ელიავას პროექტები - ვინ და რატომ ითხოვდა საკრებულოში ბაზრობის გადატანას

ფეისბუქსტატუსები

ელიავას პროექტები - ვინ და რატომ ითხოვდა საკრებულოში ბაზრობის გადატანას

2 ივლ. 2017, 23:04:19

"მე საერთოდ შეთქმულების თეორიების არ მჯერა და არც უაპელაციო ბრალდებები არა მჩვევია, მაგრამ არის ერთი მომენტი, რომელიც აუცილებლად იმსახურებს ყურადღების მიპყრობას" - ელიავას ბაზრობაზე გაჩენილ ხანძარს, რომლის ჩაქრობას სამი საათია უშედეგოდ ცდილობენ სოციალურ ქსელში ეხმაურება "რესპუბლიკური პარტიის" წევრი, საკრებულოს დეპუტატი დავით ზურაბიშვილი:
"ელიავას თაობაზე ძალიან კარგი პროქტი აქვს გენგეგმის ჯგუფს, რომელიც გულისხმობს ამ ბაზრობის გადატანას ორ სხვა ადგილას (ადგილებიც შერჩეულია, საკმაოდ კარგიც) და აქ დიდი პარკის და სარეკრეაციო ზონის მოწყობას,  მაგრამ არის მეორე პროექტიც, რომელიც იქ დიდი გადახურული სუპერმარკეტის აშენებას ითვალისწინებს, ანუ ფაქტობრივად ბაზრობის გადახურულ ვარიანტია მცირეოდენი მოდერნიზაციით. 
სახელისუფლო წრეებში ამ თემაზე სრული ერთსულოვნება არაა, მაგრამ ცხადია მეორე ვარიანტი უფრო პოპულარულია: ინვესტორი, სწრაფი მოგება, ბიზნესი, ფული და ა.შ. თუმცა, ასე პირდაპირ თავიანთივე დამტკიცებული გენგეგმის ჯგუფის წინააღმდეგ წასვლა უჭირთ. 
ეს მეორე პროექტი შემოტანილი ჰქონდათ საკრებულოში ურბანული დაგეგმარების კომისიაში და პროექტის მომხრეები სულ ხალხის დასაქმებაზე აპელირებდნენ, სარეკრეაციო ზონა კი კარგია, მაგრამ იქ დასაქმებულ ხალხს რა ვუყოთო, ესენი კიდევ  მშენებლობის პარალელურად მათთვისაც გამოყოფენ სივრცეს და აშენების შემდეგ შიგნით შეიყვანენო.
წარმოდგენილი პროექტი საკრებულოში სერიოზულ წინააღმდეგობას  წააწყდა (ძირითადად ოპოზიციისგან და თავად გენგეგმის ჯგუფის ხელმძღვანელმაც მტკიცე პოზიცია დაიჭირა) და საბოლოო ჯამში მისი განხილვა გადაიდო.  
კიდევ ერთხელ გავიმეორებ: მე არავის არაფერს არ ვაბრალებ, მაგრამ თუ ხანძრის ფაქტი გამოყენებული იქნება ამ პროექტის განხორციელების საბაბად, აქაოდა, ამდენი ხალხი დაზარალდა და ხომ უნდა დავეხმაროთო, მაშინ ნამდვილად გამიჩნდება საფუძველი იმისა, რომ ვიფიქრო მიზანმიმართულ ქმედებაზე. ბოლო-ბოლო ცეცხლის წაკიდება ძველი და გამოცდილი მეთოდია, საბჭოური მემკვიდრეობიდან
ამიტომ, ახლა მთლიანად ხელისუფლებაზეა დამოკიდებული ის, თუ რაზე ვიფიქროთ: უბედურ შემთხვევაზე თუ კორუფციული გარიგების მიზნით ჩადენილ დანაშაულზე. დაზარალებულებს სახელმწიფო, ცხადია, შეძლებისდაგვარად უნდა დაეხმაროს, მაგრამ აქ ისეთი დახმარების ფორმა უნდა გამოინახოს, რომ გენგეგმის ჯგუფის კარგი, მე ვიტყოდი, ეპოქალური მნიშვნელობის პროექტი, ძალაში დარჩეს. 
ესაა ძალიან მნიშვნელოვანი  და საზოგადოებაც იმისდა მიხედვით გააკეთებს დასკვნებს, თუ როგორ მოიქცევა ხელისუფლება. 
საქმემან შენმან გამოგაჩინოსო, ამაზეა ნათქვამი."- წერს ზურაბიშვილი.





 ახალი ამბები
  • "რატომ გვახრჩობთ, გვითხარით“ - საპროტესტო აქცია ფოთში"რატომ გვახრჩობთ, გვითხარით", _ ამ შინაარსის ტრანსფარანტებით ფოთში საპროტოტესტო აქცია გაიმართა. როგორც ჯავახიშვილის ქუჩის მცხოვრებლები აცხდებენ, პორტის ტერიტორიაზე ჯანმრთელობისთვის საშიში ნივთიერებები ღია წესით მუშავდება.„აქ ვცხოვრობთ, როგორც აფხაზეთიდან დევნილი ოჯახები, ასევე, aდგილობრივები. მოვიწამლეთ, გარეთ ვერ გამოვდივართ. გოგირდს ვჭამთ. ბავშვები ვერ გაგვყავს სასეირნოდ. ხუთ ბავშვს გაუკეთეს ტყვიაზე ანალიზი და ხუთივეს მაღალი მაჩევენებელი აქვს. ფილტვები არ გვივარგა, ბრონქები არ გვივარგა და საშინელ დღეში ვართ. აიკრძალოს ამ ტვირთის შემოტანა. ეს პროდუქცია, რომელიც აქ მუშავდება, ჩვენს ჯანმრთლობას საფრთხეს უქმნის. საშინელი ხმაურია, ვერ ვსუნთქავთ, დაბინძურებულია ჰაერი. გაუსაძლის მდგომარეობაში ვართ. მოვითხოვთ ყურადღება მოგვაქციოს მერიამ, ალტერნატიული ფართით დაგვაკმაყოფილონ,“ _ თქვა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ნონა შენგელიამ. აქციის მონაწილეები ხელისუფლებას მიუწოდებენ, პრობლემა დროულად ... ...
  • “საიამ გადასცა სახელმწიფოს გირაოს თანხა, რომელიც გამოყო ევროპულმა ფონდმა დემოკრატიისთვის“ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ ნიკა სიმონიშვილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია ნიკა მელიას გირაოს თანხის გადახდასთან დაკავშირებით.  “ნიკა მელიასთვის გირაოს გადახდაზე ვიტყვი აქაც ორიოდე სიტყვას. საიამ გადასცა სახელმწიფოს გირაოს თანხა, რომელიც გამოყო ევროპულმა ფონდმა დენოკრატიისთვის (EED). ეს ნაბიჯი ემსახურებოდა ერთადერთ მიზანს, პოლიტიკური სიტუაციის დასტაბილიზებაში ჩვენი დიდი მხარდამჭერის, ევროკავშირისთვის გვერდში დადგომას. მაშინ, როდესაც ჩვენ შიდა პრობლემებს მეგობარი გვიგვარებს, ჩვენი ვალდებულება იყო, მას გვერდში დავდგომოდით. გვჯერა, რომ ეს ნაბიჯი კრიზისის განმუხტვას ხელს შეუწყობს და სხვა მნიშვნელოვან თემებზე - კოვიდი, სასამართლო და საარჩევნო რეფორმა, ეკონომიკა, შევძლებთ კონცენტრირებას. პ.ს. გირაო ნამდვილად გადავიხადეთ 14:56 საათზე და პროკურატურას ქვითარი გავუგზავნე მეილზე მათივე თხოვნით 17:42 საათზე მეილზე.“ -წერს ფეისბუქზე ნიკა ... ...
  • გიორგი ვაშაძე - გირაო გადახდილია, ველოდებით ნიკა მელიას უმოკლეს ვადაში გათავისუფლებას„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე ევროკავშირის მიერ „ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე“ ნიკა მელიასთვის გირაოს გადასხდის საკითხს დადებითად აფასებს.  „მადლობა ჩვენს ევროპელ მეგობრებს უპრეცენდენტო ნაბიჯისთვის. გირაო გადახდილია, ველოდებით მელიას უმოკლეს ვადაში გათავისუფლებას. რაც მთავარია, შარლ მიშელის ევროპული თანხმობის დოკუმენტის კიდევ ერთი შედეგი გვაქვს და ნაბიჯ-ნაბიჯ მივიწევთ წინ. იმედი მაქვს, ყველანი დავკონცენტრირდებით ყველა პუნქტის რეალიზებისთვის, - აცხადებს გიორგი ვაშაძე. შეგახსენებთ, რომ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით, ნიკა მელიას გირაოს თანხა, 40 000 ლარი გადახდილია. ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით, ნიკა მელიას გირაოს თანხა „ევროპულმა ფონდმა დემოკრატიისთვის“ გამოყო და ხელისუფლებას საია-მ ... ...
  • ვიოლა ფონ კრამონი: „მშვენიერია!_ ყველა პარტნიორმა, დანაპირები შეასრულაევროკავშირის მიერ ნიკა მელიასთვის გირაოს გადახდას ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი „ტვიტერზე“ ეხმაურება. „მშვენიერია! კარგია იმის ნახვა, რომ ყველა პარტნიორმა, მათ შორის ევროკავშირმა, დანაპირები შეასრულა. შემდეგი ნაბიჯი იქნება ის, რომ ბატონი მელია ძალიან მალე დატოვებს საპატიმროს. ამ ქმედებამ საპარლამენტო მუშაობაში ჩასართავად ყველას გზა გაუხსნა“, – წერს ... ...
  • "პროკურატურის წინადადება ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე ძალაშია"საქართველოს გენერალურ პროკურატურაში აცხადებენ, რომ უწყების წინადადება გირაოს გადახდის შემთხვევაში ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე ძალაში რჩება. „როგორც კი თანხის გადარიცხვის ოფიციალური დოკუმენტი ან თანხა აისახება ანგარიშზე, პროკურატურის წინადადება ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე, არის ძალაში“, – განუცხადეს "გურია ნიუსს" ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ იცი თუ არა ყველაფერი?

როგორ უნდა გაარკვიოთ მხარეები ტყეში...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

კარმიდამო ჩემი

"ქართული თექა ჩემი გატაცებაა!"

ქართულ თექაზე მუშაობას, უმეტესად, ჩვენი...

გავაშენოთ საადრეო ჯიშის მანდარინი

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკული ზონის კლიმატი,...

თხილის წამლობა აპრილის შუა რიცხვებიდან

აპრილის დასაწყისიდან, როცა თანდათან მატულობს...

როგორ გამოვკვებოთ და გამოვზარდოთ ქათმის წიწილები

საქართველოში ქათმის და, ზოგადად, შინაური...

დავთესოთ ბოსტნეული და გამოვიყვანოთ ჩითილები

წლევანდელი გაზაფხული,  გურიაში, განსაკუთრებით, საკმაოდ...

საგაზაფხულო ფხალეული კვერცხით და ნედლი სანელებლებით

საქართველოს სამზარეულო კულტურა ფხალეულის ორასამდე...

"კალისტო 1920 "_ გურიაში "გემოვანის" პური გამოჩნდა

პური ერთ-ერთი უძველესი საკვებია და...

ერთი ნაჩუქარი ბაჭიით დაწყებული საქმე: "ბოცვრის მოშენება ყველა ოჯახმა უნდა შეძლოს"

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაამაღლებაში მცხოვრები,...

ზღმარტლი _ მცენარე, რომელიც იმსახურებს ყურადღებას

მუშმულას და უნაბის შემდეგ, ჩვენს...

გავამზეუროთ ქოთნის ყვავილები

ახლა, ადრიან გაზაფხულზე, მზიან, თბილ...

ქათმის მხალეული

მრგვალად მოხარშული (და არა შემწვარი)...