"ხვალ თუ მანქანაში ავფეთქდი, გახსოვდეთ, რომ მიყვარდით" - მაია კაჭკაჭიშვილი მოსახლეობას აფრთხილებს

ფეისბუქსტატუსები

"ხვალ თუ მანქანაში ავფეთქდი, გახსოვდეთ, რომ მიყვარდით" - მაია კაჭკაჭიშვილი მოსახლეობას აფრთხილებს

23 ნოე. 2019, 20:44:23

კომპოზიტორი მაია კაჭკაჭიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს, რომლითაც მოსახლეობას მიმარავს.

კაჭკაჭიშვილის თქმით, მას აქვს უტყუარი ინფორმაცია აქვს, რომ ბევრი კაზინო მალე დაიხურება, ამიტომ ისინი ფულის ამოღებაზე არიან და მოგების საშუალებას არავის მისცემენ..

„ჩემო ფბ მეგობრებო! ვინც თამაშობთ აზარტულ თამაშებს, დარწმუნებით გეუბნებით, რომ შეწყვიტოთ!! დღეს ველაპარაკე ძალიან კომპეტენტურ ადამიანს, რომელმაც მითხრა, რომ კაზინოები გადასულები არიან ფულის ამოღებაზე და არ არსებობს, გასცენ მოგება და „ქეშბექიც

ბევრი კაზინო მალე დაიხურება და ამიტომ არავის არ გქონდეთ მოგების იმედი, თავს უშველეთ !! არ ვიცი, შეიძლება თუ არა ამას რომ ვწერ, მაგრამ ნუ იცოდეთ!!.... ხვალ თუ მანქანაში ავფეთქდი, გახსოვდეთ რომ მიყვარდით", - წერს კომპოზიტორი.




 ახალი ამბები
  • "ბოლომდე იხმართ და დააგდებთ" _ მეუფე იაკობიბოდბელი ეპისკოპოსი მეუფე იაკობი პეტრე ცაავას მიერ მისი მისამართით გაგეთებულ განცხადებებს ეხმაურება და აცხადებს, რომ სინოდის დასრულების შემდეგ გახდება ყველაფერი ცნობილი. "დაეკოდეთ სინოდს...სახის ფერზე დააკვირდით ხოლმე, შეხედეთ ვინ არის ვისი იარაღი. მე სამართლიანად მივიღე ის, რაც მივიღე. ეგენი თავს თვითონ ისჯიან, ღმერთი კი არ სჯის, არც ჩვენ არ ვსჯით. ჩვენ სასჯელები არ გვაქვს, ჩვენ შეიძლება ეპიტამია დავადოთ ხოლმე, როცა ვეღარ ხვდებიან მერე ღმერთს, რომ თვითონ მიატოვებენ. მადლის გარეშე რჩებიან საწყლად და ცოტა ხანში გამოიყენებთ, ყველაფერს ათქმევინებთ, გამოწურავთ, ბოლომდე იხმართ, თქვენ თუ სხვები და დააგდებთ, მერე აღარც გაგახსენდებათ, - ამბობს იგი. ბოდბელმა მიტროპოლიტმა, კომენტარი გააკეთა სუს-ის განცხადებაზეც, სადაც ცალკეული ჯგუფების მიერ ეთნიკური შუღლის გაღვივებაზე იყო საუბარი. ბოდბელი ეპისკოპოსის შეფასებით, ამ ჯგუფებში სასულიერო პირები არ მოიაზრებიან და ეკლესია პირიქით, შერიგებისკენ არის მოწოდებული. "მე როგორ უნდა გამანეიტრალოს საპატრიარქომ, როდესაც თვითონ საპატარიარქოს წარმომადგენელი ვარ, რისთვის?! ჩემი შიშები აქვთ სხვა რამის გამო, იმიტომ, რომ ასე თუ გააგრძელეს, მე ვთქვი, სათითაოდ, ყველაზე, ვინც გამოჩნდება ყველაზე ყველაფერს ფაქტებით ვიტყვი, ისე კი არა პეტრე რომ ჭორაობს ქალივით. ჩემი ეშინიათ", _ აღნიშნავს მეუფე ... ...
  • „ისე ნუ იზამთ, იმ ველზე შემოხვიდეთ, სადაც არაფერი გაგეგებათ" _ გუბაზ სანიკიძე თენგიზ ცერცვაძესსახელს გაუფრთხილდით, არ არის პოლიტიკა თქვენი საქმე, იფიქრეთ ძალიან დანაღმულ ველზე შემოდიხართ, – ასე მიმართა გუბაზ სანიკიძემ „მთავარ აქცენტებში“, ინფექციური საავადმყოფოს დირექტორს თენგიზ ცერცვაძეს. სანიკიძემ თენგიზ ცერცვაძეს, ამ სიტყვებით მას შემდეგ მიმართა, რაც გადაცემის წამყვანმა ეთერში ცერცვაძის სიუჟეტი გაუშვა. სიუჟეტში ცერცვაძე საუბრობს ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაციასა და სხვადასხვა კულტურული ძეგლების აღდგენის შესახებ. „ისე ნუ იზამთ, იმ ველზე შემოხვიდეთ, სადაც არაფერი გაგეგებათ და აუცილებლად შარში გაეხვევით. თუ გავითვალისწინებთ იმ ვერაგი კაცის არსებობას, როგორიცაა ბიძინა ივანიშვილი, ძალიან ცუდად გამოგიყენებთ. ასაკოვანი კაცი ხართ, მე ვერც უნდა გიბედავდეთ ამას, მაგრამ უმცროსი მეგობრის რჩევად მიიღეთ, დაანებეთ ამ საქმეს თავი, ძალიან ძვირად დაგიჯდებათ ჯანმრთელობის კუთხით, ბევრს ინერვიულებთ და მერე საქმე საქმეზე რომ მიდგება, ბიძინა რომ წავა ხელისუფლებიდან… ჩვენ უფრო ვუფრთხილდებით მე მგონი თქვენს სახელს, ვიდრე თქვენ. დაანებეთ თავი, არ არის პოლიტიკა თქვენი საქმე. ვინმე მოვიდა, ჩაერია, გასწავლათ ეპიდემიას როგორ უნდა ებრძოლოთ? დაგეთანხმეთ, დაგიჯერეთ მაგრამ ეკონომიკურად ექიმები ვერ დააყენებთ ფეხზე ამ ქვეყანას”, – განაცხადა სანიკიძემ ... ...
  • მთავრობა 2020 წლის ბოლომდე პრემიებზე უარის თქმის პირობას დებსმთავრობა 2020 წლის განმავლობაში ადმინისტრაციული ხარჯების და კაპიტალური ხარჯების ნაწილის 600 მილიონი ლარით შეზღუდვას გეგმავს. ამის შესახებ მთავრობის მიერ პარლამენტში წარდგენილ “ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების” (BDD) დოკუმენტში არის საუბარი.BDD-ის მიხედვით, 2020 წელს მთავრობა საგადასახადო და სხვა შემოსავლების 1.8 მილიარდი ლარით შემცირებას პროგნოზირებს, რის დასაბალანსებლადაც ქვეყანა $1.5 მილიარდი დოლარის ოდენობის საგარეო ვალდებულებების აღებას გეგმავს. BDD დოკუმენტში, ასევე, ნათქვამია, რომ მთავრობა 600 მილიონი ლარით შეამცირებს საწვავის, პრემიების, მივლინებებისა და ცალკეული ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებას."ეკონომიკის შემცირება, ასევე პანდემიის მართვასთან დაკავშირებული ხარჯების ზრდა, პირდაპირ აისახება როგორც ბიუჯეტის შემოსავლების, განსაკუთრებით კი საგადასახადო შემოსავლების, ასევე ხარჯების მოცულობაზე. 2020 წელს, ნაერთ ბიუჯეტში დაგეგმილი შემოსავლები, საერთაშორისო პარტნიორების მიერ გამოყოფილი გრანტების გარდა განახლებული პროგნოზით მცირდება 1.6 მლრდ ლარით, ხოლო არაფინანსური და ფინანსური აქტივების რეალიზაციიდან მიღებული შემოსულობების გათვალისწინებით, ჯამში, მცირდება 1.8 მლრდ ლარით.წარმოქმნილი დეფიციტის ნაწილობრივ დაფინანსების მიზნით, მიმდინარე წლის მარტიდან მნიშვნელოვნად შეიზღუდა ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი. მაქსიმალურად მცირდება ადმინისტრაციული ხარჯები, წარმომადგენლობითი და მივლინების ხარჯები, სპეციალიზებული დაწესებულებების გარდა მნიშვნელოვნად მცირდება საწვავის ხარჯები, მაქსიმალურად შეიზღუდება ვაკანსიების შევსება და სრულად იქნება ამოღებული საპრემიო რესურსი. მიმდინარე ხარჯების ნაწილში ადმინისტრაციულ ხარჯებთან ერთად შემცირდება ყველა ის პროგრამა, რომელთა არგანხორციელება ან/და დროში გადაწევა მნიშვნელოვნად არ დააზიანებს შესაბამის სექტორს, მათ შორის ბუნებრივი ფაქტორების (პანდემიიდან გამომდინარე შეზღუდვები) გათვალისწინებით შეიზღუდება კულტურული, სპორტული და ტურიზმის მიმართულებით დაგეგმილი ღონისძიებები, ასევე, გადაიხედება 2020 წლისათვის განათლების რეფორმის ზოგიერთი მიმართულება. კაპიტალური პროექტების ნაწილში შემცირება ძირითადად შეეხება ტურისტულ ინფრასტრუქტურას, ასევე, იმ პროექტებს, სადაც იმპორტის წილი განსაკუთრებით მაღალია. შედეგად ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი ჯამურად მცირდება დაახლოებით 600 მლნ ლარის ოდენობით.პანდემიის გავრცელებამ მნიშვნელოვანი უარყოფითი გავლენა მოახდინა როგორც კერძო სექტორზე, ისე მოქალაქეების მდგომარეობაზე. შესაბამისად, აუცილებელი გახდა დამატებითი რესურსების მოძიება როგორც ბიზნესის, ისე მოქალაქეების პირდაპირი დახმარებებისთვის, ასევე ეპიდემიის გავრცელების პრევენციისა და დაავადებულთა მკურნალობისთვის. აღნიშნული მიზნებისათვის დამატებით საჭირო ხარჯებმა დაახლოებით 3 მლრდ ლარზე მეტი.იმის გათვალისწინებით, რომ ფაქტობრივად, შეუძლებელია გლობალურად ზუსტი პროგნოზის გაკეთება პანდემიის ხანგრძლივობასთან დაკავშირებით, დიდია გაურკვევლობა პანდემიის ეკონომიკაზე გავლენების შესახებ. შესაბამისად, აუცილებელია, ბიუჯეტში გარკვეული რეზერვების შექმნა იმისათვის, რომ უფრო პესიმისტური და მძიმე სცენარების განვითარების შემთხვევაშიც არ წარმოიქმნას ბიუჯეტის ხარჯების დაფინანსების პრობლემა.ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდთან მიღწეულ იქნა შეთანხმება საბიუჯეტო დეფიციტის გაზრდაზე მშპ-ს 8.5%-მდე (სახელმწიფოს ერთიანი ბიუჯეტი 8.2%). ასევე, საერთაშორისო პარტნიორებთან წარმოებული მოლაპარაკებების შედეგად, მოხდა მნიშვნელოვანი დაფინანსების მოზიდვა - 1.5 მლრდ აშშ დოლარი საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებიდან.აღსანიშნავია, რომ განხორცილებული რეფორმები და ფისკალური დისციპლინა იყო ის აუცილებელი წინაპირობა, რომელიც საჭირო იყო პანდემიის უარყოფითი შედეგების მინიმიზაციის მიზნით საერთაშორისო პარტნიორებიდან სათანადო რესურსების მოსაზიდად.2019 წელს ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლებმა 12.9 მლრდ ლარი და მშპ-ს 25.8% შეადგინა. მათ შორის, საგადასახადო შემოსავლები 11.4 მლრდ ლარის დონეზე და მშპ-ს 22.8%-ის დონეზე დაფიქსირდა. 2020 წლისთვის მოსალოდნელია ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების (ნომინალურ გამოხატულებაში) შემცირება 5.8%-ით.ფისკალური პარამეტრების კუთხით აღსანიშნავია, რომ 2019 წელს გაგრძელდა ფისკალური კონსოლიდაცია და რესურსების მობილიზება განხორციელდა ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად. ნაერთი ბიუჯეტის ხარჯებმა 10.5 მლრდ ლარი და მშპ-ს 21.0% შეადგინა.2020 წლის ბიუჯეტი დაიგეგმა 2019 წლის ბოლოსათვის არსებული მაკროეკონომიკური და ფისკალური პარამეტრების პროგნოზების გათვალისწინებით, რომლის მიხედვითაც, მიმდინარე ხარჯების ნაწილში საშუალოვადიან პერიოდში კვლავ გრძელდებოდა კონსოლიდაციის პოლიტიკა, თუმცა არსებული მაკროეკონომიკური და ფისკალური პარამეტრების პროგნოზები სრულად შეცვალა კორონავირუსის პანდემიამ, რის გამოც 2020 წელს ხარჯები მშპ-სთან მიმართებაში 26.2 პროცენტამდე გაიზრდება, ხოლო 2021 წლიდან ეტაპობრივად შემცირდება და 2024 წლისთვის 22.7 პროცენტს გაუტოლდება. ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის გათვალისწინებული სახსრები საშუალოვადიან პერიოდში 6.5 პროცენტის ფარგლებში შენარჩუნდება,” - ნათქვამია BDD დოკუმენტში.ის თუ რა ხარჯების შემცირებას მოხდება ფაქტობრივად, ეს ქვეყნის 2020 წლის ბიუჯეტის განახლებული პროექტიდან გახდება ცნობილი. მთავრობის ვალი - BDD დოკუმენტის მიხედვით:“ერთი მხრივ, პანდემიის თანმდევი ეკონომიკური რეცესიით შემცირებული საგადასახადო შემოსავლების, ხოლო მეორე მხრივ, უშუალოდ პანდემიის შეკავების და მისი სოციალური გავლენის შემსუბუქებასთან დაკავშირებული ხარჯების ზრდამ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ბიუჯეტის დეფიციტზე, რასაც დაემატა ეროვნული ვალუტის გაუფასურება. შედეგად მთავრობის ვალმა გადააჭარბა 40-პროცენტიან ნიშნულს და 2020 წლის ბოლოსთვის მოსალოდნელია მშპ-ს 58.0 პროცენტის დონეზე მიღწევა. აქედან, საგარეო ვალი 46.2, ხოლო საშინაო ვალი 11.8 პროცენტია. აღნიშნული მაჩვენებელი დაბალია ეკონომიკური თავისუფლების აქტით განსაზღვრულ მთავრობის ვალის დონესთან შედარებით (მშპ-ს 60%), თუმცა აღნიშნული მაჩვენებლის საშუალოვადიან პერიოდში შენარჩუნება მნიშვნელოვან რისკებთან არის დაკავშირებული, და აუცილებელია შემდგომ წლებში კონსოლიდაციის პოლიტიკის გატარება. 2021-2024 წლებში დაგეგმილია მთავრობის ვალის თანმიმდევრული კლება და 2024 წლისთვის 54.5%-მდე შემცირება.მთავრობის მიზანია, ეტაპობრივად შეამციროს ვალის მოცულობა და ვალის მოცულობა დაბრუნდეს კრიზისამდელ მაჩვენებლებში მაქსიმალურად შემცირებულ ვადებში. აღნიშნული მიზნის მისაღწევად 2021 წელს მნიშვნელოვნად შემცირდება ვალის აღების მაჩვენებელი და უკვე მომდევნო წელსვე შემცირდება ნაწილობრივ ვალის მოცულობა მშპ-თან მიმართებაში.მიუხედავად იმისა, რომ საბაზისო პროგნოზში მთავრობის მთლიანი ვალი „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული ლიმიტის ზღვარზე გადის და ვალის შემდგომი აღება გართულებული იქნება, პროცესების მოსალოდნელზე უარესი განვითარების სცენარის შემთხვევაში ფისკალური სივრცე გარანტირებულია დეპოზიტებზე განთავსებული ნაშთების ხარჯზე.” ... ...
  • “პანდემიამ გავლენა იქონია ბავშვის განათლების უფლებაზე მსოფლიოს 180-ზე მეტ ქვეყანაში“ _ საია1 ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ამ დღეს დიდი მნიშვნელობა აქვს ბავშვის უფლებათა დაცვისთვის და ყოველწლიურად გვახსენებს იმ გამოწვევებს, რომელთა წინაშეც ბავშვები დგანან. ამ დღესთან დაკავშირებით “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ განცხადებას ავრცელებს. “ბავშვის უფლებების დაცვა სახელმწიფოს მიერ კონსტიტუციით აღიარებული ვალდებულებაა და გულისხმობს როგორც ბავშვის უფლებების დარღვევის ფაქტებზე რეაგირების, ასევე უფლებათა დარღვევის თავიდან არიდებისა და პრევენციის ეფექტური მექანიზმების შექმნას. უპირველეს ყოვლისა, უნდა აღვნიშნოთ, რომ COVID-19-ის პანდემიამ მსოფლიოში არაერთი ადამიანი სოციალური და ეკონომიკური პრობლემების წინაშე დააყენა. მართალია, ბავშვები არ წარმოადგენენ აღნიშნული ინფექციით დაავადების თუ დაავადების მძიმე მიმდინარეობის მთავარ რისკ ფაქტორს, თუმცა პანდემიამ სერიოზული ზიანი მიაყენა ბავშვების არაერთ უფლებას. პანდემიამ გავლენა იქონია ბავშვის განათლების უფლებაზე, მსოფლიოს 180-ზე მეტ ქვეყანაში სკოლები დაიხურა ან/და გადავიდა დისტანციურ სწავლებაზე. სკოლების დახურვის პირობებში ბავშვები რჩებიან განათლების მიღების გარეშე, ხოლო დისტანციური სწავლებისას არსებობს, როგორც ხარისხიანი განათლების მიღების პრობლემურობა, ისე მასზე ხელმისაწვდომობის საკითხი. ამასთანავე, მეტად პრობლემური საკითხია შშმ ბავშვისათვის განკუთვნილი პროგრამების/სერვისების დისტანციურ რეჟიმზე მიწოდება და მიწოდების შემთხვევაში სერვისის ეფექტიანობა. პანდემიით გამოწვეული პრობლემები განსაკუთრებით შეეხო ქუჩაში მცხოვრებ და სოციალურად დაუცველ ბავშვებს, ხოლო საყოველთაო კარანტინის დროს ოჯახში ან/და ბავშვის მოვლის ცენტრებში დარჩენილი ბავშვების მიმართ გაიზარდა ძალადობის განხორციელების რისკები.  მისასალმებელია, რომ საქართველოში მოხდა დისტანციური სწავლების დანერგვა და საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ე.წ. ტელესკოლის პროგრამის შემუშავება. სამწუხაროდ, აღნიშნული ღონისძიებები ვერ ჩაანაცვლებს სკოლებს, მითუფრო იმ დროს, როდესაც ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას აქვს მძიმე სოციო-ეკონომიკური მდგომარეობა და არ აქვს გაჯეტი ან/და ინტერნეტზე წვდომა, რომლის მეშვეობითაც ჩაერთვება გაკვეთილზე. იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ბავშვის უფლებათა დაცვის კანონმდებლობა ჯერ კიდევ არ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს, ხოლო ბავშვთა ძალადობისგან დაცვის რეფერირების სისტემა კვლავ გაუმართავია, აღნიშნული უფრო მეტად ზრდის საფრთხეს, რომ ბავშვთა მიმართ ძალადობის ფაქტები ეფექტური რეაგირების გარეშე დარჩება. ყურადღებიდან არ უნდა გამოგვრჩეს ისიც, რომ დღემდე ქვეყანაში მნიშვნელოვან პრობლემებად რჩება ბავშვთა სიღარიბე და ბავშვთა შრომა, ბავშვთა სახლების დეინსტიტუციონალიზაციისა და ალტერნატიული ზრუნვის სისტემის გამართულობა, რაც მიმართული უნდა იყოს ბავშვის კეთილდღეობაზე.  წინგადადგმულ ნაბიჯად უნდა შევაფასოთ საქართველოს პარლამენტის მიერ 2019 წლის 20 სექტემბერს მიღებული ბავშვის უფლებათა კოდექსი, რომელიც მიზნად ისახავს გაეროს კონვენციის „ბავშვის უფლებების შესახებ“ დადგენილი ბავშვის უფლებათა დაცვის სტანდარტების ეროვნულ კანონმდებლობაში იმპლემენტაციას და უფლებათა დაცვის სისტემის შექმნას. მიუხედავად პოზიტიური საკანონმდებლო ცვლილებისა, 2020 წლის 1 ივნისისთვის ვერ მოხერხდა მისი ამოქმედება და ამოქმედების ვადამ 1 სექტემბრისთვის გადაიწია. აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ ბავშვის უფლებათა კოდექსის შესაბამისად, აღმასრულებელ ხელისუფლებას 2020 წლის 1 მარტამდე უნდა მიეღო და ჯერ არ მიუღია ისეთი მნიშვნელოვანი პროგრამები, როგორებიცაა, ბავშვის დაცვის ტექნიკური რეგლამენტი, ბავშვის მიმართ ძალადობის რეაგირების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, დეინსტიტუციონალიზაციის ერთიანი სახელმწიფო სტრატეგია, სოციალური განვითარების ხელშემწყობი, ჯანმრთელობის დაცვისა და ოჯახში მხარდამჭერი პროგრამები. აღნიშნული კი ეფექტურობას უკარგავს ბავშვის უფლებათა კოდექსით დადგენილ ბავშვის დაცვის მექანიზმებს.  აღსანიშნავია ისიც, რომ მიუხედავად ბავშვის უფლებათა კოდექსში ისეთი მნიშვნელოვანი პრინციპების ასახვისა, როგორებიცაა ბავშვთან დაკავშირებულ პროცესსა და წარმოებაში მისი მონაწილეობისა და მოსმენის უზრუნველყოფა, კოდექსში სათანადოდ არ ასახულა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით განსაზღვრული ვალდებულებები და კანონმდებლობა არ იძლება მკაფიო საპროცესო გარანტიებს. აღნიშნული კი საჭიროებს საპროცესო კანონმდებლობაში ცვლილებებს. საგულისხმოა ისიც, რომ ბავშვის უფლებათა დაცვის კანონმდებლობა კვლავ არ ადგენს ბავშვის ინდივიდუალური შემფასებლის უფლებამოსილებებს და არ მიჯნავს მას ბავშვის საპროცესო წარმომადგენლისგან. აღნიშნული იწვევს სოციალური მუშაკის, როგორც ბავშვისა და მისი გარემოს ობიექტური შემფასებლის ფუნქციებში დამატებით ბავშვის წარმომადგენლობის შემოჭრას, რაც სოციალური მუშაკისთვის ინტერესთა კონფლიქტს იწვევს და ბავშვის საუკეთესო ინტერესების რეალიზაციას არ ემსახურება.  ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აუცილებელია სახელმწიფომ: გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები ბავშვის უფლებათა კოდექსისა და მისგან გამომდინარე აქტების დროულად ამოქმედებისთვის, რაც გაზრდის ბავშვის უფლებების დაცვის სტანდარტს. COVID-19-ის გავრცელების პირობებში, სახელმწიფომ აქტიურად განახორციელოს/გააძლიეროს ბავშვთა უფლებების დაცვის მიზნით შესაბამისი ღონისძიებები და შეიმუშაოს შესაბამისი მხარდამჭერი პროგრამები, მათ შორის, ქუჩაში მცხოვრები და უსახლკარო ბავშვების დასახმარებლად, ასევე ბავშვების ძალადობისგან დასაცავად.“ - აღნიშნულია “საიას“ ... ...
  • ალექსანდრე გოგინავა: არანაირი მეორე ტალღა არ დაწყებულა„მეორე ტალღა დაიწყო“ - ეს ცოტა ხმამაღალი განცხადებაა. არანაირი მეორე ტალღა არ დაწყებულა, ჯერ პირველი არ დამთავრებულა და ვირუსი არსად წასულა, - ამის შესახებ ინფექციონისტმა, ალექსანდრე გოგინავამ „POSTV“-ის ეთერში განაცხადა. „ბოლო რამდენიმე დღეა შემთხვევების მატება აღინიშნა, თუმცა ეს საგანგაშო ნამდვილად არ არის. ახალი შემთხვევები ან საკარანტინო სივრციდან ან ცხელი კერიდანაა, სადაც მოსახლეობის კვლევა მასიურად მოხდა და ამიტომ ვირუსი შედარებით ბევრს დაუდასტურდა. ეს გაზრდილი მაჩვენებელი ეპიდემიოლოგიურ საფრთხეს არ წარმოადგენს და 2-3 დღის მონაცემებით ვერ ვიმსჯელებთ, რომ სიტუაცია გაუარესდა“, - აღნიშნა ინფექციონისტმა. მისივე თქმით, შემთხვევების ზრდა იმაზე მიგვანიშნებს, რომ მოსახლეობა ყურადღებით უნდა იყოს და გაცემული რეკომენდაციები არ ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

რას ფიქრობთ სოფლის მეურნეობის დახმარების პროგრამაზე?