკლა.... არ მთავრდება ეს ჰიჩკოკობა.პერიოდულობით ვთხოვდი პოლიციას დაცვას ,აქამდე მეუბნებოდნენ,რომ კანონი არ აძლევდათ დაჭერის საშუალებას,რადგან პირდაპირი მუქარა,რომ რამეს მიზამს (მაგალითად მომკლავს), არ იყო..ალბათ ქალი აუცილებლად უნდა მოკვდეს,რომ მოძალადე დაიჭირონ.... ამ დღეებში უკვე ახალი წერილი და მუქარა მივიღე,რომელიც ტელევიზიაში დატოვა ამ ტიპმა(კადრებშიცაა დაფიქსირებული,როგორ აძლევს წერილს ჩემს თანამშრომელს),სადაც წერს რომ 20 მაისამდე თუ არ დავუბრუნებ რაღაც ქონებას ,სახლის კარს შემომიმტვრევს.... არასოდეს მეგონა,რომ მსგავსი პოსტის დაწერა მომიწევდა,მაგრამ სხვა გზას ვეღარ ვხედავ. ხო,დამავიწყდა,ეს ტიპი,რომელიც ამნისტიით გამოვიდა( მე ასე ვიცი),როგორც ვიცი,ყაჩაღობისთვის იხდიდა სასჯელს..თავიდან მეგონა,რომ ფსიქიური პრობლემები ჰქონდა,თანდათან დავრწმუნდი,რომ ან მოგზავნილია,ან ჩვეულებრივი მანიაკი! ეს დღეებია,არ ვარ საქართველოში. წამოსვლამდე საქმის კურსში ჩავაყენე ახალი შს მინისტრის პრეს-ცენტრი( იმედი მაქვს,ამჯერად მაინც დამიცავენ) .ჩამოვალ თუ არა ,პირდაპირ ვაპირებ წავიდე პოლიციაში,რადგან ხვალისთვის დამიანონსა ამ მანიაკმა სახლის კარის შემომტვრევა.... არ ვიცი,ამჯერად რითი დასრულდება ჩემი მიმართვა პოლიციის მიმართ ,თუმცა კი ვიმედოვებ,ამიტომ,როგორც ზევით დავწერე,ხვალიდან შეიარაღებული ვივლი...

p.s-მიზანმიმართულად არ მივეცი უფლება არც ერთ ჩემს მეგობარს და ოჯახის წევრ მამაკაცს,რომ ქართულად ,,მომეყომარებინა,,ეს საქმე და ვინმეს გაეხია ცემაში .არ მინდოდა ჩემს გამო,ვინმე ჩემიანი დამეზარალებინა..მინდა დამიცვას სახელმწიფომ! არ მინდა,ვინმემ სადარბაზოში მომახრჩოს! ხოდა ,გადავწყვიტე,ხმამაღლა მომეყოლა ეს ყველაფერი. მადლობა,ვისაც ნერვი გეყოთ და წაიკითხეთ!!!! დავამატებ-საქმეც იყო აღძრული,მაგრამ მაშინ ჯერ ადევნებაზე კანონი არ იყო და რახან არ იყო ეს კანონი,დამტოვეს მარტო ჩენს პრობლემასთან და საფრთხესთან პირისპირ".




 ახალი ამბები
  • ლაითურის, ნარუჯას და ანასეულის მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა (R)ცენტრალური, საკანონმდებლო, სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ოზურგეთში, ლაითურის, ნარუჯასა და ანასეულის მოსახლეობას შეხვდნენ. მათ ადგილობრივების საჭიროებები მოისმინეს და რეგიონში მიმდინარე პროექტებზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, ასევე, მუნიციპალურ და სახელმწიფო სერვისებზე გამახვილდა. ანასეულის მოსახლეობამ ერთ-ერთ პრიორიტეტულ საკითხად კანალიზაციის რეაბილიტაცია დაასახელა. ასევე, სრულ რეაბილიტაციას საჭიროებს მე-5 საჯარო სკოლაც. იქ არსებულ პრობლემას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილი პირადად გაეცნო. დაბა ლაითურისა და ნარუჯის მოსახლეობამ ძირითად მოთხოვნად დასაქმებისა და შიდა გზების მოწესრიგების საკითხები დააყენა. მოსახლეობასთან შეხვედრებს პარლამენტის წევრები გიორგი ვოლსკი, თემურ ჭკუასელი, გია გაჩეჩილაძე, გურიის მხარის რწმუნებული ზურაბ ნასარაია, მპგ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ოზურგეთის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარე მერაბ ჭანუყვაძე, საოლქო ორგანიზაციის წევრები, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია, ოზურგეთის მერი კონსტანტინე შარაშენიძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ამჟამად, დაბა ლაითურში წყალმომარაგების ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა. დაბა ნარუჯაში მიმდინარეობს 7 280 მ. სიგრძის საავტომობილო გზის მშენებლობა, რომელიც მუნიციპალური განვითარების ფონდიდან 3 777 936 ლარით დაფინანსდა. ანასეულში გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ წყლის სისტემის მშენებლობა დაიწყო. პროექტის ღირებულება - 6 799 998 ლარს შეადგენს. ... ...
  • ბახმაროში საცხოვრებელი სახლები დაიწვაგასულ შაბათს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის დაბა ბახმაროში, მახარაძის ქუჩაზე, ეკლესიის მიმდებარედ, ორი საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. როგორც გვითხრეს, არსებობდა ცეცხლის გავრცელების საშიშროება, თუმცა, მეხანძრეებმა, ცეცხლის დროულად ლოკალიზება შეძლეს. _ ღამის საათებში ერთ-ერთ საცხოვრებელში გაჩნდა, შემდეგ გადავიდა მეორე სახლზეც. არავინ დაშავებულა, კარგად იმუშავა სამაშველო სამსახურმა. მათი დამსახურებაა, რომ ხანძარი გვერდით მდგომ სახლებზე არ გავრცელდა, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ა(ა)იპ "ბახმაროს დირეტქორმა დავით საჯაიამ. ამ დროისთვის უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზი. მომხდარზე გამოძიებაა ... ...
  • "საქართველოს გული იწვის ამაზონის ტყესთან ერთად" - ზურაბიშვილისაქართველოს გული იწვის ამაზონის ტყესთან ერთად, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს. „ჩვენ ვუერთდებით ჩვენი პლანეტის გადარჩენის ძალისხმევას და მოვუწოდებთ ქმედებისკენ ამაზონის გადასარჩენად“, – აღნიშნავს სალომე ზურაბიშვილი. ამაზონის ტყეში მასშტაბური ხანძარი უკვე მესამე კვირაა მძვინვარებს. „დედამიწის ფილტვებად“ წოდებული ამაზონის ტყეში ხანძრის ათასობით კერაა ... ...
  • სოფელ საყავრესთან ხანძარი ლოკალიზებულიასაგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა, სასაზღვრო პოლიციის სამი ვერტმფრენის დამხარებით ტყის ხანძრის ლოკალიზება შეძლეს. ამ დროისთვის შიდა ქართლში, გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ საყავრესთან ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ამ მომენტისათვის ადგილზე ღია ცეცხლის კერა აღარ არის. მიმდინარეობს ცალკეული მონაკვეთების დამუშავება, როგორც ცოცხალი ძალის, ასევე ვერტმფრენების საშუალებით. სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე უწყვეტ რეჟიმში მუშაობდა თბილისის, შიდა ქართლის, იმერეთის, სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლის და მცხეთა-მთიანეთის სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. სულ 250-მდე მეხანძრე-მაშველი. პროცესში ჩართული იყო სახანძრო სამაშველო და დამხმარე ტექნიკა. გათენებისთანავე განაახლა მუშაობა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სამმა ვერტმფრენმა. სოფელ საყავრესთან ხანძარი 22 ... ...
  • საზარელი მკვლელობა კახეთში - ცხედარი, სავარაუდოდ, დაანაწევრეს და მდინარეში გადააგდესგურჯაანის რაიონის სოფელ ვეჯინში 34 წლის ვ. მ-შვილი, სავარაუდოდ, მოკლეს, ცხედარი დაანაწევრეს და მდინარე ალაზნის სარწყავ არხში გადააგდეს. პოლიციას არავინ ჰყავს დაკავებული და ვერც გვამი იპოვეს, _ ინფორმაციას reginfo ავრცელებს. ვ. მ-შვილი სოფელ ძირკოკის მკვიდრია. ოჯახის წევრებს ის 2 აგვისტოს შემდეგ აღარ უნახავთ, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროში „რეგინფოს“ უთხრეს, რომ ახალგაზრდის გაუჩინარების შესახებ შეტყობინება 16 აგვისტოს მიიღეს. პოლიციამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. „რეგინფომ“ გამოარკვია, რომ ბოლოს ვ. მ-შვილი მეზობელ სოფელში, ვეჯინში, ერთ-ერთ ოჯახში ნახეს, სადაც ის ხშირად მიდიოდა. ახალგაზრდები ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ და ჩხუბი მოუვიდათ. ერთ-ერთი პირი პოლიციისთვის მიცემულ ჩვენებაშიც აღნიშნავს, რომ ვ. მ-შვილი მოკლეს, ცხედარი დაანაწევრეს, ტაქსი გამოიძახეს, საბარგულში მოათავსეს და მდინარე ალაზნის სარწყავ არხში გადააგდეს. პოლიციამ ტაქსის მძღოლი დააკავა, თუმცა მალევე გაათავისუფლეს. „რეგინფოს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ დაკავებული არავინ ჰყავთ. გვამის პოვნის მიზნით, 21 და 22 აგვისტოს მდინარე ალაზნის სარწყავ არხში წყალიც დაწყვიტეს, მაგრამ ცხედარი ვერ ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ ვიშოვნოთ ფული ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ადამიანების უმრავლესობა ოდითგანვე დაეძებდა გზებს...

დაუჯერებლად თავხედი 3 ქალი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ალბათ, ოცდამეერთე საუკუნეში ქალის სითამამე...

ასტროლოგია და ასაკობრივი კრიზისი ბავშვებში

საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, რომ ადამიანის...

ასტროლოგია ბავშვების სწორად აღზრდის შესახებ

ამბობენ - "მშობლებს არ ირჩევენ"...

როგორ ზრუნავენ სილამაზეზე ზოდიაქოს ნიშნის ქალები

ალბათ, დაკვირვებიხართ, რომ სუსტი სქესის...
კარმიდამო ჩემი

უკრაინული გოგრა _ საუკეთესო თვისებების მქონე საკვები აგრარული კულტურა

წარმატებულმა მეურნემ ნოდარ დიასამიძემ, რომელიც...

უნდა გავაჩაღოთ ხელოვნურად შექმნილი დამღუპველი ტენიანობის წინააღმდეგ ბრძოლა

არაერთხელ გამოთქმულ თვალსაზრისს, ბუნებაში ადამიანის...

მოვამზადოთ მოხარშული ატმის წვენი

 ზაფხულში ხილის წვენის და კომპოტების...

ზაფხული და სალათები

სალათს, რომლის სეზონი განსაკუთრებით ზაფხულშია,...

აკეთე მარტივად _ 10 საყოფაცხოვრებო ხრიკი დიასახლისებისთვის

სახლის გენერალური დალაგება-დასუფთავება საკმაოდ დიდ...

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...