"ეს ამბავი, არწივმა მიამბო გუშინ" _ ნანუკა ჟორჟოლიანი "რუსთავი 2"-ს გაყიდვის დეტალებზე

ფეისბუქსტატუსები

"ეს ამბავი, არწივმა მიამბო გუშინ" _ ნანუკა ჟორჟოლიანი "რუსთავი 2"-ს გაყიდვის დეტალებზე

2017 მარ 4 16:24:14

"რუსთავი 2-ის გაყიდვაზე საუბარი 2003 წლამდე დაწყებულა. ეროსი იყო ის მოწილე, რომელიც გაყიდვის წინააღმდეგი ყოფილა. მისთვის ეს ტელევიზია ბიზნესის გარდა, ძალაუფლებისთვის საჭირო იარაღი იყო. მას, მაშინ, ძალაუფლება ურჩევნოდა," _წერს სოციალურ ქსელში ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი.

მისივე ინფორმაციით, ჯერ კიდევ ვარდების რევოლუციამდე, ირაკლი ოქრუაშვილმა კავკასუს ონლაინის წილი გადაუფორმა დავით დვალს _ ბეს სახით. მოგვიანებით კი, უკვე რევოლუციის შემდეგ, ჯემალ ინაიშვილის შუამავლობით, მოლაპარაკება აწარმოა მათთან და პავლოვზე მდებარე, თამაზ ნიჟარაძის ოფისში გააგზავნა მილიონ ორასი ათასი დოლარი დვალის და აქიმიძის წილის საყიდლად.

"ანუ, ოქრუაშვილმა 66% იყიდა და ნიჟარაძის ცოლისძმაზე, პაატა ქარსანიძეზე გააფორმა. მოგვიანებით კი, ქიბარ ხალვაშზე, როგორც მისთვის სანდო და ჯიბის ბიზნესმენზე (ამბობენ ხალვაში ამ წილის გაფორმებით დიდად კმაყოფილი არ იყო. რად მინდა ტელევიზიაო იძახდ,ა თურმე, მაგრამ აზერბაიჯანში დაულაგეს სხვა ბიზნესი და შეთანხმება შედგა).

ამის შემდეგ ეროსისთან მივიდნენ და უთხრეს, უნდა გაყიდო შენი წილიო. ის, ისევ უარზე იყო. ანახეს მის ზურგს უკან ნაწარმოები მოლაპარაკების შედეგი _ 66% ირაკლი ოქრუაშვილის "ბალანსზე".

ეროსი მიხვდა, რომ წილი უნდა დაეთმო ან გაეყიდა. გაყიდვა ამჯობინა და მოითხოვა ისეთი თანხა, რომელსაც ზუსტად იცოდა რომ მომლაპარაკებელი ვერ გადაიხდიდა _ ეს იყო 7 მილიონი.

ამ დროს ჩნდება საქმეში ადამიანი, რომელსაც ეს თანხა გააჩნდა. ეს გახლდათ ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც გადაუხადა ფული ეროსის. მისი პოლიტიკური მეგობრების და სანდრო გუნდის სასარგებლოდ. ბიძინამ იცოდა მოლაპარაკების ყველა დეტალი და უფრო მეტიც, კულუარულად ჩართული იყო.

ანუ, ბიძინა უბრალოდ მის ფულს იბრუნებს. როგორც ყველაფრიდან, აქედანაც გადახდილი თანხის ამოღება უნდა.

P.s. ეს ამბავი ჩემთან ჩიტს არ მოუტანია. არწივმა მიამბო გუშინ", _ წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.




 ახალი ამბები
  • ეკონომიკის პირდაპირი დახმარებისთვის 2 მილიარდი ლარი გამოიყომთავრობის გადაწყვეტილებით, ეკონომიკის პირდაპირი დახმარებისთვის 2 მილიარდი ლარი გამოიყო. ეკონომიკის მხარდაჭერის გეგმის ძირითად მიმართულებებზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა. უშუალოდ კორონავირუსთან ბრძოლის ღონისძიებებისთვის კი, მთავრობის მეთაურის განცხადებით, კრიზისულ ბიუჯეტში 351 მილიონი ლარია ... ...
  • კახა კალაძე: ვთხოვ ჩვენს მამებს, მეუფეებს, მღვდელმთავრებს, გაძლიერებულად ილოცონ ჩვენთვის"მინდა ვთხოვო, ჩვენს მამებს, მეუფეებს, მღვდელმთავრებს, რომ მაქსიმალურად ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ რაც შეიძლება გაძლიერებულად ილოცონ ჩვენთვის, _ ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ რუსთავი 2-ის ეთერში განაცხადა. კალაძის თქმით, ქართული ეკლესია ძნელბედობის ჟამს ყოველთვის ქვეყნის სადარაჯოზე იდგა. მისივე განცხადებით, ახლა როგორც არასდროს გვჭირდება ერთიანობა. „ქართული სამოციქულო ეკლესია, ყოველთვის იდგა და დგას ქვეყნის ინტერესების მხარეს. მე კიდევ ერთხელ მინდა ვთხოვო, ჩვენს მამებს, მეუფეებს, მღვდელმთავრებს, რომ მაქსიმალურად ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ რაც შეიძლება გაძლიერებულად ილოცონ ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის და მრევლს მოუწოდონ, რომ მაქსიმალურად თავი შეიკავონ ქუჩაში გამოსვლისგან. დღეს, ისე როგორც არასდროს, გვჭირდება ერთიანობა. თუ ჩვენ გადავხედავთ ჩვენს ისტორიას, ეკლესია ძნელბედობის ჯამს ყოველთვის იდგა ქვეყნის სადარაჯოზე და მე დარწმუნებული ვარ, ეს ასე იქნება მომავალშიც“, - განაცხადა ... ...
  • საირმის საკარანტინო ზონა დღეს მოქალაქეთა მორიგმა ჯგუფმა დატოვაიმერეთში მდებარე საირმის საკარანტინო ზონა დღეს მოქალაქეთა მორიგმა ჯგუფმა დატოვა. სასტუმროს დატოვებამდე 34-ვე მათგანმა სამედიცინო შემოწმება გაიარა. მათი წასვლის შემდეგ კი საკარანტინო ზონის ტერიტორიაზე, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად, სრულფასოვანი სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა. სტუმრების საკარანტინო ზონიდან გაცილებას, დღეს DMO Imeret-ის ხელმძღვანელი ტატო ლილუაშვილი ხელმძღვანელობდა. მათი ტრანსპორტირება საკუთარ სახლებში ადგილობრივმა ხელისუფლებამ უზრუნველყო. საკარანტინო ზონები როგორც იმერეთში, ასევე საქართველოს სხვა მხარეებში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებითაა მოწყობილი. საკარანტინო სივრცეებში არსებული განთავსების პირობები სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და ეროვნული კანონმდებლობით გათვალისწინებულ ნორმებთან საკარანტინო სივრცეების მოწყობის ... ...
  • როგორ და სად უნდა გავიკეთოთ პირბადე _ თენგიზ ცერცვაძის განმარტებარა ტემპერატურაზე კვდება კორონავირუსი და ვინ და სად უნდა ატაროს პირბადე, - ამ კითხვებზე პასუხი თენგიზ ცერცვაძემ „ღამის კურიერის“ ეთერში გასცა. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა განმარტა რამდენად არის შესაძლებელი კორონავირუსით დაავადება სურსთთან შეხებისას. „სურსათთან მიმართებაში შესაძლებელია თეორიულად, თუ მომხმარებელი მოვიდა მარკეტში და დააცემინა, დაახველა და ამოაფრქვია ეს შხეფები და ეს შხეფები მოხვდა სურსათზე. შესაძლებელია თეორიულად, მაგრამ ამის ალბათობა დიდი არ არის“, - აღნიშნა ცერცვაძემ. მისივე თქმით, კორონავირუსი +56 გრადუსზე 30 წუთს ძლებს, 70 გრადუსზე კი 5 წუთში იღუპება. ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა პირბადეების გამოყენების წესებზეც ისაუბრა. „ცალსახად, ულაპარაკოდ უნდა ეკეთოს ინფიცირებულს, ავადმყოფს. ვინაიდან ის არის წყარო აი ამ ვირუსისა და ის ხველებისა და საუბრისას ამოაფრქვევს ვირუსის ნაწილაკებს და თუ პირბადე უკეთია, ეს პირბადე შეაკავებს ამ ნაწილაკების დიდ უმრავლესობას. მეორე. ასევე ცალსახად უნდა ეკეთოს სამედიცინო პერსონალს, ვინც ამ პაციენტს უვლის. ან ოჯახში პიროვნებას, ვინც ამ პაციენტს უვლის, არის მასთან ახლო კონტაქტში. მას უნდა ეკეთოს აუცილებლად. ექთანს, ექიმს, სანიტარს, მომვლელს. რაც შეეხება მოსახლეობას, ღია ჰაერზე, ქუჩებში არ უნდა ეკეთოთ, არავითარი აზრი არ აქვს. სადაც სოციალური დისტანცირების დაცვა შეიძლება, იქ არ უნდა ეკეთოს“, - ამბობს ... ...
  • სალომე ზურაბიშვილი: თბილისში სრული სიჩუმე სუფევს, მეამაყება ეს ჩვენი პასუხისმგებლიანი ქცევასაქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ე.წ. კომენდანტის საათის ამოქმედებას ეხმაურება. ზურაბიშვილის განცხადებით, თბილისში სიჩუმე სუფევს, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ მოსახლეობა რეკომენდაციებს იცავს. „9 წუთია გადავედით ახალ მკაცრ რეჟიმზე. სრული სიჩუმე სუფევს. ეტყობა, თბილისი იცავს რეკომენდაციებს!მეამაყება ეს ჩვენი მოქალაქეობრივი და პასუხისმგებლიანი ქცევა. ასეთი მოწესრიგებული და კანონმორჩილი მიდგომით დავამარცხებთ კორონასაც და მეტსაც“, - წერს ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...