მოზარდების თვალით დანახული „დიდები“


ფეისბუქსტატუსები

მოზარდების თვალით დანახული „დიდები“

25 ოქტ. 2019, 14:47:53

ფსიქოკონსულტანტი გიორგი დონაძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს სტატუსს, სადაც მოზარდების თვალით დანახულ უფროსებს ეხება.

„ძვირფასო მშობლებო და საზოგადოებავ!

მე მოზარდი ვარ. ზოგჯერ საკუთარ ძალებს ვცდი, გამოუცდელობით ხან კარგად გამომდის და ხან _ ცუდად. მერე ძალიან განვიცდი, გამოუცდელობით ხან კარგად გამომდის და ხან _ ცუდად. მერე ძალიან განვიცდი. მგონია, რომ ყველაზე ცუდი ვარ. ამის შესახებ ვერავის ვუყვები, რადგან მხარდაჭერის იმედი არ მაქვს. სხვები ეტყობა ჩემზე ყოჩაღები არიან, ყველაფერი კარგად აქვთ, თუმცა, შეიძლება მათაც ეშინიათ და უბრალოდ, კარგად ნიღბავენ.

ჩემო ძვირფასო მშობლებო, თქვენთვის გამხელისაც მეშინია. სულ გეკამათებით, მაგრამ ყველაზე ძალიან იმის მეშინია, რომ იმედები არ გაგიცრუოთ. თქვენ ხომ ყველაფერს აკეთებთ იმისთვის, რომ იდეალური შვილი გყავდეთ, საუკეთესო მომავლით. მე კი ჩვეულებრივი ვარ, ზოგჯერ ცუდიც. შეცდომებით და წინააღმდეგობებით სავსე. ხან ვსულელობ, ხან ვდიდობ და ხან მინდა, რომ უბრალოდ, არაფრისთვის გულში ჩამიკრათ და მითხრათ, რომ ყოველთვის გეყვარებით, მხარს დამიჭერთ და არასდროს მკრავთ ხელს, ჭკუასაც დამარიგებთ და ერთად მოვიფიქრებთ გამოსავალს მაშინ, როდესაც წარმოდგენა არ მაქვს როგორ მოვიქცე. მე იმ მომენტში შეიძლება შეგეპასუხოთ და გითხრათ, რომ მე უკეთ ვიცი ჩემი საქმე, მაგრამ, იმ დღეს თუ არა, ოდესმე აუცილებლად გეტყვით თუ რა მადლიერი ვარ თქვენი, რომ მაშინ თქვენმა სიტყვამ უბრალოდ გადამარჩინა!

ძვირფასო საზოგადოებავ, ძალიან მეშინია მე თქვენი. ყოველთვის მზად ხართ ნებისმიერი შეცდომის გამო ჩაქოლოთ ადამიანი. გაასამართლოთ ლინჩის წესით, ისე რომ არც დაინტერესდეთ ასე რატომ მოიქცა, ან რას განიცდის მაშინ, როდესაც ასე შეუწყნარებლად ლანძღავთ, როგორ უცემს გული!

არადა, ისიც ხომ ადამიანია, ისიც გრძნობს და მასაც ტკივა. ზოგჯერ წარმოვიდგენ, თქვენ რომ იცოდეთ, რეებზე მეფიქრება, ალბათ, მართლა ჩამქოლავდით. თქვენ ხომ მხოლოდ სწორი ფიქრები გაქვთ.

არადა, ამ ლანძღვის ნაცვლად ზოგჯერ ჩვეულებრივი, შეცდომების დამშვები ადამიანების ადგილზე რომ წარმოიდგინოთ თავი და იფიქროთ, როგორ დავეხმაროთ ერთმანეთსო უკეთესი არ იქნება ნეტავ? მაშინ მეც აღარ შემეშინდება თქვენი და აგრესიულად აღარ დავიწყებ თავის დაცვას.

მე ასეთი არასდროს გავხდები, თუ გავიზარდე, რამეს მოვიფიქრებ ჩემნაირი შეშინებული მოზარდებისთვის, სადაც მიიღებენ, მოუსმენენ, არ გარიყავენ და ეტყვიან, რომ ესეც გაივლის“.




 ახალი ამბები
  • Anti-Facebook პლატფორმა MeWe პოპულარული ხდებამთელ მსოფლიოში ადამიანები ტოვებენ Facebook- სა და Twitter- ს, ხოლო  უკმაყოფილო მომხმარებლების შედეგად დღითიდღე იზრდება სოციალურ ქსელ MeWe-ს მომხმარებელთა რაოდენობა. როგორც ბიზნეს ტექნოლოგიების სააგენტო zdnet იუწყება, სოციალური გიგანტების მომხმარებლები იღლებიან კონფიდენციალურობის შესახებ დაუღალავი დარღვევებით, პოლიტიკური მიკერძოებით და ამ კომპანიების მიერ newsfeed-ის მანიპულირებით. ლოს-ანჯელესში დაფუძნებული სოციალური მედიის ქსელი MeWe, ამჟამად Google Play Store- ში არის No1 გადმოწერილი სოციალური აპლიკაცია. პირველმა "ანტი-ფეისბუქმა" პლატფორმამ ბოლო კვირის განმავლობაში 2.5 მილიონი ახალი წევრი შეიძინა. MeWe-ს განცხადებაში ნათქვამია, რომ ის არ აგროვებს მონაცემებს მისი მომხმარებლების შესახებ და შეიცავს კონფიდენციალურობის უფლებების შესახებ ... ...
  • სენაკში, კლინიკა "სენა-მედში" 2 პაციენტი გარდაიცვალასენაკში, კლინიკა "სენა-მედში" კორონავირუსით 2 პაციენტი გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი სენაკის მკვიდრი, 65 წლის მამაკაცია. რაც შეეხება მეორე პაციენტს, ის 77 წლის ქალბატონია ... ...
  • "გირჩი" პარტიებთან კონსულტაციებს "მოქალაქეების" გარეშე გააგრძელებს"გირჩი" პოლიტიკურ კონსულტაციებს სხვადასხვა პარტიასთან "მოქალაქეების" და ალეკო ელისაშვილის გარეშე გამართავს, - ამის შესახებ "გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა.  მისი თქმით, გირჩი ემიჯნება ალეკო ელისაშვილს იმ ინციდენტის გამო, რომელიც 19 იანვრის "ღამის კურიერის" ეთერში მამუკა ხაზარაძესა და ალეკო ელისაშვილს შორის მოხდა.  "ჩვენ ბატონ ხაზარაძეს და, ზოგადად, "ლელოს" განვიხილავთ, როგორც ჩვენს პოტენციურ პარტნიორებს. საერთოდ მიუღებელია ასეთი დამოკიდებულება, ყველანაირად ვემიჯნებით ამას და, პირიქით, გვინდა გავაგრძელოთ დისკუსია ჩვენს ყველა იმ კოლეგასთან, ვისაც აქვს სურვილი, რომ მოლაპარაკება წარმატებით დასრულდეს. მე რთულად წარმომიდგენია, რომ ჩვენ და "მოქალაქეები" ერთად მივიდეთ ბატონ მამუკასთან. მეტიც, ეს მოლაპარაკება ჩვენ დავიწყეთ "მოქალაქეებს" რომ პირველად შევხვდით. თვითონ ის იდეა, რომ ჩვენ და მოქალაქეები, რომლებიც დანარჩენ ოპოზიციასთან მხარე ვხდებით, არ არის სწორი. ჩვენ მართლა გვინდოდა, რომ ყველა გაგვეერთიანებინა, მათ შორის, "მოქალაქეები", თუმცა, გუშინდელი დღის შემდეგ არ მგონია, რომ ეს რეალისტური იყოს,"-განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.  შეგახსენებთ, რომ 19 იანვრის "ღამის კურიერის" ეთერში "ლელოს" თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე და "მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილი ერთმანეთს ... ...
  • გუდაური-კობის მონაკვეთზე, ზავავსაშიშროების გამო მოძრაობა ისევ აკრძალულიასაავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის გზის მონაკვეთზე, როგორც გუდაურიდან, ასევე კობიდან გზის გაწმენდითი სამუშაოები მეორე დღეა, ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება. „გზის ძირითადი ნაწილი უკვე გაწმენდილია, რჩება მხოლოდ სამი კილომეტრი (კმ99-კმ101), საიდაც 101-ე კილომეტრზე ზვავსაშიშროება ნარჩუნდება და გაწმენდითი სამუშაოების დაწყება აღნიშნულ ერთ კილომეტრზე ჯერ ვერ ხერხდება“, – აცხადებენ უწყებაში. გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ ზვავსაშიშროების რეჟიმის მოხსნისთანავე, ამ მონაკვეთზეც დაიწყება გაწმენდითი სამუშაოები და ავტოტრანსპორტის მოძრაობა უმოკლეს ვადებში აღდგება. გუდაური-კობის მონაკვეთზე, ზავავსაშიშროების გამო მოძრაობა 11 იანვრიდანაა ... ...
  • სერგო ჩიხლაძე - ალეკო ელისაშვილი ჩვენთვის საინტერესო აღარ არის"ალეკო ელისაშვილი ჩვენთვის საინტერესო აღარ არის, არც პიროვნულად და  არც მისი პოლიტიკური აქტივობაა საინტერესო. როგორც ჩანს, ის არ იზიარებს  იმ პრინციპებს, რომლის გარშემოც ოპოზიციური პარტიები გაერთიანებული ვართ. მას შეუძლია, თავისი ცალკე გზა აირჩიოს. თუ ადამიანი არც ერთ პრინციპს არ იზიარებს, შესაბამისად, ვერც იქნება ამ ოპოზიციის წევრი“, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, სერგო ჩიხლაძემ განაცხადა. ჟურნალისტის კითხვაზე: „უნდა ესწრებოდეს თუ არა ალეკო ელისაშვილი ოპოზიციის შეხვედრებს“, ჩიხლაძემ აღნიშნა, რომ ელისაშვილს თავად აღარ სურს ამ შეხვედრებში მონაწილეობის მიღება. „მას აღარ უნდა დასწრება. მე კიარ ვწყვეტ, თვითონ არ სურს მონაწილეობა ამ პროცესში, იყოს ცალკე და ნუღარ აზიანებს სხვებს. მეტ კომენტარს აღარ ვაკეთებთ ელისაშვილზე. ის საერთოდ არ არის ჩვენთვის საინტერესო. ეს არის ერთი ადამიანის პოზიცია, რომელიც არ ეთანხმება ჩვენს პრინციპებს, წავიდეს თავის გზაზე. ის, რაც გააკეთა, თავად აზიანებს. ყველა პარტიას თავს ესხმის“, – განაცხადა ჩიხლაძემ. რაც შეეხება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების საკითხებს, ჩიხლაძე აცხადებს, რომ მათი პოზიცია არ შეცვლილა და ამ კუთხით ოპოზიცია კვლავაც ერთიანია. „ოპოზიციის გეგმა ცნობილია. ჩვენ შეთანხმებულები ვართ, რაც ეხება მოლაპარაკების საკითხებს, ხელისუფლებასთან ურთიერთობას, ბოიკოტის საკითხებს. ამ საკითხებზე ვართ ერთიანები. ჩვენი პოზიცია არ შეცვლილა. თუ რამე შეიცვლება, დავსხდებით და დავგეგმავთ სხვა სტრატეგიას. ორი და სამი ადამიანის შესვლა კიდევ ვიმეორებ, არ წყვეტს არაფერს. ბატონი ინჯია შევიდა თავის სამ კაცთან ერთად რამე შეიცვალა? ოპოზიციაში რამე შეიცვალა? ან ხელისუფლებაში რამე შეიცვალა. იგივე იქნება. ჯერჯერობით ველოდებით მოლაპარაკებებს თუ შედგება. ჩვენი პოზიციები უცვლელია“, – აღნიშნა ჩიხლაძემ. „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი ასევე გამოეხმაურა „ლელოს“ ლიდერის მამუკა ხაზარაძის ფეისბუქპოსტს, სადაც ის აღნიშნავს, რომ პოლიტიკაზე ან რამე საქმეზე ვიდრე დაიწყებენ საუბარს, ჯერ წესებზე უნდა მოხდეს შეთანხმება. მისივე თქმით, პოლიტიკა ბინძური იქნება იქამდე, ვიდრე ველი არ გაიწმინდება. სერგო ჩიხლაძე ამ საკითხზე კომენტირებისას აცხადებს, რომ სწორედ ეს არის ახალი პოლიტიკური ცენტრი შეიქმნის მიზანი, რომ პოლიტიკურ ველზე ახალი, სუფთა ადამიანები გამოჩნდნენ. „პოლიტიკური დიახაც უნდა გაიწმინდოს. ამიტომაც ჩამოყალიბდა „სტრატეგია აღმაშენებელი“, რომ ახალი პოლიტიკური ცენტრი შეიქმნას. ახალი ადამიანები სუფთა ადამიანები გამოჩდნენ, უღირსი ადამიანები აკეთებს უღირს პოლიტიკას, მდაბიო- მდაბიო პოლიტიკას. ჩვენ გვინდა, რომ ეს გავაკეთილშობილოთ და რა თქმა უნდა, უღირსი ადამიანების ადგილი არც პოლიტიკაში და არც საჯარო სივრცეში არააა“, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ. პირველ რიგში, გუშინ განვაცხადეთ, რომ ელისაშვილზე და მის პარტიაზე აღარ ვაკეთებთ კომენტარს. ეს ადამიანი ჩვენთვის საინტერესო აღარ არის არც პიროვნულად და  არც მისი პოლიტიკური აქტივობაა საინტერესო. როგორც ჩანს, ის არ იზიარებს  იმ პრინციპებს, რომლის გარშემოც ოპოზიციური პარტიები გაერთიანებული ვართ. მას შეუძლია, თავისი ცალკე გზა აირჩიოს. თუ ადამიანი არც ერთ პრინციპს არ იზიარებს შესაბამისად, ვერც იქნება ამ ოპოზიციის წევრი“, – განაცხადა სერგო ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ იცი თუ არა ყველაფერი?

როგორ უნდა გაარკვიოთ მხარეები ტყეში...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

კარმიდამო ჩემი

ძიმითში ტყუპი ხბო დაიბადა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითში ტყუპი...

"მიკვირს _ ეს მე შევქმენი?!" _ თორმეტწლიანი შრომით შექმნილი ჯადოსნური სამყარო

ჩვენი სტუმარი ქალბატონი, ყვავილების მესაიდუმლე...

პრიორიტეტულ კულტურებს შორის თამბაქოც დაიკავებს ადგილს

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკულ ზონაში, დღეისთვის...

"მკვდარი სეზონის" სამუშაოები _ რა გავაკეთოთ ზამთრის დასაწყისში

შემოდგომის მიწურულის და დეკემბრის დასაწყისის...

რატომ დაიწყო ფეიჰოამ ხმობა?

ფეიჰოა ცნობილია, როგორც ყინვაგამძლე და...

როგორ გამოვიყვანოთ ნიგვზის საუკეთესო ზეთი _ ურწყული

საახალწლოდ, განსაკუთრებით პოპულარულია და რიტუალის...

მოვამზადოთ მსხვრევადი, კრატუნა და გემრიელი გოზინაყი

ახალი წელი გოზინაყის გარეშე წარმოუდგენელია....

"შერეული მეურნეობა მცირემიწიანთათვის საუკეთესო გამოსავალია"

შოთა მახარაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....