"ქართველებო, გაუფრთხილდით ჯანმრთელობას, რადგანაც საბუთს რამენაირად აუცილებლად გააკეთებთ!"

ფეისბუქსტატუსები

"ქართველებო, გაუფრთხილდით ჯანმრთელობას, რადგანაც საბუთს რამენაირად აუცილებლად გააკეთებთ!"

4 ივნ. 2020, 13:52:45

“ორიოდ დღის უკან ჯგუფში კითხვარი დავდე. მაინტერესებდა, რას განიცდიან ემიგრანტები, რა პრობლემების დაძლევა უწევთ? რატომ გადაწყვიტეს ემიგრაციაში წასვლა და ა. შ. შემდგომში პატარა ანალიტიკური წერილის მომზადებას ვაპირებ.

პოსტს ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. საერთო ბედ-იღბალის და სევდის მქონე გმირი ქართველი ქალების, დედების, დების, შვილების, ცოლების წერილებმა ძალა და გამბედაობა შემმატა! ამდენი ძლიერი ქალი, დაძლეული თუ ჯერ კიდევ გადასალახი პრობლემების წინაშე მდგარი ქართველი ქალები, თანამედროვე საქართველოს ისტორიას წერს, იმ საქართველოს, რომელმაც ქალები ომში გაუშვა!“ _ წერს სოციალურ ქსელში ემიგრანტი და ჟურნალისტი ხათუნა შარაძე ფეისბუქში.

ის ასევე ავრცელებს ერთ-ერთი ემიგრანტის  Laura Emrashvili წერილს, რომელსაც “გურია ნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ.

ლაურა ემრაშვილი: დღეს რატომღაც, ძალიან მინდა მოგიყვეთ ცოტაოდენი რამ ჩვენი ემიგრანტული, დაუწერელი კანონებით სავსე ცხოვრებიდან!!!

თითქმის ყველას ერთნაირი გზა გვაქვს გავლილი..

სამხრეთი იტალია. 2011 წელია..... მე რამდენიმე თვის ჩამოსული ვარ იტალიაში, უენო, უსაბუთო, როგორც აქ ეძახიან. ვცხოვრობ ქართველებთან ერთ დიდ ოთახში. არ უნდა შემეშალოს ოჯახის წესები (ეს ყველა ოჯახში, ალბათ, განსხვავებულია, მაგრამ მთლიანობაში ერთნაირია )... ოჯახის დიასახლისი გვირჩევს ვისწავლოთ ენა, ვუყუროთ დიდხანს ტელევიზორს, (ვუყურებ, ვუსმენ მაგრამ არ მესმის არაფერი, ვერ ვსწავლობ, ვნერვიულობ, ხან ვფიქრობ, ალბათ, ვერასდროს ვისწავლი)...

... 3-თვიანი უმუშევრობის შემდეგ, ერთმა ახალგაზრდა გოგომ (მან უზომოდ შემაყვარა თუშები), მომიძებნა სამსახური _ ლოგინში მწოლიარე 70 წლის ქალბატონი და მისი 32 წლის შვილი...

დაიწყო, საშინელების (უძილობის, ტირილის, სინანულის) პირველი დღეები, კვირეები თვეები... დედა-შვილი ერთობოდნენ ჩემს უენობაზე, დამფრთხალ მოძრაობებზე...

2 თვეში გამოცხადდა კანონი საბუთის შესახებ, მაგრამ ჩემს გარდა არავის აინტერესებს... ვთხოვ ქალბატონს დახმარებას, მპასუხობს: მე ლოგინში ვარ, ვერ დაგეხმარებიო. ვთხოვ მის უწიგნურ შვილს, პასუხი ასეთია: მე არ მაწუხებს შენი უსაბუთობა, არც დრო მაქვს. ვმუშაობ, ვიღლები და ძალიან ვწუხვარ, არ შემიძლიაო (წერილების დამტარებელი, ფოსტალიონი იყო)...

ამ დროს კარგ ოჯახებში მომუშავე ქართველები სათითაოდ მიყვებიან, რომ მათი "პატრონები* უკვე ამზადებენ ყველაფერს, რომ მათ ეს პრობლემა მოხსნილი აქვთ, თან ეს საბუთის გამოსვლის ბოლო შემთხვევაა იტალიაში და ასე შემდეგ... მოკლედ, სულით ავადმყოფი გამხადეს, ყველამ ერთად... იმედი არ მაქვს არაფრის, ვდარდობ, არ მძინავს ღამეები, ფიქრში და ტირილში ვატარებ დღეებს.

ამ დროს ერთმა უკვე საბუთიანმა ქართველმა ქალბატონმა მითხრა: მე გაგაცნობ ჩემი პირველი სამსახურის, ბებიას შვილს. მე ვერ ვთხოვ ვერაფერს შენზე, თვითონ დაელაპარაკე, მოუყევი, რაც გინდა. კომუნაში მუშაობს და იქნებ დაგეხმაროსო... ვერ ვიტყვი, რა გრძნობა იყო ეს, მიკვირს, როგორ არ მოვკვდი სიხარულით

გავიცანი ის ბატონი, საოცრად კეთილშობილი ადამიანი, მაგრამ ჩემი, "აქა-იქა" იტალიურით ვერ ვაგებინებ რა მინდა: ვუხსენებ ლეგგე- ს( კანონს) და პერმესსო (ნებართვა) ტი პრეგო (შენ გთხოვ)...

ის კი გაოცებულ სახით მეკითხებოდა, რა ნებართვა მინდოდა კანონით.... ძლივს მიხვდა...

ახლაც მრცხვენია, რომ მახსენდება, როგორ ველაპარაკებოდი იტალიურად. ასე მითხრა: მე არ ვიცი ამ კანონის შესახებ არაფერი, დამიტოვე შენი ტელეფონის ნომერი და დაგირეკავო...

2 დღე და ღამე სულ ხელში მეჭირა ტელეფონი... დარეკა, მომთხოვა დოკუმენტი... მივედი სირბილით (2 საათში უნდა მომესწრო) ჩემი პასპორტით. ძლივს გავაგებინე, არ უნდათ ოჯახის წევრებს, რომ გავაკეთო საბუთი, არადა ჩემთვის სიცოცხლეზე მეტად ძვირფასია თქო.. .(ამ სალაპარაკო, გულის ამაჩუყებელ, დიალოგებს, ვწერდი ფურცელზე და მერე ვკითხულობდი...) მოკლედ მთხოვა ქალბატონის ან შვილის ტელეფონის ნომრები.

ქალბატონს ავუხსენი, რომ თქვენთან სურს საუბარი კომუნის თანამშრომელს თქო, რაზეც ძალიან გაბრაზდა, მაგრამ უარი არ მითხრა, მომცა ტელეფონის ნომერი....

დღესაც არ ვიცი, რაზე და როგორ დაელაპარაკა ოჯახს ის დიდებული ადამიანი, ალბათ კანონიერად...

ასე რომ, ჩემო საბუთის მოლოდინში მყოფო ქართველებო, ეცადეთ ტკბილად მოაგვაროთ ოჯახთან სიტუაცია.. თუ ეს შეუძლებელია, მაშინ ყველა რეგიონში გვყავს ქართველებს, ჩვენი გულშემატკივარი და უფლებების დამცველი ქართველთა საზოგადოებები, ასევე, შეგიძლიათ ამ საკითხებზე მომუშავე იტალიელებსაც მიმართოთ... დარწმუნებული ვარ, ყველა შეძლებთ ამ საბუთის გაკეთებას, რომელიც, მართლაც რომ ფასდაუდებელია... წარმატებები ყველას!

P.S. მე ჩემი ემოციების გადმოცემა წერით არასდროს მიცდია. ბოდიშს გიხდით ყველას არაპროფესიონალის გამო, მაგრამ მინდოდა ჩემი თანადგომა გამომეხატა ყველა იმ ჩვენიანისთვის, ქართველისთვის, ვინც გულის ფანცქალით ელოდება საბუთს!

ქართველებო - გაუფრთხილდით ჯანმრთელობას, რადგანაც, საბუთს რამენაირად აუცილებლად გააკეთებთ!!!

დაკარგულ ჯანმრთელობას, ვეღარ დაიბრუნებთ!!!“




 ახალი ამბები
  • "არ არის აუცილებელი გარე პერიმეტრზე აბიტურიენტის მთელი ოჯახით გულშემატკივრობა"არ არის აუცილებელი აბიტურიენტების გულშემატკივრების დიდი თავშეყრა გამოცდის გარე პერიმეტრზე, ნუ შევიკრიბებით, _ ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ პირველი არხის ეთერში განაცხადა. ამასთან, ამირან გამყრელიძემ აბიტურიენტებს სიმშვიდისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ მათთვის ყველა საჭირო პირობა იქნება შექმნილი. „აბიტურიენტებს მივმართავ, იყვნენ მშვიდად. მათთვის იქნება ყველა პირობა შექმნილი, ყველანაირი კომფორტი, რომ მშვიდ ვითარებაში ჩააბარონ ტესტი. მშობლებს და გულშემატკივრებს მივმართავ რეკომენდაციით - მიღებულია საქართველოში, რომ ვგულშემატკივრობთ ხოლმე აბიტურიენტებს, მიდის მთელი ოჯახი, არიან თავშეყრილი და ელოდებიან. არ არის ეს აუცილებელი. მოგეხსენებათ, ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია არის დისტანცირება და ჯგუფურად ნუ შევიკრიბებით“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. შეკითხვაზე, არის თუ არა რისკები მაქსიმალურად დაზღვეული, რომ ეპიდვითარება საგრძნობლად არ გაუარესდეს, რადგან ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, თითქმის, ერთი თვის განმავლობაში, ერთ სივრცეში ადამიანთა საკმაოდ დიდი ნაკადი იქნება თავმოყრილი, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ გამოცდებზე რისკები მინიმუმამდეა დაყვანილი. „ეროვნული გამოცდები პანდემიის პერიოდში არის ერთ-ერთი ყველაზე ფართომასშტაბიანი ღონისძიება და ამიტომ, სერიოზული მოსამზადებელი სამუშაოები ჩატარდა. სპეციალური ჯგუფი ორი თვის განმავლობაში მუშაობდა, რომ ყველა ნიუანსი ყოფილიყო გათვალისწინებული, რათა ჩვენმა აბიტურიენტებმა ერთი მხრივ, კომფორტულ ვითარებაში დაწერონ საგამოცდო ტესტები და მეორე მხრივ, მაქსიმალურად იყოს დაზღვეული უსაფრთხოება, კორონავირუსული ინფექციის გავრცელების თვალსაზრისით. ვფიქრობ, რისკები მინიმუმამდეა დაყვანილი. მოგეხსენებათ, მედიცინაში აბსოლუტური არაფერია, მაგრამ ვფიქრობ, იმ მიდგომით, მეთოდოლოგიით და რისკების გათვალისწინებით, რითაც ეროვნული გამოცდები ჩატარდება, რისკები მინიმუმამდეა დაყვანილი“, - განაცხადა გამყრელიძემ. ამირან გამყრელიძის განმარტებით, თუ აბიტურიენტს რესპირაციული სიმპტომები გამოცდის პერიოდში, პირველი ან მეორე გამოცდის შემდეგ გამოუვლინდა, მას საშუალება მიეცემა, ტესტი იზოლაციის პირობებში დაამთავროს, შემდეგ გამოიკვლევა და თუ კოვიდ ინფექცია დადგინდა, შესაბამის სამკურნალო დაწესებულებაში იქნება გადაყვანილი, ხოლო მასთან შემხებლობაში მყოფი ყველა აბიტურიენტს და ზედამხედველს კარანტინში გადაიყვანენ და ლაბორატორიულად ... ...
  • ხობში მომხდარ ავტოსაზგაო შემთხვევას 16 წლის მოზარდი ემსხვერპლა ცოტა ხნის წინ, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალზე, სოფელ ქვალონთან, ავტოსაგზაო შემთხვევას 16 წლის მოზარდი ემსხვერპლა. თვითმხილველების ინფორმაციით, „ტოიოტას“ მარკის ავტომობილი ფეხით მოსიარულე მოზარდს დაეჯახა. შსს-ს მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ... ...
  • „ოჯახმა რამდენიმე წლის წინ ერთი გოგო დაკარგა, გუშინ კი 18 წლის ვაჟი“ _ ტრაგედია სენაკში სენაკში, სოფელ ნოქალაქევში მდინარე ტეხურაში გუშინ 18 წლის ბიჭი დაიხრჩო. როგორც „გურია ნიუსს“ ერთ-ერთი ადგილობრივი უყვება, მამაკაცს მდინარეში გული გაუსკდა. გარდაცვლილმა სკოლა წელს დაამთავრა. „ოჯახმა რამდენიმე წლის წინ ერთი გოგო დაკარგა, გუშინ კი 18 წლის ვაჟი. საშინელება ტრიალებს. მთელი სოფელი ტირის. ვიწვით ამ ოჯახის ტრაგედიით“, _ ამბობს ადგილობრივი მოქალაქე. შსს-მ მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით ... ...
  • "ბევრს ავიწყდება, რომ საქართველოს ტერიტორიების 20% უკვე 12 წელია ოკუპირებულია" 2020 წლის სექტემბერში ამერიკაში წინასაარჩევნო კამპანია პიკს მიაღწევს და ამ რეგიონის შესახებ გავრცელებულ ნებისმიერ ინფორმაციას ბევრი არადამაჯერებლად მიიჩნევს, ისევე როგორც ეს 2008 წლის აგვისტოში მოხდა, მაშინაც აშშ-ში საპრეზიდენტო კამპანია მიმდინარეობდა. არ მსურს ტერმინ „იდეალური შტორმის“ გამოყენება, მაგრამ არსებობს არაერთი იდეალური პირობა იმისთვის, რათა კრემლმა ჩათვალოს, რომ უკრაინის წინააღმდეგ ჩატარებულ იერიშზე დასავლეთი და აშშ სათანადო პასუხს ვერ გასცემენ, - ევროპაში ამერიკის შეიარაღებული ძალების ყოფილმა მთავარსარდალმა, გენერალმა ბენ ჰოჯესმა გამოცემა LB.ua-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. „უკრაინის სამხრეთში, განსაკუთრებით ხერსონის ოლქში მიმდინარეობს მასშტაბური საინფორმაციო კამპანია, რომლის დროსაც პრორუსული ძალები ჰუმანიტარულ კრიზისზე საუბრობენ და ადგილობრივ მოსახლეობაში უკრაინის მთავრობისადმი უნდობლობის გაჩენას ცდილობენ. ამ კამპანიის კიდევ ერთი ნაწილია სამხედრო სწავლებები „კავკასია 2020“. ეს სწავლებები რუსეთმა შესაძლოა ყურადღების გადასატანად გამოიყენოს. სწავლებების დროს მათ დაქვემდებარებაში იქნება სამედიცინო ტრანსპორტი, მანევრირების შესაძლებლობები, შეიარაღებული ძალების მართვის ცენტრი. ამასთან ერთად, ევროპასა და აშშ-ს ამ დროს უკრაინისთვის არ ეცლება. 2020 წლის სექტემბერში ამერიკაში წინასაარჩევნო კამპანია პიკს მიაღწევს და ამ რეგიონის შესახებ გავრცელებულ ნებისმიერ ინფორმაციას ბევრი არადამაჯერებლად მიიჩნევს, ისევე როგორც ეს 2008 წლის აგვისტოში მოხდა, მაშინაც აშშ-ში საპრეზიდენტო კამპანია მიმდინარეობდა. არ მსურს ტერმინ „იდეალური შტორმის“ გამოყენება, მაგრამ არსებობს არაერთი იდეალური პირობა იმისთვის, რათა კრემლმა ჩათვალოს, რომ უკრაინის წინააღმდეგ ჩატარებულ იერიშზე დასავლეთი და აშშ სათანადო პასუხს ვერ გასცემენ“, - აცხადებს ამერიკელი გენერალი. მისივე თქმით, უკრაინამ უფრო აქტიურად უნდა იმუშავოს სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლაზე საქართველოსთან, რუმინეთთან, მოლდოვასა და სხვა მეზობელ ქვეყნებთან. „ბევრს აღარ ახსოვს, რომ საქართველოს ტერიტორიების 20% უკვე 12 წელია ოკუპირებულია. დნესტრისპირეთი ამ დრომდე რუსეთის სრული კონტროლის ქვეშაა. რაც არ უნდა მოიმოქმედოს რუსეთმა უკრაინის, მოლდოვისა ან რუმინეთის წინააღმდეგ, ამაში დნესტრისპირეთში განლაგებული სამხედრო ძალები იქნება გამოყენებული“, - აცხადებს ბენ ჰოჯესი. წყარო: ... ...
  • 3 ინფიცირებული და 4 გამოჯანმრთელებული _ კოვიდსიტუაცია საქართველოშისაქართველოში კორონავირუსით კიდევ 3 ადამიანი დაინფიცირდა, 4 კი გამოჯანმრთელდა. ინფორმაცია ამის შესახებ ვებგვერდზე სტოპცოვ.გე გამოქვეყნდა. საერთო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 946 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 825 უკვე გამოჯანმრთელდა, 15 ადამიანი კი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში 3310 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 203. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...

შვრიის ორცხობილა მოხალვის მეთოდით

მსუბუქი, გემრიელი და ზაფხულისთვის შესაფერი...