გიგი უგულავა სააკაშვილის განაჩენზე: "ჯვარს აცვით! ჯვარს აცვით ეგ! "

ფეისბუქსტატუსები

გიგი უგულავა სააკაშვილის განაჩენზე: "ჯვარს აცვით! ჯვარს აცვით ეგ! "

2018 იან 5 13:55:58

"თემიდას თვალები ახვეული აქვს არა იმიტომ, რომ მზის სათვალები არ არსებობდა, არამედ გაუძლოს ზეწოლათა შორის ყველაზე მძიმეს _ საზოგადოებრივ აზრს!

დღევანდელ სასამართლო გადაწყვეტილებაზე ძალიან ბევრი იტყვის _ სამართალმა პური სჭამა.

თუმცა, დღეს არა სამართალი, არამედ შურისძიება ზეიმობს მორიგ ჯერზე.

სასამართლო იმისთვისაა, რომ გაუძლოს ხალხის შეძახილს: ჯვარს აცვით! ჯვარს აცვით ეგ!" _ ასე ეხმაურება თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც მიხეილ სააკაშვილის გირგვლიანის საქმეზე სამწლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

უგულავას თქმით "სამწუხაროდ, დღეს ბოლო ათი წლის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტრაგედია, სასამართლომ ფარსად აქცია":

"პრეზიდენტის მხრიდან შეწყალება შეუზღუდავი უფლებაა, ასეა ყველგან და სხვანაირად ვერც იქნება. ამ უფლების ბუნებაა ასეთი. პასუხისმგებლობა მხოლოდ პოლიტიკური და მორალური შეიძლება იყოს.

დიახ მეგობრებო! გაიხარეთ "სამართლიანობა აღზდგა", მაგრამ საბოლოოდ დასამარდა "კანონის უზენაესობის" შანსი. ვიქეცით რაღაც ტომად და ხელიდან ვუშვებთ ერი-სახელმწიფოდ ჩამოყალბების შანსს.

პ.ს. ეს საქმე სტრასბურგში წასაგებადაა განწირული. გირგვლიანის საქმეზე საქართველოს სახელმწიფოს ექნება ორი გადაწყვეტილება. პირველი სადაც სწერია, რომ "გამაოგნებელი იყო" და მეორე - "შურისძიებით გაჟღენთილი" არის გამოძიება.

ასე რომ ივანიშვილს, თავის ოცნებიან, მოსამართლეებიანათ აუცილბლად მოუწევს მორალური და პოლიტიკური პასუხისმგებლობის გაზიარება სხვისი ტრაგედიის "საკუთარი პოლიტიკური მიზნით" გამოყენებისთვის.

ასეა თუ ისე უნდა დავასრულოთ ამ ტრაგედიით მანიპულირება და ვიყუროთ წინ" _ წერს უგულავა.

ამავე თემაზე: ნანუკა ჟორჟოლიანი: "მგონი დებილები ხართ. თან პოლიტიკურად მოტივირებული დებილები"




 ახალი ამბები
  • ოქრუაშვილის საქმე- HRIDC აპროტესტებს სასამართლოს გაუმართლებელ პრაქტიკასგუშინ თბილისის საქალაქო სასამართლოში პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერის, ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის სასამართლო პროცესზე მთავარი მოწმეები - შსს-ს PR სამსახურის ყოფილი უფროსი, გურამ დონაძე და საპატრულო პოლიციის თბილისის მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსი, ზურაბ მიქაძე დაიკითხნენ. 2019 წლის ნოემბერში სწორედ გურამ დონაძის და ზურაბ მიქაძის ჩვენებების მიხედვით განახლდა ე.წ. ბუტა რობაქიძის საქმის გამოძიება და ირაკლი ოქრუაშვილს წარედგინა ახალი ბრალი - სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება. ბრალდება 16 წლის წინანდელ გახმაურებულ სპეცოპერაციას უკავშირდება, როდესაც ოქრუაშვილს შს მინისტრის პოსტი ეკავა - 2004 წლის 24 ნოემბერს პატრულის მიერ გასროლილი ტყვიით 19 წლის ამირან (ბუტა) რობაქიძე გარდაიცვალა. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლაშა ჩხიკვაძემ პროცესის ყველაზე მნიშვნელოვანი სხდომა მედიის და ობიექტური დამკვირვებლების გარეშე, მხოლოდ მხარეების მონაწილეობით ჩაატარა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, ადამიანის უფლებათა ცენტრის მონიტორს და პროცესით დაინტერესებულ ჟურნალისტებს სასამართლო სხდომაზე დასწრების საშუალება არ მიეცათ. ადამიანის უფლებათა ცენტრი აპროტესტებს თბილისის საქალაქო სასამართლოს  გაუმართლებელ პრაქტიკას, როდესაც ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის მომიზეზებით, მოსამართლეები თვითნებურად და უკანონოდ ხურავენ სასამართლო პროცესებს. ამავე დროს, თვალსაჩინოა არაერთგვაროვანი მიდგომა - ორგანიზაციის მონიტორს ორი დღის წინ უფლება მიეცა, დასწრებოდა ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე მეორე სისხლის სამართლის საქმის სასამართლო პროცესს, რომელიც 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებს უკავშირდება. საქალაქო სასამართლოს მოსამართლეთა ასეთი განსხვავებული და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებები აჩენს ეჭვს, რომ ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეთა განხილვას სასამართლო ტენდენციურად და მიკერძოებულად წარმართავს. ადამიანის უფლებათა ცენტრის მონიტორების სასამართლო სხდომებზე დასწრების აკრძალვით უხეშად ირღვევა სასამართლო პროცესების ღიაობა და საჯაროობა.  სასამართლო სხდომების სრული ან ნაწილობრივი დახურვის პრაქტიკა ეწინააღმდეგება სამართლებრივი სახელმწიფოსა და კანონის უზენაესობის პრინციპს და საფრთხეს უქმნის პირის უფლებას, ისარგებლოს სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლებით. საგანგებო მდგომარეობის პირობებში, პრეზიდენტის დეკრეტით გათვალისწინებულია სასამართლო პროცესების დისტანციური წესით გამართვა, რაც ამ პროცესების სრულად ან ნაწილობრივ დახურვას არ გულისხმობს. პროცესების დისტანციურად გამართვის პირობებში, მასში მხარეთა მონაწილეობის გარდა, უზრუნველყოფილი უნდა იყოს პროცესით დაინტერესებული საზოგადოების (მათ შორის - მონიტორების) შეუფერხებელი დისტანციური წვდომა ინტერნეტარხებით (როგორიცაა - YOUTUBE, ZOOME...) ან სასამართლოს ვებ-გვერდზე უზრუნველყოფილი ლაივ-სტრიმინგით. მას შემდეგ, რაც თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ პირველად  შეზღუდა ადამიანის უფლებათა ცენტრის მონიტორის დაშვება სასამართლო პროცესზე, ორგანიზაციამ წერილობით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს, რათა დაუშვას ცენტრის მონიტორები სასამართლო სხდომებზე. ამ მიმართვიდან უკვე 10 სამუშაო დღეზე მეტია გასული, მაგრამ სასამართლოს წერილზე ჯერჯერობით არ ... ...
  • შსს-მ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 115 ფაქტი გამოავლინაპოლიცია, საქართველოს მთავრობის მიერ საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ზომების მნიშვნელოვანი გამკაცრების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების მოთხოვნების აღსრულების და ე.წ. კომენდანტის საათის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების დამრღვევი პირების გამოვლენის მიზნით, 24-საათიან რეჟიმში მუშაობას განაგრძობს. შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, სამართალდარღვევის ყველა ფაქტზე ოპერატიულად რეაგირებენ. ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 115 ახალი ფაქტი გამოვლინდა. პოლიციამ, 8 აპრილის 21 საათიდან 9 აპრილის დილის 6 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით 73 მოქალაქე დააჯარიმა. გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების შეზღუდვის და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო, სულ 15 მოქალაქე დააჯარიმა. სამართალდამცველებმა მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე კიდევ 27 პირი დააჯარიმეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ზომები. საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაიცვას საგანგებო რეჟიმი და დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს. საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით.   ... ...
  • HRIDC: პოლიციელებმა, სავარაუდოდ, უფლებამოსილებას გადაამეტეს ახალი კორონავირუსის (COVID 19) გავრცელების პრევენციის მიზნით, 2020 წლის 21 მარტს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. 1 აპრილიდან დამატებით შემოღებულია კომენდანტის საათი 21:00-დან 6:00 საათამდე. საგანგებო მდგომარეობის, მათ შორის - კომენდანტის საათის დარღვევის შემთხვევებისათვის განსაზღვრულია ადმინისტრაციული ჯარიმა ფიზიკური პირებისათვის 3000 ლარის, ხოლო იურიდიული პირებისათვის 15000 ლარის ოდენობით. განმეორებით დარღვევის შემთხვევებისათვის დაწესებულია სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა. საგანგებო მდგომარეობის პირობებში შსს-ს თანამშრომლების მიერ გამოწერილია მრავალი ჯარიმა. მოქალაქეებს აქვთ შესაძლებლობა, გამოწერილი ჯარიმები გაასაჩივრონ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად, ჯარიმის გამოწერიდან 10 კალენდარული დღის ვადაში. საჩივარი შეიძლება წარდგენილი იქნეს როგორც შსს-ში, ისე პირდაპირ სასამართლოში, მითითებული ვადის დაცვით. ადამიანის უფლებათა ცენტრის განცხადებით, საგანგებო მდგომარეობისას ადგილი ჰქონდა პოლიციელთა მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების რამდენიმე სავარაუდო შემთხვევას. სოციალურ ქსელში მოქალაქეები გამოთქვამდნენ პრეტენზიას მათ მიმართ ჩადენილი დამამცირებელი და არადამიანური მოპყრობის ფაქტებზე. გავრცელდა რამდენიმე ვიდეომასალაც, სადაც იკვეთება შსს თანამშრომელთა მხრიდან ჩადენილი უკანონო ქმედებები. ადამიანის უფლებათა ცენტრი მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, მოახდინოს სწრაფი და ეფექტური რეაგირება და გამოავლინოს პოლიციელთა მხრიდან მოქალაქეთა მიმართ ჩადენილი შესაძლო უფლებამოსილების გადამეტების ფაქტები, უზრუნველყოს ამ მხრივ განსაკუთრებული კონტროლი, რათა საგანგებო მდგომარეობის პირობებში აღიკვეთოს და არ მოხდეს ძალაუფლების ბოროტად გამოყენება. ადამიანის უფლებათა ცენტრი მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან დაწესებული შეზღუდვები, დაემორჩილონ საგანგებო მდგომარებისა და კომენდანტის საათის მოთხოვნებს, რათა შესრულდეს ამ შეზღუდვების მიზანი - მოხდეს ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენცია. ცენტრი გამოთქვამს მზადყოფნას, სამართლებრივი დახმარება გაუწიოს იმ მოქალაქეებს, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ მათ მიმართ უკანონოდ არის გამოწერილი ჯარიმები, საგანგებო მდგომარებით გათვალისწინებული აკრძალვების დარღვევის გამო; ასევე - იმ მოქალაქეებს, რომელთა მიმართაც პოლიციელთა მხრიდან განხორციელდა დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობა, ან/და სხვა უკანონო ... ...
  • გვახსოვს თავისუფლებისთვის ბრძოლა- ბრიტანეთის ელჩი„დღეს, ვიგონებთ მათ ვინც საქართველოს დამოუკიდებლობისთვის თავი გაწირა. გვახსოვს თავისუფლებისთვის ბრძოლა“,_ ასე ეხმაურება დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში, ჯასტინ მაკენზი სმიტი 9 აპრილის ტრაგეედიდან 31-ე წლისთავს. 1989 წლის 9 აპრილს, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისში, რუსთაველის გამზირზე, მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც 21 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ... ...
  • ბიძინა ივანიშვილმა StopCoV ფონდში 100 მილიონი ლარი ჩარიცხაპარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ოჯახმა StopCoV ფონდში 100 მილიონი ლარი ჩარიცხა. StopCoV ფონდში ჩარიცხული თანხის მაჩვენებელი გუშინ, გვიან ღამით გაიზარდა, რაც საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზეც (https://stopcov.ge/ka/Fund) აისახა. კერძოდ, მონაცემების განახლებამდე არსებული თანხა, დაახლოებით 24 მილიონი ლარი 124 543 899 ლარამდე გაიზარდა. სოციალურ ქსელში ამ ფაქტს გამოხმაურება მოჰყვა და გამოითქვა ვარაუდი, რომ თანხა ფონდში ბიძინა ივანიშვილმა გადარიცხა. საქართველოს პირველი არხი ინფორმაციის გადასამოწმებლად ფონდ „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარეს, ნიკოლოზ ჩხეტიანს დაუკავშირდა. ბიძინა ივანიშვილის მიერ 100 მილიონი ლარის გადარიცხვა ჩხეტიანმა დაადასტურა და აღნიშნა: „ბიძინა ივანიშვილის ოჯახის დონაცია StopCoV ფონდში შეადგენს 100 მილიონ ლარს. ბატონმა ბიძინამ სპეციალურად StopCoV ფონდისთვის 100 მილიონი ლარი „ქართუ ფონდში“ რამდენიმე დღის წინ ჩარიცხა და ეს თანხა კორონავირუსთან ბრძოლის ფონდის ანგარიშზე უკვე ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...