"იქნება დიდი ცვლილებები" - ლელა კაკულია საზოგადოებას აფრთხილებს

ფეისბუქსტატუსები

"იქნება დიდი ცვლილებები" - ლელა კაკულია საზოგადოებას აფრთხილებს

7 მარ. 2021, 14:42:10

ფეისბუქში ლელა კაკულია ამონარიდს აქვეყნებს 2013 წლის წინასწარმეტყველებიდან, სადაც ამბობს, რომ ის რაც დღეს საქართველოში ხდება, მალე ქართულ პოლიტიკას შეცვლის.

„მეგობრებო,

გვსურს შეგახსენოთ ამონარიდი ლელა კაკულიას 2013 წლის წინასწარმეტყველებიდან, რომელიც ბევრ თქვენგანს ნამდვილად ემახსოვრება, ბევრისთვის კი შესაძლოა სიახლე იყოს.

მას ასე: 2013 წელი, 13 მაისი 

ის, რაც დღეს საქართველოში ხდება, ანუ დღევანდელი პოლიტიკური ვითარება, როგორც ადრე აღვნიშნე წინასწარმეტყველებებში, გარდამავალი რგოლია, რომელიც ძალიან მალე შეცვლის ქართულ პოლიტიკას, რასაც არავინ ელოდებით.

ეს ცვლილებები არის ძალიან დროული და მნიშვნელოვანი ქართველი  ხალხისთვის. მოდიან აბსოლუტურად სხვა პოლიტიკოსები, სხვა მინისტრები და მთელი მთავრობა. ამ ყველაფერს შეცვლის ერთი კაცი, ერთი ადამიანი, რომელიც ძალიან კარგად აცნობიერებს, რომ ის, რაც ხდება ქართულ პოლიტიკაში, აუცილებლად უნდა შეიცვალოს, თორემ შედეგები, გარწმუნებთ, იქნება ძალიან ცუდი.

ყველაფერი ეს ძალიან სწრაფად ამოტივტივდება ზედაპირზე, მოითხოვს აუცილებლად მოქმედებას და აი, ზუსტად აქ მოდიან „მეცნიერები“. მინდა აღვნიშნო, რომ ამ „მეცნიერების“ მცირე ჩანასახი დღეს უკვე არის საქართველოში, რასაც ადრე არ ვხედავდი.

დღეს ხალხს ისევ უჭირს. ორი პარტიის ჭიდილს მოთმინებით ადევნებს თვალყურს და კარგის მოლოდინის რეჟიმში არიან. მაგრამ მალე მობეზრდებათ „ოცნებისა“ და „ნაციონალების“ უაზრო ჭიდილი, ვინაიდან ხალხი ელის სწრაფ რეაგირებას მთავრობისგან ყველაფერზე. მაგრამ კოჰაბიტაცია საჭირა ევროპისა და ამერიკისთვის და ამ დიდ პოლიტიკურ თამაშში ბევრი ვერაფერს გებულობს.

[ამჟამინდელი] პრემიერის ფიგურა აჩერებს და მომავლის იმედს უსახავს ხალხს, მაგრამ რადგან მშიერ ადამიანს დაპურება უნდა, თუ დროს გაწელავ, ხალხი არ გაპატიებს, ვინც უნდა იყო.

ხალხს მიაჩნია, რომ მათი ცხოვრება ისევ ძველებურად მიედინება და არაფერი  იცვლება. ეს ყველაფერი ჰგავს უძირო ქვევრს, რომელსაც, რამდენიც უნდა ყარო შიგ, მაინც ვერ ამოავსებ. არის ისეთი მოთხოვნებიც, რომლებსაც მთავრობა მართლა ვერ შეასრულებს და სოციალური პრობლემები უფრო და უფრო მატულობს. საბოლოო ჯამში მაინც ასრულდება, რაც ვიწინასწარმეტყველე წარსულში.

ვიმეორებ ჩემი ხალხის, ქართველების გასაგონად: მომავალში იქნება დიდი ცვლილებები, ჩემო ქართველებო, თქვენთვის, თქვენს სასიკეთოდ!

მინდა განსაკუთრებით აღვნიშნო, რომ ქართულ ტრადიციებს, წესებსა და ჩვეულებებს სხვა ტრადიციები ვერ ჩაენაცვლება. ქართული მიწა კი კვლავ ქართველებისაა. ახლა ამ თემზე,  მიწებთან დაკავშირებით კი ლაპარაკობენ, მაგრამ მომავალში ეს ყველაფერი მოქმედებაში მოვა. მიწის მფლობელი უცხოელი ვერ იქნება. რაც უკვე გაყიდულია, იმას ქართველები გამოისყიდიან, ვინაიდან თავად უცხოელები ვერ გაჩერდებიან საქართველოში, თითო-ოროლას გარდა. სხვათა შორის, ამ თემაზე მე წლების წინ ვიწინასწარმეტყველე და ზუსტად ასრულდება ყველაფერი.

მინდა აღვნიშნო, რომ ბევრი ძველი პოლიტიკოსი შემოვა ახალ ქართულ პოლიტიკაში. ეს კარგია იმდენად, რამდენადაც მათი ცოდნა და პროფესიონალიზმი პოლიტიკაში მაღალ საფეხურებს იკავებს. მათი წყობიდან გამოყვანა, ან მცდარ გზაზე შეყენება მთავრობასაც და პარლამენტსაც ძალიან, ძალიან გაუჭირდებათ.

ისინი ყველასა და ყველაფერს ნიღაბს ჩამოხსნიან. ხალხი მიიღებს მათ, ვინაიდან პროფესიონალებად მიიჩნევენ. მით უმეტეს, რომ ხალხისთვის გასაგებ ენაზე საუბრობენ. ეს ძალიან საინტერესო მომენტია ახალ ქართულ პოლიტიკაში.

ისინი ასევე საშიში მოწინააღმდეგეებიც არიან პარლამენტისთვის, რომელთაც ყველაფერზე პასუხი აქვთ. ეს იქნება დიდი სანახაობა...“_ წერია Facebook გვერდზე.





 ახალი ამბები
  • NCDC: იმ პირებისთვის, ვინც „ფაიზერის“ პირველი დოზა მიიღო, ვაქცინის მეორე დოზა დარეზერვებულია „ფაიზერის კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის მეორე დოზის მისაღებად რეგისტრაცია წარმატებით გაიარა 8000-ზე მეტმა ადამიანმა, რომელთაც ამ ვაქცინის პირველი დოზა უკვე მიღებული აქვს“,_ ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, გარკვეული ტექნიკური შეზღუდვები დაკავშირებულია 30.04-3.05-ის პერიოდში ვაქცინაციის შეჩერებასთან, სააღდგომო არდადეგების გამო. ყველა იმ პირისთვის, ვინც მიიღო პფაიზერის ვაქცინის პირველი დოზა, დარეზერვებულია ვაქცინის მეორე ... ...
  • "მთელი სოფელი გლოვობს" _ 17 წლის გოგო ქამრით ჩამომხრჩვალი იპოვესსაზარელი ტრაგედია მოხდა გორში, სოფელ მეჯვრისხევში. ადგილობრივების ინფორმაციით, 17 წლის გოგო ქამრით ჩამომხრჩვალი, საკუთარ სახლში ნახეს. "მთელი სოფელი გლოვობს. უპატიოსნესი გოგო იყო. რა მოხდა, არ ვიცით", _ აცხადებენ ადგილობრივები. სუიციდის ფაქტს ადასტურებს "გურია ნიუსთან" მერის წარმომადგენელი მეჯვრისხევში _ გიორგი ნარიკაშვილის თქმით, შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა: "უცნობია მიზეზი. მიმდინარეობს გამოძიება", _  ამბობს ... ...
  • როდის აღდგება წყლის მიწოდება ხიდისთავშიჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ხიდისთავის თემს წყალი უკვე რამდენიმე დღეა არ მიეწოდება. „სარემონტო სამუშაობია, გადართვები მიმდინარეობს.  ამიტომ დავცალეთ ცენტრალური მილი. დღეს გავავსებთ ბასეინს და ხვალ დილიდან იქნება წყალი“,_ გვითხრა მერის წარმომადგენელმა ხიდისთავის თემში, ზურა მათითაიშვილმა. ამავე თემაზე: რატომ არ მიეწოდება წყალი ... ...
  • ვარლამ გოლეთიანი კერძო საკუთრების წინააღმდეგ?„მიწის საკითხი არის ჩვენთვის წითელი ხაზი. მიწასთან დაკავშირებით პრობლემა გვაქვს რამდენიმე მიმართულებით. 381 ჰექტარი სამუდამო მფლობელობაშია თურქული კომპანიისთვის და აბსოლუტურად მიუღებლად მიგვაჩნია ჩვენი კოლექტიური რესურსის ასე გასხვისება კერძო პირზე“ - „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ვარლამ გოლეთიანის ამ პოზიციამ საზოგადოების სხვადასხვა წრეებში აზრთასხვადასხვაობა გამოიწვია. როგორც გოლეთიანი ამბობს, მიუღებელია, როდესაც  ისეთი დიდი ტერიტორია, როგორიცაა მაგალითად, ხეობა კერძო პირის ხელში გადადის. გოლეთიანი უკვე მერამდენედ და ხაზგასმით ამბობს, რომ მისი ეს პოზიცია უშუალოდ თურქულ კომპანიას არ ეხებას: „ქართველი კერძო პირიც რომ იყოს, იგივენაირად პრობლემა გვაქვს ამაზე. არ შეიძლება, როდესაც გეოგრაფიული არეალი დიდი ტერიტორია, ხეობა გადადის რომელიმე კერძო პირის ხელში, ეს არის მიუღებელი“, – ამბობს გოლეთიანი. გოლეთიანის თქმით, სტრატეგიული ობიექტები თუკი აშენდება ქვეყანაში,  სახელმწიფომ უნდა ააშენოს და მფლობელი იყოს ქართული საზოგადოება. კიდევ ერთი საინტერესო გზავნილი რომელიც ვარლამ გოლეთიანს ეკუთვნის და რომელიც მან ერთ-ერთი სატელევიზიო გადაცემის ეთერში განაცხადა ჰესის მშენებლობის პირობებს ეხება. „თუკი ამ პირობებით, როგორც არის სხვაგან, განვითარებად ქვეყნებში, მოხდებოდა გადაცემა, მაგალითად, 30-წლიანი სარგებლობის უფლებით ააშენებდა კომპანია „ენკა“ ნამახვანში პირობითად რომ ვთქვათ, ჰიდროელექტროსადგურს და შემდეგ დაუბრუნებდა ჰიდროელექტოსადგურს სახელმწიფოს, ბუნებრივია, ამ ნაწილში კითხვა აღარ გვექნებოდა“, – აღნიშნა ვარლამ გოლეთიანმა. ... ...
  • რას განიხილავენ ოპოზიციის ლიდერები "ლეიბორისტული პარტიის" ოფისში ცოტა ხნის წინ "ლეიბორისტული პარტიის" ოფისში, ოპოზიციის ერთობლივი შეხვედრა დაიწყო. როგორც ოპოზიციის ლიდერებმა შეხვედრის დაწყებამდე განაცხადეს,  შეხვედრაზე განიხილავენ 15 მაისს დაგეგმილ აქციასა და სამოქმედო გეგმას. განსახილველი თემა აქციის გარდა, ასევე არის „ქართული ოცნების“ ნაბიჯი - კრისტიან დანიელსონის მიერ შემოთავაზებული წინადადების ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

კარმიდამო ჩემი

"კალისტო 1920 "_ გურიაში "გემოვანის" პური გამოჩნდა

პური ერთ-ერთი უძველესი საკვებია და...

ერთი ნაჩუქარი ბაჭიით დაწყებული საქმე: "ბოცვრის მოშენება ყველა ოჯახმა უნდა შეძლოს"

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაამაღლებაში მცხოვრები,...

ზღმარტლი _ მცენარე, რომელიც იმსახურებს ყურადღებას

მუშმულას და უნაბის შემდეგ, ჩვენს...

გავამზეუროთ ქოთნის ყვავილები

ახლა, ადრიან გაზაფხულზე, მზიან, თბილ...

ქათმის მხალეული

მრგვალად მოხარშული (და არა შემწვარი)...

ბადრიჯნის უხორცო ჩანახი

ერთი კილოგრამი (ან რამდენიც გსურთ)...

უნაბი _ ძვირფასი ხეხილოვანი და სამკურნალო მცენარე

უნაბის ნაყოფი გემოთი და გარეგნობით...

მუშმულა _ საუკეთესო მცენარე, რომელიც უყურადღებოდ არ უნდა დარჩეს

 მუშმულა (იაპონური ზღმარტლი) განთქმულია ნაყოფის...

ჩავატაროთ თხილის "ცისფერი წამლობა"

ჩვენი მკითხველები აქტიურად გვეხმაურებიან და...

გურიაში კივს საშიში დაავადება გაუჩნდა

გურიაში, კერძოდ კი, ოზურგეთში, კივის...