"გიგი, ძვირფასო, ფანტაზიაც როგორი მწირი გქონია" _ ნინო წილოსანი გიგი უგულავას

ფეისბუქსტატუსები

"გიგი, ძვირფასო, ფანტაზიაც როგორი მწირი გქონია" _ ნინო წილოსანი გიგი უგულავას

2019 ნოე 16 16:04:13

მაჟორიტარი დეპუტატი ნინო წილოსანი "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას იმ განცხადებას ეხმაურება, რომელშიც თბილისი ყოფილი მერი აცხადებს, რომ კახა კალაძე წილოსანს მეუღლისა და მამის დაჭერით დაემუქრა.

"ყოფილი მერის Gigi Ugulava-ს ფიქრები, როგორ “დააკაჩავებდა” წილოსანს.

გიგი, ძვირფასო, აღარ არის ეს დრო. დასრულდა თქვენთან ერთად და არც არასდროს დაბრუნდება.

P.S ისე , ფანტაზიაც როგორი მწირი გქონია. .. _ წერს წილოსანი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.




 ახალი ამბები
  • "მთელმა მსოფლიომ გეიგო, სუფსაში რაც ხდება და ამ მერიაში რით ვერ გეიგეს?!"სუფსაში, რკინიგზის სადგურის მიმდებარედ, წლებია, მოსახლეობა უგზოობას უჩივის.  მართალია, პერიოდულად ადგილობრივი ხელისუფლება პრობლემის მოსაგვარებლად გზის დაგრეიდერებას ახორციელებს, თუმცა, როგორც ადგილობრივები ამბობენ, ამას მხოლოდ დროებითი ეფექტი აქვს _ დროის მოკლე მონაკვეთში გზა ისევ გამოდის მწყობრიდან და უამინდობისას მთლიანად წყლით იფარება. "რამდენიმე წელია, რაც ეს პრობლემა დგას და არაერთი დაპირების მიუხედავად, რომელი მთავრობა გააკეთებს, ღმერთმა იცის.  გულსატკენია, რომ არასდროს გამოუჩნდა ჩვენს სოფელს პატრონი, ცოტა მაინც რომ მოხედოს, ყველა თავის ჯიბესა და სკამისთვის  იბრძვის. ჩვენივე ბრალია ამ დღეში რომ ვართ _ ის შინაურია და ვერ ვიტყვი, ის მეგობრის შვილია... ხალხი არ ვარგივართ, მეტი არაფერი. მოიყვანენ გრეიდერს, გადაატარებენ, თვითონ საქმეში კი ეთვლებათ და თანხებიც იხარჯება, მაგრამ, საბოლოოდ, პრობლემის მოგვარებას ეს არ შველის _ მოკლე ხანშივე უვარგისი ხდება გზა, უშველებელი ორმოები ჩნდება და წყლით ისე იფარება, ნავი კი არა, გემი ხდება საჭირო გასავლელად. ვენეციაში ვცხოვრობთ გვგონია და არა სუფსაში", _  ამბობენ სუფსის მცხოვრებლები და  ჩვეული გურული იუმორის მოშველიებით  ხელისუფლების წარმომადგენლებს რჩევასაც აძლევენ: "აქ ორი ცალი "სპასატელნი ჟილეტიც"  რომ ჩამოკიდოთ, თქვენთვისვე იქნება კაი, მუნიციპალიტეტის მიღწევების შესამოწმებლად წამოსულები რომ არ დაგვეხრჩოთ". როგორც მოსახლეობა ამბობს, პრობლემის თაობაზე არა ერთხელ მიმართეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, სოციალურ ქსელშიც ბევრჯერ განათავსეს მდგომარეობის ამსახველი ფოტო თუ ვიდეომასალა, მაგრამ ამაოდ,  წლების მანძილზე ეს გზა მაინც ვერ მოხვდა გასახორციელებელი ინფრასტრუქტურული სამუშაოების ნუსხაში.  "ხალხი არ ვარგივართ _ რას ვერჩით სხვას? გზის ნაცვლად ხომ გაგვიკეთეს 200-ათას ლარიანი პარკი, სანაგვედ რომაა იქაურობა ქცეული?! ისე, იცოცხლე, არის  დაპირებები, გაკეთდებაო, მარა დაპირებებს იქეთ საქმე არ წასულა, თუ არ ჩავთვლით წელიწადში ორჯერ გრეიდერის გადაგრუხუნებას.  ყველას ეზარება ამ გზაზე შემოსვლა, არადა რამდენიმე სოფელს აკავშირებს ერთმანეთთან, თან ბათუმისკენ მიმავალი უმოკლესი გზაა, მარა, სადაა გზა?!  იმდენჯერ დაიდო სოციალურ ქსელში ამ გზის სურათები და ვიდეოები, რომ მთელმა მსოფლიომ გეიგო, სუფსაში რაც ხდება და ამ მერიაში რით ვერ გეიგეს?!  გადმოგვხედეთ, ხელისუფალნო, მაღალი სკამებიდან!" _  თხოვნით მიმართავენ ადგილობრივები ხელმძღვანელ პირებს და   პრობლემის გადასაჭრელად  "ალტერნატიულ"  ვერსიასაც  სთავაზობენ: "თუ საშველი არაა, გადავხუროთ ეს ქუჩა, ზამთარში  გავყინოთ და ჰოკეის და ფიგურული სრიალის შემსწავლელი წრე გავხსნათ, ზაფხულში კი _ ცურვის".  სუფსის ადმინისტრაციული ერთეულის მაჟორიტარი დეპუტატი, ზურაბ კუკულავა "გურია ნიუსთან" საუბრისას დაპირებას იძლევა, რომ 2020 წლისთვის  რკინიგზის სადგურის მიმდებარედ არსებულ გზაზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები გახორციელდება: "ამ ეტაპზე ეს გზა დაგრეიდერებულია, თუმცა, სამომავლოდ გეგმაშია მისი სრული რეაბილიტაცია. როგორც მე მაქვს ინფორმაცია, ის ჩასმულია მომავალი წლის ინფრასტრუქტურული სამუშაოების ნუსხაში, აქ სამუშაოები გაზაფხულიდან დაიწყება და სოფელ  წყალწმინდამდე  მოხდება ამ გზის რეაბილიტაცია", _ ამბობს სოფლის მაჟორიტარი ... ...
  • რატომ შეირჩა გასვლის ადგილად ნაგომარი და რამდენი პედაგოგი წავიდა აქციაზე ოზურგეთიდან“ქართული ოცნების“ ოზურგეთის საოლქო ორგანიზაციის აღმასრულებელი მდივანი ბესო მელუა “გურია ნიუსთან“ საუბრისას ამბობს, რომ რამდენიმე წუთში ოზურგეთიდან წასული კოლონა დედაქალაქში იქნება. _ თბილისის აქციაზე მე მივდივარ ახალგაზრდებთან ერთად. ძალიან ორგანიზებულია ყველაფერი. _ ოპოზიციის წევრები საუბრობენ, რომ ეს აქცია სინამდვილეში, არ ეხება ევროსაბჭოს თავმჯდომარეობის აღსანიშნავ ღონისძიებას... _ ეს არის გამორიცხული. ოპონენტები კი ავრცელებენ ამ ინფორმაციას, მაგრამ, მინდა შევახსენო “ნაცმოძრაობას“, როგორ მიჰყავდათ ხალხი აქციებზე. მათ უნდათ ასე იყოს “ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის მიერ დაანონსებული აქცია, მაგრამ, არ არის და ეს არის რეალობა. ეს არის ის აქცია, რაც არის დაანონსებული და აქ სხვა კითხვები არ არსებობს. _ გავრცელდა ინფორმაცია, რომ პედაგოგებზე გახორციელდა ზეწოლა, რადგან აქციაზე უნდა წამოსულიყვნენ... _ მე პირადად გამოვრიცხავ ამ ინფორმაცია. ათამდე პედაგოგსაც ვერ დაითვლი, რომელიც ოზურგეთიდან აქციაზე მიდის. ესენი, არიან ჩვენი მხარდამჭერები და თან დღეს შაბათია. ღიად ვამბობ, არც ადმინისტრაციული რესურსი დახარჯულა, არც ადამიანებზე ზეწოლა მომხდარა და არც ვინმესთვის რამე დაგვიძალებია. _ რატომ შეირჩა გასვლის ადგილი სოფელი ნაგომარი, ამას რამე დატვირთვა აქვს? _ არა, არანაირი დატვირთვა ამას, არ ჰქონია. იქ იყო შერჩეული ადგილი, საიდანაც ყველა წამსვლელი ერთად გავიდა. შეგახსენებთ, რომ დღეს, 16 საათზე, თბილისში ევროსაბჭოს თავმჯდომარეობის აღსანიშნავად ღონისძიებაა დაგეგმილი, რომლის ორგანიზატორი “ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ... ...
  • ევროსაბჭო საქართველოს მიმართ იმედგაცრუებას გამოთქვამსევროსაბჭო საქართველოში უზენაესი სასამართლოს მიერ უვადო მოსამართლეების დამტკიცებას ეხმაურება და ქვეყნის მიმართ იმედგაცრუებას გამოთქვამს. „სექტემბერში ვიზიტის დროს გამოვხატეთ სერიოზული შეშფოთება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს კანდიდატთა გაუმჭირვალე და არასათანადო შერჩევის პროცესის შესახებ. იმ დროს ჩვენ გამოვთქვით მოლოდინი რომ პარლამენტი პროცესში არსებულ ნაკლოვანებებს გამოასწორებდა, მათ შორის მოსამართლეთა  მინიმალური რაოდენობით დანიშვნას, რომელიც აუცილებელია უზენაესი სასამართლოს ფუნქციონირებისთვის, ვენეციის კომისიის რეკომენდაციის თანახმად. ახლა კი ვხედავთ, რომ პარლამენტმა 19 კანდიდატიდან 14 სათანადო დასაბუთების გარეშე დაამტკიცა, მათ შორის იმ პირები, რომლებმაც შერჩევის დროს არ აჩვენეს, რომ მათ აქვთ იურიდიული ცოდნა და დამოუკიდებლობა პოზიციის დასაკავებლად. ეს იმედის გაცრუებას იწვევს“,_ წერია ევროსაბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ევროსაბჭოს განცხადებაში აღნიშნულია ისიც, რომ მომავალი წლიდან საქართველოში დამკვირვებლები რეგულარულად ჩამოვლენ. განცხადებაში აღნიშნულია ისიც, რომ საჭიროა სწრაფი ზომების მიღება სასამართლო სისტემისა და დამოუკიდებელი სასამარლო ხელისუფლებისადმი საზოგადოების ნდობის ... ...
  • "საქართველოში ცოცხლად გლეჯენ „ოსკარზე“ და „ოქროს გლობუსზე“ ნომინირებულ კაცს " _ კალანდია ზაზა ურუშაძეზე გუშინ საღამოს ზაზა ურუშაძის პანაშვიდზე ვიყავი, ერთი ჩვეულებრივი თბილისური კორპუსი, გაცვეთილი ლამინატი, გაურემონტებელი კედლები, იმ სევდიან ატმოსფეროს კიდევ უფრო მძიმეს ხდიდა ის მატერიალურად ღარიბი გარემო, რომელშიც ამ გამორჩეულმა ადამიანმა იცხოვრა, დიახ, მხოლოდ საქართველოში „ოსკარზე“ და „ოქროს გლობუსზე“ ნომინირებულ კაცს ჭამენ და გლეჯენ ცოცხლად ისინი, ვისაც კოლექტიური სახელი „კოლტი“ და „ქაჯთა რემა“ შეგიძლია უწოდო", _ ამის შესახებ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ჟურნალისტმა და კინორეჟისორმა გიორგი კალანდიამ დაწერა. როგორც კალანდია საკუთარ პოსტში ამბობს, საზოგადოება ხმას მაშინ იღებს, როცა უკვე ძალიან გვიანაა. "ჩვენ კი საზოგადოება (თუ კი ვართ საზოგადოება) მხოლოდ მაშინ ვიღებთ ხმას როცა ძალიან გვიანია, როცა ჩვენი ვიშვი და მოთქმა მხოლოდ ლიტონი სიტყვებია! არასოდეს, არასოდეს შეგვწევს უნარი შევაჩეროთ ეს „კოლექტიური კოლტი“ და „ქაჯთა რემა“ და ვუთხრათ „არა“, არა ღვარძლისთვის, ტალახისთვის, ბულინგისთვის! მახსენდება ერთი შემთხვევა, რამდენიმე თვის წინ ხელოვნების სასახლის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე დავდე ჩემ მიერ გადაღებული ფილმი ხელოვნების სასახლეში დაცულ გვირგვინების კოლექციაზე და ამავე გვერდის მომხმარებელს ჩემი ფილმის ყურება მოვუწოდე. უცებ ერთი ცნობილი ფოტოგრაფის ძმისშვილი თუ დისშვილი „გამოხტა“ და მომიწოდა, საკუთარი ინტერესებისთვის არ გამომეყენებინა მუზეუმის ოფიციალური ფეისბუქ-გვერდი, ჰოდა, დაიწყო… ატყდა ვაიუშველებელი, ლანძღვა, გინება, ბულინგი და ა.შ. ვუცქერდი ამ ვაკხანალიას და ვხდებოდი რომ ამ „კოლექტიურ კოლტსა“ და „ქაჯთა რემას“ ძალუძს უბრალოდ მოგკლას, ან მინიმუმ გულის დაავადება შეგძინოს! და მაშინ საკუთარ თავს მტკიცედ ვუთხარი, რომ ამ სიამოვნებას მათ არასოდეს მივანიჭებდი, მათ გამო არასოდეს ავიშლიდი ნერვებს…. დიახ, საქართველოში უნდა იყო მტკიცე, ვითარცა რკინა და „უშიში, ვითარცა უხორცო“, რადგან, როცა უსაფუძვლოდ გლანძღავენ, დანარჩენები ისუსებიან, ან სეირს უყურებენ, ან სულაც ხალისობენ, უმეტესობას თავის ატკიება არ სურს და არც შარიანთან დაპირისპირებას ლამობს. ჰოდა, იზრდება და ფუვდება ეს კოლექტიური კოლტი და ქაჯთა რემა, ასევე ყვავიან და ხალისობენ ისინი, ვინც წარმოადგენენ პროფესიული კლანებს, საძმოებს, ჯიგრულ სადაქალო-საძმაკაცოებს. ღმერთმა არ ქნას მათ რაიმე გადაცდომაზე, დანაშაულზე ან ხარვეზზე მიუთითო, მაშინვე დაგესევა მთელი კლანი, რემა და კოლტი. შენ კი ინდივიდი, რომელიც დამოუკიდებელი პიროვნება ხარ, რომელმაც საკუთარი შრომითა და ჯაფით, პატრონებისა და მფარველების გარეშე გზა გაიკვლიე, საზოგადოებას ენდობი, თუმცა ბოლოს ხვდები რომ ეს საზოგადოება ჯერ კიდევ მაშინ დასამარდა, როცა ილიამ „ყველას მუნჯი და ყველას უტყვი“ უწოდა! ძვირფასო ზაზა, შენთან ერთად დავტირი ჩვენს გარდაცვლილ ქართულ საზოგადოებას, რომელმაც საუბედუროდ, საკუთარი საუკეთესო შვილების გაფრთხილება, მოვლა და უბრალოდ, დაფასება არ იცის, საქართველოს ხელოვნების სასახლის კინოსადმი მიძღვნილი არქივთა აღწერილობის მე-9 ტომი შენს ხსოვნას მიუძღვენით, ნიშნად იმისა, რომ ამ ბედკრულ ქვეყანაში ჯერ კიდევ დარჩენილი იყო საზოგადოების მცირე ნაწილი, რომელსაც სიკვდილი არ სურდა და ჯანსაღი სიცოცხლისაკენ ... ...
  • კახა ასკურავა: ეს კინო ნანახი აქვს ქართველ ამომრჩეველს“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლანჩხუთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე კახა ასკურავა ამბობს, რომ “ქართულ ოცნების“ ლიდერები დაბნეული არიან. “ის, რომ ეს არა არის ევროსაბჭოს თავმჯდომარეობის აღსანიშნავი ღონისძიება, ეს ბოლოს თავად პარტიის გენ მდივანმა კახა კალაძემ უარყო. რადგან, ეტყობა ვიღაც ჭკვიანმა თქვა, ამას ეს სახელი რომ დავარქვათ, მაშინ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატებიც უნდა დავპატიჟოთო და მაშინ პარტიულ ღონისძიებად გაუჭირდებოდათ და არც დაუპატიჟებიათ“- გვითხრა ასკურავამ. კახა ასკურავას თქმით, “ზოგადად, "ოცნება" ახლა ძალიან დაბნეულია. ეს კარგად გამოჩნდა ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების დროს. ოზურგეთში რკინიგზის სადგური რომ გადავჭედეთ, მესამე დღეს გურიის სამივე რაიონში არჩევნები წავაგეთ. ასე რომ, ის, რაც ახლა თბილისში ხდება, სრულად საბიუჯეტო ორგანიზაციებისა და პლუს ძალდატანებით წაყვანილი ხალხის რესურსია. ეს კინო ნანახი აქვს ქართველ ამომრჩეველს. თავისუფლების მოედნიდან ავლაბრის მეტრომდე რომ გადაჭედონ ხალხი, "ოცნება" ... ...

არქივი

ზაფრანი

ყველაზე მსმელი ქალები მსოფლიოში

ცოტა ხნის წინ ამერიკელმა მეცნიერებმა...

რატომ ცოცხლობენ ქალები მამაკაცებზე დიდხანს

მამაკაცები ქალებზე უფრო ხანმოკლედ ცოცხლობენ....

რა უპირატესობებს ფლობენ ქალები მამაკაცებთან შედარებით

მოქნილობა _ კუნთებში ელასტინის მაღალი და...

რომელი ცხოველი ხართ ინდიელთა ჰოროსკოპით

რომელია თქვენი ტოტემის ცხოველი ინდიელთა...

სამკაულები, რომლებსაც უბედურება მოაქვს

ზოგიერთ სამკაულს თავისი მფლობელისთვის წარუმატებლობის...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...