ევროპის მოსამართლის უპრეცენდენტო თვითნებობა _ წერილი ზვიად კვაჭანტირაძის კედლიდან

ფეისბუქსტატუსები

ევროპის მოსამართლის უპრეცენდენტო თვითნებობა _ წერილი ზვიად კვაჭანტირაძის კედლიდან

2017 მარ 4 18:14:20
 "ქართული ოცნების" წევრი ზვიად კვაჭანტირაძე სოციალურ ქსელში სამართლის დოქტორის ბიძინა სავანელის წერილს აქვეყნებს, რომელიც კვაჭანტირაძის ინფორმაციით, ხმელთაშუა ზღვის სოციალურ მეცნიერებათა ჟურნალის მთავარი რედაქტორი, სოციალურ და საგანმანათლებლო კვლევათა ცენტრის სამეცნიერო საბჭოს წევრი და მეცნიერ-კორდინატორია რომში. კვაჭანტირაძის თქმით, წერილი მან ელექტრონული ფოსტით მიიღო.
"ევროპის მოსამართლის უპრეცედენტო თვითნებობა
1. ევროპის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლემ ხელყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ავტორიტეტი და დამოუკიდებლობა, რადგან მან საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება ისე დაადგინა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, სამოტივაციო ნაწილის ჩათვლით, არ გამოუთხოვია, და შესაბამისად, არ გაცნობია, რითაც თავად დაარღვია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მუხლი 6, რომელიც კონვენციას მიერთებულ წევრი- სახელმწიფოების მოსამართლეებს ავალდებულებს იყოს მიუკერძოებელი.
2. ევროპის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლემ ხელყო საქართველოს სუვერენიტეტი, კერძოდ სახელმწიფოს შიანაურ საქმეებში ჩაურევლობის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპი, როდესაც კერძო სამართლის სუბიექტებს - მესაკუთრეებს - შორის კერძო სასამართლო დავა თვითნებურად გადაიყვანა საჯარო სამართლის სივრცეში ანუ კერძო სასამართლო საქმეს პოლიტიკური დავის ფორმატი მისცა, რითაც საქართველოში საზოგადოებრივი წესრიგსა და ეროვნულ უსაფრთხოებას საფრთხე შეუქმნა.
3. ევროპის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლემ თავისი სამპუნქტიანი მოთხოვნით იმთავითვე სადაო გახადა საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება ანუ წინასწარ გამოხატა თავის აზრი, რითაც თავად დაარღვია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მუხლი 10, რომლის ძალით: გამოხატვის თავისუფლების "განხორციელება, რამდენადაც ის განუყოფელია შესაბამისი ვალდებულებისა და პასუხისმგებლობისაგან, შეიძლება დაექვემდებაროს ისეთ წესებს, პირობებს, შეზღუდვებს ან სანქციებს, რომლებიც გათვალისწინებულია კანონით და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების, ტერიტორიული მთლიანობის ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებისათვის, უწესრიგობისა თუ დანაშაულის აღსაკვეთად, ჯანმრთელობის ან მორალის დაცვის მიზნით, სხვათა რეპუტაციის ან უფლებების დასაცავად, საიდუმლოდ მიღებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად ან სასამართლო ხელისუფლების ავტორიტეტისა და მიუკერძოებლობის7 უზრუნველსაყოფად."
უფრო მეტი, ევროპის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლემ ევენტუალურად ზეწოლა მოახდინა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს იმ მოსამართლეებზე, რომლებმაც შეიძლება განიხილონ საკუთრების კუთვნილების შესახებ აღნიშნული სამოქალაქო საქმე"", _ აღნიშნული კვაჭანტირაძის მიერ გამოქვეყნებულ პოსტში.



 ახალი ამბები
  • საპარლამენტო უმრავლესობას წევრები ისევ ტოვებენმმართველ პარტიას კიდევ 3 წევრი გამოაკლდა. როგორც „კონსერვატორების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე თქვეს,  ზვიად ძიძიგურმა, ნინო გოგუაძემ და გიგა ბუკიამ „ქართული ოცნება _ კონსერვატორების“ რიგების დატოვების შესახებ მიიღეს გადაწყვეტილება. ზვიად ძიძიგური, ასევე, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობასაც ტოვებს. დეპუტატების თქმით, მათ მიერ გადაწყვეტილების მიღების მიზეზი პროპორციული არჩევნების პროექტის ჩაგდება ... ...
  • პარლამენტარი ნინო წილოსანი აქციის მონაწილეებს: "ჰე, აბა რა ხდება?!"ხმაური და დაპირისპირება იყო ლანჩხუთის მერიის შესასვლელში _ აქციაზე შეკრებილი ოპოზიციური სპექტრის წარმომადგენლები შენობაში შესვლასა და ნინო წილოსანისგან კონკრეტულ კითხვებზე პასუხის გაცემას ითხოვდნენ. მათ შენობაში შესვლის საშუალება დაცვის თანამშრომლებმა და ადგილზე მობილიზებული პოლიციის თანამშრომლებმა არ მისცეს. ნინო წილოსანი თავად ჩამოვიდა აქციის მონაწილეებთან: „ჰე, აბა, რა ხდება?!“ _ იკითხა დეპუტატმა და აქციის მონაწილეებს უთხრა, რომ მზად იყო მათთან შესახვედრად. თუმცა აღმოჩნდა, რომ შენობაში შესვლის უფლებას მხოლოდ აქციის მონაწილეთაგან რამდენიმე პირს ჰქონდა, რასაც ხმაურიანი შეძახილები და დაპირისპირება მოჰყვა.   ... ...
  • აქცია პარლამენტარ ნინო წილოსანის ბიუროსთან _ "შენ მოგვატყუე!“ოპოზიციური სპექტრი ლანჩხუთში მერიის შენობასთან, სადაც  ჩოხატაური-ლანჩხუთის მაჟორიტარი დეპუტატის ნინო წილოსანის ბიურო მდებარეობს, აქციას მართავს  სლოგანით _ „შენ მოგვატყუე!“ შეკრებილები 14 ნოემბერს საკონსტუტიციო ცლილების პროექტის ჩავარდნას აპროტესტებენ.  კენჭისყრას 141 დეპუტატი ესწრებოდა, რომელთაგან 37-მა კენჭისყრის პროცესში მონაწილეობა არ მიიღო, მათ შორის ნინო ... ...
  • ალეკო ელისაშვილი: "დანიშნონ ვადამდელი არჩევნები და უმტკივნეულოდ წავიდნენ ხელისუფლებიდან"„სამოქალაქო მოძრაობის“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა  მედიაკლუბ „კვირაში“ პრესკონფერენცია გამართა და პარლამენტის მიერ პროპორციული სისტემის შესახებ კანონპროექტის ჩაგდების, ოპოზიციის გეგმების და რიგგარეშე არჩევნების საკითხზე ისაუბრა. როგორც ელისაშვილი აღნიშნავს, „ქართული ოცნების“ „კაპიკი სიტყვა არ დაიჯერება და თუ ხელისუფლება ოპოზიციის მოთხოვნებს არ გაითვალისწინებს, რევოლუცია გარდაუვალია“. „ძალიან დიდი ხანია, ხელი ჩავიქნიე „ქართული ოცნებისა“ და ივანიშვილისთვის რჩევების მიცემაზე, მაგრამ ერთს კიდევ ვურჩევ _  დანიშნონ ვადამდელი არჩევნები და უმტკივნეულოდ წავიდნენ ხელისუფლებიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში, მიიღებენ რევოლუციას, რაც გაცილებით მტკივნეული იქნება“, _ განაცხადა ელისაშვილმა.   ... ...
  • ევროკავშირს ელჩი ბიძინა ივანიშვილს ხვდებაამ წუთებში “ქართული ოცნების“ სათაო ოფისში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი ბიძინა ივანიშვილს ხვდება. როგორც მედიისთვის ხდება ცნობილი, მთავარი თემა საუბრის პროპორციული არჩევნების კანონპროექტის ჩავარდნა ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ გამოვავლინოთ ნიჭიერი ბავშვი

არ დაგეგმოთ შვილებს მომავალი შეეცადეთ...

აუცილებელი წასაკითხი მამებისთვის

ახალშობილს უნდა ეძინოს დედის საწოლში...

ბეკონი ჯანმრთელობისთვის სახიფათო ყოფილა

შვედი მეცნიერების მტკიცებით, ბეკონის საკვებად...

როგორ დავალევინოთ წამალი პატარას

წამლის დალევა პატარებს არ უყვართ,...

მერილინ მონროს სილამაზის საიდუმლო

 რა იყო ის საიდუმლო, რომლის...

რატომ უნდა ვხატოთ

ცოტა ხნის წინ, ამერიკელმა ფსიქოლოგებმა...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...

არის თუ არა თქვენ საცხოვრებელ ადგილას სასმელი წყალი?