"ერთხელ საძროხეში თოკი მივიტანე, ჩამოვკიდე..." _ გიორგი კეკელიძე

ფეისბუქსტატუსები

"ერთხელ საძროხეში თოკი მივიტანე, ჩამოვკიდე..." _ გიორგი კეკელიძე

18 დეკ. 2019, 22:02:08

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება და თავის ისტორიას იხსენებს:

“მეხუთე კლასში ვიყავი, როცა სკოლიდან დაბრუნებულს, სადილადა მსხდარმა ოჯახის წევრებმა, მითხრეს – წადი ბაბუას დაუძახე, შემოგვიართდესო. ეს ჩვეულებრივი ამბავი იყო; ბაბუაჩემი, ჩემი გმირი და მეზღაპრე, თხილის ბაღში მუშაობდა ხოლმე და მე ვეძახდი სადილად. მაშინც მივირბინე და შაქროს ყველაზე მაღალი თხილის ხე შეერჩია, თოკი მიება და ირწეოდა. ბაბუამ თავი ჩამოიხრჩო. მას მერე, დიდხანს, დიდხანს ვფიქრობდი ამაზე და ეს საშინელი საქმე მიმზიდველად მეჩვენებოდა. ერთხელ საძროხეში თოკი მივიტანე, ჩამოვკიდე, ვუყურე, ვუყურე, შემეშინდა და გამოვიქეცი.

არის ასაკი, როცა ყველაფერი გადამდებია და მით უფრო ისეთი რამ, რაც ირიბ, უცნაურ და გამომწვევ საქმედ მოსჩანს.
დღეს ქუთაისში, პატარა ბარბარეს, რომელსაც facebook-ის სურათზე ,,ამ ცხოვრების დედაც” უწერია, წიგნები ჩავუტანე და ვუთხარი, რომ სიცოცხლე არის მშვენიერი. და სადაც შეამჩნევს, რომ ის საშინელი ხდება, უნდა იბრძოლოს, ოღონდ ჩემთან და სხვებთან ერთად უნდა იბრძოლოს.

მესმის ყველას განცდის და მეც მონაწილე ვარ თქვენი სასოწარკვეთის და გაბრაზების –
მაგრამ, ამ ცხოვრების არა, იმ ცხოვრების ,,დედაც” სადაც ჩვენ – მეგობრები, მეზობლები, ნათესავები, მშობლები, მასწავლებლები, პოლიციელ-გამომძიებლები ბავშვებს ვხოცავთ! და მოდი, მოვინდომოთ და ეს ცხოვრება ვაქციოთ უკეთესად, ნუღარ მოვფენთ ამ სლოგანებს საშიშ ნაღმებად. და ეს, უპირველეს ყოვლისა, ლუკასთვის გავაკეთოთ და სხვა დანარჩენი ლუკას ტოლების გადასარჩენად!” – წერს კეკელიძე.




 ახალი ამბები
  • ალექსანდრე გოგინავა: არანაირი მეორე ტალღა არ დაწყებულა„მეორე ტალღა დაიწყო“ - ეს ცოტა ხმამაღალი განცხადებაა. არანაირი მეორე ტალღა არ დაწყებულა, ჯერ პირველი არ დამთავრებულა და ვირუსი არსად წასულა, - ამის შესახებ ინფექციონისტმა, ალექსანდრე გოგინავამ „POSTV“-ის ეთერში განაცხადა. „ბოლო რამდენიმე დღეა შემთხვევების მატება აღინიშნა, თუმცა ეს საგანგაშო ნამდვილად არ არის. ახალი შემთხვევები ან საკარანტინო სივრციდან ან ცხელი კერიდანაა, სადაც მოსახლეობის კვლევა მასიურად მოხდა და ამიტომ ვირუსი შედარებით ბევრს დაუდასტურდა. ეს გაზრდილი მაჩვენებელი ეპიდემიოლოგიურ საფრთხეს არ წარმოადგენს და 2-3 დღის მონაცემებით ვერ ვიმსჯელებთ, რომ სიტუაცია გაუარესდა“, - აღნიშნა ინფექციონისტმა. მისივე თქმით, შემთხვევების ზრდა იმაზე მიგვანიშნებს, რომ მოსახლეობა ყურადღებით უნდა იყოს და გაცემული რეკომენდაციები არ ... ...
  • "პანდემიის პირობებში ბავშვთა დაუცველი ჯგუფების მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა"1 ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია განცხადებას ავრცელებს, რომელსაც “გურია ნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ. “ეს თარიღი მსოფლიო საზოგადოებას შეახსენებს, რომ ყველა სახელმწიფო ვალდებულია გაითვალისწინოს თითოეული ბავშვის საუკეთესო ინტერესები და შეუქმნას მათ სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის, განათლების, განვითარებისა და ღირსეული ცხოვრების პირობები. წელს ეს დღე მთელი მსოფლიოსთვის განსაკუთრებულ ვითარებაში აღინიშნება. ახალი კორონა ვირუსის (COVID-19) მსოფლიო პანდემიის პირობებში, გაიზარდა ბავშვთა სიღარიბის, მათ მიმართ ძალადობის და უგულებელყოფის საფრთხე. პრობლემას წარმოადგენს განათლების მიღების შესაძლებლობა, ხშირ შემთხვევაში ინტერნეტთან და კომპიუტერულ ტექნოლოგიებთან წვდომის არარსებობის გამო. ამასთან, კარანტინის რეჟიმი და იზოლაცია დამატებით დამთრგუნველ ფაქტორად იქცა და უარყოფითად აისახება ბავშვების ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე (ახალი კორონავირუსის ბავშვებზე, განსაკუთრებით კი, ბავშვთა მოწყვლად ჯგუფებზე ზეგავლენის სამწუხარო შედეგებზე ლაპარაკობს არაერთი საერთაშორისო ინსტიტუტი, მათ შორის, გაერთიანებული ერების ორგანიზაცია და ევროპის ბავშვთა ომბუდსმენების ქსელი, რომლის ნამდვილ წევრსაც საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი წარმოადგენს). პანდემიის პირობებში ბავშვთა დაუცველი ჯგუფების მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, სიღარიბეში მყოფი, სახელმწიფო ზრუნვაში და რელიგიურ სკოლა-პანსიონებში, ქუჩაში მცხოვრები არასრულწლოვნები არსებული რისკებიდან და საჭიროებებიდან გამომდინარე სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერის ეფექტური სისტემით უნდა სარგებლობდნენ. საქართველოს სახალხო დამცველი სწავლობს ბავშვთა უფლებრივ მდგომარეობას საგანგებო რეჟიმის პირობებში და მნიშვნელოვნად მიიჩნევს, რომ: საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის, ასევე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროებმა მუდმივ რეჟიმში უზრუნველყონ ბავშვთა ინფორმირება მათთვის გასაგები და თვალსაჩინო ფორმით. ინფორმაცია უნდა მოიცავდეს ვირუსთან ბრძოლის პროცესში მნიშვნელოვან რეკომენდაციებსა და პრევენციულ ღონისძიებებს; განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდეს რეგიონებში, მათ შორის, მაღალმთიან ადგილებში მცხოვრებ არასრულწლოვანთა განათლების უწყვეტობაზე, ინტერნეტისა და კომპიუტერული ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობის საკითხებზე; ოჯახში ძალადობის გაზრდილი რისკების შესაბამისად, პასუხისმგებელმა უწყებებმა გააძლიერონ პრევენციული ღონისძიებები და უზრუნველყონ დროული და ეფექტური კოორდინაცია. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა მოქალაქემ გაიაზროს ის საფრთხეები და რისკები, რის წინაშეც იმყოფებიან არასრულწლოვნები. ბავშვთა უსაფრთხოება და მათი ჯანმრთელობა, პანდემიის პირობებში, დიდწილად სწორედ მშობლებისა და მზრუნველი პირების სამოქალაქო თვითშეგნებაზე და მათი მხრიდან სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების მიერ გაცემულ რეკომენდაციების შესრულებაზეა დამოკიდებული“, _ წერია ... ...
  • თიბისიმ სტუდია „ილუსტრატორთან" ერთად, საბავშვო აქტივობების ნაკრები - „მხიარული თავგადასავლების მუზეუმი" შექმნა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, თიბისიმ საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან თანამშრომლობის ფარგლებში, საბავშვო აქტივობების ნაკრები - „მხიარული თავგადასავლების მუზეუმი" - შექმნა. შემეცნებით-გასართობ პროექტზე, რომლის მიზანიც ახალი თაობისთვის მუზეუმის სივრცეში დაცული კულტურული მემკვიდრეობის თანამედროვე გზით გაცნობაა, სტუდია „ილუსტრატორმა" და ილუსტრატორებმა - თათია ნადარეიშვილმა და ეკა ტაბლიაშვილმა იმუშავეს.  ნაკრები რამდენიმე შემოქმედებით სავარჯიშოს აერთიანებს, რომლებიც თემატურად მუზეუმში დაცულ ისეთ კოლექციებს, ექსპონატებსა და ისტორიებს უკავშირდება, როგორებიცაა: სიმონ ჯანაშიას სახელობის მუზეუმში წარმოდგენილი ბიომრავალფეროვნების გამოფენა, სიმონ ჯანაშიას სახელობის მუზეუმში გამოფენილი ხალიჩა და ფარდაგი; შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში წარმოდგენილი დავით კაკაბაძისა და ნიკო ფიროსმანის ნამუშევრები; მითი არგონავტების შესახებ და სიმონ ჯანაშიას სახელობის მუზეუმში დაცული მძივი ავგაროზი.  თითოეული აქტივობა პატარებს სთავაზობს სხვადასხვა ტექნიკას: ხატვას, ძერწვას, სტენსილს, ქსოვასა და ქაღალდით სამგანზომილებიანი წიგნის შექმნას.  ნაკრები აერთიანებს ვიდეო, ფოტო და ტექსტუალურ ინსტრუქციებს, რომლებიც დაწვრილებით უხსნის პატარა ავტორებსა და მათ მშობლებს - როგორ შექმნან საკუთარი ნამუშევარი და რა მასალაა ამისათვის საჭირო. ასევე, ყოველ დავალებას თან ახლავს ბავშვებისთვის ადაპტირებული, შემეცნებითი ტექსტები, რომელთა შექმნაში ეროვნული მუზეუმის საგანმანათლებლო განყოფილება იყო ჩართული.  „მხიარული თავგადასავლების მუზეუმი" თიბისის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ნაწილია და ის კომპანიისათვის ისეთ მნიშვნელოვან მიმართულებებს აერთიანებს, როგორებიცაა ახალი თაობა და კულტურული მემკვიდრეობა.  ვიდეო-ტუტორიალი და ნაკრების გადმოსაწერი ბმული ნახეთ აქ - მხიარული თავგადასავლების ... ...
  • საქართველოს ბანკი ფერმერების მხარდასაჭერად Visa-სთან, soplidan.ge-სთან და ფერმერთა ასოციაციასთან პარტნიორობას იწყებს (R)1 ივნისი, 2020-  საქართველოს ბანკი ადგილობრივი მეწარმეების, ფერმერების  მხარდაჭერას განაგრძობს და ამ მიზნით Visa-სთან, soplidan.ge-სთან და ფერმერთა ასოციაციასთან ერთად კამპანიას იწყებს. კამპანიის მიზანია ფერმერთა მხარდაჭერა და მათთვის საკუთარი პროდუქციის რეალიზაციაში კიდევ უფრო მეტი ხელშეწყობა. ასევე, კამპანიის მიზანია მომხმარებლისთვის სოფლის ნატურალური პროდუქტების შეღავათიან ფასში შეძენის შესაძლებლობის მიცემა. პირველ ქართულ ონლაინმაღაზია soplidan.ge-ზე  250 დასახელების მაღალი ხარისხის ქართული პროდუქტია განთავსებული, რაც ფერმერებს გასაღების ახალი ბაზრის მოპოვების მნიშვნელოვან შესაძლებლობას აძლევს. კამპანიის ფარგლებში,  ის ვინც დღეიდან 1 ივლისის  ჩათვლით საქართველოს ბანკის ვიზა ბარათით განხორციელებს გადახდებს,  შენაძენზე 20%-იანი ფასდაკლებით ისაქრგებლებს. SOLO-ებზე კი 25%-იანი ფასდაკლება იმოქმედებს. ასევე, კამპანიის პერიოდში საქართველოს ბანკის ვიზა ბარათით განხორციელებულ შენაძენზე მომხმარებელს გაორმაგებული PLUS ქულები დაერიცხება.  საქართველოს ბანკის, Visa-ს, soplidan.ge-ს და ფერმერთა ასოციაციის პარტნიორობა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ფერმერთა მხარდაჭერაში, მოახდინონ საკუთარი პროდუქციის რეალიზაცია, ასევე  სოფლიდან.ჯი-სთან თანამშრომლობით უზრუნველყონ მომხმარებელთა მაღალი ხარისხით მომსახურება და ადგილობრივი პროდუქციის პოპულარიზაცია.  ამ მიზნის მისაღწევად ფერმერების საჭიროებისა და გამოწვევების კვლევა ჩატარდება.  ფერმერთა ასოციაცია მიწოდების ჯაჭვის გამართვისთვის უზრუნველყოფს ფერმერთა აღწერას, რაც გულისხმობს მათი პროდუქციისა და საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მოძიებასა და შეგროვებას.   „საქართველოს ბანკისათვის მნიშვნელოვანია ფერმერების  მხარდაჭერა, მათი  ხელშეწყობა და წახალისება. პარტნიორებთან ერთად ამ კამპანიაში მონაწილეობის მიღებით გვსურს ხელი შევუწყოთ ფერმერებს, რაც შეიძლება მეტი პროდუქცია აწარმოონ და ჰქონდეთ გარანტირებული გასაღების ბაზარი მისი რეალიზაციისთვის. ფერმერებისთვის ახალი შესაძლებლობების მიცემა, რაც გამოიხატება საქართველოს ბანკის მომხარებლებისთვის საინტერესო შეთავაზების გაკეთებაში,  ვფიქრობთ მნიშვნელოვნად შეუწყობს მათ ხელს რომ კიდევ უფრო მეტად გაზარდონ თავიანთი წარმოებული პროდუქტის ხარისხი და შესაბამისად, აამაღლონ კონკურენტუნარიანობა“-, აცხადებენ საქართველოს ბანკში. ”ჩვენ, ვიზაში, ვაცნობიერებთ, თუ რამდენად მნიშვნელოვან როლს თამაშობს მცირე და მიკრო ბიზნესი საქართველოს ეკონომიკაში და მზად ვართ, ხელი შევუწყოთ მათ. Visa Foundation-მა, ახლახანს გამოაცხადა გლობალური, 200 მილიონ დოლარიანი პროგრამის დაწყება, რომლის მიზანიც, მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში, მცირე და მიკრო ბიზნესის აღდგენა და მხარდაჭერაა. გარდა Visa Foundation-ის ძალისხმევისა, ჩვენ მხარი დავუჭირეთ რიგ  ინიციატივებს, რომლებსაც ვახორციელებთ ადგილობრივ პარტნიორ ბანკებთან და მერჩანტებთან ერთად, როგორიცაა Soplidan.ge - საქართველოს ბანკისა და ფერმერთა ასოციაციის ერთობლივი კამპანია. ამ ინიციატივით, ჩვენ შეგვიძლია მხარი დავუჭიროთ ადგილობრივ მწარმოებლებს, რათა შეძლონ თავიანთი პროდუქტის მომხმარებლამდე მიწოდება, რითიც თავის მხრივ, ვუწყობთ ხელს უნაღდო გადახდების განვითარებას ქვეყანაში”, - განაცხადა კრისტინა დოროშმა, ვიზას რეგიონალურმა მენეჯერმა კავკასიის რეგიონში. ... ...
  • ირაკლი კობახიძე: "ოპოზიცია არღვევს შეთანხმებას, ჩვენ _ ვასრულებთ"ოპოზიცია არღვევს შეთანხმების ორივე ნაწილს, ჩვენ ვასრულებთ ორივე ნაწილს“, _ ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ ოპოზიციის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის პროცესში მონაწილეობასთან დაკავშირებით განაცხადა. „მათემატიკურად ეს ცვლილებები აწყობს ოპოზიციას, რადგან ამ ცვლილებებით მიიღებენ მეტ მანდატს ვიდრე მიიღებდნენ 77/73-ზე მოდელის შემხვევაში. თუმცა რეალობაა ისიც, რომ ისინი ხედავენ, არჩევნებს მათთვის აზრი აქვს დაკარგული, ისინი ამ არჩევნებში მარცხისთვის არიან განწირული. შესაბამისად, ისინი გადართული არიან დესტრუქციაზე. გიორგი რურუა არის საბაბი, მიზეზი ისაა, რომ არჩევნებში მონაწილეობის აზრს ვერ ხედავენ. ერთი არის 12%-იანი, მეორე - 3%-იანი პარტია. ასეთ პირობებში მათთვის არჩევნებმა აზრი დაკარგა. ჩვენ 8 მარტის შეთანხმებით ორი ვალდებულება ავიღეთ: ერთი გულისხმობს იმას, რომ ჩვენ ყველამ მხარი უნდა დავუჭიროთ საკონსტიტუციო ცვლილებებს და მეორე გულისხმობს იმას, რომ არავინ უნდა განახოეციელოს მართლმსაჯულების პოლიტიზირება. როცა ოპოზიცია ითხოვს სასამართლოზე ზეწოლას, ეს არის ზუსტად მართლმსაჯულების არასათანადო პოლიტიზირება. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია არღვევს შეთანხმების ორივე ნაწილს, ჩვენ ვასრულებთ ორივე ნაწილს“, - განაცხადა ირაკლი ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

რას ფიქრობთ სოფლის მეურნეობის დახმარების პროგრამაზე?