" ყველას ვერ გაუსწორებთ ოცნების ჭრელ პოლიტიკურ გუნდში" _"გირჩის" ლიდერის ღია წერილი პრემიერს

gurianews.com

ფეისბუქსტატუსები

" ყველას ვერ გაუსწორებთ ოცნების ჭრელ პოლიტიკურ გუნდში" _"გირჩის" ლიდერის ღია წერილი პრემიერს

2018 ივლ 3 17:27:02

"გირჩის" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს ღია წერილით მიმართავს.

როგორც ჯაფარიძის წერილშია აღნიშნული, ჩვევა აქვს რომ ერთხელ მაინც მიმართავს პრემიერს წერილით. ნებისმიერ შემთხვევაში, ღირს გასროლად, თან არც ეზარება.

„ჩვევა მაქვს, პრემიერებს ერთხელ მაინც ვწერ ხოლმე - თქვენც მოგწერთ. იმიტომ არა, რომ მომწონხართ (უფრო არა, ვიდრე კი), არც იმიტომ, რომ იმედი მაქვს, მომისმენთ, არც იმიტომ, რომ თქვენი დახმარება მინდა. არა. უბრალოდ, მგონია, რომ ჩემთვისვე მნიშვნელოვანია, რადგან აქ ვცხოვრობ ჩემი ოჯახით და მეგობრებით და სად ვიცხოვრებთ, როგორ ქვეყანაში, ამ მომენტისთვის მნიშვნელოვანწილად თქვენზეა დამოკიდებული.

ნებისმიერ შემთხვევაში, ღირს გასროლად, თან არც მეზარება.

დავიწყებ იმით, რაც გარდაუვალია და მნიშვნელოვანია, გესმოდეთ, რომ ეს ყველაფერი გარდაუვალია 100%-ით.

გარდაუვალია, რომ:

დაგიძახებენ ბიძინას მარიონეტს. როდესაც საკუთარი პოლიტიკური კაპიტალის გარეშე ხვდები მაგ სიმაღლეზე, ეს ბუნებრივია. არ უნდა გეწყინოთ და არ უნდა დაკომპლექსდეთ. ზოგადად, არაფერი უნდა გეწყინოთ მანდ;

გაგინებენ. ყველა შემთხვევაში. სხვაგვარად შეუძლებელია. გინება მაგ საქმის განუყოფელი ნაწილია;

სოფლის მეურნეობას ვერ ააღორძინებთ. როგორც მინიმუმ, იმ გაგებით, რა გაგებითაც ეს აღორძინება ამ ქვეყანაში ესმით;

უმუშევრობას სწრაფად ვერ აღმოფხვრით;

თქვენი პრემიერობის პერიოდში 100%-ით სიღარიბეს სწრაფად ვერ გააქრობთ;

ქართულ ფეხბურთს ვერ უშველით;

ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებას ვერ შესძლებთ და სასამართლოს ნდობას ვერ დაუბრუნებთ, სანამ პრემიერი იქნებით. ვერ მოასწრებთ, სულ რომ იუვერლირულად იმუშაოთ;

რაც არ უნდა გააკეთოთ, საერთოდ არაფერი რომ არ გააკეთოთ, ბევრი ქვეყნისთვის ცუდი რამ რომ გააკეთოთ ან პირიქით, აღმაშენებლის რეინკარნაცია რომ აღმოჩნდეთ - ნებისმიერ შემთხვევაში, ცოტა ხანში აღარ იქნებით იქ, სადაც ხართ (როგორ და რა ფორმით მოხდება ეს, ამას მნიშვნელობა არ აქვს).

ამ რაღაცების წინასწარ გააზრება მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ რეალისტური მოლოდინები გქონდეთ და რადგან ეს ყველაფერი გარდაუვალია, მნიშვნელოვანია, იგივე შეცდომები არ დაუშვათ, რაც თქვენმა წინამორბედმა:

ყველასთვის კარგი და ჯიგარი ვერ იქნებით. ეგ სუფრაზეა შესაძლებელია. ქვეყანა სუფრა არაა;

წარმატების გაზომვა იმით, თუ რას ამბობენ „ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციები", შეცდომაა. ეგ ორგანიზაციები, ძირითადად, მავნებლები არიან საკუთარი დღის წესრიგით;

ოცნების ჭრელ პოლიტიკურ გუნდში ყველას ვერ გაუსწორებთ. თან ეკონომიკა განავითაროთ და თან ჟორჟოლიანი ეთანხმებოდეს თქვენს პოლიტიკას, ეგ შეუძლებელია. მშრალი წყალია. გაჩერდებით და გააჩერებთ ყველაფერს;

პასუხისმგებლობას თუ არ აიღებთ, გადაწყვეტილებებს ვერ მიიღებთ. თუ გადაწყვეტილებებს ვერ მიიღებთ, ვერაფერს გააკეთებთ. და ბიძინას ჩრდილიდანაც ვერასოდეს გამოხვალთ;

ბოტების იმედად ნუ იქნებით, თუნდაც ბევრი გყავდეთ. არ შველის.

თუ მანდ იმისთვის არ ხართ რომ CV გაიუმჯობესოთ და/ან ძმაკაცებს/ოჯახს დაუმტკიცოთ, რომ ძალიან მაგარი ხართ და/ან ბანალურად ფული აკეთოთ, მაშინ რამდენიმე რამე შეგიძლიათ გააკეთოთ სწრაფად და ... რაღაც კვალი დატოვოთ განსხვავებით წინამორბედებისგან:

მცირე და შეზღუდული მთავრობა სწორი ხედვაა. ერთადერთი სწორი, ოღონდ არა ისეთი ვიწრო გაგებით, როგორც ამას ბოლო დღეებია ხსნით. სიტყვა „მცირე" ეკონომიკური შინაარსის მატარებელია და გულისხმობს მთავრობის ზომის, იგივე მთლიანი ხარჯების, იგივე ნაერთი ბიუჯეტის მოცულობის მიმართებას ეკონომიკის ზომასთან. ახლა ეგ მაჩვენებელი მერყეობს 30-35%-ის ფარგლებში, დასაწევია 20%-მდე მაინც. არ არის აუცილებელი, ერთ წელში მოხდეს ეს, დროში გაწერაც შეიძლება.

შეზღუდული მთავრობა ნიშნავს, რომ მთავრობას აქვს მკაცრად განსაზღვრული კომპეტენციები და ვერ ერევა ისეთ საკითხებში, რაც მისი საქმე არ არის (მაგალითად, ფეხბურთში, კულტურაში, ნერგების დარგვაში, ღორების მოშენებაში, ასანთის ქარხნის მშნებლობაში, ჩაის პლანტაციების გაშენებაში და, თქვენ წარმოიდგინეთ, არც რკინიგზის მართვაში).

კაცობრიობის ისტორიაში მთავრობის საკონსტიტუციო შეზღუდვის საუკეთესო მაგალითია აშშ. აშშ სწორედ მთავრობის შეზღუდვის გამო (დღეს ვეღარ არის ისეთი შეზღუდული, დემოკრატიამ საკმაოდ გამოხრა ეგ პრინციპი, მაგრამ მაინც) არის ისეთი ქვეყანა, როგორიც არის და არა იმიტომ, რომ ადამიანის უფლებები აქვთ იქ საუკეთესოდ გაწერილი კანონებში (ეგ საბჭოთა კავშირს უკეთესად ჰქონდა). აქაც, საქართველოშიც, საჭიროა მცირე ზომის და შეზღუდვების გარანტირება გრძელვადიანად, რაც კონსტიტუციითა შესაძლებელი (შესაბამისი უმრავლესობა კი გყავთ). ეს ერთი, ცალკე აღებული რეფორმა არის ყველაზე მნიშვნელოვანი.

გარდა ამისა, მნიშვნელოვანია:

- სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული აქტივების, შპს-ების, სსიპ-ების და ა(ა)იპ-ების პრივატიზაცია. ამის გამო, ბევრს გაგინებენ. განსაკუთრებით, ტყეებს თუ შეეხები, მაგრამ, როგორც ზემოთ დავწერე, მაინც გაგინებენ, ყველა შემთხვევაში;

- ბიუჯეტის სოციალური ხარჯების (ამაში შედის განათლებაც და ჯანდაცვაც) სისტემის შეცვლა, კატეგორიების მიხედვით ხარჯვის გაუქმება (მათ შორის, ასაკის მიხედვით, ყოფილი პარლამენტარობის ან სამართალდამცველობის მიხედვით და სხვ.) და ერთადერთი კრიტერიუმის, ოჯახის გაჭირვების, დატოვება. ამით სწრაფად შეიძლება უკიდურესი სიღარიბის მაჩვენებლის რეალურად გაუმჯობესება (UNICEF-საც გაუხარდება). თუმცა, ამის გამოც გაგინებენ;

- ნებისმიერი სახის საბიუჯეტო სუბსიდიის გაუქმება, იქნება ეს სოფლის მეურნეობის ვითომ განვითარებისთვის გამოყოფილი ხარჯები, „აწარმოე საქართველოში", „იაფი კრედიტი", Check in Georgia, "მიბაძე კუკურის" თუ „ამწონე მაინც". ამის გამო ბევრს გაგინებენ, ძალიან ბევრს. პლუს, იყვირებენ, რომ კლავ ქართულ კულტურას, სოფელს, გლეხს და ა.შ.

- განათლების ცენტრალიზებული და უნიფიცირებული სისტემის გაუქმება, საჯარო სკოლების მაქსიმალური პრივატიზაცია, განათლების დაფინანსების მიბმა ოჯახის გაჭირვებაზე, განათლების სფეროს გათავისუფლება რეგულაციებისგან და საბაზრო პრინციპებისა და კონკურენციის გაჩენა. ამის გამოც გაგინებენ, ცხადია;

- პროკურატურის დეცენტრალიზაცია და დეპოლიტიზაცია. ამას თუ არ იზამთ, გარდა იმისა, რომ პროკურატურა-სასამართლოს ვერაფერი ეშეველება (თუნდაც გრძელვადიანად), ნებისმიერი „გაპრობლემებული" საქმე გაპოლიტიკურდება და ისრები, ყველა შემთხვევაში, თქვენსკენ წამოვა (როგორც აქამდე არაერთხელ მომხდარა ამ ქვეყანაში). ეს, ალბათ, ერთადერთია, რის გამოც არ გაგინებენ. შეიძლება, ტაშიც დაგიკრან.

სხვა რაღაცების გაკეთებაც შეიძლება, მაგრამ ამ რეფორმების გარეშე არაფერ სხვას დიდი აზრი არ ექნება. საბოლოო ჯამში თქვენი გადასაწყვეტია ძალაუფლების შენარჩუნებაზე დახარჯავთ დროსა და ენერგიას (რაც უკვე ტრადიციაა ამ ქვეყანაში), თუ ამ რაღაცების გაკეთებაზე. ბიძინას არ უსმინოთ-თქო, ვერ გირჩევთ - მაგას როგორ დამიჯერებთ, მაგრამ, მინიმუმ ის უნდა გახსოვდეთ სულ, რომ თქვენ დროის მოკლე პერიოდში გაქვთ ისეთი შანსი, როგორიც მილიონში ერთს ეძლევა. შეგიძლიათ, რამე დატოვოთ თქვენ მერე ან შეგიძლიათ, ისევე უკვალოდ გაქრეთ, როგორც აქამდე გაქრა არაერთი ოცნების მინისტრი თუ პრემიერი, მაგრამ თუ ამ ყველაფერს გააკეთებთ 2020-მდე, მერე გირჩი გავაგრძელებთ, თან მადლობით დავიწყებთ", - წერს ზურაბ ჯაფარიძე.


ნახვა: 79


 ახალი ამბები
  • "დაველოდოთ გამოძიებას" _ ჰქონდა თუ არა პროკურატურას შეკითხვები ნოდარ ჯავახიშვილთან (ექსკლუზივი)საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე პროკურატურაში დაიბარეს. ყოფილი მაღალჩინოსნის თქმით, საგამოძიებო უწყებას კითხვები მის თანამდებობაზე დანიშვნამდე და ასევე შემდგომ პერიოდში ტენდერებში გამარჯვებულად გამოვლენილ კომპანიებსა და შესყიდვებზე ჰქონდა: "ვიმყოფებოდი მთავარ პროკურატურაში მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით. გამოკითხვაზე შეკითხვები შეეხებოდა ჩემს თანამდებობაზე დანიშვნამდე და ასევე შემდგომ პერიოდში ტენდერებში გამარჯვებულად გამოვლენილ კომპანიებს და შესყიდვებს. გამოძიებას მივაწოდე ჩემს ხელთ არსებული სრული და ამომწურავი ინფორმაცია. როგორც იცით მიმდინარეობს გამოძიება და დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში მზად ვარ პასუხი გავცე შეკითხვებს“, _  განაცხადა ალავიძემ. ყოფილ მინისტრს დეტალებზე არ უსაუბრია და არ ის უთქვამს, კონკრეტულად რას იძიებს პროკურატურა მისი წინამორბედის, ნოდარ ჯავახიშვილის საქმიანობასთან დაკავშირებით, რომელიც დღეს აუდიტის სამსახურის უფროსის მოადგილეა. ნოდარ ჯავახიშვილი კი "გურია ნიუსთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში ამბობს, რომ საგამოძიებო უწყებას მასთან კითხვები არ ჰქონია: _ თუ ჩემს პერიოდს შეეხებოდა, მე დამიბარებდნენ. არავის არ ჰქონია ჩემთან მსგავს საკითხზე შეკითხვები. ასეთი რამ როდესმე გაგიგიათ? _  საქართველოში, იმ უსამართლობის პერიოდშიც კი, რაც გვქონდა, არ ყოფილა, რომ სხვის საქმეზე სხვა დაებარებინოთ დაკითხვაზე, _ აღნიშნა ჯავახიშვილმა. _ ბატონო ნოდარ, ხართ პირადად პასუხისმგებელი ყველა იმ პროექტზე და შესყიდვაზე, რომელიც თქვენი მინისტრობისას გახორციელდა? _ რასაკვირველია ვარ, მინისტრის კომპეტენციის ფარგლებში. _ თქვენ ხართ აუდიტის სამსახურის უფროსის მოადგილე. შეგიმოწმებიათ თუ არა ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუშაობა მაშინ, როცა ის ალავიძეს ებარა? _ არა. მე მორალური უფლებაც არ მაქვს იმ სისტემის აუდიტი ვატარო, სადაც თვითონ ვმუშოაბდი. ამიტომ, ეგ ჩემს საკურაციო ზონაში არ შემოდის. მართალია, აუდიტის სამსახურმა შეამოწმა ინფრასტრუქტურის სამინისტრო, მაგრამ მე შეგნებულად არ ვინტერესდები ამ თემით. _ ალავიძის მუშაობას როგორ აფასებთ? _ რამდენადაც თქვენგან გავიგე, მიდის გამოძიება და ჩემი  შეფასება აღარ არის საინტერესო. გვაქვს საშუალება დაველოდოთ გამოძიებას და იმის შეფასება მოვიღოთ. _ როგორც ყოფილ მინისტრს და სფეროს მცოდნეს, გქონდათ კითხვები ალავიძის მინისტრობის დროს გახორციელებულ პროექტებზე? _ ნამდვილად არ ვუყურებდი მაგას. მე ვუყურებდი მაშინ, როცა მინისტრი ვიყავი. _ ბატონო ნოდარ, ალავიძის მინისტრობისას სამინისტროს სხვადასხვა მაღალ თანამდებობაზე ის ადამიანები მუშაობდნენ, რომლებიც თქვენ დროს... ნუთუ არ დაინტერესებულხართ და სიტუაცია არ მოგიკითხავთ? _ მერე? მე მინისტრის პოსტი რომ ჩავაბარე იქ დამთავრდა ჩემი შეფასება სამინისტროს მართვასა და შეფასებაში, _ გვითხრა ნოდარ ჯავახიშვილმა. ჩვენ შევეცადეთ უფრო მეტი დეტალი გამოძიების მიმდინარეობაზე ზურა ალავიძისგან გაგვეგო, თუმცა, ყოფილმა მინისტრმა "გურია ნიუსის" ზარებს არ ... ...
  • ,,არ შეიძლება საქართველოში პრემიერ-მინისტრები უცებ ქრებოდნენ, უარგუმენტოდ“_მარგველაშვილისაქართველოს პრეზიდენტმა ყოფილი მინისტრების, ზურაბ ალავიძისა და დიმიტრი ქუმსიშვილის, პროკურატურაში გამოკითხვასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ აღნიშნული პროცესები საზოგადოებისთვის ცნობილი უნდა იყოს. ამასთან, მარგველაშვილმა კვირიკაშვილის გადადგომასთან დაკავშირებით უკმაყოფილება კიდევ ერთხელ გამოთქვა. ,,საზოგადოებას აქვს ძალიან კონკრეტული კითხვები იმასთან მიმართებაში, რანაირად ფორმირდება ხელისუფლების ვექტორები და ძირითადი ორიენტაციები. არაერთხელ აღმინიშნავს ბატონი კვირიკაშვილის გადადგომასთან დაკავშირებით, რომ არ შეიძლება საქართველოში პრემიერ-მინისტრები უცებ,  უარგუმენტოდ ქრებოდნენ პოლიტიკური პროცესებიდან. ეს კითხვა გაგრძელდა აჭრასთან მიმართებით, როდესაც პატარაძემ მადლობა გადაუხადა პარტიას და წავიდა თანამდებობიდან. ეს კითხვა მაქვს მე და შესაბამისად, პროცესი, რომელიც ამას მოჰყვება, უმნიშვნელოვანესია, რომ იყოს უაღრესად გამჭვირვალე“,_განაცხადა გიორგი ... ...
  • „თურმე, მე და ჩემს მეუღლეს ოფიციალურად გვისმენენ“_ზაზა სარალიძე პროკურატურაში მივიდაამ წუთებში ზაზა სარალიძე პროკურატურაში იმყოფება. ის იქ პროკურორებთან და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან შესახვედრად და კითხვებზე პასუხების მისაღებად მივიდა. „ეს შეხვედრა 7 ივლისს დაიგეგმა. კონკრეტული ნაბიჯების გადასადგმელად 10 დღიანი ვადა ითხოვეს. დღეს გავიდა 10 დღე და მოვედი და შევხვდები ისევ იმ პირებს, პროკურორებს, იმედი მაქვს მთავარ პროკურორსაც შევხვდები. რას ვაპირებ, რომ გამოვალ შეხვედრიდან მერე გადავწყვეტ, რა კითხვებიც დავსვი იმ კიტხვებზე უნდა მივიღო პასუხები. ერთი რამე მინდა ავღნიშნო. პირველ დეკემბერს როცა ეს ინციდენტი მოხდა, იქ მონაწილე ბავშვებიდან არცერთის ტელეფონი არ იყო ამოღებული და მოსმენაზე დასმული. როგორც გავარკვიე, თურმე, მე და ჩემი მეუღლე მოსმენაზე დაგვსვეს ოფიციალურად  და ამ კითხვაზეც უნდა მივიღო პასუხი, რომელ პროკურორს მოუვიდა თავში იდეა, რა ბრალდება წაგვიყენეს“,_განაცხადა ზაზა სარალიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას. ... ...
  • პროკურატურა ყოფილი მინისტრების გადაცდომებს იძიებსრეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი, ზურაბ ალავიძე და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი, დიმიტრი ქუმსიშვილი მთავარ პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ_აღნიშნული ,,გურია ნიუსს“ პროკურატურაში დაუდასტურეს. ,,გურია ნიუსი“ ჯერ კიდევ ერთი კვირით ადრე წერდა, რომ ყოფილი მინისტრების საქმიანობის შესწავლა პროკურატურაში მიმდინარეობდა, თუმცა მაშინ პროკურატურამ  ჩვენს კითხვებს არ უპასუხა და დუმილი ამჯობინა. მთავარი პროკურატურა ყოფილ მინისტრებს სამინისტროს ცალკეულ მოხელეთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების მართლსაწინააღმდეგოდ მითვისებას ედავება. ,,მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ასევე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცალკეულ მოხელეთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების მართლსაწინააღმდეგოდ მითვისება/გაფლანგვის ფაქტებზე. გიდასტურებთ, რომ ხსენებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში საქართველოს მთავარ პროკურატურაში გამოიკითხნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი ზურაბ ალავიძე. საქმეზე გრძელდება გამოძიება და შედეგების შესახებ დამატებით ეცნობება საზოგადოებას“_გვითხრეს მთვარ ... ...
  • საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს ორი ახალი მრჩეველი ჰყავს.რეგიონული განვითარების საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩევლად სოზარ სუბარი დაინიშნა. განათლების საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველი კი მიხეილ ჩხენკელი იქნება. შესაბამისი ბრძანებები მთავრობის მეთაურმა დღეს გამოსცა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ... ...

არქივი

ზაფრანი

ყავა სიცოცხლეს ახანგრძლივებს

ამერიკელ მეცნიერთა ჯგუფი, რომელიც ორგანიზმზე...

ხუთი ყველაზე შხამიანი არსება დედამიწაზე

კუბომედუზა _ უდავო ლიდერი, ყველაზე...

უკვდავების გასაღები

ადამიანი ოდითგან ოცნებობს უკვდავებაზე, ამიტომ...

სიძუნწე დაავადებებს იწვევს

დადგენილია, რომ ძუნწობასა და სნეულებებს...

ქალთევზა _ მითი თუ სინამდვილე

უძველესი დროიდან მოყოლებული ადამიანებს უამრავი...

მსოფლიოში ყველაზე სწრაფი ადამიანი

ბრიტანელი ბენ ლი, რომელიც ვიოლინოზე...
კარმიდამო ჩემი

ქართველი "ზორო" ბიზნესსაქმიანობას, ამქრებთან ერთად, "ზუკიტოს ქოხიდან" იწყებს

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გომში (შემოქმედის...

წიფლის წიწიბო

წიფელი ჩვენს ქვეყანაში ერთ-ერთი მძლავრი...

ჩეხური "კალაჩი"

ჩეხური სამზარეულო ლუდის გემრიელი მენიუსა...

როგორ ვიმკურნალოთ თაფლით

ხალხურ მედიცინაში არ მოიპოვება ისეთი...

პეტუნიას პოპულარობა და თავისებურება

ბოლო წლების განმავლობაში, ჩვენში განსაკუთრებული...

ალოეს სამკურნალო თვისებები

შესაძლოა, ალოეს დადებითი თვისებების შესახებ...

როგორ აღვიდგინოთ მხედველობა ნივრის დახმარებით

დროთა განმავლობაში, ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა...

რატომ არ უნდა აადუღოთ წყალი ხელმეორედ

ფილმის ყურებაში ისე გაერთეთ, რომ...

"უთვალავ საქმეთაგან, სახარების გადაწერაა შვება"

ჩვენი სტატიის გმირი მრავალმხრივი ნიჭით...

როგორ ვებრძოლოთ პირუტყვის კანქვეშა ბორას

ზაფხულის პერიოდში განსაკუთრებით, მსხვილფეხა რქოსანი...

მეფუტკრის კალენდარი _ მაისი და ივნისი

მაისის შუა რიცხვებიდან დგება დიდი...