"ძალიან ახლობელმა ადამიანმა მიღალატა"- ზურა შევარდნაძე

ფეისბუქსტატუსები

"ძალიან ახლობელმა ადამიანმა მიღალატა"- ზურა შევარდნაძე

31 აგვ. 2020, 11:35:27

ცნობილი მებაღე ზურა შევარდნაძე  #გარდენიასისტორიის მორიგ ამბავს გვიყვება.   

„ახლობელმა, ძალიან ახლობელმა ადამიანმა მიღალატა, ნამეტანი იაფად გამყიდა, ორი დღის წინ შევიტყვე და უსაშველოდ ვიდარდე, ვერ დავიძინე. კიდევ ერთხელ გავწბილდი. ერთი ძველი ამბავი გამახსენდა და გადავწყვიტე მოგიყვეთ. მაშინ ოცი წლის ვიყავი, ახლა ორმოცის ვარ, ამ ოცი წლის მანძილზე ბევრი შემეშალა ალბათ მაგრამ ღალატით, ღმერთია მოწამე არვისთვის მიღალატია.

სტუდენტი ვიყავი, გაეროს ელჩად ქალბატონი ჰაიდი ტალიავინი დაინიშნა, თბილისში ჩამობრძანდა, კერძო სახლი დაიქირავა ვერაზე და თავისი დროებითი საცხოვრებლის ბაღის მოწესრიგება და მოვლა ჩემს ნაცნობ ქალბატონ ცისანას სთხოვა. ცისანაც იმ დროისათვის არნახული ხელფასის საფასურად უვლიდა ბაღს. მძიმე და საკაცო საქმეებში დამიხმარდა ხოლმე, დღიურად მიხდიდა თავისი ხელფასიდან 20 ლარს. ყველა კმაყოფილი ვიყავით.

ბაღში მუშაობისას რამდენჯერმე გამომელაპარაკა ქალბატონი, დაინტერესდა სად ვსწავლობდი, რითი ვცხოვრობდი და რა ინტერესები მქონდა. რამდენჯერმე ყურადღებაც გამოიჩინა, ძვირფასი, ბოტანიკური ალბომიც ჩამომიტანა საჩუქრად. მოსწონდა მშობლიურ, გერმანულ ენაზე რომ ვპასუხობდი მის შეკითხვებს. ერთ დღეს საუზმეზე მიმიპატიჟა, შემაქო, მითხრა რომ ერთი სიამოვნებაა როცა ხედავს როგორ გულიანად და სიყვარულით ვშრომობ და ვეხმარები ცისანას. ამიხსნა, რომ მას ერჩივნა თუ ბაღის მოვლას მე გადავიბარებდი, ცისანას დაითხოვდა და ჩემთვის აქამდე არგაგონილ და არნახულ ცისანას ხელფასს მე დამინიშნავდა. დაუფიქრებლად უარი ვუთხარი.. გაიკვირვა და უარის მიზეზი გამომკითხა. ვუპასუხე, რომ მისიის დასრულების შემდეგ, თითონ წაბრძანდებოდა სამშობლოში, ჩვენ კი ერთად უნდა ვიცხოვროთ ამ ქვეყანაში სულ. შევატყვე ესიამოვნა. მითხრა, რომ დღეიდან შენც იგივე ხელფასი გექნება რაც ცისანას და დამავალა მასთან ერთად მეზრუნა ბაღზე. ხუთი წელი ვიმუშავეთ ცისანამ და მე მხარდამხარ, ავაყვავეთ იქაურობა. დიდი შვება იყო მაშინ, ბევრი რამ შევძელი მიღებული ხელფასით.

ქალბატონი ტალიავინის გამგზავრებიდან სამ თვეში მოზრდილი საქაღალდე მივიღე ფოსტით. გერმანული ჟურნალისთვის ინტერვიუ მიუცია, საქართველოზე და ქართველებზე შეყვარებული ქალის, მეტად ემოციური ტექსტი ქართველი, ახალგაზრდა მებაღის სიტყვებით იწყებოდა "თქვენი წაბრძანების შემდეგ, ჩვენ ერთად უნდა ვიცხოვროთ ამ ქვეყანაში სულ..."

ხშირად როცა გაწბილებული ვრჩები მახსენდება ცისანა, ქალბატონი ტალიავინი, ეს ამბავი, ჩემი გამზრდელი ბებიაც მახსენდება რატომღაც და მომწონს თავი..

#გარდენიასისტორიები“.




 ახალი ამბები
  • "ემსახურება პოლიციის მიზანმიმართულ დისკრედიტაციას"- შსს განცხადებას ავრცელებსშინაგან საქმეთა სამინისტრო ერთ-ერთ მედიასაშუალებაში გასული ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები თითქოს პარტიული მითითებით წინასაარჩევნოდ საქართველოს რეგიონებში იმყოფებიან განცხადენას ავრცელებს. „ერთ-ერთ მედიასაშუალებაში გასული ინფორმაცია  იმის შესახებ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები თითქოს პარტიული მითითებით წინასაარჩევნოდ საქართველოს რეგიონებში იმყოფებიან არის "ფეიკ ნიუსი" და არ შეესაბამება სიმართლეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო არის პოლიტიკურად ნეიტრალური უწყება და მედიასაშუალების მხრიდან მსგავსი ცრუ ინფორმაციის გავრცელება ემსახურება პოლიციის მიზანმიმართულ დისკრედიტაციას“,_ აცხადებენ ... ...
  • პოლიციამ ზუგდიდში ავტოგასამართი სადგურის დამყაჩაღებლები თბილისში დააკავაპოლიციამ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მდებარე ავტოგასამართ სადგურში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია 2 პირი. როგორც უწყებაში აცხადებენ,  ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დაკავებულია 2 პირი: 1997 წელს დაბადებული ხ.ს. და 1998 დაბადებული მ.ბ. დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 23 ოქტომბერს, სოფელ ინგირში ბრალდებულები თავს დაესხნენ ავტოგასამართი სადგურის ოპერატორს, ფიზიკური ძალადობით, ასევე სიცოცხლის მოსპობის მუქარით გაიტაცეს ფული და მიიმალნენ. სამართალდამცველებმა, ჩატარებული ინტენსიური ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ბრალდებულები დანაშაულის ჩადენიდან მალევე, თბილისში დააკავეს. პოლიციამ გატაცებული თანხის ნაწილი ნივთმტკიცების სახით ამოიღო. ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით ... ...
  • “გურიაში ძალიან ბევრი პრობლემაა“ _ ხათუნა გოგორიშვილიქალაქ ოზურგეთში, ჭადრების ბაღში “ევროპული საქართველოს“ დეპუტატობის კანდიდატის ხათუნა გოგორიშვილი ოფიციალურად წარადგინეს. “გურიაში, როდესაც ადამიანს ეკითხები, როგორ ხარო, ის გპასუხობს: “რაფერ ვარ...“ და მოგიყვება რაღაც ანეგდოტს და მიხვდებით, რომ ძალიან ბევრი პრობლემა აქვს. გურიაში ძალიან ბევრი პრობლემაა. გურიაში უმუშევრობას ემატება ემიგრაცია, ამას ემატება ნეპოტიზმი, ამას ემატება სიღარიბე-სიდუხჭირე, აუტანელი ფასები, მაღალი ფასები წამლებზე. მაგრამ, მთავარი არის ის, რომ ეს ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს 8 დღეში, არჩევნების დღეს“, _ თქვა ხათუნა გოგორიშვილმა. მისივე თქმით, გურულები ყველაზე ოპტიმისტი ადამიანები ... ...
  • “ჩვენი ბრძოლა არის ნაკურთხი“ - გიგი უგულავაამ წუთებში ქალაქ ოზურგეთში “ევროპულის საქართველოს“ დეპუტატობის კანდიდატის ხათუნა გოგორიშვილის წარდგენა მიმდინარეობს. “მთავრობამ, რომელმაც ჩააფლავა კრიმინალთან ბრძოლა, აღარ უნდა დარჩეს ამ ქვეყანაში. რადგან ყოველი დღე, ყოველი თვე არის დანაშაულის გაგრძელება და ეს უნდა დასრულდეს 31 ოქტომბერს", _ თქვა “ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგი უგულავამ თავისი სიტყვის გამოსვლის დროს. მან ასევე თქვა: “ჩვენი ბრძოლა არის ნაკურთხი და ჩვენ გავიმარჯვებთ ... ...
  • "სკოლები, სადაც საარჩევნო უბნები განთავსდება, არჩევნებამდე 1 კვირით ადრე ონლაინ ფორმატზე გადავლენ"განათლების მინისტრის მოადგილის, ეკა დგებუაძის განცხადებით, ერთი კვირის განმავლობაში სასწავლო პროცესი იმ სკოლებში, სადაც საარჩევნო უბნებია განთავსებული, დისტანციურ ფორმატზე გადავა. დგებუაძის განცხადებით, მომდევნო კვირაში სასწავლო პროცესი ამ სკოლებში ჩვეულ რეჟიმში განახლდება. "იმის გამო, რომ დავიცვათ თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ავიცილოთ რისკები თავიდან, მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ, სავარაუდოდ, ერთი კვირის განმავლობაში სასწავლო პროცესი იმ სკოლებში, სადაც საარჩევნო უბნები არის განთავსებული, გადავა დისტანციურ ფორმატზე", — განაცხადა მინისტრის მოადგილემ. დგებუაძის განცხადებით, მომდევნო კვირაში სასწავლო პროცესი ამ სკოლებში ჩვეულ რეჟიმში განახლდება. 20 ოქტომბერს განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა, რომ ის სკოლები, სადაც საარჩევნო უბნებია გახსნილი, დისტანციურ რეჟიმზე არჩევნებამდე სამი დღის განმავლობაში ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...