"სექსი ღვთის ჯილდოა ცოლ-ქმრისთვის" _ დეკანოზი კონსტანტინე პაიჭაძე

ფეისბუქსტატუსები

"სექსი ღვთის ჯილდოა ცოლ-ქმრისთვის" _ დეკანოზი კონსტანტინე პაიჭაძე

12 სექ. 2020, 14:13:11

დეკანოზი კონსტანტინე პაიჭაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე რომის პაპის მიერ გაკეთებული განცხადებაზე საზოგადოების რეაქციას ეხმაურება.

"მთელი დღეა რომის პაპის ნათქვამი ტრიალებს ფბ.ზე და არის უამრავი ლანძღვა და ათასი უბედურება. პაპის პაპობაზე არაფერს ვამბობ. ათასი წელია გარკვეულია ეგ საკითხი...

უბრალოდ, ვკითხულობ მართლმადიდებელი მორწმუნეების კომენტარებს და მახსენდება ერთი ძველი საბჭოთა გამონათქვამი _ ,,სსრკ-ში სექსი არ არის"
ნეტა, როგორ წარმოუდგენიათ ეს ამბავი მართლმადიდებლების ნაწილს? განა ბიბლია ასე არ იწყება, რომ უფალმა მამაკაცად და დედაკაცად რომ შექმნა ადამიანი. გგონიათ, მერე გადაკეთდა ფიზიკურად? თუ სექსი მარტო გამრავლებისთვისაა, მაშინ რატომ არის მრავალი ქრისტიანული ოჯახი უშვილოდ? თუ ასე იქნებოდა ყველა აქტს შვილი უნდა მოყვებოდეს, ბუნებრივია. ან თუ ეკლესია და ქრისტიანობა გაკიცხავს ასეთ ქმედებას, რომ სიამოვნებას არ განიცდიდეს ამ დროს ადამის მოდგმა, როგორ წარმოგიდგენიათ, ამის შემდეგ როგორ უნდა იქცეოდეს ჯვარდაწერილი ცოლ-ქმარი?

ეკლესიაში მრავალ მამას აქვს ამ თემაზე მიძღვნილი, სწორედ მართლმადიდებლური ხედვებიდან გამომდინარე ნაშრომები სადაც არანაირი წინააღმდეგობა არაა აზრთა შორის და ერთიანად მიიჩნევენ, რომ სექსი ღვთის ჯილდოა ცოლ-ქმრისთვის და საწოლი შეუგინებელი.

რასაკვირველია, ცოლ-ქმრულ ურთიერთობაში ჯვრისწერის შემდეგ", _ წერს დეკანოზი.

ცნობისთვის, რომის პაპმა რომის პაპმა ფრანცისკემ განაცხადა, რომ თანამდროვე კათოლიკური ეკლესია სექსისგან სიამოვნების მიღებას არ კიცხავს, ხოლო წარსულში ამ საკითხის არასწორმა გააზრებამ კათოლიკურ ეკლესიას დიდი ზიანი მიაყენა.

ამის შესახებ რომის პაპმა იტალიელ მწერალსა და საზოგადოებრივ მოღვაწეს, კარლო პეტრინის განუცხადა.

„სიამოვნება უშუალოდ ღმერთისგან მოდის. სიამოვნება არ არის კათოლიკური ან ქრისტიანული ცნება. სიამოვნება უბრალოდ ღვთაებრივია“, - განაცხადა ფრანცისკემ.

რომის პაპის აზრით, ადამიანს საჭმელი იმიტომ სჭირდება, რომ ჯანმრთელი იყოს, ხოლო სექსუალური სიამოვნება სიყვარულს უფრო ლამაზს ხდის და ადამიანთა მოდგმის გაგრძელებას უზრუნველყოფს.

„კათოლიკური ეკლესია ყოველთვის გმობდა არაადამიანურ, უხეშ და უხამს სიამოვნებას, თუმცა უბრალო, ადამიანური და ზნეობრივი სიამოვნება ყოველთვის მისაღები იყო. გადაჭარბებული მორალი, რომელიც გრძნობებს უარყოფს, ქრისტიანული გზავნილის არასწორი გაგებაა“, - დასძინა რომის პაპმა. 




 ახალი ამბები
  • "კალაშნიკოვით ჩაცხრილეს" _ მოკლული, სავარაუდოდ, პროკურორიაავჭალაში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. როგორც „გურია ნიუსს“ შემთხვევის ადგილიდან წყარო ატყობინებს, პირი, რომელიც ავჭალაში მოკლეს სავარაუდოდ პროკურორია. „სროლის ხმა ისმოდა და გავედით. ისინი გაიქცნენ. როგორც ვიცი, კალაშნიკოვით ჩაცხრილეს. ორი ტიპი იყო. ერთს პისტოლეტი ეჭირა“,_ ამბობენ შემთხვევის ადგილას მყოფი ადამიანები. „გურია ნიუსი“ ინფორმაციის გადამოწმებას  უწყებაში ... ...
  • 250 000 ლარამდე უზრუნველყოფის გარეშე სესხით სარგებლობა ნებისმიერი პროფილის ბიზნესს შეუძლია (R)„ფორ ლაბი“ უკვე მეოთხე წელია საქართველოში არსებულ ლაბორატორიებს მაღალი ხარისხის სახარჯი მასალებით ამარაგებს. ბოლო პერიოდში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე სამედიცინო სფეროში აღნიშნულ მასალებზე მოთხოვნა გაიზარდა. „ფორ ლაბმა“ თიბისის ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამაში უზრუნველყოფის გარეშე სესხით ისარგებლა და ბაზარზე მასალების მიწოდება გააორმაგა. ბიზნესების მხარდასაჭერად და მათი საქმიანობის  გასამარტივებლად, თიბისიმ უპრეცენდენტო ცვლილება განახორციელა დაკრედიტების მიმართულებით და ბიზნესებს მისცა საშუალება ისარგებლონ 250 000 ლარამდე ბიზნესსესხით უძრავი ქონების და ძირითადი საშუალებების უზრუნველყოფის გარეშე. ამ დრომდე საქართველოში უზრუნველყოფის გარეშე ბიზნესსესხის  ლიმიტი 50 000 ლარი იყო, თიბისიმ ეს ზღვარი 250 000 ლარამდე გაზარდა. უზრუნველყოფის გარეშე სესხით ისარგებლა რაგბის კლუბმა „იუნკერები“, რომელიც უკვე მეორე წელია უმაღლეს ლიგაში ასპარეზობს. იგი აერთიანებს როგორც ჭაბუკთა, ასევე კაცთა გუნდებს, ხოლო მის ბაზაზე მოზარდებს 7 წლის ასაკიდან შეუძლიათ რაგბს დაეუფლონ. „ჩვენ ვზრდით ახალ თაობას, რომლებსაც განვითარების შესაძლობა აქვთ. ამით საფუძველს ვქმნით, რომ შემდეგში მათ პროფესიონალური კლუბებში ითამაშონ. ამ სპორტისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ფინანსური მხარდაჭერა, რომ განვითარება შევძლოთ, გამართული ინფრასტრუქტურა გვქოდეს, მოვიზიდოთ ახალი მოთამაშეები და ა.შ.“ - ამბობს კლუბის  გენერალური დირექტორი გიორგი ნოზაძე. უზრუნველყოფის გარეშე სესხით სარგებლობა ნებისმიერი პროფილის ბიზნესს შეუძლია. შეთავაზებით სარგებლობისთვის, ბიზნესების წარმომადგენლებმა ონლაინ განაცხადი უნდა შეავსონ, ასევე, შესაძლებელია ფილიალში მისვლაც. დამატებითი ინფორმაციის მიღება და განაცხადის შევსება შესაძლებელია ბმულზე: https://www.tbcbank.ge/web/ka/web/guest/apply-for-business-loan  (R)         ... ...
  • სროლა ავჭალაში _ დაღუპულია 1 ადამიანისროლა იყო ავჭალაში ლიბანის ქუჩაზე. როგორც "გურია ნიუსს" ადგილიდან წყარო ატყობინებს, სროლის შედეგად დაღუპულია 1 ადამიანი. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი. დეტალების გარკვევას "გურია ნიუსი" შსს-ში ცდილობს, რასაც უახლოეს დროში ... ...
  • ავტომობილი, რომლითაც გადაადგილდებოდნენ ზუგდიდში ბენზინგასამართი სადგურის დამყაჩაღებლები„გურია ნიუსმა“ იმ ავტომობილის ფოტო მოიპოვა, რომლითაც ზუგდიდში ერთ-ერთი ბენზინგასამართი სადგურის დაყაჩაღების შემდეგ თავდამსხმელები მიიმალნენ. მსუბუქი ავტომობილი, რომლითაც, სავარაუდოდ,  თავდამსხმელები გადაადგილდნენ,   დღეს დილით, სოფელ ნარაზენში, უჩაშონას უბანში იპოვეს. წინასწარი ინფორმაციით,  თავდამსხმელებმა გარკვეული რაოდენობის  თანხა ... ...
  • თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე უცხოეთის მოქალაქეს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯესსაქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულიად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მოქალაქე ნ.ს. დამნაშავედ ცნო. სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მოქალაქე ნ.ს.-მ, მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფ პირებთან ერთად, განიზრახა მოტყუებით დაუფლებოდა არარეზიდენტი საწარმოს კუთვნილ დიდი ოდენობით ფულად თანხებს. განზრახვის სისრულეში მოსაყვანად, ნ.ს. და დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრები, საქმიან ნდობაში შევიდნენ ჩეხეთის რესპუბლიკაში რეგისტრირებული საწარმოს დირექტორთან, რომელსაც თითქოსდა ნიუ იორკის საფონდო ბირჟაზე არსებული კომპანიების აქციების შესაძენად გამიზნული 89 240 ევრო, მოტყუებით გადმოარიცხინეს საქართველოში, ნ.ს.-ის მიერ დაფუძნებული საწარმოს ანგარიშზე და მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ მას. თბილისის საქალაქო სასამართლომ ნ.ს. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 8 წლით თავისუფლების აღკვეთა ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...