“არ იცოდა, რომ 4 დღე ვერ ვიპოვიდით“ _ სანდროს მეგობრის ემოციური პოსტი

ფეისბუქსტატუსები

“არ იცოდა, რომ 4 დღე ვერ ვიპოვიდით“ _ სანდროს მეგობრის ემოციური პოსტი

2019 ნოე 1 13:38:05

სოციალურ ქსელ “ფეისბუქზე“საზოგადოებრივი მაუწყებლისტრაგიკულად გარდაცვლილი ოპერატორის, სანდრო ბერაძის მეგობარი გიორგი ჩოგოვაძე ემოციურ პოსტს აქვეყნებს. ის, ასევე, საზოგადოებას აზარტული თამაშები წინააღმდეგ გაერთიანებისკენ მოუწოდებს.

,,როგორც შეგპირდით, მოგიყვებით როგორი ბიჭი იყო სანდრიკა.

სანდრო პირველ იანვარს იყო დაბადებული. ხშირად მეუბნებოდა რომ დაბადების დღე არ მაქვსო _ ყველა ისედაც ქეიფობს და არავის ვახსოვარო.

სანდრო ყველასი იყო და ყველასთვის იყო. ესეთი იყო ის. არანორმალურად მზრუნველი, თბილი და ყურადღებიანი. დიდი ბავშვი იყო თვითონ და ამიტომ ყველა პატარასთან განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდა. ყველაზე ბედნიერი თავს მათ გარემოცვაში გრძნობდა. არამხოლოდ უყვარდა მეგობრები, თავად მეგობრობა“-ზე გიჟდებოდა. ვინც კი იცნობდით სანდროს ყველას მთელი გულით გისამძიმრებთ. იმიტომ რომ შეუძლებელია იცნობდე მას და გულში არ გყავდეს. ის სიცარიელე რაც მან დატოვა წარმოუდგენელია რამემ შეავსოს.

ძალიან დიდი ხნის წინ დაიწყო მისი აზარტული თამაშები. გახსოვთ ის პერიოდი ყოველ 100 მეტრში, აფთიაქებივით, სლოტ კლუბები, რომ იყო გახსნილი. მაშინ თვითონაც პატარა იყო. დაიწყო თამაშით. არ იცოდა მაშინ სიცოცხლეს, თუ ეთამაშებოდა და როცა ეს გაიაზრა მას მერე მუდმივ ბრძოლაში იყო საკუთარ თავთან. ბრძოლაში, რომელშიც დამარცხდა. დამარცხდა არა იმიტომ რომ სუსტი იყო. მან ვეღარ გაუძლო იმას, რომ საკუთარ თავს ვერ ერეოდა. საშინლად არ მოსწონდა ის სანდრო, რომელიც დამოკიდებული იყო აზარტზე. საგულდაგულოდ მალავდა ამას. ამ წლების განმავლობაში, რაც ვმეგობრობთ, რამდენჯერ უთხოვია ჩემთვის: გიოს არ უთხრა ხო იცი…“.

ამ ზაფხულს რაღაცეების რადიკალურად შეცვლა დაიწყო. არ ვიცოდი, ვერ მივხვდი, რომ ეს გადამწყვეტი ბრძოლა იყო. 50 ჯერ მანც აქვს ნათქვამი ვარჯიში დავიწყე და წამო შენც მაგრად გაგისწორდება ბაბ…“, მირეკავდა საღამოობით გამო ლისზე ავიდეთ ვისეირნოთო. პარალელურად ვიცოდი რომ ფსიქოლოგთან დადიოდა. სამსახურშიც დაბრუნდა. ბრძოლაც დაიწყო სათამაშო ბიზნესის წინააღმდეგ. ბიზნესი“–ის რომელმაც საბოლოოდ სიცოცხლეზე უარი ათქმევინა. სწორედ ამ ბრძოლის ნაწილი გახადა თავისი სიკვდილიც. სადღაც ოდესღაც ნათქვამი აქვს ეს ჩემთვის. მოფიქრებული ჰქონდა როგორ შეეძლო დაემარცხებინა ის, რამაც სიცოცხლე გაუმწარა. მაშინ ეს ისეთი წარმოუდგენელი ჩანდა…  თუმცა ამაზე ცოტა ქვევით მოგიყვებით.

მეუბნებოდა რომ აღარ თამაშობდა. ბოლო თვეებში რამდენჯერმე ტელეფონში ჩამძვრალს რომ წავასწარი მითხრა: არა ბაბ 10 ლარი ხო იცი…“.  თურმე უკვე ჩემთანაც მალავდა ასე დარჩა მარტო თავის კოშმართან. რაც ყველაზე მეტად აწუხებდა იმაზე უკვე მეგობრებსაც კი ვეღარ ელაპარაკებოდა.. ასე დარჩა მარტო. მარტო დარჩა სანდრო. სანდრიკა, რომლის სახეზე მუდამ ღიმილი იყო, რომელიც მუდმივად ფიქრობდა სხვებზე. ეს არაა უბრალოდ ლამაზი სიტყვები მართლა ესე იყო. იმდენი რამის მოყოლა შემიძლია სანდროს მაგარ ბიჭობაზე. ეს ისტორიები არც ერთმანეთს გავს და არც რამე სხვა ამბებს. მარტო სანდრიკას შეეძლო ესეთი ცხოვრება ეცხოვრა. ბოლოს მიხვდა რომ უბრალოდ ვეღარ აგრძელებდა და დახურა თავისი წიგნი.

არავინ იფიქროთ რომ სანდრომ თავის სიცოცხლე რამე კონკრეტული  თანხის წაგების გამო დათმო. არც ის იფიქროთ, რომ  ეს სპონტანური, იმ დღის გადაწყვეტილებაა. აფექტზე ჰომ საერთოდ ზედმეტია ლაპარაკი. 40 წუთი მარტო ტაქსით იარა დიდუბიდან იმ ულამაზეს ტყემდე. გზად შეიძინა რაც სჭირდებოდა. მოამზადა ყველაფერი. მთელი გულით აკეთებდა ყოველთვის ყველაფერს. არ შეეძლო სხვანაირად. მერე დაურეკა დედას და ძმას დასამშვიდობებლად და ბოდიშის მოსახდელად. დავიღალეო ღმერთმაც მიმატოვაო. აღარ შემიძლია ამ ჯოჯოხეთში ცხოვრებაო

ამ ყველაფრის მერე რეკავს 112-ში. ეუბნება რომ ტყეშია და თავის მოკვლას აპირებს. იმასაც ამბობს რამ მიიყვანა ამ მდგომარეობამდე.  ბოლოს ეუბნება, რომ ეხლა მეძებეთ ტყეში თქვენი დედაც ვატირეო ამ სატელეფონო ზარის ჩანაწერი ძალიან გვჭირდება იმისთვის, რომ სანდროს ხმაც ისმოდეს იმ ბრძოლაში რომელიც თავად დაიწყო. ვისაც დახმარება შეგიძლიათ ამ ამბავში დაგვეხმარეთ.

შემდეგ ტელეფონს აერთებს ფოვერბენკში. ალბათ იმისთვის მელე გვეპოვა და დაწყებული საქმე ბოლომდე მიყავს. არ იცოდა სანდრომ, რომ 4 დღე ვერ ვიპოვიდით. ნამდვილად არ იცოდა. არ შეეძლო ეს თავის ძმისთვის გაეკეთებინა. ძმისთვის რომელიც 6 თვე ნანახი არ ყავდა და ორი კვირის წინ, დახვედრის შემდეგ ნასესხები ფულით რესტორანში წაიყვანა. დღე როცა სანდრო იმ არაბუნებრივად ლამაზ ტყეში ვიპოვეთ გიოს, სანდროს ძმის, დაბადების დღე იყო.

სიცოცხლე ისე უყვარდა, რომ არავის გვჯეროდა რომ ამას გააკეთებდა. ბოლო წამამდე ვერ დავუშვი.  როცა იმ არაჩვეულებრივად ლამაზ ტყეში შემხვდა წამით ცოცხალი მეგონა. ფეხზე იდგა თითქოს. ნაგავი პარკში ქონდა მოგროვებული. სათვალე, ტელეფონი კოხტად დალაგებული. ასეთი იყო სანდრო. რასაც აკეთებდა ყველაფერს გულით აკეთებდა.

ამ წერილს 2 დღეა ვწერ. უკვე აღარ მახსოვს რამდენჯერ ვიტირე ,ხმამაღლა, პატარა ბავშვივით ბოლომდე ჯერ კიდევ ვერ მოვახერხე იმის გააზრება რაც სანდრომ გააკეთა. დაგეგმა და განახორციელა.

არა ბაბ კი ბაბ სულ ვეჩხუბებოდი რა აიჩემე ეს ბაბ მთელი ქალაქი ბაბულიკებს დასცინის მეთქი ყოველთვის ერთიდაიგივეს მპასუხობდა. არა ბაბ ღადაობაა ბაბ…“. ამ წერილს ქუდად სანდროს ფოტოა. ლისზე ნაპირზე დგას ჩემს დისშვილთან თამაშობს.  მეუბნებოდა, რომ საგულაოდ მე უნდა წავიყვანო პირველადო. იმდენი გეგმები ქონდა. რამდენი რამის გაკეთება უნდოდა…  ბათუმში ვიყავით როცა გაიგო რომ ჩემი დისთვის ხელი უნდა ეთხოვათ. იმ დღეს თბილისში აუცილებლად უნდა ჩამოსულიყო პრობაციაზე თითი უნდა დაედო. ცოცხალი თავით არ წავიდა და დარჩა. მე ამას ვერ გამოვტოვებო. პირობითი ქონდა მარიხუანას მოხმარებისთვის. ამის გამო რამდენიმე წელია არ უშვებდნენ ქვეყნიდან. ყველამ ვიცის როგორ განიცდიდა ამ ამბავს.  გამომწყვდეული იყო აქ, ჩვენთან.

ყველაფრის და მიუხედავად, სანდრიკამ პირადად მე არ დამიტოვა არანაირი კითხვა იმაზე, თუ რატომ გააკეთა ეს. ზუსტად იცოდა რაც მოყვებოდა ამ ამბავს. ნამდვილად იცოდა და თუ კიდევ ვინმე ვერ მიხვდა რა მოხდა –  ნახეთ ეს ფილმი The life of David Gale

ცეცხლი დაანთო და თამაშიც დაამთავრა. ის მემკვიდერობა, რაც სანდრომ დატოვა ძალიან ადვილად დასანახია. უნდა დასრულდეს ეს განუკითხაობა რასაც აზარტული თამაშებით ადამიანების წვალება ჰქვია. უნდა დასრულდეს ადამიანების სიცოცხლით თამაში და ის არგუმენტი, რომ სათამაშო ბიზნესს მილიარდები მოაქვს ქვეყნისთვის არის გულისამრევი. აბა გაიაზრეთ ის მილიარდები რა ფულით გროვდება. ეს აღარაა მარტო სანდროს, ჩემი და შენი პრობლემა. კარგად დაფიქრდით და მიხვდებით რა ტრაკშიც ვართ. დავდგეთ ერთად.

თუ ვინმეს გონია რომ ამ ამბავზე რაიმე სახით პოლიტიკურ ქულებს დაიწერს ან რომელიმე პოლიტიკურ გუნდს მიგვაკერებენ ძალიან ცდება. და ის აზრი რომ პოლიტიკოსების გარეშე საქმე არ გამოვა საკუთარი ტუალეტის კარებზე ბღაჭნეთ. თქვენი უუნარო დედა ამდენი ხანია გიყურებთ და ყველა ბი ხართ პოზიციან ოპოზიციანად. სასწრაფოდ ! ! ! პასუხისმგებლობა აიღეთ ფარჩაკებო იმაზე, რომ გამოგვიმწყვდიეთ და დაგვიხრჩეთ შვილები, მეგობრები, ძმები, დები, მამები, მეზობლები. შავები ჩააცვით დედებს. რამდენი ადამიანი უნდა გამწარდეს, რომ რამე შეიცვალოს. მე ვფიქრობ რომ საკმარისია. გვეყოფა!!! _ წერს გიორგი ჩოგოვაძე.




 ახალი ამბები
  • საპენსიო სქემაში 900 ათასზე მეტი ადამიანი არის ჩართული (R)საპენსიო სქემაში პირველი იანვრიდან დღემდე 923,258 ადამიანი გაწევრიანდა, საიდანაც 746,829 კერძოზე, ხოლო საჯარო სექტორზე 215,676 მოდის. აღსანიშნავია, რომ სისტემაში 59,379 ათასი კერძო ორგანიზაციაა ჩართული. ფონდის ღირებულება 409,507,840-ლარია. შენატანებზე დამატებით  დარიცხული სარგებელი 11,163,782 ლარს შეადგენს. ამ დროისთვის კომპანიების მიერ შენატანების დეპოზიტურ მოცულობებთან ერთად ფონდის მთლიანი ღირებულება 455,177,604 ლარს შეადგენს. ფონდის ერთეულის ღირებულება საწყისი 10 ლარიდან, 10.48 ლარამდე გაიზარდა, რაც 4.8%-იან ზრდას წარმოადგენს. ფონდის მონაწილეთა რაოდენობა ბოლო თვეებში საშუალოდ დღეში 500-700 მონაწილით იზრდება, ხოლო გასულთა რიცხვი უმნიშვნელოა. ... ...
  • დაგროვებითი პენსიის რეფორმა საქართველოს ეკონომიკას გააძლიერებს - ლევან სურგულაძე (R),,დაგროვებითი პენსიის რეფორმა ღირსეული სიბერის უზრუნველყოფასთან ერთად, უმნიშვნელოვანეს და უპრეცედენტო ეკონომიკურ გავლენას იქონიებს. პირველად საქართველოში იქმნება მასშტაბური გრძელვადიანი, მოქნილი და იაფი საინვესტიციო კაპიტალის ბაზა, რომელიც კაპიტალის ბაზრის განვითარებას მკვეთრად შეუწყობს ხელს.“ - აცხადებს საპენსიო სააგენტოს დირექტორი. ლევან სურგულაძის განმარტებით, ეს არის ალტერნატიული გრძელვადიანი რესურსი, რომლის დიდი ნაწილითაც სხვადასხვა ფინანსური ინსტრუმენტების საშუალებით დაფინანსდება ადგილობრივი ბიზნესი, შეიქმნება ახალ სამუშაო ადგილები. ,,ჩვენი შეფასებით საპენსიო რეფორმის შედეგად შექმნილი მასშტაბური საინვესტიციო კაპიტალის ბაზა და ამის შედეგად განვითარებული კაპიტალის ბაზარი გრძელვადიან პერიოდში, 3-4%-ით დააჩქარებს ეკონომიკურ ზრდას. გაიზრდება შემოსავლები და შემცირდება სიღარიბე. სახელმწიფოს გაეზრდება შემოსავლები, რაც მათ შორის, საშუალებას მისცემს უფრო მეტი სახსრები მიმართოს სოციალურ პროექტებზე და საბაზისო სოციალური პენსიების უფრო სწრაფ ზრდაზე. ეს ასევე ხელს შეუწყობს განვითარებულ ადგილობრივ კაპიტალის ბაზარზე უცხოური პორტფელური ინვესტიციების შემოსვლას, პირდაპირ ინვესტიციებთან ... ...
  • მუნის ორი შემთხვევა თბილისში მდებარე ბაგა-ბაღშითბილისის 74-ე ბაგა-ბაღში მუნის ორი შემთხვევა დაფიქსირდა. ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ბაღის ადმინისტრაციას აღსაზრდელების მშობლებმა აცნობეს. ბაღების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, შემთხვევის გამო ბაგა-ბაღში სადიზენფექციო სამუშაოები ჩატარდა, ხოლო სასწავლო პროცესი არ ... ...
  • "მარტო პირჯვრის წერა ისწავლეს ქრისტესგან“ _ დღეს ბესიკ ხარანაულის დაბადების დღეა"ხალხმა მარტო პირჯვრის წერა ისწავლა ქრისტესგან, სხვა ყველაფერი, რაც ძნელია, მას შეატოვა", _ ამ ფრაზის ავტორი, მწერალი და პოეტი ბესიკ ხარანაული დღეს იუბილარია, მას 80 წელი შეუსრულდა. ბესიკ ხარანაული დაიბადა თიანეთში 1939 წლის 11 ნოემბერს. მისი წინაპრები მაღაროსკარის თემის სოფელ კუჭეჭადან (ფშავი) გადასულან ივრის ხეობაში, კერძოდ, თიანეთში. 1962 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. ჰყავს მეუღლე და სამი შვილი. მისი ლექსები თარგმნილია ფრანგულ, გერმანულ, რუსულ, ჩეხურ, უნგრულ, ბულგარულ, აზერბაიჯანულ და სხვა ენებზე, რაც გვიდასტურებს, რომ ამ ავტორის მაღალმხატვრულ პოეზიას თავისი თაყვანისმცემლები ჰყავს უცხოეთშიც. ლიტერატურული მოღვაწეობა დაიწყო 1954 წელს, ლექსების პირველი კრებული გამოიცა 1968 წელს. მიღებული აქვს: რუსთაველის პრემია; ილია ჭავჭავაძის პრემია; 1993 წელი — სახელმწიფო პრემია; 2004 წელი — ლიტერატურული პრემია „საბა" საუკეთესო პოეტური კრებულისთვის „წიგნი ამბა ბესარიონისა"; 2012 წელი — ლიტერატურული პრემია „გალა" წიგნისათვის „ლექსები, პოემები“. 2011 წელს იყო წარდგენილი ნობელის პრემიაზე ლიტერატურის დარგში. გამოყენებულია ვიკიპედიას ... ...
  • "გაიცანით _ აკინი!"სოციალურ ქსელ ფეისბუქის ერთ-ერთი მომხმარებელი სოფიო კუბლაშვილი ახლახან დაბადებული ხბოს ფოტოს აქვეყნებს. როგორც ის  ამბობს, ხბოს აკინი დაარქვა და ამით სურს გამოხატოს სოლიდარობა და მხარდაჭერა რეჟისორ ლევან აკინის და ფილმის _ „და ჩვენ ვიცეკვეთ“ შემოქმედებითი ჯგუფის მიმართ. „გაიცანით _ აკინი! დღეს შუაღამით იგემა თავისუფლება. იქიდან ველოდებოდით ყოველ საათში, რაც კინოთეატრ „ამირანში“ სპეციალური დაცვით იმართებოდა სეანსები. ჩვენმა ოჯახმა ასე გამოვხატეთ სოლიდარობა და მხარდაჭერა ფილმის შემოქმედებითი ჯგუფისადმი და დაბადებამდე ორი დღით ადრე ვუწოდეთ სახელი აკინი ხბოს, შესახსენებლად, რომ ევროპისკენ გზა „აკინზე“ გადის!“ _ წერს კუბლაშვილი.     ... ...

არქივი

ზაფრანი

ბეკონი ჯანმრთელობისთვის სახიფათო ყოფილა

შვედი მეცნიერების მტკიცებით, ბეკონის საკვებად...

როგორ დავალევინოთ წამალი პატარას

წამლის დალევა პატარებს არ უყვართ,...

მერილინ მონროს სილამაზის საიდუმლო

 რა იყო ის საიდუმლო, რომლის...

რატომ უნდა ვხატოთ

ცოტა ხნის წინ, ამერიკელმა ფსიქოლოგებმა...

ინტერნეტის უარყოფა ადამიანის ორგანიზმზე მოქმედებს

ინტერნეტის ქსელიდან მკვეთრი გამოსვლა იწვევს...

რა გვიშლის ხელს დაძინებაში

არ გძინავთ კარგად და ეს...
კარმიდამო ჩემი

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...

არის თუ არა თქვენ საცხოვრებელ ადგილას სასმელი წყალი?