"რაზეა ალიაქოთი შექმნილი? ვინმეს გჯერათ, ეს ახალგაზრდები სიტყვის თავისუფლების გამო დაიჭირეს?"

ფეისბუქსტატუსები

"რაზეა ალიაქოთი შექმნილი? ვინმეს გჯერათ, ეს ახალგაზრდები სიტყვის თავისუფლების გამო დაიჭირეს?"

2017 ივნ 13 15:17:20

გუშინ, პოლიტიკოსმა სალომე ზურაბიშვილმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა "ბირჟა მაფიას" წევრების დაკავებასთან დაკავშირებით.

პოლიტიკოსის განმარტებით,  არანაირი ცენზურა ამ ქვეყანაში აღარ არსებობს 5 წელია, სიტყვის და აზრის გამოთქმის გამო არავინ დაჭერილა ან დაჩაგრულა.

"რაზეა ალიაქოთი შექმნილი? ვინმეს გჯერათ რომ ეს ახალგაზრდები სიტყვის თავისუფლების და "აზრების" გამოთქმის გამო დაიჭირეს? თუ გჯერათ რომ წვიმა და ავდარში სპონტანურად გამოდის უცებ მოსახლეობა თბილისში და ... ბათუმში და ასეთ ორგანიზებულ სახე ეძლევა ამ ყველაფერს? ერთი ვცადოთ და სხვანაირად ვუყუროთ ამ საქმეს? ვის აწყობს პოლიციის და ყველა სახელმწიფო უწყების (არაფერი რომ არ ვთქვათ ეკლესიაზე) ავტორიტეტის შელახვა... რომ პოლიციაში და სხვაგან ნაციონალები თავიანთ ბოლო სვლებს ახორციელებენ ეს ვიცით, რომ ძალოვან სტრუქტურებში ზოგი კიდევ მიყვება სხვა გეგმებს და ინსტრუქციებს ესეც უცნობი არაა ... ამას უნდა მართლაც გამოძიება, ფაქტების დადება და ამ საბოტაჟურ ქმედებების ერთხელ და სამუდამოდ ამოფრქვევა... ნარკოპოლიტიკა და ლიბერალიზაცია სხვა საკითხია ამ ცალკე ფაქტთან არ უნდა იყოს დაკავშირებული და დამოუკიდებლად ამ აჟიოტაჟისა მიღებული იქნას ჩვენ ქვეყნისთვის სათანადო გადაწყვეტილება ... ამ ახალ აგორებულ "სკანდალზე" არ უნდა დავიწყოთ უადგილო თვითკრიტიკა: არანაირი ცენზურა ამ ქვეყანაში აღარ არსებობს 5 წელია, სიტყვის და აზრის გამოთქმის გამო არავინ დაჭერილა ან დაჩაგრულა... აქ სხვა პოლიტიკური თამაშია და არც ახალგაზრდების თავიუფალი შემოქმედება (?!) არც ნარკოპოლიტიკის პარამეტრები არაფერ შუაშია!" _ წერს სალომე ზურაბიშვილი, ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.




 ახალი ამბები
  • საგანგებო ვითარებაში - საგანგებო ბიუჯეტიჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გასვლითი სხდომა, 30 მარტს, ხელოვნების სასახლეში გაიმართა. სხდომის ხელოვნების სასახლის დარბაზში ჩატარების მიზანი სოციალური დინსტანციის დაცვა იყო. წინასწარ ჩატარდა დარბაზის დეზინფექცირება, გატარდა ყველა ზომა ჯანდაცვის პროტოკოლების, რეკომენდაციების, ჰიგიენის შესაბამისი წესების დასაცავად. სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე იმსჯელეს, მათ შორის, ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების შესახებაც _ ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტებში უნდა გაითვალისწინონ კორონა ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს პრეზიდენტის 21 მარტის დეკრეტის საფუძველზე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის შემოღების გამო, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 70-ე მუხლის შესაბამისად, საგანგებო ბიუჯეტის პროექტი, პროგრამული კოდით „01 07“ _ „საგანგებო ბიუჯეტი“. აღნიშნულ კოდში დაფინანსდება საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებული ღონისძიებების მიზნობრივი პროგრამები, კერძოდ: ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის 1 თვის საკვები პროდუქტების შეძენა; მარტოხელა ხანდაზმული ასაკის მოქალაქეებისთვის საკვები პროდუქტების შეძენა; სანიტარულ-ჰიგიენური ინვენტარის შეძენა; ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შიდა გადაადგილებისათვის საჭირო საწვავის (ბენზინი, დიზელი) შეძენა. საკრებულოს წევრებმა მხარი დაუჭირეს შესაბამისი დადგენილების გამოსაცემად ადმინისტრაციული წარმოების დაწყების პროცედურას. სხდომაზე განიხილეს დღის წესრიგის სხვა საკითხებიც. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შემდგომი რიგგარეშე გასვლითი სხდომა მიმდინარე წლის 6 აპრილს, დღის 12 საათზე, ისევ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ხელოვნების სასახლეში, ჰიგიენის წესებისა და სოციალური დისტანციის დაცვით ... ...
  • 2019 წელს საქართველოში 1762-ით მეტი ბიჭი დაიბადა, ვიდრე _ გოგოსაქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის თანახმად, 2019 წელს საქართველოში ახალშბობილთა რაოდენობა 48 296 ბავშვით განისაზღვრა, რაც წინა წელთან შედარებით 5,6 პროცენტით ნაკლებია. საქსტატის მიხედვით, 2019 წელს დაბადებულთა შორის ბიჭების რაოდენობა 1762-ით მეტია ახალშობილი გოგოების რაოდენობაზე. კერძოდ, გასულ წელს საქართველოში 25 029 ბიჭი და 23 267 გოგო დაიბადა. როგორც მონაცემებიდან ირკვევა, ყველაზე მეტი ბავშვი გასულ წელს თბილისში დაიბადა (16 0220), ხოლო ყველაზე ცოტა - რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში (284 ... ...
  • ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო გასვლით სხდომას ატარებსოზურგეთის საკრებულოს გასვლითი სხდომა დღეს ფოლკორის ცენტრში იმართება, რათა მაქსიმალურად იქნას გათვალისწინებული კორონავირუსის პრევენციის მიზნით დისტანცირება და უსაფრთხოების ზომები. სხდომის დაწყებამდე დეპუტატები თანდათან მოგროვდნენ  შესასვლელთან,   სადაც თითოეული   მათგანი პრევენციის მიზნით   დადგენილი ნორმებით მოქმედებდნენ და ვიზუალურადაც  განსაზღვრული ეტიკეტით გამოიყურებოდნენ - თითოეულს ეკეა პირბადე და ხელთათმანები. _განწყობა პოზიტიური გვაქვს.  ვმუშაობთ,  ვცდილობთ,  დაბრკოლება არ შეიქმნას და გავუძლოთ ამ ურთულეს გამოწვევას. იმედი მაქვს, ყველაფერი კარგად იქნება, - გვითხრა ოზურგეთი მუნიციპალიტეტის  მერის მოადგილემ, ირაკლი სირაძემ.   საკრებულოს სხდომის გახსნისას, საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით დარჩიამ აღნიშნა, რომ ჩვენი ქვეყანა უდიდესი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა და ახლა აუცილებელია ზუსტად უნდა შესრულდეს მთავრობის ყველა რეკომენდაცია. _ დღეს ჩვენი შეკრება გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარეობს, იგეგმება ბიუჯეტში ცვლილება. დაახლოებით 11 მილ. ლარამდე დამატებით ახალ ინფრასტრუქტურის მშენენებლობას მოხმარდება. მუნიციპალიტეტმა უნდა გააგრძელოს ფუნქციონირება, რათა ჩვენი მოქალაქეებისთვის ეს რთული პერიოდი შევამსუბუქოთ. საკრებულოს წევრებს კი გვმართებს ორმაგი პასუხისმგებლობა მოქალაქეთა წინაშე, ამიტომ მოგიწოდებთ მაქსიმალური ყურადღება გამოიჩინოთ, თავადვე გავხდეთ მაგალითები სოლიდარობის და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის. ხელისუფლება მაქსიმალურს აკეთებს რათა, წარმატებით დავძლიოთ ეს გამოწვევა, მადლობა ჩვენს მედიკოსებს, ისინი ნამდვილად გმირები არიან, _ თქვა მან საკრებულოს დღის წესრიგში განსახილველად სულ 12 საკითხია შეტანილი. ... ...
  • როგორია სამტრედიაში, თვითიზოლაციაში მყოფი მარნეულელების ჯანმრთელობის მდგომარეობაროგორია სამტრედიაში, თვითიზოლაციაში მყოფი მარნეულელების ჯანმრთელობის მდგომარეობა_  ამ ინფორმაციას თითქმის ყოველდღიურად კითხულობენ სამტრედიელები, რომელთა შეშფოთების საბაბი სამტრედიაში, ავტობანზე დასაქმებული 20 მარნეულელის თვითიზოლაციაში გადაყვანა გახდა. ,,ეს ადამიანები ძალიან ბევრ ადგილობრივთან იყვნენ კონტაქტში. სარგებლობდნენ სამტრედიის სავაჭრო ობიექტებით. ამიტომ, ჩვენთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს, ყოველდღიურად ვფლობდეთ კომპეტენტურ ინფორმაციას მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ“,_ ,,გურია ნიუსთან" შიშისა და სიფრთხილის გამოჩენას ასე ხსნის სამტრედიელთა უმრავლესობა. საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამტრედიის ცენტრის ხელმძღვანელი ბოლო ინფორმაციებზე დაყრდნობით ირწმუნება, რომ სამტრედიელებს ამ მხრივ სანერვიულო არ აქვთ. მარინა თევზაძე მუნიციპალიტეტში არსებულ ზოგად მდგომარეობას დადებითად აფასებს: ,,თვითიზოლაციაში მყოფთა რაოდენობა გვიმცირდება, 2 მოიხსნა და დარჩა 53 პირი. სხვადასხვა საკარანტინე სივრცეში რჩება 10 სამტრედიელი.  ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. რაც შეეხება ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებულ მარნეულის 20 მაცხოვრებელს, ისინი 23 მარტიდან იმყოფებიან თვითიზოლაციაში და მათზე ყოველდღიური მონიტორინგი წარმოებს. მინდა, გითხრათ, რომ საფრთხეს ვერ ვხედავთ, რადგან ისინი თავს კარგად გრძნობენ. მარნეულის მოქალაქეებზე თერმოსკრინინგი და დაკვირვება მათი ექიმის და ჩვენი მედპერსონალის მხრიდან ყოველდღიურად ტარდება." ... ...
  • საქართველოს ბანკი მომხმარებელს მობილბანკის მობილურ ინტერნეტის გარეშე გამოყენებას სთავაზობს საქართველოს ბანკი აგრძელებს ვირუსის წინააღმდეგ საპრევენციო ზომების განხორციელებას და მომხმარებელს უნიკალურ სერვისს სთავაზობს. იმისათვის რომ მომხმარებელმა სახლიდან გასვლის ნაცვლად ისარგებლოს საქართველოს ბანკის ციფრული სერვისებით,  დღეიდან ისინი მობილბანკის მობილური ინტერნეტის გარეშე გამოყენებასაც შეძლებენ. ეს ნიშნავს, რომ ამიერიდან უკვე შესაძლებელია ნებისმიერი საბანკო ოპერაცია მობილბანკით შეასრულო  მაშინაც კი, როცა  მობილურის ბალანსზე  თანხა  ან ინტერნეტის მეგაბაიტები ამოგეწურა. იმისათვის რომ მომხმარებელმა მობილბანკის ინტერნეტის გარეშე შეძლოს გამოყენება, არაა საჭირო, რომელიმე კონკრეტული მობილური ოპერატორის აბონენტი იყოს.  სიახლეა ისიც, რომ მობილბანკი უკვე გაცილებით ნაკლებ ინტერნეტს მოიხმარს. „საქართველოს ბანკის მომხმარებელს დღეიდან შეუძლია აღარ  იფიქროს იმაზე, აქვს თუ არა საკმარისი მეგაბაიტები. მას შეუძლია გამოიყენოს მობილბანკი მარტივად და სახლიდან გაუსვლელად. ეს ყველაფერი ვერ განხორციელდებოდა მობილური ოპერატორების − ბილაინის,  მაგთიკომისა და სილქნეტის გარეშე და გვინდა ამისთვის მათ განსაკუთრებული მადლობა ვუთხრათ“,- აცხადებენ ბანკში. (R)     ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...