„ეს 17 ბიჭი ისე იბრძოდა, რუსებს დიდხანს ბატალიონი ეგონათ“ _ შინდისელები


ფეისბუქსტატუსები

„ეს 17 ბიჭი ისე იბრძოდა, რუსებს დიდხანს ბატალიონი ეგონათ“ _ შინდისელები

8 აგვ. 2017, 16:08:21

ფეისბუქის მომხმარებელი მაიკო ჯავახიშვილი საკუთარ გვერდზე პოსტს აქვეყნებს, რომელსაც შინდისის გმირებს უძღვნის.

როცა 17 შინდისელი გმირიდან ერთ-ერთი _ მიხეილ დვალიშვილი სახლში მიასვენეს, მისმა მშობლებმა, შვილის სხვა პირად ნივთებთან ერთად, მის ჯიბეში ქაღალდის ნაგლეჯზე დაწერილი პატარა ლექსი იპოვეს..
„ჩვენ ვართ კაცები, არ ვართ ლაჩრები, გულისკაცები და ვაჟკაცები..
ერთი ყუმბარა გვერდით თან გვიდევს, სიკვდილის შიში ვერ აგვატირებს.
ბევრი ვიყავით, ერთი სამარე თხილის გულივით გავინაწილეთ"..
...

სოფელ შინდისის მაცხოვრებლები ჰყვებიან:
„ასეთი რამ ფილმებშიც არ გვინახავს, ჩვიდმეტიდან ერთადერთი საღსალამათი ჯარისკაცი, რომელსაც შეუძლია გაქცევა, მუხლებზე დასვენებული დაჭრილი თანამებრძოლის თავს გულში იხუტებს, ჯიბიდან მობილურ ტელეფონს იღებს და სადღაც რეკავს:
„მიპასუხე, მამაო, ღმერთო, არ გადის ეს დალოცვილი ზარი" -ისმის ტკივილით ნათქვამი სიტყვები. მერე მობილურს მოისვრის და დაჭრილ ბიჭებს გასძახებს, ჩემკენ მოიწიეთ, მტერს ცოცხალი არ უნდა ჩავბარდეთ, „ლიმონკა" მაქვს და თავს ავიფეთქებთ. ეს თვითმკვლელობა არ იქნება.
მე ვილოცებ, თქვენ თუნდაც გულში გაიმეორეთო და... ბრძოლის ველზე ანგელოზის გალობასავით გაისმის „მამაო ჩვენო".
ლოცვის დასრულების შემდეგ მცირე პაუზა იყო და უცებ ყველაფერი წამებში მოხდა, აფეთქებამ ანგელოზის ხმაც წაშალა და ისიც, ვისი ყელიდანაც ის ხმა ამოდიოდა.
აღარც ის დაჭრილი ჩანდა, მეგობრის მუხლებზე რომ ედო თავი.
ჯარისკაცმა ალეკო ონიანმა თავი აიფეთქა და მასთან ერთად დაიღუპა გულში ჩახუტებული ნათლულიც - რომან ზოიძე.
გამუდმებით ეხვეწებოდა ნათლული ნათლიას, ეს არ ქნა, წადი, მე მაინც არაფერი მეშველება და ჩემი სულისთვის ილოცეო.
„არა", _ უპასუხა ალეკომ..
მობილური ტელეფონით მოძღვართან დარეკვას ცდილობდა, სურდა, საკუთარი თავისა და თანამებრძოლების შენდობა ეთხოვა...
ასე გალობითა და ლოცვით გადავიდნენ იმიერ საქართველოში ეს ბიჭები, ჩვენ კი ვაჟკაცობის საოცარი მაგალითი დაგვიტოვეს"..
შინდისელები იხსენებენ, რომ მოწინააღმდეგის ვაჟკაცობით გაოგნებულმა მტერმა, დახოცილების ნივთებს ხელი არ ახლო..
ახლა ეს ნივთები მემორიალის საკუთრებაა..
ერთ-ერთი გმირის, მიშიკო დვალიშვილის ცხედარი შინ რომ მიასვენეს, მას ყველაფერი თან ჰქონდა - იარაღიც, ჯავშანჟილეტიც და მობილური ტელეფონიც...
და ჯიბეში, ქაღალდის ნაგლეჯზე დაწერილი ლექსი, სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე რომ დაწერა...''
P S შინდისში ჩვენც გვითხრეს იქაურებმა _ ეს 17 გიჭი ისე იბრძოდა, რომ რუსებს დიდხანს ბატალიონი ეგონათო...
მათ ქართული მხედრული სული უკვდავყვეს და თავადაც უკვდავებაში და მარადისობაში გადავიდნენ.
,,შინდისელმა'' მეომრებმა, გიორგი ანწუხელიძემ, ვახტანგ გზირიშვილმა და ყველა მებრძოლმა საქართველოს ისტორიის ახალი გმირული ფურცლები გადაშალეს.
დიდება და არდავიწყება გმირებს!, _ წერს  ჯავახიშვილი.




 ახალი ამბები
  • ჯუმათის მცხოვრებლები: „გაზის გარეშე, დენი მეტი დაიხარჯება ორმხრივად ვზარალდებით“ოზურგეთის  სოფლების,  ჯუმათის და მერიის მცხოვრებლები,  ჯერ კიდევ გაზის გარეშე არიან.  ამის შესახებ „გურია ნიუსი“ არაერთხელ წერდა _  მათ პირდებოდნენ, რომ ახალი წლისთვის ცისფერი ალი აინთებოდა. მერიაში მაგისტრალი გაყვანილია. ჯუმათში კი ჯერ დაპროექტებაც არ არის დაწყებული. ახლა ამ სოფლების მცხოვრებლები,  ამ დაპირების შეუსრულებლობის გარდა,  საყვედურს სულ სხვა მიზეზით გამოთქვამენ. პანდემიის პირობებში, მთავრობის მიერ დაწესებულ  გაზის და ელექტროენერგიის შეღავათებთან დაკავშირებით,  ჯუმათელები თავს ორმაგად  დაჩაგრულად მიიჩნევენ. _ გაზი როცა არ გვაქვს, ბუნებრივია, დენი მეტი იხარჯება.  ხარჯი დადგენილ ნორმას აუცილებლად გადაშორდება. ამიტომ დარჩება ის აქედან გამომდინარე, ჩვენ არც ელექტროენერგიის შეღავათი მოგვიწევს. დაიხარჯება მეტი, ვიდრე ის 300 კილოვატი, რაც განსაზღვრულია. ვიღაცამ ხომ უნდა იფიქროს ამაზე და იმ  სოფლებს, სადაც გაზი არ არის, ელექტროენერგიის ხარჯვისას, ცოტა მეტი შეღავათი დაუწესონ?  _ამბობენ ჯუმათს მცხოვრებლები. ჩვენ ვესაუბრეთ საკრებულოს წევრს ჯუმათის თემიდან, მერაბ ბერიძეს. ასევე ოზურგეთის  მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელს ჯუმათში, ოთარ მექვაბიშვილს. _მოსახლეობის პრეტენზია სამართლიანია. ჯერ ეს საკითხი არსად დამისვამს, თუმცა როცა განახლდება მუშაობა, მინდა, საკრებულოს სხდომაზე გავიტანო. მონახაზი მაქვს.  პანდემიის პირობებში, არაერთი დაბრკოლება წარმოიშვა - გვითხრა მერაბ ბერიძემ. ოთარ მექვაბიშვილმა კი თქვა, რომ როგორმე უნდა მოახერხოს მოსახლეობამ ცოტა ხნით გაძლება. _გაზის გამოყვანა წელს აუცილებლად დაიწყება. გაზაფხულზე  ველოდებით დამპროექტებლებს. იცით, პანდემიის გამო,  ბევრი რამ შეფერხდა, - გვითხრა მან. ამ და კიდევ სხვა პრობლემებზე, უგაზოდ დარჩენილ სოფლებში, მალე ვრცლად ... ...
  • Anti-Facebook პლატფორმა MeWe პოპულარული ხდებამთელ მსოფლიოში ადამიანები ტოვებენ Facebook- სა და Twitter- ს, ხოლო  უკმაყოფილო მომხმარებლების შედეგად დღითიდღე იზრდება სოციალურ ქსელ MeWe-ს მომხმარებელთა რაოდენობა. როგორც ბიზნეს ტექნოლოგიების სააგენტო zdnet იუწყება, სოციალური გიგანტების მომხმარებლები იღლებიან კონფიდენციალურობის შესახებ დაუღალავი დარღვევებით, პოლიტიკური მიკერძოებით და ამ კომპანიების მიერ newsfeed-ის მანიპულირებით. ლოს-ანჯელესში დაფუძნებული სოციალური მედიის ქსელი MeWe, ამჟამად Google Play Store- ში არის No1 გადმოწერილი სოციალური აპლიკაცია. პირველმა "ანტი-ფეისბუქმა" პლატფორმამ ბოლო კვირის განმავლობაში 2.5 მილიონი ახალი წევრი შეიძინა. MeWe-ს განცხადებაში ნათქვამია, რომ ის არ აგროვებს მონაცემებს მისი მომხმარებლების შესახებ და შეიცავს კონფიდენციალურობის უფლებების შესახებ ... ...
  • სენაკში, კლინიკა "სენა-მედში" 2 პაციენტი გარდაიცვალასენაკში, კლინიკა "სენა-მედში" კორონავირუსით 2 პაციენტი გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი სენაკის მკვიდრი, 65 წლის მამაკაცია. რაც შეეხება მეორე პაციენტს, ის 77 წლის ქალბატონია ... ...
  • "გირჩი" პარტიებთან კონსულტაციებს "მოქალაქეების" გარეშე გააგრძელებს"გირჩი" პოლიტიკურ კონსულტაციებს სხვადასხვა პარტიასთან "მოქალაქეების" და ალეკო ელისაშვილის გარეშე გამართავს, - ამის შესახებ "გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა.  მისი თქმით, გირჩი ემიჯნება ალეკო ელისაშვილს იმ ინციდენტის გამო, რომელიც 19 იანვრის "ღამის კურიერის" ეთერში მამუკა ხაზარაძესა და ალეკო ელისაშვილს შორის მოხდა.  "ჩვენ ბატონ ხაზარაძეს და, ზოგადად, "ლელოს" განვიხილავთ, როგორც ჩვენს პოტენციურ პარტნიორებს. საერთოდ მიუღებელია ასეთი დამოკიდებულება, ყველანაირად ვემიჯნებით ამას და, პირიქით, გვინდა გავაგრძელოთ დისკუსია ჩვენს ყველა იმ კოლეგასთან, ვისაც აქვს სურვილი, რომ მოლაპარაკება წარმატებით დასრულდეს. მე რთულად წარმომიდგენია, რომ ჩვენ და "მოქალაქეები" ერთად მივიდეთ ბატონ მამუკასთან. მეტიც, ეს მოლაპარაკება ჩვენ დავიწყეთ "მოქალაქეებს" რომ პირველად შევხვდით. თვითონ ის იდეა, რომ ჩვენ და მოქალაქეები, რომლებიც დანარჩენ ოპოზიციასთან მხარე ვხდებით, არ არის სწორი. ჩვენ მართლა გვინდოდა, რომ ყველა გაგვეერთიანებინა, მათ შორის, "მოქალაქეები", თუმცა, გუშინდელი დღის შემდეგ არ მგონია, რომ ეს რეალისტური იყოს,"-განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.  შეგახსენებთ, რომ 19 იანვრის "ღამის კურიერის" ეთერში "ლელოს" თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე და "მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილი ერთმანეთს ... ...
  • გუდაური-კობის მონაკვეთზე, ზავავსაშიშროების გამო მოძრაობა ისევ აკრძალულიასაავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის გზის მონაკვეთზე, როგორც გუდაურიდან, ასევე კობიდან გზის გაწმენდითი სამუშაოები მეორე დღეა, ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება. „გზის ძირითადი ნაწილი უკვე გაწმენდილია, რჩება მხოლოდ სამი კილომეტრი (კმ99-კმ101), საიდაც 101-ე კილომეტრზე ზვავსაშიშროება ნარჩუნდება და გაწმენდითი სამუშაოების დაწყება აღნიშნულ ერთ კილომეტრზე ჯერ ვერ ხერხდება“, – აცხადებენ უწყებაში. გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ ზვავსაშიშროების რეჟიმის მოხსნისთანავე, ამ მონაკვეთზეც დაიწყება გაწმენდითი სამუშაოები და ავტოტრანსპორტის მოძრაობა უმოკლეს ვადებში აღდგება. გუდაური-კობის მონაკვეთზე, ზავავსაშიშროების გამო მოძრაობა 11 იანვრიდანაა ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ იცი თუ არა ყველაფერი?

როგორ უნდა გაარკვიოთ მხარეები ტყეში...

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

კარმიდამო ჩემი

ძიმითში ტყუპი ხბო დაიბადა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითში ტყუპი...

"მიკვირს _ ეს მე შევქმენი?!" _ თორმეტწლიანი შრომით შექმნილი ჯადოსნური სამყარო

ჩვენი სტუმარი ქალბატონი, ყვავილების მესაიდუმლე...

პრიორიტეტულ კულტურებს შორის თამბაქოც დაიკავებს ადგილს

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკულ ზონაში, დღეისთვის...

"მკვდარი სეზონის" სამუშაოები _ რა გავაკეთოთ ზამთრის დასაწყისში

შემოდგომის მიწურულის და დეკემბრის დასაწყისის...

რატომ დაიწყო ფეიჰოამ ხმობა?

ფეიჰოა ცნობილია, როგორც ყინვაგამძლე და...

როგორ გამოვიყვანოთ ნიგვზის საუკეთესო ზეთი _ ურწყული

საახალწლოდ, განსაკუთრებით პოპულარულია და რიტუალის...

მოვამზადოთ მსხვრევადი, კრატუნა და გემრიელი გოზინაყი

ახალი წელი გოზინაყის გარეშე წარმოუდგენელია....

"შერეული მეურნეობა მცირემიწიანთათვის საუკეთესო გამოსავალია"

შოთა მახარაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....