"მიშა შენ არ ხარ მხოლოდ პოლიტიკური მეძავი, სულმდაბალი და ფსიქიკაშერყეული გვამი ხარ" _ ხოფერია

ფეისბუქსტატუსები

"მიშა შენ არ ხარ მხოლოდ პოლიტიკური მეძავი, სულმდაბალი და ფსიქიკაშერყეული გვამი ხარ" _ ხოფერია

2018 ოქტ 27 12:40:10

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში ავღანეთში მოღვაწე ქართველი ბიჭების შესახებ ემოციურ პოსტს აქვეყნებს. პოსტში ხათუნა ხოფერია მიხეილ სააკაშვილის მიერ საარჩევნო ბიულეტენის გამოტანის ფაქტს აფასებს. როგორც ხოფერია ამბობს, ავღანეთში მებრძოლმა ბიჭებმა ძალიან განიცადეს, როცა ერთ-ერთი მათგანის მიერ გადაღებული ბიულეტენის ფოტო ნახეს.

“ავღანეთი

25.10.2018 წელი
ისინი მწყობრად მოდიოდნენ ხმის მისაცემად.
“მადლობა, რომ ჩამოხვედით!”
“წარმატებებს გისურვებთ”
“ვემსახურები საქართველოს”
დინჯად, დაბალ ხმაზე გვეუბნებოდნენ ამ მოკლე ფრაზებს, ყუთში აგდებდნენ ბიულეტინს და მიდიოდნენ… მიდიოდნენ სხვების სიცოცხლის გადასარჩენად, სიკვდილისთვის თვალებში ჩახედვის ფასად!
ისინი საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარსარდალს ირჩევდნენ!
ისინი, უბრალოდ, ასრულებდნენ მოქალაქეობრივ ვალს… სიკვდილთან ბრძოლის შუალედში….
ჰო და, მინდა გკითხო შენ, ყოფილო მთავარსარდალო, სინდისი საერთოდ არ გაქვს?
ასე რამ დაგცა ზნეობრივად, რომ ამ ბიჭებიდან ერთ-ერთის (800-დან ერთის) ჩუმად, “ვიღაცის” თხოვნით გადაღებული, 5-იან შემოხაზული ბიულეტენი გამოაფრიალე და ჯერარგახსნილი, ჯერარდათვლილი არჩევანის შედეგი მოიტყვილე!
იცი, როგორ განიცადეს მებრძოლებმა? იცი, რომ პირველი რაც იკითხეს, რომელმა ჩვენგანმა იკადრა ფოტოს გადაღებაო? იცი, რომ შენს მაგივრად ბოდიში მოიხადეს?!
არა, არ იცი და არც გაინტერესებს! გკიდია! ისევე, როგორც გეკიდა ლიახვის ხეობაში მოკლული და მიყრილი ჩვენი შვილები… ჰო, შენი და ჩემი… ჩვენი შვილები… გეკიდა მაშინ, როცა რუსთაველზე მთავარსარდლობდი ბუქნვა-გუნდრუკით, ისინი კი ჩვენს მოხუც პატრიარქს გამოყავდა დასატირებლად…
მიშა, შენ არ ხარ მხოლოდ ავანტიურისტი და პოლიტიკური მეძავი. შენ მატყუარა, სულმდაბალი, ფსიქიკაშერყეული გვამი ხარ!
აფსუს, რა პატარა კაცი ყოფილყარ!
აფსუს, საქართველოს ყოფილო მთავარსარდალო!…
ავღანეთში ჩატარებული არჩევნების მასალები გაიხსნება ხვალ, 28 ოქტომბერს, 20-00 საათზე! 
მიუხედავად იმისა, რა შედეგი დაფიქსირდება, მადლობა ყველა ჯარისკაცს, მადლობა ყველა მებრძოლს, მადლობა ამ საამაყო ერისშვილებს! 
ღმერთი თქვენკენ, ბიჭებო!
ნეტავი მას, ვისაც თქვენსავით ამაყად, თავაწეულს აქვს უფლება თქვას – ვემსახურები საქართველოს!
ხათუნა ხოფერია
26.10.2018 წელი
ავღანეთი მაზარი-შარიფი.”– წერს ხათუნა ხოფერია.

შეგახსენებთ, ავღანეთში მყოფი ქართული საჯარისო ნაწილისთვის საპრეზიდენტო არჩევნები 25ოქტომბერს ჩატარდა.




 ახალი ამბები
  • "იმენნა" რუსი ტურისტების შემოსვლა მნიშვნელოვანია" _ ივანიშვილი"იმენნა" რუსი ტურისტების შემოსვლა მნიშვნელოვანია - ეს განცხადება, ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა. ქართული ოცნების" ლიდერი, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოთხოვნას გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ საქართველოში რუსეთის მოქალაქეებს საფრთხე ემუქრებათ და თუ საქართველოს ხელისუფლება რუსოფობიის წინააღმდეგ ზომებს მიიღებს, ავიამიმოსვლის აკრძალვა გადაიხედება. ივანიშვილის თქმით, საქართველოს 20% რუსეთის მიერაა ოკუპირებული, მაგრამ "ჩვენ ჩვენები უნდა გავასამართლოთ." "იმის მსურველი, რომ რუსული ბაზარი დაიკეტოს არის ქვეყნის მტერი, საერთოდ ვაჭრობა უნდა შეწყდეს ესეც არის მტრები. რაც შეეხება ეკონომიკას, პოლიტიკურადაც ის, რომ რუსი ტურისტი ჩამოდის იმ ძირითად პრობლემას, რასაც ჰქვია ოკუპაცია, რაშიც ლომის წვლილი "ნაციონალურ მოძრაობას" აქვს, მათ მოახერხეს, ისინი შემოუძღვნენ რუსულ ჯარს, დღესაც ასე უნდათ - ტურისტი კი არ უნდათ შემოვიდეს, უნდათ ჯარისკაცი  შემოვიდეს რუსეთის. რომ არა მათი დაუდევრობა, ღალატი, რუსის ჯარი ვერ შემოვიდოდა 2008 წელს. ის არ იფიქროთ, რომ მე ვამართლებ რუსული ჯარის შემოსვლას საქართველოში, ამას არანაირი გამართლება არ აქვს, ჩვენ ყველანი "ქართული ოცნებიდან" ვიყენებთ ტერმინს, რომ 20% ოკუპირებულია, მაგრამ ჩვენ, ჩვენები უნდა გავასამართლოთ, როცა გულზე აწერიათ "არა ოკუპაციას" პასუხი უნდა მოსთხოვონ „ნაციონალურ მოძრაობას." ის, რომ ტურისტი შემოდის რუსი, "იმენნა" რუსი საქართველოში, ის რომ ვაჭრობა გვქონდეს ეს არის მნიშვნელოვანი საფუძველი იმისა, რომ პოლიტიკოსების დაშვებული შეცდომა აღვადგინოთ, სახალხო დიპლომატია, რასაც ტურიზმი აკეთებს, ვაჭრობა - ეს ყველაფერი არის იმისთვის, რომ ნორმალური ურთიერთობა აღვადგინოთ,"-აცხადებს ბიძინა ... ...
  • შინაგან საქმეთა სამინისტროში ბრიფინგი გაიმართებაშინაგან საქმეთა სამინისტროში ბრიგინგი დაინიშნა. ბრიფინგი 14:00 საათზე გაიმართება. ამ ეტაპზე უცნობია რა თემაზე იქნება საუბარი ბრიფინგი. თუმცა სავარაუდოდ განცხადება 20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებაზე ... ...
  • ბიძინა ივანიშვილი - ირაკლი კობახიძე გუნდს გადაეფარა ირაკლი კობახიძემ შეხედა არსებულ სიტუაციას, ის გადაეფარა გუნდს, გადაეფარა სიტუაციას და დატოვა მანდატი, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, ირაკლი კობახიძეს არავითარი დანაშაული არ ჩაუდენია. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოახერხა აჟიტირება ამ სიტუაციის. შეცდომა იყო ის, როდესაც ჩაჯდა სპიკერის სავარძელში, ეს იყო პროტოკოლური შეცდომა, რაც პროტოკოლში არ ეწერა, მაგრამ ეს არ იყო კობახიძის შეცდომა. მოხერხდა და მოხდა ეს დარღვევა, ამას მოჰყვა ობიექტური აღშფოთება საზოგადოების. კობახიძემ შეხედა არსებულ სიტუაციას, ის გადაეფარა გუნდს, გადაეფარა სიტუაციას და დატოვა მანდატი. ასეა დაკომპლექტებული ჩვენი გუნდი, ასეთია გახარიაც. კიდევ უფრო მაგარი კაცია გახარია, გახარია თანამდებობაზე საერთოდ არ იომებს. გახარიას გადადგომა დღეს სურს „ნაციონალურ მოძრაობას“, ეს ნიშნავს იმას, რომ ხვალ მოადგებიან პარლამენტს და პოლიცია აღარ უდნა დახვდეთ იქ, მოძალადეები უნდა შევიდეს პარლამენტში. ის, რომ ლეგიტიმური იყო პოლიციის ქმედება, მთელმა მსოფლიომ აღიარა. რატომ უნდა გადაგდეს გახარია, „ნაცებს“ უნდათ მარტო, რადგან ძალის გარეშე ისინი ხელისუფლებაში ვერ მოვლენ, მაგრამ გარწმუნებთ, ვერც ძალით ვერ მოვლენ“, – განაცხადა ბიძინა ... ...
  • "სად გაიზარდე, შვილო, დაწყნარდი, ნუ უზრდელობ" _ ივანიშვილი ჟურნალისტს"შვილო დაწყნარდი, ნუ უზრდელობ"- ასე მიმართა ,,ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებს, 20 ივნისის ღამეს, ძალის გამოყენების ლეგიტიმურობისა და ე.წ. ნარინჯისფერი ტყვიების გამოყენებასთან დაკავშირებულ კითხვებზე. ივანიშვილმა ჟურნალისტს კოლეგის პატივისცემისკენ მოუწოდა. "სად გაიზარდე შვილო... კოლეგას მაინც ეცით პატივი, კითხვაზე მაპასუხებინე, კითხვა დასვა,"-მიმართა ივანიშვილმა ერთ-ერთ ... ...
  • ბიძინა ივანიშვილი - გიორგი გახარიას პასუხისმგებლობაზე კითხვები არ ისმის არსაიდანშინაგან საქმეთა მინისტრის პასუხისმგებლობაზე კითხვები არ არსებობს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ბათუმში, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა განუცხადა. მისივე თქმით, 20-21 ივნისის ღამეს ლეგიტიმურად იყო ძალა გამოყენებული დემონსტრანტების წინააღმდეგ. „200 კაცს აღმოსავლეთში აგროვებენ და 200 დასავლეთში უყრიან თავს. ამით იმის თქმა მინდა, რომ ხალხი ბრძენია და ყველაფერს ამჩნევს. 21 ივნისიდან მოყოლებული ოპოზიცია, „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი დამქაშები, „ევროპული საქართველო“ თუ პატარა პარტიები, მასთან ასოცირებულები, დაჟინებით ითხოვენ გახარიას გადადგომას. არც ვაშინგტონში და არც ევროპაში, სადაც ნახეს ეს კადრები, არსად კითხვა არ აღიძრა ძალის გამოყენების ლეგიტიმაციაზე. ლეგიტიმური ძალა იყო გამოყენებული და არავის კითხვა არ აქვს. ლეგიტიმაციაზე კითხვა რომ აღძრულიყო, ამ შემთხვევაში დადგებოდა შინაგან საქმეთა მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხი. არსაიდან ამის მსგავსი კითხვა არ ისმის - არც ევროპაში, არც ელჩებთან, ვიცი ვაშინგტონის პოზიციაც. შესაბამისად, შინაგან საქმეთა მინისტრის პასუხისმგებლობაზე კითხვა არ არსებობს“, _ განაცხადა ... ...

არქივი

ზაფრანი

ახალგაზრდობის შენარჩუნებისთვის

ჰარვარდის უნივერსიტეტის ექიმები, დევიდ სინკლერის...

ქსოვა სტრესს ხსნის

ექიმები ქსოვას ნამდვილ წამალს უწოდებენ,...

რაზე მეტყველებს ადამიანის ნაწერი

სპირალი, წრეები - სხვების პრობლემები...

რა უნდათ ქალებს მამაკაცებისაგან?

მამაკაცები ხშირად ამბობენ, რომ ვერ...

კითხვები, რომელიც აფრთხობს მამაკაცს

მამაკაცები მეტად მგრძნობიარე და ადვილად...

ქალმა არ მოინდომოს თორემ...

ძალიან ბევრი ფიქრობს, რომ ქალმა...
კარმიდამო ჩემი

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...