„დაგვღუპა, დაგვღუპაო. კი არ დაგვღუპა, ერთად დავიღუპეთ“

ფეისბუქსტატუსები

„დაგვღუპა, დაგვღუპაო. კი არ დაგვღუპა, ერთად დავიღუპეთ“

2020 მარ 23 12:09:46

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, პოეტი, გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში სტატუსს წერს, რომელსაც “გურია ნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ.

„ და ბოლოს როდის იყავით ან მარნეულში, ან ბოლნისში, ან ახალქალაქში, ან ახალციხეში, ან დმანისში - ახლა რომ გაჰკივიხართ? დაგვღუპა, დაგვღუპაო. კი არ დაგვღუპა, ერთად დავიღუპეთ. თავს არ ვიქებ ან ახლა რა თავის ქების დროა, მაგრამ კვირაში ერთხელ რომ დავდიოდით, ქართულის გაკვეთილებს ვატარებდით და წიგნები ჩაგვქონდა, ვიღაცას აქ შეიძლება თავისგამოსაჩენი აქციები ეგონა. მოწყვეტილია ის ხალხი პროცესს და თუ ჩვენ არ მივუკაკუნეთ, თვითონ ამას ვერ და არ იზამენ. უამრავი მათგან სწავლობს ქართულს, არც ბნელები არიან და ყველა საქართველოს მოქალაქეა, უბრალოდ ჩვენი ვალია ნებისმიერ კარზე დავაკაკუნოთ.

p.s.რომ კითხეს და დამალა, ეგეც იგივე პრობლემის ნაწილია, ოღონდ უფრო ღრმა.

თუმცა ახლა საქმეების რჩევის დრო ნაკლებადაა. მათ, ვისაც ევალება, იმოქმედებს, თქვენ კი, კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ:#დარჩისახლში თქვენი #გიორგიკეკელიძე #giorgikekelidze“- წერს ფეისბუქზე გიორგი კეკელიძე.




 ახალი ამბები
  • "აღდგომის ლიტანიობაზე მრევლის შეკრება "კომენდანტის საათის" დარღვევა იქნება" _ ცქიტიშვილირა თქმა უნდა, კომენდანტის საათი დაირღვევა იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ გვექნება მასობრივი შეკრება, იქნება ეს ეკლესიაში თუ სხვა ნებისმიერ სივრცეში და თუ მოქალაქეთა გადაადგილება დაფიქსირდება 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე, - ასე უპასუხა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა  კითხვას, ჩაითვლება თუ არა კომენდანტის საათის პირობების დარღვევად, თუ აღდგომის ღამეს მოქალაქეები ტაძრებში მივლენ 21:00 საათზე და იქ დილის 06:00 საათამდე გაჩერდებიან. მინისტრის განცხადებით, ყველა ადამიანმა უნდა იფიქროს იმ რეგულაციების ზედმიწევნით და სწრაფად დაცვაზე, რაც დადგენილია. „პირველ რიგში, ყველამ უნდა ვიფიქროთ იმაზე, როგორ დავიცვათ მკაცრად და ზედმიწევნით ყველა რეგულაცია, რომელიც უკვე დადგენილია, რათა შესაძლებლობა გვქონდეს, რომ აღნიშნული რეგულაციების მოქმედება უფრო სწრაფად შევწყვიტოთ. ეს არის პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი. რაც შეეხება კომენდანტის საათის პირობებს, ეს პირობები არის ძალიან მკაფიო და გადაადგილება 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე ნებადართული არ არის. ამასთან ერთად, არ არის ნებადართული 3 ადამიანზე მეტის შეკრება. შესაბამისად, ამ ორი პირობის კომბინაციით ამ კითხვაზე პასუხი არის, რომ, რა თქმა უნდა, დაირღვევა კომენდანტის საათი იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ გვექნება მასობრივი შეკრება, იქნება ეს ეკლესიაში თუ სხვა ნებისმიერ სივრცეში და თუ მოქალაქეთა გადაადგილება დაფიქსირდება 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე,“ - განაცხადა ცქიტიშვილმა. წყარო: ... ...
  • ატომური ბომბი რომ ჩამოვარდეს ზიარებას არ შევწყვეტთ – მეუფე ანტონივანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი მზადაა, სააღდგომო წირვა სპორტულ მოედანზე ჩაატაროს. მისი თქმით, აღდგომის დღესასწაულზე, წირვას ყველა იმ რეკომენდაციის დაცვით ჩაატარებს, რომელიც საპატრიარქოსგან აქვთ. ამასთან, მეუფე ანტონი საზოგადოებას სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის ურთიერთობის დაძაბვაში ადანაშაულებს. “ატომური ბომბი რომ ჩამოვარდეს, აღდგომის დღესასწაულს და საერთოდ ზიარებას არ შევწყვეტთ დედამიწაზე. მე მაგალითად, იმასაც ვფიქრობ, რომ სტადიონზე ჩავატარო აღდგომის წირვა. ყველას შეუძლია განთავსდეს ერთმანეთისგან შორს, თავის დინამიკებით. ამას ჩვენ გავაკეთებთ, მაგრამ წირვა რომ შევწყვიტოთ და მსახურება ეს წარმოუდგენელია. ყველა სპექტრი თითქოს აკეთებს იმას, რომ ჩვენსა და ხელისუფლებას შორის დაძაბოს სიტუაცია”, – აღნიშნა მეუფე ანტონმა ... ...
  • „შექება ჩვენთვის უცხო არ არის" _ გიორგი ვოლსკი„რასაკვირველია ძალიან სასიამოვნოა და საზოგადოებისათვის წამახალისებელიც და ენერგიის მიმცემიც არის  ჩვენი დაწესებულებებისათვის ის შექება, რომელსაც ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციები ხშირად, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, მიმართავენ", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ, რითაც გამოეხმაურა ვაშინგტონის შუა აღმოსავლეთის კვლევების ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებულ ჯორჯ ვისანის სტატიას „შავი ზღვა და ახალი კორონავირუსი", სადაც აღნიშნულია, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია საქართველოს ოფიციალურ პირებს კორონავირუსის დასამარცხებლად ოპერატიულად განხორციელებული ზომებისთვის აქებს. როგორც გიორგი ვოლსკიმ აღნიშნა, ეს მაინც არ ნიშნავს იმას, რომ თვითკმაყოფილებას უნდა მივეცეთ, ვინაიდან მდგომარეობა ზოგადად საკმაოდ საგანგაშოა მთელ მსოფლიოში, მათ შორის საქართველოში. „შექება ჩვენთვის უცხო არ არის, და არც რაიმე სისუსტეს, მოდუნებას განაპირობებს. მუშაობა გაგრძელდება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ  ვირუსის საფრთხე როგორღაც შენელებულია. ჩვენ მზად ვართ საბრძოლველად - მთელი სისტემა და არა მარტო ჯანდაცვის სამინისტროს სისტემა. მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ მთავრობის მითითებები ემყარება მეცნიერულ დონეზე გაკეთებულ ანალიზს და ყველა მითითება  ზედმიწევნით უნდა შესრულდეს, ვინაიდან  მდგომარეობა ჯერ კიდევ საკმაოდ საგანგაშოა მთელ მსოფლიოში", _ განაცხადა გიორგი ... ...
  • როგორ რეცხავენ თბილისში ქუჩებს ღამითკორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, დედაქალაქის ქუჩები სადეზინფექციო საშუალებებით მოირეცხა. „გურია ნიუსი“ გთავაზობთ პეკინზე გადაღებულ ... ...
  • გიორგი გახარია: დღეს უკვე უნდა დავიწყოთ პოსტკრიზისული ეკონომიკური პროგრამის შექმნაროგორც ბევრთან შედარებით ადრე დავიწყეთ ეპიდემისთან ბრძოლა, დღეს უკვე უნდა დავიწყოთ პოსტკრიზისული ეკონომიკური პროგრამის შექმნა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, უნდა იყოს აშკარა სხვაობა, თუ რა კეთდება კრიზისის პერიოდში და რა გაკეთდება პოსტკრიზისულ პერიოდში. პრემიერის თქმით, უფრო მეტი აქცენტი უნდა გაკეთდეს ეკონომიკის ნაწილზე. ამისათვის უკვე მღებულია საგარანტიო საკრედიტო სქემების ამუშავების გადაწყვეტილება, მაგრამ ახლა საუბარია კრიზისიდან გამოსვლის ეტაპზე. „აქ შესაძლებელია ჩვენი პარტნიორი დონორი ორგანიზაციების მოზიდვა. მნიშვნელოვანია ჩვენმა ბიზნესმა იცოდეს, რომ ეს იქნება საგარანტიო საკრედიტო სქემები, რომლის საშუალებითაც პოსტკრიზისულ ეტაპზე შევძლებთ კომპანიებს დავეხმაროთ სწრაფად განვითარებაში. რეალურად ჩვენ ახლა რაც დავთვალეთ, შეგვიძლია დაახლოებით 2 მილიარდი ლარის კრედიტების ასე თუ ისე გარანტიების სქემებით დახმარება. ოღონდ ეს არის პოსტკრიზისული პერიოდი. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, როგორც ბევრთან შედარებით ადრე დავიწყეთ ეპიდემისათან ბრძოლა, დღეს უკვე უნდა დავიწყოთ პოსტკრიზისული ეკონომიკური პროგრამის შექმნა და უნდა გვქონდეს აშკარა სხვაობა - რას ვაკეთებთ კრიზისის პერიოდში და რას ვაკეთებთ პოსტკრიზისულ პერიოდში. ამას დიდი მნიშვნელობა აქვს და რამდენჯერმე ვთქვით უკვე, რომ ყველაზე დიდი გლობალური კონკურენცია ქვეყნებს შორის დაიწყება, როგორ სწრაფად შეძლებენ ეკონომიკური პრობლემების დაძლევას“ ,- განაცხადა გიორგი ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...