"გურიაში, მორიგი მისამართის გზა მზეთუნახავის თმასავით დაგრძელდა" - კეკელიძე

ფეისბუქსტატუსები

"გურიაში, მორიგი მისამართის გზა მზეთუნახავის თმასავით დაგრძელდა" - კეკელიძე

27 იან. 2021, 09:53:12

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, მწერალი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში საოცარ ამბავს აქვეყნებს, რომელიც გურიაში მოხდა.

„ამასწინ საოცარი ამბავი მოხდა:

ჩემი მწირი მოხალისეობის აღსრულებისას გურიაში, მორიგი მისამართის გზა მზეთუნახავის თმასავით დაგრძელდა, დაგრძელდა და უკვე რომ ლამის მართლა  ზღაპარის ლაბირინთში გვეგონა თავი - რაღაც ვიცანი. ვერაფრით გავიხსენე საიდან ან რატომ - მაგრამ ძალიან ცხადად და მძაფრად ვიცანი. და დაღლისგან გამოვფხიზლდი.  ვხედავდი, რომ ეს ,,შუკები"  არამხოლოდ იმ ოჯახისკენ მიმიძღოდნენ, არამედ სადღაც უკან, ოდნავ ბუნდოვანი წარსულისკენ მიდიოდნენ გზები. ერთი შესახვევი,  მეორეც და მეხუთე ზარი:  " აგერ, ა, მკტარი ტრაქტორი გდია და მაქანა შემუუხოვ მარცხნივ და მერე მარჯვენა კედაროზე თხაი დგანა ამ დროიზა ძეგლივით და მაქანაც შემუუხოვ უკვე მარცხნივ და მე დაგთხთებით ჭიშკართან"  მივედით და ბახ!  იქ, ორმეთის გადასახვევზე,  ჭიშკართან ჩემი თავი დამხვდა,  ოღონდ 2004 წელი იდგა და კეპი არ მეხურა. მე და ჩემი სამი მეგობარი ვიყავით. გადავწყვიტეთ მანდარინი გვეყიდა გურია-აჭარაში და აზერბაიჯანში გაგვეყიდა. მე გაზეთის გამოცემა მინდოდა, ლიტერატურულის - მათ საკუთარი გეგმები ჰქონდათ. ფული ძლივს ვისესხეთ და ვიყიდეთ. ნაწილი მატარებელში მოგვპარეს, ნაწილი საზღვარზე დაგვილპა - დიდხანს გაგვაჩერეს და რაღაც თავგადასავლები -  ადრეც მომიყოლია. ჰოდა, იმ დროის გაკვეთილები იქით იყოს და დღეს, სრულიად მოულოდნელად იმ სახლის ჭიშკარს მივადექი,  სადაც დიდიიიიი, დიდი ხნის წინ ერთი ავანტიურისტი ბიჭი, ყუთებში ან უფრო ზუსტად რომ ვთქვათ -  ,,იაშიკებში" მანდარინს გაყინული ხელებით მედგრად ვალაგებდი. ძალიან, ძალიან დავიბენი, პროდუქტები მეგობარმა მიაწოდა, თორემ დამავიწყდებოდა.  ბოლოს იმ შესანიშნავ ქალსაც ვუთხარი, ვინც შვილებითურთ დაგვხდა და ოდნავ, სულ ოდნავ მოაგონდა ჩემი მაშინდელი სტუმრობა.

დიდი ამბავი იყო. დიდი ნადავლით. ზურგზე ლამის მივიწყებული ბავშვობა მოვიკიდე და მსუბუქად წამოვედი,_ იხსენებს კეკელიძე.




 ახალი ამბები
  • როგორია ჭყონდიდის ეპარქიაში დაშავებული მედიის წარმომადგენლების ჯანმრთლების მდგომარეობაჭყონდიდია ეპარქიაში, რეზიდენციის აივნის მოაჯირის ჩამონგრევის შედეგად სულ ექვსი ადამიანი დაშავდა.ისინი სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა "ევექსის" კლინიკაში გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, ხუთი მათგანის მდგომარეობა სტაბილურია. რაც შეეხება ერთ დაშავებულს, მისი მდგომორება შედარებით ... ...
  • "ეს ყველას უბედურებაა, ხმა უნდა ავიმაღლოთ" _ "1000 მშობლის მარში" ლანჩხუთშიიმ ქალაქებს შორის, სადაც დღეს 1000 მშობლის მარში გაიმართა, ლანჩხუთიც იყო. ძალადობის წინააღმდეგ ქალთა მოძრაობის იმ 100-დღიანი კამპანიის ერთ-ერთი მთავარი ღონისძიება, რომელიც ქობულეთში 14 წლის გოგონას ტრაგედიის შემდეგ დაიწყო, ქალაქის ცენტრალურ სკვერში გაიმართა. სამწუხაროდ, აქციას რამდენიმე ადამიანი ესწრებოდა, რაც, დიდი ალბათობით, უამინდობამაც განაპირობა. ლანჩხუთში გამართულ "1000 მშობლის მარშს" უფლებადამცველი ლია მუხაშავრიაც ესწრებოდა. როგორც მან აღნიშნა, იგეგმება ხელმოწერების შეგროვება. "გამოვაქვეყნებთ პეტიციას, რომ გავაკეთოთ ხელმოწერები. ეს ყველას უბედურებაა და სანამ ყველას სახლში შესულა ეს უბეხურება, ხმა უნდა ავიმაღლოთ. ჩვენი შვილები უნდა გაიზარდონ თავისუფალი ადამიანები, თავისუფალი ყოველგვარი ძალადობისგან, განსაკუთრებით ყველაზე მძიმე და სასტიკი- სექსუალური ძალადობისგან. ეს მოძრაობა არ შემოიფარგლება მხოლოდ ამ ერთი დღით, ის ყოველდღიური უნდა გავხადოთ", _ აღნიშნა ლია მუხაშავრიამ და მოქალაქეებს მოუწოდა, რომ შემოუერთდეს ამ მოძრაობას. აქციის მონაწილეთა მოთხოვნებში შედის: შეიცვალოს სისხლის სამართლის კოდექსში გაუპატიურების მუხლი, რითიც თანხმობის არარსებობა გახდება ცენტრალური ამოსავალი; შეიქმნას პროკურატურაში სპეციალიზირებული დეპარტამენტი, რომელიც სექსუალური ძალადობის საქმეებს ეფექტიანად გამოიძიებს; გახდეს სქესობრივი განათლება ფორმალური განათლების ნაწილი, რითაც ბავშვები შეძლებენ სქესობრივი ძალადობის ამოცნობასა და მისგან თავის დაცვას; გაიზარდოს ფსიქოლოგების და სოციალური მუშაკების რაოდენობა; დადგეს ნინის საქმის პროკურორის პასუხისმგებლობის საკითხი სამსახურებრივი გულგრილობის ... ...
  • დაპირისპირება ჭყონდიდის ეპარქიაში _ დაშავებულები არიან მედიის წარმომადგენლებიჭყონდიდის ეპარქიის რეზიდენციაში სასულიერო პირებისა და მიტროპოლიტ სტეფანეს შეხვედრა მიმდინარეობისას დაპირისპირება მოხდა. "კურიერის" ინფორმაციით, სასულიერო პირების შეკრებაზე დაშავდნენ "რუსთავის 2-ის", "ტვ.პირველის","ფორმულას, "პოსტივის" ოპერატორები.  სხეულის დაზიანება მიიღო "ტვ.პირველის" სამეგრელოს ბიუროს ჟურნალისტმა პაპუნა შუშანიამ. "მთავარის არხი" ავრცელებს ინფორმაციას, რომ ინციდენტის დროს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს "მთავარი არხის" ჟურნალისტს ემა გოგოხიას. დაშავებულები სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით, საუბრის თემა ორ დიაკვანს ეხებოდა, რომლებსაც ეპარქიის ახალი ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით მღვდელმსახურება აეკრძალათ.  მეუფე სტეფანეს ამ გადაწყვეტილებას სასულიერო პირების ნაწილი და მრევლი ... ...
  • "ბერმუდის სამკუთხედია"-ავტოსაგზა შემთხვევებით განთქმული ადგილი ლანჩხუთის ცენტრშილანჩხუთის ცენტრში, „მედალფას“ კლინიკისა და პირველი საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ჯაპანა-ლანჩხუთის მონაკვეთის ავტობანი, აღმაშენებლის ქუჩის გავლით, მთავარ მაგისტრალს უერთდება, დღეს მორიგი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა _ ერთმანეთს ბმვ-ს მარკის ჯიპი და „ნისანის“ მარკის მანქანები შეეჯახა. შემთხვევის შედეგად, საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა. აღნიშნულ მონაკვეთზე ეს ავტოავარიის პირველი შემთხვევა არაა, რაც ჩქაროსნული ავტომაგისტრალი გაიხსნა. შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე კი, მოსახლეობა პროტესტს გამოთქვამს და მიიჩნევს, რომ ავტობანიდან ამოსავლელი ქალაქის ცენტრში არ უნდა გაკეთებულიყო, მით უფრო, პირველი საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე. მოსწავლეთა მშობლებმა ხელმოწერებიც შეაგროვეს, მაგრამ ამას შედეგი არ მოუტანია. ისინი აღნიშნულ მონაკვეთზე შუქნიშნის დაყენებას ითხოვენ. "ბერმუდის სამკუთხედივითაა, ბევრჯერ გადავრჩით ტრაგედიას, მაგრამ კოკა ყოველთვის წყალს არ მოიტანს. შუქნიშანია საჭირო", _ ამბობს ... ...
  • „იკა, ტრი, ტრი, ტრი“- წარწერები და ავტოკოლონით მსვლელობა დედაქალაქშითბილისში ნიკა მელიას გათავისუფლების, ვადამდელი არჩევნებისა და პრემიერ-მინისტრის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო მსვლელობა ავტოკოლონებით იმართება. მსვლელობის მონაწილეები იმყოფებოდნენ გლდანის რაიონის გამგეობასთან, სადაც დატოვეს წარწერა „იკა, ტრი, ტრი, ტრი“. მათი თქმით, მსგავსი წარწერა ყველა გამგეობის შენობასთან ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ დიდი აღმოჩენები და ასტრონომია

დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების პერიოდში ვის...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

კარმიდამო ჩემი

ქათმის მხალეული

მრგვალად მოხარშული (და არა შემწვარი)...

ბადრიჯნის უხორცო ჩანახი

ერთი კილოგრამი (ან რამდენიც გსურთ)...

უნაბი _ ძვირფასი ხეხილოვანი და სამკურნალო მცენარე

უნაბის ნაყოფი გემოთი და გარეგნობით...

მუშმულა _ საუკეთესო მცენარე, რომელიც უყურადღებოდ არ უნდა დარჩეს

 მუშმულა (იაპონური ზღმარტლი) განთქმულია ნაყოფის...

ჩავატაროთ თხილის "ცისფერი წამლობა"

ჩვენი მკითხველები აქტიურად გვეხმაურებიან და...

გურიაში კივს საშიში დაავადება გაუჩნდა

გურიაში, კერძოდ კი, ოზურგეთში, კივის...

გავიხსენოთ "ძველებური" ნამცხვრები

ბოლო დროს, სოციალურ ქსელში, არაერთხელ...

თებერვლის ძირითადი სამუშაოები საკარმიდამო ნაკვეთებში

თებერვლიდან, საკარმიდამო ნაკვეთებში, ხეხილოვანთა ბაღებში,...

ძიმითში ტყუპი ხბო დაიბადა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითში ტყუპი...

"მიკვირს _ ეს მე შევქმენი?!" _ თორმეტწლიანი შრომით შექმნილი ჯადოსნური სამყარო

ჩვენი სტუმარი ქალბატონი, ყვავილების მესაიდუმლე...

პრიორიტეტულ კულტურებს შორის თამბაქოც დაიკავებს ადგილს

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკულ ზონაში, დღეისთვის...