"ასე ხელწამოსაკრავი არ ვართ გურულები", _ წერილი ჩემი ცოლის დაქალების სცენარისტებს

ფეისბუქსტატუსები

"ასე ხელწამოსაკრავი არ ვართ გურულები", _ წერილი ჩემი ცოლის დაქალების სცენარისტებს

2019 მარ 12 11:15:34

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურში მცხოვრები თამუნა მახარაძე სოციალური ქსელის მეშვეობით სერიალ "ჩემი ცოლის დაქალების" გადამღებ ჯგუფს და სცენარისტებს მიმართავს. პოსტის ავტორი უკმაყოფილებას გამოთქვამს სერიალში ასახული დაკრძალვის სცენის გამო და ამბობს, რომ გურიაში მიცვალებულს განსაკუთრებული პატივით აცილებენ. მახარაძე კიდევ ბევრ სხვა დეტალზეც ამახვილებს ყურადღებას.

"მოგმართავთ სერიალ "ჩემი ცოლის დაქალების", გადამღებ ჯგუფს და სცენარისტებს, ჯერ ერთი საერთოდ არ ვუყურებ მაგ სერიალს, მეორეც ის რომ, მე, როგორც სოფელ "ჩვენში, მარტო , "მჭადი და ლობიო" რომ აჩვენეთ ვითომ და სადილად ჩათვალეთ, რა შეიქნა ის 1 კილო ,,ყველი" ასეთი სალაპარაკო, მთელი 2 სერია ყველი არ ჰქონიათო, რომ გაიძახდით, კარგი ბატონო "ყველი"(ვერ დავიჯერებ მაგას, მაგრამ) ვთქვათ და არ იყო, აღარც მწვანილი იყო არავის ბოსტანში და აღარც ერთი თეფში მჟავე იშოვებოდა, რომ დაგედოთ სუფრაზე და გადაგეღოთ ლამაზად?

რა ვიცი, სცენარში ისე გაქვთ დაწერილი, თუ კი ვინმე გაბედნიერდა, ყველა მაგ ცხონებულ ქალთან ჩამოსულა და დავიჯერო ახლა ყველას პატივისმცემელმა "ტატიანა", მთელს სოფელს მისი ვალი ჰქონია "მჭადით და ლობიოთ" ხვდებოდა სტუმრებს და ისიც ახალდაქორწინებულებს, თქვენ ვერ მიიხვედრეთ, რა დაგედოთ და როგორ გეჩვენებინათ გურული სუფრა, თორემ, დარწმუნებული ვარ, ცხონებულ "ტატიანას" ყველიც ექნებოდა და გემრიელ ,,ხაჭაპურსაც გამოაცხობდა და კიდევ ერთი კი მაინტერესებს რომელ დიასახლისს აქვს "ქვიჯა" ( ფილთაქვა) გატეხილი, ეს რა მოსატანი იყო სერიალში, ვერ გამიგია. ამდენი წელია მაქ ვცხოვრობ და ჯერ არ მსმენია რომელიმე დიასახლის "ფილთაქვა" გაეტეხოს, არამც თუ მეზობლის საკუთარიც კი, ვერ დავიჯერებ რომ იმ უბანში, სადაც ეს ფილმი გადაიღეთ, მასე მშრალად ისტუმრებდნენ მიცვალებულს. მე ვცხოვრობ მაგ უბანთან ძალიან ახლოს და რომ ვიცი, იმიტომაც ვწერ ყოველივე ამას, ძალიან მიკვირს და ნაწყენი ვარ, რომ ასე სამასხარაოდ და ასე დაღატაკებულად წარმოაჩინეთ დიდი ,,ექვთიმე ღვთისკაცის (თაყაიშვილის)" მშობლიური სოფელი, სულ რამდენიმე ხნის წინ გადაიღეს ლიხაურში ფილმი "ექვთიმე თაყაიშვილზე", ყოველივე ამის შემდეგ, როგორ იფიქრეთ რომ ასე დაჩაჩანაკებულად და ასე სამასხარაოდ აგეგდოთ სოფელი, უბანი, ხალხი, იმ კუთხის სამეზობლო და ვითომდა გურული ,,სატირელის" სუფრა, არ ვართ მთლად მასე წასული ხელიდან გურულები და მითუმეტეს "ლიხაურლები", მართალია ბევრი მომენტი რეალური და ყოველდღიური ცხოვრებისეული ეპიზოდებიც არის სერიალში, ზოგიერთი რამ მომეწონა და კიდეც ვიმხიარულე, მაგრამ რამაც გული დამწტყვიტა და რაც მეწყინა, რომ არ მომეწერა, ვერ მოვითმინე, დიდ ბოდიშს გიხდით, ასეთი მწარე სიმართლისთვის.

ჭირისა და ლხინის სუფრა საქართველოს არცერთ კუთხეში არ ეშლებათ და ყველა კუთხემ უაღრესად კარგად იცის სტუმარ- მასპინძლობა და პურ-მარილი, მაგრამ ასე ხელ წამოსაკრავი ნამდვილად არ ვართ, არც "გურულები", არც გურული ადათ- წესები, არც ჩვენებური სუფრა და პურ-მარილი და არც "გურია" სხვათაშორის (იმ ატალახებულ ეზოში ერთი ტომარა ნახერხა დაგეყარათ, მადლი იყო)", _ წერს თამუნა მახარაძე სოციალურ ქსელში.




 ახალი ამბები
  • ქუთაისში ხანძარი ლოკალიზებულიაქუთაისში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე ბაზრობაზე ხანძარი ლოკალიზებულია, ამის შესახებ "გურია ნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს.უწყების ინფორმაციით, ამწუთებში მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაობი.ადგილზე მობილიზებულია რვა სახანძრო. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. შეგახსენებთ, ხანძარი დაახლოებით  ერთი სააათის წინ გაჩნდა. ამდრომდე  უცნობია, რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი და რა ოდენობის ზარალი მიადგათ მოვაჭრეებს. მომხდარ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ს 187-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას ... ...
  • ქუთაისის ბაზრობა იწვის_ ადგილზე რვა სახანძრო მუშაობსამ წუთებში ხანძარია ქუთაისში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე ბაზრობაზე. როგორც "გურია ნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს,  ცეცხლი შენობის მეორე სართულს უკიდია. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ადგილზე რვა სახანძრო მუშაობს. ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი და რა ოდენობის  ზარალი მიადგათ ... ...
  • მესტიაში ახალგზარდა მამაკაცის დაჭრის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყომესტიაში ახალგზარდა მამაკაცის დაჭრის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება უკვე დაიწყო, ამის შესახებ "გურია ნიუსს"უწყების პრესსამსახურში განუცხადეს. მათი ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 117-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო. შეგახსენებთ, ინციდენტი სოფელ ჭუბერში რამდენიმე საათის წინ მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცმა თანასოფლელი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა. დაჭრილი ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალშია გადაყვანილი. მედიკოსების შეფასებით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ... ...
  • მესტიაში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესმესტიაში მამაკაცი დაჭრეს. გავრცელებული ინფორმაციით, მას ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით თანასოფლელმა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი ამ დროისთვის ზუგდიდის რეფერალურ ჰოსიტალშია გადაყვანილი. როგორც "გურია ნიუსს" კლინიკაში უთხრეს, პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. "პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ახალგზარდა მამაკაცს აქვს პატარა ჭრილობა მარცხენა ბეჭის არეში". "გურია ნიუსი" შსს დაუკავშირდა. უწყება მომხდარის დეტალებს ამ წუთებში ... ...
  • „კივიან და წივიან სავარაუდო საფრთხეებზე“_ აჭარის ტელევიზიის დირექტორი თანამშრომლებზეაჭარის ტელევიზიის დირექტორმა გიორგი კოხრეიძემ, თანამშრომლებზე, რომლებიც აცხადებენ, რომ მაუწყებელი სარედაქციო დამოუკიდებლობას კარგავს, „რუსთავი 2“-თან განაცხადა, რომ ისინი „კივიან და წივიან სავარაუდო საფრთხეებზე“. "ისინი ყოველთვის სავარაუდო საფრთხეებზე კივიან და წივიან... ორგანიზაცია უნდა მუშაობდეს გამართულად. არავის პიროვნული ინტერესი ჩემი არავის მიმართ არ არის. ყველა ადამიანი გადანაწილდება თანამდებობზე, ისე როგორც საჭიროა. საერთოდ, მე მოადგილეებთან დაკავშირებით მაქვს ჩემი პოზიცია. ისინი იმეორებენ გარკვეულ ფუნქციას და არ არის გამეორება საჭირო,“ - განაცხადა გიორგი ... ...

არქივი

ზაფრანი

„წყალგარეული“ ღვინის მომავალი

სამხრეთ აფრიკელმა მეღვინეებმა ბევრი იფიქრეს,...

ჯონ ლენონის ნივთები დღესაც სარფიანად იყიდება

მას შემდეგ, რაც დიდი ბრიტანელი...

ლუდი გონების სამსახურში

როგორც ამერიკელმა და ახალზელანდიელმა მეცნიერებმა...

ბრიტანელები ჰიტლერის ფოტოებით დაინტერესდნენ

ცოტა ხნის წინ, ამერიკის შეერთებულ...

საუკეთესო თეთრ ღვინოებს შორის

Chateau d'Yquem მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე ...
კარმიდამო ჩემი

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...