"დიახ, ღარიბი ადამიანი მსუქანი ვერ იქნება" _ მერაბ მეტრეველი

ფეისბუქსტატუსები

"დიახ, ღარიბი ადამიანი მსუქანი ვერ იქნება" _ მერაბ მეტრეველი

2018 მაი 10 16:23:02

დიახ, ღარიბი ადამიანი მსუქანი ვერ იქნება! _ ასე გამოეხმაურა ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი დეპუტატ გუგული მაღრაძის მორიგი გამონათქვამის ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟს.

ჟურნალისტის თქმით, აქ იმდენი სისულელე წავიკითხე სიღარიბეზე და სიმსუქნეზე, რომ აუცილებლად უნდა ვთქვა:
მთელი ჩემი ბავშვობა სიღარიბეში გავატარე. დედაჩემი და მამაჩდმი ჯერ კიდევ მაშინ გავიდნენ პენსიაზე, როდესაც მე 12-13 წლის ვიყავი. არც მანამდე გვილხინდა, მაგრამ ყველას გახსოვთ რამდენი იყო პენსია 90-იან წლებში. ჩვენი სამსულიანი ოჯახის ძირითადი შემისავალი იყო დედაჩემის 14 ლარიანი პენსია და მაამჩენის ასვე 14 ლარიანი პენსია, ამიტომ, მიუხედავად იმისა რომ მამაჩემი საქაეთველოს მწერალთა კავშირის წევრი იყო, იძულებული გახდა პროფილაქტიაში ყარაულად დაეწყო მუშაობა, სადაც თვეში 70 ლარს უხდიდნენ ანუ ჩვეი მთლიანი შემოსავალი თვეში 100 ლარს ძლივს აღწევდა ისიც არა ყოველთვის. ეს 100 ლარი უნდა გვყოფნიდა, როგოეც საკვებზე, ისე გათბობაზე, დედაჩემის წამლებზე და ყველა სხვა იმ ხარჯზე, რომელიც ოჯახს აქვს. ასე გავატარეთ მთელი 90-იანები და გარწმუნებთ ჩვენი ოჯახის მთავარი პრობლემა სიმსუქნე ნამდილად არ ყოფულა. ხაჭაპურს ტკბილეულს მარტო მაშინ ვჭამდი, როცა ნათესავებთან, ან მეზობელთან მივიდოდი სტუმრად. სნიკერსი მაგალითად პირვრლად, მგონი 21-ე საუკუნეში ვჭამე, როცა უკვე უნივერსიტეტიც დამთავრებული მქონდა.
ასე რომ შეეშვით სისულელეების ბოდვას, რომ თურმე სიმსუქნე პირველ რიგში ღარიბების დაავადებაა. თქვენ როგორც გატყობთ ღარიბი და საშუალო შემოსავლის ადამიანი ერთმანეთში გერევათ, ამიტომ არ გვინდა აქ ჭკვიანი სახეებით სისულელეების ლაპარაკი და ყველაფრის ექსპერტობა. დიახ, ღარიბი ადამიანი მსუქანი ვერ იქნება! _ წერს ჟურნალისტი.




 ახალი ამბები
  • ტაქსის მძღოლებმა საპროტესტო აქციები შეწყვიტესპარლამენტის წინ შეკრებილმა ტაქსის მძღოლებმა საპროტესტო აქციების შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღეს.  მათი თქმით, მიზეზი თბილისის მერიასთან სხვადასხვა სახის მოლაპარაკებებია, რომელიც მათთვის მისაღებია. როგორც საინიციატივო ჯგუფის წევრები აცხადებენ, თბილისის მერიასა და ტაქსის მძღოლებს შორის რიგ საკითხებზე შეთანხმება მიღეწეულია. “ჩვენ ქალაქის მერიასთან, პირადად მერმა კახა კალაძესთან მოლაპარაკებები დავიწყეთ. სისტემატურად ვმუშაობთ და რამდენიმე ძალიან კარგი შეთანხმება უკვე მიღწეულია. ბევრი პრობლემა გადასაწყვეტი დარჩა, რომელზეც კახა კალაძეც და მერიაც თანამშრომლობისთვის მზაობას გამოთქვამენ. ყინული გალღვა და მოლაპარაკების პროცესი დაიწყო”,-განაცხადა არჩილ არჯევანიძემ. მოლაპარაკების შედეგად, ავტომობილების გადაღებვის ნაცვლად, შესაძლებელი იქნება ფირის გადაკვრა. ამასთანავე, მერიის გადაწყვეტილებით, მარჯვენასაჭიანი მანქანების მძღოლები „ბე“ (B) კატეგორიაში მუშაობას 2021 წლამდე ... ...
  • ბანკებისთვის ახალი რეგულაცია ამოქმედდა დღეიდან ბანკებისთვის ახალი რეგულაცია ამოქმედდა. კერძოდ, კომერციულ ბანკებს უცხოურ ვალუტაში ერთ წლამდე ვადით მოზიდულ სახსრებზე მინიმალური სარეზერვო მოთხოვნა 25%-დან 28%-მდე გაეზრდებათ. აღნიშნული ცვლილება ეროვნულმა ბანკმა 13 მარტის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე მიიღო. ამ გადაწყვეტილების მიხედვით მინიმალური სარეზერვო მოთხოვნა აპრილსა და მაისში ეტაპობრივად, ჯერ 3%-ით და შემდეგ 2%-ით 25%დან 30%-მდე უნდა გაიზარდოს. რაც შეეხება ლარის დეპოზიტებზე არსებულ მინიმალურ სარეზერვო მოთხოვნას, ის უცვლელად 5%-ზე ნარჩუნდება.ცნობისათვის, ეროვნულმა ბანკმა მინიმალური სარეზერვო მოთხოვნები უკანასკნელად 2016 წლის 16 ივნისს ... ...
  • საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტში შესწორებები შევიდა საპარლამენტო უმრავლესობამ ვენეციის კომისიის რეკომენდაციებიდან გამომდინარე, „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტში შესწორებები შეიტანა. კ​ანონპროექტს ერთ-ერთი მუხლი დაემატა, სადაც აღნიშნულია, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო პარლამენტს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ან უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად წარუდგენს პირს, რომელიც აკმაყოფილებს საქართველოს კონსტიტუციითა და ამ კანონით მოსამართლისთვის დადგენილ საერთო საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და ერთ-ერთ შემდეგ დამატებით პირობას: არის მოქმედი მოსამართლე; არის ყოფილი მოსამართლე, რომლის სამოსამართლო უფლებამოსილების შეწყვეტიდან არ გასულა 10 წელი; არის პირი, რომლის პროფესიული კვალიფიკაცია შეესაბამება უზენაესი სასამართლოს მოსამართლის მაღალ სტატუსს. ამასთან, პროექტში ნათქვამია, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია, კანდიდატი წარადგინოს მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების გარეშე. რაც შეეხება კიდევ ერთ შესწორებას, კორექტირებული ვერსიით, თუ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრია, იგი არ სარგებლობს კანდიდატების შეფასებისა და ხმის მიცემის უფლებით პროცედურის არც ერთ ეტაპზე, აგრეთვე, არ არის უფლებამოსილი, კითხვით მიმართოს კანდიდატებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მათი მოსმენისას. პარლამენტი აღნიშნული კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვას დღევანდელ პლენარულ სხდომაზე აპირებს. ვენეციის კომისიამ მოსამართლეთა შერჩევის კანონპროექტთან დაკავშირებით რეკომენდაციები 16 ... ...
  • "დაიკიდე ყ...ე" _ პარლამენტის თავმჯდომარე სხდომაზე ბილწსიტყვაობას უარყოფსპარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე რუსთავი 2-ის მიერ გავრცელებულ ვიდეოსიუჟეტს ეხმაურება და ამბობს, რომ სიცრუეა, თითქოს მან პარლამენტის სხდომაზე უცენზურო სიტყვა გამოიყენა. "მსგავსი რამე მე არ მითქვამს, არის აბსოლუტური ტყუილი ჩემი კოლეგები დამემოწმებიან, რომ ეგ სიტყვა ცხოვრებაში არ მიხმარია... ეს არის ტყუილი და ასეთ ტყუილებს ნუ ავრცელებს თქვენ პლენარულ სხდომებზე, ეს არის ჩემი თხოვნა. ეს არის ნიკა გვარამიას ხელწერა", - განაცხადა ირაკლი ... ...
  • ე.წ. პიჯაკების საქმე - ბრალდების მხარის მთავარი მოწმის, ოთარ ქველიძის დაკითხვა გადაიდოე.წ პიჯაკების საქმეზე დღევანდელი სასამართლო პროცესი გადაიდო. სხდომაზე ბრალდების მხარის ერთ-ერთი მთავარი მოწმის ოთარ ქველიძეს გამოკითხვა იყო დაგეგმილი. ქველიძე სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს თემურ ჯანაშიას დანიშვნამდე ხელმძღვანელობდა. მისი დაკითხვა 16 მაისს, 11:00 საათზე მოხდება. დღევანდელ სხდომაზე რამდენიმე შუამდგომლობა დააყენეს თემურ ჯანაშიას უფლებადამცველებმაც. ბექა ბასილაიას განცხადებით, წერილი, რომელიც მან პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან გამოითხოვა ადასტურებს, რომ 2013 წლიდან, ისევე როგორც მანამდე, პრეზიდენტისთვის გარკვეული თანხები იხარჯებოდა და ის გრიფით საიდუმლოა. მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობები არ გაითვალისწინა. „პროკურატურა ამბობს, რომ ფარული ხარჯები უკანონოდ იყო ფარულიო. დღეს გვაქვს მოცემულობა, რომ 2019 წელსაც კი მსჯელობენ ფარული უდნა ყოფილიყო, თუ არ უნდა ყოფილიყო და დღემდე ფარულია. ეს ადასტურებს ორ გარემოებას:  ერთი, თეიმურაზ ჯანაშიას მიმართ მიმდინარეობს შერჩევითი მართლმსაჯულება, მეორე -  საპრეზიდენტო ხარჯები გაიწეოდა და გაიწევა დღესაც მიუხედავად იმისა, ვინ იმყოფება ხელისუფლებაში", _ აცხადებს ... ...

არქივი

ზაფრანი

რატომ უნდა მივბაძოთ ბავშვებს

ნებისმიერი ადამიანი ზოგჯერ ბავშვობაში უნდა...

ელტონ ჯონის „საბედისწერო“ სტილი

ელტონ ჯონზე სტილისტები ამბობენ, ისე...

შვიდი დღე გასალამაზებლად

ნამდვილად არ გაწყენთ, სულ რაღაც...

ქრონიკული დაღლილობა ვირუსით არის გამოწვეული

ადამიანის დაღლილობა, შეიძლება, ვირუსით იყოს...

„რაინდი მანდილოსნები“

გაგიკვირდებათ და ჰოლივუდელი ქალბატონების ერთი...

ხორცი _ დამამშვიდებელი საშუალება

„მადის მომგვრელი ხორცის ნაჭერი დამამშვიდებლად...
კარმიდამო ჩემი

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...

ნუ ეხუმრებით გაციებას!

გაციება სიცივის დადგომისთანავე ვლინდება. ბევრი...