"კოლექტიურად დაექვემდებარეთ ნაციონალების ჰიპნოზს?!" _ კალაძე შინაურ ჟურნალისტებს და ოპოზიციას

ფეისბუქსტატუსები

"კოლექტიურად დაექვემდებარეთ ნაციონალების ჰიპნოზს?!" _ კალაძე შინაურ ჟურნალისტებს და ოპოზიციას

7 მარ. 2017, 00:01:15

ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემ დღეს მორიგი ფეისბუქკონფერენცია გამართა და ქსელის მომხმარებლების კითხვებს უპასუხა.

კალაძემ "რუსთავი 2"-ზე ვრცლად ისაუბრა და აღნიშნა, რომ ზოგიერთი თავისუფლებას არასწორად იყენებს:

"დავიწყებ პრემიერ- მინისტრის დღევანდელი ინიციატივით მედიაომბუდსმენის შესახებ, რასაც მივესალმები… თავისთავად მედიის მდგომარეობა დღევანდელი მოცემულობით მე, პირადად, როგორც მაყურებელს, მაკმაყოფილებს და ჩემში შფოთს არ იწვევს _ ბევრი ტელეკომპანია მაუწყებლობს დღეს ჩვენ ქვეყანაში, ბევრი სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებაა შექმნილი... პრინციპში, ყველა მათგანი გასულია კონტროლის ან ცენზურის ზონიდან, ზოგ შემთხვევაში, თვითკონტროლის ზონიდანაც კი )))).

ჩვენ კარგად გვახსოვს ყველას, რა მდგომარეობა იყო ამ მიმართულებით 2012 წლამდე და ძალიან კარგი იქნება, თუ მოვიშველიებთ სტატისტიკას, ვნახავთ რამდენი ლიცენზია იყო გაცემული, რამდენი ლიცენზია არის 2012 წლიდან დღემდე გაცემული. ეს ყველაფერი გამოგვადგება შედარებისთვის.

ამას დავარქვით ყველამ თავისუფლება და მიგვაჩნია ასევე ყველას, რომ ეს არის ერთ-ერთი ძირითადი ფასეულობა ჩვენს ქვეყანაში.

ამის ფონზე, სამართლებრივი დავა "რუსთავი 2"-ის გამო, რომელიც შეიფუთა ერთ-ერთი მხარის მიერ, როგორც თავისუფალი სიტყვის აპოკალიფსი, თვალსაჩინოს ხდის ერთ მთავარ პრობლემას _ მედიაში მიმდინარე პროცესები დემოკრატიის, იგივე სიტყვის თავისუფლების, სწორი ინფორმაციის გავრცელების სავალდებულო ჩარჩოებს რომ არ გასცდეს, ან ამ მუშაობაში გარეშე ძალის შეჭრა და ჩარევა არ მოხდეს, საჭიროა ერთგვარი მონიტორინგი, უფრო სწორად, წარმმართველი იდეა, კონცეფცია, რომელიც ამ ვნებებს და ქაოსს წესრიგში მოიყვანს.

ამიტომ გიორგი კვირიკაშვილის ინიციატივა, საერთაშორისო სპეციალისტები იქნან მოწვეულნი ამ ყველაფრის შესასწავლად და მოსაწესრიგებლად, მე ვფიქრობ, არის ძალიან მნიშვნელოვანი და დროული.

მე პირადად ვისურვებდი, რომ ბატონი ადამ მიხნიკიც ჩართული იყოს ამ ჯგუფის მუშაობაში. ეს უბრალოდ, მაგალითად მომყავს, ვინ თუ არა, ის შეაფასებს, შეადარებს და რაციონალურად განსაზღვრავს მედიის თავისუფლების ხარისხს დღევანდელ და გუშინდელ საქართველოში.

ჩვენ ოპონენტებს არ უყვართ ხოლმე საუბარი, როდესაც წარსულს ვახსენებთ, როდესაც ვეუბნებით ამ მიმართულებით რა მდგომარეობა იყო, რა მდგომარეობაში იმყოფებოდა მედია, მაგრამ რას იზამ, უნდა მოვახდინოთ შედარებები, უნდა ვისაუბროთ ამაზე ღიად...

დარწმუნებული ვარ, მედია ომბუდსმენის მუშაობის შედეგად მედიის ხარისხიც აუცილებლად მოიმატებს. რაც მეტია თავისუფლება, მით მეტ პროფესიონალიზმს მოითხოვს ნებისმიერ საქმეში. დარწმუნებული ვარ ამაში უმეტესობა თქვენგანი დამეხმარება.

რაც შეეხება "რუსთავი 2"-ის პროცესს, ჩვენთვის, ქვეყნისთვის, ხელისუფლებისთვის არის ბუნებრივი მდგომარეობა და მოცემულობა, როგორც დამოუკიდებელი სასამართლოს არსებობა, აგრეთვე, დამოუკიდებელი მედიასაშუალებების არსებობა ქვეყანაში. ეს არის ზუსტად ის, რაც ჩვენმა ქვეყანამ მოიპოვა 2012 წლის არჩევნების შედეგად სხვა დემოკრატიულ ღირებულებებთან და სიკეთეებთან ერთად. და ეს არის, რასაც, პირველ რიგში, ჩვენი გუნდი არ დათმობს, ვინაიდან ძალიან კარგად გვახსოვს, როგორი იყო ჯიბის სასამართლო და დატერორებული ტელევიზიები...

ჩვენ ამაზე საუბარი არ უნდა მოგვერიდოს. ბევრი დრო არ გასულა _ სულ რაღაც ხუთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ეს გარემოებები შეიცვალა ჩვენს ქვეყანაში. დიახ, "რუსთავი 2" ეს არის პარტიული ტელევიზია და ამას თვითონაც აღიარებენ, ამაზე ღიად საუბრობენ, მაგრამ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ხაზგასმით მინდა ვთქვა, სიტყვის თავისუფლების უფლებით!!!

და რა? როდის ჰქონიათ ამ გამოხატვაში მათ პრობლემა? როდესმე ჰქონიათ მუშაობაში ბარიერები? ისმის ძალიან მარტივი კითხვა _ თუ ამ 5 წლის მანძილზე ტელევიზია, კონკრეტული პარტიის პროპაგანდის რუპორი, არ შეზღუდულა, მეტიც, ხელისუფლება, თითოეული ჩვენგანი, მეც, ვთანამშრომლობდით ზუსტად ისე, როგორც სხვა არხებთა,. რატომ შეიზღუდება მანცდამაინც ახლა?

 თითოეულმა ჩვენმა პარტნიორმა, მეგობარმა და მოქალაქემ მშვენივრად იცის, რომ "რუსთავი 2"-ს არავითარი შეზღუდვა არ ჰქონია და არ ექნება არასდროს! კარგი იქნება, თუ გაიხსენებენ ამ ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკის დამგეგმავი პარტიის _ "ნაციონალური მოძრაობის" ქმედებებს ხელისუფლებაში ყოფნისას სხვა ტელევიზიებთან მიმართებაში. ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს, "ნაციონალებმა" რა იკადრეს, ყველანაირი მეთოდი გამოიყენეს თავისუფალი სიტყვის შესაზღუდად _ გადაცემების ბოიკოტირებიდან დაწყებული, ტელეკომპანიების დახურვით და დარბევით დამთავრებული...

და ახლა როგორ დავიჯერო, რომ მედიის მაშინდელი ტერორზე მეტად ამჟამად ორ პირს შორის სასამართლო დავის შედეგი აღმაშფოთებელი თუ შესაშფოთებელია ვინმესთვის?

დღეს ვინც ჩვენ გვეუბნება და გვიკიჟინებს, ჩვენი შინაური ჟურნალისტები თუ ოპოზიცია მაქვს მხედველობაში, დავიჯერო კოლექტიურად დაექვემდებარეთ "ნაციონალების" პროპაგანდისტულ ჰიპნოზს და დაიჯერეთ, რომ სიტყვის თავისუფლებას საფრთხე ემუქრება? რისგან, ვისგან?

ერთმა "ნაციონალების" დროს მფლობელმა მეორე "ნაციონალების" დროს მფლობელს რომ ტელევიზია სასამართლოს ძალით დააბრუნებინა, ეგ გახდა თქვენი თავისუფლების პრობლემა?

სირცხვილია, როცა სრული თავისუფლების პირობებში ყვირიან, რომ იზღუდებიან რამეში.

კიდევ ერთხელ გააცნობიერეთ, რომ დავაში მოგებული მხარე არის ის პიროვნება, ვისაც თავის დროზე აყიდინა ეს ტელევიზია სააკაშვილმა და მისმა გუნდმა, დავაში მონაწილეობენ მხარეებად სააკაშვილთან ამჯერად კარგად მყოფი და მეორეს მხრივ მისგან შერისხული, მაგრამ როდესღაც აგრეთვე კარგად მყოფი პირები.

ამ საქმემ ქვეყანაში არსებული ყველა ინსტანცია გაიარა, სასამართლოს მუშაობას ჩვენი შეფასებებითაც კი არ ვეხებოდით ხელისუფლების სხვა შტოებს წარმომადგენლები...

მოკლედ, ერთს ვიტყვი _ უმეტესობა არასწორად იყენებს თავისუფლებას. იბრძვიან, ყვირიან მის მოსაპოვებლად, და როცა აღწევენ მიზანს, მერე ვერ ხვდებიან თავის და ქვეყნის სასიკეთოდ როგორ გამოიყენონ ეს მოპოვებული.

ის, რაც ამ დღეებში "რუსთავი 2"-ის ირგვლივ ხდება, მაგის მაჩვენებელია, თავისუფალი სიტყვის, ნების და განწყობების მქონე ხალხი ყვირის იქ, სადაც სალაპარაკოც კი არაფერია და ითხოვს იმას, რაც უკვე ისედაც ხელში აქვთ," _ თქვა კახი კალაძემ.




 ახალი ამბები
  • ფოთში, მდინარე რიონში 19 წლის გოგოს მესამე დღეა, უშედეგოდ ეძებენფოთში, მდინარე რიონში, 19 წლის გოგოს სამძებრო ღონისძიებები მესამე დღეა, უშედეგოდ გრძედება. როგორც "გურია ნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, სამძებრო ღონისძიებებში ჩართულია 46 მეხანძრე-მაშველი, 4 მყვინთავი,  ასევე, 4 ნავი, ერთი ექოლოტი, რომელიც ახდენს ფსკერის სკანირებას და დრონი. შეგახსენებთ, სუიციდის ფაქტი 3 აგვისტოს მოხდა. შსს-მ გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას ... ...
  • როდის განახლდება სასწავლო პროცესიგანათლების მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ დღევანდელი ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, სწავლა სკოლებსა და უნივერსიტეტებში სექტემბრიდან ჩვეულ რეჟიმში განახლდება. „დღევანდელი ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, სკოლებში საკლასო ოთახებში სწავლა დაიწყება 15 სექტემნბერს,  ასევე უნივერსიტეტებში- აუდიტორიებში. მზად ვართ ყველა სცენარისთვის. საგანმანათლებლო სისტემა მოერგება იმ ეპიდსიტუაციას, რომელიც იმ დროს იქნება“,_ განაცხადა ... ...
  • თბილისში ტრანსგენდერი ქალების ცემის ფაქტზე 1 პირი დააკავესშინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1992 წელს დაბადებული ე.ჩ. დააკავეს. მას ბრალად ედება ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილი ძალადობა. დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე, გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა 2 ტრანსგენდერ ქალს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ე.ჩ. მომხდარიდან რამდენიმე დღეში, ბრალდებულის სახით დააკავეს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილ ძალადობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით ... ...
  • საზარელი ავარია ანაკლია-განმუხურის გზაზე - არიან გარდაცვლილებიცოტა ხნის წინ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ანაკლია-განმუხურის გზაზე. არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი გზიდან გადავიდა და ხეს შეასკდა. როგორც „გურია ნიუსს“ ერთ-ერთმა თვითმიხლველმა განუცხადა,  გარდაცვლილია სამი ადამიანი. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სასრაფო დახმარების ბრიგადები. "გურია ნიუსი" დეტალების გარკვევას ამ წუთებში, შსს-ში ... ...
  • ოხანაშვილი: „ნაციონალური მოძრაობა" და მათი სატელიტები ცდილობენ ბაჩალიაშვილის ოჯახის ტრაგედიით მანიპულირებას"„ნაციონალური მოძრაობა", მისი სატელიტი პარტიები და პარტიული ტელევიზიები უმძიმეს „მორალურ" ქმედებებს სჩადიან   და საზოგადოების თვალში ცდილობენ, რომ საზოგადოებას რაიმე შინაარსობრივ დღის წესრიგზე კი არ ესაუბრონ არამედ,  ოჯახის ტრაგედიით მანიპულირებაზე  ესაუბრონ",_ამის შესახებ განცხადება იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა გააკეთა. ოხანაშვილმა აღნიშნა, რომ მათი ქცევა ახალი არ არის. "ეს ჩვენთვის არახალია. ეს არის დღის წესრიგი, რაც ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ამ გაკოტრებულ ჯგუფებს არაფერი აქვთ საზოგადოებასთან სალაპარაკო. ისინი იყენებენ   ოჯახის ტრაგედიებს, ახდენენ მანიპულაციას, ახდენენ ფაქტების დამახინჯებას და ამით, „ნაციონალური მოძრაობა" და მათი სატელიტები ცდილობენ საკუთარი პარტიული ტელევიზიებით საზოგადოების თვალში კითხვის ნიშნები დასვან გამოძიებასთან მიმართებაში", - განაცხადა  ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...