"მინიმალური რატომ მიუსაჯეს" _ დეპუტატ წილოსანის კომენტარი "ბახალას" განაჩენზე და დაპირისპირება ფეისბუქში

gurianews.com

ფეისბუქსტატუსები

"მინიმალური რატომ მიუსაჯეს" _ დეპუტატ წილოსანის კომენტარი "ბახალას" განაჩენზე და დაპირისპირება ფეისბუქში

2018 იან 24 16:43:08

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ნინო წილოსანი გიორგი გიორგანაშვილისთვის (ბახალა) 8-წლიანი სასჯელის შეფარდებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ  მისთვის გასაკვირია, რატომ მიუსაჯეს მინიმალური სასჯელი:

„საინტერესო, საოცარი და გენიალური საზოგადოება ვართ და რაც მთავარია ყველაფერში პროფესიონალურად გათვითცნობიერებული.

თან გვიკვირს ნარკომანიის მიმართ რომანტიული განწყობები რატომ არის და ამდენი ნარკოდამოკიდებული რატომ ყავს ქვეყანას...

გავიგეთ ბახალა სახელი და უცბად აჭრიამულდა საზოგადოება, ოღონდ არც კი ვიცით რისთვის მიუსაჯეს 8 წელი... თუ 45 აბუ ( 400 გრამამდე) სუბოტექსი გამოსაზამთრებლად შეიძინა ან ის 843 აბი მძღოლს რომ გამოატანა დიდი მარაგების გასაკეთებლად სჭირდებოდა. მაგრამ არა, ეს შინაარსი ვის აინტერესებს ან კიდევ უარესი თუ დაინტერესდით და მაინც ესეთ ამბავში ხართ...

მე პირადად საწინააღმდეგო კითხვა გამიჩნდა _ წაყენებული მუხლიდან მინიმალური წელი რატომ მიუსაჯეს , მუხლი ხომ 8-20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა?!

P.S და კიდევ, შედარებები რომ მოყავთ სამი კაცის დამჭრელს, ერთი ადამიანის დამჭრელს იგივე როგორ მიესაჯაო, აი აქ ჩანს ზუსტად როგორი რომანტიული დამოკიდებულება გვაქვს ნარკოგამსაღებლების მიმართ და რომ ვერც კი ვაცნობიერებთ იმ სიმძიმეს რასაც ნარკოგამსაღებელი ქვია ...“ _ აღნიშნული მოსაზრება წილოსანმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა, რასაც გამოხმაურებები მოჰყვა.

სოციალური ქსელის მომხარებელია Mariam Paichadze  ჩოხატაურისა და ლანჩხუთის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარ დეპუტატს წერს, რომ რცხვენია, როცა მისნაირ „უსირცხვილო ადამიანს“ ინახავს მისი გადასახადებით.

„ქალბატონო მარიამ, იდენტიფიცირება რომ შეიძლებოდეს თქვენი გადასახადით სავარაუდოდ სხვა დეპუტატებს ინახავთ ალბათ. მე , თქვენგან განსხვავებული მოსაზრებების მქონე ამომრჩეველი მიჭერს მხარს“ - პასუხობს წილოსანი მარიამ პაიჭაძეს.

ამ კომენტარებს ფეისბუქის სხვა მომხმარებლებიც გამოეხმაურნენ:

Waldo V Findme მაგრა გცოდნია როგორ მუშაობს ბიუჯეტი და როგორ მოგდით ხელფასი, ქალბატონო დეპუტატო, აი!

Mariam Paichadze მე მგონი, ლოგიკასთან ვერ მეგობრობთ, ქალბატონო ნინო, თორემ არც ამ სტატუსს დაწერდით და მით უფრო ამ კომენტარს.

არა უშავს. ერთადერთი, რასაც თქვენ და თქვენი მმართველი პარტია წარმატებით ახერხებთ, საკუთარი თავისთვის საფლავის თხრაა, რაშიც დიდი სიამოვნებით დაგეხმარებით, ასე თუ გააგრძელებთ. დროებით.

ისე, მსგავს კომენტარს ნუღარ დაწერთ, მაინც, რჩევად. თუ აღნიშნული სტატუსი უსინდისობაა და არაადამიანობაა, ასეთი კომენტარი ტეხავს ბოლო-ბოლო.

Nino Tsilosani მოდით მარიამ იმათთვის დავწერ ვისაც არ "უტყდება" ნარკოტიკების თემაზე მწვავე გამონათქვამები დქ თქვენ თუ სუსტი გული გაქვთ იქნებ არ წაიკითხოთ, რა ვიცი მაინც ...

Keti Machavariani Nino Tsilosani ქალბატონო ნინო პარლამენტის დეპუტატს მეტი რომ მოეთხოვება ფაქტია. გასაგებია ჩვენ უბრალო მოკვდავებს არ გვჯერა სასამართლოს გადაწყვეტილების მიუკერძოებლობის, მაგრამ თქვენ , კანონმდებელს ,სასამართლოს გადაწყვეტილებაში ეჭვი შეგაქვთ. ბარიგას უწოდებთ ადამიანს , არღვევთ უდანაშაულობის პრეზუმფციას. გიორგი გიორგანაშვილი გასამართლდა როგორც მომხმარებელი. ეს ერთი ამასთან უნდა გითხრათ დადგება დრო როცა გამოაშკარავდება, რომ 2 პოლიციელი, რომელთა ჩვენებსაც ეყრდნობა სასამართლოს გადაწყვეტილება და რომელთა წინააღმდეგ აღძრულია საქმე, არის დამნაშავე და გიორგანაშვილი განთავისუფლდება. თქვენ კი გააგრძელებთ მშვიდად პარლამენტში მოღვაწეობას. სამწუხაროა

 Mariam Paichadze ისევ და ისევ ძალიან ზუსტად გამოიტანეთ ჩემი კომენტარიდან აზრი. გმადლობთ ჩემს გულზე ასეთი გულმოდგინედ ზრუნვისთვის.

Luka Asatiani არ ვედნობით მაგ 2 პოლიციელის მოწმეობას, იმ მარტივი მიზეზის გამო რომ არაერთხელ გაუწირიათ ადამიანები, თუნდაც ბირჟა მაფიის ამბავი გავიხსენოთ, სამარცხვინო გადაწყვეტილებაა, ეს არ არის სამართალი ეს არის კრიმინალი ჩემი აზრით. მინდა რომ თქვენნაირი ცნობიერების ხალხი მოცილდეს ქვეყნის მართველობას.

Nata Gonzalez ქალბატონო ნინო, ისე ხომ არ არის რომ ნარკომანებთან ერთად უინტელექტოების რომანტიზებასაც ვახდენთ და დეპუტატებად ვირჩევთ?

 ნიკა არევაძე 1. თუ ამ საქმის დეტალებში ოდნავ მაინც ერკვევით, გეცოდინებოდათ, რომ ძალიან ბევრი კითხვაა, ერთადერთი ნეიტრალური მოწმე უარყოფს ბრალდების ვერსიას. დარღვევებით ჩატარებულ პროცედურას ეყრდნობა ბრალდება.
2. განაჩენი რომ არსებობს შეძენა-შენახვაზე, ბრალდების მიერ მოთხოვნილი ბრალის შესაბამისად, და პროკურატურამ მხოლოდ საზოგადოების რეაქციის დასაბალანსებლად ჭორი გამოდო და ამას როგორც ფაქტს ისე ახსენებთ ეგ უკიდურესად მიკერძოებული, უდანაშაულობის პრეზუმფციის პირდაპირ დამრღვევი და ცილისმწამებლური განაცხადია.
3. ერთი თვის-თვენახევრის მარაგი ნარკოტიკული საშუალება უფრო დიდ პრობლემად რომ მიგაჩნიათ საზოგადოებისათვის (მაშინ როცა სასამართლო წერდა საზოგადოებისთვის საფრთხის არარსებობაზე), ვიდრე თაზუკას მიერ თითქმის სასიკვდილოდ დაჭრილი ადამიანები (მგონია რეფერირებას ამაზე აკეთებთ), ეგ კიდევ ცალკე დიდი პრობლემაა, კომპეტენტურობასთან ერთად, პიროვნული მახასიათებლების.
4. გეთანხმებით, რომ მართლაც "საინტერესო, საოცარი და გენიალური საზოგადოება" ვართ. სხვა შემთხვევაში, თქვენი მოსაზრებები არჩევნებამდე უნდა გათვალისწინებულიყო.
5. იმედი მაქვს, რომ ეს ქმედება - შეძენა-შენახვისთვის ბრალდებული პირის გამსაღებლად, ბარიგად შერაცხვის მცდელობა უბრალოდ თქვენი პირადი პოზიციაა და იმ მიზნებსვე არ ემსახურება, რასაც პროკურატურის ყვითელი ნიუსი ))

Natia Letodiani როგორი სირცხვილია ამ ქალის პარლამენტში ყოფნა! ჩემი გადასახადებიდან იღებ ხელფასს, ბახალაც გიხდის ასევე ხელფასს და კიდევ ბევრი ბახალასნაირი, რომელთაც ასე ერტი ხელისმოსმით უწოდებთ ნარკომანებს და სასტიკად დასჯისთვის გემეტებათ. აი სწორედ თქვენ რომ ენდობით, იმ პოლიციელების მიმართ არის ძიება დაწყებული და სტატუსის დაწერამდე და "აჭრიამულებამდე" იქნებ ორიოდე სტატია მაიმც წაგეკითხათ ამ თემაზე, ან თქვენი კოლეგა ზოიძესთვის გეკითხათ, დაგეხმარებოდათ! ამიტომ, ქალბატონო დეპუტატო, სანამ საზოგადოებას მიმართავთ და ბახალას და ბევრ მისნაირ უდანაშაულო ადამიანს გამსაღებლად და მომხმარებლად მოიხსენიებთ, კარგი იქნებოდა ოდნავ მეტი გაგვეგო ამ ამბავზე.და კიდევ, ზემოთ გირჩიეს და მეც გეტყვიტ, გრამების დამრგვალებაში და ზოგადად არითმეტიკაში,

Lasha Meskhi საკუთარი პარტიის სტეიტმენტს ასცდით ) ჯობდა ისევ „9 წელი“; „ნაცების დროს მიღებული კანონია და მათ მოკითხეთ“ და აშ.
ნუ რაც დაწერეთ ამას ალბათ ყველაფერი ჯობდა. ნარკომანია, რომ პრობლემაა ამაზე არავინ დავობს! და არავინ ეწევა „ნარკომანიის პროპაგანდას!“ აქ დასჯის პოლიტიკის, ზრუნვით ჩანაცვლებაზეა საუბარი. ხო ეს ყველაფერი კი იმ ფონზე, როცა პარტია, რომელსაც თქვენ წარმოადგენთ არის „ადამიანზე ორიენტირებული“ - სხვათაშორის :)
და კიდევ ერთი, როგორც პოლიტიკოსს ისე გირჩევთ, როცა ხედავთ რომ ათობით ათას ადამიანს სასჯელის ხანგრძლივობაზე და დაკავებულის ბრალეულობაზე აქვს პროტესტი თქვენ ცეცხლზე ნავთი ამ დროს არ უნდა დაასხათ და არ უნდა თქვათ, რომ - მეტი უნდა მიეცათო...

 საბა ბრაჭველი როგორც ჩანს, სტენფორდსა და ოქსფორდში არ ასწავლიან, რა განსხვავებაა ნარკოტიკების პირადი მოხმარების მიზნით შენახვასა (რაც ბრალდებასა და განაჩენში წერია) და გასაღებას შორის .

Luka Asatiani გულწრფელად მრცხვენია ამ ადამიანების, 8 წელი მისცეს ახალგაზრდა ბიჭს 2 პოლიციელის მოწმეობით, არანაირი ვიდეო ან აუდიო მასალა არ წარმოუდგენიათ და რა სამარცხვინო სტატუსს წერს ეს ქალი, მინდა რომ მოცილდნენ ქვეყნის მმართველობას ეს ადამიანები.

Mari Aniko Lortqifanidze შოკირებული ვარ საიდან ოცნებაში ამდნ ეძელა.. ამას გეუბნება უმრავლესობის წევრი და ამ ქვეყანაში რისი იმედი უდა ქგოდეს. ქვეყანა გადაჩეხილია ხალხო უბსკრულში.. გაოგნებული ვარ

 გამომდინარე იქიდან რომ, პოსტი საჯარო იყო ნინო წილოსანს ჩვენც საჯაროდ ვკითხეთ იცნობდა თუ არა გურიის სამხარეო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსის გიგა ჯაფარიძის ისტორიას.

უფრო კონკრეტულად კი დავინტერესდით იწვევდა თუ არა მის გაკვირვებას ის, რომ  "ბარიგობაზე" დაკავებული პოლიციის მაღალჩინოსანი ჯაფარიძე მხოლოდ 3 დღე იჯდა ციხეში და მოსამართლემ 10 000 ლარიანი გირაოთი და 6-წლიანი პირობითი მსჯავრით გარეთ გამოუშვა?

ასევე ვკითხეთ უკვირდა თუ არა, რომ ეს გადაწყვეტილება პროკურატურას არ გაუსაჩივრებია?  ვკითხეთ ისიც, იყო თუ არა ეს გამონაკლისია, რადგან არჩევნებში ხელისუფლებას მისი დახმარება სჭირდებოდა?

უფრო მეტი კონკრეტიკისთვის და იმისთვის, რომ პასუხად „არ ვიცი“ არ მიგვეღო ამ ყველაფერის დამადასტურებელი ლინკიც წარვუდგინეთ, რაზეც დეპუტატმა ასე გვიპასუხა:

„მაინც რომ არ ვიცი ამ ფაქტის შესახებ? და რომ გავიგე იგივეს ვამბობ _  დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა- შენახვა და გასაღება უნდა ისჯებოდეს“.

ამის შემდეგ დეპუტატს კიდევ ერთი შეკითხვა დავუსვით და დავინტერესდით, იცოდა თუ არა აღნიშნული ფაქტის შესახებ მაშინ, როცა გიგა ჯაფარიძე არჩევნებზე ეხმარებოდა.

ამ კითხვაზე ნინო წილოსანს პასუხი არ გაუცია და მხოლოდ ეს დაწერა:

რა საინტერესო მოძრაობაა ატეხილი ჩეს გვერდზე... არც ერთი რატომღაც არ ხართ ჩემს მეგობრებში. აააა გასაგებია, სავარაუდოდ შეხედულებებში გვაქვს სხვაობები..“.

ფეისბუქის მომხმარებლებს არც ეს კომენტარი დაუტოვებიათ უპასუხოდ:

 Natia Letodiani კი ქალბატონო დეპუტატო! თქვენთან "მეგობრობა" უკვე სასჯელია ჩვენთვის, ლბათ იმ საზოგადოებასაც არ ვეკუთვნით, ვისაც თქვენ მიმართავთ ამ სტატუსში, მაგრამ მაინც მოგაგენით და ყველგან მოგაგნებთ, სადაც უსამართლობის პიარს შეეცდებით!

Luka Asatiani ადამიანი გაწირეს მტკიცებულებების გარეშე, დღემდე ვერ გავიგე რატომ არ გადაიღეს დაჭერის ფაქტი ვიდეოთი ან აუდიო ჩანაწერით, სამარცხვინო ადამიანები არიან, ეს ადამიანები უნდა წავიდნენ მმართველობიდან.

Tamara Kochladze უკაცრავად და საზოგადოებას რო დაგვცინით ხომ არ დაგავიწყდათ რომ ამ "გათვითცნობიერებულმა" საზოგადოებამ აგირჩიათ პარლამენტის წევრად? თუმცა თუ არ გახსოვთ ეგეც გასაგებია თქვენი შესაძლებლობებიდან გამომდინარე. ეს საზოგადოება მართავს ამ ქვეყანას და არა თქვენ საიდანღაც ვიღაცის ნაცნობობით ჩამოხეტიალებული. როგორ გგონიათ 4 წელი უფრო მალე გავა თუ 8?


ნახვა: 1177


 ახალი ამბები
  • არასამთავრობო ორგანიზაციები ბესო ქათამაძის ცემის ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენჩვენ, არასამთავრობო ორგანიზაციები და საზოგადოების წევრები, ყურადღებით ვადევნებთ თვალს ოზურგეთში ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების პროცესს და გამოვხატავთ  შეშფოთებას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, ბესიკ ქათამაძის ცემის ფაქტის გამო, _ ნათქვამია განცხადებაში, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილმა ცოტა ხნის წინ გაავრცელა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოში არჩეულ პირებს საზოგადოების წინაშე განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრიათ, ისინი თავიანთი მოქმედებებით უნდა იყვნენ სამაგალითო და მისაბაძი საზოგადოების დანარჩენი წევრებისთვის. „ამ ფონზე განსაკუთრებით საგანგაშოდ მიგვაჩნია ის ფაქტი, რომ მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირს ბრალი აქვს წაყენებული ცემის ან სხვაგვარი ძალადობის გამო. ეს ფაქტი არამხოლოდ ცალკეულ დეპუტატს ან დეპუტატებს უტეხს სახელს, არამედ ზიანს აყენებს მთლიანად საკრებულოს რეპუტაციას. ვიმედოვნებთ, რომ გამოძიება და სასამართლო პროცესი, რომელიც უკვე დაწყებულია, იქნება ეფექტიანი და მოვუწოდებთ მუნიციპალიტეტის საკრებულოს, მიიღოს ქმედითი ზომები მომავალში მსგავსი ფაქტების პრევენციისთვის, რათა საკრებულოს წევრები, განურჩევლად პარტიული კუთვნილებისა, დროსა და ენერგიას ხარჯავდნენ არა პირად ანგარიშსწორებებში, არამედ მოსახლეობის პრობლემების მოგვარეობაში“, _ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს  აწერენ: გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი; დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის ოზურგეთის ოფისი; ინოვაციებისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრი „პროგრესის სახლი“ (ყოფილი ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბი); მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრი MSDC; საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირი; სტუდენტურ-ახალგაზრდული სათათბირო; ფენიქსი 2009; ქალები რეგიონის განვითარებისთვის.  ... ...
  • პარლამენტმა დროებით მთავრობას ნდობა გამოუცხადასაქართველოს პარლამენტმა გარდამავალ მთავრობას მხარი დაუჭირა. 99 მომხრე და 6 წინააღმდეგი, დეპუტატების ხმები ასე გადანაწილდა. მამაუკა ბახტაძის მთავრობას ოპოზიციამ მხარი არ დაუჭირა. მინისტრთა კაბინეტი შემდეგი შემადგენლობით დაიწყებს მუშაობას:პრემიერმინისტრი - მამუკა ბახტაძეეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი - გიორგი ჩერქეზიშვილი ფინანსთა მინისტრი - ნიკოლოზ გაგუა საგარეო საქმეთა მინისტრი - დავით ზალკალიანი განათლებისა და მეცნიერების მინისტრი - მიხეილ ჩხენკელიგარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი - ლევან დავითაშვილითავდაცვის მინისტრი - ლევან იზორიაშინაგან საქმეთა მინისტრი - გიორგი გახარია იუსტიციის მინისტრი - თეა წულუკიანისასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი - კახა კახიშვილი კულტურისა და სპორტის მინისტრი - მიხეილ გიორგაძეოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი - სოზარ სუბარირეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი - მაია ცქიტიშვილიშრომის, ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა მინისტრი - დავით სერგეენკოსახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში - ქეთევან ციხელაშვილი. კენჭისყრის დაწყებამდე საპარლამენტო ტრიბუნიდან განცხადებებს კომიტეტების, ფრაქციების, უმცირესობის და უმრავლესობის წარმომადგენლები აკეთებდნენ. რიგგარეშე სესია დღეს მამუკა ბახტაძის სიტყვით გამოსვლით დაიწყო, რის შემდეგაც პროცესი კითხვა- პასუხის რეჟიმში ... ...
  • მოშიმშილე "ნაციონალებს" ვიდეოკამერები დაუმონტაჟესოზურგეთის საკრებულოს მისაღებში ვიდეოკამარები ცოტა ხნის წინ დაამონტაჟეს. როგორც გვითხრეს, ამის მიზეზი მოშიმშილე დეპუტატები არიან: _ გვითხრეს, რომ კამერები ჩვენივე უსაფრთხოებისთვის დააყენეს, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა დავით მჟვანაძემ. შეგახსენებთ, რომ დეპუტატები ბესო ქათამაძის ცემაში მონაწილე პირების დასჯის მოთხოვნით მესამე დღეა შიმშილობენ. დღეს მათ ფოთელი კოლეგა დარეჯან ცხვიტარიაც ... ...
  • ოზურგეთელ მოშიმშილე "ნაციონალებს" ფოთელი კოლეგა შეუერთდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მოშიმშილე დეპუტატებს დავით მჟავანაძეს და ბესო ქათამაძეს ფოთელი კოლეგა დარეჯან ცხვიტარია შეურთდა. ცხვიტარია იზიარებს მჟავანაძის და ქათამაძის მოთხოვნას და ყველა იმ პირის დასჯას ითხოვს, რომლებმაც ბესო ქათამაძის ცემაში მიიღეს მონაწილეობა. შეგახსენებთ, რომ მჟავანაძე და ქათამაძე მეასამე დღეა შიმშილობენ. მათთან ერთად საკრებულოს წევრი თორნიკე გოგუაძეც შიმშილობდა, თუმცა, ის შეუძლოდ გახდა და როგორც მჟავანაძემ გვითხრა, მოგვიანებით ... ...
  • გაიმართება თუ არა რიგგარეშე სხდომა 21 ივნისს ჯერჯერობით, უცნობია გაიმართება თუ არა 21 ივნისს რიგგარეშე სხდომა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში _ ამის შესახებ კომენტარი “გურია ნიუსთან“ საკრებულოს თამჯდომარის მოადგილემ გიორგი ღურჯუმელიძემ გააკეთა. “18 ივნისს შემოვიდა წერილი საკრებულოში. როგორც არაერთხელ აღვნიშნე, ვამზადებთ პასუხს და  კანონით გათვალისწინებული ვადების დაცვით ეცნობება ფრაქცია “ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებს“, _ გვითხრა გიორგი ღურჯუმელიძემ. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ბესო ქათამაძე ამბობს, საკრებულო გუბერნიასთან გადის კონსულტაციებს, თუ რა პასუხი უნდა გაგვცეს საკრებულომ ჩატარდება თუ არა ხვალ რიგგარეშე სხდომა. “ეს ინფორმაცია არ შეესაბამება  სიმართლეს“, _ ამბობს ჩვენთან საუბრის დროს საკრებულოს თავმჯდომარის ... ...

არქივი

ზაფრანი

ლურჯი ადამიანი

კალიფორნიელი პოლ კარასონი გალურჯდა მას...

დედამიწის ზედაპირზე ოქროს გაჩენის საიდუმლო

ამერიკელი  მეცნიერების აზრით, ოქრო დედამიწის...

„თამამი და ჭირვეული“ ზოდიაქოს ნიშნები

არსებობობენ ადამიანები, რომლებსაც უბრალოდ არ...

ფეხით სიარული ტვინის მუშაობას აუმჯობესებს

ამერიკელი მკვლევარების ჯგუფმა ჰაილენდსის უნივერსიტეტიდან...

რომელია თქვენი ფერი ზოდიაქოს მიხედვით

ვერძი ზოდიაქოს ამ ნიშანს შეესაბამება...

რა მუსიკას უსმენენ ნიჭიერი ბავშვები

ბრიტანელი მეცნიერების კვლევის შედეგად დადგინდა,...
კარმიდამო ჩემი

ალოეს სამკურნალო თვისებები

შესაძლოა, ალოეს დადებითი თვისებების შესახებ...

როგორ აღვიდგინოთ მხედველობა ნივრის დახმარებით

დროთა განმავლობაში, ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა...

რატომ არ უნდა აადუღოთ წყალი ხელმეორედ

ფილმის ყურებაში ისე გაერთეთ, რომ...

"უთვალავ საქმეთაგან, სახარების გადაწერაა შვება"

ჩვენი სტატიის გმირი მრავალმხრივი ნიჭით...

როგორ ვებრძოლოთ პირუტყვის კანქვეშა ბორას

ზაფხულის პერიოდში განსაკუთრებით, მსხვილფეხა რქოსანი...

მეფუტკრის კალენდარი _ მაისი და ივნისი

მაისის შუა რიცხვებიდან დგება დიდი...

ქართული ზამბახი დედამიწის ზურგზე ერთადერთია

ქართული ზამბახის ყვავილის წარმტაცი სილამაზე,...

მოვამზადოთ ჭინჭრის წუნწუხი

გაზაფხულზე ჩვენს ბოსტნებში, უამრავ სამუშაოსთან...

კენკროვნების კერკი

სხვადასხვა კენკროვნების, ასევე, კურკოვანებისგანაც მოვამზადოთ...

როგორ ავიცილოთ თავიდან გრიპი და ვირუსები

საზოგადოებისთვის გრიპი და გავრცელებული ვირუსები...

მარტო კაცის დიდი მეურნეობის სავიზიტო ბარათი იხვისა და ბატის ფერმაა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ სუფსის მკვიდრი...