"წაიღო ჩვენი ბავშვობის და სიყრმის მოგონებები" _ დეკანოზი კონსტანტინე პაიჭაძე

ფეისბუქსტატუსები

"წაიღო ჩვენი ბავშვობის და სიყრმის მოგონებები" _ დეკანოზი კონსტანტინე პაიჭაძე

2020 მარ 21 11:40:10

დეკანოზი კონსტანტინე პაიჭაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე პოსტს და ფოტოს აქვეყნებს. ფოტოზე ჩოხატაურში, ბენდელიანის ქუჩაზე, "მუხის უბანში" ბებერი, სიძველისგან გადაქცეული მუხაა აღბეჭდილი, თორემ ცულის დასაკრავად ვინ გაიმეტებდა მას. მუხა, რომლის ჩრდილქვეშ თაობები გაიზარდა და თითოეულს მასთან საკუთარი მოგონებები აკავშირებს.


"ალბათ, სხვისთვის ძნელი გასაგები იქნება, მაგრამ ბენდელიანის ქუჩის, მუხის უბანში მცხოვრები ან ნაცხოვრები თუ საზაფხულოდ ნასტუმრები ადამიანები იოლად მიმიხვდება იმ გულისტკივილს, რაც დღეს ამ ფოტოს ნახვამ გამოიწვია ჩემში. განცდა, რომელიც თითქმის გაუტოლდა ადამიანის გარდაცვალების ამბის შეტყობას.
რაღაც მეტი იყო ყველა ჩვენგანისთვის, ვიდრე, უბრალოდ, ხე; თავშეყრის თუ თითქმის მუდმივ სამყოფელად ქცეული ადგილი; რამდენ რამეს მოსწრებული თუ შესწრებული...

რაღაც ჩამწყდა გულში. წაიღო ჩვენი ბავშვობის და სიყრმის მოგონებები და არა მარტო ჩვენი, თაობების.
ვეღარ იგრძნობს ჩვენი მუხა აწი ალიონს და ვერც პირველ სალამს განთიადისას... სამჯერ ნახანძრალი, გამოფიტულ-გამომწვარი, ან კი როგორ იდგა აქამდე...

არც ისე დიდი ხნის წინ, როცა ჯერ კიდევ იდგა, ფოტოზე დავწერე კომენტარი, რომელსაც ასე ვამთავრებდი.
კვლავ შეხვედრის ადგილის მისამართი _ ჩოხატაურის რაიონი, ბენდელიანის ქუჩა, მუხასთან.
მისამართი იგივე, შევხვდებით ნამუხართან.
p.s.იმედია, ვინმე კეთილი ადამიანი დარგავს ახალ ნერგს და არ იქნება ნამუხარი და... ისევ მუხასთან", _ წერს მამა კონსტანტინე.




 ახალი ამბები
  • ჯანდაცვის მინისტრი - პირველადი ჯანდაცვის სისტემა მზადყოფნაშიაჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განმარტებით, ექიმები შესაბამის ტრენინგებს უკვე 2 თვეა გადიან და მათი მზაობა სრულყოფილია. მისივე განცხადებით, პირველადი ჯანდაცვის სისტემა არსებულ სიტუაციასთან გასამკლავებლად მზადაა. ტიარაძის თქმით, ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან მუდმივი კონტროლი განხორციელდება, რათა თავიდან იქნას აცილებული გადაცდომები. „პირველადი ჯანდაცვის სისტემა დღეს მზადყოფნაში, ასევე მნიშვნელოვანია 112-ის ხაზი, რომელიც იქნება დაკავშირებული პირველად ჯანდაცვასთან, ის უკვე ასრულებს თავის სატესტო რეჟიმში მუშაობას და თბილისში უკვე წარმატებით ფუნქციონირებს. ჩვენი ტექნიკოსები მონიტორინგს ახორციელებენ და შეიძლება ითქვას, რომ 2 დღეში შესაძლებელი გახდება ზარების სრულად განხორციელება ყველანაირი შეფერხების გარეშე. ექიმები 2 თვეზე მეტია უკვე გადიან შესაბამის ტრენინგს, რის შედეგადაც ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მათი მზაობა არის სრულყოფილი, მაგრამ ჩვენი მხრიდან მაინც განხორციელდება მუდმივი მონიტორინგი, რათა არ მოხდეს გარკვეული გადაცდომა, რაც შესაბამისად შეიძლება იყოს რისკების მატარებელი“, - განაცხადა ... ...
  • “შესაძლოა, საკარანტინო რეჟიმი უფრო გამკაცრდეს” – პაატა იმნაძე"თუ მისაღები და გასამკაცრებელი იქნება ზომები, მთლიანად ქვეყანაში გამკაცრდეს",- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა. „საკარანტინო ზონა დღეს არის მთელი საქართველო, საქართველოში მოქმედებს საკმაოდ მკაცრი საკარანტინო ზომები. საკარანტინო ზონებში თუ იქნება დამატებითი ზომები მისაღები, ეს უკვე აღარ შეეხება ლოკალურ დასახლებებს, ქალაქებს. შეიძლება უბრალოდ ქვეყანაში გამკაცრდეს საკარანტინო ზომები. ასე ცალ-ცალკე ზომების მიღებას ამ ეტაპზე ჯობია, თუ მისაღები და გასამკაცრებელი იქნება ზომები, მთლიანად ქვეყანაში გამკაცრდეს. დაველოდებით სიტუაციის განვითარებას. სამწუხაროდ, ისევ ჩანს, რომ ჩვენი მოქალაქეების რაღაც ნაწილი მაინც ვერ იაზრებს რასთან გვაქვს საქმე. ვერ იაზრებს, რა შეიძლება ქვეყანაში მოხდეს, თუ ჩვენ მაქსიმალურად არ დავემორჩილებით როგორც რჩევებს, ასევე საკარანტინო ზომებს, რომელიც უკვე გამოცხადებულია ... ...
  • "კრიმინალი მომატებული არ არის" _ ვახტანგ გომელაურიშინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა შიდა ქართლში, საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული საგუშაგოებს მონახულების შემდეგ, ქვეყანაში კრიმინოგენული ვითარების შესახებ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. მისი თქმით, ქვეყანაში კრიმინალმა იკლო, რადგან ადრე თუ 10 პოლიციელი იყო ერთ ობიექტზე, დღეს 30 პოლიციელია იმ ადგილზე."კრიმინალი მომატებული არ არის. ეს არის ცრუ ინფორმაციები. ერთეული შემთხვევები იყო და მთლიანი სტატისტიკით, ბევრად დაკლებულია რიცხვები. იქედან გამომდინარე, რომ 3-ჯერ მეტი პოლიციელია გამოსულ დღეს, ადრე თუ იყო 10 პოლიციელი ერთ ობიექტზე, დღეს - 30 პოლიციელია იმ ადგილზე. აქედან გამომდინარე, დაკლებულია კრიმინალი. ასე რომ, განსაკუთრებული არაფერი არ ხდება. ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მარნეულშიც, გორშიც და თბილისშიც, თუმცა, ადრე თუ ხდებოდა 10, დღეს ხდება 4-3. პოლიციური რესურსი საკმარისია, თუმცა რეზერვები გვაქვს ჩვენც, თავდაცვასაც. მთლიანად მმართველი გუნდი მუშაობს პარლამენტთან ერთად", - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ ... ...
  • წვიმა, თოვლი და ქარბუქი _ საქართველოში ამინდი ისევ გაუარესდება საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ქარბუქი, ზღვაზე 3-4 ბალიანი ღელვა, _ აღნიშნულ ინფორმაცია გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. სინოპტიკოსთა ცნობით, 3 აპრილს გვიან საღამოდან 4 აპრილის დღის ბოლომდე, დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. "მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს", _ წერია სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ ... ...
  • "აღდგომის ლიტანიობაზე მრევლის შეკრება "კომენდანტის საათის" დარღვევა იქნება" _ ცქიტიშვილირა თქმა უნდა, კომენდანტის საათი დაირღვევა იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ გვექნება მასობრივი შეკრება, იქნება ეს ეკლესიაში თუ სხვა ნებისმიერ სივრცეში და თუ მოქალაქეთა გადაადგილება დაფიქსირდება 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე, - ასე უპასუხა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა  კითხვას, ჩაითვლება თუ არა კომენდანტის საათის პირობების დარღვევად, თუ აღდგომის ღამეს მოქალაქეები ტაძრებში მივლენ 21:00 საათზე და იქ დილის 06:00 საათამდე გაჩერდებიან. მინისტრის განცხადებით, ყველა ადამიანმა უნდა იფიქროს იმ რეგულაციების ზედმიწევნით და სწრაფად დაცვაზე, რაც დადგენილია. „პირველ რიგში, ყველამ უნდა ვიფიქროთ იმაზე, როგორ დავიცვათ მკაცრად და ზედმიწევნით ყველა რეგულაცია, რომელიც უკვე დადგენილია, რათა შესაძლებლობა გვქონდეს, რომ აღნიშნული რეგულაციების მოქმედება უფრო სწრაფად შევწყვიტოთ. ეს არის პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი. რაც შეეხება კომენდანტის საათის პირობებს, ეს პირობები არის ძალიან მკაფიო და გადაადგილება 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე ნებადართული არ არის. ამასთან ერთად, არ არის ნებადართული 3 ადამიანზე მეტის შეკრება. შესაბამისად, ამ ორი პირობის კომბინაციით ამ კითხვაზე პასუხი არის, რომ, რა თქმა უნდა, დაირღვევა კომენდანტის საათი იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ გვექნება მასობრივი შეკრება, იქნება ეს ეკლესიაში თუ სხვა ნებისმიერ სივრცეში და თუ მოქალაქეთა გადაადგილება დაფიქსირდება 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე,“ - განაცხადა ცქიტიშვილმა. წყარო: ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...