მაღლაფერიძე: სიტყვის თავისუფლებას რა აზრი აქვს, თუ ადამიანი ისე დავაფრთხეთ, რომ ხმა ვერ ამოიღო?!

ფეისბუქსტატუსები

მაღლაფერიძე: სიტყვის თავისუფლებას რა აზრი აქვს, თუ ადამიანი ისე დავაფრთხეთ, რომ ხმა ვერ ამოიღო?!

2019 მარ 26 09:52:27

"სულ რაღაც ერთ კვირაში, საქართველოს პირველი არხის თანამშრომლები ჯერ კრემლის აგენტებად შეგვრაცხეს, მერე _ ამერიკის და მასონების! პრემიად ქრისტიანობის, სამშობლოს და გალაქტიკის მტრობაც შეგვეტენა. ეს ამბავი გამოხატვის თავისუფლებაში შეიძლება კი ჯდება, მაგრამ მთლად ვან გოგის მზესუმზირებსაც არ ჰგავს!" _ წერს სოციალურ ქსელში საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი ვასილ მაღლაფერიძე.

მისივე თქმით, "ერთი ჯგუფი თავისუფლების სახელით ლაპარაკს და აზროვნებას გვიკრძალავს, მეორე _ ქრისტიანობის სახელით ჯვარზე გაკვრით" ემუქრებათ:

"წესით, პირველები წესით ვოლტერს უნდა აღიარებდნენ წინამორბედად, ხოლო მეორეები მეორე ლოყის შეშვერას უნდა გვასწავლიდნენ, თუმცა, პირველები გილიოტინას გვპირდებიან, მეორეები კი _ ინკვიზიციის კოცონს! არადა ვოლტერმაც და ქრისტემაც აშკარად სხვა რამ თქვეს!

ერთმანეთს ტოლს არ უდებენ ბრალდებებში და თანაც როგორში, თავის დროზე ციმბირს რომ უკან დაგატოვებინებდა _ ერთი კრემლის აგენტობას გვაბრალებს, მეორე - ამერიკისას! სხვა წვრილ-მსხვილი შეურაცხყოფები მათ სინდისზე იყოს.

კი ბატონო, ეს თვითგამოცხადებული სისულელეები დღეს შეიძლება სასაცილოდ ჩანს, რადგან "დანოსებს" ძველებური ჭრა და გასავალი არა აქვს და დიდიდიდი, ნერვები მოუშალოს რომელიმე დამწყებ ან იქნებ გამოცდილ ჟურნალისტსაც კი, თუმცა, ამ ისტორიაში სევდას ის იწვევს, რომ ცალკეულ ადამიანები ისევ "კომსომოლური" შემართებით წერენ "დანოსებს" და არიგებენ ხალხის მტრის იარლიყებს.

არ მოგეწონა ადამიანის ნათქვამი და აცხადებ კრემლის აგენტად, იმის აგენტად, ამის აგენტად, ქრისტიანობის მტრად, ხალხის მტრად, მხოლოდ იმიტომ, რომ რაღაც თქვა! და ხალხის მტერს როგორ უნდა მოვექცეთ?! ცოტათი ხომ არ დავხვრიტოთ, ან ჩავქოლოთ, ან გავასახლოთ! როგორც ადრე?! სულ ცოტათი...

სიტყვის თავისუფლებას რა აზრი აქვს, თუ ადამიანი ისე დავაფრთხეთ (დავაბულინგეთ!), რომ ხმა ვერ ამოიღო?!

ხალხთა საპყრობილის გისოსებიანი ფანჯრებიდან ევროპა განსაკუთრებით მიმზიდველად სწორედ იქაური მრავალაზრიანობისა და თავისუფლების გამო გამოიყურებოდა და დღეს ცალკეული ნეოკომსომოლებისგან პროდასავლელობის ეგიდით აზრის თავისუფლების შეზღუდვის მცდელობა ისეთივე ნონსენსია, როგორც ქრისტეს სახელით "ყოფის ტირების" მუქარა.

თუ ასე გავაგრძელეთ, ეს ორმხრივი წნეხი (რაც სინამდვილეში ერთი მოვლენის თუ მედლის ორი მხარეა) შეიძლება საბოლოოდ კარგ გამოცდილებადაც კი გამოადგეთ ახალგაზრდა ადამიანებს, რომლებიც ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით უკეთ გაითავისებენ, რომ ადამიანის სიძულვილი არ არის ლიბერალიზმი და ფარისევლობა არ არის ქრისტიანობა!

მაგრამ იმის მისახვედრად, რომ გილიოტინა და კოცონი სწორედ ლიბერალიზმის და ქრისტიანობის წინააღმდეგ მოიგონეს, აუცილებელი არ არის მაინცდამაინც საკუთარი შეცდომების დაშვება, როდესაც უკვე არსებობს დიდი მსოფლიო გამოცდილება კუდიანების დევნის უარყოფითი შედეგების შესახებ.

ჩვენს საზოგადოებას ბევრი პრობლემა აქვს, თუმცა, ყველაზე მეტად თავისუფალი აზროვნების ნაკლებობის, რაც იწვევს ბულინგისკენ მიდრეკილებას! ტოტალურ ბულინგს! დღეს ერთადერთი რისთვისაც წარმატებით გამოიყენება სიტყვის თავისუფლება, არის გინების თავისუფლება და ბულინგის თავისუფლება!

ყველა განსხვავებული მტერია, მოღალატეა! მარტო ტერმინები რად ღირს - კრემლის აგენტი, ამერიკის აგენტი... დანარჩენებს აღარ ვიტყვი.

ეს ცალსახოვნება კლავს თავისუფალ აზროვნებას, დისკუსიის და კამათის კულტურას... რეალურად შეჯიბრია გინებაში. თუმცა, ასე დაუსრულებლად ვერ გაგრძელდება, კაცობრიობამ და განსაკუთრებით ევროპამ გაიარა ეს ეტაპი.

შუასაუკუნეებში ჯადოქრობისთვის წვავდნენ! განა რა ჯადოქრობა უნდა მოეხდინათ იმ საცოდავებს, მაგრამ "დანოსის" საბაბი არ იყო ძნელი მოსაძებნი - ზოგს ხალი ჰქონდა, ზოგიც ცაცია იყო და ახლა კი ჩანს სისულელედ, მაგრამ მაშინ სჯეროდათ ამისი! სტალინის დროსაც სჯეროდათ, რომ კულაკები ხორბალს წამლავდნენ, ზოგს დღესაც სჯერა, რომ ის ხალხი დასახვრეტი იყო... ახლა კი არიან რეაბილიტირებულები ფარატინა ფურცლებზე, მაგრამ რა მერე?! და ჩვენი ისტორიის პატრონებს კიდევ ახალი "დანოსები" გვინდა?!

მწარეა კოცონზე სიკვდილი, მაგრამ შეიძლება კიდევ უფრო მძიმეა, დაბნელებული გონებით რომ უყურებ კოცონს და ფიქრობ, ალბათ, ცოტათი მაინც წაუჯადოქრებდა ეს ადამიანი, თორემ ასე ტყუილად ხომ არ დააბრალებდნენო.

და ვიდრე ასე ფიქრობდა საზოგადოება, შეეძლოთ, მისი ნებისმიერი წევრი შეეკეთებინათ ცეცხლში და ახლა უკვე იგი ეგონებოდათ ჯადოქარი", _ წერს მაღლაფერიძე.




 ახალი ამბები
  • ქუთაისში ხანძარი ლოკალიზებულიაქუთაისში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე ბაზრობაზე ხანძარი ლოკალიზებულია, ამის შესახებ "გურია ნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს.უწყების ინფორმაციით, ამწუთებში მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაობი.ადგილზე მობილიზებულია რვა სახანძრო. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. შეგახსენებთ, ხანძარი დაახლოებით  ერთი სააათის წინ გაჩნდა. ამდრომდე  უცნობია, რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი და რა ოდენობის ზარალი მიადგათ მოვაჭრეებს. მომხდარ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ს 187-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას ... ...
  • ქუთაისის ბაზრობა იწვის_ ადგილზე რვა სახანძრო მუშაობსამ წუთებში ხანძარია ქუთაისში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე ბაზრობაზე. როგორც "გურია ნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს,  ცეცხლი შენობის მეორე სართულს უკიდია. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ადგილზე რვა სახანძრო მუშაობს. ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი და რა ოდენობის  ზარალი მიადგათ ... ...
  • მესტიაში ახალგზარდა მამაკაცის დაჭრის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყომესტიაში ახალგზარდა მამაკაცის დაჭრის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება უკვე დაიწყო, ამის შესახებ "გურია ნიუსს"უწყების პრესსამსახურში განუცხადეს. მათი ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 117-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო. შეგახსენებთ, ინციდენტი სოფელ ჭუბერში რამდენიმე საათის წინ მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცმა თანასოფლელი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა. დაჭრილი ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალშია გადაყვანილი. მედიკოსების შეფასებით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ... ...
  • მესტიაში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესმესტიაში მამაკაცი დაჭრეს. გავრცელებული ინფორმაციით, მას ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით თანასოფლელმა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი ამ დროისთვის ზუგდიდის რეფერალურ ჰოსიტალშია გადაყვანილი. როგორც "გურია ნიუსს" კლინიკაში უთხრეს, პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. "პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ახალგზარდა მამაკაცს აქვს პატარა ჭრილობა მარცხენა ბეჭის არეში". "გურია ნიუსი" შსს დაუკავშირდა. უწყება მომხდარის დეტალებს ამ წუთებში ... ...
  • „კივიან და წივიან სავარაუდო საფრთხეებზე“_ აჭარის ტელევიზიის დირექტორი თანამშრომლებზეაჭარის ტელევიზიის დირექტორმა გიორგი კოხრეიძემ, თანამშრომლებზე, რომლებიც აცხადებენ, რომ მაუწყებელი სარედაქციო დამოუკიდებლობას კარგავს, „რუსთავი 2“-თან განაცხადა, რომ ისინი „კივიან და წივიან სავარაუდო საფრთხეებზე“. "ისინი ყოველთვის სავარაუდო საფრთხეებზე კივიან და წივიან... ორგანიზაცია უნდა მუშაობდეს გამართულად. არავის პიროვნული ინტერესი ჩემი არავის მიმართ არ არის. ყველა ადამიანი გადანაწილდება თანამდებობზე, ისე როგორც საჭიროა. საერთოდ, მე მოადგილეებთან დაკავშირებით მაქვს ჩემი პოზიცია. ისინი იმეორებენ გარკვეულ ფუნქციას და არ არის გამეორება საჭირო,“ - განაცხადა გიორგი ... ...

არქივი

ზაფრანი

„წყალგარეული“ ღვინის მომავალი

სამხრეთ აფრიკელმა მეღვინეებმა ბევრი იფიქრეს,...

ჯონ ლენონის ნივთები დღესაც სარფიანად იყიდება

მას შემდეგ, რაც დიდი ბრიტანელი...

ლუდი გონების სამსახურში

როგორც ამერიკელმა და ახალზელანდიელმა მეცნიერებმა...

ბრიტანელები ჰიტლერის ფოტოებით დაინტერესდნენ

ცოტა ხნის წინ, ამერიკის შეერთებულ...

საუკეთესო თეთრ ღვინოებს შორის

Chateau d'Yquem მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე ...
კარმიდამო ჩემი

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...