რით დაიწყო ასკანიდან დედაქალაქში ჩასულმა ბიჭმა საყვარელი საქმე

ფეისბუქსტატუსები

რით დაიწყო ასკანიდან დედაქალაქში ჩასულმა ბიჭმა საყვარელი საქმე

27 ივნ. 2020, 11:33:27

ზურა შევარდნაძე სოციალურ ქსელში #გარდენიასისტორიის მორიგ ამბავს გვიყვება. 


"სტუდენტი რომ გავხდი 18 წლის ვიყავი. ასკანიდან ჩამოვედი, დეიდებთან, მელიქიშვილზე, მიმიჩინეს ერთი კუთხე. ჩემს შენახვას სოფლიდან ვერ შეძლებდნენ, რამე უნდა მეღონა. თერთმეტი ნომერი ტროლეიბუსით დავდიოდი უნუვერსიტეტის მაღლივ კორპუსში, ვაკის პარკის მოპრდაპირე მხარეს უშნო, დიდი, რკინის ჯიხური იდგა გზის პირას, ქალები წავკისიდან ჩამოტანილი ყვავილით ვაჭრობდნენ.

ერთი კვირა იყო გასული რაც სტუდენტურ ცხოვრებასთან შეგუებას ვცდილობდი, მივადექი მოფუსფუსე მეყვავილეებს და გავეცანი, ვუთხარი, რომ სოფელში ხშირად ვაკეთებდი სამგლოვიარო გვირგვინებს და თუ თანახმა იქნებოდნენ ვაჩვენებდი რა შემიძლია. დიდი აღფრთოვანებით არ შეხვდნენ ჩემს შეთავაზებას მაგრამ ჯიხურის უკან, ჩრდილში დალაგებული ძმერხლის და შქერის ტოტებისკენ მიმითითეს. კატაბარდას ღერო მოვგრიხე, ხავსის გუნდა მივამაგრე, ჩიტავაშლას ტოტი და წვრილი ჟაბო მიხაკი ჩავამაგრე, არაუშავს გამოვიდა, გავიტანე და დახლზე დავდე. ათი წუთი არ იქნებოდა გასული მანქანა გაჩერდა, სქელ სქელი ქალბატონი გადმოვიდა, ბევრი ოქრო ეკეთა და გვირგვინი შეიძინა, მგონი 15 ლარად, გამიხარდა. იმ დღესვე მომცეს ყოფილი საყვავილე მაღაზიის გასაღები, მიწისქვეშა გადასასვლელში, მივალაგე, გურიიდან თხილის წკნელი, კრიფტომერია, ხავსი, გამშრალი ჰორტენზიები, ღომის თავთავი, სიმინდის ფუჩეჩი ჩამოვიტანე და შევუდექი საქმეს. მალე დავატყვე ხელი, უბანმაც უცებ გამიცნო. ლექციებიდან მოსულს მხვდებოდა სია, რკინის კედელზე მაგნიტის ნატეხით მიმაგრებული " ერთი ც. 10 ლ გვირგვინი იებით. ერთი ცალი 25ლ თეთრი ვარდით (ძალიან პრეტენზიული ქალია), 2ც თაიგული ერთი დედოფლისა, ერთი მეჯვარისთვის მისართმევი, ლეილას გოგო გათხოვდა.. და მისთანები"...

ქალები მეტისმეტად საყვარელი, უბრალო მაგრამ გულიანები გამოდგნენ, შვილივით შემიყვარეს, მივლიდნენ, შრომას მიფასებდნენ და ზრუნავდნენ ჩემზე.. დეიდა დოდო და მარიამი.

შვიდი წელი ვიმუშავე ამ ჯიხურში, კაცმა არ იცის რამდენი გვირგვინი, კალათი თუ თაიგული შევკარი. ძალიან ბევრი ვისწავლე ამ ორი მშრომელი ქალისგან.
საოცარი ალღო ქონდათ, მანქანა რომ გაჩერდებოდა, წამოავლებდნენ თაიგულს ხელს და გამოეგებებოდნენ მყიდველს.. არ მახსოვს, ერხელ მაინც შემცდარიყვნენ და მუშტარს ეთქვას არა ეს არ მინდა რასაც მთავაზობთ სხვა მაჩვენეთო, სულ მიკვირდა ამას როგორ ახერხებდნენ და როგორ ცნობდნენ ვის რა, როდის და როგორ.. ახლაც მიკვირს.

მარიამი რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა, დეიდა დოდო დიდი ხანია აღარ მინახავს, რკინის ჯიხურიც რახანია აღარ დგას ვაკის პარკის წინ.
დღეს გრილი დღე იყო და საქმეს ვეშურებოდი, ცინერარიების გაბარდულ ბუჩქებს ვსხლავდი, თავზე დოდო დეიდა დამადგა, ცოტა მოხრილა, მოფუმფულებულა, თმები შეუღებავს და ხელები აღარ ქონდა ისე გაუხეშებული როგორც მაშინ.. შვილიშვილებმა მოიყვანეს ჩემთან. როგორ გავიხარე, როგორ...
ყველაფერი ვაჩვენე, სათბურები და ბაღი დავათვალიერებინე, ბევრი მეფერა და ვეფერე...

წასვლისას მითხრა სულ არ მიკვირს, მაშინვე გეტყობოდა რომ არ მოისვენებდიო...

მიდი, მიდი მიხედე, სტუმარი გელოდება, აი ეს ოლიანდრის აყვავებული ბუჩქი შესთავაზე მყიდველიაო ჩუმად მითხრა.. შვიდევე ოლიანდრი წაიღო თავისი ბაგების ეზოს ჭიშკართან დასარგავად ბატონმა გოჩამ...
დეიდა დოდოს გაეღიმა...", _ წერს ზურა შევარდნაძე.




 ახალი ამბები
  • „კოორდინატორებს რომ აგზავნით, ხმა მიეცით „ოცნებასო“, ვის მივცე ხმა? უგზოობას?“-ჭანჭათში უგზოობას უჩივიან„სირცხვილი თქვენ! 3 წელია გზაზე გესაუბრებით, თუ საჯაროდ და თუ პირადად.  დღევანდელ ამინდში თუ სკოლის მარშუტკა არ ამოვა, როდის უნდა ამოვიდეს?  მთელი სოფლის გზა რომ დააგრეიდერეთ და ეს მონაკვეთი დატოვეთ, არ შეგრცხვათ? თურმე ეს გზა სოფლის ცენტრალური გზა არ არის, აბა რა არის? შუკა? სამი წელია ტენდერში ვერცერთმა კომპანიამ გაიმარჯვა? თუ ფეხებზე დაგვიკიდეთ? თქვენს კოორდინატორებს რომ აგზავნით, ხმა მიეცით ოცნებასო, ვის მივცე ხმა? უგზოობას? ადამიანის მოთხოვნის ფეხებზე დაკიდებას? თუ იმას რომ ჩემი მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლება 3 წელია უმოქმედოთ ზის, დაბრმავდა და დაყრუვდა. შეგრცხვეთ! მთელი სოფლის გზას აგრეიდერებენ და როცა ვურეკავ გამგებელს ჩვენთან რა ხდება, რატომ დატოვეთ თქო. სოფლის ცენტრალური გზის დაგრეიდერება მოხდაო, ფაქტობრივად დაგვცინიან. არანაირი ბავშვის ინტერესების გათვალისწინება, არანაირი ახალი კანონის მიღება, არაფერი არ ესმით, უსირცხვილოდ იქცევიან. ყველაფერს აქვს საზღვარი! სასწრაფოდ მოახდინეთ აღნიშნული გზის რეაბილიტაცია, ადამიანების მოთმინებას ნუ ცდით!-წერს სოციალურ ქსელში სოფელ ჭანჭათის მკვიდრი ვეკო წულაძე. ვეკო წულაძის ამ პოსტს, რომლის ადრესატიც სოფლის მაჟორიტარი დეპუტატი გოგი მორჩილაძე და მუნიციპალიტეტის მერიაა, არაერთი კომენტარი მოჰყვა, მათ შორის თანასოფლელთა მხრიდან. „რაც თავი მახსოვს ყველა მაგ გზაზე გამოვთქვამთ პრეტენზიას და მაშინ შეთანხმებულად მოვაწყოთ ერთი დღე და მოვიფიქროთ რაიმე ისეთი რომ მოგვაქციონ ყურადღება...ყველას გვაწუხებს ეგ უგზობა, რომელ საუკუნეში ვართ, ელემენტარულად, სამგზავრო მარშუტკა დღეში ერთხელ გვემსახურება და ისიც სახლამდე ვერ მოდის, რამხელა მანძილის ფეხით დაფარვა გვიწევს უგზობის გამო. ეს ყველას პრობლემაა, მხოლოდ შენი და ჩემი არა, ამიტო ყველა უნდა გავერთიანდეთ და რაიმე გზით ვაიძულოთ შესაბამისი პირები რომ მოგვაქციონ ყურადღება. არ ვიცი ჩვენ სოფელში როა, ისეთი გზა თუ არსებობს ლანჩხუთის რომელიმე სოფელში. საკუთარი მანქანით ვერ გადაადგილდები ადამიანი ნორმალურად და სამგზავრო მარშუტკას რა უნდა მოვთხოვოთ, სანამ ეს გზა არ მოგვარდება. ბავშვები სკოლაში და ბაღში ვერ დადიან ნორმალურად გზის გამო. რომელ განვითარებულ ან განვითარებად მუნიციპალიტეტშია მსგავში პრობლემები .განათლება ყველგან ხელმისაწვდომია და ჩვენთან ელემენტარული გზის გამო სახლში უნდა გვეჯდეს ბავშვები, ზამთარსა და წვიამიან ამინდში განსაკუთრებით“. საგულისხმოა, რომ ეს პირველი შემთხვევა არა, როცა ვეკო წულაძე საჯაროდ, სოციალური ქსელის საშუალებით აჟღერებს ჭანჭათში არსებულ გზის პრობლემას და დახმარებას მედიასაშუალებებსაც თხოვს.  „გურია ნიუსიც“ არაერთხელ წერდა ამის თაობაზე, თუმცა, როგორც ირკვევა, საქმე წინ არ წასულა და უგზობის პრობლემა კვლავაც აწუხებს სოფლის მოსახლეობას. ზემონახსენებ  პრობლემასთან დაკავშირებით „გურია ნიუსი“  სოფლის მაჟორიტარ დეპუტატს ადგილობრივ საკანონმდებლო ორგანოში, გიორგი მორჩილაძეს დაუკავშირდა, რომელიც აღმოჩნდა რომ არ იზიარებს ვეკო წულაძის მხრიდან გაჟღერებულ  პრეტენზიებს და ყველაფერ ამას საარჩევნო სპეკულაციას უწოდებს. „სოფელში გზა ყველგან კეთდება, რაღაც 200 მეტრიანი მანძილია დარჩენილი და მისი გაკეთებაც ამ 15 დღეში დაიწყება. რატომღაც გზის პრობლემა მხოლოდ წინა საარჩევნო პერიოდში ახსენდება. არჩევნებია კარზე მომდგარი და გარკვეულ სპეკულაციას ეწევა, მარშანიშვილთანაა („ევროპული საქართველოს“ ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელი“ შეკრული და ის აწერინებს რაღაცეებს“-ასეთია სოფლის მაჟორიტარი დეპუტატის კომენტარი „გურია ნიუსთან“ სატელეფონო ... ...
  • რატომ გადაკეტეს ჩოხატაურში დუმბაძის ქუჩაამ დროისთვის ჩოხატაურში, დუმბაძის ქუჩაზე საპატრულო პოლიციას გზა აქვს გადაკეტილი და ავტომობილებს გზის გაგრძელების უფლებას არ აძლევს. როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა, გზის გადაკეტვის მიზეზი სკოლის წინ ზებრის მოხატვის სამუშაოებს უკავშირდება. „გურია ნიუსთან“ საუბრისას ჩოხატაურის ზრდასრულთა განათლების ცენტრის დირექტორი, ნანა ცინცაძე ამბობს, რომ ერთი ზებრა გადასასვლელი სამრევლო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყობა, 2 კი მაგისტრალზე. „აქ არის ცენტრალური გზა მაგისტრალი. გზას მოვხატავთ სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ხშირად ვსარგებლობთ და ფაქტია, რომ აქ აუცილებლობა იყო იმის, რომ განგვეახლებინა ქვეითთა გადასასვლელები“,_ გვითხრა ... ...
  • ბაია დვალიშვილი და ნესტან-ნენე კვინიკაძე - აქ.ახლა, მსახიობი ხელოვანების გარემოდანთიბისის Live-სესიები - აქ.ახლა - გრძელდება. 22 ოქტომბერს, 20:00 საათზე, ყველა მსურველს საშუალება აქვს ვირტუალურად დაესწროს მსახიობ ბაია დვალიშვილის სესიას თიბისის Facebook გვერდის დახმარებით. ლაივ-ჩართვა დიალოგის რეჟიმში ჩატარდება. მისი მოდერატორი მწერალი - ნესტან-ნენე კვინიკაძე იქნება. სესიის ფარგლებში, მსახიობი პროფესიის არჩევის განმაპირობებელ ფაქტორებზე და თეატრში განვლილ გზაზე მოყვება - სახელოვნებო გარემოცვაზე, რომელშიც გაიზარდა და ადამიანებზე, რომლებიც იმ დროის რუსთაველისა და მარჯანიშვილის სახელობის თეატრებს ქმნიდნენ. ბაია დვალიშვილი მეცნიერ და ლიტერატურათმცოდნე პავლე ინგოროყვასთან გადაკვეთას გაიხსენებს, რომელთანაც მსახიობის მამას, იმდროინდელი კულტურის მინისტრის პირველ მოადგილეს - აკაკი დვალიშვილს ხანმოკლე, მაგრამ ძალიან ნაყოფიერი პერიოდი აკავშირებდა. მსახიობი მაყურებელს კინორეჟისორ სერგო ფარაჯანოვთან მუშაობისა და „აშუღ-ყარიბის" გადაღების დეტალებსაც გაუზიარებს. ასევე, ქვეყნის ისტორიის მნიშვნელოვან ეტაპებზე - საბჭოთა კავშირის დაშლასა და დამოუკიდებელი საქართველოს პირველ ნაბიჯებზე, გარდამტეხ თარიღზე - 9 აპრილზე ისაუბრებს. ... ...
  • ტერორისტმა მძევლები კირცხთან გაათავისუფლა, რომელიც ზუგდიდიდან აფხაზეთის მოპირისპირე მხარეს მდებარეობსზუგდიდში, „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელმა ბანკი მძევლებთან ერთად დატოვა და ზუგდიდიდან მანქანით წავიდა. არაოფიციალური ინფორმაციით, თავდამსხმელმა მძევლები ჩხოროწყუში, სოფელ კირცხთან გაათავისუფლა. აღსანიშნავია, რომ ეს სოფელი ზუგდიდიდან აფახეთის მოპირისპირე მხარეს მდებარეობს და ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთ წოდებული საზღვრიდან დაახლოებით, 30 კილომეტრში მდებარეობს. აღსანიშნავია ისიც, რომ აფხაზეთის ეგრეთ წოდებულმა ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მიიღებს ყველა ზომას, რომ კრიმინალი აფხაზეთის ტერიტორიაზე არ ... ...
  • დღეს ეროვნული გმირის ზაზა დამენიას დაბადების დღეასაქართველოს ეროვნული გმირი, ზაზა დამენია 1972 წლის 22 ოქტომბერს, ოზურგეთში დაიბადა. 1990-1992 წლებში დამენია ყაზანის სამშენებლო ინსტიტუტში სწავლობდა. 2003 წელს, დაუსწრებლად დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბათუმის ფილიალი, სამრეწველო სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით. ზაზა დამენია, 1992 წლიდან, საქართველოს შეიარაღებული ძალების სადაზვერვო ბატალიონში მსახურობდა. 1993 წელს აფხაზეთში იბრძოდა. 1995 წელს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის სამხარეო სამმართველოს განსაკუთრებულ დავალებათა სამსახურის უზრუნველყოფის ჯგუფის უფროსის თანამდებობა ეკავა. 2002 წლიდან, ზაზა დამენიამ სამხედრო სამსახური მე-11 მექანიზებული ბრიგადის მსუბუქი ქვეითი ბატალიონი „კომანდოს“ რიგებში გააგრძელა. 2004 წლის აგვისტოში, ცხინვალის რეგიონში საბრძოლო მოქმედებების დაწყებასთან ერთად, „კომანდოს“ ბატალიონი, კონფლიქტის ზონაში, ქართული სოფლების დასაცავად გაიგზავნა. მოწინააღმდეგესთან შეიარაღებული დაპირისპირებების დროს, ქართულმა მხარემ 16 მებრძოლი დაკარგა, რომელთა შორის იყო ზაზა დამენია. 2004 წლის 16 აგვისტოს, ზაზა დამენიამ, საკუთარი სიცოცხლის ფასად, თანამებრძოლები დაღუპვას გადაარჩინა. კაპრალი სანგარში ჩავარდნილ ხელყუმბარას სხეულით გადაეფარა და სამი ჯარისკაცი გარდაუვალი სიკვდილისგან იხსნა. დაღუპვამდე ორი დღით ადრე, დამენიას ჭურვის აფეთქების შედეგად მხედველობა დაუქვეითდა, თუმცა კაპრალმა უარი განაცხადა პოზიციის დატოვებაზე და ბოლომდე დარჩა თანამებრძოლების გვერდით, ბრძოლის ველზე. სამშობლოს დაცვისა და ერთიანობისთვის ბრძოლაში გამოჩენილი განსაკუთებული მამაცობისთვის, 2004 წლის 24 აგვისტოს, ზაზა დამენიას საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა. წყარო: ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...