"ნეტავ, რა უხარიათ?!"_ თენგიზ ცერცვაძე კანდელაკს და ბოჭორიშვილს პასუხობს

ფეისბუქსტატუსები

"ნეტავ, რა უხარიათ?!"_ თენგიზ ცერცვაძე კანდელაკს და ბოჭორიშვილს პასუხობს

25 ოქტ. 2020, 17:29:25

ბატონი გიორგი კანდელაკი ა.წ. 12 სექტემბერს გამოქვეყნებულ ფეისბუქ პოსტში წარუმატებლად შეეცადა ნეგატიურად შეეფასებინა ქვეყანაში სახელისუფლებო ვერტიკალისა და ექიმების მიერ COVID-19-ის საწინააღმდეგო პოლიტიკა და ღონისძიებები (მაშინ მან თავი აარიდა ჩვენთან ამ საკითხზე ტელედებატებს), _ წერს ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ფეიქსბუქ გვერდზე ცენტრის ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე.

ცერცვაძის პოსტს "გურია ნიუსი" უცვლელად გთავაზობთ.

ა.წ. 17 და 18 ოქტომბერს ბ-ნმა გიორგიმ და ბ-ნმა რევაზ ბოჭორიშვილმა (რომელიც საფრანგეთში საქმიანობს) გამოაქვეყნეს პოსტები, სადაც დაუფარავი კმაყოფილებით აღნიშნავენ, რომ ჯანმო-ს საერთაშორისო კვლევა „Solidarity”-ის შუალედური შედეგების მიხედვით, არ დადასტურდა მედიკამენტ რემდესივირის (ისევე, როგორც ამ კვლევაში ჩართული სხვა მედიკამენტების) ეფექტი COVID-19-ის მკურნალობაში და ნიშნის მოგებით და ძალიან ნეგატიურად აფასებენ ქვეყანაში COVID-19-ის კლინიკური მართვის პროცესს. სრულიად გაუგებარია, რა უხარიათ ან რა აქვთ ნიშნის მოსაგები და სასაყვედურო. საიდან ამდენი ტყუილი, ღვარძლი და ბოღმა. რა, თუ მედიკამენტები, რომლებსაც მთელი მსოფლიო იმედის თვალით შეჰყურებს არაეფექტიანი ან ნაკლებ ეფექტიანი გამოდგა, ეს სასიხარულოა და ვინმესთვის კარგია? რატომ ვერ ეგუებიან ისინი, რომ ბოლო პერიოდში COVID-19-ით მკვეთრად გაზრდილი ავადმყოფების რაოდენობის მიუხედავად ქვეყანა მაინც წარმატებით მართავს პროცესებს. მინდა ყველა იმ პირს, რომელიც ხელმძღვანელობს პრინციპით _ „რაც უარესი, მით უკეთესი“, ვინც ამბობს, რომ ქვეყანაში სიკვდილობა კატასროფულად იზრდება და ცდილობს, წარმოაჩინოს, რომ საქართველომ COVID-თან ბრძოლაში კრახი განიცადა, მკაფიოდ და გასაგებად ვუთხრა, რომ ეს ტყუილია. დიდი ტყუილი. COVID პაციენტების მკვეთრად გაზრდილი რაოდენობის პირობებშიც კი საქართველო ინარჩუნებს იმ ქვეყნის სტატუსს, რომელსაც აქვს გარდაცვალების შემთხვევების ევროპის 49 ქვეყანასა და ამერიკის ქვეყნებს შორის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი, როგორც პროცენტულად (0,73%), ისე გარდაცვლილთა აბსოლუტური რაოდენობით ერთ მილიონ მოსახლეზე გადაანგარიშებით (48 გარდაცვლილი). ეს ასეა, მოსწონთ თუ არა ეს მათ და შეუძლიათ ამაში მარტივად დარწმუნდნენ, თუ გაეცნობიან ევროპის CDC-ის, ამერიკის CDC-ის, Worldometers-ის და სხვა ავტორიტეტული ორგანიზაციების მონაცემებს. გასაგებია, რომ მათ და მათ თანამოაზრეებს „სხვისი აშენებული ქვეყანა არ უნდათ“, მაგრამ ეს არ აძლევს მათ ადამიანების ბედით მანიპულირების უფლებას.   

ბ-ნი რევაზი თავის პოსტში წერს „საქართველოში დღეს რაც ხდება, მსგავსი დაბოლების?!, COVID-ის გაპოლიტიზირებისა და მკერდში მჯიღების ცემის შედეგიცაა“?!. ისეთი რა ხდება ბატონო რევაზ, რაც საფრანგეთში არ გინახავთ? მინდა შეგახსენოთ, რომ საქართველოში ბოლო პერიოდში COVID-19-ის შემთხვევების მკვეთრი მატების მიუხედავად, საქართველო ყველა მაჩვენებლით ბევრად სჯობნის საფრანგეთს, სადაც თქვენ საქმიანობთ. კერძოდ, საფრანგეთში 24 ოქტომბრის მონაცემებით სულ დაფიქსირებულია 1 041 075 შემთხვევა და 34 508 გარდაცვალება (3,31%). მაშინ, როცა საქართველოში დაფიქსირებულია 26 503 შემთხვევა და 193 გარდაცვალება (0,73%). 1 მილიონ მოსახლეზე გადაანგარიშებით საფრანგეთში COVID-19-ის 15 938 შემთხვევაა და 528 გარდაცვალება, მაშინ როდესაც საქართველოში - COVID-19-ის 6 648 შემთხვევაა და 48 გარდაცვალება - ანუ 11-ჯერ ნაკლები?! ვიდრე საფრანგეთში და ეს მაშინ, როცა საქართველოს ეკონომიკა და ჯანდაცვის სისტემა მთლიანობაში საფრანგეთისაზე ბევრად უფრო სუსტია და კიდევ აქეთ გვედიდგულებით? COVID-19-ის ახალი შემთხვევებითაც კი საფრანგეთში უარესი მდგომარეობაა 42 038 ახალი შემთხვევაა (1 მილიონ მოსახლეზე - 647), ვიდრე საქართველოში - 1941 ახალი შემთხვევაა (1 მილიონ მოსახლეზე - 511). აღსანიშნავია აგრეთვე, რომ საქართველომ ამას სწორედ COVID-19-ის უკეთესი მართვით, მათ შორის უკეთესი კლინიკური მართვით მიაღწია და არა ჩაკეტვებითა და შეზღუდვებით, რამეთუ ეს უკანასკნელი გაზაფხულზეც და მითუმეტეს ახლა გაცილებით უფრო მკაცრი და მასშტაბური იყო საფრანგეთში, ვიდრე საქართველოში (თუ გინდათ ჩამოგითვლით). ასე, რომ ბ-ნმა რევაზმა უმჯობესია თავის საფრანგეთს მიხედოს. ის მაინც გაიხსენოს რა საშინელებები ხდებოდა საფრანგეთში (და ევროპის სხვა ქვეყნებშიც), თუ რამდენი ხანი ელოდებოდნენ ავადმყოფები (მათ შორის მძიმე ავადმყოფები) ტესტის პასუხებს და ჰოსპიტალიზაციას და რამდენი ავადმყოფი მოუკვდათ ისე, რომ საავადმყოფოში მოხვედრაც არ ეღირსათ, ან როგორ მიჰყავდათ მძიმე ავადმყოფები გადასარჩენად მეზობელ გერმანიაში. საქართველოში ხომ ჯერ-ჯერობით არაფერი მსგავსი არ ხდება.

ახლა, ყველაზე გულდასაწყვეტი და ჩვენთვის მტკივნეული.

ბ-ნმა გიორგიმ, რომელსაც უდიდეს პატივს ვცემდით ჩვენგან ყოველგვარი საბაბის გარეშე ძალიან მოუხშირა არაკორექტულ და შეურაცხმყოფელ პასაჟებს ჩვენს მიმართ. იგი თავის თავს უფლებას აძლევს თავის პოსტებში გამოთქვას თავისი კოლეგების მიმართ ისეთი არაკორექტული და სინამდვილეს მთლიანად აცდენილი ბრალდებები, როგორიცაა: „ღია კორუფციაში“?! ბრალდება COVID-19-ით უსიმპტომო პაციენტების ჰოსპიტალიზაციასთან დაკავშირებით. იგი აცხადებს, რომ COVID კლინიკები სავსეა პირდაპირ „სახნავ-სათესიდან წამოყვანილი“ უსიმპტომო პაციენტებით (ისე, რომ არცერთ COVID კლინიკაში ერთხელაც არ არის ნამყოფი), უაპელაციოდ აცხადებს, რომ „ჩვენ უკვე ვავნეთ ასობით ადამიანს“?! ჰიდროქსიქლოროქინით მკურნალობით და შევეცადოთ აღარ ვავნოთ სხვა მკურნალობებით“?! „რომ არ წავიტეხოთ ცხვირი ისე, როგორც მოგვივიდა ჰიდროქსიქლოროქინის შემთხვევაში წარსულში და რემდესივირის შემთხვევაში სულ ახლახანს“?! ეს უკვე სცდება არაკორექტულობის და არაეთიკურობის ფარგლებს და დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, კორუფციის ბრალდებაზე რომ არაფერი ვთქვათ. ხომ შეიძლება ვიღაცამ მართლა დაიჯეროს, რომ ჩვენ ასობით ადამიანს უკვე ვავნეთ?! მითუმეტეს, რომ ჰიდროქსიქლოროქინს COVID პაციენტების გარდა ბევრი სხვა ავადმყოფებიც იღებენ და ყველა მათგანი სტრესში აღმოჩნდება. ან კიდევ მართლა „წავიტეხეთ ცხვირი“ წარსულშიც და სულ ახლახანს (რა აზრები მოგდით?). ვის რა ვავნეთ ბატონო გიორგი? ან რაზე „წავიტეხეთ ცხვირი“? ჰიდროქსიქლოროქინზე ჩვენთან არცერთი გვერდითი მოვლენა არ დაფიქსირებულა და პრაქტიკულად ყველა ავადმყოფი განიკურნა, ხოლო რემდესივირი კი ჯერ საერთოდ არ გამოგვიყენებია და რომც გამოგვეყენებინა, რა? მთელი მსოფლიო იყენებს და FDA-მაც უკვე ოფიციალურად დაამტკიცა. კიდევ რაღას ვუცადოთ? გამოდის, რომ თქვენს გარდა ყველამ „ცხვირი წაიტეხა“? და საერთოდ საქართველოში სადღეისოდ 50-მდე COVID კლინიკა მუშაობს და თან სულ სხვადასხვა გემოვნების და ბ-ნ გიორგის სხვადასხვა კვლევების შედეგებით მანიპულირების ნაცვლად, რომლებიც ისედაც ყველამ კარგად ვიცით, თავისუფლად შეეძლო ემუშავა რომელიმე მათგანში და თავისი წვლილი შეეტანა პაციენტების მკურნალობაში. თორემ სანამ ბ-ნი გიორგი და მისი თანამოაზრეები ცდილობენ იპოვნონ „კატა ბნელ ოთახში“, ჩვენ დიდი წარმატებით ვუმკურნალეთ 26 ათასზე მეტ COVID-19-ით ავადმყოფს ევროპასა და ამერიკაში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი სიკვდილობის მაჩვენებლით.

ახლა რაც შეეხება რემდესივირს.

ეს მედიკამენტი მიუხედავად იმისა, რომ არ იყო იდეალური და ჩვენც არ ვყოფილვართ მისი მეხოტბე, მაინც მთელ მსოფლიოში დიდი ხნის მანძილზე ითვლებოდა და ახლაც ითვლება ყველაზე იმედისმომცემად იმ ანტივირუსულ პრეპარატებს შორის, რომლებიც კლინიკურ კვლევებს გადიან. ამ პრეპარატზე უზარმაზარი მოთხოვნა იყო და ჯერ კიდევ არის მთელ მსოფლიოში და რა არის გასაკვირი, რომ საქართველოც იჩენდა ინტერესს. ასე მაგალითად, აშშ-მ წინასწარ შეისყიდა ქვეყნისთვის საჭირო მთელი წლის მარაგი, ხოლო ევროპის 37-მა ქვეყანამ სულ ახლახანს შეიძინა 500 ათასი პაციენტისთვის საჭირო მედიკამენტი. საქართველო ყოველთვის იჩენდა სიფრთხილეს და თუ საბოლოოდ (და არა შუალედური დასკვნით) დადასტურდება, რომ ეს მედიკამენტი მართლაც არაეფექტიანი და უსარგებლოა, საქართველო ყველაზე ნაკლებად დაზარალდება, მაგრამ ჯერ-ჯერობით კვლევები, მათ შორის „Solidarity” გრძელდება და დაველოდოთ საბოლოო შედეგებს. მითუმეტეს, რომ შუალედურ დასკვნაშიც არ არის კატეგორიულად ნათქვამი, რომ რემდესივირი მთლიანად უსარგებლოა. ამავე დროს არსებობს სხვა რანდომიზებული კონტროლირებული კვლევებიც, რომელთა მიხედვითაც რემდესივირი სარწმუნოდ ამცირებს სიკვდილობას გარკვეული კატეგორიის (ჟანგბადდამოკიდებულების ადრეულ სტადიაზე) ავადმყოფებში. 2020 წლის 24 ივლისის NIH-ის გაიდლაინშიც რეკომენდებულია რემდესივირის მიცემა COVID-19-ით ჟანგბადდამოკიდებული (მხოლოდ არა მექანიკურ ვენტილაციაზე მყოფი) პაციენტებისათვის.

საგულისხმოა, რომ აშშ-ს FDA-იმ სამწუხაროდ არ გაიზიარა ბ-ნი გიორგის და ბ-ნი რევაზის პოზიცია და 23 ოქტომბერს ოფიციალურად დაამტკიცა  რემდესივირი ჰოსპიტალიზებული COVID-19-თ ავადმყოფების სამკურნალოდ. ადრე (ა.წ. 1 მაისს და 28 აგვისტოს) იგივე FDA-ის გაცემული ჰქონდა რეკომენდაცია ამ პრეპარატის მხოლოდ გადაუდებელი საჭიროების (for emergency use) დროს გამოყენებაზე. ამდენად, რემდესივირი გახდა პირველი და ჯერ-ჯერობით ერთადერთი ანტივირუსული პრეპარატი, რომელიც ოფიციალურად არის რეკომენდებული COVID-19-ით ავადმყოფების სამკურნალოდ.  

 

რაც შეეხება ჩვენს მონაწილეობას საერთაშორისო კვლევებში, მსოფლიო ლიდერების Antony Fauci-ის (აშშ) და Jens Lundgren-ის (დანია) უშუალოდ რეკომენდაციით ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრი (და არა მთლიანად საქართველო) მონაწილეობს COVID-19-ის საწინააღმდეგო მონოკლონური ანტისხეულების კლინიკურ კვლევაში და არა „Solidarity”-ში, რაც ჩვენი ცენტრისადმი უდიდესი ნდობის გამოხატვის მაჩვენებელია. ასე, რომ ტყუილს ბ-ნი რევაზი ამბობს და არა ჩვენ.

რაც შეეხება კვლევა „Solidarity“-ის, საქართველო ნამდვილად მონაწილეობს ამ კვლევაშიც და ა.წ. 13 ოქტომბერს ჯანმო-მ ოფიციალური წერილით მიმართა საქართველოს შემოგვეტანა რემდესივირი აღნიშნული კვლევისათვის და ამ მედიკამენტის შემოტანა, რომელზეც ბ-ნმა გიორგიმ, ბ-ნმა რევაზმა და სხვებმა ამდენი ხმაური ატეხეს, სწორედ ამ კვლევისთვის იყო დაგეგმილი. თუმცა მას შემდეგ, რაც FDA-იმ რემდესივირი უკვე ოფიციალურად დაამტკიცა, მისი გამოყენება კვლევის გარეთაც სავსებით გამართლებულია. ისიც საგულისხმოა, რომ 1 კურსის ღირებულება არის არა 3500 ან 2000 აშშ დოლარი, არამედ 156 ან 286 აშშ დოლარი (6 ან 11 ფლაკონი სხვადასხვა სიმძიმის ავადმყოფებისთვის). ასე, რომ ჩვენ ყველაფერს სწორად და COVID პაციენტების ინტერესებისთვის ვაკეთებდით და ვაკეთებთ და თუ შემდგომში ჯანმო ოფიციალურად მაინც ამოიღებს რემდესივირს ხმარებიდან, ბუნებრივია ჩვენც ასე მოვიქცევით.

რაც შეეხება ირონიას იმ ფაქტისადმი, რომ ამერიკის პრეზიდენტს ბ-ნ ტრამპს რემდესივირით უმკურნალეს, ყოვლად უადგილოა. როგორ ფიქრობთ, ამერიკის საუკეთესო ექიმთა გუნდი, რომელმაც ეს გადაწყვეტილება მიიღო ბ-ნ გიორგიზე ან      ბ-ნ რევაზზე ნაკლებად იცნობდა Solidarity-ის კვლევის შედეგებს და ზოგადად რემდესივირის ავკარგიანობას? რაიმე სერიოზული წონადი არგუმენტის გარეშე ისინი არავითარ შემთხვევაში არ გაუკეთებდნენ თავისი ქვეყნის პრეზიდენტს „ექსპერიმენტულ“ არაეფექტიან მედიკამენტს და ისიც ინტრავენურად. ასე, რომ არა მგონია, ეს ფაქტი ვინმეს „საღადაო“ იყოს და თუ საქართველოშიც COVID-19-ით ავადმყოფებს ახლო მომავალში ექნებათ საშუალება იმკურნალონ იგივე მედიკამენტებით (რემდესივირი, მონოკლონური ანტისხეულები და სხვ.), რომლითაც ამერიკის პრეზიდენტს უმკურნალეს, არ გვგონია, რომ ეს ცუდი იყოს, დამოუკიდებლად იმისა, მოსწონთ ეს ბ-ნ გიორგის და ბ-ნ რევაზს, თუ არა.  

ბ-ნი გიორგი ძალიან ხშირად იმეორებს, რომ „ერთადერთი ეფექტიანი პრეპარატი დღესდღეისობით არის დექსამეტაზონი“. მე არ ვიცი, რა საჭიროა „ღია კარის მტვრევა“. დექსამეტაზონს ჩვენ ისედაც უკვე ძალიან დიდი ხანია ვიყენებთ, რაც ასახულია ჩვენს გაიდლაინში.

რაც შეეხება კიდევ ერთ ინოვაციურ მეთოდს - COVID-19-ისგან გამოჯანმრთელებული ავადმყოფების (კონვალესცენტების) პლაზმის გამოყენებას COVID-19-ით პაციენტების სამკურნალოდ, მართალია დიდი რანდომიზებული, კონტროლირებული კვლევები ჯერ დასრულებული არ არის, მაგრამ ამერიკის FDA-ის ა.წ. 23 აგვისტოს გაცემული აქვს რეკომენდაცია კონვალესცენტების პლაზმის გამოყენებაზე გადაუდებელი მდგომარეობებისთვის (an emergency use) და სადღეისოდ ასეთი პლაზმა უკვე გადაესხა 85 ათასზე მეტ COVID-ით პაციენტს და სერიოზული გვერდითი მოვლენები არ დაფიქსირებულა. სარგებელი კი ბევრმა (თუმცა არა ყველამ)  მიიღო. ჩვენ ჯერ-ჯერობით COVID-19-თ 6 ავადმყოფს გადავუსხით კონვალესცენტის პლაზმა და 4 შემთხვევაში კარგი შედეგი მივიღეთ (თუმცა ეს ძალიან ცოტაა). დიდი ალბათობით კონვალესცენტების პლაზმის ეფექტი ან უეფექტობა დამოკიდებულებია იმაზე, თუ რა კონცენტრაციით შეიცავს ის ე.წ. დამცველობით (მანეიტრალიზებელ) ანტისხეულებს. ხოლო იმის სწავლება, რომ „პაციენტების ინფორმირება უნდა მოვახდინოთ“, არასერიოზულია, რადგან სპეციალური ინფორმირებული თანხმობის გარეშე კონვალესცენტების პლაზმას არავინ ასხამს. საგულისხმოა, რომ ბ-ნი გიორგი მაქსიმალურად შეეცადა ამ მეთოდის დისკრედიტაციას და პოტენციური დონორების დარწმუნებას, რომ არ ჩაებარებინათ პლაზმა. ამავე დროს იქვე ამბობს, რომ „თუ რესურსი გვაქვს, თავადაც ჩავატაროთ კვლევები“ კონვალესცენტების პლაზმაზეო. ბ-ნი გიორგი, სწორედ დონორების რესურსი რომ გვჭირდება, ამიტომ მოვუწოდეთ კონვალესცენტებს პლაზმის ჩაბარებისკენ, რასაც თქვენ ასე შეეწინააღმდეგეთ და არ გვგონია, რომ ამით კარგი საქმე გააკეთეთ.

აი ასეთია სინამდვილეში დღევანდელი COVID სიტუაცია საქართველოში თავისი სერიოზული გამოწვევებით და იმედებით.




 ახალი ამბები
  • უწყლობა ხიდისთავში- როდის მიეწოდება მოსახლეობას წყალიჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ხიდისთავის მოსახლეობას წყალი არ მიეწოდება. სოფელში უწყლობის პრობლემა წყალსადენი მილის დაზიანებას უკავშირდება. ამის შესახებ „გურია ნიუსს“ ჩოხატაურის მერის წარმომადგენელმა ხიდისთავის თემში, ზურა მათითაიშვილმა განუცხადა. „დილიდან ამ პრობლემის მოგვარებით ვარ დაკავებული. უკვე მესამეჯერ მივდივარ გორთაფონში. ხვალ დილისთვის სოფელს წყალი ექნება“,_ გვითხრა მერის ... ...
  • შსს-ს მომსახურების სააგენტო გარკვეული სერვისების მიწოდებას დროებით აჩერებს საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებისა და რეკომენდაციების შესაბამისად, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო 30 ნოემბრიდან გარკვეული სერვისების მიწოდებას დროებით აჩერებს და მუშაობის განსხვავებულ რეჟიმზე გადადის. "ახალი რეგულაციების თანახმად, მოქალაქეები დროებით ვერ შეძლებენ სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდაზე გასვლას, გარდა იმ პირებისა, ვისაც დაჯავშნილი ჰქონდათ თეორიული გამოცდის დღე ან ჩაბარებული აქვთ თეორიული და აბარებენ პრაქტიკულ გამოცდებს. მათ საშუალება ეძლევათ ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, ისარგებლონ შესაბამისი მომსახურებით. ასევე, ის პირები, რომლებსაც შეჩერებული აქვთ სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, მისი აღდგენის მიზნით, გამოცდებზე დაიშვებიან ელექტრონული რიგის დაჯავშნის გარეშე. დროებით ჩერდება ცეცხლსასროლი იარაღის რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურებიც. გარდა ამისა, 30 ნოემბრიდან იზღუდება მომსახურების სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის ფარგლებს გარეთ მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერების პროცედურის განხორციელება, გარდა საბაჟო საწყობის ზონისა და სატრანსპორტო საშუალების მწარმოებლის ოფიციალური წარმომადგენელი (დილერი/ ცენტრი) კომპანიების ტერიტორიაზე. ასევე, მოქალაქეები დროებით ვერ ისარგებლებენ ახალქალაქისა და ამბროლაურის სერვისცენტრებში სასურველი მომსახურებით. ახალი სამუშაო გრაფიკის თანახმად, მომსახურების სააგენტოს შეგიძლიათ მიმართოთ სატრანსპორტო საშუალების განბაჟების, რეექსპორტის, ექსპორტისა და რეგისტრაციის პროცედურების განსახორციელებლად მხოლოდ ორშაბათს, ოთხშაბათს, პარასკევსა და შაბათს. რაც შეეხება მომსახურების სააგენტოს მიერ გასაცემ ცნობებს, განაცხადის მიღება შესაძლებელია მხოლოდ ელექტრონული წესით, მომსახურების სააგენტოს ვებგვერდის საშუალებით (sa.gov.ge). მზა დოკუმენტის გაცემა მოხდება განაცხადის შევსებისას მითითებულ სტრუქტურულ ერთეულში მხოლოდ ორშაბათს, ოთხშაბათს, პარასკევსა და შაბათს. ამასთანავე, კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, გადაუდებელი აუცილებლობის გარდა, ნუ მიმართავთ მომსახურების სააგენტოს სერვისცენტრებს, ხოლო მიმართვის შემთხვევაში, თავი შეიკავეთ გარეშე პირების ... ...
  • არასრულწლოვნის პორნოგრაფიული ნაწარმოების შეძენა-შენახვისთვის ერთი პირი დააკავესპოლიციამ არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების შეძენა-შენახვისთვის ზუგდიდში ერთი პირი დააკავა. “შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1977 წელს დაბადებული ე.რ. დააკავეს. მას ბრალად ედება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების შეძენა, შენახვა, ფლობა და ასეთი ნაწარმოებით სარგებლობა. დანაშაული 5-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოები, პირადი სარგებლობის მიზნით, წინასწარი შეცნობით შეიძინა, ფლობდა და ინახავდა. სამართალდამცველებმა, კომპლექსურად ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებული ზუგდიდში დააკავეს. პოლიციამ, დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, კომპიუტერული ტექნიკა, მობილური ტელეფონი, მეხსიერების ბარათები, ლაზერული დისკები, ფული და სიმბარათები ნივთმტკიცების სახით ამოიღო. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 255-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების შეძენას, შენახვას, ფლობას ან ასეთი ნაწარმოებით სარგებლობას”, _ წერია შსს-ს მიერ გავრცელებულ ... ...
  • ექსტრემალური სათხილამურო სპორტი - რატომ თქვა შვეიცარიელმა ინვესტორმა უარი ბახმაროზეეროვნებით შვეიცარიელმა ინგო შლუტსიუსმა საქართველოში თხილამურებით სრიალის თავისუფალი სტილი ექსტრემალურ სპორტად 2016 წელს დაამკვირდრა. ამ წელს 500 000 ევროს ინვესტიციით, მან ბახმაროში შვეიცარიული ტურისტული კომპანია Powderproject-ი დააფუძნა. რა პერსპექტივები აქვს საქართველოში ექსტრემალური სათხილამურო სპორტის მიმართულებას, რა პრობლემებს აწყდება კომპანია და რატომ აღარ აპირებს შვეიცარიული კომპანია საქართველოში ინვესტირებას, ამის შესახებ Powderproject-ის დამფუძნებელი ინგო შლუტსიუსი საუბრობს. „საქართველოში ექსტრემალური სპორტის მიმართულებით კომპანიის შექმნის იდეა 2014 წელს გამიჩნდა, როდესაც Cat skiing-ით (სათხილამურო სპორტის სახეობა) მეგობრებთან ციმბირში ვიყავი. ჩემი მეგობარი სპორტსმენია, მე ტურიზმის სპეციალისტი - მან მითხრა, რომ თუ რამის გაკეთება მინდა ამ მიმართულებით, ლოკაციად კავკასიის მხარე და კერძოდ საქართველო უნდა ავირჩიო. ეს კომპანია დავაარსე, როგორც შვეიცარიული კომპანია, რათა საერთაშორისო კლიენტებს შევთავაზოთ თავისუფალი სტილის თხილამურებით სრიალი.  ამ ეტაპზე არ გვაქვს რამე სახის სერვისები, რადგანაც სტუმრების მიღებას ვიწყებთ დეკემბრის პირველი რიცხვებიდან. ბახმაროში გვაქვს სახლები და ვამატებთ კიდევ რამდენიმეს. როგორც წესი, ქუთაისის აეროპორტიდან კლიენტის აყვანით ვიწყებთ, მოგვყვას ბახმაროში, ვთავაზობთ საცხოვრებელს, ასევე ვთავაზობთ გიდის მომსახურებას და სასრიალო ტრასებს, რომელიც ჩვენ გავიყვანეთ.  აგვყავს კლიენტები მწვერვალზე და უზრუნველვყოფთ უსაფრთხო დაშვებას. ძირითადად, გვყავს 4 ჯგუფი - სამი ჯგუფი გვყავს ბახმაროში, ხოლო ერთი ჯგუფი - აჭარაში. ჯგუფში მინიმუმ 10 ადამიანია, მძღოლისა და გიდის ჩათვლით. სტუმრები ჩამოგვყავს იტალიიდან, ამერიკიდან, ჩინეთიდან, ავსტრალიიდან - თითქმის მთელი პლანეტიდან,“ - ამბობს ინგო შლუტსიუსი. ინვესტორის თქმით, საქართველოს შეუძლია გახდეს საუკეთესო ექსტრემალური სპორტის მიმართულებით, რომ არა კონკრეტული გარემოებები, როგორებიცაა ინფრასტრუქტურა და საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ხარვეზები. „ექსტრემალური სპორტის სახეობა საკმაოდ უნიკალურია,  ამისთვის გამოცდილება გჭირდება. ვინც ჩვენთან მოდის, მათ ძირითადად სრიალის 20-30 წლიანი გამოცდილება აქვთ, ანუ ბავშობიდა თხილამურებზე დგანან და სეზონზე მინიმუმ 30 დღეს სრიალით არიან დაკავებული.  საქართველოს შეუძლია გახდეს იდეალური ადგილი ექსტრემალური სპორტის სახეობებისთვის, მაგრამ პრობლემა გვაქვს სხვა ოპერატორებთან, რომლებიც ცდილობენ დააკოპირონ ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ. ჩვენ გაგვყავს ტრასები და სხვადასხვა კომპანიები უბრალოდ იყენებენ მას. საერთაშორისო ბაზარზე - კანადაში, ავსტრალიაში, ახალ ზელანდიაში -  შენ არ გაქვს ეს პრობლემა, რადგან გაქვს საკუთრების უფლება.  ოპერირებს ერთი კომპანია ერთ არეალზე და შეგიძლია მაღალი ხარისხის მომსახურება მიაწოდო ხალხს -  ამას საქართველოში ვერა და ვერ მივღწიეთ.  2 წლის წინ, მინდოდა მეორე ბაზა გაგვეხსნა, მაგრამ ამას ვერ გავაკეთებთ იმიტომ, რომ ეს სისტემა მოუწერიგებელია და იგივე განმეორდება. მე აღარ ვაპირებ საქართველოში მეტი ინვესტიციის განხორციელებას,“- ამბობს ინვესტორი. ცოტა ხნის წინ კომპანია Powderproject-მა ახალი მიმართულება დანერგა აჭარის მთებში, თუმცა ელექტროენერგისთან დაკავშირებული პრობლემები, მოგების მიღების შანსებს ამცირებს, განსაკუთრებით კი პანდემიის პირობებში.  „პანდემიის გამო, ახალი სისტემა შევქნებით, რომ ყველა ჯგუფი განცალკევებით იყოს და უსაფრთხოდ, ამიტომაც ისინი ცალკე სახლებში არიან.  Cat Skiing-ი ყველასთვის ხელმისაწვდომია, მაგრამ ჯერ საკმარისი თოვლი არ გვაქვს. უნდა აღვნიშნო, რომ წელს საკმაოდ მზარდი მაჩვენებელი იყო ქართველი ტურისტების. ჩვენ არ ვიცით რა მოხდება, სიტუაცია ძალიან მალე შეიძლება შეიცვალოს, მაგრამ ფრენების გამკაცრება მძიმე ტვირთია ყველა ბიზნესისთვის. ბევრი შესაძლებლობა არაა უცხოელებისთვის, რომ საქართველოში შემოვიდნენ. ამიტომ, გვინდა მეტი შესაძლებლობა ადგილობრივებს მივცეთ არა მხოლოდ ექსტრემალურ სპორტის სერვისებით, არამედ უბალოდ დასვენებით და სრიალით ბახმაროში.  მეორე ტრასა აჭარის მთებში იმდენად უნიკალურია, ვფიქრობ, არავინ გამოიყენებს ამ ტრასებს, მაგრამ პრობლემაა უშუქობა იმიტომ, რომ ჩოხატაურში ამ ტერიტორიას დენი არ მიეწოდება და გენერატორებზე ვმუშაობთ, ვფიქრობ მომგებიანიც ვერ იქნება,“ - განმარტავს ინგო შლუტსიუსი.  powderproject.ch რომელიც cat ski სრიალით არის დაკავებული, მსურველებს ბახმაროში “სახლის ოფისის” გადატანას სპეციალური პირობებით სთავაზობს. სტუმრებს რომლებსაც ბახმაროში 2, 3 კვირა და მეტი დროით დარჩენის სურვილი ექნებათ კომპანია გარანტირებულ სრიალს სთავაზობს პანდემიის პირობებში. წყარო: ... ...
  • სად დაზიანდა გაზსადენის მაგისტრალი და როდის მიეწოდება ბუნებრივი აირი მოსახლეობასგუშინდელი დილიდან, გურია-აჭარის რეგიონს გაზი არ მიეწოდება გაზსადენის ავარიიის გამო. შპს  „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“  ავრცელებს განცხადებას, რომ  მაგისტრალური გაზსადენის დაზიანებული მილი, ქობულეთის სიახლოვეს აღმოაჩინეს. „ შპს "საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის" სპეციალური ჯგუფების მიერ, განხორციელებული სამუშაობის შემდეგ, დადგენილ იქნა, ავარიის მიზეზი"ქუთაისი-სოხუმის", მაგისტრალური გაზსადენის ქობულეთის 500 მმ-იან განშტოებაზე.   შესაბამისი სამსახურები აქტიურ მუშაობას აწარმოებენ, პრობლემის აღმოფხვრის მიზნით, რომლის დასრულების შემდეგ, მიმდინარე წლის 28 ნოემბრის 24 საათიდან გაზის მიწოდება აღუდგება, სტრატეგიულ ობიექტებს, კოვიდ-სასტუმროებსა და საავადმყოფოებს. ხოლო, 29 ნოემბერს გურიისა და აჭარის სრულ მოსახლეობას.“ განცხადების მიხედვით, მოსახლეობა დღეს უნდა ელოდოს გაზის ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

კარმიდამო ჩემი

"შერეული მეურნეობა მცირემიწიანთათვის საუკეთესო გამოსავალია"

შოთა მახარაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...