"ლურჯი ვეშაპი" _ ახალგაზრდა თვითმკვლელთა კლუბი

ფეისბუქსტატუსები

"ლურჯი ვეშაპი" _ ახალგაზრდა თვითმკვლელთა კლუბი

30 მაი. 2017, 16:10:04

ის, რასაც ქვემოთ წაიკითხავთ, სამეცნიერო ფანტასტიკის ახალი რომანიდან ან მხატვრული ფილმიდან (თუნდაც სერიალიდან) ამონარიდი ნუ გეგონებათ - საუბარია რეალობაზე, შემზარავზე და სახიფათოზე, ჩვენი შვილებისა და შვილიშვილების თაობას, მოზარდთა და ყმაწვილთა სიცოცხლეს რომ ემუქრება...

რუსეთში, ამ თემაზე, წელიწადზე მეტია, რაც განგაშის ზარს რეკენ, ევროპაში (განსაკუთრებით, დიდ ბრიტანეთში) - დაახლოებით 8 თვეა, საბერძნეთში - მაისის დასაწყისში იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ჩრდილოეთის პატარა ქალაქ კატერინის მაცხოვრებელ 15 წლის გოგონას ფეხების თოკით შეკვრა და ტრანკვილიზატორების მთელი კოლოფის დალევა უბრძანეს... საქართველოში - აქა-იქ გაიჟღერა საიტების მიერ, ჩვეულ - თარგმნით-თუთიყუშურ სტილში, ქსელის მომხმარებელთაგან მწირი გაზიარებებითა და ასევე ჩვეულ „უფალი გვიშველის“ და ანტირუსულ/ანტიევროპულ/ანტი-ინტერნეტული სქოლიოებით...
არადა, საუბარი 300-მდე მოზარდზე, ყმაწვილზე და ახალგაზრდაზეა (აქედან, 170 რუსეთში ცხოვრობდა), 300-მდე ადამიანზე, რომელთაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულეს _ არა რაიმე სერიოზული მიზეზის, არამედ, ინტერენტ-თამაშის გამო.

ყველაფერი რუსეთიდან დაიწყო, თუმცა ეს ქსელთაშორისური სიგიჟე წამსვე მოედო უკრაინასაც. თამაშის უკან დგანან ადამიანები, რომლებიც მოთამაშეებისგან (წაიკითხე - „მსხვეპლთაგან“), მას შემდეგ რაც ისინი თამაში მონაწილეობის სურვილს გამოთქვამენ, ითხოვენ მათ მიერ გაცემული დავალებების შესრულებას.

ამ საოცრად სახიფათო თამაშის სახელწოდებაა „ლურჯი ვეშაპი“, რუსულ დედანში - «Синий кит» («море китов», «тихий дом»), ინგლისურად - «Blue Whale Challenge», ბერძნულად: «Μπλε φάλαινα» - შესაძლოა, თამაშის 21 წლის დამფუძნებელი, მეტსახელად - „ლის“-ი, მანიაკად მონათლოს მავანმა, მაგრამ ბრიყვად - არც შემთხვევაში - სიმბოლურობა, სულ მცირე, სამმაგია და ბოლო - ყველაზე შემზარავი.
ვეშაპისა და ლურჯი ფერის სიმბოლიკას ბიბლიური ისტორია აქვს - ვეშაპი ანსახიერებს საუკუნე გარდაცვალებას, ბიბლიური კიტის მოხსენიებით, რომელმაც იონა გადაყლაპა, ლურჯი ფერი კი - სასოწარკვეთილების სიმბოლოა. მეორე: უკვე რამდენიმე ათწლეულია, ლურჯი ვეშაპები (ათეულობით, ხან ცალკე და ხან - კოლექტიურად) ოკეანედან ნაპირზე, ხმელეთზე ხტებიან და თვითმკვლელობით ასრულებენ სიცოცხლეს - ფენომენი აქამდე ამოუხსნელი, იქტიოლოგებისა და ბიოლოგების მიერ. და ბოლოს, ლურჯი ვეშაპი ყველაზე დიდი ცხოველია დედამიწის ზურგზე - ის, რასაც ბოლო დავალებით სთხოვენ მოთამაშეებს კურატორები - ყველაზე დიდ მსხვერპლთშეწირვას - „ლურჯ ვეშაპს“ - თვითმკვლელობას.

თამაშის კატასტროფული ინსტრუქციები და შანტაჟის მექანიზმი

როგორც კი მსხვერპლი ჰაშტაგს დააწვება, მასთან კონტაქტზე თამაშის კურატორი გამოდის და დავალებათა სიას აძლევს, ერთი პირობით: არ ისაუბროს ამაზე არავისთან და მით უფრო - უფროსებთან (აქედან თამაშის მეორე დასახელებაც - «тихий дом»).

დავალებები, თავიდან, არცთუ რთულია - მაგალითად, ღამის 4:20 სთ.-ზე (დრო, სასწაული სიზუსტით შერჩეული, ფსიქოლოგიური ზემოქმედებისათვის) გამოღვიძება და რაიმე საშინელებათა ვიდეოს ყურება (რაც, ბევრი თინეიჯერისთვის არაა რთული და უჩვეულო ამბავი, მეტწილს არც კი სძინავს, ამ დროს) ან უცნაური, ელექტრონული მუსიკის მოსმენა, ასევე, იგივე საათზე ახალ დავალებათა მიღება და შესრულებულთა ჩვენება - აქედან თამაშის კიდევ ერთი სახელწოდება - „4:20“, რომელსაც ასევე «Я в игре», f57 ან f58 სახელითაც იცნობენ.

შემდეგში, ოღონდ (როცა რაიმე „შარია“, თუ დააკვირდებით, ყოველთვის ჩნდება ეს, უცილობელი „ოღონდ“) დავალებები რთულდება, მოიცავს სხვადასხვა მჭრელ-მჩხვლეტი, ცივი იარაღების შეძენას (თუ არ გააჩნია ხელქვეით) და პირველ სერიოზულ გამოცდას: „ლურჯი ვეშაპის“ ამოკვეთას ხელის ან ფეხის კანზე.
თითოეული დავალების შესრულების შემდეგ, მოთამაშე ვალდებულია, დამამტკიცებელ საბუთად ატვირთოს ფოტოსურათი ან ვიდეო. მეტიც, ზოჯერ, ბავშვებისგან ითხოვენ, უშუალოდ თვითდაზიანების პროცესის ვიდეოზე გადაღებასაც კი.

ძველი, „კლასიკური გამოცემა“ თამაშისა, 50 დღეს მოიცავდა, სადღაც 30-ე დღიდან კურატორის მიერ ფარული ბმულის მიცემით, რომელზე გადასვლის შემდეგ მოთამაშე, თავისდაუნებურად, საკუთარ კომპიუტერულ საიდენტიფიაციო (IP address) და, მისგან გამომდინარე, რეალურ საცხოვრებელ მისამართს ამჟღავნებდა და შემდგომში უკვე, უფრო იოლ მსხვერპლად იქცეოდა, ვინაიდან, ბოლო დავალებამდე მისულს, უკან დახევის შემთხვევაში, კურატორი მას დაწვრილებით აღუწერდა მის საცხოვრებელ გარემოს, ეუბნებოდა, რომ მას აკვირდებიან და თუ „ლურჯ ვეშაპს“ არ შეასრულებს, მაინც მოაკვდინებენ ან ამოუწყვეტენ ოჯახის წევრებს. ამჟამად, კრიმინალისტებისგან დევნის გამო, ეს ვადა - 50 დღე, მნიშვნელოვნად „დაჩქარებულია“ - კიდევ ერთი შემაშფოთებელი ფაქტი.

კურატორ-მსხვერპლის გასაუბრების ვარიანტები

რათა ახლოდან გარკვეულიყო თამაშის და მის უკან მდგომათა დირექტიულ მეთოდებში, Radio Free Europe -ის ერთ-ერთმა ჟურნალისტმა 15 წლის გოგონას როლი გაითამაშა. მისი დიალოგი კურატორთან შემდეგნაირად წარიმართა:
ჟურნალისტი: „ლურჯი ვეშაპის“ გამოწვევის მიღება მსურს.

კურატორი : დარწმუნებული ხარ? თუ დაიწყებ, უკანდასაბრუნებელი გზა აღარ იარსებებს.

ჟურნალისტი: : რას ნიშნავს ეს? რას ნიშნავს, უკანადასბრუნელი გზა არ იარსებებს?

კურატორი: აღარ შეგიძლია თამაშის დატოვება, როდესაც დაიწყებ მას.

ჟურნალისტი: მზად ვარ.

კურატორი: ყველა გამოწვევა, ყველა დავალება წარმატებით უნდა შეასრულო. და არავინ არ უნდა გაიგოს ამის შესახებ. როდესაც შეასრულებ დავალებას, მიგზავნი ფოტოსურათს. თამაშის ბოლოს კვდები. თანახმა ხარ?

ჟურნალისტი: თუ შეჩერება მომინდება?

კურატორი: გამორიცხულია. ყველა შენი მონაცემი ხელთ გვექნება უკვე. არ გაგახარებთ.

პირველი დავალება, რომელიც მიიღო იყო: „ამოიკვეთე f58 მხარზე“. ჟურნალისტმა სცადა, გაეგზავნა ყალბი ფოტოგრაფია, დამუშავებული ფოტოშოპის მეშვეობით, მაგრამ კურატორი მიუხვდა და აღარ დაეკონტაქტა.


„ლურჯი ვეშაპის“ მამა-შემქნელი და მიზანნი


ადამიანი, რომელიც ამ „თვითმკვლელთა თამაშის“ უკან დგას სანკტ-პეტერგბურგელი (ყველაფერი იქიდან იწყება, ისტორიულად) ფილიპ ბუდეიკინი, მეტსახელად - ფილიპ ლისია და მხოლოდ 21 წლისაა. მეტიც, 2013 წელს, როდესაც ამ თამაშის „აწყობა“ დაიწყო, მხლოდ 17 წლის იყო. ამჟამად, ბრალი ედება, სულ მცირე 16 თვითმკვლელობის ინსპირირებაში. გასული წლის დეკემბრის თვიდან თავისულებააღკვეთილია, რუსი სამართლდამცავების მიერ.

ფანტასტიურად ბანალურია მისი პასუხი ტელეწამყვანის კითხვაზე, თუ რა იყო საბაბი ამ თამაშის წამოწყებისა - „თვითგამოხატვა, პოპულარობისა და ლაიკების მოპოვება“, - იყო მისი სიტყვები, სანკტ-პეტერბურგის ერთ-ერთ სატელევზიო გადაცემაში.

შემდგომში, ახალგაზრდა რუსმა ფილოსოფიური პლატფორმაც შეუსაბამა საკუთარ სატანისტურ გასართობს და ყოველგვარი სინანულის (ან - მონანიების) გარეშე განაცხადა, რომ თვითმკველელები „ბიოლოგიური ბალასტს“ შეადგენენ და „გაასუფთავა საზოგადოება“.

მეტიც, ქალაქის ერთ-ერთი გაზეთისთვის მიცემულ ინტერვიუში უთქვამს: „ნუ ღელავთ, ყველაფერს გაიგებთ. ყველა ყველაფერს გაიგებს. ბედნიერები იხოცებოდნენ. მივეცი ის, რაც არ გააჩნდათ: სითბო, გაგება, კონტაქტი“.

აღსანიშნავია კიდევ ერთი შემაძრწუნებელი ფაქტი: რუსეთის სასჯელთაღმსრულებელი კომიტეტის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, სანკტ-პეტერბურგის „კრესტი“-ში დატუსაღებული ბუდეიკინი ყოველდღიურად ათობით, ინტიმური ხასაათის წერილს ღებულობს თაყვანისმცემელი გოგონებისგან, რაც იმას ამტკიცებს, რომ მოთამაშეები ემოციურ კონტაქტშიც შედიან კურატორებთან.

როგორ პოულობდა მსხვერპლს

თავიდან ქმნიდა ჯგუფებს, რომლებშიც დავალებების შესრულების მოყვარული მოზარდები ერთიანდებოდნენ. ისინი, ვინც თამაშს მოსაწყენად ან უცნაურად თვლიდნენ, განთესვას და ჯგუფიდან გაყვანას ექვემდებარებოდნენ, ვინაიდან „ძლიერი ხასიათისად“ და მანიპულირებისადმი დაუმოჩილებლად ითვლებოდნენ.

ინტერნეტის ბერძენ მომხმარებელთა ასოციაციის პრეზიდენტის, ნიკოს ვასილაკისის თქმით, იმ ბავშვებთან დაკავშირებით, რომლებიც მონაწილეობას ღებულობენ თამაშში: „უმეტეს შემთხვევაში არსებობს რაიმე პრობლემური ურთიერთობა, ან მისი დასასრული, ინტიმური იმედგაცრუება, რომელიმე პრობლემური ოჯახი ან თვით, რომელიმე, ფსიქოლოგიურად პრობლემური ბავშვური ნატურა, რომელიც ზედაპირზე გამოდის მსგავსი თვითგამოხატვის მეშვეობით, მსგავსი „თამაშის“ დახმარებით“

მოზარდებს და თინეიჯერებს, რომლებიც თამაშში რჩებოდნენ, ახალ „სამუშაოებს“ აძლევდა, როგორიცაა ვენების გადაჭრა, რომელიმე სახლის სახურავის ბორდიურზე წონასწორობის დაცვა ან რომელიმე შინაური ცხოველის მოკვლა - შეუცვლელად, საკუთარი საქციელის ფოტო-ვიდეო დადასტურების მოთხოვნით.

უმრავლესი ბავშვები ამ ეტაპზე ტოვებდნენ თამაშს, მაგრამ ყოველთვის რჩებოდა მომცრო, ერთიანი გუნდი (რომლის წევრებსაც უხაროდათ მსგავს, დახურულ „კლუბში“ყოფნა), რომელიც მუდამ მზად იყო „მენტორის“ ნებისმიერი დავალების შესასრულებად. მათგან განსაკუთრებით საზრიანებს, ფილიპ ბუდეიკინი მომავალ კურატორებად ამწესებდა, ნაკლებად საზრიანებსა და მეტად ემოციურებს კი...

ანტონ ბრეიდოს, „ლურჯი ვეშაპის“ საქმის საკვლევი კომიტეტის უმაღლესი ჩინის ოფიცრის თქმით: „ბუდეიკინმა მშვენივრად უწყოდა, რა უნდა გაეკეთებინა იმისათვის, რომ საკუთარი მიზნისთვის მიეღწია. დაკითხვაზე განაცხადა, რომ 12 წლის ასაკიდან ფიქრობდა ამის განხორციელებას. წამოიწყო 2013 წლიდან და მას შემდეგ სისტემატურად ასწორებდა საკუთარ შეცდომებს. ის და მისი დამხმარენი ბავშებს საწყის ეტაპზე VK-ში ( ВКонта́кте - ზეპოპულარული რუსული სოციალური ქსელი) პოულობდნენ და აგროვებდნენ. მათი მიზანი იყო, მიეზიდათ რაც შეიძლება მეტი მოზარდი და შემდეგში, გამოერჩიათ ისეთნი, რომლებიც ყველაზე მეტად დაექვემდებარებოდნენ ფსიქოლოგიურ ზეწოლას. იცოდნენ, რომ 20 000 ადამიანიდან მხოლოდ 20 იქნებოდა შესაფერისი.“

იქმნებოდა თვითმკვლელთა ჯგუფები, ტარდებოდა შეჯიბრებები, ნახევარფინალისტების, ფინალისტების და გამარჯვებულების გამოვლენით. ამჟამად, ძველი ჯგუფების უმეტესობა ლიკვიდირებულია, რუსეთის ელექტრონულ დანაშაულებებთან მებრძოლი განყოფილების მიერ, მაგრამ „კიდობანი“ უკვე გაიღო, თამაში ინტერნაციონალურ რელსებზეა შემდგარი, სხვა „ბუდეიკინების“ და მათი დამქაშების, სხვა სოციალური ქსლების და სხვა მოთამაშეების მეშვეობით...

რაც შეეხება ისტორიის დასაწყისში მოყვანილი კატერინელი გოგონას ამბავს, ქვედა კიდურებზე სამართებლით მიყენებული ტრავმების და ბოლო დავალების, ჭეშმარიტი „ლურჯი ვეშაპის“ მიღების შემდეგ, რომელიც ფეხების შეკვრას და ტრანკვილზატორების მთლიანი ყუთის დალევას ეხებოდა - მან მხოლოდ ორი აბი დალია, შემდეგ შეშინდა და ყველაფერი მშობლებს უამბო - შედეგად გადარჩა მოლოდ ერთდღიანი ჰოსპიტალიზაციით. ცოცხალი გადარჩა, ანუ... საბერძნეთის სამართლდამცავების რეაგირება მომენტალური იყო, მსგავსი შემთხვევებისთვის ცხელი ხაზის ნომრის დადებით და ახალი ცირკულარების შემუშავებით. განათლების სამინისტრო პედაგოგთა საინფორმაციო სემინარს გეგმავს, რიგგარეშე შეკრება აქვს გამოცხადებული საბერძნეთის ფსიქიატრთა და ფსიქოლოგთა ასოციაასაც.

როდესაც მსგავს რამეზე წერ, ყოველთვის სიფრთხილეა საჭირო - თემა ორლესული მახვილივითაა და მის წამკითხველ ვინმე თინეიჯერს, ბუდეიკინისეული „გენიალურ“ - ნარცისული ტვინით ან მის მსხვერპლ-მოთამაშის მსგავსი დათრგუნული ფსიქიკით, შესაბამისად მსგავსი თამაშის ეროვნულ დონეზე შექმნის ან მასში მონაწილეობის იდეა მიაწოდო, შესაძლოა. ვიფიქრე ესეც...

მაგრამ, ფენომენი, თუ დაუკვირდებით, ორმხრივია, არაა მხოლოდ პოტენციური „მსხვერპლი“ (რომელიც უამრავია, განსაკუთრებით ქართული, დედათა ემიგრაციის ფონზე - მოზარდები ფსიქიური პრობლემებით), არამედ პოტენციური „ბუდეიკინებიც“ რომლებიც მეტი და მეტი რაოდენობით ჩნდებიან. თამაშებიც მრავალფეროვნდება და სახეს იცვლის - თებერვლის თვიდან მოდაშია „გაიქეცი ან მოკვდი“ - თამაში, რომელიც მოზარდებს აიძულებს (კურატორის ბრძანებით) „წითელზე“, ავტომანქანების მოძრაობისას გადაირბინონ საავტომბილო გზებზე, რაც უფრო ახლოს, მომავალ ავტომანქაანსთან - მით უკეთესი. რუსეთის ელექტრონულ დანაშაულებებთან ბრძოლის სამსახურის ინფორმაციით, 2012 წლის შემდეგ 100 ათასამდე მსგავსი შეტევა და თამაში აქვთ აღკვეთილი!..

ამიტომ, ახალწარმოქმნილ უცხოურ ან შინაურ (რომელიც, დარწმუნებული ვარ, როცა იქნება გამოჩნდება) „ფილიპ ლისებს“ რომ გადავარჩინოთ ჩვენი, თითქმის მარტოდ დატოვებული მოზარდები, მთავარი თერაპიის სახით, ინფორმაციის გავრცელება უნდა გამოვიყენოთ. ინტერნეტმა, მსგავსი საზიზღრობებისგან, თვითვე უნდა ისწავლოს განკურნება - დამალული, გაუთვითცნობიერებელი საქმეებისთვის ხომ „წყნარი სახლი“ არსებობს - თვითმკვლელთა და მათ კურატორთა თავშესაფარი...

და კვლავ ამიტომ, წაიკითხეთ, იფიქრეთ, გაანალიზეთ და შემდეგში, ყველას მოუყევით ამ, შემზარავ მანიპულიანტთა ისტორია, რომლებიც ენერგეტიკული, ემოციური ვამპირებით, მოზარდების გრძნობებით იკვებებიან, ხოლო ვისაც ხელი მიგიწვდებათ, ეცადეთ, რაც შეიძლება ახლოს იყოთ საკუთარ შვილებთან, არ მოაკლოთ არც სითბო და არც კონტაქტი, ეცადეთ, გაერკვეთ მათ რეალურ, სულიერ პრობლემებში, ესაუბროთ და ზომიერად აკონტროლოთ ისინი, განსაკუთრებით საკუთარი სხეულის დაზიანების თვალსაზრისით, მოუყვეთ მათ მოსალოდნელი, მსგავსი საფრთხეების შესახებ და ურჩიეთ, ისწავლონ, იკითხონ და შეიცნონ მეტი - ვინაიდან, 14-15 წლის ასაკში, თუ თავიც ცარიელი გაქვს, მცირედი იმედგაცრუება ან დამცირებაც საკმარისია, რომ „ლურჯ ვეშაპს“ ზურგზე მოახტე და ... „შეცურო“.

P. S. 26 მაისს, როდესაც ეს სტატუსი დაიწერა, პირველი ქართული, გასაჯაროებული შემთხვევა ჯერ არ იყო მომხდარი. 27 მაისს, 12 წლის თბილისელი გოგონა ამ, ან მსგავსი თამაშის კურატორის ბრძანებით, თვითმკვლელობის მიზნით, მე-5 სართულიდან გადახტა და ამჟამად, სხეულის მრავლობითი დაზიანებებით, იაშვილის სახელობის კლინიკაში იმყოფება...

გია კვარაცხელია




 ახალი ამბები
  • თხილის მზარდი ფასი: დღეს, ოზურგეთში, „ბერძნულა“ 7,50 ლარი ღირსბოლო ერთი  კვირის განმავლობაში, ოზურგეთში,  თხილის ფასის  ყოვლდღიური მატება  შეიმჩნევა. დღეს, დილიდან, ერთი  კილოგრამი „ბერძნულა“ შვიდლარნახევრი ღირს, ხოლო „გულშიშველა“ _ ექვსი ლარი. გუშინ ორივე სახეობა 50 თეთრით ნაკლები ღირდა. მოქალაქეებს ის უკვირთ, რომ თუ ზოგ პუნქტში გაუტეხავადაც იბარებენ, ვიზუალის მიხედვით, რატომ ტეხენ ზოგიერთები. _ რა ვქნათ, ჩვენ ხარისხს გულშიც ვაკვირდებით და მხოლოდ გარეგნულ  ეფექტს ვერ დავეყრდნიბით, - გვეუბნებიან თხილის მიმღები პუნქტების ... ...
  • გიორგი გახარია - ძირითადი ამოცანა დღეს არის ვირუსთან ადაპტაცია და თანაცხოვრების სწავლაბოლო პერიოდის განმავლობაში, ჩვენ ინფიცირების ზრდის აშკარა ტენდენცია გვაქვს, თუმცა მდგომარეობა სრულად ექვემდებარება კონტროლს და მართვადია, რაც მთავარია, - ამის შესახებ ს მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.  მისივე თქმით, პირველ ეტაპზე მკაცრი ღონისძიებები და შეზღუდვები, მათ შორის, საგანგებო მდგომარეობა იყო სწორედ იმისთვის, რომ გადარჩენილიყო მოქალაქეების სიცოცხლე და ნაკლები ზიანი დამდგარიყო ეკონომიკისთვის, ვინაიდან, ცოდნა ვირუსთან დაკავშირებით მსოფლიოში საერთოდ არ არსებობდა და დროის მოგება იყო მნიშვნელოვანი.  „ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ შეზღუდვების, მათ შორის ეკონომიკური შეზღუდვების მოხსნასთან ერთად, ინფიცირებულების რაოდენობა გაიზრდებოდა, როგორც სხვაგან ყველგან, მთელ მსოფლიოში. ამიტომ ვამბობდით, ძირითადი ამოცანა არის ვირუსთან ადაპტაცია და თანაცხოვრების სწავლა. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ დღეს ამ ეტაპზე ვიმყოფებით. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ პირველ ეტაპზე მკაცრი ღონისძიებები, „ლოქდაუნები", შეზღუდვები, მათ შორის, საგანგებო მდგომარეობა იყო სწორედ იმიტომ გადაწყვეტილი და მიღებული, რომ გადაგვერჩინა ათეულობით ჩვენი მოქალაქის სიცოცხლე და ნაკლები სოციალურ-ეკონომიკური ზიანი მიგვეყენებინა ეკონომიკისთვის, უბრალოდ იმისთვის, რომ ცოდნა მაშინ მსოფლიოში ვირუსთან დაკავშირებით საერთოდ არ არსებობდა და ჩვენ ვირუსის დროში გავრცელების დრო უნდა მოგვეგო,"- განაცხადა პრემიერმა.  მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველომ ეს დრო მოიგო და ვინაიდან, ახლა როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოში ვირუსთან დაკავშირებით ბევრად უფრო დიდი ცოდნა და გამოცდილება დაგროვდა, ეს არის შესაძლებლობა, რომ ჩვეულებრივად გაგრძელდეს ცხოვრება - გარკვეული წესების დაცვით.  „ჩვენ ეს დრო მოვიგეთ, დღეს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოშიც ვირუსთან დაკავშირებით ცოდნა არის ბევრად უფრო დიდი და მნიშვნელოვანი, რაც გვაძლევს შესაძლებლობას, მიუხედავად მსგავსი ციფრებისა, ჩვეულებრივად გავაგრძელოთ ცხოვრება. ეს ის ცოდნაა, რომელიც ჩვენ დავაგროვეთ ბოლო თვეების განმავლობაში, ეს ის გამოცდილებაა, რომელიც ჩვენ დავაგროვეთ ბოლო თვეების განმავლობაში ვირუსის რისკების მართვით, ვირუსის დროში გავრცელების მართვით, რომელიც დაფასებული და შეფასებული იყო საერთაშორისო დონეზეც და დღეს ჩვენი ძირითადი ამოცანა არის ის, რომ აღვადგინოთ ჩვენი ეკონომიკა, მაქსიმალურად სწრაფად, ისე რომ არ შევუქმნათ რისკი ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობას. რას ნიშნავს ეს, ეს ნიშნავს, რომ დღეს პრიორიტეტი უკვე ხდება ეკონომიკის სწრაფი აღდგენა და ეს შეუძლებელია გარკვეული წესების დაცვის გარეშე. მარტივი წესებია - პირბადე, სოციალური დისტანცია, ელემენტარული ჰიგიენის წესების დაცვა და ა.შ. ეს ის წესებია, რომელსაც ჩვენ ყოველთვის ვამბობდით და დღესაც გავიმეორებთ. ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვისწავლოთ ვირუსთან თანაცხოვრება, საბოლოო ჯამში, სამწუხაროდ, სანამ გლობალურად ვირუსის პრობლემა არ გადაწყდება ვაქცინით ან სხვა საშუალებებით, შეუძლებელი იქნება ცალკე აღებულმა ქვეყანამ ვირუსი დაამარცხოს,"- განაცხადა გიორგი გახარიამ.  მისივე თქმით, მკაცრი შეზღუდვებით არ უნდა დადგეს რისკის ქვეშ ეკონომიკის აღდგენის პროცესი.  „მძიმე შეზღუდვები, პირველ ეტაპზე, მაშინ როდესაც იყო ათეული შემთხვევები და არა მეტი, იყო აუცილებელი პირობა იმისთვის, რომ გადაგვერჩინა ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე და შეგვეჩერებინა ვირუსის დროში გავრცელება, რათა დრო მოგვეგო, უფრო მეტი გვესწავლა, მეტი გამოცდილება მიგვეღო, სისტემა უკეთესად მოგვემზადებინა, რაც შევასრულეთ. ჩვენ არც ერთ შემთხვევაში მკაცრი შეზღუდვებით არ უნდა დავაყენოთ რისკის ქვეშ ეკონომიკის აღდგენის პროცესი, რომელიც ასევე საკმაოდ წარმატებულად მიმდინარეობს," - განაცხადა გიორგი გახარიამ. ... ...
  • უბედური შემთხვევა ქუთაისში _ საქართველოს რკინიგზა განცხადებას ავრცელებსქუთაისში, თაბუკაშილის ქუჩაზე მეცხრე ჩიხში მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის საყრდენი კონსტრუქციის დემონტაჟის დროს მოხდა უბედური შემთხვევა. გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი (ელენტრომონტიორები), დამწვრობა კი მიიღო ერთმა თანამშრომელმა (ასევე ელექტრომონტიორი).  „საქართველოს რკინიგზა“ მწუხარებას გამოთქვამს თანამშრომლების გარდაცვალებისა და დაზიანების გამო. უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით მიმდინარეობს მოკვლევა. კომპანია თანამშრომლობს გამოძიებასთან, რის შედეგადაც დადგინდება შემთხვევის გამომწვევი მიზეზები. მოკვლევაში ჩართულია შრომის უსაფრთხოების სამსახური. ... ...
  • "გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ჰაერში გვახდევინებ ფულს? "„ისე გავიდა მთელი ზაფხული, წყალი, წესიერად კი არა, მგონი, საერთოდ არ გვღირსებია. გრაფიკიო, _ იძახიან. სადაა გრაფიკი. როდის უნდა იყოს ჩვენს ქუჩაზე წყალი მათი გრაფიკის მიხედვით, _ გვითხრან. დილას არაა, შუადღეზე არაა, საღამოს არაა, დღის არც ერთ მონაკვეთში არაა. სამაგიეროდ, ჰაერია ბლომად. ფშუტუნებს მთელი დღის განმავლობაში და მოაქვს, ჩემო ბატონო, ჰაერის ნაკადი უწყვეტად. დახედავ მრიცხველს და ისე გარბის თვალს ვერ მოკრავ. თვის ბოლოს მოდის შეტყობინება ტელეფონზე _ გადახდის ბოლო ვადა. გადასახდელი თანხა არასდროს არაა 12-13 ლარზე ნაკლები და ონკანში კი წყლის ნაცვლად ჰაერი მოდის.გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, გეკითხებით, რაში გვახდევინებთ ფულს, ჰაერში?! _ გვწერს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ნინოშვილის ქუჩაზე მცხოვრები უწყლობით შეწუხებული რამდენიმე ადამიანი. მოსახლეობის პრობლემაზე პასუხის მისაღებად "გურია ნიუსი" გაერთიანებული წყალმომარაგების ჩოხატაურის სერვისცენტრის ხელმძღვანელს იოსებ ცინცაძეს დაუკავშირდა. ცინცაძის თქმით, მოსახლეობის პრობლემას წყლის დებეტი იწვევს. "მრიცხველი რასაც დაწერს, ის უნდა გადაიხადოს აბონენტმა და რაც შეეხება გრაფიკს, წყლის დეფიციტიდან გამომდინარე ვართ ასეთ სიტუაციაში. ჩოხატაურში გვაქვს 10-საათიანი გრაფიკი. როდის მომგმართეს ნინოშვილის ქუჩიდან? რამდენიმე დღის წინ კი იყო პრობლემა. კონკრეტულად მითხარით ვინ არის. მითხარით აბონენტის ნომერი, კონკრეტულად ვის აქვს პრობლემა. იქნებ, მასთანაა მარტო ეს პრობლემა, გავუშვებ ჯგუფს და გამოასწორებენ ან მოვიდეს და გავარკვევ დეტალურად თანხაზეც, ქვითარზეც, რა კითხვებიც ექნება", _ გვითხრა ... ...
  • შემოდგომის ურეკი: „კორონას აქ რა უნდა, მაგნიტური ქვიშის ეშინია“ გურიის ზღვისპირა  კურორტ  ურეკში სრული  იდილია სუფევს.  როგორც ჩვენი მეგობარი ლალი   თავართქილაძე გვატყობინებს,  პლიაჟზე ხალვათობაა. _თუმცა, ნამდვილი ზღვის სეზონი ახლაა.   ბევრმა ბათუმიდან და ქობულეთიდან აქ გადმოინაცვლა.   საოცარი სიმშვიდეა და მზე მწველი არაა,  რაღაცნაირ    მკვეთრ  ოქრო ფერუმარილს აფრქვევს... ზღვა მშვიდზე მშვიდია  და გაყურსული. ძირითადად,  გარეთ ყველა პირბადით  დადის... კორონა?  კორონას აქ რა უნდა? _ ჩვეულ ხუმრობას არ იშლის ქალბატონი  ლალი _ მაგნიტური ქვიშის ეშინია... ჩვენ და  თოლიები ვართ ამ სეზონის უკანასკნელი ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...