სარიშვილი: "უზარმაზარი შოკი მაქვს და 2 დღეა ვფიქრობ, რა ვთქვა"

ფეისბუქსტატუსები

სარიშვილი: "უზარმაზარი შოკი მაქვს და 2 დღეა ვფიქრობ, რა ვთქვა"

19 ნოე. 2020, 16:52:37

ირინა სარიშვილი სოციალურ ქსელ Facebook-ში შემდეგ სტატუსს აქვეყნებს:

„90–იან წლებში მახსოვს გიამ რამდენჯერმე ჩემ მშობლებთან დამტოვა, თვითონ რაღაც საქმეზე მიდიოდა. მშიამეთქი დედაჩემს ვეტყოდი და შვილიშვილებისთვის (ჩემი ძმისშვილებისთვის) მომზადებულ სუპს მთავაზობდა სულ. ერთხელ, ორჯერ, სამჯერ და ბოლოს ვერ მოვითმინე და ვკითხე, ამის მეტი საჭმელი არ გაქვთ, ეს რა უბედურებაამეთქი და არაო, ჩვენც ამას ვჭამთო. და უცბად ისეთი ძალით ჩამცხო რეალობამ თავში, იმ რეალობამ, რომლისგანაც აბსოლუტურად მოწყვეტილი ვიყავი ხელისუფლებაში ყოფნის გამო (თუნდაც საპარლამენტო ოპოზიციაში), რომ სირცხვილით აღარ ვიცოდი, რა მექნა. არა იმიტომ რომ ჩვენ თავზე გვეყარა, რა თქმა უნდა არა. უბრალოდ, ეს პრობლემა ჩვენ არ გვქონდა და რაღა შორს წავიდე, საკუთარი მშობლების გაჭირვებაც კი არ ვიცოდი, რადგან ისინი არასოდეს დაიწუწუნებდნენ ჩემთან რამე თუ აკლდათ.

ეს ამბავი ეკა ხერხეულიძის სტატუსმა გამახსენა, რომელიც არა ნაკლები შოკი იყო ჩემთვის, სადაც ეკა 92–93 წლების ამბებს ყვება და იხსენებს, როგორ მიუქსიეს სპეციალურად დაგეშილი ნაგაზები დემონსტრანტებს გენშერის და ბეიკერის საქართველოში სტუმრობის დროს და როგორ ახშობდნენ დაგლეჯილი ხალხის ბღავილს მუსიკით და დოლ–გარმონით ხელისუფლების მიერ ორგანიზებულ ღია ცისქვეშ ღონისძიებაზე გენშერის და ბეიკერის პატივსაცემად.

ამდენი წლის შემდეგ ეს ამბავი გუშინ გავიგე! სრულიად იზოლირებულს რეალობისგან, მაშინ არაფერი მსგავსი არ მსმენია და არც ტელევიზიები იყო იმ დროს, მხოლოდ პირველი სახელმწიფო არხი მაუწყებლობდა და ამ არხიდან ვინ შეიტყობდა სიმართლეს.

უზარმაზარი შოკი მაქვს გუშინდელი დღიდან და 2 დღეა ვფიქრობ, რა დავწერო, რა ვთქვა. ეკას სტატუსი სირცხვილით ვერც დავალაიქე – მე ხომ იმ დროს ან ღონისძიებაზე ვიქნებოდი, სადაც ვერ გავიგონებდი ვერაფერს, ან სახლში, სადაც პირველ არხზე არავინ მეტყოდა ამას. 

ანგელოზი არც მე ვარ და არც არავინ.

მე შეიძლება, ვისაც მტრად ვთვლიდი, და ვისაც დსთ–ში შესვლის მიზეზად ასახელებდა მაშინდელი ხელისუფლება, იმაზე მეთქვა ეს შემზარავი სიტყვები – თუ მისი მიზეზით უნდა შეგვათრიოთ დსთ–ში,, რატომ გაუშვით ცოცხალიმეთქი –არა იმიტომ რომ ამ ადამიანის სიკვდილი მსურდა, არამედ იმიტომ რომ დავიჯერე რომ ის იყო მიზეზი ჩვენი რუსეთთან ხელახალი მიბმის და ამას დღეს ძალიან ვნანობ...

კიდევ ბევრი რამ შეიძლება გამეფიქრა ან მეთქვა მტრობით, თუნდაც აქციის დაშლა–დარბევა, მაგრამ ხალხზე ძაღლების შესევა??? იარაღით დახოცვა???

ძალიან კარგად მესმის, რომ "არ ვიცოდი და ეხლა გავიგე" არც გამართლებაა და შეიძლება არც დაიჯეროს ბევრმა.

მართლა არ ვიცოდი, რადგან მე, როგორ მონსტრადაც არ უნდა მსახავდეს იმ პერიოდში ზვიად გამსახურდიას მომხრეთა ნაწილი, არაფრის გადამწყვეტი არ ვიყავი არც პალამენტში და არც 2თვიანი ვიცეპრემიერობის დროს მთავრობაში, საიდანაც დსთ–ში შესვლის შემდეგ პროტესტის ნიშნად გადავდექი  – მხოლოდ კონკრეტულ პოზიციას ვახმოვანებდი. ეს არც გამართლებაა და არც ჩემს პასუხისმგებლობას არ ამცირებს – როცა ადამიანებს ხელისუფლების მიერ სპეციალურად გაწვრთნილი ძაღლები გლეჯდნენ, მე მეორე მხარეს ვიდექი და ესაა ჩემთვის შემზარავი რეალობა.

ეკა, ვერ დავალაიქე შენი სტატუსი, რადგან სირცხვილის აღმნიშვნელი რეაქცია არ აქვს ფეისბუკს.

მაპატიე სხვა მხარეზე დგომა იმ საშინელ პერიოდში და მადლობა იმისთვის რომ დღეს მეგობრები ვართ“.





 ახალი ამბები
  • "მაღალ მთაში წამოთოვს"- მოსალოდნელი ამინდი გურიასა და საქართველოშისაქართველოში ამინდი გაუარესდა. გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა, დოდო გვაზავამ „გურია ნიუსს“ განუცხადა, რომ შავი ზღვის ჩრდილოეთ დასავლეთიდან ვრცელდება არქტიკული ცივი ჰაერი, რის გამოც მოსალოდნელია ძლიერი ნალექი და  ქარი. „შავი ზღვის ჩრდილოეთ დასავლეთიდან ვრცელდება არქტიკული ცივი ჰაერი, რომელიც შენარჩუნდება ხვალაც. მოსალოდნელია წვიმა,ზოგან ძლიერი. დასავლეთ საქართველოშ, ამ დროისთვის, დასავლეთის მიმართულების ქარი გაძლიერებულია და შენარჩუნდება საღამომდე, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში დაახლოებით 4 საათიდან იქროლებს.  ძლიერი ქარი ნალექის ინტენსივობას შეამცირებს, მაგრამ მანამდე არ არის გამორიცხული აღინიშნოს სეტყვა ბოლნისში, ძლიერი პროცესია  კახეთში, დედაქალაქშიც, მაგრამ ქარის გაძლიერების შემდეგ ნალექი შეწყდება. იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი ქალაქის გარეუბნებში შესაძლებელია 27-28 მ/წმ-ის დაქროლვა ჰქონდეს. ტემპერატურა იკლებს. დღეს და ხვალ დასავლეთ საქართველოში დაბლობ რაიონებში +12, +13 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი, მთიან რაიონებში + 8, +10, მაღალ მთიან რაიონებში 0, +5 გრადუსი და წამოთოვს. დასავლეთ საქართველოში ნალექის ინტენსივობა ხვალ შესუსტდება, აღმოსავლეთ საქართველოში კი შეწყდება.  ზოგან ღამის საათებში შენარჩუნდება. 11 მაისს გამოიდარებს,  მაგრამ მაღალ მთაში თოვა შენარჩუნდება. ტემპერატურა მკვეთრად დაიკლებს შიდა ქართლში.  11 მაისს შესაძლებელია +1 გრადუსი დაფიქსირდეს. გურიაშიც იწვიმებს, დაიკლებს ჰაერის ტემპერატურა, მაღალ მთაში მოთოვს.  11 მაისიდან კი ტემპერატურა ისევ მოიმატებს“,_ გვითხრა ... ...
  • ვიოლეტა მგალობლიშვილი The Voice Georgia-ს ფინალშია მეგა-პროექტ The Voice Georgia-ს ფინალი ახლოვდება. გუშინ ნახევარფინალი გაიმართა და გაირკვა, რომ ჩოხატაურელი ვიოლეტა მგალობლიშვილი ფინალში იმღერებს. ვიოლეტა მგალობლიშვილი მაესტროს ნიკა რაჭველის გუნდის წევრია და სწორედ მწვრთნელის გადაწყვეტილებით  მოხვდა ფინალში. “ერთი სიმღერა მაქვს ფინალისთვის და მინდა, რომ ეს სიმღერა ვიოლეტამ შეასრულოს“ - ეს სიტყვები ნიკა რაჭველმა მაშინ თქვა, როდესაც მისი გუნდის სამი წევრისგან ერთი მონაწილე უნდა დაეტოვებინა პროექტში. ნახევარფინალში ვიოლეტა მგალობლიშვილმა ვაჟა აზარაშვილის “გზები“ ... ...
  • "ქართული მიწა არ იყიდება" _ ნამოხვანჰესის მოწინააღმდეგებმა ლანჩხუთში აქცია გამართესლანჩხუთში, ქალაქის ცენტრალურ პარკში ნამახვანჰესის აქციის მონაწილეები ადგილობრივ მოსახლეობასთან სააგიტაციო აქციას მართავენ მოწოდებით _  "ქართული მიწა არ იყიდება". როგორც ადგილზე გავარკვიეთ, შეხვედრის მიზანი ის არის, რომ დაარწმუნონ აქაურები შეუერთდნენ აქციას, რომელიც 23 მაისისთვისაა დაანონსებული დედაქალაქში. ლანჩხუთში გამართულ აქციაზე სასულიერო პირთა სიმრავლეც ... ...
  • ირაკლი ღარიბაშვილი - ყველა ჩვენგანი ვალში ვართ ვეტერანთა წინაშეჩვენს გმირ ვეტერანებს, ვინც უდიდესი თავგანწირვის ფასად იხსნეს კაცობრიობა ფაშიზმისაგან, განსაკუთრებული სითბოთი და პატივისცემით ვულოცავ გამარჯვების დღეს, მეორე მსოფლიო ომის დასრულების 76-ე წლისთავს, -  ამის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, სოციალურ ქსელ „ფეისბუქში" წერს. მთავრობის მეთაურის თქმით, მთელმა მსოფლიომ იცის, რომ ამ ომში საქართველომ ყველაზე დიდი მსხვერპლი გაიღო.  „ისტორიამ არ იცის ფაშიზმზე უფრო დიდი ბოროტება. ქართველმა მეომრებმა განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს მის დამარცხებაში. ისინი სახლებიდან შორს, გმირულად იცავდნენ საკუთარ ოჯახებს, საყვარელ ადამიანებს, სამშობლოს. მთელმა მსოფლიომ იცის, რომ ამ ომში საქართველომ ყველაზე დიდი მსხვერპლი გაიღო. ასეულ ათასობით ჩვენი თანამემამულე საკუთარ ოჯახებს ვეღარ დაუბრუნდა. ქედს ვიხრი მათი ნათელი ხსოვნის წინაშე. მინდა ასევე პატივი მივაგო მათ, ვინც ომიდან გამარჯვებული დაბრუნდა, მაგრამ დღეს უკვე აღარ არიან ჩვენს გვერდით. ყველა ჩვენგანი ვალში ვართ ვეტერანთა წინაშე. მათი ღვაწლის უფრო მეტად დაფასება ხელისუფლებისათვის, საზოგადოებისათვის, თითოეული ჩვენგანისათვის ღირსების საქმეა. ამიტომ, ჩვენ განსაკუთრებით ვზრუნავთ მათზე და ვცდილობთ საქმით გამოვხატოთ ჩვენი უდიდესი მადლიერება.  კიდევ ერთხელ ვულოცავ ვეტერანებს ამ დიდ დღესასწაულს და მხნეობას, ჯანმრთელობას და მშვიდობას ვუსურვებ", - აღნიშნავს ... ...
  • „ევროკავშირი საქართველოს განვითარების მთავარ პარტნიორად დარჩება“- კარლ ჰარცელიკარლ ჰარცელმა, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, ევროპის დღე მიულოცა საქართველოს. "დღეს ჩვენ ვზეიმობთ იმ იდეის არსებობას, რომელიც ევროკავშირის ფუნდამენტს წარმოადგენს - იდეას, რომ თანამშრომლობას შეუძლია, აჯობოს ომსა და კონფლიქტებს და შექმნას კეთილდღეობა, როგორც ევროპის კონტინენტზე, ასევე მის ფარგლებს გარეთ. იდეა, ზუსტად 71 წლის წინ გაჩნდა. დღეს ჩვენ, როგორც ევროპელებმა, ვიცით, რომ სწორედ ეს იყო ის გზა, რომელსაც უნდა გავყოლოდით, რომ თანამშრომლობა და პარტნიორობა მართლაც სარგებლის მომტანი ყოფილიყო. ჩვენ ამ ფილოსოფიას ვეყრდნობით ჩვენ საგარეო ურთიერთობებშიც, მათ შორის ისეთ ახლო პარტნიორთან, როგორიც საქართველოა. ორ ქვეყანას შორის პარტნიორობა ძალიან მნიშვნელოვანია ევროკავშირისათვის და მე ვამაყობ, რომ ევროკავშირი გვერდში ედგა საქართველოს COVID- 19 პანდემიასთან ბრძოლის დროს. ევროკავშირი ქვეყანას უწევდა ფინანსურ დახმარებას, აწვდიდა აღჭურვილობას და საჭირო ცოდნას. სამომავლოდაც, ევროკავშირი საქართველოს განვითარების მთავარ პარტნიორად დარჩება. ძლიერი, წარმატებული და დამოუკიდებელი საქართველო სარგებელს მოუტანს როგორც თავად ქართველებს, ასევე საქართველო-ევროკავშირის პარტნიორობას, ზოგადად რეგიონს და, საბოლოოდ ევროკავშირს. ჩვენ ვაფასებთ ჩვენს მეგობრობას, საერთო ღირებულებებს და მზარდ თანამშრომლობას, სავაჭრო, უსაფრთხოების, კულტურის, ტურიზმის სფეროებში და განსაკუთრებით ჩვენს მოქალაქეებს შორის“, - ამბობს კარლ ჰარცელი საკუთარ ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ დიდი აღმოჩენები და ასტრონომია

დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების პერიოდში ვის...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

კარმიდამო ჩემი

"ქართული თექა ჩემი გატაცებაა!"

ქართულ თექაზე მუშაობას, უმეტესად, ჩვენი...

გავაშენოთ საადრეო ჯიშის მანდარინი

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკული ზონის კლიმატი,...

თხილის წამლობა აპრილის შუა რიცხვებიდან

აპრილის დასაწყისიდან, როცა თანდათან მატულობს...

როგორ გამოვკვებოთ და გამოვზარდოთ ქათმის წიწილები

საქართველოში ქათმის და, ზოგადად, შინაური...

დავთესოთ ბოსტნეული და გამოვიყვანოთ ჩითილები

წლევანდელი გაზაფხული,  გურიაში, განსაკუთრებით, საკმაოდ...

საგაზაფხულო ფხალეული კვერცხით და ნედლი სანელებლებით

საქართველოს სამზარეულო კულტურა ფხალეულის ორასამდე...

"კალისტო 1920 "_ გურიაში "გემოვანის" პური გამოჩნდა

პური ერთ-ერთი უძველესი საკვებია და...

ერთი ნაჩუქარი ბაჭიით დაწყებული საქმე: "ბოცვრის მოშენება ყველა ოჯახმა უნდა შეძლოს"

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაამაღლებაში მცხოვრები,...

ზღმარტლი _ მცენარე, რომელიც იმსახურებს ყურადღებას

მუშმულას და უნაბის შემდეგ, ჩვენს...

გავამზეუროთ ქოთნის ყვავილები

ახლა, ადრიან გაზაფხულზე, მზიან, თბილ...

ქათმის მხალეული

მრგვალად მოხარშული (და არა შემწვარი)...